შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (8)


17-06-2016, 19:50
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 485

ჩემთან ნუ მიხვალ,
ღმერთო.
მე წამიყვანე შენთან.

88888

_ საკმარისია. მე აღარ მშია _ თავი მაღლა ავწიე და ჩანგალი თეფშზე ფრთხილად დავდე.
_ არაფერი გიჭამია, რა არის ეს _ მჯაცრად მიყურებს ლილიკო და წარბებს მაღლა სწევს.
_ ვჭამე, მეტს ვეღარ ვჭამ... მართლა
_ დაასრულე და წავიდეთ _ ხმადაბლა მეუბნება დათა და თეფშს წინ წევს.
_ სად უნდა წავიდეთ? _ დაეჭვებით ვუყურებ, იძულებით ვყლაპავ ლუკმას და ზანტად ვღეჭავ. იმ იდეამ, რომ სადღაც ერთად უნდა წავიდეთ, იმის იმედი მომცა, რომ საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი.
_ დაასრულე _ მიმეორებს, ორივე ხელს მუხლებზე ილაგებს და ჯიბიდან ტელეფონს იღებს.
_ არ მინდა დასრულება _ ჯიუტად ვამბობ, მაგრამ მაინც ვაქუცმაცებ მომდევნო ლუკმას და ლამის გულის რევა დამეწყოს. პასუხს აღარ მიბრუნებს, ეკრანს ინტერესით ჩასჩერებია და წერილის მოსვლის ხმა ისმის. მგონია, რომ მისი ტელეფონია და ოდნავ გვერდით ვიწევი, რომ რამე დავინახო. თავს მაშინვე მაღლა სწევს და მაშინვე თვალებში მიყურებს. შერცხვენილი უკან ვიწევ.
_ შენი ტელეფონია დე _ თავით მაგიდაზე დადებულ აიფონზე მანიშნებს ლილიკო. შეტყობინებას ვხსნი და თვალები შუბლზე ამდის. ვამჩნევ, რომ დათა ჩემსკენ გადმოიწია.
_ ერთით ერთი _ ვბურტყუნებ და დათას თვალს ვუკრავ. თავს მიქნევს, მერე ისევ თავის ტელეფონს უბრუნდება.
_ ვინ მოგწერა? _ ინტერესდება დედაჩემი. არაფერია მეთქი, ვპასუხობ და მეორედ ვკითხულობ.
“ როგორ ხარ, ნანკა? ლიზა ვარ..”
_ წავიდეთ? _ ჩემს თეფშს დავყურებ. ვერ შევამჩნიე, როგორ მოვასუფთავე. თავს ვუქნევ და ქვედა ტუჩს ვკბენ. ლამისაა ტირილი დავიწყო.
_ ლილიკო, აქვე ვიქნებით, არ ინერვიულო _ ეუბნება დათა დედაჩემს და მერე კვლავ მისი ცივი მკლავების შეგრძნება წელზე. კვლავ უცნაური ელექტრონები სხეულში და დახუჭული თვალები.

8888

მანქნის სალონში კვლავ სიგარეტის საშინელი სუნი დგას. ვფიქრობ, რით ვერ გადაეჩვია დათა სიგარეტს და მეცინება.
_ რა? _ ჯერ ჩემსკენ და მერე ისევ წინ იხედება დათა.
_ არაფერი _ თავს ვაქნევ და ყურსასმენებს ვიხსნი. სიგარეტის მოწევას რომ იწყებენ, ამბობენ, შეეშვი თორემ შეეჩვევი და მოგკლავსო. ნიკას სიყვარული რომ დავიწყე, ასე არავის უთქვამს... რომ ეთქვათ...
_ უამრავი სალაპარაკო გვაქვს _ მეუბნება და ვამჩნევ, როგორ უმუქდება თვალები.
_ ვიცი _ ვპასუხობ მე. ერთი სული მაქვს, როდის წამოიწყებს საუბარს.
_ არასდროს დაფიქრებულხარ, რატომ იფანტება ბაბუაწვერა?
_ არა...
_ იმიტომ რომ, ვერ უძლებს.
_ ვერავინ უძლებს.
_ ხოდა, ყველა იფანტება. ნელ-ნელა _ მკვეთრად ამუხრუჭებს, თავს საჭეზე დებს და ხელებსაც იქვე ალაგებს. გრძელი თითები აქვს, მოვლილი. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ შემძულდებოდა.
_ გადავიდეთ? _ ვეკითხები მე. არ მინდა, აქ ვისაუბროთ. აქ, სიგარეტის სუნში, გამეფებულ ჩახუთულობაში და უჰაერობაში. უსიტყვოდ აღებს კარებს და მეორე მხრიდან უვლის. მერე ისევ ხელში ავყავარ და ისევ მის სურნელს ვგრძნობ. ალბათ იმიტომ მეჩვენება ეს სურნელი სასიამოვნოდ, რომ... ან, რა მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს წინ დიდი, დაახლოებით თვრამეტ სართულიანი შენობაა. შენობაში შევდივართ და მე მაშინვე ვიწყებ ნაბიჯების თვლას. მაშინვე ვხვდები, რომ აქაურობა ცარიელია. ისეთი სიმყუდროვეა, შეუძლებელია სხვანაირად იყოს. კიბეებზე ასვლას რომ ვიწყებთ, თვალებს ვხუჭავ.
_ დაიღლები? _ ვეუბნები დათას და გულზე თავს ვადებ. ყელზე ხელებს ვხვევ.
_ არაუშავს _ მპასუხობს. ერთ სიტყვაშიც კი ვგრძნობ მის გაბზარულ ხმას. მას ხმა, მე სული მაქვს გაბზარული. არაუშავს. ვერაფერს ვგრძნობ, გარდა იმისა რომ, აღარ მინდა ასე ყოფნა. სართულებს არა, საფეხურებს ვითვლი. პირველი კიბიდან ბოლო კიბემდე მანძილი 312 ნაბიჯია. სახურავზე ავყავარ და ცალი ხელით მიხსნის კოსად შეკრულ თმას. ქარია. თმები ისე მიფრიალებს, თვალებსაც მიფარავს ხოლმე და ყურები მიწუის. ძირს დაფარებულ, ჭრელ პლედზე მსვამს და მე თვალებს მაინც არ ვახელ, როცა ჩემს უკან ჯდება და თავს მის მუხლებზე მადებინებს. მერე ვგრძნობ, როგორ იწევა უკან და ორივე ხელით ეყრდნობა სახურავს.
_ დავიღალე, ძალიან დავიღალე _ მგონია, რომ სიზმარში ვარ და თავს უფლებას ვაძლევ, გულწრფელი ვიყო.
_ გგონია მე არ დავიღალე? საკუთარი თავის სიძულვირმა დამღალა. გაკრიტიკებამ, ზიზღმა, ყოველ დღე შენმა თვალებმაც დამღალა _ ჩურჩულებს და თვალებს ვახელ. მას არ ვუყურებ. ვერ. ცაში ვიხედები და მოწმენდილი, ლურჯი თაღის დანახვა მსიამოვნებს.
_ მე გაპატიე. შენზე არც გავბრაზებულვარ. მხოლოდ ის დაგრჩენია, საკუთარ თავს აპატიო როგორმე, დათა
_ და ეს ცვლის რამეს? სინანული უსარგებლო რამაა, ნანკა. იმდენად უსარგებლო, რომ არაფერს შველის. მაგრამ იცი რაარის ყველაზე ცუდი? _ ხმა კვლავ გაებზარა _ რომ მე არც კი ვნანობ. ასეთი ადამიანი ვარ, ნანკა. არც კი ვნანობ, არც ერთხელ არ მიფიქრია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა. მაშინ, საჭესთან ისეთი რომ არ დავმჯდარიყავი, ცხოვრება რომ არ დამენგრია შენთვის
_ უმიზეზოდ არაფერი ხდება საერთოდ, არც მე და შენ არ ვართ ახლა აქ უმიზეზოდ და მე რასაც ვერ გაპატიებ, მხოლოდ შეცოდებაა. არ შემიცოდო არასდროს დათა _ არ ვტირი. თავს ვიკავებ, მაგრამ ვგრძნიბ რომ მალე ყელში მომაწვება ტკივილი და...
_ რატომ გესმის ყველაფერი მარტივად, რატომ ხარ ასეთი. მკლავ, მანადგურებ. მე მირჩევნია გძულდე, ვიდრე მაპატიო. ვიდრე ყოველ დღე ვუყურო შენს გულუბრყვილო, ბავშვურ სახეს და ყოველ დღე საკუთარი თავი უფრო და უფრო შემძულდეს. აღარ შემიძლია, დავიღალე _ ღრიალებს და ვკრთები. სხეული მეძაბება.
_ მე ნუ მადანაშაულებ, გთხოვ... მე ნუ...
_ არ გადანაშაულებ ნანკა. პირიქით... ძალიან მარტივად ვხვდები, რომ ნაძირალა ვარ, როცა შენ გიყურებ.
_ მაპატიე _ ჩამწყდარი ხმით ვამბობ, თვალებს ერთმანეთს ვაჭერ და ცრემლები ჯებირს წყვეტს.
_ აი, ახლაც. რატომ ხარ ასეთი, რატომ თამაშობ ისე, რომ არავის ატკინო, არავოს აწყენინო, საკუთარი თავის გარდა? _ მისი სიტყვები რეალობას მაანალიზებინებს. თითქოს, სიბნელეში სინათლე აანთესო, ისე ნათელი გახდა ჩემთვის ყველაფერი.
_ რა გინდა რომ გავაკეთო? გინდა გითხრა რომ არამზადა ხარ, გინდა გითხრა რომ მძულხარ, რადგან შენს გამო მე ვერასდროს გავივლი? რომ ნიკუშა დავკარგე, რომ სიცოცხლე აღარ მინდა და სუნთქვითაც მხოლოდ დედაჩემის გამო ვსუნთქავ? რომ ისე ცუდად ვარ, ყოველ წუთს მინდა ხმამაღლა ვიყვირო? რომ ისე ცუდად ვარ, არავის დანახვა არ მინდა, რომ ვერ ვუძლებ? გინდა გითხრა რომ მიჭირს? მაგრამ ამის გამო ვერ შეგიძულებ დათა. ასე ადამინებს ვერ შევიძულებ. არ შემიძლია _ ვყვირი, აკანკალებულ სუნთქვას ვუშვებ ყელიდან და თვალებს დათას თვალებს ვუსწორებ. სასოწარკვეთილ, მაგრამ ცივ, ნაცრისფერ თვალებს.
_ გენატრება? _ მეკითხება დათა
_ ვინ? _ ვხვდები, მაგრამ მაინც ვეუბნები
_ ნიკა...
_ ძალიან მენატრება. ყველაფერზე და ყველაზე მეტად მიყვარდა. სულ მახსენდება, ყველაფერს მასთან ვაკავშირებ. შენს სურნელსაც კი... არ ვიცი, ასე ვინმეს თუ შევიყვარებ ოდესმე. ალბათ, შევიყვარებ, მაგრამ ასე ვერასდროს. მთელი გულით მიყვარს, ისე მიყვარს, როგორც ამქვეყნად არაფერი და არავინ. მისი მონატრება კი... ძალიან ცუდია, შიგნიდან მჭამს
_ ...
_ შენ კი, დათა, შენ არ ვიცი, ვინ ხარ. შენ სულ სხვა ხარ. იმდენად სხვა, რომ არც კი შემიძლია შენი სიძულვირი. არ შემიძლია, შეგიძულო და რამეში დაგადანაშაულო. ასე მგონია, თუ ამას გავაკეთებ, საკუთარ თავს შევიძულებ.
_ ცუდად ვარ. რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, ალბათ თავს მოვიკლავდი და იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდოდი.
_ ასე უნდა ყოფილიყო ალბათ, დათა. ალბათ სხვანაირად ვერ იქნებოდა _ თანდათან ვწყნარდები, ისე ვწყნარდები, რომ ხმაც მიმშვიდდება მაგრამ ცრემლებს მაინც ვერ ვაჩერებ.
_ იცი, პირველად რომ დაგინახე მაშინ, საავადმყოფოში, მაშინ შენზე მეტად არავინ მეზიზღებოდა. გიყურებდი და შენს დანახვაზე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი შენს გამო მოხდა, შენ რომ არა, ახლაც ნიკასთან ერთად ვიქნებოდი. ვინ იცის, იქნებ აქ. შენს მაგივრად ნიკას მუხლებზე მექნებოდა თავი. მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მის თვალებში სითბოს და სიყვარულის მეტს ვერაფერს ამოვიკითხავდი. მისი ქერა თმების სურნელს ვიგრძნობდი. მერე ალბათ წამოვხტებოდი და კიდესთან დავდგებოდი ხელებგაშლილი. ნიკუშა დამიყვირებდა, არ გადავარდეო და მე სიცილს დავიწყებდი... მაგრამ შენ ხარ. შენ არსებობ და შენი არსებობაც კი იმდენად ხელისშემშლელია... ეშმაკი ხარ?
_ ეშმაკი? _ ცრემლი რომ არ დამენახა, თვალები დახუჭა. მაინც დავინახე.
_ ხო, ალბათ ღმერთმა გამოგგზავნა, რომ მე და ნიკუშა დაგეშორებინეთ და მე ამხელა ტანჯვისთვის და ტკივილისთვის გავემეტებინე. არაუშავს, შენი ბრალი არ არის, ღმერთის ბრალია. მას ხომ ვერ შევიძულებ... _ მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე. თვალები გაახილა და ამჯერად არ უცდია ცრემლების დამალვა.
_ არა ნანკა... დათა ვარ მე, ეშმაკი არ ვარ, უარესი ვარ შენნაირ ბავშვს რომ ცხოვრება დავუნგრიე, ბაბუაწვერასავით ნელ-ნელა ვუფანტავ ახლაც მთელს არსებობას და არასდროს ვაპატიებ ამას საკუთარ თავს. ეშმაკი არ ვარ მე, ეშმაკზე ცუდი ვარ ნანკა და თავსაც მოვიკლავდი, მაგრამ მარტო ვერ დაგტოვებ _ დაიჩურჩულა, შუბლზე მაკოცა და რამდენიმე წამი არ მომაშორა ცივი ტუჩები. მერე წამომაყენა და გულზე მიმიკრა. ხმამაღლა ვტიროდი, ორივე ხელს წელზე ვხვევდი. ართქმული გრძნობები ხომ გტანჯავს თურმე ადამიანს, მაგრამ თქმა უფრო რთული ყოფილა.
_ შუბლზე დებილებს კოცნიან _ ამოვიბლუყუნე და ღრმად შეისუნთქე...დათას არა, ნიკას სურნელი. ვემშვიდობებოდი.
_ არაუშავს. შენს სულელი, პატარა გოგო ხარ... და ძალიან..
_ რა ძალიან _ თვალებდახუჭული გულში პატიებას ვთხოვდი ნიკას, დათას კი ისე არ ვუსმენდი, როგორც უნდა მომესმინა. იმ წამს არ მეცალა დათასთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ძაან დეპრესიულობაა და ჩემი გაჭირვება მეყოფა,ამათიც რომ არ დავიმატო:). რაც მართალია მართალია, რომ ამ გოგოს გაორებას მართლა მაგრად გადმოსცემ. სუპერ. მაგიტომაც არ გყავს ბევრი მკითხველი:))))).

 


№2  offline მოდერი Eleniko13

grafo
ძაან დეპრესიულობაა და ჩემი გაჭირვება მეყოფა,ამათიც რომ არ დავიმატო:). რაც მართალია მართალია, რომ ამ გოგოს გაორებას მართლა მაგრად გადმოსცემ. სუპერ. მაგიტომაც არ გყავს ბევრი მკითხველი:))))).

ცუდია ხო?
ძაან?
აუ, დავისტრესები ახლა.
აღარ შემიძლია, ვიტირებ ალბათ. თან ვფიქრობდი,
არა,
არც უნდა დამეწყო რა წერა:((
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

Eleniko13
grafo
ძაან დეპრესიულობაა და ჩემი გაჭირვება მეყოფა,ამათიც რომ არ დავიმატო:). რაც მართალია მართალია, რომ ამ გოგოს გაორებას მართლა მაგრად გადმოსცემ. სუპერ. მაგიტომაც არ გყავს ბევრი მკითხველი:))))).

ცუდია ხო?
ძაან?
აუ, დავისტრესები ახლა.
აღარ შემიძლია, ვიტირებ ალბათ. თან ვფიქრობდი,
არა,
არც უნდა დამეწყო რა წერა:((



სადმე ვახსენე ცუდიაო? აბა, კიდევ ერთხელ მეტი ყურადღებით გადახედე ჩემს კომენეტარს:)))

 


№4  offline მოდერი Eleniko13

grafo
Eleniko13
grafo
ძაან დეპრესიულობაა და ჩემი გაჭირვება მეყოფა,ამათიც რომ არ დავიმატო:). რაც მართალია მართალია, რომ ამ გოგოს გაორებას მართლა მაგრად გადმოსცემ. სუპერ. მაგიტომაც არ გყავს ბევრი მკითხველი:))))).

ცუდია ხო?
ძაან?
აუ, დავისტრესები ახლა.
აღარ შემიძლია, ვიტირებ ალბათ. თან ვფიქრობდი,
არა,
არც უნდა დამეწყო რა წერა:((


სადმე ვახსენე ცუდიაო? აბა, კიდევ ერთხელ მეტი ყურადღებით გადახედე ჩემს კომენეტარს:)))


მაგიტომ არ გყავს ბევრი მკითხველიო,
რომ თქვი,
იმის იქით დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

:))))). უბრალოდ, ელენიკო ჩემმა ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაგარ ისტორიებს შედარებით ნაკლები მკითხველი ჰყავს. სულ ესაა.

 


№6  offline მოდერი Eleniko13

grafo
:))))). უბრალოდ, ელენიკო ჩემმა ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაგარ ისტორიებს შედარებით ნაკლები მკითხველი ჰყავს. სულ ესაა.

ეგ არაფერი,
მე ასეც კმაყოფილი ვარ.
მართალია, ძალიან, უსაზღვროდ მახარებს კომენტარები
და ბევრი მკითხველი,
მაგრამ ისტორიას მხოლოდ მაგიტომ არ ვწერ.
ვწერ იმიტომ რომ,
მინდა,
და არა იმიტომ რომ ბევრმა წაიკითხოს.

მადლობა, თუ ჩემი ისტორია კარგ ისტორიად მიგაჩნია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent