შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [6]


11-06-2016, 00:23
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 730

”ნუ იტირებ, ძიძა.
იცი, მე უნდა წავიდე.
ჰო, უნდა წავიდე, თორემ როცა ასე, შენს კალთაში მიდევს თავი და შენ თმაზე მეფერები, თავი ისევ ის პატარა გოგო მგონია. მე კი უფლება არ მაქვს პატარა გოგო ვიყო. ოღონდ დღეს არა, ძიძა. არ იტირო, რა”.

ვამბობდი და თავად მახრჩობდა ცრემლები. ჰო, ნამდვილი ტრაგედია თამაშდებოდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პრემიერამდე 3 დღე იყო დარჩენილი.
უკვე ერთი კვირაა სახლში არ დამიძინია. ერთი კვირაა ნორმალურად არც მიჭამია და... ერთი კვირაა სანდრო არ მინახავს.
ჰო, უკვე შვიდი დღე, 6 საათი და 21 წუთი გავიდა.

ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რანაირად ხდება, რომ ისეთი სიცარიელე ჩნდება, რომელსაც ვერაფერი ავსებს.
რანაირად ვივიწყებთ ადამიანები ერთმანეთს ასე?
მართლა ტანსაცმელივით ვირგებთ? მერე ვიხდით, ვცვლით და ა.შ?
და თუ ავიკვიატეთ, მერე?
ალბათ მერე ჩნდება ეს აუვსებელი სიცარიელე.
არ დაურეკავს, არც მოუწერია, არც მოსულა.
არაფერი, საერთოდ არაფერი.
არც მე შევხმიანებივარ, ვერ.
ვერ ვახტებოდი თავმოყვარეობას, სიამაყეს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან, ძალიან ნაწყენი ვიყავი.
”ჰემონ, წადი!!! ჰემონ, წადი!!!! ჰემონ, წაააადიიიიი!!!!!”
ვყვიროდი გამწარებული, სასოწარკვეთილი და ალბათ ამ მომენტში, სცენაზე პირქვე დამხობილი, ყველაზე ნამდვილი ვიყავი, რადგან ჰემონის არა, მაგრამ სანდროს გაგდება კი ნამდვილად მინდოდა ჩემი ფიქრებიდან.
საშინლად მენატრებოდა მისით სავსე დღეები. ვიცოდი, სხვაგან ვერსად ვიპოვიდი იმ თავშესაფარს რასაც მისი არსებობა ერქვა. ჩემი მოიისფრო ოცნება, რომელიც თითქოს სიზმარში იყო და იქვე დარჩა.

სამი უზომოდ დამღლელი დღეც მიიწურა.
პრემიერის წინ სახლში
გაგვიშვეს, დაისვენეთო.
ანა და ნინა მესხდნენ წინ და მოყოლილით ”შეძრულები” ხმას ვერ იღებდნენ.
- არა, ასე რამ გამოაშტერა?
- რომ არც რეკავს?
- არაა ეგ შენი ღირსი!
- ელე, ხო არ შეგიყვარდა?

სადღაც შორიდან მესმოდა მათი ხმა. ბევრი ლანძღეს, ბევრიც იწუწუნეს, ჩემ
გამხიარულებასაც ბევრს ეცადნენ. მეც ვიცინოდი, ზრდილობის გამო.

- ისე, მე ახალი ამბავი მაქვს.
გამოაცხადა ანამ. ნინამ ისე ჩაიღიმა, მივხვდი, იცოდა.
- მე და ილო ერთად ვართ.
- ეგაა ახალი?
ჩავიფრუტუნე მე.
- იცოდი?
- მანამდე, სანამ თქვენ მიხვდებოდით რამეს.
- ნეტავ შენს ურთიერთობებშიც ასეთი ექსპერტი იყო, რა!
ენა გამომიყო ანამ.
- ნეტავ...
სევდიანად გამეღიმა მე.

მთელი ღამე ვერ დავიძინე. გოგოები ჩემთან დარჩნენ, ვითომ ჩემს გასამხნევებლად, მაგრამ 12 საათზე ორივეს მკვდარივით ეძინა.
სამზარეულოში ვიჯექი და ღერს ღერზე ვეწეოდი, ფეხის ხმა რომ გავიგე. სასწრაფოდ ჩავასრისე სიგარეტის ნამწვი საფერფლეში. არ ვუმალავდი დედას, მაგრამ მისი თანდასწრებით მოწევა მეუხერხულებოდა.
- ამ ბუღში რომ ზიხარ, ფანჯარა მაინც გაგეღო!
გამეცინა. დედა სულ იმას მიჩიჩინებდა, ნუ ეწევიო, როცა თვითონ სიგარეტი ეჭირა
24 საათი.
- დე, ძალიან მეშინია.
- ნუ გეშინია დე, იდეალურად ითამაშებ, ხომ იცი.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ ჩავეხუტე. როგორ მიყვარდა, როგორ მამშვიდებდა მისი სუნი და როგორ მინდოდა მამაც ყოფილიყო აქ... ენახა, რამდენს მივაღწიე. რა მოხდებოდა.
ჯერ ერთი ცრემლი წამომივიდა, მერე მეორე და რამდენიმე წამში გულამოსკვნილი ვტიროდი
დედის კალთაში.
- მენატრება, დე. მამა მენატრება, სანდროც მენატრება, ყველა რატომ მიდის ჩემი ცხოვრებიდან, რატომ?
ვსლუკუნებდი და მუჭით ვიწმენდდი ცრემლებს.
იქამდე მეფერა, სანამ არ დავმშვიდდი. მერე მწვანე
ჩაი დამალევინა და თავის გვერდით დამაწვინა, როგორც ბავშვობაში.

ვფიქრობდი. 
ყოველი ჩვენი ქმედების შედეგად რეალობა იყოფაო – მამამ მითხრა ერთხელ.
რა იქნებოდა ალტერნატიულ რეალობაში?
მე ალბათ წარმატებით ვითამაშებდი მორიგ როლს,
სანდრო კი – უზომოდ ამაყი ჩემით, ყვავილებით დამხვდებოდა საგრიმიოროში და მეტყოდა,
რომ მხოლოდ ჩემთვის და ჩემით უნდოდა ცხოვრება. და რომ ამ თეატრის სცენაზე ჩემი დანახვა,
ყველაზე მაგარ ემოციებს ბადებდა მასში.
მე კი, უზომოდ ბედნიერი,
ცალკე წარმატებული პრემიერით და ცალკე იმით,
რომ მის სიტყვებს ყველაზე მეტად ექნებოდათ იასამნის სუნი, ჩავეხუტებოდი და ამეკვიატებოდა ფიქრი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ და იქნებ არც კი ვიმსახურებ ამას. სიხარულის ცრემლიც წამომივიდოდა ალბათ.
... და ყველაზე ნამდვილი, გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი
დაკარგვის.

წესიერად გათენებულიც არ იყო, რომ გამეღვიძა, 7-ს აკლდა 20 წუთი. ავდექი, შხაპი მივიღე, მძინარე დედას წერილი დავუტოვე, ლოყაზე ვაკოცე და თეატრში წავედი.
დავდიოდი ცარიელ შენობაში, ვეფერებოდი კოსტიუმებს, დეკორაციას და იმდენად დიდ ენერგიას ვგრძნობდი, ყველაფრის მიუხედავად აქ ისეთი ბედნიერი ვიყავი, მინდოდა მეყვირა.
მთელი დღე ნამდვილი საგიჟეთი იყო, რაც უფრო ახლოვდებოდა 8 საათი, მღელვარება იმატებდა.
მექანიკურად ვმოქმედებდი, ვიცვამდი, ვიკეთებდი გრიმს, ვესაუბრებოდი ჟურნალისტებს. თითქოს, სრულიად გავთიშე ფიქრი.
კულისებიდან ვაკვირდებოდი როგორ ივსებოდა პარტერი.
”მოვა”? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში ყველაფერი ამერია. თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი.
ისე ვნერვიულობდი, თითქოს პირველად ვდგამდი სცენაზე ფეხს, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა.
მესამე ზარი დაირეკა.
ღრმად ამოვისუნთქე და...
დაიწყო.
ყველა უჯრედით ვგრძნობდი ჩემში არსებულ ანტიგონეს.
მთელი არსებით მძულდა კრეონის უსუსური ძალაუფლება და იმ წუთებში, ძმების დასამარხად სიცოცხლეს გავიღებდი.
იმ წუთებში მე ვიყავი არა ელენე ჯაფარიძე, არამედ პატარა ანტიგონე, თებეს მეფის, ოიდიპოსის ქალიშვილი და საოცრად ვამაყობდი ამით!
ვწუხდი, რომ ჰემონს ვერასოდეს გავუჩენდი შვილს, რომ განწირული ვიყავი და ვერაფერი გადამარჩენდა, მაგრამ ჩემი სიამაყე ჩემზე მაღლა იდგა.
ბოლოს კი, როცა უკანასკნელ გზაზე მივყავდი ჯალათს, ნაცემი და თითქმის გონდაკარგული, ისე, თითქოს
საკუთარ თავს დავტიროდი, ჩავიჩურჩულე.
”ნეტავ ვიცოდე, რისთვის ვკვდები”.
ყველაფერი დამთავრდა. ტაშმა იქუხა და კრეონმაც დაიბანა სისხლიანი ხელები.
მოზღვავებული ემოციებისგან მზად ვიყავი მეტირა. ”პაკლონზე” გამოსული თვალებს ვაცეცებდი, იქნებ სადმე დამენახა, ერთი წამით მაინც მომეკრა თვალი, მაგრამ არსად იყო.
თითქოს რაღაც ჩამწყდა. ის იყო, კულისებში ვაპირებდი შესვლას, რომ დარბაზში საოცრად ნაცნობი ხმა გაისმა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ხმა არა პარტერიდან, არამედ სცენიდან მოდიოდა.
ზუსტად ჩემს უკან იდგა. მეგონა ჩემი გულისცემა ყველას ესმოდა.
”ერთი წუთით, თქვენს ყურადღებას ვითხოვ”, თქვა სანდრომ.
წამები საუკუნოდ იწელებოდა, დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია და ის იყო, მიბრუნებას ვაპირებდი, რომ გააგრძელა.



№1  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
სიგიჟემდე მომეწონა ეს თავი!
ჩემში ისეთი ემოციები გამოიწვია, რომ...
ყოჩაღ რაა!


მიხარია!
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent