ეშმაკი დედამიწაზე? ხუმრობთ არა?! (დასასრული)
დღეები დღეებს მისდევდა კვირები კვირებს და ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა კიდევ და კიდევ უფრო ძლიერად ლუციფერი. ის ჩემს სამყაროდ იქცა.ყველაფერი ზღაპრული იყო სანამ დემონები არ დაბრუნდნენ. ყველაფერი სწრაფად მოხდა თითქოს დედამიწა ვიღაცამ ძალიან სწრაფად დაატრიალა მახსოვს რომ ლუციფერი და დენიელი ჩვენს დასაცავდ გარდაიქმნენ და ჩვენ გავრბოდით. ალბათ პირველად ამ ხნის განმავლობაში შემეშინდა.მეშინოდა ელის გამო, დენიელის გამო და ლუციფერის გამო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიცოცხლის დატოვება არ მსურდა მანამდე სანამ მას ლუციფერი მილამაზებდა. მე და ელი ტყეში გავიქეცით.გვეგონა ტყე დაგვფარავდა მაგრამ სიკვდილის მყრალი სუნი გვიახლოვდებოდა.ყველაფერი რთულდებოდა გზაზე ეკლები ხელისგულებს გვისერავდა და ხეების უშნოდ გამოშვერილი ფესვების გამო ხშირად ვიქცეოდით. მეგონა შევაჩერებდი თუმცა ადამიანს დემონის შეჩერება არ ძალუძს. სიკვდილი მტაცებელივით გვეპარება ისე ნელა მოდის თითქოს ჩვენი დაფრთხობა არ სურს -ცუდია. მეგონა ცოტა სხვანაირად დავამთავრებდით მაგრამ გამიგე ძვირფასო ჯოჯოხეთი ეშმაკის გარეშე წარმოუდგენელია და მას აქ შენ აკავებ. ისევ ის ჭაობისფერთვალებიანი მარშალი და მის საზიზღრად გაწელილი სიტყვები. არ მინდა! არ მინდა მოვკვდე! მხოლოდ სასოწარკვეთილი ლუციფერის თვალებს ვხედავ რომელიც თვალებით მესაუბრება პატიებას მთხოვს რადგან ჩემკენ წამოსული ტყვიის შეჩერება აღარ შეუძლია. და აი ასე მე მოვკვდი. წყვდიადი მეუბნება ‘’კეთილი იყოს შენი მობრძანება’’ და მე მხოლოდ გრძელ გამოქვაბულს ვხედავ სადაც უამრავი ჩაკეტილი შენობაა და კივილი ისმის. თითქოს აქ საწამებელი ოთახები იყოს ისეთივე როგორიც სავარაუდოთ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას, საბჭოთა კავშირს და იტალიას ჰქონდათ მაგრამ ეს უფრო საშინელია. შესასვლელში აბრაზე ლამაზად დაწერილ სიტყვებს ვკითხულობ ‘’ჯოჯოხეთი’’ შევდივარ და გაოგნებისგან თვალები მიმრგვალდება. რამდენიმე დახლი დგას სადაც რიგებია არ ვიცი რას იძლევიან იქ მაგრამ რიგი დიდია. ისინი შემოსასვლელიდან ხშირად შემოდიან და რიგებში ადგილს იკავებენ. არ გამკვირვებია ჯოჯოხეთში რომ მოვხვდი აბა სამოთხეში ვინ მომახვედრებდა? მეც რიგში ვიკავებ ადგილს და გული მით უფრო მიჩქარდება რაც უფრო მცირდება მანძილი ჩემსა და დახლს შორის. გულზე გამახსენდ გული ნეტავ კიდევ მაქვს? რა სისულელეებზე ვფიქრობ. დახლს რომ მივუახლოვდი მხოლოდ უემოციო ქალი დავინახე რომელიც უემოციო სახით საუბრობდა -ჯერ ამას გაეცანით და თუ კიდევ გექნებათ კითხვები მომმართეთ ფურცელი გავშალე და ასეთი რამ წავიკითხე ‘’გილოცავთ! თუ ამას კითხულობთ ესეიგი თქვენ მოკვდით.კეთილი იყოს მობრძანება ჩემს სამფლობელოში.თქვენზე უამრავ ექსპერიმენტს ჩავატარებათ დამერწმუნეთ იმ ტკივილს ინატრებთ რაც დედამიწაზე ოდესმე განგიცდიათ. ჩემი გასართობები ყველას მოსწონს ასე რომ დედამიწელო მოემზადე შენ ტანჯვა მიწისქვეშეთში იწყება. თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. კეთილი სურვილებით ლუციფერი.’’ ეს აშკარად დაცინვაა. რა სისასტიკეა გარდა ამის მგონია რომ ეს ‘’მისალოცი ბარათი’’ მაშინ დაიწერა როცა ლუციფერი ჯერ კიდევ ვერ ბოროტი იყო და მას ეშმაკს ეძახდნენ. ფურცელი გადმოვაბრუნე და მხოლოდ ნომერი დავინახე ჩემი ოთახის ნომერი სადაც ‘’მისალოცი ბარათი’’-ს მიხედვით ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარები ახდებოდა. ვაუ, ნომერი მეც მაქვს მაგრამ მას ასე აწერია ‘’საწამებელი ობიექტი’’ პირდაპირ ოთახისკენ მივდივარ მაგრამ ამ დროს ცეცხლს ვხედავ და რაღაცის სინათლე თვალს მჭრის. მერე ვხვდები რომ ბნელეთის მბრძანებელი დაბრუნდა მაგრამ ჯერ კიდევ შოკში ვარ. -დეკერ მეძახის შვებით სავსე ხმით და ჩემკენ მოდის -კიდევ კარგი ჯერ არ შეხვედი -რომ შევსულიყავი მერე რა მოხდებოდა? -იქიდან ვეღარ გამოხვიდოდი და სამუდამოდ დაიტანჯებოდი. -ჰმ მაშინ მიახრია რომ ჩემი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი დაბრუნდა -კარგი უნდა წავიდეთ უცბათ სადღაც სხვაგან გავდივართ -კი მაგრამ ასე სწრაფად როგორ? -აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი როგორც მე მსურს ასე რომ ამას ადვილად ვაკეთებ. მდელოზე გავდივართ და ნამიან ბალახზე ვსხდებით -კი მაგრამ ეს ხომ ჯოჯოხეთი არაა? -მართალი ხარ ეს ადგილი რაღაც შუალედივითაა -ეგ როგორ? -მოკლედ სიკვდილის შემდეგ ან პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდები ან აქ და როგორც ადამიანები ამბობენ ‘’სასუფეველს იმკვიდრებ’’ მაგრამ სინამდვილეში ეს სულ სხვანაირადაა.ის ადამიანები ვისაც ბევრი ცოდვები აქვთ ჯოჯოხეთში ხვდებიან ასეთი კი ბევრია მაგრამ ნაკლებად ცოდვილი ხალხი აქ ხვდება და სიმშვიდეს პოულობს. -კი მაგრამ სამოთხე? -სამოთხე არ არსებობს -რა იცი -ვეძებდი -კი მაგრამ სამოთხეში რა გნდოდა? -ევა სანამ მე ეშმაკი გავხდებოდი უბრალო ანგელოზი ვიყავი -აჰა ცოტა ხანს ვდუმდი უნდა გადამეხარშა. ხალხი ხომ დედამიწაზე იმ იმედით ცხოვრობდა და იმიტომ არ ეშინოდა სიკვდილის რომ ეგონათ უკეთეს ადგილას მოხვდებოდნენ.უსამართლობაა -და კიდევ აქ როგორ დაბრუნდი?როგორც მითხარი ფრთები გჭირდებოდა როცა დედამიწაზე ჩახვედი ხომ მოგაჭრეს? მერე კი შენ დაწვი რომ აღარ დაბრუნებულიყავი -კი თუმცა ჩემი დაბრუნების სხვა გზაც არსებობს.ხომ იცი რომ უკვდავი ვარ მაგრამ თუ თავს მოვიკლავ მაშინვე ჯოჯოხეთში ვბრუნდები -ესეიგი.. -ჰო -ანუ თავი მოიკალი? -შენთის ყველაფერს გავაკეთებ -ელი და დენიელი? -დენიელს იქიდან წამოსვლა არ უნდა მე კი დამკლდება მაგრამ ჯოჯოხეთს არ მგონია. ასე რომ ის იქ დარჩა რომ ელი დაიცვას -კარგია იქ ვიღაც მაინც დარჩა ვინც მას მიხედავს -ძალიან განიცადა დუმილს ისევ ის არღვევს -შენი სიკვდილი იმიტომ უნდოდათ რომ იცოდნენ ძვირფასი იყავი და თუ შენ აქ მოხვდებოდი მეც გამოგყვებოდი სანამ მე მოვიდოდი დაგტანჯავდნენ ან საერთოდ ‘’ცოდვების ქვაბში’’ ჩაგაგდებდნენ მე კი ტკივილის გამო ადვილად დამიმორჩილებდნენ და ჯოჯოხეთში დარჩენაზე დამითანხმდებდნენ -ეგ რაღაა? -იქ როცა ვარდები შენი სული სამუდამოდ იკარგება და იტანჯება ის რასაც იქ მოხვედრისას განიცდი წარმოუდგენელია. -კარგი ესეიგი მე შენი სუსტი წერტილი ვიყავი ჯერ კიდევ 7 წლის წინ -შენ პირველივე დღიდან ჩემი სუსტი წერტილი ხარ ამის მოსმენა ტანში ჟრუანტელს მგვრის -ვიღაც უნდა განახო მეუბნება გაცისკროვნებული სახით მალე კი ჩემკენ მომავალ ვლადს ვხედავ. წარმოუდგენელია ის აქაა და იმ ერთ-ერთ ოთახში არაა ან საერთოდ ‘’ცოდვების ქვაბში’’ . -პატარა ხელებს შლის და მეც მისკენ გავრბივარ -მომენატრე ძალიან -ვიცი მეც -და აქ როგორ მოხვდი? -ამას მხოლოდ ლუციფერს უნდა ვუმადლოდე მისკენ ვტრიალდები ის კი მპასუხობს -აქ ბევრი ერთგული დემონი მყავს დიდხანს ვსაუბრობთ და აქ ცხოვრების ყველა დეტალზე მეკითხება -აქ შეგიძლია ისე იცხოვრო როგორც გსურს არანაირი წესები და ადამიანები ვინც წესების დაცვას გაიძულებენ ღიმილით მეუბნება ვლადი როცა ჩემს დამრგვალებულ თვალებს ხედავს. -აქ რომ მოვიდე დამხვდები? -ვერა პატარავ შენ ჩემი ‘’დაუსრულებელი საქმე’’ იყავი და ახლა უნდა წავიდე -კარგი ცრემლებს ძლივ ვიკავებ თუმცა ვხვდები რომ ახლა ცრემლების შეკავება სისულელეა და ტირილს ვიწყებ -შენ ძლიერი ხარ! გადაიტან, ეს ხომ უკვე გადიტანე. -ვიცი, ვიცი უბრალოდ ძალიან მენატრებოდი და ახლა ისევ გკარგავ -მე შენს თავს ლუციფერს ვაბარებ -მივხედავ ისინი ხელს ართმევენ მე ვლადს ბოლოჯერ ვეხვევი და ვეუბნები -სიკვდილის წინ ვერ დაგემშვიდობე ახლა დაგემშვიდობები. კარგად იყავი ის მიღიმის და წინ მიდის მალე კი ხედვის არიდან ქრება. მე და ლუციფერიც მივდივართ მაგრამ არ ვიცი სად მე ხელში მისი ხელი მიჭირავს და აღარ მეშინია -ოდესმე ღმერთთან გისაუბრია -ის არსდროს მპასუხობს. -არსებობს? -კი -სადიან იცი? -თუ ის არ არსებობს მაშინ ანგელოზები და ადმიანები, ცხოველები და დედამიწა ვინ შექმნა? რაც არ უნდა იყოს მის არსებობას ვერ ვუარყოფთ უბრალოდ მისი ქმნილებები ამის საშუალებას არავის აძლევს -და დარვინის თეორია? ევოლუცია? -ტყუილია. დარვინი ხელმოცარული მეცნიერი იყო რომელმაც იმ თეორიით რომ ადამიანები მაიმუნების მილიონჯერ განვითარებული სახეობაა კარიერა დაინგრია -როგორ დაამტკიცებ რომ ის არ ცდებოდა? ის ხომ ათეისტი იყო და ამ თეორით ღმერთის არსებობა უარყო შენც ხომ უარყოფ მას? -ერთი განსხვავებით მე ვაღიარებ ღმერთს მაგრამ ვუარყოფ მის საქციელს და პრინციპებს ის ჩუმდება მაგრამ ბოლოს ისევ გულს მიხსნის და იწყებს -ყველაზე მეტად იცი რა მაცოფებს? მიუხედავდ იმისა რომ დედამიწაზე ყველას შვილად მოიხსენიებს აქ მათთვის მხოლოდ ჯოჯოხეთია და მათ ტანჯვისთვის იმეტებს ადამიანების უმრავლესობას ხომ სჯერათ რომ თუ მისი პრინციპებით იცხოვრებენ მაშინ გადარჩებიან მაგრამ ეს ასე არ ხდება ისინი მაინც იქ ხვდებიან სადაც ყველა. ღმერთი ყველას ‘’ერთ ქვაბში ხარშავს’’ აღარ მინდოდა ამაზე საუბარი და სალაპარაკო თემა შევცვალე -ამ ადგილს რა ჰქვია -‘’გზა ღმერთისაკენ’’ ბედის ირონიაც ამას ჰქვია აქ უკვე მეცინება ისიც იცინის ჩვენი სიცილი კი გარემოს აყრუებს. არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი იქნებ კი მაგრამ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შეიძლება ის არც არსებობს და ღმერთად ჩვენზე ძლიერ პიროვნებას მივიჩნევთ. ის ძლიერი პიროვნება კი მასზე ძლიერ პიროვნებას და ასე უსასრულოდ ან იქნებ უსასრულობაც არ არსებობს? ეჰ, არ ვიცი! ამაზე პასუხი მხოლოდ ღმერთს აქვს...თუ არსებობს... დ ა ს ა ს რ უ ლ ი პ.ს. ეს ისტორიაც მორჩა.ნუ ის დარვინზე ალბათ ლუციფერის აზრი უფრო იყო ვიდრე ჩემი მაგრამ არც დარვინის მომხრე ვარ. სულ მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით თქვენი ლუციფერი :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.