ველური ჩხვლეტა -7- (დასასრული)
[თავი 7] ცისამ რკინის კარები გამოიკეტა და საკეტში გასაღები გადაატრიალა. თავჩაღუნული შემობრუნდა გზის გასაგრძელებლად, ვიღაცამ მკლავში რომ სტაცა ხელი და მოშორებით წაარბენინა. -ლეო? აქ რას აკეთებ?-საშინლად ესიამოვნა მამაკაცის გამოჩენა, მაგრამ არ შეიმჩნია და კვასკვასა თვალები შეანათა მას. -ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს, გეხვეწები...-ტუჩის კუთხე ჩატეხა ლეომ.-მინდოდა გამეფრთხილებინე, რომ ხვალ გადაცემაა და ყურება არ დაგავიწყდეს_მეთქი. ''მხოლოდ ამის გამო მოვიდა? მე კი მეგონა...''-დამწუხრდა გოგონა და კვლავ უემოციო სახით ახედა მინჩხს. -ხომ გამაფრთხილე? ახლა წადი. მეჩქარება. -თუ გეჩქარება, მაშინ მეც დიდხანს არ მოგაცდენ.-მხრები აათამაშა მან და წამიერად შეახო თავისი ტუჩები ცისასას ისე, რომ გოგონამ ვერაფერი გაიაზრა. სიწითლე ყურებზეც გადაუვიდა და თვალებში ის სინათლე აენთო, რომელიც აქამდე არასდროს დაენახა მინჩხს.-ახლა კი ნახვამდის, თუმცა არა მგონია, ნაბიჯის გადადგმაც კი რომ მოახერხო... -შენ...-პირი რაღაცის სათქმელად გააღო მეუნერგიამ, მაგრამ მის ორგანიზმში აფეთქებულმა ფეიერვერკებმა აღარ მისცეს უფლება ისევ ის ეთქვა, რაც მხოლოდ სიტყვები იყო და გულიდან წამოსული კი არა, არამედ ჰაერიდან მოფრენილი. -რა მე?-მსახიობურად დაინტერესდა ლეო. -არაფერი.-ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა და მამაკაცისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ წესიერად ვერაფერს ხედავდა და მთელი ძალით შეასკდა ლეოს.-ბოდიში. მეორე ცდაზე კი შეძლო ლეოს მიერ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლა, მაგრამ სულ სხვა გზაზე გადაუხვია და თანაც რეტდასხმული მესამე ნაბიჯის გადადგმისას კინაღამ მიწაზე გაიშხლართა. კიდევ კარგი გადარჩა. ტახტზე მოკალათდა და ტელევიზორი ჩართო. სასურველ არხზე პულტით გადართო და ამის შემდეგ დაიწყო მოუთმენელი მოლოდინი, თუ როდის დაიწყებოდა ის გადაცემა, რომელიც ალბათ სულ სხვა რაკურსით შეატრიალებდა ცისას ცხოვრებას. დარწმუნებული იყო, რომ მის სისულელეებს გადაცემიდან ამოჭრიდნენ და საერთოდ არ გამოჩნდებოდა ეთერში, მაგრამ ლეო სულ ტყუილად ხომ არ მოადგებოდა უკვე მერამდენედ? იქნებ ის კოცნა? რა სისულელეა! ამის გამო მინჩხი თავს ოდნავადაც არ შეიწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ ცისასთვის ეს წამიერი ამბორი ძალიან ბევრს ნიშნავდა და ამ დრომდე ყოველ წამს, ყოველ წუთს, ეს კადრი იხვეოდა მის ფანტაზიებში ისე, როგორც გაფუჭებული კასეტა რადიოში. -მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო!-წამყვანის სიტყვებით დაიწყო გადაცემა.-ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, არა მატერიალური, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს! იმედია ჩვენი გადაცემით მოიხიბლებით და ყოველ შაბათს, ცხრა საათზე სიხარულით მიუჯდებით ხოლმე ტელევიზორს. -ამან რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოს?-მობეზრებულმა წაიდუდღუნა ცისამ, მაგრამ სხვა არხზე გადართვა არც უფიქრია. წამყვანმა კიდევ ბევრი ისაუბრა და როგორც ცისა ელოდა, ეთერში სულ სხვა სტუმარი გამოჩნდა. წითელ კაბაში გამოწყობილი ქალიც სწორედ იმ დივანზე იჯდა, სადაც ცისა... გაბრაზებულმა ტელევიზორი გამორთო და ტახტზე გადაწვა. ესეც ასე! განა რას ელოდა? ლეომ ზღაპრები დააჯერა... დაარწმუნა, რომ მართლა არსებობს ასეთი ამაღელვებელი გრძნობები, უცნაური ალერგია და ციებ-ცხელება და კიდევ რა არ... მსგავს უაზრობებზე ადრე არასდროს უფიქრია, მაგრამ რა იყო ის, რასაც გუშინ გრძნობდა? ის ქარბორბალა, რაც მის გარშემო ტრიალებდა? ეს ყოველივე ხომ უახლოეს წარსულში დაიწყო... სულ სამი კვირის წინ... თავისი ძველი ყოველდღიურობა რატომ დაივიწყა? რატომ შეცდა? რამდენიმე წუთი ასეთ მოთქმაში იყო. ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ტელევიზორი ჩართო. დარბაზის ცენტრში ლეო მინჩხი იდგა. ცისამ ხმას აუწია და ტახტიდან იატაკზე გადმოინაცვლა. -...ალბათ ფიქრობთ, თუ რა მინდა მე სცენაზე... მამაკაცს რა კავშირი აქვს გოგონებთან, არა? ან შეიძლება ასე სულაც არ ნსჯით ჩემს გამოსვლას! სიმართლე გითხრათ, ერთმა კომბინიზონიანმა, ვითომდა მოსაწყენმა გოგონამ ისე შემოაღწია ჩემს გულში, რომ არც კი შემეკითხა, მინდოდა ეს თუ არა! ახლა კი ისევ გამექცა... აი, ასე! ადგა და გაიქცა! მისი გულის მეორედი კი დამიტოვა... მითხრეს, მას ვერც პლასტიკური ოპერაციით მოიშორებ, რადგან ასეთ შემთხვევაში შენი მაცოცხლებელი ორგანო ფეთქვას შეწყვეტსო... ძალიან რთული ოპერაცია ყოფილა და... სარისკო. ასე რომ, გადავიფიქრე. მინდა აქედან ვუთხრა მას, რომ ახლა ადგეს, კარი გააღოს და ჩამეხუტოს, თორემ ერთმა გულის ნახევარმა მეორეს გარეშე მოიწყინა! ჩემზე თუ არ ფიქრობს, მისი დარდი ხომ მაინც აწუხებს? ბედნიერებამ შთანთქა ცისა... ფეხზე ვეღარ დგებოდა, რომ ლეოს მითითება შეესრულებინა... -ახლა კი მოუსმინეთ მას! რჩევას გაძლევთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!-ისევ ჩაესმა მამაკაცის სიტყვები. მერე კი ეკრანზე ცისა გამოჩნდა. -ლეო-ო-ო!-წამოიყვირა და ფართხა-ფურთხით გავარდა შემოსასვლელში. კარები გამოაღო და... ლეოს ნაცვლად უზარმაზარი ვარდების თაიგული დაინახა... დამჭკნარი ვარდების. -ესენი ჩაირგვება?-გაისმა კითხვა თაიგულის უკან. ვარდები! ვარდები, რომლებიც ლეომ წაიღო, ახლა აქ იყო... ისინი მიწაში არა, მაგრამ ცისას გულში ჩაირგვებოდნენ! თავიდან გაიხარებდნენ! აუცილებლად, აუცილებლად ცისასთან და ლეოსთან ერთად გაიხარებდნენ! -როგორ გაბედე და მთელი ქვეყნის წინაშე ასე შემარცხვინე, შენ მართლა ვაი უფლისწულო?-შეკივლა მეუნერგიამ და სცადა ლეოსთვის ხელები შემოეხვია... სამწუხაროდ არ გამოუვიდა... მინჩხი უკან გადავარდა და ბალახებზე გაიშოტა, ეკლიანი ვარდები მასზე, ცისა კი ვარდებზე.... და ლეომ კიდევ ერთხელ იგრძნო ველური ჩხვლეტა... ზუსტად იცოდა, რომ კიდევ უამრავჯერ იგრძნობდა! ისე, ველური ვარდის შხამი ადამიანს ჭკუიდან შლიდა... სიყვარულისგან! დ ა ს ა ს რ უ ლ ი! ^^^ და როგორც იქნა, მიხვდნენ ჩვენი ცისა და ლეო, თუ რა უნდოდათ ამ ქვეყნად, რა იყო ეს ციებ-ცხელება და როგორ უნდა გაბედნიერებულიყვნენ... მე კი ჩემს ცისას ვუსურვებ ასეთი სიყვარული გამოსცადოს, ასეთი და ამაზე უფრო დიდი ბედნიერება იგრძნოს და მისი ღიმილის მუდმივი მიზეზიც ეს იყოს! რაღაც სადღეგრძელოსავით გამომდის და არ დამცინოთ... {აქ ვიცინი} თქვენ კი, ერთიანობაში ჩემი ძვირფასი მკითხველები ძალიან ფასეულნი ხართ ჩემთვის და ვიმედოვნებ, მუდამ გვერდით მეყოლებით! დიდი, დიდი მადლობა ანის, იგნიფექსს (სამწუხაროდ ინგლისური შრიფტი ვერაფრით ჩავრთე), თედ'უნიას, ნოეს, მარიამს, მიკას, სოფოს, ლანას, თაკოს, თათუშკებს, გიჟ მარიამს {ვიცინი} და რა ვიცი კიდევ სხვებს, ვინც თქვენი შეფასებებით მახარებდით და მახარებთ! იმედია დასასრულით კმაყოფილები დარჩით! ჩემს თედ'უნიას შევპირდი, რომ ''ბრძოლა მაღალ ქუსლებზე''-ის მეორე ნაწილს დავწერ და თუ ეს შევძელი, მალევე შემოგთავაზებთ... უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.