შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (10)


22-06-2016, 11:08
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 361

ათასჯერ რომ გითხრან,
არასწორი ხარო,
შენი სიმართლის ისე უნდა გჯეროდეს,
ათასჯერ უნდა დაუმტკიცო,
რომ სწორი ხარ.

8888

_ მკვლელო! _ სიჩუმეში მაიას ზიზღნარევმა წამოყვირებამ განაჩენივით გაიჟღერა. დათა თვალებში მიყურებს და მე შევნიშნე მისი შენიღბული ტკივილი. ილია მაიასთან ორ ნაბიჯში გაჩნდა და ცოლს უხეშად ეჯაჯგურება ხელზე.
_ გამიშვი, დამანებე, არ წამოვალ, მინდა შემომხედოს და აღიაროს, ან უარყოს! მკვლელი შვილი გამიზრდია! _ ცივად დასჭექა მაიამ. გამყინა, მისმა ტონმა, ხმამ და შვილის მიმართ დამოკიდებულებამ გამყინა. სხეულზე უსიამოვნო ტალღებმა დამიარა და თვალები ამიწყლიანდა.
_ დაწყნარდი მაია, ასე ნუ ლაპარაკობ _ მუდარით ეუბნება ილია, ორივე ხელს მაგრად კიდებს მაჯებზე და მისკენ აბრუნებს ცოლს, რომლის თვალებში ჩაბუდებული სიძულვირი ზღვარს ცდება. ვფიქრობ, რომ მაია არ არის დედობის ღირსი. მას არ უნდა ყავდეს დათასნაირი, და ზოგადად მას არც შვილი არ უნდა ყავდეს. მკვლელები ისინი არიან, ვინც გამიზნულად, მთელი არსებით და სულით კლავენ. დათა არ არის მკვლელი, დათა დათაა და მაია უკანასკნელი დედა ამქვეყნად.
_ დე, წავიდეთ აქედან _ ჩემს ყურთან ჩურჩულებს აკანკალებული ლილიკო. საოცარი შეგრძნება მიჩნდება, თავს მარტო არ ვგრძნობ და ათას მადლობას ვუხდი ღმერთს დედაჩემისთვის. მაია როგორც იქნა, დაწყნარდა. დივანზე ზის, თვალებდახუჭული და თავი უკან გადაუგდია. მის გვერდით კი ილია დგას და ხან მე მიყურებს, ხან დათას. დათა უთქმელად ბრუნდება, ჩემსკენ მოდის და ოდნავ იხრება.
_ არა, ეტლით წავალ _ დაუფიქრებლად წყდება ტუჩებს ჩემი სიტყვები. არაფერს მპასუხობს და კარებს აღებს. დედაჩემი ჩემს უკან დგას, ხელებს ეტლს კიდებს და სამივენი გავდივართ. როცა დათა კარებს ხურავს, მე მას ვერ ვხედავ მაგრამ ვიცი, რომ ცუდადაა. ვიცი, რომ ბევრ რამეს იმახავს უთქმელს, იმიტომ რომ ნათქვამი აღარაფერია ფასეული. მესმის მისი.
ლიფტის კარი იღება, დედაჩემი და მე ლიფტში შევდივართ და მე სიცილი მიტყდება. ორივე მიყურებს, სახეზე გაოცება და შიში აღწერია ლილიკოს.
_ ათ თეთრიანი რომ არ გვაქვს? _ ვამბობ მე და ლილიკოსაც ეცინება. დათა იღიმის, ჯიბიდან ძაფზე როგორღაც გამობმულ ათეთრიანს იღებს და ლიფტში შემოდის. ქვემოთ რომ ჩავდივართ, ძაფს ქაჩავს და ხურდას უკან იბრუნებს.
_ ვაუ _ ცერა თითს ვუწევ, ის კი მიყურებს, მერე მზერას მარიდებს და ლიფტიდან გამოვდივართ. თვალებს ძირს ვხრი, დედაჩემს ვანიშნებ რომ წინ წავიდეს და თითებს ერთმანეთში ვაჯვარედინებ.
_ წამიყვან?
_ წაგიყვან _ მპასუხობს, მერე ისევ ვგრძნობ მის სურნელს და თავს გულზე ვადებ, ხელებს კი ყელზე ვხვევ...

88888

ბინა წინაზე უკეთესია, ოთხოთახიანი და თანამედროვე ავეჯით. მისაღებში მხოლოდ უზარმაზარი ტელევიზორია მთელს კედელზე და დიდი დივანი, დივნის შუაში კი მაგიდა. კუთხეში რაღაც თაროებია, თაროებზე აქსესუარები და სურათები დევს. ორი-სამი წიგნიც. აქაურობა მომწონს, მაგრამ სამზარეულო უკეთესია. დათას ჩემს ოთახში შევყავარ.
_ იქნებ სჯობდეს, ჩემს სახლში დავბრუნდე? _ ვეკითხები დათას. ილიას სიტყვების მერე ცუდად ვარ, ამაზე ფიქრმა შემჭამა.
_ არ ჯობს, დამიჯერე _ მეუბნება დათა და ლოგინზე მსვამს, თვითონ კი ჩემს გვერდით ჯდება. სურვილი მჭამს, მოვეხვიო. ჩუმად ვართ, მე ლურჯ კედელზე რაღაც წერტილს ვუყურებ და არ მაქვს არაფრის თქმის სურვილი. არც დათა ამბობს რამეს, უსიტყვოდ დგება და მე ვერ ვხედავ, რას აკეთებს. უჯრის დახურვის ხმა მესმის და დათა კვლავ ჩემს გვერდით ბრუნდება.
_ სამსახური გინდა? _ მეკითხება და ვცბები, იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ამ სახლიდან უნდა გავიდე, ეტლით, ვიმუშაო იმ სივრცეში, სადაც უამრავი ფეხზე მდგარი ადამიანი მუშაობს. ეს გამაბოროტებს... ქუჩაში ვინმე მოცაკვავე დავინახო და მომინდეს, მოვკლა. იმიტომ რომ, მე ვერ ვცეკვავ.
_ რას მთავაზობ? _ მისკენ ვატრიალებ თავს და ვუღიმი.
_ თარგმნას. ყოველ თვე გამოგიგზავნიან ერთ წიგნს, ელექტრონულს, და შენ უბრალოდ უნდა თარგმნო კარგად. ამისთვის ორი თვე გექნება, ან ცოტა მეტი...
_ დათა.... მადლობა _ ყურებამდე მეღიმება, რადგან სხვა თუ არაფერი სახლში ტყუილად არ ვიქნები და თანაც, წიგნის თარგმა არ არის უსიამოვნო.
_ კი მაგრამ, უბრალოდ ასე მიმიღეს? ანუ...
_ არა, დედაშენმა შენი დიპლომები და რაღაცეები მომცა, მეც დავარწმუნე რედაქცია რომ ენას კარგად ფლობ და საცდელად რაღაც პატარა მასალას გამოგიგზავნიან _ მეუბნება და ახლა ვამჩნევ ნოუთბუქს მის ხელში. ხსნის, მერე მასწავლის როგორ შევიდე ჩემს მეილზე, თუმცა ეს ისედაც ვიცი. მასწავლის ფაილის გახსნას, მაგრამ ესეც ვიცი. არ ვეუბნები, მინდა ილაპარაკოს, რაღაცამ გადაავიწყოს დედამისი და ვითომ ინტერესით ვუსვამ შეკითხვებს. ბოლოს დოკუმენტს ხსნის, რაღაცას კიდევ ერთხელ მასწავლის და პატარა ელექტრონული ვერსია ვარდება მონიტორზე. “გრძელფეხება მამილო”-ს პირველი სამი თავი მაქვს სათარგმნი. ჩემი ბავშვობის საუკეთესო წიგნი...
_ ხო, ახლა ეს თარგმნე და გადაუგზავნე. პასუხსაც მეილიყთ გაგცემენ. ხვალ დილას კი რედაქციაში მივალთ _ და სანამ შევეწინააღმდეგებოდე, სწრაფად ამატებს _ ვიცი, რომ ამდენი ტყუილად მალაპარაკე და ახლა კეთილი ინებე, მეც დამიჯერე _ მერე კი კარებს იხურავს და მეღიმება.

8888

_ მოდი, ოცი კითხვა ვითამაშოთ _ ღვედს ვიკრავ, დათასკენ ვბრუნდები და კონფორტულად ვეწყობი.
_ დაიწყე _ მეუბნება და მანქანას ძრავს.
_ პირველი შეცდომა?
_ ქალზე ხელის აწევა. ბოლოს წაკითხული წიგნი?
_ ორმოცდაათი ელფერი.
_ გარყვნილო _ მეუბნება და წარბებს მაღლა სწევს.
_ თემას უხვევ! წინ იყურე გირჩევნია. ხელი ვისზე აწიე?
_ ერთ ქალზე. ოცნების მამაკაცი?
_ იდეალური. ერთი ქალის სახელი?
_ ლიკა. რას ნიშნავს შენთვის იდეალური მამაკაცი?
_ მშვიდი, მოწესრიგებული, სიმპატიური, გამგები, ქალის წინ კაცს რომ ხელს არ დაარტყამს და მერე შეუძლია სხვა დროს გადაუხადოს, მშობლების მიმართ უსაზღვრო პატივისცემა რომ აქვს. წვრილმანებს რომ ამჩნევს, არცერთი მიმიკა რომ არ რჩება საყვარელი ადამიანის შეუმჩნეველი. რომ უყვარს ბოლომდე, მართლა რომ უყვარს და რომ არასდროს დატოვებს, არასდროს მოატყუებს. მაგრამ იდეალურია ყველა, ვინც თავის საქციელებში და ხასიათში, შეხედულებებში მართალია. იდეალური ყველას სხვანაირად ესმის. კარგი, რას არ აპატიებდი არასდროს?
_ წასვლას. შენ რას არ აპატიებდი?
_ ტყუილს. მეზიზღება ტყუილი... თოჯინებით გითამაშია ოდესმე?
_ არა. საყვარელი წიგნი?
_ ბევრია. პირველად რომ დამინახე, რა იფიქრე?
_ რა მაგარი ცხვირი აქვს თქო. შენ?
_ ზედა გამოუცვლია თქო _ ორივეს გაგვეცინა _ პირველი კავშირი?
_ როგორი კავშირი?
_ კიდევ მე ვარ უზრდელი?! გრძნობებით...
_ აა, ანუ შემყვარებია თუ არა?
_ ხო..
_ პირდაპირ გეთქვა. არა. რას შეჭამ?
_ რა რას შევჭამ? _ დავიბენი და მერე გამეცინა. მაქდრაივი.
_ გამარჯობა, რას ინებებთ? _ გოგონა გვიღიმის და დათა მე მიყურებს. კოლას და ფრის ვუკვეთავ, დათა და დიდ ჰამბურგერს და წვენს.
_ სიმართლე გითხრა, მეზიზღება აქაურობა. ვერ ვჭამ გარეთ ვერაფერს _ იმანჭება, მერე გოგონას კუთვნილ საჭმელს და კოლებს ართმევს და ჩვენს შორის დებს. სიცილით ვიღებ კოლას და ვწრუპავ.
_ აი, მე კი ვგიჟდები _ თვალს ვუკრავ და ფრის ვაძვრენ.
_ წვენი კიდე რამე, მაგრამ აი ეს რაღაც როგორ უნდა შევჭამო? ნეტა სუფთად მაინც თუ გააკეთეს _ წუწუნს იწყებს, ჰამბურგერს უყურებს და ისევ უკან აბრუნებს. ხმამაღლა მეცინება და კოლას ფრის ვჭამ.



№1  offline წევრი LSD

მალე დადე რა შემდეგი თავი <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

სიყავრულიც ახსნაც ასეთი უნდა:)))). ვერც აცნობიერებს ეს გოგო თავის სიტყვებს,იმდენადაა თავის პრობლემებზე გადართული. შენ მართლა ყოჩაღ,რომ ასე მაგრად ახერხებ "სისწორის" დაცვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent