შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 11


18-06-2016, 22:44
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 628

ქალი შეკრთა,ღვედზე ჩაჭიდებული ხელები უღონოდ ჩამოუშვა და იმედგაცრუებულმა ძლივს ჩაისუნთქა.რამდენი ხანია არ უგრძვნია ვინმეს სიყვარული და ახლა ისე უეცრად მის გვერდით აღმოჩნდა.გულის ცემის გაორმაგებას საფეთქლების ბაგაბუგი მოჰყვა,ღაწვებზეც სიწითლე შეერია,დაბნეულმა დაუწყო გიგას ყურება და სცადა ხმის ამოღება,მაგრამ როგორც კი მის თვალებს აკვირდებოდა,სიტყვა,რომელიც ენის წვერზე ადგებოდა უმალ უქრებოდა.
-ნენე!-მამაკაცის მიერ უცნაურად წარმოთქმულმა მისმა სახელმა უარესად დაზაფრა,თითქოს გრძნობდა,მაგრამ ბოლომდე არ იჯერებდა.
-რაიყო?-თავი მოაჩვენა,ვითომ აღარ ახსოვდა უწინ რაზე ესაუბრებოდა
-ტასო როგორ არის?-თემისგან სრულიად გადახვევამ გააკვირვა,მაგრამ გაუხარდა კიდეც.
-კარგად,დედაჩემთან დავტოვე,-მიუგო მან
-რას ფიქრობს იმაზე რომ დედა მეორედ გაუთხოვდეს?-სიმწრით ეღიმება გიგას.ნენე პასუხს არ აყოვნებს.
-არც არაფერი,მას უნდა რომ მამა ჰყავდეს,-პასუხობს მშვიდად
-ესეიგი უარს არ მეტყვის შენ რომ ცოლად მოგიყვანო,-ეღიმება კმაყოფილს
-არ მოგყვები,-მტკიცედ ეუბნება ნენე
-შენ არავინ გეკითხება,-უხეშად უთხრა გიგამ და მანქანა გააჩერა,-მოვსულვართ,-ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა.
-ჩემი უფლებაა,ვინც მინდა ის შევიყვარო და ცოლად გავყვე,-მტკიცე ხმით მიუგო ნენემ,როცა სადარბაზოში შევიდნენ
-გინდა რომ სხვას გაჰყვე?-ეჭვით ჰკითხა გიგამ და კიბეებთან შეჩერდა
-დიახ,-წინ წავიდა ნენე
-მეტიჩარა ქალი,-ჩაილაპარაკა მის გასაგონად და ნაბიჯს აუჩქარა.ახლა ის იყო წინ.ნენე გაცხარდა,დაწევის და გადასწრების სურვილმა ისე შეიპყრო გასცდა კიდეც გიგას,მაგრამ ბოლო კიბეზე უხერხულად დადგა ფეხი და გადაყირავდა.პირდაპირ გიგას მკლავებში ამოჰყო თავი,-ხო ხედავ,მცდელობა,უჩემოდ გაიარო ცხოვრება,ფუჭი აღმოჩნდა,-გადაიხარხარა გიგამ და მის მკლავებში მოქცეულ,კნუტივით მოფუზულ ნენეს დააცერდა,-რატომ კანკალებ?-ქალის ასეთმა რეაქციამ გააკვირვა გიგა.
-როცა გველს ვხედავ ჩემს სიახლოვეს შიშით მაკანკალებს,-ბრაზმორეულმა უპასუხა და როგორღაც გათავისუფლდა მისგან,მშვიდად მივიდა სახლის კარამდე და გასაღების მოსარგებად ჩანთაში დაიწყო ქექვა.
-რა მოხერხებული მატყუარა ხარ,ჩუმად მეზობლებმა არ გაიგონ გიგა,თორემ მერე შენ გამო ამოეჭრებიან ნენეს და სასამართლოს მოუწყობენ არარსებულ სააქმეებზე,-ხელებ გადაჯვარედინებული მამაკაცი თავისთვის ლაპარაკობდა.ნენე კი გამწარებული ჩხრეკდა მძარცველივით ჩანთას და ძლივს მიგნებულ გასაღებს ლამის ხტუნვით და ცეკვით არგებდა საკეტს.
-არანორმალური ხარ,-უკვე სახლში იყვნენ ქალმა სიცილით რომ მიუგო და მისაღებში შევიდა.
-რატომ?-გიგაც შეჰყვა და სანამ ღრმად არ ამოიოხრა არ დაჯდა
-უაზროდ ლაპარაკობ,-უპასუხა ნენემ,-მართლა გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?-უცებ დაუსერიოზულდა სახე.გიგამ ეშმაკურად ჩაიღიმა,ხელი შარვლის ჯიბეში ჩააცურა და ორი ფოტო ამოიღო
-რაღაცას გაჩვენებ,-წამოდგა და ნენეს წინ დადგა,ორივე სურათი სახესთან ახლოს მიუტანა და მის რეაქციას დააკვირდა.
-ხელი ვის აქვს გადახვეული?-გაოგნებული შეჰყურებდა ნენე საკუთარ თავს და მის გვერდით,თმა ჩამოფხატბულ ბიჭს,რომელსაც ხელი ჰქონდა დაყრდობილი მთლიან მხარზე.
-ვერ იცანი?-გაუკვირდა გიგას.ნენე მეტი მონდომებით დააკვირდა ფოტოს,მეხსიერებაში ამოუტივტივდა,როგორი ხშირი თქმა ჰქონდა გიგას,თანაც სულ აბურდული და თვალებზე ჩამოფხატებული
-მე და შენ ვართ?-ჰკითხა აღტაცებულმა და ხელიდან გამოსტაცა.ფოტო საკმაოდ ძველი იყო.
-კი,-უპასუხა თავდაჯერებულად გიგამ,-მეორე ფოტოც ნახე,-შეახსენა მან.ნენეს გაეცინა და ფოტოები შეანაცვლა.ახლა უფრო მეტად დაიბნა,გაოგნებისგან დაღებულ პირზე ხელი აიფარა.
-აქ ხომ კადრს ვიღებ,-თითს ადებს საკუთარ თავს.ხელში პროფესიონალი კამერით მომარჯვებული ნენე,ცდილობს საინტერესო სურათის გადაღებას,მაგრამ ყველაფერს მომავალი ვიღაცის თავი აფუჭებს,-მახსოვს,ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა,ჩანს კიდეც ის აყლაყუდა,რა კადრი გამიფუჭა,-გულდაწყვეტილი ანიშნებს უცნობზე.
-არადა,ეს პიროვნება შენთვის ამოვიდა კადრში მზესავით,მაგრამ განათება არ აცადე,-გულიანად გაეცინა გიგას
-ესეც შენ ხარ?-თავგზა აებნა ნენეს
-კი მე ვარ,ეს ორადორი ფოტოა,სადაც მე და შენ ვართ,უწინ და ახლა,-თითქოს გული დასწყდაო სიმწრით ჩაიღიმა
-ხო მართლა,აარჩიეთ უკვე საუკეთესო ფოტოგრაფი?-ამოუტივტივდა მივიწყებული კონკურსი
-კი,ერთ ხმად გადაწყდა რომ აგვეყვანა,ერთი ძალზედ ნიჭიერი გოგონა,მან ყველაზე უკეთ აჩვენა,რას ნიშნავს იყო ფოტოგრაფი
-და ვინაა ის იღბლიანი?-სუნთქვა შეეკრა ინტერესისგან
-შენ!-მტკიცედ მიუგო გიგამ,-მხოლოდ მე კიარა,მთელი ჟიური აღფრთოვანებული დარჩა,ისეთი საოცარი კადრები გქონდა აღბეჭდილი,-ნენეს სიხარულისგან გულისცემა მოემატა,გული კედლებს მიებჯინა,თითქოს იზრდება და საგულეში ვეღარ ეტევა-ო.
-მე...არ ვიცი,უბრალოდ,ღმერთო ახლა გული გამისკდება,-მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს წარმატებული ფოტოგრაფიაში.აღელვებული სიტყვებს ვეღარ პოულობდა,ცრემლებიც კი ჩაუდგა თვალებში.
-დამშვიდდი და ჩამეხუტე,-ღიმილნარები ხმით მიუგო გიგამ და ხელები გაშალა.ნენემ ალმაცერად შეხედა,მერე ფოტოებს დააკვირდა და გადაწყვიტა რომ ღირდა ჩახუტებად.მამაკაცის ფართოდ გაშლილ ხელებში მოექცა და ,როგორც კი იგრძნო მისი სხეულის გადამეტებული ბაგაბუგი და სითბო,ალკოჰოლ დალეულივით,მოდუნებული მიეხუტა.გიგაც მოეშვა,უცებ შემოხვია ხელები წელზე და ოდნავ მოუჭირა,რომ უფრო მეტად ეგრძნო ნენე.
-უცნაური შეგრძნება მაქვს,-ლუღლუღით თქვა ნენემ
-რა?-ინტერესისგან ყურებიც კი დაეძაბა გიგას
-თითქოს კანი მეწვის,სული მეხუთება,მცხელა და ძალიან ბევრი უცნაური რამ მემართება,როცა შენს სიახლოვეს ვარ
-გიყვარვარ!
-არა!
-როგორ არა,მარცხენა მხარეს ვგრძნო,როგორ ძლიერად გიცემს გული,გამომყევი ცოლად ნენე,გთხოვ.
-ძალიან მთხოვ?
-დაივიწყე სანდრო,მე ბევრად უკეთესი ქმარი და მამა ვიქნები
-კარგი!
-ნიკას დავურეკავ,შენ გაბრიელას შეატყობინე,დედაშენი ტასოს მოიყვანს და ერთად დავგეგმოთ ქორწილი,-ჩამოსცილდა ქალს და ნიკას დაურეკა.
ნენე ძალიან დაიბნა,ტელეფონი ცხვირწინ ედო და ძებნა დაუწყო,ასე უცებ არაფერი გადაუწყვეტია,თვითონაც ვერ ხსნის რა დაემართა,ნუთუ მართლა შეუყვარდა გიგა და მასთან ყოფნა სჭირდება.
-რაღაც მინდა მოგიყვე,-როცა დაასრულეს საუბარი,ნენემ ხელი მოკიდა თამამად და დივანზე დასვა
-სანდროზე?-ჰკითხა გიგამ,გრძნობდა უკვე ისეთი სახე ჰქონდა ნენეს
-ავარიის დღეს ის სახლიდან წავიდა,გამომიცხადა რომ აღარ ვუყვარდი და ტასოს მარტოც მშვენივრად გავზრდიდი,რაღაცის იმედი მქონდა,გულის სიღრმეში მჯეროდა რომ მას სხვა არ შეჰყვარებია და ოდესმე დაბრუნდებოდა.ტასოსთან მასზე ყოველთვის ისე ვსაუბრობ,თითქოს საოცარი ადამიანი იყო,არა,ცუდი პიროვნება ნამდვილად არ იყო,უბრალოდ მკვდარსაც ვერ ვპატიობ რომ იმ ღამეს მიმატოვა,არა მარტო მე.ასე რომ არ მომხდარიყო,შეიძლება ახლაც ცოცხალი ყოფილიყო.არ ვიცი ეს სასჯელია თუ ბედი,-ცრემლები ვეღარ შეიკავა და ცხარედ ატირდა,წამებში ჩამორეცხეს ცრემლებმა სახე და თვალებიდან ჩამოსული მაკიაჟი შავ ზოლებად ჩამოუვიდა.
-დამშვიდდი,-სახეზე მოკიდა აკანკალებული ხელები გიგამ და ცერა თითების ბალიშებით ნაზად მოწმინდა ცრემლები,-მიგატოვა და დაისაჯა კიდეც
-ალბათ,თავიდან მენატრებოდა,მიყვარდა,ტასოს ყოველ ნათქვამ სიტყვა “მამაზე“ გული მეკუმშებოდა,არ მინდა ფერადი სანდრო უცებ შავად გადიქცეს,ტასოს წარმოდგენებში როგორიცაა ის,მინდა მუდამ ასეთი დარჩეს.
-არავინ გაიძულებს სიმართლე უთხრა,ის ადამიანი უკვე აღარ არსებობს,უბრალოდ როგორ შეძლო შენი და ტასოს მიტოვება,არ მესმის ასეთი სიყვარული,ცოლი მოგყავს,მისი წყალობით ხდები მამა და უცებ ყველაფერი ქრება,სად კიმაგრამ,ასე უცებ წყალიც კიარ ორთქლდება,მითუმეტეს სიყვარული,შეიძლება გრძნობები განელდეს,მაგრამ როცა იცი რომ შენს გვერდით წევს ქალი,რომელმაც მამობა გარგუნა,იდიოტური მიზეზის გამო ადგე და წახვიდე?
-ახლა უკვე იცი ყველაფერი და მეც შვება მომგვარა,-ღრმად შეისუნთქა და საზურგეზე გადაწვა.
-თავი ძალიან შემაყვარე,შენც რომ მთხოვო გადამიყვარეო,ჩუმად ჩემთვის მეყვარები,იატაკზეც კი დავწვები,თუ მეცოდინება რომ ოთახში საწოლზე წევხარ და გძინავს,არ დამიჯერებ,მაგრამ ასე ჯერ არავინ მყვარებია.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან დააგვიანე ამასთან ერთად პატარა თავი იყო angry

 


№2  offline წევრი nasia

ძალიან კარგიაა მომწოოონს wink მაგრამ იქნებ ცოტა მალე დადო ხოლმეე love love

 


№3 სტუმარი Uhuu

Giga uskvarlesiaa

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგია გიგია feel რატომ დააგვიანე ქალბატონოო angry ელი შემდეგს მოუთმენლად love

 


№5  offline წევრი Smiling girl

როგორც იქნა მეღირსა !!! ძAლიან მომეწონა და იმედი მაქვს, იმედი :D რომ აღარ მალოდნებ ამდენს wink love

 


№6  offline წევრი ingaaa

Dges wavikitxe yvela tavi da dzaan momewona gaagrdzele da male dade axali tavi

 


№7  offline წევრი isterichka123

კარგია გაგრდზელე

 


დღეს წავიკითხე ყველა თავი და რავი ძალიან მომეწონა. wink პატარა ტასუნა ჩასაკბეჩი ძალიან საყვარელია თან ნენეს როგორ ეუბნება შენ თუ არ გაყვები მე გავყვები ცოლადო ჰაჰაჰ wink გამეცინა. smile მთელი ისტორია ისე წავიკითხე რომ სახიდან ღიმილი არ მომშორებია. feel
და გიგა love უსაყვარლესი. მეც შემაყვარა თავი request
მაგარი ხარ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent