შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (17)


19-06-2016, 14:25
ავტორი Supreme
ნანახია 3 248

  გამთენიისას ნინასთან ჩახუტებულს გამეღვიძა. სასწრაფოდ წამოვდექი ლოგინიდან და გვერდზე ოთახში გავედი. გული ამოვარდნაზე მქონდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სადაცაა უნდა მოვკვდე. ტყვიას ველოდები, რომელიც გულს მთლიანად გამიგლეჯს.
  აივანზე გავედი და სიგარეტს ნერვულად გავუკიდე.
-რა იდიოტი ვარ.-გამეცინა და თავი ჩავხარე.
-ნინა-
  გამეღვიძა და მაშინვე ტელეფონს შევხედე. მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ გავთიშე. სასწრაფოდ ჩავრთე. მინდოდა საათისთვის შემეხედა, მაგრამ იმდენი გამოტოვებული ზარი დამხვდა, ვერ მოვასწარი. დედაჩემმა და ლუკამ იმდენჯერ დამირეკეს, ალბათ პანიკაში არიან.
-დამერხა...მაგრად დამერხა.-მძიმედ ამოვისუნთქე და ლოგინიდან წამოვდექი.
  ოთახში სანდრო შემოვიდა.
-როდის გაიღვიძე?
-ახლა და ტელეფონი ჩავრთე.-ისეთი შეწუხებული სახით ვუთხარი, მაშინვე მიხვდა რა დღეშიც ვიყავი.
-დედაშენს მე დავურეკავ, შენ ლუკას დაელაპარაკე გირჩევნია.
-რატომ მირჩევნია?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ნუ, თუ არ გინდა ასეთი საქციელის გამო დაკარგო, ჯობია დაურეკო.
-ისედაც დაკარგულია...-ჩავიბურტყუნე ჩემთვის, მაგრამ ისე, რომ სანდროს არ გაეგო.
  ტელეფონი ავიღე და ლუკას ნომერი ავკრიფე. რატომღაც ხელი ამიკანკალდა. რატომ ვნერვიულობ ასე ძალიან? ალბათ ძალიან მეჩხუბება. ძალა მოვიკრიბე და დავურეკე. მალევე აიღო.
-ნინა...-თქვა ძალიან დაძაბულმა.-კარგად ხარ?-ხმა უწყდებოდა.
-კი.
-როგორ მიხარია...-შვებით ამოისუნთქა.-რატომ გქონდა გათიშული? სად იყავი? იცი როგორ ვინერვიულე? შენთან სახლშიც ვიყავი...სად აღარ გეძებე და ვერსად რომ ვერ გნახე, უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. სადმე თუ აპირებდი წასვლას, უბრალოდ გეთქვა...ხო არაფერს გიშლი არასდროს...შენც იცი როგორ ვართ...უბრალოდ...ხო შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ არ დამირეკო, კარგად ვარ. წინასწარ გაგეფრთხილებინე...რატომ მიხეთქავ გულს? რატომ?...-ლუკა გაჩუმდა.
  ცრემლები მახრჩობდნენ. ხელი პირზე ავიფარე და ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით დაეშვნენ. ღრმად ამოვისუნთქე. მინდოდა მეთქვა "მაპატიე", მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ცრემლები მახრჩობდნენ. თან...რაღა აზრი ჰქონდა...
-არ ვიცი რა გაწყენინე...უბრალოდ რატომ არ მელაპარაკები, ან რატომ გაქრი ასე. მაინც...მადლობა რომ დამირეკე. მთავარია ვიცი რომ ცოცხალი ხარ, სხვა არაფერზე ვნერვიულობ. იმედია დღეს მნახავ და დამელაპარაკები.
-ხო, გნახავ.-მხოლოდ ეს ვთქვი და ყურმილის დაკიდებას ვაპირებდი, როცა უცებ მითხრა.
-მიყვარხარ.
  თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი, ლუკას რომ არ გაეგო. ტელეფონი მოვისროლე და გაგიჟებულივით ვბღაოდი. არ მინდა...არ მინდა თამო ორსულად იყოს. არ მინდა ლუკა დავკარგო. უბრალოდ არ მინდა...არ შემიძლია. როგორ მიყვარს...
-ლუკა-
  მთავარია დამირეკა...შეიძლება სულ 3 სიტყვა მითხრა, მაგრამ მისი ხმა გავიგე. მთავარია ვიცი რომ კარგადაა...უბრალოდ...რატომ მომექცა ასე? ვერაფერს ვხვდები. მგონი ძალიან იდიოტი ვარ. ალბათ რაღაც გამომრჩა, მაგრამ რა? არ ვიცი...
  მთელი ღამე არ მიძინია. არც ახლა მეძინებოდა. სახლიდან გავედი. უაზროდ დავბოდიალობდი. რატომ ვარ ასე ცუდად? თავი დეპრესიული გოგო მგონია. მთავარია კარგადაა. არაუშავს. დღეს დაველაპარაკები.
-ნინა-
  სანდროსთან ერთად ვიდექი აივანზე და უაზროდ ვუყურებდი ცას.
-რა მოხდა თქვენს შორის?-სანდროს უეცარმა კითხვამ გამაკვირვა.
-გრძელი ისტორიაა.
-მიყვარს გრძელი ისტორიები.-გამიღიმა.
-ეს არ მოგეწონება.
-მომისმინე, აშკარად სადაცაა დეპრესიაში ჩავარდები და ამას არ მოვითმენ. მიზეზის გაგება მინდა. თუ საცემია ლუკა, პირობას გაძლევ ახლავე წავალ და ვცემ.
-საცემი არაა.
-შენ მომიყევი და მაგას მე გავარკვევ.
-აუ, სანდრო.
-არ შემიძლია ვუყურო როგორ ჩამოგტირის სახე. შენი ძველი "მე" ბევრად მაგარი გოგოა.
-და რა იცი რომ ის ნამდვილი მე ვარ?
-მთელი ცხოვრებაა გიცნობ.-ჩაიცინა და თვალებში ჩამხედა.
  სუსტად გავუღიმე. სანდრომ მუხლზე შემხედა.
-ესეც დამამტკიცებელი საბუთი.-ხელი შრამს დაადო, რომელიც ალბათ 5 წლიდან მაქვს.
-ხო...კარგად მახსოვს როგორ წამაქციე.
-სპეციალურად არ მიქნია.-გამიღიმა.-მითხარი რა მოხდა.
  ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე ზედმეტი გადახვევების და ემოციური შეტევების გარეშე მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ მაინც ავტირდი. ან რა გასაკვირია. უბრალოდ ვერ ვძლებ. მინდა...მინდა რომ უფრო ძლიერი ვიყო, მაგრამ არ გამომდის.
-და შენ გინდა მითხრა რომ ლუკა საცემი არაა?-სანდრო მაშინვე აიჭრა.
-არა.
-რატომ?
-სანამ ერთად ვიქნებოდით ყველაფერი იქამდე მოხდა.
-მაგრამ შედეგი ახლა გამოჩნდა.
-არ არის-მეთქი საცემი და მორჩა. ყველაფერი ეგრე არაა. დაფიქრდი. რისთვის უნდა ცემო, გოგოსთან რომ იწვა?
-არა, იმიტომ რომ შენ გატკინა გული.
-ჩემს გულისტკენაზე დღეს მეთვითონ დაველაპარაკები.
-და რის გაკეთებას აპირებ?
-ეგ მე ვიცი.
-ნინა...კარგად იფიქრე იმაზე, თუ რა ჯობია.
-გავიაზრე უკვე და ვიცი რაც ჯობია. გთხოვ, მეტი არაფერი მითხრა.
-კარგი.
  დილის 9 საათისთვის თბილისში წამოვედით. მთელი გზა ძალიან მშვიდად ვიყავი. სანდრომ სახლანდე მიმიყვანა, დამემშვიდობა ზედმეტი სიტყვების გარეშე, მხოლოდ ერთხელ შემომხედა შეწუხებული სახით, მაგრამ მაშინვე გამიღიმა და წავიდა.
  და რას ვაპირებ მე? არჩევანი გავაკეთე. მთელი ღამე რომ არ მძინებოდა და მეფიქრა, ეს პრობლემა ჩემთვის ბევრად ძნელი გადასაწყვეტი იქნებოდა.
  ძალა მოვიკრიბე და ლუკას სახლისკენ წავედი. საინტერესოა, თამომ უკვე უთხრა? თუ უთხრა, მაშინ მიხვდებოდა ჩემი გაუჩინარების მიზეზს, მაგრამ თუ არა, შეიძლება ამის ახსნაც მომთხოვოს.
  სადარბაზოსთან შევჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე და ამაყად შევაბიჯე. "არ იტირო!"-გამუდმებით ჩამესმის, მაგრამ რატომღაც მაინც ვგრძნობ როგორ მიწვავენ თვალებს ჯერ ჩაგუბებული ცრემლები. ლუკას კარებთან დავდექი. ერთი, ორი, სამი. ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამიღებდა.
  გამოჩნდა. დამინახა თუ არა ჩემკენ წამოიწია და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
-სად იყავი?-ხმა უწყდებოდა.
  ხმა არ ამომიღია. ხელებიც არ მომიხვევია საპასუხოდ. ქვასავით ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი.
-რა გჭირს?-შემომხედა.-ხმა ამოიღე.-ცოტა გაღიზიანდა.
-მოდი დავშორდეთ.



№1 სტუმარი ნია

აუ ახლა ესენი თუ დაშორდებიან და ასე მარტივად ბანალურიბაში გადავა ისტორია, რაზეც გული მიგრნობს, ამიტომ ჯობია აქვე შევწყვიტო კითხვა.... მომწონდა ეს ისტორია თან ძალიან...

 


№2 სტუმარი N_M

au ar daashoro eseni ra nina ro sandrostan darches da luka im gogostan vabshe uszroba gamova arada umagresi istoriaa ar daashoro

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე როგორ მეცოდება ლუკაა recourse მაგრამ სანდროსტან მინდა რომ დარჩეს winked

 


№4  offline წევრი kora

ძალიან არ მომწონს სანდროს პერსონაჟის ამგვარი წარმოჩენა, არ მემეტება ეს ბიჭი ტკივილისთვის. მაგრამ, ლუკა თავიდანვე შემიყვარდა და ლუკა ნინას გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს ისტორია. თუ კი გადაწყვეტ, რომ ნინას სტუმრობა ლუკასთან მათი დაშორებით შემოიფარგლება და ნინას ხმამაღლა გაჟღერებული სიტყვები თუნდაც დროებით მოექცევა სისრულეში ძალიან დამწყდება გული და ვერც მე გამოგყვები ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ძალიან მიყვარს sad
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი keke1

Ramdeni xania velodebi axal tavs.ratomgac echvi mepareba am Tamos orsulobashi,magram tu asea ra vqnat.Davetanxmebi koras,nias,N_Ms,rom tu mat daashoreb,martlac uazro iqneba,es sandroc ar memeteba tkivilistvis.kargi iqneba tu sandros sxva sheukvardeba.nina lukas gareshe ver warmomidgenia,verc luka ninas gareshe.mapatie,magram tu es ori daashore,mec vegar gamogkvebi bolomde..Cota male dade da gazarde tavebi.imedia swor gadawkvetilebas miigeb da ar dakargav amden mkitxvels :))

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ინტრიგა ^----^ ძალიან მაინტერესებს. ველოდები გაგრძელებას. love

 


№7  offline წევრი Ana Imnadze

ვაიმე,ვაიმე,ვაიმე.
მომესმა ხო?
თუმცა ნინას ადგილზე მეც ესე მოვიქცეოდი,ჯანდაბა რა ><

 


№8  offline წევრი ketia

მე ისედაც მეგონა რომ მაგბიტან რაგაც ვერ იკნებოდაა.გელით გაგრძელებით

 


№9 სტუმარი diko

თუ ამათ დააშორებ არ გამოგყვები ბოლომდე ))

 


№10 სტუმარი hipo

aaau vici ro mainc wamekitxeba tu dashordebian mainc ver gavzeleb rom ar wavikitxo dasasruli magram ravi rra cxovrebashi sandris nairebic rchebian marto....da dzalian bevrs ar ufasdeba grznobebi rcheba ubralod misad da imis iqit ver midian ...amitom modit realurad shevxedot tumca uintereso iqneba tu luka daa nina ertad ver an ar datove...

 


№11  offline წევრი Supreme

იმედია არ მიმატოვებთ, იმიტომ რომ წესით ეს ისტორია უნდა მოგეწონოთ^^ <3 მადლობა თქვენი მოსაზრებებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent