შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 10


8-06-2016, 23:24
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 026

-გამიშვი,-სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა ნენე,-რა საზიზღრები ხართ,არ მეგონა ალკოჰოლი ასე თუ მომადუნებდა
-ცოტა ვიმაიმუნეთ,-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი
-ნუ მეხები,-კანკალით სთხოვა ქალმა
-ჩემს ხელებში ხარ და სახეზე რომ გკიდებ ხელს რა გაგიჟებს?
-სწორედ ეგ მაცოფებს რომ შენთან ვცეკვავ,ამით კიდევ ერთხელ დამიმტკიცე რომ ჩემი სურვილი სრულებით არ გაინტერესებს
-რა სურვილი?
-ის რომ შენთან ცეკვა არ მდომებია,არც ახლოს ყოფნა
-ვცდილობ არაფერი დაგაძალო,მაგრამ ძალიან ჯიუტი ხარ და სხვაგვარად არაფერი გამოდის,მაშინ მითხარი,რა უნდა გააკეთოს ნორმალურმა მამაკაცმა,როცა ურჩი ქალი უყვარდება?-ნენე საშინლად დაბნეულია.გიგას მკლავებში მოქცეული კანკალებს და სიმწრით ქვედა ტუჩს იჭამს,-მხოლოდ მე და შენ ვართ,-ყურში ჩურჩულით ეუბნება გიგა და ცერა თითს ტუჩზე უსვამს,ნენე უარესად კრთება და ცახცახებს,გული ლამის ამოუვარდეს ისე გამალებით უცემს.სახეზე გიგას ცხელი სუნთქვა ეცემა და გრძნობს,როგორ ნაზად ეხება მამაკაცი მის ქვედა ტუჩს,ამას მოზდევს შეგრძნება თითქოს,ჯერ ცხელი,შემდეგ კი ცივი წყალი გადაასხეს.გიგა ცდილობს მისი სახე კარგად შეითვისოს,წელზე ძლიერად ხვევს ხელებს და მკერდზე იხუტებს,შიშით რომ ხელიდან არ გაუსხლტეს და კოცნა ტუჩებიდან ლოყაზე,ლოყიდან შუბლზე,შემდეგ ცხვირის წვერზე გადააქვს და ისევ ტუჩს უბრუნდება.ქალი საკუთარ სხეულს მოსწყდა,მოდუნდა და მამაკაცის მკლავებში ჩაესვენა.ვერ გძნობდა ვერაფერს გარდა მისი შეხებით გამოწვეულ მოსიარულე არსებებს ორგანოებში.
-რა გაურიე?-ლუღლუღით ჰკითხა და თავი მკერდზე მიაბჯინა
-არაფერი,-უპასუხა გიგამ და თმაზე ნაზად დაუსვა ხელი
-რაღაც გაურიეთ,ერთი ჭიქა ასე არ მომადუნებდა
-ჩემთან რომ ხარ იმიტომ მოდუნდი,-ღიმილი შეერია ხმაში მამაკაცს,-ხან იწვი,ხანაც იყინები
-ახლა ვიყინები,-შეწუხებული ამბობს ნენე
-კიდევ?-მკლავებზე უსვამს ცხელ ხელის გულს,-ვგრძნობს უკვე აღარ,-ამბობს კმაყოფილი და შუბლზე კოცნის,-ჩემთან წაგიყვან,-თავდაჯერებული ამბობს და ხელში იტაცებს.ნენე უეცრად სწყდება იატაკს და ძლივს აცნობიერებს რომ გიგას ჰყავს აყვანილი.
-რატომ გადამეკიდე?-შეღონებული ამბობს და თავს უკან იქნევს.გიგას სურვილი უჩნდება მის მოშშვლებულ ყელში ჩარგოს თავი.
-მინდა ჩემი იყო,-ალერსიანი ხმით ეუბნება გიგა
-მე არ მინდა,-ისეთი ხმით ამბობს,საცაა ატირდება-ო
-კარგი რა ნენე,-გიგა უკვე დაიღალა,-როდემდე გააგრძელებ ზღაპრების მოგონებას,შენს მაგივრად სხეული ალაპარაკდა,ჩემი შეხება შენში
-გაჩუმდი,-აწყვეტინებს ნენე და თავს ასწორებს
-როდემდე,ყოველვის ასეთი რბილი და მომთმენი არ ვიქნები,დავუბრუნდები ჩემს ქცევებს და დამერწმუნე ყველაფერი შეიცვლება,არა უკეთესობისკენ,არამედ უარესობისკენ
-შენთან ყოფნაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
-უჩემობა!-მკაცრად ეუბნება და გარეთ გაჰყავს.საღამოს გრილი ნიავი ნენეს ცოტათი აფხიზლებს და თვალებზე ახვეული ნაჭრის მოცლას ცდილობს,-მოითმინე,-ხელს აშვებინებს გიგა,-ჯერ არ მოიხსნა.
-რატომ,ახლაც ვცეკვავთ?-გაკვირვებული ეკითხება ნენე და ჯიუტად ცდილობს სახვევის მოცლას
-დაიცადე,-ღიზიანდება გიგა,-მეთვითონ,-თავად ცდილობს მოხსნას
-თვალებს ვეღარ ვგრძნობ რა უბედურებაა ეს,-როდესაც სახვევს ხსნის,რამდენიმე წუთი გაჭირვებით ახელს თვალებს,თითქოს ლიბრა გადააკრეს.
-მაპატიე,სხვანაირად ვერ გეცეკვებოდი,-ამღვრეული თვალებით შეხედა მამაკაცმა
-საერთოდ არ გეცეკვა!
-ნერვებს ნუ მიშლი!
-შენ მაიძულებ!
-ნენე,შენი სიჯიუტე უფრო მახელებს,აქამდე არ მოვიდოდით შენ რომ არ შემწინააღმდეგებოდი და სხნაირად მომქცეოდი,მიზიდავს ის,რისი ადვილად მიღებაც არ შემიძლია,-მანქანის კარს უღებს ქალს,-დაჯექი,-ნენე წინააღმდეგობას ვეღარ წევს,მანქანაში ჯდება და ღვედს იკეთებს.
-მალე დაგავიწყდება,-ჯდება გიგაც და მტკიცე ხმით ეუბნება ნენეს
-რა უნდა დამავიწყდეს?-გაკვირვებული ეკითხება ქალი
-დრო მოვა და მიხვდები,-ჰპასუხობს გიგა და საჭეს ჰკიდევს მარცხენა ხელს,მარჯვენათი გასაღებს არგებს და ძრავს რთავს.
-შენთან ყოფნა ვერ წარმომიდგენია,-საზურგეს ეყრდნობა და ისე ამბობს ქალი
-რაც ვერ წარმოგიდგენია სწორედ ის ხდება,-თვალს ეშმაკურად უკრავს გიგა და გაზს ფეხის გულით მძლავრად აწვება,ისე რომ ადგილს ელვისებურად სწყდება მანქანა.
-რომ არ დაგნებდე?-მზერას არ აცილებს,-მოგბეზრდები და წახვალ?
-იქამდე არ შეგეშვები,სანამ ჩემად არ გაქცევ,-ურყევია მამაკაცი,-შენ ის ბამბის ნაყინი ხარ ერთი გასინჯვისას მთელ სხეულში რომ ჩამადნა
-თუ მაინც არ მენდომება შენთან?-ხელის გულებს ერთმანეთს აბჯენს და ისრესს
-ძალით მეყოლები,-სერიოზული სახით ეუბნება გიგა
-მოძალადე ხარ?-გაფითრებული ეკითხება ისევ ნენე
-არა,-პასუხობს მამაკაცი,-შეყვარებული,-და იღიმის
-შეყვარებული ადამიანი ასე არ იქცევა,-თავისას აგრძელებს ქალი
-აბა როგორ?-უკვირს მისი ნათქვამი გიგას
-ნებდება,რადგან თვლის რომ ამით უფრო ბედნიერს გახდის,-მზერას არიდებს.ფანჯარაში იყურება.
-რომ მიგატოვო გაძლებ უჩემოდ?-ნენე იბნევა,ღრმად სუნთქავს და ხელებს ღვედზე იკიდებს.აწვალებს,-პასუხი სადაა ნენე?-გიგა მის დაბნევაზე იღიმის
-კი,-ყოყმანით ამბობს ქალი
-ამდენი ხანი ამას ფიქრობდი?-გულიანად ეცინება გიგას
-წინ იყურე,-მისი მზერით შეწუხებული აფრთხილებს ქალი.
-ხალი გაქვს?-მოულოდნელად ეკითხება გიგა
-რა?-იბნევა ნენე
-მკერდის შუაგულში ხალი გაქვს?-ისევ ეკითხება მამაკაცი
-შენ რა იცი?-სირცხვილისგან სახე უწითლდება ნენეს
-ვხედავ,დასაწყისში,მოყავისფრო,პუტკუნა ხალს,როგორი გამორჩეული ყოფილხარ
-ეს გამორჩეულობას ნიშნავს?-ეღიმება გაწილებულს
-პირველად ვხედავ,შუახაზში ხალს,ძალიან მომხიბვლელია,ნეტავ კიდევ რა იმალება,-ინტერესი აღეძრა გიგას
-მორჩი ჩემზე საუბარს,მოიცა,მე ხომ დახურული კაბა მაცვია,-უარესად იბნევა,როცა მკერდს დაჰყურებს,-საიდან იცი?
-ერთხელ,სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი,-ეშმაკურად მიუგო გიგამ
-ამაზრზენი ხარ!
-რატომ?-უკვირს გიგას
-სად მიგყავარ?-კითხვას თავს არიდებს კითხვით
-ჩემთან,-პასუხობს მამაკაცი
-არ მინდა,-შეღონებული ამბობს ნენე
-მე მინდა და შენი ხმა აღარ გავიგო!
-შემეშინდა,-სახე ებრიცება და ღვედს იხსნის
-რას აკეთებ?
-არაფერს,დამშვიდდი
-პატრული დამაჯარიმებს!
-არაუშავს!
-ნენე!
-გისმენ!
-ფულს შენ გადაიხდი იცოდე!
-არა!
-მაშინ გაიკეთე!
-ყველაფერი მეზღუდება,ღვედი მაინც მოვიხსნა!
-ჭკუა სულ დაკარგე,არ მესმის შენისთანა ქალი რამ შემაყვარა,კარგი ჯერ არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში
-შენს უიღბლობას მე მაბრალებ?
-ამის დედაც,შენ არაფერს გაბრალებ,უბრალოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა,არ უნდა შემყვარებოდი,სხვა მომყავდა ცოლად,მაგრამ მივატოვე
-რა?-ნენემ წამოიყვირა გაოგნებულმა,-ჩემ გამო?-ასეთი რამ ჯერ არ სმენია.მის გამო საცოლე მიატოვეს.
-დიახ,-ადასტურებს მამაკაცი
-გადაირიე,როგორ მიატოვე,არ შეგეცოდა?
-რომ შემეცოდა იმიტომ მივატოვე,ჩემთან ვერ იქნებოდა ბედნიერი,რადგან შენ შემიყვარდი



№1  offline წევრი mimimimo

ოჰო, რა საინტერესო იყო.
მაგრამ ძალიან პატარა.
მომეწონა!
ველი მომდევნო თავს.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი isterichka123

საყვარლები ვაიმე გაგრძელე

 


№3 სტუმარი Mariami

Dzalian kargia.. Agar daagviano ra.

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგი ბიჭია გიგა ეს გოგოც კაი უკარებას როლს თამაშიბს :დ ველი შემდეგს

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე რა კაი იყო ეხლა წავიკითხე ყველა ერთად და გავთბი <3 მე მაინც ვფიქრობ რომ გეგას ნენე ბავშვობიდან უყვარს <3 და არც ნენეა გულგრილი

 


№6  offline წევრი ეფი

როდის დაიდება შემდეგი თავი ? ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent