ველური ჩხვლეტა -6-
[თავი 6] ზუსტად ხუთ საათსა და 00 წუთზე კომპანიის კიბეებზე ადიოდა. ჯინსის კომბინიზონი ეცვა, შიგნიდან კი თეთრი მაისური. გამოპრანჭვა არც უცდია. მაყურებელს ისეთი უნდა დაენახა, როგორიც იყო. უაზრო მირაჟებს ეს გადაცემა არ საჭიროებდა. -მე ლეოს ვეძებ.-უთხრა შემოსასვლელთან გახიდულ მაგიდასთან მჯდომ ქალიშვილს. -ბატონ ლევანს?-სათვალე საქმიანად გაიკეთა მან. -ხო, ბატონ ლევანს.-გაეცინა ცისას. -ჩაწერაზე ხართ? -კი. -ზემოთ აბრძანდით და მერე მარჯვნივ. ერთი ოთახია. მაშინვე მიხვდებით. ცისა ზემოთ ''აბრძანდა'' და გვერდით შეუხვია. თეთრად შეღებილ ხის კარებს ''ლევან მინჩხი. პროდიუსერი'' ეწერა. მეუნერგია კარზე დაკაკუნებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. სახელური თამამად ჩამოწია და ყელმოღერებულმა შეაბიჯა კაბინეტში. ლეომ თავი აწია და... გაეღიმა. -მე მეგონა ისე მალოდინებდი, როგორც ინგა კუკარაჩას.-არც მისალმებია, ისე ჩაილაპარაკა. -როცა ჩემზე საუბრობ, საკავშირებელი სიტყვა ''როგორც'' და თანდებული ''ვით'' არ გამოიყენო, რადგან ვერ ვიტან შედარებებს!-მომხიბვლელად გაუღიმა ცისამ და სკამზე ჩამოჯდა. -რატომ, ბავშვობაში ეს გიჭირდა და მასწავლებელმა ორიანი გამოგაყოლა? -სულაც არა! შეუდარებლობაზე გაგიგია რამე? მე შეუდარებელი ვარ, საუკეთესო კი არა, შეუდარებელი! -თამამი განცხადებაა. -სითამამე მახასიათებს. -კარგი, საქმეზე გადავიდეთ.-აშკარად გუშინდელი სატელეფონო საუბარი გაახსენდა ლეოს.-ჩემები ემზადებიან და ჩაწერას მალე დავიწყებთ. -პირდაპირი ეთერი არაა?-თითქოს მოიწყინა ცისამ.-ანუ რაღაც-რაღაცებს, რაც არ მოგეწონებათ, ამოიღებთ, არა? -ჩემს გალანძღვას აპირებდი?-მიუხვდა მინჩხი. -რას ამბობ...-იუკადრისა გოგონამ. -იმას, რომ ახლა ჩემი მზერა გადნობს! გუშინწინ იმაზე გაბრაზდი, რომ მე ვითომ ღირსება შეგილახე, შენ კი სასიამოვნო განცდა დაგეუფლა, ამიტომაც ჯავრი ჩემზე ამოიყარე და ეკლიანი ტოტი სახეში მთხლიშე!-პირდაპირ თქვა ის, რასაც ორი დღეა ფიქრებში უკიჟინებდა. -ცდები.-აღელვებულმა წამოიწია ცისამ. -ფიქრებში ჩემი ლანძღვა და გულში დაგროვილი ბრაზი სხვა რაღაცაში გადაიზარდა, არა?-ფეხზე წამოდგა ლეო. -ცდები_მეთქი. -არა, არ ვცდები და გინდა დაგიმტკიცო, რომ არ ვცდები?-ერთი მოძრაობით მკერდზე აიკრო აცახცახებული გოგონა და მისი ბაგეებისკენ დაიხარა, მეუნერგიამ მაგიდიდან საბუთების შეკვრა რომ ააფრიალა და ''უზრდელ'' ტუჩებში ძლიერად მისცხო მამაკაცს. -ღმერთო, გოგო კი არა, მოკრივე ხარ მგონი შენ!-ტუჩებზე ხელი მოისვა ლეომ დახმამაღლა ახარხარდა.-შენ გეგონა უნდა მეკოცნა? -აბა, რას აპირებდი?-სასოწარკვეთილმა იკივლა ცისამ და თვალები დააჭყიტა. -უბრალოდ მაინტერესებდა რა რეაქცია გექნებოდა! მგონი დაგიმტკიცე, არა? ამხელა წარმატებასაც არ ველოდი!-ხარხარს არ წყვეტდა მინჩხი. -საძაგელი ხარ!-საბუთები მიუყარ-მოუყარა გოგონამ და კარებისკენ დაიძრა. -შენ რა... წასვლას აპირებ? აი, ამის ნებას კი ნამდვილად არ მოგცემ!-წინ გადაეფოფრა ლეო.-თუ არ გინდა, მართლა გაკოცო და ერთი ამ მიუკარებელ და ფასდაუდებელ ტუჩებს გემო გავუგო, ადგილს დაუბრუნდი! -თავხედი ხარ!-მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და სკამს გავეშებული დაუბრუნდა. თან ნანობდა აქ მოსვლას და თან არა. თან ნანობდა ლეოს ხელი რომ შეუშალა და თან არა. დაბნეული იყო. თანაც ძალიან. ეს კი ზუსტად იცოდა. გაწონასწორებულობით განთქმული ცისა გრძნობებში ვერ გარკვეულიყო და აქამდე ისიც არ იცოდა, თუ საერთოდ გააჩნდა გრძნობები. -ლეო, ჩაწერას ვიწ...-ოთახის კარი შემოგლიჯა ახალგაზრდა მამაკაცმა და ცისას დანახვაზე უხერხულად აიჩეჩა თმა.-მე... ხელს არ შეგიშლით. -და რას ვაკეთებთ ისეთს, რომ ხელი შეგვიშალოთ?-მისი ტონი არ მოეწონა მეუნერგიას. -არა... არაფერს, მაგრამ... მართალი ყოფილხარ, ძმაო!-თავი აქეთ-იქით სასაცილოდ გადააქნია და კაბინეტიდან გავიდა. -ესეც შენნაირი თავხედია, არა?-მოქუფრულმა ჰკითხა ლეოს ცისამ. -ძალიან გთხოვ, ასე დიდხანაც ნუ ფი ქრობ ჩემზე.-თვალი ჩაუკრა გოგონას მინჩხმა.-ახლა კი წავიდეთ. ჩაწერა დავიწყოთ. ცოტა ხანში ორივე გადასაღებ დარბაზში იყო. ცისა ფუმფულა, ლამაზ დივანზე იჯდა და საერთოდ არ ნერვიულობდა. წამყვანი აქეთ-იქით დარბოდა და ხან რას უყვიროდა ფოტოგრაფს, ხან რას. ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულიყო, თუ როგორ ელაპარაკა, როგორ დამჯდარიყო, რომ ტელევიზორში რაც შეიძლება ლამაზი და მიმზიდვბელი გამოჩენილიყო. -აბა, დავიწყეთ!-ტაში დაუკრა გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და ჩაწერაც დაიწყო. ცისას ყურების დახუჭვა რომ შეძლებოდა, დახუჭავდა. სანამ წამყვანი რაღაც სისულელეებით აბრუებდა მაყურებელს და ათასი უაზრო მაგალითები მოყავდა, თუ ვისთვის და რისთვის იყო განკუთვნილი ეს გადაცემა, გოგონა თავის ფიქრებში გართულიყო და თვალწინ ჯერ ლეო ედგა, მერე ლეო და ბოლოს ისევ ლეო. -გვიპასუხეთ, ქალბატონო ცისა!-ფიქრებიდან გამოაფხიზლა წამყვანის სიტყვებმა. მაშინ უნდა გენახათ ცისას გაჭირვება. აზრზე არ იყო, რისთვის უნდა ეპასუხა და საერთოდ რაში მდგომარეობდა კითხვის რაობა. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ის თქვა, რაც პირველად მოადგა ენაზე. -ჩემი რჩევა იქნება, გოგონებო, რომ ნუ ეცდებით იყოთ ის, რაც არ ხართ! გინდ უბრალოების დანახვება გინდოდეთ ამით და გინდ გრანდიოზულობის! ერთ დღეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შავი საღებავით შეღებილ სათვალეს მოგხსნით და სარკეში ჩაგახედებთ! მაშინ გული დაგწყდებათ, რომ ამდენი ხანი საკუთარი თავი კი არა, ვიღაც სხვა იყავით, თუმცა უდიდესი სიხარულითაც აივსებით, შინაგან მეს რომ დაიბრუნებთ! ეს ადამიანი გულს აგიფორიაქებთ, გონებას აგირევთ და მთელ თქვენს ფიქრებს შეისყიდის, მაგრამ არ უნდა ეცადოთ შეწინაამღდეგება! თქვით, რომ რაც არის, არის... ასე უფრო ადვილი იქნება ყველაფერი! მერწმუნეთ!-დაასრულა მონოლოგი და კულისების მიმართულებით გაიქცა. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. იცოდა, რომ სადღაც ზემოდან ან თუნდაც სხვა ოთახიდან ლეო უყურებდა... ის მაშინვე მიხვდებოდა ყველაფერს და სანამ გონს მოეგებოდა, ცისა უნდა გაქცეულიყო! ცხოვრება ისე უნდა გაეგრძელებინა, როგორც რეალურ ცისას, მაგრამ მეტჯერ ლეო აღარ უნდა ენახა! მას უკვე შეესრულებინა თავისი მისია... ის შეეცვალა, რასაც უწინ მეუნერგია ხედავდა... მისი გულის ფეთქვის მელოდია შეეცვალა... სურნელი შეეცვალა... არსებობა შეეცვალა... ის იყო, შენობიდანაც უნდა გასულიყო, რომ ძლიერმა ხელებმა თავისკენ შეატრიალეს და უძირო თვალებმა კი სულში ხელი მოუფათურეს... -ადამიანი, რომელიც გულს აგიფორიაქებს... გონებას აგირევს... მთელ შენს ფიქრებს შეისყიდის... ეს რას ნიშნავს, ცისა?-ჰკითხა ლეომ და მსუბუქად შეარხია გოგონა. -ეს შენ უნდა მითხრა! გადაცემას ხომ ''იდეალური ქალბატონი'' ჰქვია, ხოდა მეც ის ყველაფერი უნდა გავიგო, რაშიც ვერ გავრკვეულვარ!-ბოლო ხმაზე დაიყვირა ცისამ, მამაკაცის მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა, კიბეები ჩაირბინა და ტაქსი გააჩერა. მაშინღა ამოისუნთქა მშვიდად და თავისუფლად, მანქანის უკანა სავარძელზე რომ დაიგულა თავი... ლეო კი დარჩა შუა გზაზე მდგარი... ხელში ისევ ის ყურსასმენები ეჭირა, რომლითაც ჩაწერას უსმენდა... -როგორ გაუშვი? მიპასუხე, როგორ გაუშვი?-მთელი ნახევარი საათი ტოტალიტარულ რეჟიმში ამყოფა დადამ ლეო და მაინც ვერ დაცლილიყო სათქმელისგან.-ახლა შეიძლება საერთოდ გადაიკარგოს! ვეღარ იპოვო, გესმის? -და რა მეთქვა, დადა?-ისედაც ნერვებმოშლილს მეგობრის საყვედურები უფრო აგიჟებდა.-რა მეთქვა, როცა მეც არ ვიცი, რას ვგრძნობ? როგორ ვკითხო, რას გრძნობ_მეთქი? -როგორ და ჩვეულებრივ! მან უკვე დაგჩხვლიტა თავისი ეკლებით... გრძნობები ჩაგინერგა და მათ ფესვებს ვეღარასდროს ამოთხრი, იცი?-ცეცხლზე წყალს ასხამდა ფანჯიკიძე, მაგრამ ხომ უნდა გამოეფხიზლებინა ძმაკაცი, რომელიც ძალიან დიდ შანსს უშვებდა ხელიდან? ^^^ ბოლოს წინა თავი! ვუალაა! დასასრული სიდიდით უფრო მცირეა, ვიდრე სხვა თავები... უფრო მას ალბათ ეპილოგს ვუწოდებდი. თქვენ ხართ ჩემი სიხარულები! აი, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა... ველი შეფასებებს მეექვსე თავთან და ამ თავში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით... უ ყ ვ ა რ ხ ა რ თ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.