შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეთოთხმეტე)


17-06-2016, 01:44
ავტორი fireending
ნანახია 2 204

-ეკას ველაპარაკე, ჯავახიშვილების მოახლეს. უთხრა ირინამ მიხეილს და მობილური მაგიდაზე დადო.
-რაო მერე, რა გითხრა?
-იმ სტატიის გამო დიდი ამბები ამტყდა. ლიზა სახლიდან წასულა, დათო თურმე მთელი დღეა კაბინეტიდან არ გამოსულა.
-რას ამბობ. მშვენიერია. სიხარულისგან ხელი ხელს შემოკრა მიხეილმა
-კი, მაგრამ ახლა რას აპირებ. ჩიპი მაინც ვერ ჩაიგდე ხელში.
-ეგ არაფერი, სამაგიეროდ მათ ოჯახში ავრიე სიტუაცია. ჩიპს მალე ჩავიგდებ ხელში, თვითონ ლიზა მომიტანს თავისი ხელით.
-რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ნუ ხარ ცნობისმოყვარე, ყველაფერს მალე გაიგებ. ახლა კი შეწყვიტე ლაპარაკი და მოდი ჩემთან.
ირინა კაცს კალთაში ჩაუჯდა, მაგრამ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა.
-ვინმეს ელოდები?
-არა, არავის მიიშ, ვნახავ ვინაა.
ირინამ ბოლომდე კარის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ ბექა სახლში შემოვარდა. საშინლად გაბრაზებული იყო.
-ბექა? აქ რა გინდა.
-ვითომ არ იცი არა? რატომ არ გვეშვები. რა ჯანდაბა გინდა?
ბექა ქალს ყელში წვდა და რომ არა მიხეილი ალბათ დაახრჩობდა, ბექამ მიხეილს სახეში გაარტყა, მიხეილმაც საპასუხოდ დაარტყა და საშინელი ჩხუბი ატყდა, საბედნიეროდ ლუკამ დროზე მიუსწრო, თორემ ბექა მიხეილს მოკლავდა.
-აქედან გაეთრიე თორემ პოლიციაში დავრეკავ. კიოდა ირინა.
-დარეკე, ძალიან კარგსაც იზამ. ორივეს ჩაგაყუდებენ მალე ციხეში. კახპა. უპასუხა ბექამ.
ლუკამ ბექა გარეთ გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა.
-ბექა, შენ სულ გაგიჟდი? ეს რა გააკეთე.
-იმ ნაბოზარს ამას არ შევარჩენ და იმ ძუკნასაც მოვკლავ.
-გეყოს, ისედაც დაძაბული სიტუაციაა. ნუღა გაართულებ.
-ჯანდაბა, ჯანდაბა.ჩემს გამო ახლა ლიზაც ცუდ სიტუაციაშია, ნეტავ სადაა, ან როგორ არის.
-დაწყნარდი, ლიზა ჩემთანაა.ხელსახოცი აიღე , ცხვირიდან სისხლი მოგდის.
-მადლობა.
* * *
დათო კაბინეტში ფანჯარასთან იჯდა , თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ასე უმოძრაოდ იყო თითქმის მთელი დღე . მომხდარზე ფიქრობდა. გული საშინლად ტკიოდა, ნაწილობრივ იმის გამო რომ ლიზამ და ბექამ დაუმალეს რომ წარსულში ურთიერთობა ჰქონდათ, ნაწილობრივ კი იმის გამო რომ სიბრაზის გამო ლიზას უხეშად მოექცა.ღრმა ფიქრებში წასული დათო ფიქრებიდან ნინას ხმამ გამოაფხიზლა.
-მამა
-შემოდი შვილო
-როგორ ხარ? ცოტა დაწყნარდი ?
-კი...
-მამა, არასწორად მოიქეცი. ასე არ უნდა გაბრაზებულიყავი.
-ხო მაგრამ საქმე ჩვენი ოჯახის რეპუტაციას ეხება. ესეც რომ არ იყოს , ლიზამ სიმართლე დამიმალა. ძალიან ვარ ნაწყენი ლიზაზეც და ბექაზეც. ასეთი რამ ჩემთვის არ უნდა დაემალათ. თანაც შენც დაზარალდი იმ სულელური ჭორის გამო
-მართალი ხარ, ჭორი ნამდვილად სულელურია, არ ღირს ამ ამბავს ჩვენი ოჯახი შევწიროთ . იმაშიც მართალი ხარ რომ ლიზას და ბექას არ უნდა დაემალათ რომ ადრე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ მამა ჩემი აზრით, ძალიან ძნელია ამის თქმა. თანაც, ლიზას ძალიან უყვარხარ , მე ბოლომდე ვენდობი . შენ კი საშინელებები უთხარი.
დათო შვილს უსმენდა და ხვდებოდა რომ გოგონა მართალი იყო, მაგრამ ფიქრობდა რომ სინანული გვიანი იყო. დიდი სიამოვნებით მივიდოდა ლიზასთან და პატიებას თხოვდა, მაგრამ არ შეეძლო.
-ნინა, არ ვიცი რა გავაკეთო . ვიცი, ვხვდები რომ მართალი ხარ . ძალიან ცუდად მოვიქეცი ... მაპატიებს ლიზა?
-გაპატიებს. გთხოვ ამ ამბავს ნუღა გააზვიადებთ . დაელაპარაკე და ...
საუბარი ნინას მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
-ჰო ლუკა, გისმენ .
-ნინა, ლიზა თქვენთან ხომ არ არის
-არა? რატომ მეკითხები ?
-ჩემთან იყო, მერე ბექას სანახავად წავედი და რომ დავბრუნდით სახლში აღარ დაგვხვდა, მობილური და საერთოდ ყველაფერი სახლში დატოვა . ნინა მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს
-რა? რას ამბობ ? მამას ვეტყვი . თუ რამე გაიგე დამირეკე .
ნინამ მობილური გათიშა.
-ნინა რა მოხდა?
-მამა, ლიზა დაიკარგა
-რა?
-ლუკასთან იყო, მაგრამ ლუკას სახლიდან გასვლა მოუწია, ბექა რომ შეეჩერებინა
-შეეჩერებინა?
-ჰო, ის ირინასთან მიდიოდა საშინელად გაბრაზებული, მერე სახლში რომ დაბრუნდნენ ლიზა აღარ დახვდათ იქ. მობილური და საერთოდ ყველაფერი სახლში დაუტოვებია.არ იციან სადაა.
-რას ამბობ ? ჯანდაბა. ჩემი ბრალია ყველაფერი . უნდა მოვძებნო.
-სად მიდიხარ ?
-არ ვიცი, ერთ ადგილზე ვფიქრობ და უნდა ვნახო იქ არის თუ არა.
-მეც წამოვალ
-არა , სახლში დარჩი თუ აქ მოვა გამაგებინე
-კარგი, მაგრამ გამაგებინე რა მოხდება.
-კარგი ნინა. არ ინერვიულო. აუცილებლად ვიპოვი და სახლში დავაბრუნებ.
დათო მანქანაში ჩაჯდა. ჭიშკართან ბევრი ჟურნალისტი იდგა და მანქანას ნორმალურად გავლის საშუალება არ მისცეს. უამრავ კითხვას სვამდნენ იმ სკანდალური სტატიის შესახებ. როგორც იქნა გუგამ და სანდრომ მოახერხეს და ჟურნალისტები გაიყვანეს და დათომაც წასვლა მოახერხა.
ნინა სამზარეულოში ჩავიდა ყავის დასალევად თუმცა სანამ შევიდოდა კართან შეჩერდა, რადგან ეკას საუბარს მოკრა ყური.
-ჰო . აქაურობა დილიდან ჟურნალისტებითაა სავსე. დიდი სკანდალი ატყდა. ძალიან მიხარია იმ სურათებმა და სტატიამ ამხელა ამბავი რომ ატეხა, არა მგონია მალე ჩაწყნარდეს ყველაფერი... კარგი ირი ახლა უნდა წავიდე. შეგეხმიანები.
ეკამ მობილური გათიშა და სამზარეულოში შევიდა. ნინა ყურებს არ უჯერებდა. ძლივს შეიკავა თავი რომ ეკა არ ეცემა, სიბრაზეს ცოტათი სძლია და სამზარეულოში შევიდა.
-ლონდა დეიდა გამარჯობა.
-გამარჯობა შვილო. თავს ხომ კარგად გრძნობ?
-კი.
-ცოტა ფერმკრთალი ხარ.
-არაფერია, მალე სხვები დაკარგავენ ფერს . თქვა ნინამ და ეკას გამანადგურებელი მზერა ესროლა. ეკა ვერ მიხვდა რატომ გახედა ასეთი თვალებით. ნინამ ჭიქა აიღო და ყავა დაისხა. ამ დროს სამზარეულოში ნუკა შემოვიდა.
-გამარჯობა ნუკა.
-გამარჯობა ნინა. მთელი დღეა არ ჩამოსულხარ . კარგად ხარ ?
-არამიშავს.
-იცი, ძალიან ვწუხვარ იმ უაზრო სტატიის გამო.
-არაუშავს, მალე ყველაფერი ჩაწყნარდება. სტატია, მართლაც რომ უაზრო იყო, მაგრამ ვინც მის გამოქვეყნეაში მონაწილეობდა დაისჯება. პირადად ვიზრუნებ რომ სამაგიერო მიიღოს.
ეკამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ნინას თვალებს სახე აარიდა. სარეცხის ჩამოხსნა მოიმიზეზა და გარეთ გავიდა. ნინამ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ლონდასთან მივიდა.
-ლონდა დეიდა, თქვენ იცით რომ თქვენც და ნუკასაც ძალიან გაფასებთ, ვიცი ორივე კარგი ადამიანები ხართ. ჩვენ სახლში დიდი ხანია მუშაობთ და ოჯახის წევრებად გთვლით, მეც და მამაჩემიც.
-ვიცი შვილო. მეც საკუთარი შვილივით მიყვარხარ.
-მინდა წინასწარ გთხოვოთ პატიებას იმის გამო, რაც მოხდება.
-რას გულისხმობ? კითხა ნუკამ.
-ახლა არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ ეს ეკას ეხება.
-ნუთუ კიდევ რამე დააშავა. ლამის ტირილით წარმოთქვა ლონდამ.
-ყველაფერს გაიგებთ. ნინა სამზარეულოდან გავიდა.
* * *
ლიზა ზღვის პირას იჯდა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დათომ ცოლობა თხოვა. ჩამავალ მზეს უყურებდა. თითქოს მისი იმედები, ოცნებები და ცხოვრების აზრიც მზესავით ქრებოდა და სიბნელე ისადგურებდა მის გულში. დათოს სახით ლიზას ცხოვრებაში იმედის სხივი გამოჩნდა, რომელსაც მისი ცხოვრება კვლავ უნდა გაენათებინა, მაგრამ ეს უკანასკნელი იმედიც ჩაქრა ერთბაშად და კვლავ სიბნელემ დაისადგურა. ლიზას უკვე ფიქრიც აღარ შეეძლო. ცივი ქარი უბერავდა. თხელ მოსაცმელში თითქმის გაიყინა.უეცრად ბეჭებზე სასიამოვნო სითბო იგრძნო, ნუთუ ეს ის ხელები იყო, უკან მოტრიალებას ვერ ბედავდა, ეგონა ყველაფერი ეჩვენებოდა, მაგრამ დათოს ხმამ გამოაფხიზლა.ლიზა მოტრიალდა და დათოს ჩაეხუტა.დათომ მაგრად მოხვია ცოლს ხელები.
-ლიზა, მაპატიე . გთხოვ, თუ შეგიძლია. არ უნდა ავყოლოდი სიბრაზეს, საღად ვერ ვიაზროვნე.
-ბოდიში მე მაქვს მოსახდელი, თავიდანვე უნდა მეთქვა შენთვის ყველაფერი.
-არ გინდა... მესმის ძნელი იყო ამის თქმა შენთვის.
-დათო, ყველაფერი წარსულში დარჩა, მასთან გრძნობა აღარ მაკავშირებს. მხოლოდ შენზე დანიშვნის შემდეგ გავიგე, რომ ბექა შენი ახლობელი იყო, მაგრამ მაშინაც არ მეყო გამბედაობ ყველაფერი მეთქვა. ამას კი ცუდი შედეგი მოყვა. ჩემს გამო შენ დაზარალდი, შენ და ნინა. ამას ჩემ თავს ვერ ვაპატიებ და გაგიგებ თუ ჩემთან ყოფნა აღარ გენდომება.
-სიკვდილის მერეც მეყვარები ლიზა. გენდობი. ჩვენ ორივემ ვიცით ვისი ბრალიცაა ეს სკანდალი. ირინა თავისას მიიღებს, მაგრამ არ ვაპირებ შენ დაგკარგო. მამა რომ გავხდი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მარიანა და ნინა მყავდა გევრდით, მაგრამ ბედმა მარიანა წამართვა და სიცოცხლის სურვილი მომიკლა, მხოლოდ ნინას გამო ვცოცხლობდი. შენს გამოჩენამდე ჩემი ცხოვრება ზამთრის ყინვიან ღამეს გავდა, შენ კი ის მზიან გაზაფხული დღედ აქციე და სიცოცხლის ხალისი მოგვეცი, მეც და ნინასაც . არ მინდა დაგკარგო .
ლიზა დათოს უსმენდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა, თავი მის მხარზე ედო, მაგრამ ასე ყოფნა დიდხანს არ დასცალდათ. შავმა ღრუბელმა ცა დაფარა და ჭექა-ქუხილის ხმაც გაისმა.
-ლიზა, წავიდეთ, თორემ გაცივდები.
-ჰო.წვიმას აპირებს.
ლიზა და დათო მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ.



№1  offline წევრი fireending

ადმინ სურათებს რატომ მიცვლი სულ ??

 


№2 სტუმარი stumari #77

ასე სად იკარგები. მალე დადე შემდეგი.

 


№3  offline წევრი fireending

stumari #77
ასე სად იკარგები. მალე დადე შემდეგი.

ბოდიშს გიხდით. შევეცდები აწი აღარ დავაგვიანო. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა . მადლობა რომ კითხულობთ .

 


№4  offline წევრი fireending

დღეს ავტვირთე მეთხუთმეტე თავი და ალბათ გამოქვეყნდება მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent