შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Different. (თავი მეხუთე)


19-06-2016, 20:56
ავტორი მარიამი.
ნანახია 2 034

მის ამ სიტყვებზე გულში სითბო ჩამეღვარა, ჩემთვის ჩამეღიმა , მაგრამ უცბადვე მოვიშორე ეს ღიმილი როდესაც მივხვდი რომ სისულელეს ვფიქრობდი. მე ის არმომწონს ,და არც ვაპირებ ამაზე ფიქრს ამიერიდან. მაგრამ ჩემდაუნებურად ვფიქრობ მასზე, მის თმაზე, მის ღიმილზე, მის დაუვიწყარ ხმაზე ,და თბილ ხელებზე რომლებმაც გაათბეს ჩემი გაყინული გული, ვფიქრობ და სწორედ ეს მოგონებები მათბობს, მასთან დაუვიწყარი ღამე რომელიც არასდროს დამავიწყდება.
მისი თითოეული შეხება ტანში ჟრუანტელს მგვრიდა და ახლაც ასეა მის შეხებაზე ტანზე ტაო მაყრის, თითქოს მუცლიდან პეპლები აფრინდნენო, არა ეს იმაზე მეტია, თითქოს მუცელში ზოოპარკი მაქვს როდესაც მას ვკოცნი,ან ის მეხება ტანზე, მისი ტუჩების გემო კი არასდროს დამავიწყდება. ეს ერთერთი რამაა რაც მიყვარს მასში მისი ბაგეები, და დაუვიწყარი ვნებიანი კოცნა რომელიც არაერთხელ მაჩუქა.
და ახლა ვამბობ რომ ის არ მომწონს? ვის ატყუებ ეველინ ? შეგიძლია მოატყუო ყველა, ჰარი, შერი, ბიჭები, და ის ძ**ნა ფეი, შემიძლია ყველას მოატყუო თუმცა საკუთარ თავს??! ეს ნამდვილად არ შემიძლია. ძალიან შემცვალა. ყველანაირად სხვანაირი ვარ. არასდროს დავიჯერებდი, რომ ადამიანის შეცვლა მხოლოდ რამოდენიმე დღეში შეიძლებოდა, მაგრამ ეს სიმართლეა. ის თავქარიანი უზრდელი გოგო სადღაც წავიდა. ასე მგონია, რომ ძველი ეველინისგან აღარაფერი დარჩა.
ნუთუ ასე ძალიან გამიტაცა მისდამი გრძნობამ? ჯანდაბა არა ის ნამდვილად არ მიყვარს, უბრალოდ მომწონს და ესეც იმიტომ რომ მასთან განსხვავებული ღამე მქონდა ? არა ეს ნამდვილად არ არის ამის მიზეზი. ის მართლაც რომ ყველასგან განსხვავებულია, თბილი მაგრამ უხეში, დასტოინი მაგრამ კეთილი, არვიცი რამჭირს, რა მემართება. არვიცი რა მოვუხერხო თავს თუმცა ალბათ ვეღარაფერს მოვუხერხებ იმიტომ რომ ის ძალიან მომწონს და არ დავუთმობ მას ფეის, არავითარ შემთხვევაში, სწორედაც იმ ნაბიჭვარს არ მივცემ უფლებას რომ მასთან იყოს და ისიც მაძლევს სტიმულს რომ ჰარის არ მოსწონს ფეი, ყოველშემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
გზაში გამეფებული სიჩუმე ჰარიმ დაარღვია.
-რაზე ფიქრობ ? - ვიგრძენი რომ მზერა ჩემზე გადმოიტანა , მე კი სხვა მხარეს გავიხედე, არ მინდოდა რამე შეემჩნია ჩემთვის
-ამმ..არაფერი ისეთი. -მოკლედ მოვუჭერი და გზას გავხედე
-და მაინც ? - მკვახედ მომიბრუნა სიტყვა.
-და ასე გაინტერესებს ? - რა სისულელე წამოვროშე.
-რატომ არ უნდა მაინტერესებდეს იმის შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა! - არც შემოუხედავს ჩემთვის ისე მითხრა და მანქანის სიჩქარეს მოუმატა.
-ჰა? - მეღადავება ? ეს რა იყო ? წამით გავშეშდი, თუმცა გონს მალე მოვეგე.
- დაუვიწყარი იყო, ასე არ არის ? - ჰარი რა ჯანდაბა ხდება ?! ძალით მაგიჟებ ? Shit!
-მართლაც ასე იყო, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ აქვს ახლა, ეს უბრალოდ ნიძლავი იყო,ხომ გახსოვს , ის შენ მოიგე და მეც მხოლოდ ამიტომ დაგთანხმდი ამაზე. ახლა შე ფეისთან ხარ ჰარი. - ვეცადე ისე გამომსვლოდა თითქოს არც მაინტერესებს რა მოხდა იმ ღამეს.
- თითქოს არ გინდოდა . - ჩაიცინა, რომ გაგეგოთ რა ცინიკურად წარმოსთქვა ეს სიტყვები , მწარედ ჩავიცინე გულში და ღმერთს შევევედრე ამ სიტუაციიდან გამოყვანა . ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ ვიცოდი კიდევ რამე სისულელე უნდა წამომეროშა , ჯანდაბა ეველინ როდიდან გახდი ასეთი თავშეკავეული და ეს მხოლოდ მის გამო?! ამის მერე ხმა არცერთს არ ამოგვიღია,ჰარიზე გაბრაზებული არ ვიყავი უბრალოდ გაკვირვებული დავრჩი. თითქოს მესიამოვნა კიდეც რომ თქვა „დაუვიწყარი იყოო„ ესეიგი ფეისთან ვერ გრძნობს იმას რასაც ჩემთან. რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა ძალიან ლამაზ მყუდრო სახლთან რომელსაც დიდი გალავანი ჰქონდა. უკან ბიჭების მანქანაც დავინახე . ჰარი გადმოვიდა და ფართოთ გაშალა ხელები .
-მოვედით ! - მითხრა და მეორე მხრიდან მოვიდა, კარები გამიხსნა გამომიყვანა და თბილად გამიღიმა..
-ნურაფრის შეგეშინდება, რაც არ უნდა მოხდეს მე ყოველთვის შენთან ვარ და დაგიცავ დაიმახსოვრე- თმაზე შემახო ხელი და ბარგი ამოალაგა, შემდეგ კი სახლში შევიდა , ბიჭებმაც გადმოალაგეს ბარგი, ფეი გამწარებული მიყურებდა, თუმცა ახლა სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი.
ეს ადგილი სულაც არ გავდა ტბას. ან ისეთ ადგილს სადაც თავს კარგად იგრძნობდი. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რადგან ეს ადგილი განსხვავებული იყო. არც ტბა არ ჩანდა და არც წყლის ნასახი არ იყო.
ტყის შუაგულში პატარა მყუდრო სახლი იდგა. ირგვლივ ხეები იყო. შერი მოვძებნე და მასთან მივედი. ფეის ატანა აღარ შემეძლო. ისე მიყურებდა მეგონა მალე გადამყლაპავდა. ჯანდაბა.
-ეველინ -მისკენ მიმატრიალა-კარგად ხარ?
-არა. კარგად ვერ ვიქნები, როდესაც ეს ძ**ნა ჩემთან ერთადაა
-კარგი რა. ხომ იცი, რა ხელმოცარულიცაა. დაიკიდე.
-ნერვებს მიშლის როდესაც ესე მიყურებს-სახე დავმმანჭე და შერს გავხედე. გამიცინა და გვერდი გამკრა. მეც გამეცინა.
-სულელი ხარ -ისევ სიცილით მითხრა და მისკენ მიმქაჩა-წამოდი შევიდეთ
მეც მას დავიჯერე და ორივე სახლისკენ წავედით. სახლში შესვლისთანავე ირგვლივ მიმოვიხედე. ყველაფერი თანამედროვედ იყო მოწყობილი. ამ სახლში ყველაფერი იყო რაც ადამიანს სჭირდებოდა. სახლი ხის იყო. შიგნით კი ყველაფერი იყო. დაწყებული ვიდეომაგნიტაფონიდან უმაღლესი ხარისხის პორტატული კომპიუტერებით. ძალიან კარგი ადგილი იყო.
ბავშვები ერთად მისაღებ ოთახში იყვნენ შეკრებილები. ჩვენც მათ შევუერთდით. ლაპარაკობდნენ თუ ვინ ვისთან დაიძინებდა და სად
-მე მარტო ვწვები. შეწინაარმდეგება არ გაბედოთ-შევეპასუხე ნიალს რომელიც წერდა თუ ვინ ვისთან დაწვებოდა ოთახში.
-ეგრე არ გამოვა ეველინ-წერა შეწყვიტა და მე გამომხედა
-გამოვა დამიჯერე- გავუღიმე და ბარგი ხელში ავიღე, ოთახისკანე წავედი.
ოთახი მყუდრო და პატარა იყო. არამგონია ამ პატარა ოთახში ორი დაწვეს. არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებდი ფეისთან ერთად ეს შეუძლებელია. მისი ატანა არ მაქვს. ჯანდაბა. საშინელი ადამიანია.
კარებზე კაკუნი იყო. თავი ზანტად წამოვწიე ლოგინიდან და დავიძახე რომ შემოსულიყო. ოთახში შერმა შემოყო თავი. მის დანახვაზე გამეღიმა. სულ ასე მემართება.
-ეველინ. წამოდი ყველანი ვჭამთ და შენ არ გინდა?
-კი, კი მოვდივარ-სწრაფად წამოვდექი ლოგინიდან რადგან კუჭმა კინაღამ გინება დამიწყო. სამზარეულოში არეულობა იყო. ყველა რაღაცას აკეთებდა.
-ეველინ. კიდევ კარგი, რომ მოხვედი-გამიცინა ლიამმა
-რა ხდება?-შენს გარეშე არავინ ჯდება რომ ვჭამოთ მე კი კუჭი მიხმება-მუცელზე ხელი მიირტყა და გამიცინა
-უკვე აქ ვარ-მეც გავუცინე-შეგვიძლია დავიწყოთ ჭამა-ხმამაღლა გამოვაცხადე და მაგიდას მივუსხედით.
ძალიან ბევრს ვიცინოდით. იმდენს ვიცინოდით, რომ კუჭი მტკიოდა. ყველა ვიცინოდით გარდა ფეისა. ის მე მომშტერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, რომ ნამდვილად რაღაც ცუდი მოიფიქრა.
-ჰარი - ზედმეტად სექსუალურად დაუძახა ფეიმ
-რა გინდა-უხეშად გამოუვიდა ჰარის
-არ წავიდეთ? უკვე დროა მგონი -ძალიან სექსუალურად გაუღიმა და მერე მე შემომხედა
-ფეი მართალია, მერე დაღამდება-ლაპარაკში ზეინი აყვა.
-კარგი. წავიდეთ-ამოიოხრა ჰარიმ და მე გამომხედა
-სად მივდივართ?-ვიკითხე ცოტათი გაკვირვებულმა
-ჩანჩქერზე. ალბათ შენ არ წამოხვალ. ხო ასეა?- ნაგლურად ჩამირტყა ფეიმ. გული გამიყინდა როდესაც სიტყვა ჩანჩქერი გავიგონე. საშინლად არ მინდოდა ახლა მათთან ერთად წასვლა. არ მინდოდა იგივე გრძნობა განმეცადა რაც მაშინ.
-მე.. მე რათქმაუნდა წამოვალ-მას გავუღიმე თუმცა გულში ჩემი თავი ათასჯერ დავწყევლე, რომ მას ამ წინადადებაზე დავთანხმდი. ეს ხომ წყალია.
-ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ-ფეხზე წამოდგა ლუი-არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხით მივდივართ
ყველანი ფეხზე წამოვდექით და მომზადება დავიწყეთ. ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ჩემი საყვარელი შორტი და მაისური ჩავიცვი. სპეციალური ჩანთა ავიღე და შიგნით საჭირო ნივთები ჩავაწყვე. ყველაფერს, რომ მოვრჩი გარეთ გამოვედი. ყველანი გარეთ იცდიდნენ. თუმცა ფეი და ჰარი არ ჩანდნენ.
-არ მივდივართ?-ვკითხე დანარჩენებს და გზისკენ გავიხედე. საკმაოდ ცხელოდა. თვალებზე სათვალე გავიკეთე და ისევ მათ გავხედე.
-ჰარის და ფეის ველოდებით-მითხრა ზეინმა
-ალბათ ოთახში ძალიან დიდხანს მოუნდათ გაჩერება-გაიცინა სემმა. მას გავხედე. ჯანდაბა რაო?
-ისინი ერთ ოთახში არიან?-ვიკითხე გაოცებულმა. თუმცა ჩემი გაოცება ძალიან არ შემიჩნევია.
-ხო -მითხრა ნაილმა. ჯანდაბა. ეს არ მინდოდა. ოხ ამის. გულში ისევ დავწყევლე ჩემი თავი. საშინლად არ მინდოდა ეს ასე ყოფილიყო. ყველაფერი სხვანაირად წავიდა. თითქოს გული ამიჩქარდა. რაღაც საშინელი გრძნობა განვიცადე. ჯანდაბა. ეს ყველაფერი ისეთი უცხოა ჩემთვის. საერთოდ არ ვიცი რა განვიცადე. საერთოდ არ ვიცი ამ ბიჭზე ასე რატო ვარ დამოკიდებული. ალბათ იმიტომ, რომ მომწონს. ჯანდაბა. ჯანდაბა ჯანდაბა. ეს ნამდვილად ასეა. მე ის მომწონს
-ეველინ-ფიქრებიდან ჰარის ხმამ გამომაფხიზლა. მას გავხედე. შორტი და მოკლე მაისური ეცვა. საშინლად კარგად გამოიყურებოდა
-რა?-უხეშად ვუთხარი. არ მინდოდა ასე გამომსვლოდა, მაგრამ მაინც გამოვიდა.
-არ მოდიხარ?-გზისკენ და ბავშვებისკენ მიმანიშნა, რომლებიც უკვე წასულები იყვნენ. თავი დავუქნიე და მას გავყევი. ხმა არცერთს არ ამოგვიღია ისე დავეწიეეთ დანარჩენებს.
მას შემდეგ რაც დანარჩენებს დავეწიეთ ხასიათი გამომიკეთდა, რადგან ლუი ძალიან მხიარული ადამიანია და როდესაც მის ხუმრობებს უსმენ ან უყურებ შეუძლებელია არ გაგეცინოს. თუმცა ბოლომდე არ ვიყავი კარგად. ძალიან მიშლიდან ფეის გაკეთებული კომენტარები ნერვებს და თან კომენტარები სულ ჩემი მიმართულებით მოდიოდა.

ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ როგორღაც მივაღწიეთ. თუმცა მაშინვე ადგილზე გავიყინე, რადგან წყალი ძალიან ღრმა აღმოჩნდა და ჩანჩქერი იმაზე მაღალი ვიდრე მე მეგონა.
-ხომ არ შეგეშინდა?-სიცილით თუმცა ჩუმად მითხრა ფეიმ. საშინელი სახით გავხედე. ბ**ი. გავიფიქრე, რადგან უკვე ვერაფერს ვეღარ ვეტყოდი, რადგან წყლისკენ მიდიოდა.
ყველანი წყალში ჩავიდა. ძალიან მაგრად ერთობოდნენ. მე კიდევ ერთ ადგილას ვიჯექი და ასე თუ ისე მზეს მაინც ვეფიცხებოდი.
-არ წამოხვალ?-ვერც კი გავიგე ისე მომიახლოვდა ჰარი და მისი სველი კულულებით დამასველა.
-ჰეეი-დავიყვირე და ფეხზე წამოვხტი, რადგან საერთოდ არ მესიიამოვნა წყლის შეხება. ჰარი კიდევ ჩემს წინ იდგა და იცინოდა.
-რა გაცინებს?-მის სიცილზე მეც გამეცინა.
-პატარა ბავშვივით წუწუნებ-ისევ იცინოდა.
-საერთოდ არ მესიამოვნა ცივი ნივთიერება რომელიც სხეულზე შემეხო-ისევ წუწუნი დავიწყე.
-არ წამოხვალ?-ხელის გაშვერით მანიშნა წყლისკენ
-არა რა თქმა უნდა-ამჯერად მე დავიწყე სიცილი
-კარგი. არაა პრობლემა- დამნებდა და წყლისაკენ წავიდა. ძალიან გამიკვირდა, რომ ასე იოლად მოვიშორე. შემოვტრიალდი, რომ პირსახოცი ამეღო და დასველებული ადგილები შემემშრალლებინა. თუმცა ხელის შეხება ვიგრძენი ფეხებში და მალე მიწას მოვწყდი. ჰარიმ ფეხებში მწვდა და მის მხარზე „შემაგდო“ წყლისკენ მიმათრევდა.
-არ გაბედო და წყალში არ ჩამიყვანო-ვყვიროდი და ფეხებს ვამოძრავბდი, მაგრამ ამაოდ. ისევ წინ მიიწევდა.
-ჰარიი. ცურვა არ ვიცი-ისევ დავიკივლე და ფეხების ქნევაც გავაგრძელე.
-არაუშავს ისწავლი-ისევ წყლისკენ მიიწევდა და მალე წყალში ამოვყავი თავი.
ცივი სითხე არ მესიამოვნა. გავიყინე. გული გამიCერდა. საშინლად შემეშინდა. ერთადერთს რასაც ვხედავდი. ეს ჰარი იყო. არ ვიცოდი რა გემეკეთებინა, ამიტომ მთელი ძალით ჩავებღაუჭე ჰარის, ფეხები წელზე მოვხვიე, ხელები კისერზე და მის სხეულს ავეკარი. ასე მეგონა მალე დავიხრჩობოდი.
-ვოოუუ, ცოტა გამიშვი თორემ დამახრჩობ-სიცილით მითხრა, თუმცა მე საერთოდ არ მეცინებოდა.
-არავითარ შემთხვევაში. სასწრაფოდ ნაპირზე გამიყვანე-შეშინებული სახით ვუთხარი. ჯანდაბა. საშინლად მეშინოდა. ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია. წყალი ეს საშინელაბაა.
-დაწყნარდი და მოდუნდი-ისევ ღიმილით მეუბნებოდა და უფრო ღრმად შედიოდა წყალში.
-ჰარი გთხოვ-აკანკალებული ხმით ვუთხარი.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა-ხელები წელზე შემომხვია და ოდნავ მომაცილა მის სხეულს, რომ ესუნთქა.
-ჰარი. ძალიან გთხოვ დამაბრუნე უკან-ისევ შეშინებული ხმით ვუთხარი. იმ დროს, რომ დაგენახეთ დაინახავდით, რომ ის ეველინი, რომალიც ასე ძლიერია, საერთოდ აღარ არსებობს. ეს საშინელი მომენტი იყო.
-არა. მინდა, რომ ცურვა ისწავლო-მითხრა და კიდევ უფრო მომაცილა მის სხეულს თუმცა მე უფრო ავეკარი.
-არა. ეს შეუძლებელია. მე.. მე..-ენა დამება და ვეღარ ვლაპარაკობდი
-ეველინ კარგად ხარ?-მკითხა და მის თვალებში ჩამახედა. ნამდვილად არ ვიყავი კარგად.
თავი გავაქნიე და ისევ ძლიერად მივეკარი მას. არავინ და არაფერი მაინტერესებდა. გარდა იმისა, რომ ახლა ამ საშინელებიდან თავი დამეღწია.
-კარგი გავიდეთ-მითხრა ჰარიმ და ნაპირისკენ გაცურა. სანამ ნაპირზე გავიდოდა, რამოდენიმე წამი დააგვიანდა, თუმცა ეს წამები ჩემთვის საეკუნეებს უდრიდა.
მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როდესაც მიწაზე ფეხი დავდგი. ჰარის ხელი გავუშვი და მისკენ გაბრაზებული მივბრუნდი.
-ეს რატომ გააკეთე?- ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე. ძალიან შემაშინა. მეგონა გული გამისკდებოდა
-მე.. მე...-დაიწყო ძლივს ლაპარაკი, მაგრამ გავაჩერე
-რა შენ ჰარი? რომ მოვმკვდარიყავი მერე რას იზამდი?
-ამას არ დავუშვებდი
-შენ მაგას ვერ განსაზღვრავდი ჰარი-ზედმეტად გაბრაზებული ვიყავი მასზე.
-მე შენ დაგპირდი ეველინ
-რას დამპირდი ჰარი? იმას, რომ წყალში ჩამაგდებდი და იქ დავიხრჩობოდი?
-არა! მე დაგპირდი, რომ დაგიცავდი. ასე, რომ არ ვაპირებდი იქ შენს მარტო დატოვებას-მის სიტყვებზე გავიყინე. ვიცოდი, რომ მან ეს შემპირდა. თუმცა არ მიფიქრია, რომ მართლა გააკეთებდა ამას. მას კარგად არ ვიცნობ ამიტომ ვერც ვერაფერს დავუჯერებ ადვილად.
-აღარ გაბედო და მეორედ აღარ გაიმეორო-ისევ გაბრაზებული მივახალე და მისგან წამოვედი. პირსახოცი ავიღე და ჩემი სველი სხეულის შემშრალება დავიწყე.

იმ შემთხვევის შემდეგ მე და ჰარის ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. საშინლად მოსაწყენი იყო იქაურობა ერთი და იგივე ყველა დღე. მივდიოდით მდინარეზე და მე იქვე ვიჯექი. უკვე ორი დღეა ერთი და იგივე მეორდება. კიდევ ერთი კვირა უნდა გავძლო.
უკვე წასულიც ვიქნებოდი, მაგრამ შერმა მთხოვა, რომ დავრჩენილიყავი. სხვა გზა არ მქონდა ამიტომ მასთან დავრჩი.
ისევ წამოვყევი მათ მდინარეზე. ამჯერად ყურსასმენებიც წამოვიღე და მზეს მივეფიცხე. როგორც ჩანს ფეი ძალიან გახარებულია იმით, რომ მე ჰარის არ ველაპარაკები. სულ მასთან ერთადაა. როგორ მინდა ამ ყველაფერს ჩამოვშორდე და ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე.
ფიქრებში გადავერთე და მუსიკაში ჩავიფელი მთელი სხეულით ვგრძნობდი თუთოეულ მელოდიას. ყველა დეტალს. სულ ასე ვიცი. მთლიანად ვიფლობი მუსიკაში. ჩემი სტიქიებიდან ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა.
ჩემს გვერდით სველი ჰარი იდგა. კულულები, როგორც ყოველთვის დასველებული და წყლით სავსე იყო. ყურსასმენები გამოვიძვრე და მას გავხედე.
-რა გინდა?-ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ არაუშავს. გადაიტანს როგორმე. ხმა არ ამოუღია ისე მომიჯდა გვერდით
-შეგიძლია უბრალოდ მომისმინო? - ყურსასმენები გამომართვა, რადგან ვაპირებდი ყურში ისევ გამეკეთებინა.
-რა გინდა-ამჯერად აღარ მიკითხავს გაღიზიანებულმა ვუთხარი.
-ბოდიში მინდა მოგიხადო-თვალებში ჩამხედა. მისი მწვანე თვალები. მას ვერასდროს გაექცევა ადამიანი.
-მართლა არ მიფიქრია, რომ ასეთი რექცია გექნებოდა
-უნდა გცოდნოდა-გაცხარებით ვუთხარი
-კარგი რა ეველინ!
-ბოდიში მიღებულია. ახლა კი წადი. ფეი გელოდება-ისევ ყურსასმენებს დავწვდი, რომ გამეკეთებინა და სამყაროს მოვწყვეტოდი, მაგრამ ჰარიმ არ დამანება
-არა! შენც წამოხვალ-ყურსასმენები წამართვა
-რა? გაგიჟდი?-ამ წუთას ბოდი ში მომიხადა ახლა ისევ წყალში გაყოლას მთხოვს?
-არ გავგიჟებულვარ. ცურვას გასწავლი.
-არავითარ შემთხვევაში-თავი გავაქნი
-ეველინ. იცოდე იგივეს გავიმეორებ რაც მაშინ-გაფრთხილების ნიშნად თითი ამიწია.
-კარგი, კარგი-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. რა ჯანდაბას აკეთებ ეველინ? რა სისულეებს ვაკეთებ.
ხელი მომკიდა და წყლისკენ წამათრია. ნაპირზე მისვლისთანავე უკან დავიხიე. უკან მობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ჰარიმ ხელი დამიჭირა და წყლისკენ მიმაბრუნა
-საშიში არაფერია-მითხრა და წყლისკენ წავიდა. მეც თან წამიყვანა. ფეხებზე წყალის შეხება ვიგრძენი. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ცუდი შეგრძნება დამეუფლა. ყველაფერი გამახსენდა. ის დღე გამახსენდა, როდესაც ფეიმ წყალში ჩამაგდო.
ისევ ვაპირებდი უკან წასვლას, მაგრამ ჰარის ძლიერად ქონდა ხელზე ხელი მოჭერილი. ნელა მივაბიჯებდი წყლის სიღრმისკენ და გული გამალებით მიცემდა. მალე წყალი წელამდე მომწვდა.
-არა, ჰარი მეტს ვერ შემოვალ-დავიწუწუნე შეშინებულმა და უუკან დავიხიე
-არაფერია წამომყევი-მითხრა და კიდევ უფრო ღრმად შევიდა. დანარჩენებიც წყალში იყვნენ, მაგრამ ცოტა უფრო ღრმად და მოშორებით. ფეის მოვკარი თვალი, რომელიც საშინლად მიყურებდა.
მას თვალი მმოვაცილე და ჰარის გავხედე. მიცინოდა. ხელი მოვუჭირე და უფრო ღრმად შევედით. გული გამალებით მიცემდა. მალევე გავაცნობიერე, რომ ძალიან ღრმად შევედით, რადგან ფეხებს ვეღარ ვდგავდი ფსკერზე. ჰარი ჩემსკენ მოვწიე და მას მივეკარი. ძალიან შემეშინდა. წყალში უსუსური ვარ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-მოეშვი-მითხრა და ხელები წელზე მომხვია. ძალიან მესიამოვნა. მის მწვანე თვალებს მივაშტერდი.
-მიდი ხელები გამიშვი-მითხრა და ძლიერად მიმიკრა გულზე
-არა! არავითარ შემთხვევაში-თავი გავაქნიე
-მიდი ეველინ. თუ არ გაბედე არაფერი გამოვა-ის მართალი იყო. ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მეშინოდა. ნელ-ნელა სხეული მოვადუნე და ჰარის ხელები გავუშვი. თუმცა მას ხელი ერთი წამითაც არ მოუშორებია.
მთელი დღე წყალში გავატარე. ჰარი ცურვას მასწავლიდა. ცოტაა ვისწავლე, მაგრამ ჰარის გარეშე მაინც ვერ შევდიოდი წყალში.
-არა! არა! არა! ჰარი გთხოვ არ გამიშვა-დავიკივლე და თან გავიცინე. კარგ დროს ვატარებდი. წყალი მომეწონა, მაგრამ მაინც შიშ მაქ. მეშინია, რომ დავიხრჩობი.
-კარგი ხელს არ გაგიშვებ-მითხრა და მანაც გამიცინა. თუმცა ეს სიცილი სულაც არ იყო ჩვეულებრივი. ეშმაკურად გამიღიმა. მისკენ მიმწია და ჩემთან ერთად წყელში ჩაყვინთა.
-უნამუსო-დავუყვირე და კისერზე მოვეხვიე, რომ სული მომეთქვა. ჰარი მიყურებდა და მიცინოდა.
-ჯანდაბა სტაილს. მოგკლავ-ისევ გავიცინე.
არაფერი უთქვია. ისევ ჩამაყვინა და დამცინოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. მთელი დღე მდინარეზე გავატარეთ და ვიცინოდით. მდინარიდან ამოსვილსას ერთმანეთს დავცინოდით სხვადასხვა რაღაცეებზე. ნაპირზე ჩამოვჯექით და ვლაპარაკობდით. საღამოს ისევ სახლში დავბრუნდით.
ყველა დღე ისევ მდინარეზე დავდიოდით. ჰარი ცურვას მასწავლიდა. კარგად გამომდიოდა. ძალიან მაგრად ვერ ვცურავდი, მაგრამ ჰარის გარეშე შემეძლო ცურვა.

დღეს ისევ მივდივართ მდინარეზე. ძალიან მეცინება, როდესაც ფეის სახეს ვუყურებ. ისეთი სახით მიყურებს გეგონება მალე გასკდებაო. ძალიანაც კარგი. ამ ბოლო დღეებში ჰარი საერთოდ არ აქცევს ფეის ყურადღებას. თუმცა საღამოობით ისინი ერთად რჩებოდნენ. მე კი ეს არ მსიამოვნებდა. ამ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე. ის ძველი თავქარიანი გოგო ვარ ისევ, მაგრამ სხვა გრძნობებით. შედარებით კეთილი გავხდი. აღარ ვარ ისეთი უხეში და ცუდი.
-დღეს ჩანჩქერთნ უნდა მივიდეთ-მხიარულად თქვა სემმა.
-რა თქმა უნდა-დაეთანხმა ჰარიც. საუბარი გავაგრძელეთ. მდინარის ნაპირზე არ წავსულვართ. პირდაპირ ჩანჩქერზე წავედით.
კიდევ ნახევარი საათი ვიარეთ და მივედით. ადგილს თვალი მოვავლე. ძალიან მაღალზე ვიყავით. თუმცა აქედან გადახტომა შეიძლებოდა. მხოლოდ მათთვის ვისაც ცურვა შეეძლო.
-ძალიან კარგი. პირველი ვინ გადახტება?-მხიარულად იკითხა ნაილმა და კლდიდან გადაიხედა.
-ამას ეველინი გააკეთებს-ეშმაკურად გამომხედა ფეიმ. ჯანდაბა. იცის, როგოე შეიძლება მომიშალოს ნერვები
-მე?-ცოტა გაკვირვებულმა გავხედე. ყველა ჩვენ ოს მოგვშტერებოდა.
-რაიყო ყოვლისშემძლე ეველინ გეშინია?-დამცინავად გამიღიმა.
-მე? მეშინია?-გავიცინე და კლდიდან გადავიხედე. თვალები გამიფართოვდა. ძალიან მაღალი იყო. სიმაღლის არ მეშინია, მაგრამ წყალში გადახტიმა ცუდია.
-შენ გგონია აქედან ვერ გადავხტები?-დამცინავად ვკითხე. სახე შეეცვალა , რადგან ეგონა, რომ არ დავთანხმდებოდი. საერთოდ არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ მას ჩემზე მაგარი გონია თავი. ამას კი არ დავუშვებ.
-ძალიან კარგი, მაშინ გადახტი-ისევ გამიცინა.
-არანაირი პრობლემა!-ვუთხარი და კლდის ნაპირისკენ წავედი. უკვე ძალიან ახლოს ვიყავი, როდესაც ჰარიმ დაიყვირა.
-ეველინ შეჩერდი-მისკენ მივბრუნდი. ფეის მიშტერებოდა.
-შენ ამას არ გააკეთებ-ამჯერად მე გამომხედა.
-ვინ დამაკავებს?
-ამას მე არ დავუშვებ-ჩემსკენ წამვიდა
-შეეშვი ჰარი. მინდა გავიგო, რამდენად გამბედავია- დაიწიკვინა ფეიმ. უკვე ნერვებს მიშლიდა. მას სუსტი ვგონივარ ეს კი ჩემთვის ხელსაყრელი სულაც არ არის.
-ფეი მოკეტე-გაცეცხლებულმა გეხედა. - არა! ეველინ ეს სისულელეა - მითხრა ჰარიმ თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. თვალები დავხუჭე და ყველაფერი რაც ჰარიმ მასწავლა გავიხსენე. იმედი მქონდა, რომ ცოცხალი გადავრჩებოდი.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა მიწა ფეხქვეშ.

ძალიან მაგარი გრძნობით ვიყავი გაჟღენთილი. ძალიან დიდი ოდენობით ადრენალინს ვგრძნობდი. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მაგრამ თვალების გახელა არ შემეძლო რადგან ვიცოდი, რომ წყლისკენ მივიწევდი.
სულ მალე უკვე წყალში ვიყავი. სწრაფად ამოვყვინთე ზემოთ და ჰაერი ხარბათ ჩავისუნთქე. ყველაზე მაგარ ადამიანად ვგრძნობდი თავს იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ამ კლდიდან გადმოხტომა ადვილი.
იმდენად მიხაროდა, რომ საერთოდ არ მინდოდა წყლიდან ამოსვlა. კიდევ რამოდენიმე წამი ვიყავი წყალში, შემდეგ კი გავიგე ვიღაც როგორ ჩამოხტა. იქეთ გავიხედე საითაც გადმოხტნენ. წყლიდან თავი ჰარიმ ამოყო. გამეცინა.
-ეველინ! კარგად ხარ?-ჩემსკენ გამოცურა. ისევ გავიცინე და მისი ნასწავლი „ილეთი“ გავაკეთე
-ჩემი გულისთვის გადმოხტი?-ეშმაკურად ვკითხე. მანაც გამიცინა.
-შენი აზრით?
-არვიცი კი?-ჩეთან უფრო ახლოს მოცურა. ხმა აღარ გაუცია. ჩემსკენ მოიწევდა ცურვით. მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია. მისკენ მიმიზიდა. ის ის იყო,უნდა გვეკოცნა რომ ვიღაც კიდევ გადმოხტა. ასწრაფოდ იქეთ გავიხედეთ და გახარებულ ლუის გადავაწყდით.
-Yeah-დაიყვირა და ჩვენსკენ გამოცურა.
-კარგი იყო ლუი? - ვკითხე აღტაცებულ ლუისს
-არაჩვეულებრივ გრძბობაა-სამივემ გავიცინეთ. კიდევ ცოტახანს ვიყავით წყალში შემდეგ კი ნაპირზე ავედით. არავინ აღარ გადმომხტარა. ესეიგი ვისაც შეეშინდა ყვალამ დავინახეთ. კარგია, რომ ფეი არ გადმოხტა. თვითონვე დაამტკიცა რამდენად მშიშარაა.
დანარჩენები ქვევით ფეხით ჩამოვიდნენ. ყველანი ვლაპარაკობდით. მას გავხედე და თვალი ჩავუკარი. ეს იმის ნიშნად, რომ დავამტკიცე ის რაც მან ვერ შეძლო.
-უკვე ღამდება არ წავიდეთ?-იკითხა შერმა. ყველამ მას შეხედა.
-ერთი იდეა მაქვს-ფეხზე წამოვდექი.
-მოდი კარავი გავშალოთ და ამ საღამოს ყველა აქ დავრჩეთ-ხალისიანად ავიღე კარვის ჩანთა ხელში.
-მაგარი იდეაა-მხარი ამიბა ნაილმა.
-მე აქ არ მინდა. კოღოები და სხვა მწერებია. ფუფ- დაიჭყანა ფეი. სიცილი ამიტყდა.
-თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე-დამცინავად ვუთხარი და კარვის გაშლა დავიწყე. ყველამ გაიცინა. ფეიმ ცხვირი აიბზუა და გვერდით გავიდა.
კარვის გაკეთება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც მეგონა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც გავაკეთე. ვუყურებდი ფეის მოჯღუნულ სახეს და ვკვდებოდი სიცილით. ასე ჯობია.
მალე ყველა კარავი გაკეთებული იყო. ჯერ დაღამებულიც კი არ იყო. ყველაფერი გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ერთი დეტალი რჩებოდა. შეშა. შეშა მოსატანი იყო.
-შეშაა მოსატანი, რომ საღამოს კოცონი დავანთოთ-ვთქვი და ყველას გადავხედე
-მე მოვიტან-თქვა ლუიმ
-მეც წამოგყვები-მხარი ავუბი. თავი დამიქნია და ჩემთან ერთად ტყეში შემოვიდა. მალე მივაგენით შეშას და მოგროვება დავიწყეთ.
-შენ ეს შეძელი-საუბარი წამოიწყო ლუიმ.
-რა?-ვერ მივხვდი რა იგულისხმა
-შენ კლდიდან გადახტი, მაშინ როცა წყლის გეშინია-თბილად გამიღიმა
-სხვა გზა არ მქონდა
-ფეის გამო გააკეთე ხო?
-არ აქვსამას მნიშველობა-არ მინდოდა ყველას ცოდნოდა, რომ მე და ფეი ვმტრობთ. თუმცა მიხდებით, რომ ეს ძნელი მისახვედრი არაა.
-დამიჯერე ჩვენთან ფეი არავის მოსწონს. ჰარის გარდა-ამ სიტყვებზე თითქოს რაღაც სხვა ვიგრძენი, მაგრამ არ შვიმჩნიე. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ამაზე არ მეფიქრა. ჰარის აქვს უფლება მოსწონდეს ის ვინც მას უნდა.
-ალბათ მიხვდები, რომ გატყუებ, რომ გითხრა მომწონს თქო-გავიცინე. მანაც გამიცინა. ის მართლა კარგი ადამიანი იყო.
-დამიჯერე გულზე არც მე მეხატება. „აქ კოღოებია“-ფეი ნათქვამი ზუსტად ისე გაიმეორა როგორც ფეიმ თქვა. სიცილი ამიტყდა, ის კი ისევ იმეორებდა. ძალიან ბევრი ვიცინეთ. თან შეშას ვაგროვებდით.
მალე დაღამდებოდა. შეშა მოტანილი იყო. კარავი გაშლილი, ყველა იქ ვიყავით და საღამოს ველოდებოდით. ცოტაც და დაღამდებოდა.
მანამ სანამ დაღამდებოდა შეშა ისე დავაწყვეთ, რომ მერე დანთება არ გაგვჭირვებოდა. ცოტა ცივი საღამო იყო.
ცეცხლი დავანთეთ და ყველანი კოცონთან დავჯექით. ბევრს ვიცინოდით. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. მე ნაილი, ლუი და ლიამი ერთ მხარეს ვიჯექით. ჩვენს წინ შერი და სემი იჯდნენ ხოლო გვერდით ჰარი და ფეი.
-ერთი თამაში მოვიფიქრე-ფეხზე წამოდგა სემი. გამეცინა.
-თამაში?-ვიკითხე. ცოტა უცნაური იყო. რა უნდა გვეთამაშა ახლა.
-უკაცრავად საბავშვო ბაღში ვართ?-სიცილით იკითა ლიამმა.
-დააცადე რა თამაშია მაინტერესებს-ლუიმ ლიამი გააჩუმა.
-თამაშის წესები ესეთია. ვატრიალებთ ბოთლს. ბოთლი არ უნდა გაჩერდეს ბიჭებს შორის და თუ გაჩერდა ისევ ვატრიალებთ. როდესაც ბოთლი გოგოს და ბიჭს შორის გაჩერდება, მაშინ ბიჭმა გოგო ტყეში წაიყვანოს და ნახევარს საათზე დიდხანს არ უნდა გაჩერდნენ. იქ კი რაც გინდა ის გააკეთეთ-ეშაკურად გადმოგვხედა ყველას. და ჩვენს პასუხს დაელოდა.
-ძალიან კარგი იდეაა-დაეთანხმა ფეი.
-მეც მომწონს-ლუიმაც და ნაილმაც იგივე პასუხი უთხრეს. დანაჩენებმაც დაეთანხმნენ.
-კარგი მაშინ წერეზე დავჯდეთ რადგან არ გამოვა ასე ჯდომა.-ყველანი წრეზე დავჯექით. ისე მოხდა, რომ მე ლუის წინ ვიჯექი. მის გვერდით ნაილი და ლიამი იჯდა. ჩემს გვერდით შერი იჯდა, ხოლო მეორე გვერდით სემი. ფეი და ჰარი კი პირისპირ იჯდნენ.
თამაში დაიწყო. პირველი ბოთლის დატრიალებაზე ბოთლი ნალსა და სემს შორის გაჩერდა, ისევ დაატრიალეს. ბოთლი შერსა და ლუის შორის გაცერდა. „ოოოოოუუუუ“ ყველასგან ეს სიტყვა წამოვიდა.
-აბა გვრიტებო დიდხანს არ გაჩერდეთ-სიცილით თქვა ლიამმა. მეც და დანარჩენებსაც გაგვეცინა. ისინი ტყეში შევიდნენ და მალე თვალთახედვიდანაც გაუჩინარდნენ. დიდიხანი არ გვიცდია. მალე უკან დაბრუნდნენ. შერს კმაყოფილი ღიმილი აკვროდა სახეზე.
-კიდევ დაატრიალეთ-მათი დაბრუნებისთანავე თქვა ლიამმა. ბოთლი კიდევ ერთხელ დატრიალდა. სული შემეხუთა, როდესაც ბოთლი ფეისა და ჰარის შორის გაჩერდა. ყველაზე ძალიან ეს არ მინდოდა. საშინლად გავბრაზდი. არა კი არ გავბრაზდი მეწყინა. მერჩვინა შერსა და ჰარის შორის გაჩერებულიყო ვიდრე ფეის და ჰარის შორის. ჯანდაბა. ყველაფერი ცუდად წავიდა.
-მშვენიერია-ფეხზე წამოდგა ფეი და ჰარის მიუახლოვდა. ჰარიც ფეხზე წამოდგა თუმცა ის მე მიყურებდა. ჯანდაბა ამას რატომ აკეთებს? მას ფეი მოსწონს და ჯობია მას უყუროს. თვალი ავარიდე.
-ეცადე ძალიან არ იყვირო ფეი-ხმამარლა გაიცინა ნაილმა. ღმერთო ეს რატომ ხდება.
ჰარიმ შეუბღვირა და ფეისთან ერთად წავიდა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.
ესე არ უნდა მომხდარიყო. ნახევარი საათი გავიდა, მაგრამ ჰარი და ფეი არსად ჩანდნენ. ალბათ ძალიან კარგად ერთობიან და აღარ უნდათ უკან დაბრუნება. შერს გადავხედე. დანარჩენებთან ერთად ერთობოდა, მაგრამ მე საერთოდ არ მქონდა სიცილის ხალისი. ფეხზე წამოვდექი, რომ ცოტა გამევლო.
-სად მიდიხარ?-მკითხა შერმა
-ცოტას გავივლი და დავბრუნდები-ვუთხარი, მან კი თავი დამიქნია და ისევ ბავშვებს გახედა. ნელი ნაბიჯებით წავედი ტყისკენ. ვერც კი ვაცნობიერები სად მივდიოდი უბრალოდ მარტო დარჩენა მინდოდა.
არვიცი ასე რა ჯანდაბამ იმოქმედა ჩემზე. მინდოდა მეყვირა მეწივლა ფეი გამეგლიჯა. ყველარი მინდოდა გამეკეთებინა
-ჯანდაბა-დავიყვირე ბოლო ხმაზე. გულზე მომეშვა, როდესაც დავიყვირე. ასეთი არასდროს ვყოფილვარ არასდროს არ განმიცდია მსგავსი რამ. არ მინდა ამას ვგრძნობდე, რადგან ნამდვილად არ არის კარგი გრძნობა.
ირგვლივ მიმოვიხედე. არც ცეცხლი ჩანდა და არც რომელიმე ბავშვი იყო ირგვლივ. ჯანდაბა დავიკარგე. ამის დედაც. გზა გავაგრძელე იმ იმედით, რომ უკან დავბუნდებო, მაგრამ შევცდი. საშინელი სიცივე იყო. ირგვლივ ბნელოდა და ხეები იყო. შემეშინდა აქ მარტო ყოფნა.
კიდევ რამოდენიმე წუთი ვიარე, მაგრამ გზა მაინც ვერ ვიპივე. დაკივლებას ვაპირებდი როდესაც რაღაც ხმაური გავიგონე. გული ამიჩქარდა. ცოტახანი ხმა მიწყნარდა, მაგრამ შემდეგ ისევ იგივე განმეორდა. ჯანდაბა.
იქეთ გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა. საშინლად შემეშინდა. ტყეში სილუეტს მოვკარი თვალი. იქნებ მანიაკია? ან რაიმე ცხოველია?
-ჯანდაბა-დავიყვირე როდესაც ტყიდან უცნობი სხეული გამოვიდა.



გამარჯობათ,ბავშვებო. ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და ასე თუ ისე,მოგწონს ეს ისტორია. გამოცდები მეწყება. ამიტომ შეიძლება 2-3 დღე ვერ დავდო, ან დავდო. არ ვიცი ჯერ..
ასე რომ, დიდი თავი თქვენ! ♥



№1 სტუმარი Taisaa

Datove intriga da 2-3 dgit unda dagvekargo? :-( :-(

 


№2  offline წევრი მარიამი.

Taisaa
Datove intriga da 2-3 dgit unda dagvekargo? :-( :-(


შეიძლება ხვალაც დავდო. თუ ცოცხალი გამოვედი იქიდან. wink

 


№3 სტუმარი Mari

Rodis dadeeb

 


№4  offline წევრი gvancacuna

როდის დადებ ?

 


№5  offline წევრი catstown

აგარ დებ ? მიდი რა დადეეე

 


№6 სტუმარი Spirited away

Malee dadee raa =/

 


№7  offline წევრი gvancacuna

აღარ აგრძელებ?

 


№8 სტუმარი Salo

Rato agar deebb???? 3 tveze meti gavidaa!!!!!!!! :/

 


№9 სტუმარი Guest salome

დადეეე რამდენი ხანი გავიდა უკვე რაა!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent