მინდა მიყვარდე 21 თავი
* * * იმის მიუხედავად რო ყველაფერი მტკიოდა მაინც ბედნიერი ვიყავი დადას გვერდით დგომით.დარწმუნებული ვიყავი ჩვენი სიყვარული ამასაც გაუძლებდა.ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი ყველას თანდასწრებით ერისთავმა ბეჭედი რო გამიკეთა და გასაპროტესტებლად გარღებული პირი კოცნით რო დამაკეტინა.მარტო არასდროს მტოვებდნენ,ყოველტ ვის იყო პალატაში ვიღაც და მართობდა.სილურჯეებმაც იკლო სახეზე და ტკივილიც ნელ ნელა ქრებოდა.თუმცა რჩებოდა ერთი პრობლემა რასაც არავის ვუმხელდი.ფეხებს ვერ ვგრძნობდი.თავიდან უბრალოდ სტრესს მივაწეეე მაგრამ რაც დრო გადიოდა ვხვსებოდი რო რაღაც რიგზე ვერ იყო. * * * ლილიანამ ვერაფრით მოისვენა სახლში,რატომღაც მთელი დღე მოვლითი ტკივილები ჰქონდა.მშვიდად აიღო გასაღები და კიბეზე დაეშვა.რამდენიმე მეტრიც არ ჰქონდა გავლილი რო ტკივილმა იმატა, -დაწყნარდი ლილ ყველაფერი კარგად იქნება.იქვე სკამზე ჩამოჯდა და მათეს ნომერი აკრიბა თუმცა უშედეგოდ ბიჭი არ პასუხობდა. -ჯანდაბა როცა მჭირდები რატო არასდროს ხარ ჩემ გვერდით?ცრემლები წასკდა ლილის.კიდე სცადა იმ იმედით რო უპასუხებდა თუმცა ტელეფონის მეორე მხარეს მათეს მაგივრად ქალის ხმა გაისმა. -მათეს სთხოვეთ.ძლივს ამოიღო ლილიმ ხმა -არ სცალია.გაისმა ქალის წიკვინა ხმა და ტელეფონი გაითიშა.გაითიშა ლილიანაც მუცლის ტკივილს გულის ტკივილიც დაემატა.ბოლოს გამოერკვა და ლაშას ნომერზე დარეკა -ლაშ მიშველე.ამოიტირა ქალმა და თვალები დახუჭა. * * * არ ახსოვდა ლაშას ბოლოს როდის ნახა ასეთი შიში.განუწყვეტლივ ეკითხებოდა თეოს ქალის მდგომარეობას. -მათემ იცის? -არ სცალია ჩვენთვის. წამოიკივლა ლილიანამ. -ცოტაც და მივალთ.თმაზე ეფერებოდა თეო ატირებულ ქალს და მთელი სხეულით კანკალებდა -დროზე ლაშა გთხოვ დროზე.იყვირა თეომ ბიჭმა სწრაფად გააჩერა მანქანა და ლილი ხელში აყვანილი შეიყვანა სამშობიაროში.როგორც კი ექიმებს ჩააბარა მაშინცე უკან გამობრუნდა -სად მიდიხარ?ეცა თეო -შენი ძმა უნდა მოვიყვანო აზრზე. * * * უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა,გული მიფრიალებდა საშინლად.ინსტინქტურად დავწვდი ტელეფონს და ლილისთან დავრეკე არავინ მიპასუხა.განუწყვეტლივ ვრეკავდი ყველასთან თუმცა არავინ იღებდა ყურმილს.უცებ პალატის კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა. -როგორ არის ჩემი მშვ3ნიერი პაციენტი? -კარგად ექიმო.თუმცა თქვენჯ ნახვა მინდოდა -მოხდა რამე? -რატო ვერ ვგრძნობ ფეხებს? -მისმინრ ნაი.დაჯახებისას ხერხემლის მალები დაგიზიანდა.უფრო სწორად ერთი ნერვი რომელიც ზღუდავს მოძრაობის უნარს. -ანუ ვეღარ გავივლი?ხმა ამიკანკალდა -დროის ფაქტორია.რეაბილიტაციის კურსი გჭირდება.მასაჟები და ასე შემდეგ -რომ არ მიშველოს? -მაშინ ოპერაციას გავაკეთებთ მაგრამ მინდა იცოდე რო ასი პროცენტით ვერაფერს დაგპირსებით. -გასაგებია.ვცდილობდი არ მეტირა,იმის ფონზე თუ რა მატერიალური მდგომარეობ სუეფევდა ჩემს ოჯახში ნამდვილად ვიცოდი ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ გავივლიდი. -შეიძლება რაღაც გთხოვოთ?გაპარული ხმით ვუთხარი ექიმს -ჩემებს უთხარით რომ არანაირი შანსი არ არის ჩრმი გავლის -კი მაგრამ რატო როცა არის?გაიკვირვა ექიმმა -უბრალოდ გთხოვთ.ვიცი რასაც ვამბობ. -კარგი.დამთანხმდა კაცი და ის იყო გასვლას აპირებდა რო პალატაში დადა შემოვარდა -ნაიი ლილიანა მშობიარობს -მართლა?სულ გადამავიწყდა ჩემი პრობლემები აუ რა ცუდია მე რო ვერ წავალ.დავიწყე წუწუნი -ხვალ გაგწერგ.საუბარში ჩაერია ექიმიი -მართლა ექიმო?გაუხარდა ერისთავს და საწოლზე ჩამომიჯდა.სევდიანად გავხედე და მოვემზადე ახალი ამბის სათქმელად. * * * ლაშამ გიჟივით აირბინა საფეხურები და საშინელი ბრაზუნი ატეხა კარზე.ცოტა ხანში ზღურბლზე ნამძინარევი მათრ გამოჩნდა. -მშვიდობაა შე ჩ....ა? -მარტო ხარ?შევარდა ლაშა -რა გეტაკა? -ლილიანას მშობიარობა დაეწყო -რას ამბობ?იყვირა მათემ.მერე რატო არ ვიცი?ან მე სად ვიყავი? -მეც ეგ მაინტერესებს.იყვირა ლაშამ.დახედე ტელეფობს რამდენი გირეკა.მიპასუხე რატო უნდა ვყოფილიყავი მე მის გვერდით ასეთ მნიშვნრლოვან დღეს? -მირეკავდა?დაიბნა მათე -ვინ იყო ის ქალი ვინც უპასუხა?აზრზე ხარ ბიჭო შენ?გამაგებინე მოგწონს არაკაცის როლში ყოფნა? -მარია იყო მაგრამ გავაგდე ძმობას გეფიცები.სულ ორი წუთით დავტოვე ოთახში და ეტყობა მაშინ უპასუხა -არ ვიცი მათე არა აბრძანდი და სამშობიაროში წამოდი.არ ვიცი რა გიშველოთ რა.ასე ამხელა კაცი ვარ და არასდროს მინერვიულია ბიჭო.რაე რომ მოსვლოდა შენს შვილს მერე თვალებში როგორ შემომეხედა. -ისე შენ სხვა რამის გამოც ვერ უნდა მიყურებდე თვალებში.ჩაილაპარაკა მათემ და გარეთ გავარდა * * * დადა თავდახრილი მისმენდა და ვხედავდი როგორ უცახცახებდა მხრები.ბოლოს თავი წამოსწია და დამეფიცება ასეთი არასდროს.მინახავს -მერე?სრულიან უემოციოდ მკითხა -რა მერე? -იმედს ვიტოვებ რამე სისულელეს არ გააკეთებ.ხმა გაიმკაცრა დადამ -თუ ამას გულისხმობ ხო გავაკეთებ.ბეჭედი მოვიხსენი და იქვე დავდე -დროზე გაიკეთე.ისეთი ხმით მითხრა შეშინებულმა ჰავხედე -გინდა ინვალიდი ცოლი? -მორჩი.მიღრიალა და ფეხზე წამოხტა.გეყოს შენი მოკლე ჭკუით გადაწყვეტილებების მიღება.ფეხზე რას იფიქრებ ან რას იტყვი.შენი დაშანტაჟებაც რო დამჭირდეს ჩემი ცოლი გახდები და სულ არ მადარდებს ივლი თი ვერა გაიგე?სწრაფად დაწვდა ბეჭედს და ხელზე მომარგო -ერთხელ მოგეცი უფლება ყველფერი გაგეფუჭებინა და ეხლა ეგ არ გამოგივა. -თუ გეტყვი რო აღარ მიყვარხარ?გამომწვევად გავუცინე -ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა. -მაპატიე დადა არის შანსები ფეხზე გავლის.დამნაშავესავით დავხარე თავი -ვიცი სულელო დიდი ხნის წინ ვესაუბრე შენს ექიმს.უბრალოდ შენ გელოდებოდი როდია მეტყოდი ყველაფერს. -ჩემი ბედნიერება ხარ.სწრაფად მოვხვიე ხელი -იცი რა?ხო გინდოდა ლილიანას ნახვა -მერე?გაოცებულმა გავხედე დადა ფეხზე წამოდგა ჩემკენ დაიხარა და სწრაფად ამიტაცა ხელში -რას აკეთებ? -გახსოვს კონკიას ზღაპარ ი?ეხლა მე და შენ გავიპარებით და საღამომდე უკან მოვიპარებით. -გიჟი ხარ.გადავიკისკისე და ჩემა ბედნიერებას ხელები მჭიდროდ მოვხვიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.