შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?! -7- (დასასრული)


10-06-2016, 11:12
ავტორი sopiko
ნანახია 2 348

[თავი 7]
ცივი გონებით რომ მიმოიხედა, მიხვდა, ტყეში იყო. ოღონდ იმ ტყეში არა, გუშინ ტაისიამ რომ მიიყვანა. ნოსტალგია მოერია, მაგრამ არა თავისი ქვეყნის. ტაისია ენატრებოდა. ისეთი ახლობელი გამხდარიყო ამ რამდენიმე დღეში, ისეთი სანდო, ისეთი მნიშვნელოვანი, რომ სამი დღეც კი ძალიან ბევრად ეჩვენებოდა. ის წერილი არაფერს ნიშნავდა. ტაისიამ დაუფიქრებლად გადააბარა თავისი საქმე ჯანოს და წავიდა... შეიძლებოდა სამი დღის შემდეგაც კი აღარ ჩამოსულიყო. დაელოდებოდა, თუ როდის წავიდოდა ნოე და მერე ჩამოვიდოდა, მაგრამ რატომ? ნუთუ მხოლოდ იმ ცრემლიანი ღამის გამო? ანდაც კი რა უთხრა ასეთი, რომ ფეხი დაჰკრა და წავიდა? ნოე არაფერს გეგმავდა გონებაში. თავისდაუნებურად ამბობდა და აკეთებდა ყველაფერს. თავისდაუნებურად ენთებოდა თვალები. თავისდაუნებურად ეხუტებოდა. თავისდაუნებურად ვერ აშორებდა მზერას. ო, როგორ ნანობდა ახლა... იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ტაისიას ვეღარასდროს ნახავდა. ეს არც ვნება იყო, არც მეგობრობა და არც სიძულვილი... აბა, რა იყო? მაშ, რად აუდიოდა მკერდი ასე მაღლა-დაბლა? რატომ ვერ ასვენებდა ფეხებს და რატომ მიიწევდა დაუღლელად წინ?
პასუხგაუცემელ კითხვებში ჩაკარგულმა ძლივს შენიშნა მაქსი, რომელსაც ხელში ბადე ეჭირა და ჩვეულებრივზე ორჯერ დიდ პეპლებს დასდევდა.
-მაქს?!-თავისკენ შემოაბრუნა ბავშვი და დარწმუნდა, რომ არ ეჩვენებოდა.
-შენ ის არ ხარ? ახალი...-იცნო მან.
-შენ აქ რა გინდა? უკვე ჩამოხვედით?-ფიქრები უკვე თავს უფეთქებდა. ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა.
-სად უნდა წავსულიყავი? ჩემს ქვეყანაში ღამით მივდივარ.-ალალად უპასუხა ბავშვმა.
''წავიდა! წავიდა! სხვაგან წავიდა... მოგატყუა... მან მოგატყუა! დაბრუნდება? არა, აღარასოდეს!''-ჩაესმოდა ნოეს. რეტი ესხმოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. გარბოდა და ეგონა დაიხრჩობოდა, მალე თუ არ გავიდოდა ამ ტყიდან. მაქსი აქ იყო, ტაისია_არა. ის განგებ გაერიდა ნოეს. იმიტომ, რომ იმავეს გრძნობდა, რასაც ის. წინა ღამეს შუბლზე ეამბორა... უბრალოდ ეამბორა... თავი ვერ შეიკავა და ამიტომ. ნუთუ ზედმეტი მოუვიდა? ტაისია შეაშინა? მაშინ რატომ გაუღიმა მან თავისებურად? წრფელად და უშუალოდ? ყველაზე ლამაზად? თვალებიც უციმციმებდა... ბედნიერი ჩანდა... ღმერთო, რატომ?
როგორც იქნა ტყიდან გამოაღწია. მაშინვე თავის ოთახს მიაშურა და საწოლზე დაეშვა. საშინელება იყო ის, რასაც გრძნობდა!
საშინელება!

სამი დღის განმავლობაში ვინ არ მოუგზავნა ტიტანმა ნოეს, მაგრამ ის ოთახიდან მაინც არ გამოსულა. იძულებით ჩატარებული ექსპერიმენტით კი სასურველ და სწორ შედეგს ვერ მიიღებდნენ. ყველა თვალს არიდებდა ჯაყელს. ისიც ხვდებოდა, რომ ყველამ იცოდა რაღაც, მაგრამ არ ეუბნებოდნენ. ჯანო კინაღამ მიახრჩო, როცა უთხრა, ტყუილები ეყობა იმ ქვეყნიდან გამოგყვა, ტაისიას შენთვის არაფერი უთქვსამს ან რატომ გეტყოდაო. ეს კაცი ისე უყურებდა, როგორც მოწინაამღდეგეს. რა თქმა უნდა! მას ხომ ტაისია უყვარდა... მისი ხელში ჩაგდება უნდოდა, ნოე კი ეცილებოდა... იმიტომ, რომ მასაც იგივე სურვილი სწვავდა!
არ იცოდა, უყვარდა თუ არა...
ამ კითხვას საკუთარ თავს არც უსმევდა, მაგრამ უტაისიოდ რომ ვერ ძლებდა, ეს ცხადი იყო!
საღამოს ბიჭები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ, კარზე კაკუნი რომ გაისმა. ნოემ კარს გახედა, მაგრამ ის არ შემოიღო.
-შემოდი.-გაკვირვებული წამოიმართა.
კარი შემოიღო და პატარა ჭრილში ადელაინის ლამაზი სახე გამოჩნდა.
-შეიძლება?-მორცხვად იკითხა მან.
ნოემ თავი დაუქნია.
ადელაინი ერთ-ერთი საწოლის ბოლოში ჩამოჯდა და თავჩახრილმა წამოიწყო საუბარი.
-ვიცი, რაც გჭირს... ვიცი, რატომაც იმალები ამ კედლებში, მაგრამ მინდა შენც იცოდე, რომ აქაურობა გამჭვირვალეა!
-პირდაპირ მითხარი, რა გინდა... იმაზე, რომ ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მოგცეთ, მაინც ვერ დამითანხმებთ. ჩემი გული მისაღები ოთახი არ არის.-უხეშად მიუგო გოგონას.
-ტაისია ძალიან კარგი ქალია!
-რა? ეს რაღა შუაშია?-არაფერი შეიტყო ნოემ. ხელი მაგრად მოუჭირა საბანს.
-წასვლა არ უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.-ჩაიჩურჩულა ადელაინმა.
-არ უნდოდა? მაშ, რატომ წავიდა?-წამოენთო ჯაყელი.-დიახაც, ძალიან კარგად უნდოდა! მეც არ შემიძლია ახლა უიმისოდ ყოფნა! მეც ძალიან დავიღალე, მაგრამ ველოდები! ველოდები, რომ ის ვუთხრა, რისი ღირსიცა... ნეტავ, როგორ შემომხედავს თვალებში? თუ საერთოდ არ აპირებს ამას? თუ არ სიამოვნებდა ჩემი სიახლოვდე, პირდაპირ ეთქვა! მოსწონდა ის, რასაც ჩემში იწვევდა... რასაც ჩემში აღძრავდა... ქალები ერთ კუნძულზე ხართ დაბადებულები! ყველას ერთი მიზანი გამოძრავებთ! ვითომ მიამიტები და უბრალოები ხართ, მაგრამ არა! დაშასგან განსხვავებული მეგონა... თქვენგან განსხვავებულიც... შევცდი! სამწუხაროდ ამ ფარსმა შემაცდინა!
-ცდები, ნოე.-მორიდებით შეეწინაამღდეგა გოგონა.-იმ ღამით ჩემთან მოვიდა. საშინელ მდგომარეობაში იყო. გრძნობდა, რომ შენშიც შეიცვალა რაღაც და ამ იმპულსებს ვეღარ უკუაქცევდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, შენ რომ ვერც წარმოიდგენ. მაშინ ამ ქვეყნის არსებობის შესახებ აზრზეც არ იყავი. ტაისია ჩამოჭკნა. ძლივს დავიყოლიე, რომ ჩემთვის გული გადაეშალა. შენი აქ ჩამოსვლის შემდეგ წაღმა შეტრიალდა მისი ცხოვრება, მაგრამ... თურმე ეს უარესი იყო ტაისიასთვის... ყოველი დღე სტანჯავდა, რადგამ ეს დღეები მალე შენს თავს წაართმევდა... ყოველ წუთს მინდოდა მოვსულიყავი და შენთვის მეთქვა, რომ ნუ სთხოვდი მას შენ გვერდით ყოფნას! ნუ დაყვებოდი უკან, მაგრამ ის ისეთი ბედნიერი იყო... მხოლოდ ღამით იაზრებდა ყველაფერს და ეს ღამე იყო მისი წამება... შენ თუ გგონია, რომ ის მატყუარაა, საერთოდ არ გცნობია! ამას ხვალ დაგიმტკიცებს! მაშინ, როცა დილით აქ შემოგივლის და გეტყვის, დავბრუნდიო.
-რა? რას ამბობ?-მაჯებზე ჩაებღაუჭა მოსმენილით შემძვრალი ნოე მას.
-იმ წერილში ხომ ეწერა, რომ სამ დღეში დაბრუნდებოდა? ასეც მოხდება! ამაში ხვალ დარწმუნდები!-ხელები გამოსტაცა ადელაინმა და ოთახიდან აცრემლებული გავარდა.
ნოემ ბოლო ხმაზე დაიღრიალა, მაგრამ ამას მაინც ვერ ამოაყოლა საკუთარი თავის სიძულვილი...
პირველად შეეშინდა ხვალინდელი დღის... თანაც ძალიან!

მთელი დღე ტყეში დახეტიალობდა. ვერა, ვერ ჩახედავდა ტაისიას იმ ცისფერ თვალებში... ვეღარ უპასუხებდა მის ღიმილს ღიმილით... აღარ იყო ღირსი იმის, რომ მისი სასიამოვნო სურნელი ესუნთქა... იასამანი! ტაისია იასამანი იყო! ნაზი, ფარატინა, ფაფუკი, უბრალო... როგორ უნდოდა ეს იასამანი მისი პრიზი ყოფილიყო! პრიზი და არა განაჩენი! ნოეს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა მართლა სასიკვდილო განაჩენი იყო! აქ ხომ ტაისია გაიცნო... ხელი ჩაკიდა და ექვს დღეში მისი მიტოვება მოუწევდა... დრო განსაზღრული იყო! განსაზღვრული კი არაფერია მარადიული!
უკვე ბნელოდა, დაქანცული ხის ქვეშ რომ ჩამოჯდა. თვალებზე ხელები მოისვა და გაშრა!
გაშრა, ტაისია რომ დაინახა...
ისევ ის პერანგი ეცვა...
ის, რომელიც იმ ღამით...
იასამნის სურნელს აფრქვევდა და იქაურობას ანათებდა...
''ტაისია მარგალიტია!''-გაახსენდა უცებ.
-ტაისია! ტაისია!-ფეხზე წამოხტა და ქალს ხელები შემოხვია. თავი მის ყელში ჩაერგო და მის მკლავებში მოცახცახე იასამნის დამშვიდებას ცდილობდა. მისი შინაგანობის ხელებში მოქცევას... მისი სურნელით გათბობას... მისი უბრალოების ჩასუნთქვას და კიდევ რას არა...-საშინელება ვარ... სრული საშინელება! ყველაზე აუტანელი და სულელი ვარ! როგორ ვერ ვხვდებოდი... როგორ გტანჯავდი... მაპატიე! ძალიან გთხოვ, მაპატიე...
-რა უნდა გაპატიო? მე რა უნდა გაპატიო?-უკან დასწია ქალმა. თვალებში ცრემლები უელვარებდა.-გაქცევა გამოსავლად ჩავთვალე და შენც ცუდი მაგალითი მოგეცი! მოსწავლე ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც მასწავლებელი... მე დამიჯერე, სულელო? მე?
ნოემ უფრო ძლიერ მიიკრო გულზე...
რით დაიმსახურა ასეთი ბედნიერება? უცებ აორთქლდა ''უტაისიობა''... წამიერად გაიბერა სიხარულის ბუშტივით... ეს... ეს... ეს... რა იყო?
-იასამანო...
-რა, რა თქვი?-ამოილუღლუღა ასლუკუნებულმა ტაისიამ.
-ჩემი პრიზი ხარ, იასამანო...

-ამ სითხეს თუ დალევ, იმ ქვეყანაში წახვალ, სადაც გსურს... ერთიანად აითვისებ ყველაფერს იმ ქვეყნისას... ენასაც... პირობებსაც... ტრადიციებსაც... ნოეს დააჯილდოვებ! იჩქარე, თუმცა ის უშენოდ მაინც არსად წავა!-ხელში მიაჩეჩა ადელაინმა ტაისიას კოლბა და გაიქცა.
კოლბას თავი მოხადა ტაისიამ და...
ბედნიერებამ გაუღიმა!

-რა ხდება?-თვალები გაახილა და მთელი არსებით დაიჭიმა.
-დაბრუნებას გილოცავ, ნოე! ჩემთან ერთად დაბრუნებას!
პრიზი?
თუ განაჩენი?
ეჰ, რას გაიგებ...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
მოდით, ერთად მივულოცოთ დაბრუნება ტაისიასა და ნოეს ამ ქვეყნად!
მათ შეძლეს განსაზღვრული დროის განუსაზღვრელად გარდაქმნა სიყვარულით და მეგობრობით... რომ არა ადელაინი, მათი ბოლო სულ სხვანაირი იქნებოდა! ტაისია რომ დაბრუნდებოდა, ნოე ძალიან გაბრაზებული დახვდებოდა... საბოლოოდ იფიქრებდა, რომ ქალები ასეთები არიან და მორჩა! ტაისიაც თავს დაიდანაშაულებდა და ისე წავიდოდა ნოე თავის ქვეყანაში, რომ ერთხელაც აღარ დაელაპარაკობდნენ ერთმანეთს. აი, ეს იქნებოდა მართლა ცუდი დასასრული, რადგან სულელური პრინციპების და გაუგებრობების გამო ცხოვრებას მხოლოდ ვირთულებთ...
ბედნიერი დასასრულის ორი ვარიანტი არსებობდა:
1. ნოე დალევდა მოკვდავობის წყალს და დარჩებოდა ტაისიასთან.
2. ტაისიაც ნოეს ქვეყანაში წავიდოდა.
მე მეორე ავირჩიე... რატომღაც და სწორედ ამიტომ ვამბობდი, იმედია დასასრული მოგეწონებათ_მეთქი.
მართლა ძალიან, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და ველოდები საბოლოო შეფასებებს ''პრიზი თუ განაჩენი?!''-თან დაკავშირებით.
ყველას გაფასებთ, პატივს გცემთ და ძალიან მიყვარხართ! სავარაუდოდ მალე იქნება ახალი ისტორია... ცისას ისტორია!
დროებით გემშვიდობებით!
თქვენი სოფო!



№1  offline წევრი aNuGi

ძალიან ძალიან მაგარი იყო, საოცარი, მეც გეთანხმები არჩევანში <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline წევრი cisa

Chemiichemiii ♥♥uzomod mixarixar velodebi moutmenlad ♥♥ exal dro ar maq mere wagikitxav da shegifaseeb ♥♡ sakvarelo sheen♡♡♡

 


№3 სტუმარი ani

სასიამოვნო იყო <3 დასასრულიც ყველა ვარიანტში მაგარი იქნებოდა wink პრიზი თუ განაჩენი?! ჰმ მგონი რომ პრიზი wink ტაისია ნოე ჯაყელის პრიზი გახდა love

 


№4  offline წევრი cisa

sasiamovno wasakitxiiko armegona tu orives dabrunebdi ras velodi ar vici mara arcmat dabrunebas.sabolovo jamshi dzalian kargi iko..shen ro chemi super gogo xar xo icii♥♥♥

 


№5 სტუმარი Black

Oh exla cisa unda gaaxaros sopachkam?noechkas dzalian moswons sopachkas istoriebi:D da ratqmaunda shemdeg istoriasac moutmenlad daelodeba..

 


№6  offline მოდერი sopiko

aNuGi
ძალიან ძალიან მაგარი იყო, საოცარი, მეც გეთანხმები არჩევანში <3

დიდი მადლობა, ანუგი love
cisa
Chemiichemiii ♥♥uzomod mixarixar velodebi moutmenlad ♥♥ exal dro ar maq mere wagikitxav da shegifaseeb ♥♡ sakvarelo sheen♡♡♡

ჩემს სათქმელს ამბობ...
ასე რომ, აღარ განვმეორდები love
okay
ერთადერთი რაც არ მომეწონა, ეს იყო მინაწერი ბოლოში.
არ უნდა ხსნიდე ყოველი თავის შემდეგ და მითუმეტეს დასასრულს ასე დაწვრილებით. მითუმეტეს მაშინ, თუ ისტორია ამ ყველაფერს ისედაც ამბობს.
მე საერთოდ არ მიყვარს მინაწერები და ჩემი აზრით, ბოლო შთაბეჭდილებასა და ემოციას ასუსტებს.

რაც შეეხება ისტორიას, რატომღაც ვიცოდი რომ ასე დასულდებოდა.
კარგად წერ ძალიან, საინტერესოდ და რაც მთავარია სასიამოვნოდ.
მე ვისურვებდი რომ ერთად არ დარჩენილიყვნენ და ისტორიას არ ჰქონოდა ბედნიერი დასასრული, რაც სრულიად ბუნებრივიც იქნებოდა.
ეს ისტორია, შენს ნამუშევრებს შორის საუკეთესოა.
შენ კი ისევ გიმეორებ, არაჩვეულებრივი ხარ.

ახლა რაც შეეხება პრიზსა თუ განაჩენს.
ჩემი აზრით განაჩენია.
იმიტომ, რომ ნოე გამოიცვალა, საოცარი ემოციები აღუძრა ტაისიამ და რაც მთავარია შეუყვარდა.
სიყვარული კი თავის მხრივ როგორც პრიზი, ასევე განაჩენია.
უფრო კი მაინც განაჩენი.
უამრავ პრობლემასთან, სირთულესთან და ტკივილთან პირდაპირ დაკავშირებული.

დიდი, დიდი მადლობა love
მინაწერი? მინაწერი რომ არ დავწერო, არ შემიძლია, თუმცა იმაში გეთანხმები, რომ ისტორია ყველაფერს ხსნის და შენი ახსნა აღარ სჭირდება.
ერთად რომ არ დარჩენილიყვნენ, ჩემი აზრით მკითხველს იმედი გაუცრუვდებოდა... ტაისია ნოეს ჩამოსვლით ხსნას ელოდა, ნოე კი თავის მხრივ იმ ქვეყნად სიმშვიდეს ეძებდა. ეს ორივე რომ მიეღოთ, ერთად უნდა ყოფილიყვნენ! ბონუსად კი სიყვარული მიიღეს.
განაჩენიცაა და პრიზიც... ორივე ერთადაა!
ყოველ შემთხვევაში მე ასე მქონდა ჩაფიქრებული...
ani
სასიამოვნო იყო <3 დასასრულიც ყველა ვარიანტში მაგარი იქნებოდა wink პრიზი თუ განაჩენი?! ჰმ მგონი რომ პრიზი wink ტაისია ნოე ჯაყელის პრიზი გახდა love

გმადლობ, ანი love
cisa
sasiamovno wasakitxiiko armegona tu orives dabrunebdi ras velodi ar vici mara arcmat dabrunebas.sabolovo jamshi dzalian kargi iko..shen ro chemi super gogo xar xo icii♥♥♥

ჩემი სუპერ გამხარებელი ხარ შენ! love
Black
Oh exla cisa unda gaaxaros sopachkam?noechkas dzalian moswons sopachkas istoriebi:D da ratqmaunda shemdeg istoriasac moutmenlad daelodeba..

მიხარია, თუ შ ე ნ ც მოგეწონა, ნ ო ე ჩ კ ა lol

 


№7 სტუმარი tamta ✔️

ragaac aklda bolomdee iseti ar iyoo rogoraaaac velodi,banaluri dasruleba..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent