ჩემს ვენებში [8] დასასრული
შურდულივით გავარდა გარეთ, გულზე ხელმიბჯენილი მირბოდა სანდროსაკენ და ყველაზე საშინელს ელოდებოდა იქ მისული, მაგრამ სურათი სულ სხვანარი იყო. თავის მანქანაზე მიყრდნობილი მომღიმარი სანდრო, ცალი ხელით ეწეოდა, ცალით კი გასაღებს ატრიალებდა წაღმა–უკუღმა. მასთან სწრაფად მიირბინა და კისერზე ხელები მოჰხვია, თავი კი მკერდზე მიადო. მისი შიში არ გამართლდა, რომელიც მთელი აქ ყოფნის განმავლობაში თან სდევს. – როგორ შემაშინე, შენ, ვერ წარმოიდგენ. – ჯერ კიდევ შეშინებული იყო, ამიტომ მის მონატრებას იკლავდა, მაგრამ როცა გონზე მოვიდა, თითი გაბრაზებულმა მიკრა გულ–მკერდზე და უკან თვალების ბრიალით დაიხია. – ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! ყველაფერზე ერთად ეფიქრებოდა ანაბელს. გონებაში აზრები ელვის სისწრაფით დაქროდნენ და არ იცოდა, რომელს უნდა მიყოლოდა. საფეთქელზე თითები მიიდო, ჯერ ნაზად დაიზილა, შემდეგ კი, როცა არაფერი შეიცვალა, მაგრამ მიიჭირა. სიმართლე რომ გითხრათ, პირველი, მის გონებაში იკავებდა სანდროსთან დაკავშირებით რისიც ეშინოდა, იმის მერე მხოლოდ დედას სიტყვები უტრიალებდა. ძალიან, ძალიან, ძალიან გამაოგნებელი და უაზროდ სასიამოვნო იყო! ამ კაცმა იცის, რა, როგორ და რანარიად უნდა ქნას, ანაბელის ბედნიერება რომ გამოიწვიოს. და, ბედნიერება რითი შეიძლება გამოიწვიოს საყვარელმა ადამიანმა?! ყველაზე წვრილმანი დეტალებით, ყველაზე პატარა, სულ, სულ პატარა, მაგმა ამავდროულად ყველაზე დიდით. ყველაზე სულელური შეკითხვაა. ეს, სადღაც იქიდან, გულიდან მოდის და ვერავინ ხვდება, როგორ უნდა მართოს, თუმც, საჭირო მომენტრებში, თვითონ რთავს განგაშის ზარს. – რამ შეგაშინა? – წელზე ხელი მოჰხვია, მასთან უფრო ახლოს მიწია გვერდულად და თავზე ნელა, მშვიდად, მაგრამ მაინც აფორიაქებულმა აკოცა. ჯერ კიდევ ვერ გამოდიან ერთმანეთის მონატრების ბურუსიდან. ჯერ კიდევ ენატრებათ ერთმანეთი და პრინციპში, მათი მონატრება სულ გაგრძელდება, არც დამთავრდება. – ხომ იცი, რამაც. – თავი მხარზე ჩამოსდრო კაცს დამ ის თითებში ახლართა თითები. იგრძნო, თუ როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა. – ვიცი, ვიცი. – დაძაბულმა გაუღიმა და წამიერად, ოდნავ აკანკალებული ხელით წაიღო პირისაკენ სიგარეტის ნახევრად ჩამწავარი ღერი. ყოველთვის ერიდებოდნენ და ერიდებიან დღემდე ამ თემაზე საუბარს, რადგან დიდ ტკივილთან და ცუდ მოგონებებთან ასოცირდება ეს ყოველივე, ამიტომ, ასე სხმამაღლა არასდროს განიხილავენ ამ თემას, უბრალოდ, თავისთვის იციან, რა და როგორ. – მომენატრეო, არ მითხრა. – გაბუტულმა, ძალიან ჩუმად დაიბუტბუტა ანაბელმა და სანდროს ღიმილი ასე უბრალოდ გამოიწვია. – მომენატრე, თან, როგორ მომენატრე, ვერ აღგიწერ. – მაინც, როგორ? – ხომ გითხარი, მაგის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია–მეთქი. – ისე ელაპარაკებოდა, თითქოს მის წინ ორი წლის ბავშვი იდგა, დამარცვლით, ნელა, აუღელვებლად. მასხარა! – ვაიმე, როგორი ვირი ხარ, შენ არ იცი! – ღიმილით დადო ისევ მხარზე თავი და განაბულმა შეისუნთქა მისი სურნელი, რომელიც სულ ყოველთვის ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებს. – სოფიმ შენთან მოკითხვა დამაბარა. – ეშმაკურად გაიღიმა სანდრომ. – ჩემი ჭინკა! მაგის გაუჩერებელი ტიკტიკი ძალიან მაკლია. – ლაღად გაიცინა და ოდნავ გვერდზე როცაქ გასწია სანდრომ, გაკვირვებულმა აუფახუნა გრძელი და ხშირი წამწამები. – წამოდი, წაგიყვან და ნახავ. ყველანი აქ არიან. – ავტომობილის კარები გაუღო და მოთავსდა თუ არა გოგონა, მაშინვე თავისი ადგილის დასაკავებლად წავიდა. – ვთქვი თუ არა ანაბელთან მივდივარ–მეთქი, ამეკიდა ყველა. სოფი ისედაც მომყავდა, მაგრამ ამდენ ხალხსაც არ ვაპირებდი, თუმცა დამჭირდება თითოეული მათგანი, – მზაკვრულად ჩაიცინა და ბედნეირს გადახედა, რომელმაც გაიგო ეს სიტყვები, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მანქანა გაჩერდა თუ არა, კივილით გადახტა ანაბელი და სახლისაკენ გაიქცა. სიცილით გააყოლა თვალი სანდრომ შეყვარებულს, ერთი–ორჯერ თავი აქეთ–იქით გადააქნია, თავისი რუგზაკი აიღო და უკან გაჰყვა. შუა ღამისას, როცა სოფის ჩაეძინა, გარეთ გავიდნენ ბავშვები, კოცონი დაანთეს, ირგვლივ შემოუსხდნენ და დაიწყეს იდეების ,,ფრქვევა’’ იმის შესახებ, თუ რით შეიძლებოდა დროის გაყვანა. რა თქმა უნდა ბევრი ვერაფერი მოიფიქრეს და უკვე დაშლას აპირებდნენ, როცა თიკომ წამოიყვირა, მოვიფიქრეო. – რა მოიფიქრე, აბა? – გვერდით მჯდომმა ზურამ ჰკითხა და ყელში ცხვირის წვერი გაუხახუნა. – გაჩერდი, თორემ დამავიწყდა. – გაიცინა გოგონამ და მასთან ერთად ყველამ, თან ხელი მიკრა მკერზე, მაგრამ ბოლოს მაინც მიუცუცქდა და სხეულზე ვერტიკალურად აეკრო. – მოკლედ, გზა და გზა აგიხსნით, ასე არ შემიძლია. რადგან ოთხი წყვილი ვართ მთლიანობაში, ერთმანეთში ვითამაშებთ. დავიწყოთ, ცოტნეს და ლიზასგან. ლიზა, გვითხარი, ყველაზე მეტად, რა მოგწონს ცოტნეში? ოღონდ, ამ შემთხვევაში, ვიზუალური მხარე უნდა თქვა. – ყველაფერი. – ცინიკურად გასცა ცოტნემ გოგონას მაგივრად პასუხი და მისი თვალების ცრემლით ავსებაც გამოიწვია. – კარგი, არ იტირო, ჩუმად ვარ, ვსიო! – არ ვიცი, ალბათ, თვალები. – ისე ჩახედა თვალებში კაცს, თითქოს მის სულში ჩაიხედა. – გასაგებია. – თქვა ღიმილით თიკომ. – ახლა, შენი ჯერი მოვიდა, ცოტნე. – მე... ტუჩები! ძალიან მომენატრა, თან! – ეშმაკურად ჩაიცინა და აწითლებულ ლიზას ირონიული გამომეტყველებით შეხედა. – მე, ჩემ ქმარში მომწონს, ყველაფერი, მაგრამ, ამჯერად თითებს ვიტყვი, იმიტომ რომ ვაფანატებ მის თითებზე. – ლაღად გაიცინა და ზურას მომლოდინე მზერით შეხედა. – სხვა რა უნდა მომწონდეს, თუ არა, საჯდომი! – გველურად ჩაიცინა კაცმა და ოდნავ მისცხო ხელი უკანალზე. – არა, რა უნდა ელაპარაკო ამას ახლა! – თავი აქეთ–იქით გადააქნია და ანაბელს შეხედა. – ბელს... – მე, რა მომწონს სანდროში? – გაიცინა გოგონამ, – აი, ის ლოყა, რომელიც ,,ჩაჩვრეტილი’’ (ამ სიტყვის სწორი ფორმა არ ვიცი) აქვს. – შენს მკერდზე ვგიჟდები! – თითებული აუსვა და დაუსვა წარბების თამაშით, მაგრამ, როგორც კი ანაბელის გაბრაზებულ და დარცხვენილ მზერას მოჰკრა თვალი, იმ წამსვე გაჩერდა. – გაბრიელის ცხვირი ისე მიყვარს, ამაზე მეტად, რა ვიცი, რა! – გაიცინა ლილემ და ინტერესით დაელოდა რას იტყოდა გაბრიელი. – ამჯერად, ჩემ ძმაკაცებთან შედარებით მოკრძალებული ვიქნები და თმებით დავკმაყოფილდები, თუმცა... – ცოლის მხარეს შეტრიალდა, მისკენ მიიწია, ყურში ჩასჩურჩულა და სიცილით მოცილდა. – ფუ, რა უზრდელი ხარ! – სიცილით გამოუყო ენა ცოლმა და ახლა, ყველამ თიკოს შეხედა მომლოდინე მზერით. – შემდეგი ეტაპი? – მხიარულად იკითხა ლილემ. – დამ და დაააამმმმ! – ფეხზე გრაციოზულად წამოდგა თიკო, ყველას სათითაოდ შეხედა და ირონიულად თქვა. – ახლა, იმ ადგილებზე აკოცეთ, რომლებიც დაასახელეთ! მერე, უბრალოდ, ვეღარ ავღწერ იქ რა მოხდა, რა ამბავი დატრიალდა. თიკოს და ზურას, ლილეს და გაბრიელს, პრინციპში, არც არაფერი ანაღვლებდათ, ერთმანეთთან წლები იყო, რაც ცხოვრობდნენ და ყველანაირად გააკეთებდნენ მსგავს რამეს, მაგრამ ანაბელს ესიკვდილებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება. წარმოიდგინეთ, მკერდზე უნდა აკოცნინოს სანდროს, ხალხნო, სანდროს! თქვენ ხვდებით, როგორ გაამწარებს ამის შემდეგ გოგონას? არა, არა, ამას ნამდვილად ვერ დაუშვებს, მითუმეტეს ლიზა. ოოო, ლიზა უფრო ცუდად იყო, ცოტნე კი სულ უფრო და უფრო ახლოს მიიწევდა უაღრესად კმაყოფილი სახით. ბოლოს, როცა მათ შორის ძალიან ცოტა დარჩა მანძილი, სასოწარკვეთილი ლიზა ფეხზე წამოხტა. – არა, ასე არ შემიძლია და არც გავაკეთებ, მე ყოველ შემთხვევაში, არაფერს ვაპირებ. – ხელები ჰაერში აღაპყრო გაბრაზებულმა და სახლისაკენ წავიდა, თუმცა ცოტნე წინ გადაუდგა და ისე მოულოდნელად დაეწაპა მის ტუჩებს, აზრზე ლიზა კი არა, ვერავინ მოვიდა. ისეთი ტკბილი იყო ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხება, ისეთი ტკბილი, რომ არც ერთ მათგანს უნდოდა მოშორება. მთელი ძალით ეკვროდნენ ერთმანეთს, მანამდე, სანამ ლიზას ცრემლები არ იგრძნო ცოტნემ. ამღვრეული თვალებით შეხედა გოგონას და ცრემლები ცერა თითიც მოწმინდა. – თუ გიყვარვარ არ იტირო, გთხოვ. მოდი ჩემთან. – ღიმილით მიიკრა მკერდზე გოგონა, ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე კი თავზე მიადო. მომღიმალ ბავშვებს გადახედა ცოტნემ, ისიც დაინახა, როგორ დატოვეს წყვილი და გაეცალნენ ტერიტორიას. ხელი უფრო კარგად მოხვია წელზე კაცმა, ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულ ლიზას და მასთან ერთად ჩაჯდა ჰამაკში. მუხლებზე გადაისვა, თავის მკერდზე მიყრდნობილი და ცას ახედა. თავზე ხელებს მონოტორულად უსვამდა, ეფერებოდა თმებზე, სხეულზე, სახეზე. ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. – აღარ ვაპირებ ისეთი ადამიანების გამო დაგკარგო, რომლებიც ამად არ ღირს. მშვენივრად იცი შენ, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ისედაც ნერვები მაქვს გაგლეჯვაზე, ამდენი დრო ტყუილად რომ დავკარგეთ, მაგრამ მინდოდა დრო მომეცა, დრო იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი ჩემ სიმართლეს, გაგერჩია თეთრი და შავი ერთმანეთისგან. ჩემში ეჭვი აღარასდროს შეიტანო, თორემ ძალიან მეწყინება და არ ვიცი, რამდენად შევძლებ პატიებას. თუმცა, – ჩაიცინა კაცმა, – მე ხო შენზე ვლაპარაკობ, ჯადოქარზე, რომელმაც იცის როგორ უნდა იმანიპულატოროს ჩემთან და ჩემით. მიყვარხარ სიგიჟემდე და ალბათ, იმის იქითაც, რატომ ვერ გებულობ? დავიჯერო, რთულია?! – არ არის რთული. – პირველად ახედა მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტნეს და ტუჩის კუთხე საყვარლად ჩატეხა. – ღმერთო, დამადგა მგონი საშველი. – ცაში მადლიერი სახით სიცილით აიხედა და ხანგრძლივად მიაკრა ტუჩები შუბლზე ბედნიერ ლიზას. – ისე, მე ვიცოდი ამ თამაშის შესახებ. – ეშმაკურად გაუღიმა სახე შეცვლილს და ბოლო ხმაზე ახარხარდა გაავებული გოგონას დანახვისას. * * * – მალე გაიღვიძებს, ყველანი მზად ვართ? – იკითხა მეორე დილით აფორიაქებულმა სანდრომ და აქეთ–იქით მოუსვენრად განაგრძო ბოლთის ცემა. – ყველანი, ყველანი, ოღონდ გაჩერდი, თორემ დამეხვა თავბრუ. უეჭველი ჩაი ასხია ხო იმ ჭიქაში? – სიცილით წამოიძახა ლილემ. – კი, კი, თვითონ შევამოწმე. – დახედა თიკომ წამიერად თავის ხელში მოთავსებულ თეთრს ჭიქას. – ვაიმე, მოდის, დაგვერხა. – ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი ზურამ. – ვსიო, გაჩუმდით. – ჩურჩულით თქვა სანდრომ და დაძაბულმა გაუღიმა მთქნარებით ჩამოსულ გოგონას ზედა სართულიდან. – დილამშვიდობის. – დილამშვიდობის. – აუ, ყავას ვინ მომიდუღებს? – თვალების ფშვნეტით მიუჯდა სანდროს და თავი თვალებ დახუჭულმა დაადო მხარზე. – დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ თბილისიდან წამოღება დაგვავიწყდა, მხოლოდ ჩაი გვაქვს. დალევ? – ვითომ მოწყენილმა გადახედა ანაბელს, რომელსაც თვალები ჯერაც არ გაეხილა. – სხვა რა გზაა. იყოს ჩაი. – დაღვრემილმა უთხრა თხოვნით სავსე თვალებით შეხედა ლილეს. – გამირეთე, რა. – აჰა, მე დავისხი ახლა, მაგრამ რატომღაც აღარ მინდა, ჩემი დალიე. – სწორედ ის ჭიქა გაუწოდა თიკომ, რომელიც ხელში ეჭირა. თეთრი, თითქოს ბეჟი, ან, რა ვიცი... შეიძლება, არც არაფერი. – კარგი, მომეცი. – ხელი გაუწოდა და ჩაის პირველი ყლუპი გემრიელად გადაუშვა ყელში. – ვაიმე, რა კარგია! – თვალებ მინაბულმა თქვა და თითქმის მთლიანად გადააწვა ისევ და ისევ დაძაბულ ცოტნეს. სანამ ანაბელმა ბოლომდე არ დალია, მანამდე ხმა არავის ამოუღია, პრინციპში, არც მერე. გაკვირვებული ადევნებდა თვალს დამუნჯებულ მეგობრებს, ბოლოს მხრებს აიჩეჩდა და ისევ ისე გრძელდებოდა. როცა დალევას მორჩა, ისტრიქტურად დახედა ჭიქას, წუთით თვალი გაუშეშდა, გაიყინა თითქოს, შემდეგ კი ასევე ინსტიქტურად გადახედა უაღრესად სერიოზულ სანდროს. ბიჭმა ოდნავ გადახარა თავი მისკენ და მის თავს მიადო. – შენ შემცვალე, ახლა ჩემს ვენებში ნარკოტიკის მაგივრად, შენ ხარ. შენი ყველა უჯრედი, ნაკვთი. შენ. რას იტყვი გამიძლებ? – ღიმილით ჰკითხა და საფეთქელზე, ძალიან, ძალიან ნაზად მიაკრა ტუჩები. არ უკოცნია. არაფერი გაუკეთებია. ის უთხრა, რაც უთხრა და რაც უნდა ეთქვა! ისევ და ისევ სიტყვები; ,,ჩემს ვენებში.’’ *** ახლა, ისე, როგორც არასდროს მჭირდება თქვენი აზრის წაკითხვა. არაფერს ვწერ, სიტყვები ამ დროს მეფანტება და აზრს კარგავს. გისმენთ, გელოდებით. პ.ს ხვალიდან ან ზეგიდან ახალი ისტორიით გიერთდებით, იმედი მაქვს, გვერდში დამიდგებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.