შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს აქვს დასასრული (სრულად)


14-06-2016, 23:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 116

დილას ადრე ავდექი და დილა ჩვეულებრივ დაიწყო..ჩვეულებრივ ანუ ჩვეულებრივ,ყოველგვარი უჩვეულობების გარეშე.
რაზე ვფიქრობდი?-რომ მკითხოთ,გიპასუხებთ,არაფერზე-მეთქი,მაგრამ არ იქნება მართალი...შემდეგ ისევ თუ მკითხავ,რაზე ფიქრობდიო,მერე შეიძლება სხვანაირი პასუხი ვიპოვო-„არაფერზე..ჰო არაფერზე? რადგან ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფიქრები იყო,ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი ფიქრები..
რატომ ვლაყბობ ამდენს ფიქრებზე,დაგაინტერესებთ ალბათ...ჰო,დარწმუნებული ვარ,დაგაინტერესებთ...
^^
ყველაფერი ფიქრით იწყება და ფიქრითვე სრულდება.
დღეს დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი კვდება და იცით,ისინი ამ უკანასკნელის წინ რას აკეთებენ?
ფიქრობენ! ფიქრობენ რაღაცაზე ან ვიღაცაზე,ან სრულად ორივეზე!
ღმერთო,რამდენი ადამიანი დავკარგე მე,შენ,თქვენ და,და ყველამ!
ვაკრგავთ ფიზიკურად,ვკარგავთ სულიერად...ზოგს ფიზიკურადაც და სულიერადაც..ვინ იცის,რომელი სჯობს...
^^
სკოლას დაამთავრე,გიხარია,ბანკეტი გაქვს,ემზადები წინა დღეს,ფიქრობ,რა როგორ იქნება და უეცრად მამას კარგავ.ალბათ ამაზე საშინელი განცდა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.დასასრული,დასასრული....დიდი,მუქი წერტილი..ალბათ სხვანაირად ვერ აღიწერება ეს გრძნობა,თუმცა მე რა ვიცი,რადგან მე ეს მხოლოდ დავინახე.არ განმიცდია....

-რამდენი შვილი ჰყავდა?-მეკითხება გვერდით მჯდომი ჭაღარა ქალი.
-ორი-ვპასუხობ და თან ვუყურებს ჩემს კლასელს,რომელიც უაზროდ აცეცებს თვალებს და რაღაცას ელოდება.ალბათ ამ ყველაფრის,ამ უხერხულობის დასრულებას.
-გოგო და ბიჭი?
-დიახ.
-ეს ის ბიჭია?
-არა,შიგნითაა-ვპასუხობ და მახსენდება ჩემი კლასელის,რომელთანაც 12 წელი გავატარე,თვალების მწვანე სევდა..არა,სევდა არა...ეს მეტი იყო...რაღაც,რაც სიტყვებით ვერ გამოითქმის.
-ეს ბიჭია? ახლა რომ გამოვიდა?-არ მასვენებს ქალი.
-არა,შიგნითაა-ვერ ვაკმაყოფილებ მოხუცის ცნობისმოყვარეობას,მალევე სხვა ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან და ჭაღარაც ადგა.მიდი ადგილი დაიკავეს.დიდი შვებაა!
ვაკვირდები ხალხს,ვუყურებ,როგორ მიდი-მოდიან და მეფიქრება,ძალიან ბევრ რამეზე...მახსენდება ბებია-ბაბუა,პაპა-ბაბო,რომელიც პატარაობაში დავარგე და გული მიკვდება.
„წარმოგიდგენია.მშობლის დაკარგვა ასმაგად უარესი იქნება?“-ვეკითხები საკუთარ თავს და ვიხსენებ.თუ როგორ განვიცდიდი მეხუთე კლასელი ბავშვი ძაღლის წაყვანა,იმის გამო,რომ გამიმზითვეს პუდელი კოკო,როგორ ვტიროდი თითქმის ყოველ ღამე და როგორ მეწვოდა გული....ასევე მახსენდება,როგორ დავტიროდი კურდღელს,როცა ფეხები გაფშიკა,დეკორატიული იყო...მახსენდება და შემდეგ ისევ ადამიანები მიტივტივდება გონებაში....
პაპა,რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი და რომლის სიკვდილიც არ წარმომედგინა,მახსენდება,რომ ბოლო დღემდე უკვდავი მეგონა,მეგონა,რომ არ დაგვტოვებდა,მახსენდება,როგორი მოულოდნელობა იყო,როცა ახალი წლის ღამეს მამაჩემის ხმა გავიგე,მგონი,კვდებაო...მახსენდება,როგორ გამიჩერდა იმ წამებში გული და ვერაფერს ვგრძნობდი...
მახსენდება და ვეღარაფერს ვგრძნობ.ნუთუ არსებობობს ამაზე რთული რამ?
ფიქრები ალბათ აღარ მომეშვებდნენ,თუმცა უცნაურ რამეს ვკრავ თვალს და მეორე მხარეს ვიხედები/
„ჭირიანია? იკბინება?“-ირონიულად მეკითხება შინაგანი ხმა,თუმცა მე მას აღარ ვუსმენ.
„წავიდა! წავიდა!“-ჰორიზონტი მიფართოვდება,ახლა შემიძლია გავიხედო იქ,სადაც მინდა! ის მეორე მხარესაა.
თუმცა ვინ ის?
„რა სისულელეა? ბავშვობის სიყვარულისა და ილუზიის შერწმის კვალი ისევ დარჩა,მარიამ?“-დავცინი საკუთარ თავს და მახსენდება,თუ როგორ „ვულამაზებდი“ სიფათს იმ შემზარავის შეყვარებულს ფიქრებში.
საკუთარ თავზე მეცინება,მაგრამ არ ვიმჩნევ,სჯობს,ნორმალურად მეჭიროს თავის....
„ეს ბოლო შეხვედრაა,მერე მორჩა ყველაფერი...დროსთან ერთად ეს კვალიც გაქრება...“-დაიმედება და ისევ დაიმედება.....

წყურვილი მახსენებს თავს და კლასელთან ერთად მაღაზიაში გავდივარ.ნელა მივდივარ,თითქოს მეშინოდეს,ფეხი არ დავადგა რამეს,რეალობაში კი იმაზე ვფიქრობ,რომ ის შემზარავი არსება ახლოსაა(თვითონაც არ მესმის,რატომ მაქვს მასზე ასეთი რეაქცია....).
„იქნებ თვითონაც მსგავსი შეგრძნება აქვს? მაგრამ რისი?!“-ისევ დაბნეულობა,ნაბიჯის აჩქარება.....თვალის მორიდება ახლომდებარე სკამისთვის....

ერთ საათში უნივერსიტეტებზე ვიწყებთ საუბარს,ახლა შემიძლია უფრო თამამი ვიყო,არსება,რომლის დანახვაც არ მსიამოვნებს,წასულია...მგონი,მასაც არ ვეხატები გულზე...სასაცილოა,არა?!

ეკლესიის ეზოში პატარა ბავშვები დარბიან,ქერები,სპეტაკები,რომლებმაც არ იციან,რაა სიკდვილი,რას ნიშნავს გარდაცვალება.
გარდაცვალება?
ჰო,ეს ერთი სიტყვაა,რომლის გაგონება ყველას ზარავს,აშინებს,აკანკალებს!
ეს ერთი სიტყვაა,რომელსაც აქვს ძალიან ბევრი,ძალიან ბევრი მნიშვნელობა!

ხესთან ვდგავარ და ველოდები სასაფლაოზე წასვლას..არ მიყვარს ესეთი მომენტები,თუმცა ვის უყვარს...
ერთ-ორჯერ გავხედე შემზარავს,მაგრამ მალევე მოვაშორე მზერა...იცით,ამდენი ხნის მერე პირველად შევნიშნე.რომ თავდაჯერებულობა აკლდა? პირველად შევნიშნე,რომ ოდნავ წელში იხრებოდა,ნერვიულად სუნთქავდა და ნაფასსაც კი ნერვიულად ურტყამდა...
„არა,იქნებ პირველად არა? იქნებ ადრე არ გსურდა ამის დანახვა...ის წელში მოხრილია,შენკენ ერთხელაც არ გამოუხედავს...იცი,შენ მას მუდამ ფეხებზე ეკიდე,თანაც ცალ ფეხზე?“-შინაგანი მე ჩემზე ჭკვიანია,მგონი,მე კი არა მას ეკუთვნის ოქროს მედალი....
იმ წამს მთელი წლები მეშლება თვალწინ და ვხდვები.... ვხვდები,რომ მე ცხოვრების ნებისმიერ მომენტში წამითაც მაინც ვფიქრობდი მასზე,იმისდა მიუხედავად,რომ სხვა მიყვარდა,სხვასთან ვატარებდი თავოსუფალ დროს,სხვასთან ვიცინოდი და ბედნიერებას სხვას ვუზიარებდი...
ვდგავარ,არ ვინძრევი,ქარს სიამოვნებით ვახვედრებ თმებს და ვფიქრობ...ვფიქრობ და ვხვდები,რას ვგრძნობ..
ვგრძნობ რაღაც ძლიერს,მაგრამ თან მძიმეს...ისეთ რამეს,რასაც იშვითად ვგრძნობ,რადგან ეს ძალიან,ძალიან მძიმეა...
და ვაყალიბებ გრძნობას...დაიხ,ვაყალიბებ...
მე არ შემიძლია,მას 10 კილომეტზე ახლოს მივუახლოვდე,მე არ შემიძლია შეხვედრისას გადავკოცნო,მე არ შემიძლია მას გამარჯობაზე მეტი ვუთხრა,თუმცა არა! ეს არ შემეძლო,ახლა კი ესეც არ შემიძლია,რადგან სიტუაცია დაიძაბა.ახლა უფრო დიდი უხერხულობაა ჩვენს შორის...
ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ ვასკვნი,რომ მე მასთან სამძიმარზე მთელი გვარის ამოწყვეტის შემთხვევაშიც არ მივა,არა კი არა,ვერ! უბრალოდ ვერ მივალ,რადგან ჩემი ძლიერი გრძნობა,რომელსაც სახელი არ აქვს,არ მომცემს ამის უფლებას....
და მე რომ დამეხოცოს ყველა და ვიცოდე,რომ ის მოდის,კარებს დავკეტავ ყველა საკეტით და არ შემოვუშვებ,რადგან ათმაგი უხერხულობა არ შემეძლება....
და,იცით.სიკვდილის წინ რას დავიბარებ?
დავიბარებ,რომ ის არ მოვიდეს ჩემს დაკრძალვაზე..ჰო,მე ამას ანდერძში ცავწერ,ჩავწერ და თანაც პირველ პუნქტად.
ღმერთო,შევიშალე,ჰო?
ჰო,შევიშალე,რადგან ასეთი გრძნობა ალბათ მაშინაც არ აქვთ.როცა ქმარი სუპერმოდელის გამო ეყრებათ....
არ ვიცი,რამ გამაბოროტა ასე და არ ვიცი,რატომ ვარ ამის წერისას ასეთი ბუნებრივი.რატომ ვგრძნობ ასეთ რაღაცას,რაღაცას,რომელის სიძულვილზე ძლიერი სიძულვილია....
საბოლოოდ,მიწას ვაყრი მას,ვასაფლავებ მარტო ჩემს გულის სიღრმეში და მეორე დაკრძალვაზე მივდივარ..

ტაქსისტი მეგრელი და ძალიან სასაცილო კაცია,იუმორი მაღალ დონეზე აქვს.
-ესეც მეგრელია-ღიმილით ვეუბნები კლასელ გოგონას,რომელიც ამას უკვე მიმხვდარა და იცინის.
-ამდენი მეგრელი?-მხრებს იჩეჩს და საზურგეს ეყრდნობა.
10-15 წუთი იმის გარკვევას ვუნდებით,თუ რომელ სასაფლაოზე უნდა ვივიდეთ,ბოლოს მაინც ვერ ვიგებს წესიერად და ვაგრძელებთ გზას.
-ჩვენ მოგვყვებიან,გზა არ იციან...დავემალოთ ერთი-სწრაფად ამბობს მძღოლი.
-გაგვასწრეს,გვეჯიბრებიან რა-გვეცინება ყველას.
-როგორ გომკაობენ? აშკარად თქვენ გაწონებენ თავს,მოსწონთ ბიჭებს ახალგაზრდა გოგონები-რაღაც ამის მსგავსს ამბობს,ჩვენ კი სიცილი გვიტყდება.
-12 წელია ამათ ვხედავთ,მოგვბეზდა ერთმანეთი-ხარხარებენ გოგონები და მეც ვყვები,რაღაცნაირად მხვდება მათი ნათქვამი,თუმცა ვეთანხმები,ბავშვური ილუზია განა დიდ ხანს გრძელდება?
-ისევ გომკაობენ..აშკარად თქვენს გამო..-ეცინება კაცს-მოდით დავემალოთ-მეორე მხარეს უხვევს და პატარა შეყვარებული ბიჭივით აღტაცებულია.

გზას ასეთი მაიმუნობებით გრძელდება,ყველაფერს ვერც კი ვიმახსოვრებ,თუმცა ვხვდები,რომ ამ კაცს ზედმეტი მოსდის.
-ამდენი ბანკეტზეც კი არ მიცინია-ისმის ჩემი კლასელის რეპლიკა და მანქანაც ჩერდება,ყველანი გადმოვდივართ და რაღაც მილზე ვჯდებით,უკვე ნაკლებად მაქვს თავდაცვითი რეაქცია არასასურველ ადამიანზე,თუმცა ის მალევე მიდის.
„არა,როგორ ხვდება,რომ... რა სისულელეა!“-ისევ შინაგანი ხმები,რომლებსაც ვაჩერებ და ლოდინის რეჟიმში ვერთვები.
-ჩემი რძალი ამბობს,იმდენი დრო მაქვს,რამდენიც მკვდარსაც არ გააჩნიაო-მძღოლის ნათქვმზე გულიანად ვიცინი,სასაცილო კაცია,მასთან ვერავინ მოიწყენს.
ბოლოს ვიგებთ,რომ სასაფლაო შეგვეშალა,მეორეში მივდივართ,ისევ ვიკავებთ ადგილებს..მანქანა იძვრება....

ცოტა ხანიც და სასაფლაო ჩნდება...
-ძმას ელოდებიან-ისმის ხმები და სული მეხუთება,ძალიან ცხელა,ასეთი სიცხე არ ყოფილა წელს,მგონი,ასევე ფიქრები მკლავენ...მკლავენ და ეს ყველაფერი ამძაფრებს ვითარებს...გარდაცვალება..მართლაც,ძალიან რთულია,სანამ არ დადგება ეს დღე,სანამ არ მოვკვდებით,თავი უკვდავნი გვგონია..უცნაურია,არა?
გარდაცვლილის ძმას ჩნდება...იწყება დაკრძალვა..
„მისი ბოლო წამები დედამიწაზე..“-ვფიქრობ და დასასრულზე მეფიქრება....
უცნაურია ადამიანი,ერთ წამს არის და მეორე წამს არა...ალბათ ისიც ფიქრობდა რამეს,სანამ გარდაიცვლებოდა...
ჰო,მეც ვიფიქრებ,შენც და ყველა ალბათ..ალბათ ყველა,ყველა იფიქრებს....
ძალიან რთული წამები გადის...და ისევ მეფიქრება...
რაც არ უნდა პარადოქსულად უნდა ჟღერდეს,არც ბებიის,არც ბაბუის,არც პაპის და არც ბაბოს დაკრძალვაზე ვყფილვარ,რატომღაც სულ ასე ხდებოდა,ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა...
ვხვდები,რომ დამშვიდობების მსგავსი მომენტი არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და შორიდან ვუყურებ,როგორ უშვებენ სასახლეს მიწაში...
უცნაურია! თითოეული გარდაცვლილი,რომელიც ამ ან სხვა სასაფლაოზეა დაკრძალული,განა როდესმე ისურვებდა წყვდიადში ყოფნას?

და ისევ უცნაურობაა....გრძნობები მოგონებებად იქცევაუკვდავ მოგონებებად...ნოსტალგია მატულობს და მანქანისკენ მივდივართ....
„ბოლოჯერ შევხედავ“-ისევ უაზრო ილუზია და ბავშვური პირველი სიყვარული მახსენდება,თუმცა უკან აღარ ვიხედები..
მივდივარ მწვანე სევდიან მზერასთან,ვეხვევი,მაგრამ ვერაფერს ვეუბნები,არ შემიძლია..ვერ ვეტყვი,გაუძლე,ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი,რადგან ამის თავადაც არ მჯერა.

-ასე მალე მორჩა?-კითხულობს მძღოლი,უკვე ზედმეტი მოსდის...ზოგმა არ იცის ხუმრიბის ზღვარი,ნამდვილად...
მანქანა იძვრება,მოგონებები უკან რჩება,წინ რაღაც გველის,მგონი....

-სიცხეს ეშველება,ყველაფერს ეშველება,მაგრამ მას..-ამბობს ჩემი კლასელი და სევდა მიპყრობს,ერთ დროს ჩვენც დავკარგავთ მამებს,დედებს,მშობლებს...ჰო,ჩვეი გულიც დანახევრდება,უფრო განახევრდება...
მანქანა იძვრის..
ბუნების ფონები იცვლება,იცვლება ისე,როგორ ცხოვრება....
იცვლება და მახსენდება,რომ ყველაფერს დასასრული აქვს...
____
წამეწერება ხოლმე,გამოცდების მიუხედავად.
ხვალისთვის ინგლისური მაქვს დასაწერი და ქართული არ დამიმთავრებია,გავიქეცი!
იმ პოზიტიური ენერგიით,რომელიც თქვენგან მოდის,გამამარჯვეინებს გამოცდებზე,აშკარად.



№1  offline წევრი მოლურჯო

არ მეყო
ძალიან პატარა იყო
უფრო მეტი და მეტი მინდოდა
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი mado-mari

Dzalian mikvars sheni kvela naceri.madloba .imdenad axlos iko chems cxovrebastan! Didi imedi maq gamocdebisdamiuxedavad ar daikargebi :* carmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent