თვალები (ნაწილი 2)
11. მარიამი ბექა, ყველგან ბექაა. ყველგან მის სახეს ვხედავ. მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ მეხმარება, მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა მიჩნდება ყოველ ჯერზე როცა ჩემთანაა. გული უფრო სწრაფად იწყებს ძგერას, სუნთქვა მეკვრება და მისი ჩახუტება მინდება. -მარიამ! -ნინი ჩემკენ მორბის და მიღიმის. -რა ხდება? -მეკითხება ინტერესიანი თვალებით. -გავიგე რომ რაღაც გაგახსენდა, იმის თაობაზე, რომ თითქოს იქ მაღლა ვიღაც იყო. -თითქოს არა. -ვუსწორებ და თვალებს ვატრიალებ. -რატომ არ გჯერათ ჩემი? ზუსტად ვიცი რომ იქ ვიღაც იყო. არაფერი არ მომჩვენებია. -მე მჯერა შენი. -ბოხი ხმა ჩამესმის და ვიღაცა ხელს მხვევს მხარზე, მაღლა ვიხედები, ბექა. -ალბათ სიმართლეს იძახი. -მართლა ჯერა ჩემი? -დირექტორმა გამომგზავნა რომ მეთქვა შენები მოვიდნენ შენ წასაყვანად. -რა?! -სახლში წასვლა ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა. -კარგი. -ბექას მივყვები, მაგრამ ვცდილობ გზა ვიპოვო, როგორ გავიქცე აქედან. -როგორ ხარ? -როგორც კი ოთახი შევდივარ დედაჩემი ჩემკენ მორბის. მომხდარზე ხმას არ იღებს, მაგრამ ეტყობა რომ ჩემი არ სჯერა. -კარგად. -ვპასუხობ ცივად და მის ხელს ვიშორებ. -სახლში არ მინდა. -კარგი... -დაბნეული მიყურებს, არ იცის რა თქვას ან გააკეთოს. -აბა სად გინდა? -არსად. -ვპასუხობ კიდევ უფრო ცივად. რა მემართება? ან საერთოდ აქ რატომ ვარ? აქ რა დამრჩენია? -გინდა გავისეირნოთ? -მეკითხება ბექა და ჩემ პასუხს მორჩილად ელოდება. მინდა კი მასთან ერთად გასეირნება? მინდა საერთოდ სადმე წასვლა? მინდა აქ დარჩენა? -მარი. -ბექას ხმა ფიქრებიდან მაფხიზლებს და მეც თავს ვუქნევ. დასაკარგი უკვე აღარაფერი აღარ მაქვს. -კაი. -დედას ვუყურებ ის კი მადლიერი სახით უღიმის ბექას. როგორ მინდა რომ ყველაფერი გამახსენდეს. იქნებ გავიგო რა მოხდა, ეჭვი მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვიცოდი, რომლის გახსენებაც ახლა სასიცოცხლობ მნიშველოვანია. -მოდიხარ? -მეკითხება ბექა და წარბებს მაღლა წევს. მეღიმება და თავს ვუქნევ. უკან მივყვები. ხალხი გვაშტერდება და იღიმიან, ზოგს კი მოწყენილი და სევდიანი სახეები აქვთ.ნეტავ მაცოდინა რა ხდება. გარეთ გავდივართ და პარკისკენ ვიღებთ გეზს. ბექა წინ ისე მიდის რომ უკან არც კი იხედება. მე კი მის ზურგს ვაშტერდები და მასზე ვფიქრობ. ის ხომ ძალიან სიმპატიურია, მხიარული, კეთილი... რაზე ფიქრობ მარი?! -ნუ გეშინია არ ვიკბინები. -ისე გავერთე ჩემ ფიქრებში რომ ვერც კი შევნიშნე ბექა როგორ მაშტერდებოდა. -წამო. -მეც მივყვები, მაგრამ ახლა ის გვერძე მიდგას და ხელი უკიდია. როცა ჩემი ხელი მისსაში ექცევა, გული სამმაგად იწყებს ფეთქვას, სისხლი სახეზე მაწვება და ვწითლდები, პეპლები კი მუცელში იწყებენ ფრენას. საქანელებთან მივდივართ და მე ერთ-ერთ საქანელაზა პატარა ბავშვივით ბედნიერი ვჯდები და ქანაბას ვიწყებ ის კიდევ მიყურებს და მიღიმის. ვცდილობ მისი მზერა არ შევიმჩნიო მაგრამ არ გამომდის. ძნელია მისი ლურჯი თვალები დააიგნორო. ალბათ არ გამომივა მაგრამ უნდა ვცადო. ის ჩემი მეგობარია და ალბათ ჩემი უცნობიც სხვა იყო. მაგრამ მისი მზერა,მისი ღიმილი და მისი ხმა ისე მაგონებს ჩემ უცნობს. -რაზე ფიქრობ? -მეკითხება ათი წუთის შემდეგ. მომწონს მისი ბოხი და ამავდროულად ოდნავ წვრილი ხმა. მომწონს როგორც იღიმება როცა მელაპარაკება და მომწონს სითბო რომელიც თვალებში აქვს ჩამდგარი. ყველაზე მეტად კი მისი სარკისებური, ლურჯი, მრავლისმეტყველი თვალები მომწონს. -არაფერზე. -ვპასუხობ დაძაბული ხმით. მასთან რატომღაც მოდუნება არ გამომდის. ის იმდენად არარეალური ჩანს ჩემთვის რომ მგონია გაქრება. მე და ბექა, მეგობრები? ჰმმ, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი. -და მაინც? -არ მეშვება და მეღიმება. ალბათ, არ ვიცი ალბათ გრძნობს რომ მასზე ვფიქრობ, მაგრამ განა ეგ შესაძლებელია? -შენზე. -მოულდნელად წამომცდა. არასდროს არ დავფიქრებულვარ იმაზე თუ რაც უნდა მეთქვა, მაგრამ ამას არ მოველოდი. ალბათ ჯობია გავაგრძელო რადგან დავიწყე. -ხო შენზე. -გაკვირვებული მიყურებს. -ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩვენ მეგობრები და თან საუკეთესო მეგობრები გავხდებოდით და შენ ჩემზე ამდენი გეცოდინებოდა. -ეღიმება, ალბათ ძალიან სისულელეს ვიძახი. -ვერ წარმომიდგენია რომ ჩვენ დამეგობრება შევძელით. შეგიძლია მითხრა როგორ გაგიცანი? -ამაზე უფრო ეღიმება და ახლა დაბნეული შემომყურებს. -ალბათ უნდა მეთქვა დამიმეგობრდითქო. -ხო. -ბექას ეღიმება და იცინის. -ცოტა რთული ასახსნელია. მასე არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ შეგეჯახე, შენ დამცოფე და მერე ისე მოხდა რომ დავმეგობრდით. -ისევ დაბნეულია. -შენზე მომიყევი რამე. -ისევ ისეთი დაბნეულია. -შენ ჩემზე ყველაფერი იცი, ე კიდე არაფერი არ მახსოვს, გარდა იმისა რაც მანამდე ვიცოდი. -გამოდის რომ რაღაცა მაინც იცი. -იცინის, ნერვიულად იცინის, მაგრამ მალევე ჩერდება. -კაი. ჩემი სახელია ბექა მიქელაძე, 17 წლის. მეთერთმეტე კლასში ვარ და რავი კარგად ვსწავლობ. -ამ ფაქტმა ცოტა გამაკვირვა. არ მოველოდი იმას რომ ბექა კარგად სწავლობდა. -ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და საყვარელი სიმღერა იდე stitches. სიმართლე თუ გინდა შენ მომასმენინე ეგ პირველად. -ისევ იცინის, ოღონდ ამჯერად ნამდვილი, გულიდან წამოსული სიცილით. -კიდევ რა გაინტერესებს ქალბატონო? -ისევ იღიმის და მის ღიმილზე ტანზე მბურძგლავს. -კარგად ხარ? -უცებ შეშინებული ფეხზე ხტება და ჩემკენ მრბის. დაბლა ვიხედები და ტანსაცმელზე სისხლის წვეთებს ვამჩნევ. ხელს ცხვირზე ვისმევ, და მალევე ვგრძნობ სისხლის მოტკბო გემოს პირში. -კი. -ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო რომ სისხლი პირში აღარ ჩამივიდეს. კიდევ რამე მჭირს? ბექა ხელზე მექაჩება და სკოლისკენ მივყავარ. როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავენ პანიკდებიან. არავინ არ იცის რა ქნას, რადგან თურმე ჩემთვის ეგ ძალიან საშიშია. მოკლედ ისევ სასწრაფოს მანქანაში ვარ, ბექასთან ერთად და ვუყურებ ექიმებს რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ სისხლდენა შემიკავონ. -როგორ ხარ? -ბექა ყოველ სამ წამში მეკითხება. არ ვიცი ასე რა ანერვიულებთ ამ ხალხს. მე პირადად თავს მშვენივრად ვგრძნობ. -კარგად. -ვეუბნები მშრალად და ვცდილობ მზერა ყველას ავარიდო. აღარ მინდა შეწუხებული, სევდიანი და უიმედო სახეების დანახვა. მინდა რომ გავიცინო, ვინმე გავაცინო მინდა რომ ხალხი იღიმოდეს და იცინოდეს და არა ცხვირ-პირი ჩამოტიროდეთ. 12. ბექა როცა სისხლი დავინახე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. აღარ მინდოდა იმ საფრთხის წინაშე დავმდგარიყავი რომ ის ისევ დამეკარგა. საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მე ის ჰაერივით მჭირდება. მე ის ძალიან ძალიან მჭირდება. ვერ დავუშვებ რომ რამე დაემართოს. -შეიძლება რომ გამოგყვეთ? -ვეკითხები სასწრაფოს ექიმს და ისიც თავს მიქნევს. მას მარტო ვერ გავუშვებდი. მას ისევ ვერ დავტოვებდი. -თქვენ მისი შეყვარებული ხართ? -მეკითხება ხანში შესული ქალბატონი, რომელიც ცდილობს სისხლი შეუჩეროს. მარიამს ვუყურებ მაგრამ ის ისეა თავის ფიქრებში გართული მეეჭვება რომ ესმოდეს აქ რა ხდება საერთოდ ამიტომ ექიმს თავს ვუქნევ და ისიც მიღიმის. მერე ისევ სიჩუმე ისადგურებს. ნერლ-ნელა ისევ ვნერვიულდები, იქნებ რამე ჭირს? ისევ... მაგრამ მეგონა რომ საბოლოოდ გამოჯამრთელდა. როცა საავადმყოფოს ვუახლოვდებით მარიამს ვუყურებ, ჩაეძინა. მაგრამ ამდენი სისხლი რომ დაკარგა? -როგორ არის? -ვეკითხები ექიმს მას შემდეგ რაც მას პალატაში აქანებენ. ეს ისევ მარიამის ექიმია, რომელსაც საშინლად სევდიანი სახე აქვს მიღებული. -ჯერჯერობით არ ვიცით. -დაბლა იყურება და ცდილობს მზერა ამარიდოს. -მაგრამ რედგენს ვუკეთებთ ტვინზე და ალბათ მალე გავიგებთ. თავს ვუქნევ, მაგრამ ეს რას ცვლის? ჩვენ აქ ვართ ვცდილობთ გავარკვიოთ რა ჭირს ადამიანს რომელიც ასე ძალიან მიყვარს, იმ დროს როცა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ. ვიცი რომ ეს ექიმიც აკეთებს ყველაფერს რაც მის ძალებს არ აღემატება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა გადარჩეს! *** უკვე ნახევარი საათია რაც მოსაცდელში ვზივარ. მისი ყველა მეგობარი და ნათესავი უკვე აქ არის. ნინა დეიდა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, აქეთ-იქით დადის. ბატონი გიორგი კი ცდილობს რომ ცოლს არ აყვეს. -ნინა დეიდა. -ჩუმად ვეძახი და ხელს მხარზე ნაზად ვადებ რომ არ შევაშინო, მაგრამ მაინც ხტება პატარაზე. უაზრო, შეშინებული სახით შემომხედა მაგრამ როგორც კი მეცნო გამიღიმა. -ნუ ნერვიულობთ მარიამი კარგად იქნება. -ამას კი ვიძახი მაგრამ მე თუ მჯერა ამისი? მჯერა კი იმის რომ მარიამი კარგად იქნება? -ხო შვილო. -მეუბნება და ტირილს იწყებს და მეხუტება. -მადლობა ყველაფრისთვის რასაც მარისთვის აკეთებ. -ნაზად ეუბნება და მიღიმის. -ის გადარჩება, ბოლოს და ბოლოს შენ მარტო ვერ დაგტოვებს. მასაც უყვარხარ. -გაკვირვეული ვუყურებ. საიდან იცის რომ...?! -ძილში ის შენ სახელს იძახდა. ერთხელ მის ოთახში შესვლა მომიწია, ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე და ძილში შენ სახელს იძახდა. შემდეგ კი ვიღაცის ლურჯ თვალებს იხსენებდა და მასზე ფიქრობდა. -მართლა? -ვპასუხობ ბედნიერი ხმით. მას მე ვუყვარვარ და მას მე ვუყვარდი!!!! მას მე ვახსოვარ! ნუ რაღაც პონტში ვხსოვარ. მას ჩემი თვალები ახსოვს, ის რითაც შევაყვარე თავი. -კი. -მპასუხობს მშვიდად. -მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინმეს ასე შეყვარება შეეძლო. ის ხომ ასეთი გულცივი ჩანს.-ეღიმება და იცინის. მისი ღიმილი და სიცილი, მარიამისას მაგონებს და თვალებზე ცრემლი მადგება. ვიცი რომ ბიწს არ შეშვენის ტირილი და ის რომ არ უნდა ვანახო ნინა დაიდას ჩემი ცრემლები, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. საქმე ხომ მარიამს ეხება? ადამიანს, რომელიც მთელ მსოფლიოს მირჩევნია? ექიმი პალატიდან გამოდის და იღიმის, მისი ღიმილი კი რატომრაც მაშინებს. კატისებური ღიმილი აქვს, რომელიც თითქოს გატყუებს და სასიხარულო ამბის ნაცვლად უარესისთვის გამზადებს. -ის კარგადაა. -ამ სიტყვების გაგონებაზე გულზ მეშვება. ის გადარჩა. -მაგრამ მას უნდა მოუფრთხილდეთ. არ უნდა ინერვიულოს არაფერზე. რაც შეეხება ცხვირიდან სისხლდენა, ეს გამოიწვია იმან რომ ტვინი გადაეღალა. როგორ ჩანს მან ბევრი რაღაცის გახსენება დაიწყო რამაც მისი ტვინი გადაღალა, შედეგად კი სისხლდენა დაიწყო. -თავს ვუქნევთ. ეს ხომ ჩემი ბრალია? მე ვაიძულე ეს ყველაფერი გაეხსენებინა. -მას ორი კვირის განმავლობაში ვერ გავწერთ, რადგან უნდა დავაკვირდეთ ამ სისხლდენას რამე სხვაც არ დაერთოს. -ნინა დეიდა და ბატონი გიორგი ექიმს თავს უქნევენ. ექიმი კი მარტო გვტოვებს. გარშემო ვიხედები,ვერ ვიჯერებ რომ ჩემი მარიამი კარგადაა, ეს ხომ სიზმარს გავს. არ მინდა მისი დაკარგვა, მაშინ როცა ყველაფერი ახლა იწყება. 13. მარიამი ისევ აქ მიწევს დარჩენა. მაგრამ არაუშავს შეიძლება რამე უარესიც ყოფილიყო. საბედნიეროდ ექიმმა მომცა იმის უფლება რომ ეზოში გავიდე და ვისეირნო ხოლმე. გამონაკლისი არც ახლაა. ფეხზე ვდგები, ვიცმევ და ეზში გავდივარ. გარეთ ყველაფერი მწვანედ არის აბიბინებული. ჩიტები ჭიკჭიკებენ და გალობენ, ციყვები კი ხიდან ხეზე დახტიან. -გამარჯობა. -შეშინებული გვერძე ვიყურები და მაღალ ბიჭს ვხედავ, რომელიც გვერძე მიჯდება. -სანდრო. -მარიამი. -ვუღიმი და არც ის აყოვნებს გაღიმებაში. -როგორ ხარ? -კარგად, შენ? -ისე დავიწყეთ ლაპარაკი თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია რაც ვიცნობთ. სახეზე კარგად დავაკვირდი, ხორბლისფერი კანი, ნაცრისფერი თვალები, წვრილი ტუჩები, სწორი ცხვირი და თეთრი იდეალური კბილები. საკმაოდ თავისუფლად შემიძლია რომ ვთქა ის რომ ძალიან, ძალიან სიმპატიურია. -რავი, კარგად. -მიღიმის. -აბა, რატომ ხარ აქ? -მეკითხება მოულოდნელად და მის თვალებში ისევ ისეთ სევდას ვხედავ. -ამნეზია. -ჩუმად ვპასუხობ და თავს ვხრი. -შენ? -ნერვული აშლილობა. -სულელურად მიღიმის და გვერდზე იხედება. -ცოტა ნერვიული ბიჭი ვარ მე. -იცინის და რატომღაც სიცილში მეც ვყვები. მასთან ლაპარაკი ადვილია და არც მიჭირს. სხვებისგან ამით გამოირჩევა, ის, ის ჩემნაირია და ეს მასთან ურთიერთობას მიადვილებს. -რატომ დაგემართა ამნეზია? -გენერატორი დემეცა თავში. -ვითომ არაფერიაო ისე ვუთხარი ის კი სიცილს იწყებს, არც მიკვირს ვინ დაიჯერებს იმას რომ მე თავში გენერატორი დამეცა. -არ ვხუმრობ. -როცა ამას ვამატებ სახე უსერიოზულდება და სიცილს წყვეტს. -არ ვიცოდი. -ჩუმად მეუბნება და დამნაშავესავით გვერდზე იყურება. -არაუშავს. -სიცილს ამჯერად მე ვიწყებ და იმასაც სახე უნათდება. -სასაცილოა, როცა იძახი თავში გენერატორი დამეცაო. -სიცილს ვეღარ ვწყვეტ. #### სანდროსთან ერთად ძალიან გავერთე, მაგრამ მერე ექთანმა ისევ პალატაში დამაბრუნა. უკვე ერთი საათია რაც პალატაში მარტო ვარ, არავინ არ მოსულა ჩემ სანახავად და არც არაფერი არ მაქვს საქმე. -შეიძლება? -კარებში ქერა თავი მოჩანს და მეღიმება. ბექა გაღიმებული სახით დგას და ხელში ყვავილების დიდი ბუკეტი უჭირავს. -შემოდი. -ვეუბნები ჩუმი ხმით. მე ყველაფერი გამახსენდა, ვიცი რომ მატყუებდა თან ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ იმასაც მივხვდი რომ ისაა ჩემი უცნობი, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა. -მე... -რაღავის თქმა უნდა მაგრამ ვერ ახერხებს, რამდენჯერმე იწყებს და ჩუმდება, სახე აწითლებული აქვს და თვალებში ვერ მიყურებს. -მეც მინდა რაღაცა გითხრა. -ვიღიმი.-ალბათ ჯობია მე დავიწყო. -თავს მიქნევს და ამაზე უფრო მეღიმება. -მე ვიცი რომ შენ მატყუებდი. -როცა ამას ვეუბნები ცდილობს რომ თავი იმართლოს, მაგრა არაფერი არ გამოსდის, ბოლოს ამას თვითონაც აცნობიერებს და ჩუმდება.-ისიც ვიცი, რატომაც ვეღარ წავედი. -ჩუად ვეუბნები და თვალებში მაშტერდება, ღმერთო როგორ მიყვარს ეს ლურჯი თვალები. -იმიტომ რომ შენ მაიძულე დავრჩენილიყავი, შენმა სიტყვებმა, ხმამ და თვალებმა... -მე... -რაღაცის თქმა უნდა მაგრამ მერე ისევ ჩუმდება. -მე... მარიამ მე შენ მიყვარხარ. -როცა ამას მეუბნება ზუსტად ვიცი რომ ჩემი სახეც ისეთივე წითელია როგორც მისი. -მე... ბოდიში რომ გატყუებდი, უბრალოდ მეგონა რომ ამით უფრო დაგიახლოვდებოდი. -მეღიმება. -სიმღერებზე ნინიმ და ანდრიამ მითხრეს, ფერებზეც და საერთოდ ყველაფერზე. მინდოდა რომ სიმართლე მეთქვა მაგრამ მეშინოდა. მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი და სერთოდ აღარ დამელაპარაკებოდი. -მის თვალებში დარდს დასევდას ვხედავ. გაუცნობიერებლად მივდივარ მასთან და ვეხუტები. მომწონს მისი სურნელი, მომწონს თვითონ ის. რომ ვეხუტები ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. -მარიამ. -შუბლზე მკოცნის და ნიკაპს თავზე მადებს. -ძალიან მიყვარხარ. -ამ სიტყვებს რომ იძახის ტანში ჟრუანტელი მივლის, არასოდეს არ მიგვძვნია ისეთი სითბო როგორსაც იმ წამს ვგრძნობდი. ალბათ დიდხანს ვიქნებოდით ასე ჩახუტებულები ექმი რომ არ შემოსულიყო და ეთქვა პაციენტმა უნდა დაისვენოსო. ბექა იღიმის და ოთახს ტოვებს, მე კი საწოლში მაწვენენ. საავადმყოფოში უკვე ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში. ალბათ მასე იცის, მიჩვევა ყველაფერმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.