ჩემს ვენებში [6]
* * * რომ იცოდეთ, რა მოხდა, მთელი იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც თბილისში იყო ანაბელი, ალაბთ, ჯერ გაოცდებოდით, შემდეგ კი გაბრაზდებოდით, რომ არ წაგაკითხეთ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, არ მიყვარს ასე ჩაკირკიტებით წერა, გეტყვით რომ ,,გზა და გზა’’ ყველაფერს ნათლად დაგანახებთ! * * * – ნომინაცია, ყველაზე აუტანელი და თავხედი, გადაეცემა, ალექსანდრე მენაბდეს! – დაბუტულმა წამოიძახა ანაბელმა. – და, ყველაზე სიმპათიურს, ყველაზე საყვარელს და შენი ცხოვრების ერთადერთ მამაკაცს. – ღიმილით დაამატა და თვალები აუციმციმა გოგონას. – ჰო, როგორ არა! – მის გვერდით დამჯდარს, ხელი ძლიერად კრა, მაგრამ, როგორც კი მტკივნეულად დამანჭა სახე სანდრომ, მაშინვე მასთან გაჩნდა. – ვაიმე, სანდრო, რამე გატკინე? – შეშინებულმა იკითხა, მაგრამ ბოლომდე სიტყვის თქმა არ დააცადა ბიჭამ, კალთაში რომ გადაისვა. – ხო, ფეხები მეტკინა და ხომ იცი, შენზე დიდი წამალი, არ არსებობს. იჯექი აქ ცოტა ხნით და როცა მომიშუშდება, ადგები. – სიცილით აკოცა საფეთქელზე და წარბები აუთამაშა. – აუ, თავი დამანებე, რა! – გაბრაზებული გადაჯდა გვერდზე და მოცინარ ცოლ–ქმარს შეხედა. – რა გაცინებს, ლილე? ან შენ, გაბრიელ? – თქვენთვის მითქვამს, რომ ძალიან უხდებით ერთმანეთს? – ეშმაკურად გადახედა ლილემ, ჯერ გაბრიელს, მერე სანდროს, სულ ბოლოს კი ანაბელს. – არა, და არც თქვა, გთხოვ. – დაბღვერილმა უთხრა ლილეს, მაგრამ ახლა, გაბრიელს გააჩერებდა ვინმე? – სულ მინდოდა შენი მსგავსი რძალი, ხო იცი, ნამცეც. – გვერდით მიუჯდა გაბრიელი გაბუტულ გოგონას და მხარზე ხელი მოჰხვია. – არ ვიცი. – ღიმილით ახედა კაცს და თვალი ჩაუკრა. – დაგინახე. – ხარხარით თქვა სანდრომ, წელზე ხელი მოკიდა ანაბელს და თავისკენ გააცურა. – შემეშვი, შენ! – სუსტი ხმით თქვა, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და მკერდზე თავი განაბუმა მიადო. სანდროს ტუჩები შუბლზე რომ იგრძნო, მაშინ არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. რა ქნას, დღემდე ვერ შეჩვეულა ბიჭის გავარვარებულ, დიდ ტუჩებს, რომელიც ყველგან დაცოცავს და ეს, როგორი სათქმელიც არ უნდა იყოს, გიჟივით სიამოვნებს. ერთ თვეზე ცოტა მეტი არის, რაც ერთად არიან და სულ ეცინება, მათ პირველ ჩახუტებაზე, კოცნაზე და საერთოდ, ყველაფერ პირველზე, რაც კი მათ უკავშირებათ. უყვარს, გიჟივით, ჯერ რომ არავის არავინ ჰყვარებია, ზუსტად ისე. – დღეს, დედაშენმა დარეკა. – მოწყენილი ხმით ამცნო ახალი ამბავი ლილემ დაქალს. – ჩამოვიდეს, სთხოვე, ერთ თვეში ისევ მანდ არის წამოსასლელი, უნივერსიტეტისთვისო. მგონი, წასვლა მოგიწევს. – რა თქმა უნდა. – მშვიდად გაიღიმა მაგრამ ამ ღიმილის უკან, ძალიან, ძალიან დიდი მღელვარება იმალებოდა. ესიკვდილებოდა, სადროს დატოვება, არა, არა... არა, იმიტომ რომ მოენატრებოდა და მსგავსი. რა თქმა უნდა, მოენატრებოდა, მაგრამ მისი მარტო დატოვება ეშინოდა. მოგონებები სულ თავში უტრიალებს ანაბელს და ახლაც არ დააყოვნა ერთ–ერთმა. ამოტივტივდა, თუ არა, გულმა რეჩხი უყო. * * * – ანაბელ, დამელოდე, ნუ გარბიხარ! – დაიღრიალა უკვე სანდრომ. – არ გესმის? – მკლავზე ხელი ჩაავლო და ცრემლად დაღვრილი, თავისკენ შემოატრიალა. – ხომ გთხოვე, არასდროს იტირო, ჩემ გამო–მეთქი? გამეცი პასუხი, გთხოვე, თუ არა? – ცეცხლს აფრქვევდა ყველა ნაწილიდან სანდრო, განსაკუთრებით კი თვალებიდან. ანაბელმა, მხოლოდ თავი დაუქნია და უმწეოდ მიეყრდნო მის სხეულს. ცრემლები ვერა და ვერ წყდებოდა და სულ მალე, ხმით ტიროდა გოგონა. მისთვის, ახალმა ამბავმა, რომელიც შემთხვევით, სხვისგან გაიგო, გამანადგურებლად იმოქმედა, ახლა კი, მასზე მიყრდნობის, რომლის გახშირებული სუნთქვა ესმის, მის სუნს გრძნობს, გული უფრო აუჩუყდა. ყველაფერი–ყველაფერი, მაგრამ უფრო ის ეტკინა, ეწყინა, რომ სხვისგან გაიგო ეს ყოველივე და არა, მისი საყვარელი მამაკაცისაგან. – დამშვიდდი. წამოდი, მანქანაში დავსხდეთ, წყალი მაქვს იქ. – თავისი თხელი პერანგი მოაცვა აკანკალებულს, მხრებზე ხელი მოჰხვია და მანქანაში მოათავსა. სწრაფად შემოუარა ავტომობის და საჭესთან დაიკავა ადგილი თვითონ. ცოტა ხანი, ორივე ჩუმად იყვნენ და უბრალოდ ფიქრობდნენ. ფიქრობდნენ იმაზე, რაც წუთების წინ, იმ ბარში მოხდა, სადაც ხშირად, თითქმის ყოველ დღე მოდიოდნენ. ბოლოს, ისევ სანდრომ დაარღვია ეს აუტანელი სიჩუმე. – ვიცი, რომ ეს ყოველი ჩემგან უნდა გაგეგო, მაგრამ გამიგე, ძალიან მეძნელებოდა ამის თქმა. რთულია, გითხრა ის რომ ნარკომანი შეყვარებული გყავს. არ გიმსახურებ, შენ არ იმსახურებ ასეთ ცხოვრებას. – დაბალი, ჩახრეწილი ხმით აუხსნა ანაბელს და მისი აცახცახებული ხელი, თავის ერთ ტორში მოიქცია. – როგორ ცხოვრებას, სანდრო? როგორს? უნდა, გეთქვა, აქ სამარცხვინო, არაფერი არ არის. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებოდით, მაგრამ შენ სხვა გზა აირჩიე და სწორედ ეს მეტკინა ასე ძალიან. როგორ ამბობ იმას, რომ ჩემი ღირსი არ ხარ? სიგიჟემდე მიყვარხარ, მაგრამ ასე, არაფერი გამოვა. პრობლემებს ერთად უნდა ვერბრძოდეთ და არა ცალ–ცალკე, ასე, ბევრად უფრო მარტივი იქნება, რატომ არ გესმის? ვისგან მიცავ, სანდრო? საკუთარი თავისგან? მე არ მჭირდება ეს! ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და მსგავსი აღარ განმეორდეს, გთხოვ... – მისკენ გადაიხარა და წვერიან ლოყაზე ნაზად აკოცა. – მესმის შენი, ამის თქმა მართლაც არ არის მარტივი, მაგრამ ერთხელ რომ ფეხი დაგიცდა და ის საზიზრობა გასინჯე, რომელიც, თავს თუ არ დაანებენ, გაგვანადგურებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ბრძოლა არ შეიძლება და ხელი უნდა ჩავიქნიოთ? მპირდები, რომ შეეცდები ამის გამოსწორებას, ოღოდ ჩემთან ერთად და არა ცალკე? – გპირდები. – თავი ჩაღუნა სანდრომ. არ შეეძლო ეყურებინა, როგორ ტკიოდა მის გამო თავის საყვარელ ქალს. – ჩემი თავი დაიფიცე. – არა და არ ცხრებოდა ანაბელი. არაფრით არ ანებებდა. – შენ თავს ვფიცავარ, შევეშვები ამ სიბინძურეს, თუ ჩემთან იქნები შენ. მარტო არ დამტოვო, არც ერთი წამით! – არასდროს. მაგის არასდროს შეგეშინდეს. * * * საღამოს, უკვე ჩალაგენული ჰქონდა ბარგი და ფაქტობრივად, მზად იყო წასასვლელად. საღამოს თიკომ და ზურამ გადაწყვიტეს მისულიყვენენ მათთან, პრანჭია სოფიც, რა თქმა უნდა, მათ მიჰყვა. მისი უცვლელი აჟიოტაჟით მიეჭრა გადაღლილ, მასთან შეხვედრისთვის ჩაცუცქულ ნათლიას, რომელმაც წამში აიტაცა ხელში და მკლავები კისერზე მოჰხვია. – მომენატრე. სულ სადნროს ბრალია, სამი დღე რომ არ გინახივარ, რა! – ენა გამოუყო ანაბელს და მკერდზე თავი მიადო. – მოვა, ახლა, მალე და არ გაიგოს ეგ, თორემ გაგიბრაზდება. – გაიცინა გოგონამ, ზურა და თიკო გადაკოცნა და სოფისთან ერთად დაეშვა კომფორტულ სავარძელში. – როგორ ხართ? – რა ვიცი, ვართ, რა. – ერთდროულად გასცეს მათ პასუხი და გევრდით მიუსხდნენ. – როდის მიდიხარ? – ჰკითხა თიკომ დაქალს. – ხვალ დილით, თორემ ნინო აღარ მაცოცხლებს, პეტრეზე საუბარი ზედმეტია. – თან ლაპარაკოდა, თან გატრუნულ სოფის ეფერებოდა თმებზე. – ჩემი სიცოცხლე. ნათლი, როგორ მომენატრები, შენ, ვერ წარმოიდგენ! – მეც. * * * – ლილე, ჩემი ტელეფონი, სად არის? – აფორიაქებული, დილის შვიდ საათზე, აქეთ–იქით დარბოდა ანაბელი, იმის იმედით, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ დარჩებოდა. – არ ვიცი, მგონი, ტელევიზორთან დევს. სანდრო მოვიდა. – ფანჯარაში გადაყუდებულმა ხმამაღლა უთხრა და ხელით ანიშნა კაცს, ამოდიო. – აუ, მომკლავს! გუშინ ღამე დამირეკა და მითხრა, არ მალოდინოო. – გაიცინა გოგონამ. – დაგელოდება, შენ არ იჩქარო, თორემ მეორედ მოუწევს რაღაში წამოსვლა, შენი ნივთების წამოსაღებად. – თითქოს, ყველაფერი ჩავალაგე გუშინ, თურმე კიდევ რამდენი რამე ყოფილა დასაბიავებელი. – ამოიფრუტუნა დაღლილმა. დილის ექვსი საათიდან დადის ცეცხლმოკიდებულივით და დაიღლებოდა, აბა, რა იქნებოდა. – კარები გააღე, მიდი, გთხოვ, მანამდე მე ყავს დავადგავ ქურაზე – თქმა და სამზარეულოში გაუჩინარება ერთი იყო. – სანდრო, ყავა გინდა? – როგორც კი მამაკაცის ხმა გაიგო, მაშინვე ჰკითხა. – არა. მზად ხარ? – სამზარეულოს კარებთან გაჩერდა, გულზე ხელები გადააჯვარედინა და წარბ აწეულმა შეხედა. – ბოდიში, ბოდიში. – მასთან ახლოს მივიდა, სანამ ლილე არ იყო იქ, დრო იხელთა და ტუჩებზე უცბად აკოცა. – თხუთმეტ წუთში, მზად ვიქნები. – დაპირდა და თავის საძინებელ ოთახში გაუჩინარდა. – ყავას მიმიხედე, რა! – გამოსძახა იქიდან. სანდრომ, თავი აქეთ–იქით სიცილით გადააქნია და ქურასთან ახლოს მიიწია. არც ერთს არ ეთმობოდა ერთმანეთი, მაგრამ ერთი თვე არაფერი არ არის, როცა ხალხი წლები ვერ ნახულობს ერთმანეთს. უბრალოდ, სანდროს გაუჭირდებოდა ძალიან, თავისი მდგომარეობის გამო. რამდენჯერ წაცდომია ხელი იმ დაწყევლილზე და ყოველთვის საიდანღაც გამოჩნდებოდა ანაბელი მხსნელად, თითქოს გრძნობდა. მერე, გულში ჩაიკრავდა გოგონას და ასე ისხდნენ საათობით. ყოველ ჯერზე ანაბელი უებნებოდა, ,,ცოტაც მოიცადე და მალე, შენს ვენებში წამლის მაგივრად, მე ვიქნები.’’ *** თქვენ ისე მაბედნიერებთ, მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე ვდებ ახალ–ახალ თავებს, დღეს საღამოს მეშვიდე ნაწილსაც დავდებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.