შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (19)


21-06-2016, 23:38
ავტორი Supreme
ნანახია 3 408

-ნიკა-
  სამწუხაროდ, ყველაზე საშინელი სიახლე გავიგე. უბრალოდ არ ვიცი რა ვიგრძენი იმ მომენტში, როცა მითხრა ფეხმძიმედ ვარო. ერთიანად დაიმსხვრა ჩემში ყველაფერი. ისიც ვერ გავიგე, მინდოდა თუ არა ლუკას ცემა.
  როგორ გავიგე? ძალიან ჩვეულებრივად. უბრალოდ ერთ "მშვენიერ" დღეს, როცა თამო, როგორც ყოველთვის ტელეფონზე არ მპასუხობდა, მასთან ავედი სახლში. თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად იყო, მაგრამ ძნელია არ შეამჩნიო საყვარელი ადამიანის უხასიათო გამომეტყველება. არასდროს დამავიწყდება, როგორ მოვიდა, ჩამეხუტა და ატირდა. ამ დროს ჩემი გული ათას ნაგლეჯად იქცა.
  არა, ლუკას ცემა მინდა. მინდა სასტიკად. თუ ოდესღაც, ერთი წამით მაინც ვფიქრობდი ჩვენი მეგობრობის დაბრუნებას, ახლა საერთოდ დამეკარგა ეს სურვილი. არ მინდა...მაგ ადამიანის დანახვაც აღარ მინდა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ თამოს ზუსტად ლუკა ჭირდება. მესმის...რატომ მესმის? არც ვიცი.
  საინტერესოა, ლუკა არ ფიქრობს იმაზე, რას იფიქრებს ხალხი თამოზე? არ ადარდებს? დავიჯერო, ასეთი საზიზღარი პიროვნებაა? მძულს...მძულს, იმიტომ რომ მის გამო ჩემი საყვარელი გოგო იტანჯება...
-ლუკა-
  ნინასთან ჩახუტებულს გამეღვიძა და ეს ალბათ ერთ-ერთი უბედნიერესი დილა იყო ჩემ ცხოვრებაში, რადგად მეგონა, ყველა პრობლემა მოვაგვარე-მეთქი. მე რა ვიცოდი თუ ნიკა დამადგებოდა.
  უბრალოდ...ვიჩხუბეთ...ადრეც ყოფილა ჩვენს შორის ასეთი შეტაკება, მაგრამ ახლა...ერთმანეთს გადამტერებული, აზროვნების უნარდაკარგულები ვჩხუბობდით. არ მახსოვს რამდენი დავარტყი ან რამდენჯერ მომხვდა...უბრალოდ ვიჩხუბეთ და მორჩა.
  ერთადერთი რამაც გული მატკინა, მისი სიტყვები იყო.
-არაკაცი ხარ. იმდენი პასუხისმგებლობა არ გაქვს, რომ მოვალეობა შეასრულო. არ მესმის, შენნაირს ჩემს სიცოცხლეს როგორ ვანდობდი.
  თურმე რა ძნელი ყოფილა ძმად შეზრდილი ძმაკაცის დაკარგვა. ძნელი? ასე მგონია შეუძლებელია ამის ატანა. მთელი სხეული მიკანკალებს...არ ვიცი...ამას ვეღარ გამოვასწორებ...
-ნიკა-
  მეგონა მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ჩემი ერთადერთი ძმა და ნამდვილი მეგობარი...ახლა ისე სასაცილოდ მეჩვენება ეს ყველაფერი, ტირილიც კი მინდება.
  ღირდა მისი დაკარგვა? სწორი საქციელია? სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი რა გავაკეთე. გრძნობებს აყოლილი ვმოქმედებ პრინციპით: "რაც მოსახდენია, მოხდეს!". იქნებ ასე არაა? იქნებ შეცდომას ვუშვებ...არა...სისულელეა. რა შეცდომა დავუშვი? ჩემი საყვარელი გოგო ასეთ დღეშია და მე...მე ვალდებული ვარ მის მხარეს დავდგე...თამო არაფერ შუაშია? ესეც არ ვიცი...საერთოდ არაფერი ვიცი. მგონი საბოლოოდ გავგიჟდი.
  ასე მგონია ჩემი სისხლი და ხორცი დავკარგე. ჩემი ძმა...ერთადერთი ნამდვილი მეგობარი, რომელიც მყავდა...
  მიღირდა? მიღირდა ამ ტკივილად?
  უკვე არაფერი ვიცი...ყველაფერში ეჭვი მეპარება.
  ასე მგონია ყველაფერი დავკარგე. რა ცუდი გრძნობაა, როცა უარაფროდ ხარ და სიცარიელეს გრძნობ...
  ჩემი ცხოვრება კბილებით მიჭირავს...მეშინია გაშვების, მაგრამ თან მინდა გავუშვა...
  რას ვაკეთებ? ვეღარ ვაზროვნებ...
-ლუკა-
  უაზროდ ვეგდე და ჭერს ვუყურებდი. სისხლი გაუჩერებლად მომდიოდა...ტუჩიდან, ცხვირიდან...ახლა აღმოვაჩინე რომ წარბიც გახეთქილი მქონია. საინტერესოა, ნიკა როგორაა? ძალიან მაგრად ტკივა? მეც კარგად ვურტყი. იმედია კარგადაა.
-ლუკა, როგორ ხარ?-ნინა გვერდზე ჩამომიჯდა და ზევიდან დამხედა.
-არ ვიცი.-გავუღიმე და ვიგრძენი რომ ტუჩიდან სისხლი უფრო მაგრად წამომივიდა.
  ნინამ სველი ნაჭრით დამიწყო სისხლის მოწმენდა.
-მტკივა.
-მოითმინე.-გამიღიმა.
  გავჩუმდი და მის მშვიდ და გაწონასწორებულ სახეს შევხედე, რომლის მიღმაც აშკარა მღელვარებას ვგრძნობდი.
-გინდა სადმე წავიდეთ? მარტო მე და შენ.-ვუთხარი ჩუმად.
-საერთოდ არავინ იქნება?
-საერთოდ.
-მინდა.
  თავზე მოვკიდე ხელი და ჩემკენ დავხარე. ნაზად ვაკოცე, თუმცა ეს ნაზი კოცნაც საოცარ ტკივილად დამიჯდა.
-გემრიელი სისხლი გაქვს.-ჩაიცინა.
-შენი ვამპირობაღა მაკლია.-მეც გავიცინე და მერე გავჩუმდი.
  აღარ მილაპარაკია, არც ნინას შევუწუხებივარ ზედმეტი კითხვებით. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები, ადამიანს შენი უსიტყვოდ ესმის. ასე ესმოდა ნიკასაც...მაგრამ...დავკარგე.
  ამის გაფიქრებისას რატომღაც ცრემლები მომადგა და უაზროდ ავტირდი. ვეღარ ვჩერდებოდი. პატარა, უსუსური ბიჭივით ვიქცეოდი. უბრალოდ...უბრალოდ ვერ ვხვდები სხვანაირად როგორ უნდა ვყოფილიყავი. არც ერთი განწყობა არ შეეფერებოდა ჩემს ახლანდელ მდგომარეობას, გარდა ტირილისა. ეს ჩემმა გულმა თავისით განსაზღვრა...მე აქ არაფერ შუაში ვარ...უბრალოდ უნდა მეტირა...
-ნიკა-
  თამოსთან მინდოდა წასვლა, მაგრამ გავჩერდი. აზრი არ აქვს, უბრალოდ არ აქვს და მორჩა.
-ლუკა-
  იმ დღესვე ჩავალაგეთ ბარგი და ყაზბეგში წავედით. ჩემი ნათესავის სახლში. საერთოდ მარტო.
  ყველაზე ლამაზი ალბათ ღამე იყო.
ცა...მოწმენდილი...ვარსკვლავებით გადაჭედილი და დიდი...სავსე მთვარე, რომელიც ნელ-ნელა მთიდან წამოსულ ნისლში იმალებოდა.
  ნინას ვეხუტებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, მე ძალიან თბილად ვიყავი.
  ბედნიერი და თავისუფალი...
  აი, ასე დავივიწყე ყველაფერი, რაც ამ საშინელ დღეს მოხდა...
  ასე იქცა ეს ღამე საუკეთესოდ...
-ნიკა-
  თბილისის ჩახუთულ ჰაერს რა ჯობია...განსაკუთრებით მაშინ, როცა 16სართულიანი მიტოვებული შენობის სახურავზე დგახარ და უფსკრულში იხედები, წინ კი...განათებული და ცოცხალი თბილისია. იდეალური ადგილია...იდეალური შემთხვევაა...
  მგონი გავაფრინე...
  ჩემი თავისუფლება მინდა...უარაფროდ, იმიტომ რომ...მაინც არაფერი მაქვს...არაფერი დამრჩა...
  თავისუფლების გარდა...



№1  offline წევრი zaika

აუუ არივიცირატომ, მაგრამმინდა, რომ ნინა სანდროსთან დარჩეს. ძალიანმომწონს ესბიჭი lol recourse

 


№2  offline წევრი elo123

მეც მომწონსს სანდროო ძალიან უძალიანესად :) და მინდა ნინასთან რომ დარჩეს მაგრამ ვნახოთ როგორ გააგრძელებს ავტორი მე მაინც მომეწონება ვიცი იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს ისტორიაა ... ძალიან მაგარია ხარ .. და ხო ნიკაა ძალიან მეცოდება . თამო არა რატომღაც ვერ ვიტან ამ გოგოს, ისე მაგის ბრალი თუ არარის რა ყველაფერი love ძალიან კარგიაა ველოდებიი ახალ თავს სულმოუთქმენლად <3 <3 მიყვარხარ სუპრემეეეეეეეე :D :D

 


№3 სტუმარი eto

martalia sandroc codvaa da cudi bichi ar chans magram am yvelaperze adre unda epiqra dzmakacis das ro iyvarebda... tan lukas da ninas ertmaneti dzalian utvars da isini imsaxureben ertad darchenas sayvareli wyvilia.. rac sheexeba nikas codava iqneba sikvdili tamo kide arapris girsia imis girsic araa rom nikas uyvrades arc imis girsi muclit lukas bavshs rom atarebs magram iqneb lukasi arc aris an saertod araa orsulad .... igonebdes mainc.. nikac bednieri rom iyos tavis meore naxevartan ertad kargia romelsaac martla eyvareba. mokled avtoro es shenzea damokidebuli tu ras uzam magram tamo ro arapris girsia amashi yvela damerwmuneba.. tan gigoebis da bichebis meri ra aris nikasaca da sandrosac iqneb sxva sheiyvaron..

 


№4  offline წევრი kora

სიმართლე გითხრა ჯერაც ვერ ჩავწვდი ამ ისტორიას. ნიკასი მართლა არ მესმის, კი უყვარს ის გოგო მაგრამ ლუკას რაში ადანაშაულებს? ჯერ ერთი მთვრალს აეკიდა ის გოგო, მეორეც, ლუკამ მანამდე არც იცოდა ნიკას გრძნობებზე და ძმაკაცის სიყვარულთან არ გაუბამს ურთიერთობა. ნიკას ჩანაფიქრი არ მესმის, იმედია თვითმკვლელობამდე არ მივა...
სანდრო მეცოდება, მაგრამ არ ვთვლი სწორად იმას, რომ ამ სიბრალულის გამო უნდა დაიშალოს წყვილი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი...
ისტორია შენი, გადაწყვეტილებაც შენი, მე უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ და იმედია არ მიწყენ..
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი Supreme

kora
სიმართლე გითხრა ჯერაც ვერ ჩავწვდი ამ ისტორიას. ნიკასი მართლა არ მესმის, კი უყვარს ის გოგო მაგრამ ლუკას რაში ადანაშაულებს? ჯერ ერთი მთვრალს აეკიდა ის გოგო, მეორეც, ლუკამ მანამდე არც იცოდა ნიკას გრძნობებზე და ძმაკაცის სიყვარულთან არ გაუბამს ურთიერთობა. ნიკას ჩანაფიქრი არ მესმის, იმედია თვითმკვლელობამდე არ მივა...
სანდრო მეცოდება, მაგრამ არ ვთვლი სწორად იმას, რომ ამ სიბრალულის გამო უნდა დაიშალოს წყვილი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი...
ისტორია შენი, გადაწყვეტილებაც შენი, მე უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ და იმედია არ მიწყენ..

რა სისულელეა, პირიქით მსიამოვნებს შენს აზრს რომ მეუბნები. ნიკას რაც შეეხება, მასზეც გაირკვევა ყველაფერი. დიდი მადლობა რომ კითხულობ <3

ძალიან მსიამოვნებს, როცა თქვენს მოსაზრებებს ვკითხულობ, ესე იგი ისტორიამ დაგაინტერესათ. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3

 


№6 სტუმარი Nini

Dzaan momwons es istoria da ar minda Nika movedes da tu temostan davrchebi unda moacilo es bavshvi imitom rom ara ra swori da kai chemi azrit Sandros kide sxva moudzebne da Nina da luka ar daashoro ra da Nika da luka sharinge da Nika ar mokla da tu nikastqb datoveb tamos mashin bavshvi moishoro radgan tu dzmakacebi sherigdebian bavshvi zedmeti iqneba ravi momwons dzaan es istoria da warmatebebi me chemi azri davafiqsire da imedia rame ar gewyineba

 


№7  offline წევრი Supreme

Nini
Dzaan momwons es istoria da ar minda Nika movedes da tu temostan davrchebi unda moacilo es bavshvi imitom rom ara ra swori da kai chemi azrit Sandros kide sxva moudzebne da Nina da luka ar daashoro ra da Nika da luka sharinge da Nika ar mokla da tu nikastqb datoveb tamos mashin bavshvi moishoro radgan tu dzmakacebi sherigdebian bavshvi zedmeti iqneba ravi momwons dzaan es istoria da warmatebebi me chemi azri davafiqsire da imedia rame ar gewyineba

პირიქით, ძალიან მიხარია შენ აზრს რომ აფიქსირებ^^ დიდი მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent