შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ქაოსი (სრულად)

14-06-2016, 00:11
ავტორი chica sol
ნანახია 12 116

12 ივნისი
მეტრო თავისუფლების ექსკალატორზე გაღიზიანებული ჩავრბივარ. ვიცი, ვაცნობიერებ რომ გასაღიზიანებლად არანაირი მიზეზი არ მაქვს, მაგრამ მაინც... საშინლად მაღიზიანებს სულში სიცარიელის შეგრძნება. რაღაც მაკლია, რაღაცის ნაკლებობა სულს მიჭამს, მხევს...
მწვანედ განათებული ტაიმერი, ორ წუთს მიჩვენებს. ფუ ამის!...
ნერვიულად დავდივარ წინ და უკან. ყოველ ორ წამში ისევ ტაიმერისკენ გამირბის თვალი. ქვედა ბაგის შიდა მხარეს კბილებს შორის ვიქცევ და ნერვიულად ვიკვნეტ. თითქმის ვერ ვგრძნობ ტკივილს, მაგრამ სისხლის გულის ამრევ გემოს ვგრძნობ. პირს ვაწკლაპუნებ, ვაგემოვნებ, ოდნავ მომლაშოცაა...
თვალი ისევ ტაიმერისკენ გამირბის.
00:57 მიჩვენებს.
საღებავით დასვრილ ხელებს კისერზე ვივლებ, დაძაბულს ძარღვები ამომჯდარი მაქვს. ვიღაცის ღრიალი მესმის, უხამსად იგინება. ხმის მიმართულებით ვბრუნდები და კბილებს ერთმანეთს ვაჭერ. სურვილი მიჩნდება ცემით გავხიო ის ნაბი*ვარი. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ამ სურვილს მისი საქციელი არ მიღვივებს.
დაჟინებით მივაშტერდი ხმის პატრონს. გალეშილი მთვრალია. სავარაუდოდ, ჩემი მზერა იგრძნო, რადგან 2-3 წამში თვალი თვალში გამიყარა. თვალმოუშორებლად მიყურებს, მეც ვუყურებ და ვხედავ ადამიანს, გათელილს, გამადგურებულს... სასმლისგან სახე დასიებია, ვუყურებ და საკუთარ თავს ვხედავ 20 წლის შემდეგ. ცხოვრება სულში მაფურთხებს...
თვალს ვარიდებ ჩემს სავარაუდო „მომავალს“ და დავიწყებას ვცდილობ.
გვირაბიდან ჰაერის სუსტი ნაკადი გამოიტყორცნა და მატარებლის ლოდინით დაღლილ მგზავრებს ძვალ-რბილში გვივლის. ნელ-ნელა ნაკადი ძლიერდება. სიცხისგან გათანგულს გრილი ჰაერი, რომელიც კანზე სასიამოვნოდ მეცემა მსიამოვნებს. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავტკბე.
ხმაც აღწევს ჩემამდე, გვირაბიდან გამომავალი ხმა...
რამდენიმე წამში კარი იღება ჩემს წინ და თვალებსაც ვახელ. ხალხი ვაგონიდან გამოდის და გვერდს მივლის. ნაკადი შეწყდა, ის ისაა ვაგონში შესვლას ვაპირებ, რომ ვიღაც მხარზე უხეშად მეჯახება.
-უკაცრავად.- მესმის ხმა. გოგონაა.
არ ვიცი სახე რატომ ვერ დავინახე...მხოლოდ მისი წითური თმა და ინგლისის დროშის „ნახატებით“ შემკული ჩანთა ცალ მხარზე, მოსწავლესავით აქვს მოკიდებული.
უცნაური გრძნობა დამეუფლა, გარდა იმისა, რომ მხარი არაამქვეყვნიური დაბუჟებით დამიბუჟდა, კიდევ რაღაცას ვგრძნობ. თითქოს ამ ერთი შეჯახებით, უხილავი ძაფები შემაბა. ახლა კი მიდის და ჩემს სხეულს მისკენ, ამ წელვადი ძაფებით თავისკენ მიზიდავს.
ვუძალიანდები! გონება არ მიშვებს...
მიდის, ჩემი თვალთახედვიდან იკარგება და ვგრძნობ, რომ ამ 3-4 წამის განმავლობაში ამოვსებული და გამთელებული ჩემი სული ისევ დაცარიელებას იწყებს. მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩემთან აშორებს, სასიცოცხლო უნარებს მართმევს.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ მატარებლის შესასვლელი კარში ისე ვდგავარ, კარი რომ დაიკეტოს, მომიყოლებს... თუმცა არ ვინძრევი, ვერ!
„შემდეგი სადგური: „რუსთაველი“ Next station: : Rustavei”! “- მესმის გაბმულად ყურში და თითქოს გაფუჭებული კასეტის ლენტივით იხვევს ამ სიტყვებს ჩემი გონება.
არა!
არ შემიძლია!
კარი იხურება. ხელებს სწრაფად ვავლებ მათ და ნახევრად გასხნილ კარებში მოხერხებულად ვძვრები.
ექსკალატორისკენ მივრბივარ და ნალხის ნაკადში მის ძებნას ვიწყებ. მოგრძო თმა თვალებში მედება.
„წითური თმა, ზურგზე ჩანთით! წითური თმა, ზურგზე ჩანთით! წითური თმა.....“- ჩემდაუნებურად ვიმეორებ გონებაში გამალებული, თითქოს მეშინია არ დამავიწყდეს.
გული საგულეში არ მაქვს. ხალხს აქეთ იქით ვწევ, ყოველ მადგანში ვეძებ, უხეში ხელის კვრით ვიშორებ წინიდან უცხოებ,“ „ნაცნობის“ ძებნაში და სულ რომ არასწორად ვიქცევი. ექსკალატორზე ზევით მივიწევ, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ქალებსა თუ კაცებს განზე ვწევ... არ უნდა წავიდეს... არ უნდა მომშორდეს...
აი, დავინახე! ისაა...
ახლა ორივე მხარზე აქვს აკიდებული ნაჭრის ჩანთა. ფეხზე ხორცისფერი ბოტასი და შავი ჯინსი აცვია. თავისუფალი შავი მაიკა ლამაზად ეშვება მხრებიდან... უკანალს უფარავს... წითური თმა ჩანთის ნახევრამდე ფარდასავით აქვს ჩამოფარებული.
შვებით ამოვისუნთქე და ახლაღა ვიგრძენი, როგორ მეწვოდა დაგროვილი ჟანგბადის გამო ფილტვები. ჰაერის ახალი კმაყოფილებით გაძეძგილი ნაკადი გავუგზავნე ფილტვებს და მისკენ გავეშურე. რამდენიმე კიბე ავიარე, „ვიღაც“ კიდევ ჩამოვიშორე წინიდან და ზუსტად მის უკან, ერთი საფეხურით ქვევით დავდექი.
და რა ახლა? ვიპოვნე და რა?
თუმცა, რაღა რა? მე მთელი ვარ. მასთან ვდგავარ და ვხვდები, რომ მის ზურგს უკან მდგარიც და მის მუხლებში ჩავარდნილიც კი მთელი ვიქნები. მთელი და არა ცარიელი, და არა ნახევარი ადამიანი...
მის წითურ, ლამაზად დავარცხნილ თმას ვუყურებ, მის წვრილ მკლავებს ვავლებ თვალს. ხელი ავწიე, მინდა შევეხო, მაგრამ არ შემიძლია. მეშინია არ დაფრთხეს, არ გამექცეს, არ დამცალოს, დამაცარიელოს... რაღაც კედელივით მყარი, მაგრამ უხილავი აღიმართა ჩვენს შორის, თითქოს დამცავი სფეროც შემოეკრა ირგვლის. ჩემგან დამცავი...
თავი დახრილი აქვს, ყურებში ყურსასმენები... გვერდით დავუდექი, ოღონდ ისევ ქვედა საფეხურზე. მინდა შევხედო, მაგრამ წამში ეს აზრი უფერულდება. რა არზი აქვს როგორია?
სურნელს ვგრძნობ ნაცნობს, ჩემსას... მას შემდეგ მივითვისე, როცა შემეჯახა. უკეთესად შეგრძნების სურვილით ვივსები, ათრთოლებული წინ ვიხრები და ყელთან ახლოს დახრილი გაუბედავად ვისუნთქავ მის სურნელს... როგორი ნაზია, როგორი გაცრეცილი, როგორი „ჩემი“...
შუბლიდან გადმოვარდნილი ჩემი თმა, რომელიც საკმაოდ მოზრდილია და უკვე დიდი ხნის შეუჭრელი, ყურის ხრტილზე ეხება. აქამდე გულზე დაკრეფილი ხელი, ყურისკენ სწრაფად მოაქვს და თითებს ყურზე იტარებს.
თითები... ღმერთო. როგორი არაამქვეყნიურად ჩამოქნილი აქვს. თეთრ კანზე მკრთალად ემჩნევა ლურჯი ვენები. გრძელი თხელი თითები აქვს, ფრჩხილის გრძელი ფორმა აქვს, თუმცა არ აქვს მოზრდილი ფრჩხილი, არც ლაქი ფარავს ხორცისფერ ფრჩხილს და ეს უფრო უარესს მმართებს.
თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვუძებნე ამ „უარესს“ სახელი.
ერთი კი ვიცი: მინდა ამ ხელზე ხელი ჩავკიდო. მინდა ათივე თითი ნაზად დავუკოცნო. გამჭირვალე კანზე ლურჯ ზოლებს ტუჩები გავაყოლო... ოხ, როგორ მინდა...
მეტროს შენობიდან გარეთ გაიდის. მეც ფეხდაფეხ, მისი ჩრდილივით ავედევნე. მის უკან ვდგავარ, ოდნავ ჩრდილოეთით. სამხრეთისკენ გადახრილი მწველი მზე, მის ჩრდილს ზუსტად ჩემს სხეულზე სცემს. ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ, თითქოს მისი ჩრდილი კი არა თავად მეკვრის სხეულზე.
მაკანკალებს!
რუსთაველისკენ გაუყვა ფეხით. მეც უკან გავყევი, სხვანაირად არც შემიძლია, მე ხომ მისი ჩრდილი ვარ. მის ნაფეხურებს მივუყვებ და ვცდილობ მეც მათზე ვიარო, დაუოკებელი სურვილი მიპყრობს დავიხარო და დავკოცნო მისი ფეხსაცმლის შენახები ფილები, მაგრამ არ შემიძლია. ვერ გავჩერდები მაშინ, როცა ის მიდის, ვერ ჩამოვშორდები...
თავს ოდნავ გვერდით აბრუნებს, ჩრდილოეთისკენ, ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ფაქტია, შეკრთა. რა თქმა უნდა! მაინც შევნიშნე, მე ხომ მისი ჩრდილი ვარ, რა თქმა უნდა მისი სხეულის ყოველი რეაქცია მედება. მისი სხეულის ენა ჩემზე უკეთ არავინ იცის. არავის მივცემ უფლებას, იცოდეს!
ნაბიჯს აუჩქარა, შეეშინდა!
არა! ჯანდაბა! არ მაქვს მისი შეშინების უფლება. უნდა გავიმეტო საკუთარი თავი. მისი სურნელის შესუნთქვა ცოტა ხნით უნდა შევწყვიტო.
მტკიცე გადაწყვეტილებით, მის ჩრდილს გამოვეყავი და ისეთი მწარე ტკივილი ვიგრძენი... თითქოს ჩემი სული და სხეული ერთმანეთს გამოეყო... გამოეგლიჯა...
ის პარკში მიაბიჯებს, ძველი პარლამენტისკენ. ჩემოვრჩი და ხეების განრიგის მეორე მხარეს, მაგრამ ზუსტად მის პარალელურად დავიწყე სიარული. მის პროფილს შევხედე და... ჯანდაბა! ულამაზესია! სახის კანიც ისეთი გამჭირველე აქვს, სული მეხუთება და პირდაღებული ვიწყებ სუნთქვას. შუბლი ჩემდაუნებურად მეკვრება, არ მინდა ჩემს გარდა კიდევ უყუროს ვინმემ, არ მინდა მისი სილამაზე ვინმეს მზერამ გაცვითოს.
თვალებ დახრილი მიდის. მხოლოდ ერთხელ გადაამოწმა ისევ მიყვებოდა თუ არა ვინმე და როცა დაინახა რომ ახლოს აღარავინ ედგა, რომ მის ჩრდილში ახლა ეს ნა*ირალა ფილები მეცილებოდნენ, დამშვიდდა. ისედაც დახრილ თვალებს ძალიან ხშირად ნაბავს და წამი მჭიდება გავიაზრო, რომ ეს მუსიკის ზემოქმედების ბრალია. ამშვიდებს... ფაქტია, მუსიკა არაა ენერგიული, მისი ნაბიჯები და მინაბული თვალებიც ამის მანიშნებელია. ტუჩებს ნელა აყოლებს მუსიკას და ვნანობ, რომ მის გვერდით არ ვარ და მისი ხმა არ მესმის.
„უკაცრავად“- ისევ ჩამესმა მისი ხმა და გამცრა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ჩემში აბობოქრებულ ვნებას ძლივს ვიოკებ. გაგიჟება შეიძლება...
ისევ სახეზე ვაშტერდები. პატარა, ოდნავ აწეული ცხვირი აქვს, ურჩი, წითური, იდაყვებამდე თმა, თვალები? გვერდიდანაც კი ვხედავ, როგორი მეტყველია ისინი.
გაცრეცილი, უფერული ტუჩები აქვს. მარჯვენა ხელი შესამჩნევად ამიკანკალდა, სიგიჟემდე მინდა ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადავატარო, მინდა მის ტუჩებს ფერის დაბრუნებაში დავეხმარო...
ვაკვირდები და ვამჩნევ, რომ ქვედა ყბას ოდნავ შესამჩნევად, რიტმულად ამოძრავებს. საღეჭი რეზინი?
ზუსტად პარლამენტის შენობის წინ მივაბიჯებთ, ხეთა რიგი დამთავრდა, მე ისევ უკან მივყვები, მაგრამ არა ისე ახლოს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვრჩები და სხეულს ვუთვალიერებ. მართალია ჩამთა ხელს მიშლის მაგრამ მაინც ვამჩნევ, რომ წელი საკმაოდ წვრილი აქვს და მასთან შედარებით თეძოები გამოყვანილი აქვს.
ღმერთო! როგორ მინდა ხელი ჩავავლო! ჩემსკენ მოვიზიდო! მაგრამ მისი დამცავი სფერო და უხილავი კედელი ამის საშუალებას არ მაძლევს. ისევ ნელა მიდის, როგორც ჩანს იგივე მუსიკას უსმენს, რადგან ტემპი ერთი და იგივე უჭირავს. არც უჩქარებს ფეხს და არც ანელებს...
ასვალტზე დახატულ „ზებრაზე“ გადაიარა, მეც უკან მივყვები მშიერი ლეკვივით. ისე შევცქერი, თითქოს საარსებო ლუკმის გადმოგდებას ველოდებოდე. დაფიქრებაც არ მჭირდება, ისე ვხვდები, რომ მთელი ჩემი სამყარო დაიპყრო, რომ ახლა მისი ვარ, რომ ახლა უკვე მას ვეკუთვნი...
შენობის კუთხეს თითებით ეხება და ისე მიუყვება გზას, თითებს კედელს არ აშორებს. გული უარესაც მიძგერდება, რომ ვიცი ახლა რისი შეგრძნებაც მომიწევს სიხარულით ცეკვა მინდება.
თითებს მეც კედელს ვადებ და მის განვლილ ნაფეხურებს მივუყვები. თითის ბალიშები მტკივა, მეწვის, იმიტომ კი არა, რომ კედელზე ხახუნმა გამოიწვია ეს შედეგი, არა! ეს მისი თითებიდან შენობაზე გადასულმა სიმხურვალემ ამიწვა ასე ჯერ თითები, შემდეგ სხეული და ჩემს უხილავ სულში აბუყბუყდა.
ხელი კედელს მოვაშორე და ქაერში გასაგრილებლად ავიქნიე. მერე მუშტად შევკარი და ჯიბეში ჩავიჩურთე. არ მინდა სურვილს აყოლილმა რაიმე გაუაზრებელი ჩავიდინო. თითები მტკივდება.
ვცახცახებ!
მთაწმინდის აღმართებს მივუყვებით. იმაზეც არ ვფიქრობ, სად შეიძნება მივდიოდეთ. მე ისევ მის ნაკვალევს მივყვები, ისევ თავს ვებრძვი და ისევ სავსე ვარ...
ერთ-ერთ ხის, დიდ კართან ჩერდება და მთელი ძალით აწვება. კარი აშკარად მძიმეა და ნელა, ჭრიალით იღება. გაღებულ კარში მოქნილად ძვრება და სანამ კარი ჭრიალით დაიხურება მეც ვასწრებ შემობაში მოხვედრეს. კიბეზე ვდგავარ და დერეფანს გავცქერი. რამდენიმე ადამიანი შევნიშნე „ მის“ გარდა. საფეხურებს ჩავუყევი და უკან ავედევნე. დახურულ სივრცეში უფრო მძაფრად მეცა მისი დანატოვარი სურნელი. სიამოვნებისგან თვალთ დამიბნელდა, მოზრდილი ნერწყვი სასულეში გამეჩხირა...
ოთახში შედის. საბედნიეროდ, ოთახს დერეფანში გამომავალი ფანჯრები აქვს და ვხედავ, იატაკზე როგორ დებს ჩანთას. ისე ვიყურები სარკმლის მიღმა, რომ ახლოს არ მივდივარ ფანჯარასთან. აქედანაც მშვენივრად ვხედავ, რომ ერთ დიდ კედელზე მთლიანად სარკეა ჩასმული. გვერდითა კედლებზე კი კიბის მოაჯირის მსგავსი რკინებია ჩატანებული მთელ სიგრძეზე. მგონი, ეს საცეკვაო დარბაზია.
„ის“ თმას ზევით იქაჩავს, მჭიდროდ იხვევს და იკრავს,
არა, თმას შეეშვი!
ვფეთქდები!
თუმცა სულ რამდენიმე წამი მჭირდება დასაწყნარებლად, როცა თვალს მის მაღალ, ჩამოქნილ კისერს ვავლებ და ხელები ისევ მიცახცახებს. როგორ მინდა ორივე ხელი შემოვაჭდო ყელზე და...
რა? სად მიდის? თავზარი მეცემა, როცა ვაცნობიერებ, რომ თვალი მოვაშორე თუ არა, ლამის მოახერხა ჩემგან წასვლა. უკვე კარისკენ ვაპირებ გავარდნად და მინ ნაკვალევზე შედგომას, რომ კვლავ მის ჩრდილს შევერწყა, რომ ვხედავ იატაკზე ისევ დევს მისი ჩანთა.
ვჩერდები! არსად არ მიდის! ვწყნარდები. ალბათ უნდა გამოიცვალოს, ჯინსით ხომ ვერ ივარჯიშებს?
რამოდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ, რომელიც საუკუნედ გაიწელა, ის გამოდის დარბაზში. თვალს ისე ხარბად ვავლებ, თითქოს მართლაც საუკუნე გავიდა მის უნახავად. ჯინსი და ზედა გაუხდია, მათ მაგივრად კი შავი, მომდგარი ელასტიკი და შავივე ბრეტელიანი მაიკა ჩაუცვამს. ახლა უფრო კარგად იკვეთება მისი სხეული, მისი ვიწრო წელი და მასთან შედარებით განიერი თეძოები.
როგორ მინდა ხელის გულითა და თითებით გამოვკვეთო მისი სხეული...
გაშლილ ხელებზე დავიხედე. მის წელზე ჩემი ორი ხელით ჩაკიდებული ჩემი თავი წარმოვიდგინე. ჩემს ტორებში ჩაკარგული მისი ვიწრო წელი...
ვძაგძაგებ!
ხელებისა და კისრის ვარჯიშით სარკეს უახლოვდება, ფეხებს მხრების სიგანეზე დგამს, ხელებს თავს ზემოთ სწევს, ერთმანეთს აჯაჭვებს და ჯერ მარჯვნივ იწევა, შემდეგ მარცხნივ.
ღმერთო, რა მოქნილი და ელასტიური სხეული აქვს. არადა სიარულის დროს არ ემჩნეოდა...
გრაციოზულად მოძრაობს, თავისუფლად, სრულიად ძალდაუტანებლად გადადის ხიდზე და სალტოს აკეთებს. მუხლები მიცახცახებს უკვე ისე მინდა შევიჭრა დარბაზში და მკლავებში მოვიქციო, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებ.
დერეფანში ვიღაცის ფეხის ხმა მესმის, თვალს ვავლებ უკმაყოფილოდ, რადგან მყუდროებას მირღვევს. სავარჯიშო ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი დარბაზში ისე შედის ზედაც არ მიყურებს.
არა!
ერთმანეთს უცინიან, როგორც ჩანს ესალმებიან კიდეც. „ის“ ისევ ზურგით ბრუნდება და სხეულის მოთელვას აგრძელებს.
მოიცა, რა?
ეს ნაბი*ვარი თვალებით ბურღავს, ათვალიერებს ვნებიანი მზერით, ტუჩებს ილოკავს...
შეეშვი, ახ*არო! ის ჩემია! ჩემი! მხოლოდ ნერწყვი თუ დაგახრჩობს მისი ცქერისას, არარაობავ! ვერასოდეს ჩაიგდებ ხელში!
„არარაობა“ მუსიკალურ ცენტს უახლოვდება და ენერგიულ მუსიკას რთავს. ეს ტანგოა! Moulin Rouge-ის El Tango De Roxanne.
ღმერთო! ჩემი საყვარელი, ტანგო!
ამ მუსიკის ფონზე ორივე მოთელვას იწყებს, ყურადღება ორად მეყოფა. „მას“ თვალს ვერ ვაშორებ, მაგრამ არ მინდა ამ არარაობის რომელიმე გამოხედვა გამომრჩეს... მინდა შევიჭრა დარბაზში და საკუთარი ხელით მოვახრჩო.
ჩემია, ახ*არო! ჩემია! დაახვიე!
მუსიკა მთავრდება და ისინიც ამთავრებენ მოთელვას. „არარაობა“ დისტანციური პულტი იგივე მუსიკას რთავს. დარბაზის შუაში „ის“ საწყის პოზიციას იღებს. ერთ ფეხს მუხლში ხრის და მეორე ფეხის წინ ცერზე დგამს. სხეულს ჭიმავს და ხელებს თავს ზემოთ სწევს. „ არარაობა“ ნელი, „ტემპიანი“ ნაბიჯებით უახლოვდება მას და და მუცელზე მკლავს ჰხვევს და მკერდზე ზურგით იკრავს. „ის“ მისკენ მკვეთრი მოძრაობით ბრუნდება და ტანგოს ერთ-ერთ პოზიციას იკავებენ. იმ „არარაობის“ ერთი ხელი „მის“ ზურგზე მოუთავსებია და მეოეე ხელით სიფრიფანა ხელში ჩაჰფრენია...
არა! არა! არა! ნუ ეხები შე მურ*ალო! ჩემია, ჩემი!
განრისხდებისგან ვცახცახებ, ლავასავით მიდუღს სავსე სული, ვთუხთუხებ, ვდუღვარ. ამოსაფრქვევად გამზადებული, კბილებ დაკრეჭილი და ერთიანად გავარვარებული, მუშტებშეკრული ვდგავარ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ დარბაზში არ შევიჭრა. მათი სხეულის რიტმული რხევა უარესად მაცლის ფეხქვეშ მიწას და რამე გამოუსწორებელი რომ არ ჩავიდინო, იატაკზე დარბაზის კედელს მიყრდნობილი დავჯექი.
ყველა ძვალს გადავუტეხ, ყოველ ჩასუნთქულ ჰაერს, ავატკივებ, ყოველი მზერისთვის მოვგუდავ...
არ ვიცი რამდენჯერ შეიცვალა დარბაზში მუსიკა და რამდენ ხანს გრძელდებოდა მათი სხეულების ერთმანეთზე ხახუნი, არ ვიცი, რამდენჯერ დავკარი შეკრული მუშტი იატაკს...
დარბაზის კარი იღება და „ის“ გამოდის. წამით მავლებს გაოცებულ მზერას და მერე ისევ მარიდებს თვალს. მთელი მრისხანება მაშინვე უჩინარდება და ჩემი სავსე სული სიმშვიდეში ლივლივებს. ისე მივლის გვერდს, ზედ აღარ მიყურებს. თმა ისევ გაშლილი აქვს, ტანსაცმელიც ისევ ის აცვია, რაც დარბაზში შესვლამდე ეცვა.
ფეხზე ვხტები და უხილავ ძაფებს მივყვები, რომელიც მისკენ მექაჩებიან. ისევ რუსთაველზე ვბრუნდებით. უკან, თუმცა საკმაოდ ახლოს მივყვები. ვიცი ხვდება, რომ მას მივყვები. ღელავს, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს. ღრმად სუნთქავს, ათრთოლებულ ტუჩებს ერთმანეთს უხახუნებს და დროდადრო ენით ისველებს. თითები მტკივა, ისე ძლიერ ვმუშტავ ხელებს, ისევ შარვლის უკანა ჯიბეში ვილაგებ და მეც ღრმად ვსუნთქავ, რომ თავი დავიოკო.
ვთრთი!
მისი ყოველი ჩასუნთქვა და მხრების რხევა მთენთავს, მისი სურნელი მლამავს, მისი ხმაურიანი და შეშინებული ამოსუნთქვა, მნაბავს...
ვერაზე ვართ, საკუთარ სახლებს მივუყებით. საღამოა, მაგრამ დროთა მსვლელობის აღქმა მიჭირს...
„ის“ უჩინარდება. ერთ-ერთ სახლში შედის. ეს მისი სახლია?
გაუჩინარდა! სახლის წინ ვდგავარ და ვიცდი! ყოველი გასული წამი ახალ დაღს მასვამს, სუნთქვა მიჭირს, გულის ცემა და პულსი მისუსტდება... ვფითრდები...
ცხელა!
შეგრძნებები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებს ჩემს ორგანიზმში. ხელები მტკივა. ხელის ზურგს გაოცებული დავცქერი. სისხლი შემხმობია. სხეულიც მტკივა, თვითოეული კუნთი მტკივა დაძაბულობისგან, ყოველ ძვალსა და სხეულში გამავალ არტესიას ვგრძნობ. თვალები მეხუჭება. ვგრძნობ, რომ ვღიზიანდები. უწინდელი სიცარიელე მიბრუნდება, ისევ ვიცლები, ვცარიელდები.
არ შეიძლება ჩემი შორს ყოფნა მისგან, ვერ მოვშორდები, ვერ წავალ!
სახლის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს მოზრდილ ქვაზე ვჯდები, მუხლებზე ხელებს ვიწყობ და ზედ ნიკაპით ისე ვეყრდნობი, რომ სახლს თვალი არ მოვაცილო. ჩემი ელასტიური, წელვადი ძაფები გაწყვეტას ლამობენ, მაგრამ არ დავანებებ, ამას ვერ დავუშვებ!
___
13 ივნისი
თენდება. მზე იწვერება აღმოსავლეთიდან. ვიცი, შემიძლია ერთ-ერთ საოცარ სანახაობას ვუყურო, მაგრამ არ შემიძლია, სახლს თვალს ვერ ვაშორებ.
შეგრძნებები ისევ ჩემთანაა, ვგრძნობ, მთელი სხეული დამბუჟებია, მწიწკნის, მხრავს, მაგრამ არ ვინძრევი ადგილიდან.
მწყურია!
სახლს მაინც არ ვაშორებ მზერას.

___

საღამოა, მზე დილის შემდეგ აღარ მინახავს. უეცრად მოიქუფრა და წვიმა დაიწყო. მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს.
მაწვიმს! ადგილიდან არ ვიძვრი. წვიმა ვერ მაიძულებს დავთმო, თავისას ვერ გაიტანს დედაბუნება. წვიმის წვეთები სახეში მცემს, ცდილობს თვალთახედვა დამიბინდოს, ცდილობს თვალი მოვაშორო სათვალთვალო ობიექტს, მაგრამ არაფერი გამოსდის.
თვალები მეწვის...
სულ ერთი წამით ავხედე ცას, ჩამუქებულა და ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს დაბრა ჩამოწეულა. თითქოს დედამიწას ზედ დააწვა და მოსახლეობის გაგუდვას ცდილობს. თითქოს წნევა დიდამიწის გაგლეჯვას ცდილობს...
თუმცა უძლებს! ვუძლებთ!
რა საოცრებაა!
ერთიანად სველი ვარ, მგონი ცივიც... არ მაწუხებს, არ მადარდებს, არ მაინტერესებს...
ელვა ცას სერავს და ამას ცალი თვალით ჩემს წინ დამდგარ გუბეში ვხედავ, რომელშიც მთელი მონდომებით ენარცხება წვიმის ყოველი წვეთი.
საშინელი ქუხილი აყრუებს არემარეს, თუმცა ესეც ფეხებზე...!

___
დროის მსვლელობას ისევ ვერ ვიგებ, თუმცა უკვე ჩამოღამებულა. ისევ იმ ქვაზე ვზივარ, ისევ სასტიკ წყურვილს ვგრძნობ.
ვხედავ სახლის კარი იღება და „ის“ გამოდის.
თვალებს არ ვუჯერებ, როგორც იქნა! ჩემი გული სიხარულით მთელ დაბუჟებულ სხეულში დახტის. ჩემდაუნებურად სახეზე ღიმილი მეხატება
ის აქეთ-იქით იყურება, შუბლშეკრულია, რაღაც არ მოსწონს? თმა ცხენის კუდად აქვს შეკრული. ოჰ, არა! თმა გაიშალე! ტანზე თბილი მუხლამდე ჟაკეტი აცვია, ფეხზე ბოტასი და მუქი ლურჯი, მომდგარი ჯინსი.
ქოლგას ხსნის, თავს ზევით სწევს და წვიმაში ხტება. მე გაქვავებული ვზივარ ქვაზე და ადგილიდან არ ვიძვრი.
თმა გაიშალე, გთხოვ! ჯანდაბა!
ჩემთან მოვიდა, თავს წამომადგა. არ გავნძრეულვარ, თავაუწევლად, ქვემოდან შევყურებ. კოპებშეკრული ზევიდან მაჩერდება.
-რა გგონია, რას აკეთებ? -მტკიცე ხმა აქვს. მაღალი ტემბრით წვიმს ხმაურის გადაფარვას ცდილობს.
მე ხმას არ ვიღებ, ისევ ასე შევცქერი, მის ხმის ტემბრს ვაკვირდები, ვიმახსოვრებ, ბგერებს ვეფერები, ველამუნები...
-აქ რატომ ზიხარ? რა გინდა?- სიმტკიცის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მხედავ, როგორ აცეცებს თვალებს აქეთ იქით, ხმა ებზარება,
-მე მელოდები?- ხმა მთლად ეპარება. თვალებში შიში ეზრდება და მას შემდეგ რაც უხმოდ თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად, შეშფოთებული შემომყურებს.
არა!
ფეხზე სწრაფად ვდგები. დაბუჟებულ სხეულს ვერ ვგრძნობ. სამაგიეროდ საკუთარ სულს ვგრძნობ, ისევ სავსესა და სრულყოფილს. ჩემი მოქმედებით დამფრთხალი უკან იხევს და იმ გუბეში ხტება, რომელშიც დღეს ელვას ვუმზერდი. გუბიდან ამოშხეფებული წვეთები ფეხებზე მეშხეფება.
დამშვიდდი, პატარავ!
მეღიმება, მას შემდეგ, რაც ვხედავ, რომ ღრმა ღასუნთქვებით საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობს.
-რატომ მელოდები? წადი!-მეუბნება. ნიკაპი უთრთის. ღაწვები ეფაკლება...
მაგდებს? თავიდან მიშორებს?
სული მეკაწრება! თავს უარის ნიშნად ვაქნევ. არასოდეს დაგტოვებ! თუმცა ვგრძნობ, ჩემს სულს როგორ ეცლება საძირკველი და პატარა ნახვრეტიდან ქვიშასავით იპარება, ჰაერში იფანტება.
-წვიმს! წადი... და ხვალ ისევ მოდი! დილით... -მეუბნება ჩამწყდარი ხმით. ათასგზის განახევრებულ და ავსებული სული, ისევ მიმთელდება... -წახვალ? გაცივდები!
რაო?
„ მზრუნველობა“. თვალწინ სიტყვა ტიტრებად დამირბის.
თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და ვერც კი ვხვდები, ამას რატომ ვაკეთებ. მე ხომ მის გარეშე არ ვარსებობ?
მიღიმის და ჩემივე კითხვის პასუხს ვხვდები. „მის თხოვნას ვასრულებ“ რომ მთხოვოს ახლავე გადავეშვები მდინარე „ვერაში“. მის თვალწინ წამოვეცმები სარზე... ნებისმიერ თხოვნასა თუ მოთხოვნას უსიტყვოდ შევუსრულებ!
უსიტყვოდ ბრუნდება და ისევ სახლში შედის. მეც ვბრუნდებო და მოვდივარ. რაც უფრო ვშორდები მას, მით უფრო ვიბრუნებ შეგრძნებებს. სულ გავყინულვარ, საშინლად მშია და მწყურია, მეძინება...
ისევ წვიმს, უმოწყალოდ...

___
14 ივნისი
დილის გამოძინებული ვხტები საწოლიდან და ვიცვამ. მზიანი ამინდია. ძალიან კარგი. თხელი მაისური გადავიცვი და შარვალიც დაუდევრად ამოვიცვი ტანზე.
თვალთ მიბნელდება, როცა წარმოვიდგენ მის სახეს, გამოხედვას...
სახეზე წყალს ვისხამ, კბილებს სწრაფად ვიხეხავ და ხის კიბეებზე ჩავრბივარ.
ქუჩებში არეულობაა, თუმცა არავისა და არაფერს არ ვაქცევ ყურადღებას .
„ გზები გადაკეტილია“ ვიღაცის სიტყვები დავიჭირე.
ფეხით გავუყევი გზას. ტელევიზიას გავცდი და გავშეშდი. თვალებს არ დავუჯერე, გმირთა მოედანი... ქუჩები, სახლები, ხეები, მანქანები...
ჯოჯოხეთი ტრიალებს...
„მდინარე „ვერა“ ადიდდა“
„ზოოპარკი, გმირთა მოედანი, სვანეთის ქუჩა, დაიტბორა“
‘ქალაქი შოკშია“
„ცხოველები, ღია ცის ქვეშ თავისუფლად დასეირნობენ“
„ზარალი უზარმაზარია“
„წყალდიდობას მოჰყვა მსხვერპლი“
„არიან უგზო-უკლოდ დაკარგულები“
გავრბივარ შეუსვებებლად. იქამდე, სანამ არ მაკავებენ. ვიბრძვი, თავის დაღწევას ვცდილობ...
უნდა ვნახო. მისი წითური თმა, მეტყველი თვალები, უფერული ტუჩები, აბზეკილი ცხვირი, წვრილი წელი... თვალი უნდა მოვკრა, სულ ერთი წამით მაინც...
რამდენიმე ხელი მაკავებს, უფლებას არ მაძლებენ დატბორილ ადგილებს მოვუახლოვდე... ვღრიალებ, მთელი ხმით, თუმცა უსიტყვოდ...
სახეში მუშტი მხვდება და ტალახში ვვარდები. წამიერად ვითიშები და ჩემი სულის სიცარიელე ისევ იქცევს ჩემს გაფანტულ ყურადღებას.
სასაცილო ისაა, რომ ვხვდები განახევრებული კი არ მაქვს სული, უბრალოდ საერთოდ აღარ მაქვს, აღარ გამაჩნია.
თვალებს ვახელ და ვგრძნობ, ტალახით მაქვს ამოვსებული, მეწვის! ხელის ზურგით ვისრეს თვალებს და ტალახში წამომჯდარმა დავინახე...
სასწრაფოს მანქანანისკენ ორ კაცს საკაცე მიაქვს, ზედ ცხედარია დასვენებული. თეთრი, თუმცა ალაგ-ალაგ შელახული ზეწარი გადაუფარებიათ.
საკაციდან რაღაც გადმოკიდებული იქცევს ჩემს ყურადღებას.
არა! არა! არა! არა!
ღმერთო, გთხოვ, არა!
სველია, ცოტა ფერ შეცვლილი, მაგრამ ისაა. ვიცი... მისი სველი, წითური თმა საკაციდანაა გადმოფელი და სუსტი ნიავი ოდნავ არხევს.
ისაა!
არა!
არაა!
არ ვიცი როგორ და როდის მაგრამ მის ცხედართან ვარ ჩამუხლული. ზეწარი გადავწიე...
ვგორავ ტალახში! ვხარხარებ! გაუჩერებლად...

___
36 ბ პალატა.
დიაგნოზი: შიზოფრენია- კონტაქტის დაკარგვა გარესამყაროსთან!

***
ჰმ! რამდენიმე წუთით ვაგვიანებ ატვირთვას.
ისტორია რომელიც ახლა დავწერე, არა მხოლოდ ჩემი არამედ საქართველოს ტკივილია.
მაპატიეთ, თუ რაღაც "ისე" ვერ გადმოვეცი.
ველი შეფასებებს...
პ.ს. დიდი მადლობა ვანილო. მიყვარხარ!

№1  offline წევრი Salo me

ვაიმე... სიტყვები არ მყიფნის. მთელი საქართველოს გულისტკივილი აღწერე ახლა შენ. დასასრული ისეთი იყო... სევდიანი... როგორიც უნდა ყოფილიყო. ყოჩაღ ჩემო საყვარელო ♡♡♡
--------------------
Sally

№2  offline მოდერი chica sol

Salo me
ვაიმე... სიტყვები არ მყიფნის. მთელი საქართველოს გულისტკივილი აღწერე ახლა შენ. დასასრული ისეთი იყო... სევდიანი... როგორიც უნდა ყოფილიყო. ყოჩაღ ჩემო საყვარელო ♡♡♡

სალო, მიხარია რომ ისტორიამ მოწონება დაიმსახურა შენგან. დიდი მადლობა ტკბილო love

№3  offline მოდერი bibo

შენ ხარ ჩემი საოცრებაზე მეტი შენთვის სიტყვებიც ამომელია რა დავწერო არ ვიციი აი რა გეკუთვნისს შენ აი ემოცია კი არ მოიტანე ემოცის მოზგვავბას ვგრძნობ აი ვტიროდი რომელია ვბღაოდიიიიი შენ ის ხრ ვინც ჩემ ემოციებს ჰაერში წევს და არ ვიციი ოდესმე თუ დაიწევ როცა შენ ერთ ასოს მაინც დაწერრრ love love love love აი სუ დაბუსუსებული ვიჯექი და ვკითხულობდიიი ამ ისტორიასსსს ჩემი საოცრება ხარ სული მაქ დამძიმებული კი არა გადამძიმებული ჯერ აღწერა და მერე რეალობა რაც იყოოო what what გულს ბაგა ბუგი კი არა რა გაქ ვერ ვხდები თუ საერთოდ მაქქქ არ ვიციიიიი ისე ვარრრრ ვერც ვწერ და ბოდისი იმდენი მაქ დასაწერი მოვიპიქრე ამას დავწერ იმას და არ მოდისსს ამის მერე რა უნდა დავწერო ისეთი იყოოოოო love love არ მიყვარს ეს დასასრული და სუ ვამბობ გულით როცა მანდ ვარ და სულს ვდებ არ მიყვარს მაგრამ ა ქ ეს იყო საჭიროოოო recourse recourse ჩემი ტორტი ხარ ჩემი აი კიდე ემოციაში ვარ და რას ვწერ არ ვიციიი ჩემო ატმის ბუსუსოოო და სასწაულო საუიტის აღმოჩენა ხარ სენ

№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კარგი ხარ, მარიამ!ძალიან მომეწონა, ყოველთვის ისეთი რამეები ჩანს და ირძნობა შენს ნაწერებში გულგრილს,რომ ვერ დაგტოვებს კაცს. ემოციების და შეგრძნებების გადმოცემის დიდოსტატი ხარ.

№5  offline მოდერი chica sol

ლორელაი
რა კარგი ხარ, მარიამ!ძალიან მომეწონა, ყოველთვის ისეთი რამეები ჩანს და ირძნობა შენს ნაწერებში გულგრილს,რომ ვერ დაგტოვებს კაცს. ემოციების და შეგრძნებების გადმოცემის დიდოსტატი ხარ.

ჩემო ლამაზო გოგოვ! მახარებს შენი სიტყვები. მიხარია რომ მოგეწონა... და მიყვარხარ love

bibo
შენ ხარ ჩემი საოცრებაზე მეტი შენთვის სიტყვებიც ამომელია რა დავწერო არ ვიციი აი რა გეკუთვნისს შენ აი ემოცია კი არ მოიტანე ემოცის მოზგვავბას ვგრძნობ აი ვტიროდი რომელია ვბღაოდიიიიი შენ ის ხრ ვინც ჩემ ემოციებს ჰაერში წევს და არ ვიციი ოდესმე თუ დაიწევ როცა შენ ერთ ასოს მაინც დაწერრრ love love love love აი სუ დაბუსუსებული ვიჯექი და ვკითხულობდიიი ამ ისტორიასსსს ჩემი საოცრება ხარ სული მაქ დამძიმებული კი არა გადამძიმებული ჯერ აღწერა და მერე რეალობა რაც იყოოო what what გულს ბაგა ბუგი კი არა რა გაქ ვერ ვხდები თუ საერთოდ მაქქქ არ ვიციიიიი ისე ვარრრრ ვერც ვწერ და ბოდისი იმდენი მაქ დასაწერი მოვიპიქრე ამას დავწერ იმას და არ მოდისსს ამის მერე რა უნდა დავწერო ისეთი იყოოოოო love love არ მიყვარს ეს დასასრული და სუ ვამბობ გულით როცა მანდ ვარ და სულს ვდებ არ მიყვარს მაგრამ ა ქ ეს იყო საჭიროოოო recourse recourse ჩემი ტორტი ხარ ჩემი აი კიდე ემოციაში ვარ და რას ვწერ არ ვიციიი ჩემო ატმის ბუსუსოოო და სასწაულო საუიტის აღმოჩენა ხარ სენ

თამო, ამის დაწერისას მიღებული ემოციის შემდეგ რამე თუ გამაღიმებდა დღეს, არ მეგონა.
გამაღიმე კი არა, რა ჰქვია ამას არ ვიცი.
მიხარია შემი ყოველი სიტყვა, მიხარია შენი ეს ემოციები, მიხარიხარ შენ love

№6  offline წევრი lankobalero

ჩემს სულში შეძვერი...თავი ამხადა, ემოციების ზღვაა... ყველას ტკივილია recourse მადლობა მარიამ love

№7  offline მოდერი chica sol

lankobalero
ჩემს სულში შეძვერი...თავი ამხადა, ემოციების ზღვაა... ყველას ტკივილია recourse მადლობა მარიამ love

საქართველოს ტკივილია, ჩვენი თაობის ტრაგედია...
დიდი მადლობა love

№8 სტუმარი tasana

Ubralod ar vici ra vtqva vigrzeni isev is dawyevlili 13ivnisi is tkivili da martoda da shishi tu rogor sheidzeba adamiani stiqiam sheiwiros ubralod guli mtkiva da es tkivili yoveltvis tan gamyveba yoveltvis shishi gveqneba 13 ivnisis msgavsi dge ar ganmeordes .

№9  offline მოდერი chica sol

tasana
Ubralod ar vici ra vtqva vigrzeni isev is dawyevlili 13ivnisi is tkivili da martoda da shishi tu rogor sheidzeba adamiani stiqiam sheiwiros ubralod guli mtkiva da es tkivili yoveltvis tan gamyveba yoveltvis shishi gveqneba 13 ivnisis msgavsi dge ar ganmeordes .

ჯვარი გვწერია! მადლობა რომ წაიკითხე და... არ ვიცი, უბრალოდმ მადლობა love

№10 სტუმარი Shore shore

Vaime ra kargi iko gulshi chamcbdomi da tan mtkivneuli kochag zalian magari gogo xar

№11  offline წევრი kora

მარიამ, ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი შეგრძნება, სიტყვები არ მყოფნის გადმოგცე ის რასაც ახლა ვგრძნობ. ერთიანად შემიპყრო შიშმა, ტკივილმა, უძლურებამ. ისტორიის მეორე ნახევარში უკვე მივხვდი საითაც მიგყავდა და უკვე იქიდან შემიპყრო მოსალოდნელი რეალობის შიშმა. მტკივა და სულს მიწვავს იმ ყველაფრის გახსენება. მტკივა თითოეული იმ ადამიანის ტკივილი. დღემდე მახსოვს ის საშინელი შგრძნება, რომელიც იმ ღამეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი ოჯახის წევრები სულ რაღაც წუთებით გამოცდნენ იმ ყველაფერს...
მარიამ, საოცრად გადმოეცი ყველაფერი, ძალიან მომეწონა. ყოჩაღ! love
--------------------
kira.G

№12  offline მოდერი chica sol

Shore shore
Vaime ra kargi iko gulshi chamcbdomi da tan mtkivneuli kochag zalian magari gogo xar

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო❤❤

kora
მარიამ, ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი შეგრძნება, სიტყვები არ მყოფნის გადმოგცე ის რასაც ახლა ვგრძნობ. ერთიანად შემიპყრო შიშმა, ტკივილმა, უძლურებამ. ისტორიის მეორე ნახევარში უკვე მივხვდი საითაც მიგყავდა და უკვე იქიდან შემიპყრო მოსალოდნელი რეალობის შიშმა. მტკივა და სულს მიწვავს იმ ყველაფრის გახსენება. მტკივა თითოეული იმ ადამიანის ტკივილი. დღემდე მახსოვს ის საშინელი შგრძნება, რომელიც იმ ღამეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი ოჯახის წევრები სულ რაღაც წუთებით გამოცდნენ იმ ყველაფერს...
მარიამ, საოცრად გადმოეცი ყველაფერი, ძალიან მომეწონა. ყოჩაღ! love

ჩემო გოგო.
მაპატიე რომ ასეთ მტკივნეულს შევეხე...შევეცადე ჩემი ტკივილი ისტორიაში ჩამედო,რამდენად გამოვიდა თქვენ განსაჯეთ.
დიდი მადლობა❤❤❤

№13  offline წევრი qetiqetiA3

რა გითხრა არ ვიცი .უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო.შენ თვითონაც არაჩვეულებრივი ხარ.ემოციებს ვერ გადმოვცემ იმდენად დავიტვირთე ემოციებით.ყოჩაღ.ბრავო.რა ვიგრძენი ამ ისტორიის წაკითხვით ვერ გეტყვი.ძალიან მაგარი გოგო ხარ.უმაგრესი.

№14  offline მოდერი chica sol

qetiqetiA3
რა გითხრა არ ვიცი .უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო.შენ თვითონაც არაჩვეულებრივი ხარ.ემოციებს ვერ გადმოვცემ იმდენად დავიტვირთე ემოციებით.ყოჩაღ.ბრავო.რა ვიგრძენი ამ ისტორიის წაკითხვით ვერ გეტყვი.ძალიან მაგარი გოგო ხარ.უმაგრესი.

ქეთი, ჩემო ძვირფასო, მიხარია რომ შენამდე მოვიდა, მიხარია რომ ემოციებით დაიტვირთე... ❤❤❤

№15  offline ახალბედა მწერალი lullaby

მარ... აი რაღაც ნაწილი ხომ წავიკითხე სანამ დადებდი, მაგრამ მთლიანობამ გამაოცა... თუმცა შენგან ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა ემოციურო <3
გადამრია ამ ბიჭმა (სინამდვილეში შენ)... აი უბრალოდ ყველაფერი რასაც გრძნობდა, თითქოს ეჭვს მიჩენდა რომ რეალობა იყო... არ ვიცი შესაძლებელია მსგავსი რამ? მაგრამ აი... აი... არ ვიცი. მგონი ამ გოგოს მე მივყვებოდი...
წვრილმანებმა გადამრია - ხელის ჰაერში აქნევა გასაგრილებლად - ხომ არაფერი, მაგრამ ჩემთვის დიდი ფერი.
სავარჯიშო დარბაზი, იქაური დეტალები და ამ ბიჭის ფიქრები იყო სიგიჟე!!!
მერე წვიმა და...
მარ სიმართლეს გეტყვი, ძალიან არ მომეწონა დიაგნოზი, რადგან ისედაც ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ მთლიანობაში ასი პროცენტით კმაყოფილი ვარ...
არასდროს დამავიწყდება წითელი ქაოსი და ეს ბიჭი!

№16  offline მოდერი chica sol

lullaby

დიაგნოზი? უბრალიდ ჰაერში გამოკიდებული ვერ დავტოვე... ვეცადე მაგრამ ვერ დავტოვე.
მარიამ, ჩემო ვანილო, ჩემო სატვარელო გოგოვ იცი როგორ გამახარე მე შენ? მინდა რამე გითხრა მაგრამ ვერაფერს ვამბობ საპასუხოთ...
ტირილის პირას ვარ... ცუდად ვარ...
მიყვარხარ და უღრნესი მადლობა შენ

№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

მარიამ ზაქარაშვილი

ჰაერში გამოკიდებული? არა მარ, თუ მე მენდობი, საერთოდ არ იქნებოდა ჰაერში გამოკიდებული, ჩემი აზრით პირიქით, მაგრამ რა უჭირს... ამაზე აღარც იფიქრო, მართლა ძალიან მაგარი იყო და შენც ძAლიან კარგი ხარ <3

№18  offline მოდერი chica sol

რა კითხვაა? გენდობი რომელია?
მიხარიხარ მარ❤❤❤

№19  offline მოდერი Eleniko13

არა,
დიაგნოზი მაინც კარგი იყო.
მოთხრობაზე არაფერს ვამბობ. ვერაფერს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№20  offline მოდერი chica sol

Eleniko13
არა,
დიაგნოზი მაინც კარგი იყო.
მოთხრობაზე არაფერს ვამბობ. ვერაფერს.

მგონი კარგია რომ ვერაფერს... მე რომ ვერაფერს ვამბობ ამ დროს მოწონებისგან მივარდება ენა და იმედია შენც...:დდ

№21  offline მოდერი nicol

ამმმ, ეს ის მომენტია, როცა ვერაფერს ვამბობ
მარიკუნა ამატირე... პირველად ვიტირე ისტორიაზე...
რევანშიც ასეთი უნდა...
შენი თითოეული ისტორიის წაკითხვისას ვფიქრობ ხოლმე - აი ეს ყველაზე მაგარია...
ახლაც უნდა განვმეორდე - ეს ყველაზე მაგარია love
ვგიჟდები შენზე ჩემო ტკბილო გოგო love
--------------------
თინა ნიკოლ

№22  offline მოდერი chica sol

nicol
ამმმ, ეს ის მომენტია, როცა ვერაფერს ვამბობ
მარიკუნა ამატირე... პირველად ვიტირე ისტორიაზე...
რევანშიც ასეთი უნდა...
შენი თითოეული ისტორიის წაკითხვისას ვფიქრობ ხოლმე - აი ეს ყველაზე მაგარია...
ახლაც უნდა განვმეორდე - ეს ყველაზე მაგარია love
ვგიჟდები შენზე ჩემო ტკბილო გოგო love

რევანში? არც მიფიქრია (ხომ იცი)
შენი ცრემლები... ვაიმე, მაპატიე...
უყვარხარ შენს მარიკუნას❤❤

№23 სტუმარი Nan o

Vin xar shen, ra saocrebebs qmni. .ramdeni vitire, saocreba xar , warmatebebi. .miyvarxar,

№24  offline მოდერი chica sol

Nan o
Vin xar shen, ra saocrebebs qmni. .ramdeni vitire, saocreba xar , warmatebebi. .miyvarxar,

ოჰ, უღრმესი მადლობა ძვირფასო. ❤❤

№25  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ერთი ამოსინთქვით ეავიკითხე ეს ისტორია და გრძნობები მორევში ჩავვარდი... საოცარი იყო... არ ვიცი სიტყვება ვერ ვპოულობ... როგორ შეგიძლია ასე გადმოცე ერთდროულად ამდენი ემოცია... შევსებული არსებობა ამდენად გადმოცემული სიტყვებით ნამდვილად პირველად წავიკითხე და ეს იყო სრულყოფილება... საოცარი ხარ... ყოჩაღ

№26  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ერთი ამოსინთქვით ეავიკითხე ეს ისტორია და გრძნობები მორევში ჩავვარდი... საოცარი იყო... არ ვიცი სიტყვება ვერ ვპოულობ... როგორ შეგიძლია ასე გადმოცე ერთდროულად ამდენი ემოცია... შევსებული არსებობა ამდენად გადმოცემული სიტყვებით ნამდვილად პირველად წავიკითხე და ეს იყო სრულყოფილება... საოცარი ხარ... ყოჩაღ

სალ, როგორ მახარებ რომ იცოდე...
მიხარია რომ მოგეწონა, მიხარია რომ გრძნობების მორწცში ჩავარდი. მიხარიხარ❤❤

№27  offline ადმინი შამანი

მარუს,არც კი ვიცი როგორ გამოვხატო,ის რაც კითხვის დროს განვიცადე და ჯერ კიდევ არ გამნელებია.
როცა მომწერე,რომ შეიძლება იმედი გამცრუებოდა,გონებაში არც კი გამივლია,რადგან ვიცოდი,რომ ძალიან კარგი ისტორია იქნებოდა.ამას ვგრძნობდი,მაგრამ შევცდი.მართალი აღმოჩნდი,იმედი ნამდვილად გამიცრუვდა,რადგან აი ასეთ მაგარ ისტორიას ნამდვილად არ ველოდი.ეს იყო სასწაული,არაჩვეულებრივი,ემოციებით დახუნძლული.აი არ ვიცი, რა ვთქვა.ყველაზე ძვირფას გეფიცები,ყველაფერი შემეხო და ისე ვგრძნობდი,თითოეულ ემოციას როგორც საკუთარს.ყველაფერი ისე დეტალურად და გამაოგნებლად გქონდა აღწერილი,წვრილმანებიც კი.თუმცა ამ წვრილმანებით ისტორია სულაც არ იყო დატვირთული,პირიქით რაღაცნაირი თავისი ხიბლი შესძინა.რასაც ეს ბიჭი გრძნობდა თუ აკეთებდა,კითხვისას ვგრძნობდი,რომ აი ამპერსონაჟის შიგნით ვცხოვრობდი,აი აბსოლიტურად ყველაფერი განვიცადე რაც ამ ბიჭმა,ძალიან შევისისლხორცე.მინდა ავღნიშნო,რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია ბიჭის ენით დაწერილი,რომელიც ასე ძალიან მომეწონა.შენი სხვა ისტორიები ჯერ არ წამიკითხავს და არ ვიცი რა სტილში გაქვს დაწერილი,თუმცა ამ სტილში წერა ნამდვილად კარგად გამოგდის.♥
13 ივნისი-ო,რომ დავინახე თითქოს გულმა იგრძნო საითკენაც წარიმართებოდა ისტორია და იქ რაღაც ნაწილი მართლა მოკვდა ჩემში.ეს იმიტომ,რომ უკვე ვგრძნობდი ტკივილიან დასასრულს ამ პერსონაჟის და ასევე ვგრძნობდი იმ ტკივილს,რასაც ყოველი გახსნებისას იწვევს ჩემში ცამეტი ივნისის ტრაგედია.ეს ისაა,რასაც ვერასოდეს დაივიწყებ და ვერასოდეს გაინელებ ტკივილს.
დასასრულს,დიაგნოზი არ მეზედმეტა,ვთვლი რომ მან უფრო სრულყოფილი გახადა ისტორია.თითოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო,სხვანაირად არც შეიძლებოდა.
სხვა მართლა არ ვიცი რა გითხრა,აი უკვე ბევრჯერ ვთქვი,მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო. თითოეული გარეგნული დეტალის თუ ემოციის აღწერა ეს იყო არაჩვეულებრივად გადმოცემული,ძალიან მოვიხიბლე,ძალიან!!! მერე რა,რომ ძალიან მოციური და სევდიანი ისტორია იყო,მაინც ვისიამოვნე,ყველაფრის მიუხედავად.ეს კი ჩემში საერთოდ,ძალიან იშვიათად ხდება.სევდიანი ისტორიის კითხვისას სიამოვნების მიღება მიჭირს feel
აი რაც შეგეხება შენ,ვინ ხარ ასეთი კარგი ან საერთოდ რა ხელებმა შექმნეს ეს ისტორია.ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ძალიან ნიჭიერი!!! მიხარია,რომ გაგიცანი როგორც ავტორი და როგორც პიროვნება. love (მართალია არც ისე დიდი ხანია გიცნობ,თუმცა მემგონი ამ ისტორიამ შენი თავი უკეთ გამაცნო.)
რა შემიძლია გისურვო?! წარმატება და კიდევ ძალიან,ძალიან ბევრი ასეთი კარგი ისტორიების დაწერა და შენი მკითხველის გულის გახარება. მოკლედ,მუზების ხშირ სტუმრობას გისურვებ,მარუს love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

№28  offline მოდერი chica sol

ღმერთო, ნინე, დამამუნჯე...
რამდენჯერ გადავიკითხე კომენტარი არ ვიცი, ვფიქრობ რა დავწერო, რა გიპასუხო, რით გადმოვცე ჩემი მადლიერება და მხოლოდ ეს ბანალური სიტყვები მიტრიალებს - უღრმესი მადლობა.
არ ვიცი რა გითხრა. მიხარია რომ მოგეწონა. არ ველოდი ასეთ ემოციებს მართლა და გაოგნებული ვარ.
გადავხედე ისტორიასაც (პირველად) და ვხედავ რამდენი ელემენტარული შეცდომები მაქვს დაშვებული(პუნქტუაციური, ბეჭვდითი)
თუმცა არ მიკვირს, ეს ისტორია რამდენიმე საათში დავწერე და სურვილს აყოლილმა სასწრაფოდ ისე ავტვირთე ვერ მოვასწარი გადახედვა (მინდოდა 13 ივნისისთვის მომესწრო, მიუხედავად ამისა, მაინც დავაგვიანე რამდენიმე წუთით).
უღრმესი მადლობა მარიამ ნატროშვილს, დახმარებისთვის. (სურათისთვის, სათაურისთვის)
და უღრმესი მადლობა შენ, ჩემო ნინე. ვიცოდი რომ უსაყვარლესი იყავი, მაგრამ "ახლოდან" უფრო მესაყვარლები :დდ
მიხარიხარ. მებედნიერები ❤❤❤

№29  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ბუს,მაპატიე რომ ამას ახლა ვკითხულობ,ვხვდები რომ ძალიან ბევრს ვკარგავდი,როცა არ ვკითხულობდი,მართალია ძალიან მტკივნეულ თემას შეეხე,მაგრამ ამის გამო არ გიწყენ.საოცარი ისტორიაა,ჟრუანტელი რომ დაგივლის და ციანივით აკანკალდები.შემავსო,გამახსენა,მატკინა,დამთრგუნა,ყველა ემოცია მოვიდა ჩემამდე,ხელმეორედ გამახსენე 14 ივნისი და ყელში ტკივილის ბურთულა მომაწვა. შენ მართლაც შექმენი “წითელი ქაოსი“,ვამაყობ შენით ბუსუნა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№30  offline მოდერი chica sol

მორი-ელი
ბუს,მაპატიე რომ ამას ახლა ვკითხულობ,ვხვდები რომ ძალიან ბევრს ვკარგავდი,როცა არ ვკითხულობდი,მართალია ძალიან მტკივნეულ თემას შეეხე,მაგრამ ამის გამო არ გიწყენ.საოცარი ისტორიაა,ჟრუანტელი რომ დაგივლის და ციანივით აკანკალდები.შემავსო,გამახსენა,მატკინა,დამთრგუნა,ყველა ემოცია მოვიდა ჩემამდე,ხელმეორედ გამახსენე 14 ივნისი და ყელში ტკივილის ბურთულა მომაწვა. შენ მართლაც შექმენი “წითელი ქაოსი“,ვამაყობ შენით ბუსუნა.

ვუიმეე, ბუს, მადლობა ❤❤
რა ტკბილი მყავხარ და რა კარგი. მიხარია რომ ემოციები მოვიდა, მიხარია რომ იგრძენი და აგავსო, თუმცა რის ხარჯზე?
მაპატიე რომ გაგახსენე. მიყვარხარ❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent