თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (20)
გადასახტომად გავემზადე, მაგრამ უცებ გავჩერდი და დავფიქრდი. რას ვაკეთებ? რის გამო? გოგომ ამ დონემდე შემშალა? სრული სისულელეა. ძლიერი ადამიანები თავს ასე მარტივად არ წირავენ. ახლა ის მომენტი მაქვს, ყველაფერს სხვანაირად, უფრო რეალურად ვუყურებ და ვიაზრებ რა მოხდა. საბოლოოდ დასკვნაში მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა: "ლუკა რა შუაშია?" მართლაც, რა მისი ბრალი იყო. გოგოსთან ურთიერთობაზე უარი მეც არ მითქვამს არასდროს, თან არც იცოდა...არაფერი იცოდა...მაშინ რისთვის ვიჩუხბეთ? რატომ გავაფუჭე ყველაფერი? რატომ დავკარგე უახლოესი ძმაკაცი? მხოლოდ იმიტომ რომ, თამო იყო ცუდად. რეალურად, არც მაქვს იმის გარანტია რომ თამო თვითონ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. ასე რომც არ იყოს, ლუკა დამნაშავე არაა. რა იდიოტი ვარ... სასწრაფოდ გამოვბრუნდი, ძალიან ჩქარა ჩავირბინე კიბეები და ლუკას სახლისკენ გავიქეცი. გიჟივით ავვარდი მასთან და კარებზე დავიწყე ბრახუნი. -გამიღე!-ვყვიროდი. კარი არავინ გამიღო. ტელეფონი ამოვიღე და მისი ნომერი ავკრიფე, მაგრამ როცა დავრეკე, გათიშული აღმოჩნდა. რატომღაც გამიხარდა კიდეც. არ მეშინოდა, უბრალოდ ეს ტელეფონით სათქმელი არ იყო. რამდენიმე დღე უშედეგო ლოდინის შემდეგ ლუკას მშობლებთან წავედი. არც მოველოდი რომ ყაზბეგში წავიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს ნინასთან ერთად გადაწყვიტა დასვენება. თუმცა არ მიკვირს, ალბათ ძალიან დავღალე ჩემი უაზრო ჩხუბით, ჩემი უაზრო დაშორებით. დაუფიქრებლად ჩავჯექი მანქანაში და ყაზბეგში წავედი. ზუსტად ვიცი სადაცაა. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ძალიან მაგრად ვერთობოდით ზაფხულში და ყველგან ერთად დავეთრეოდით, ყაზბეგი ჩვენი ფავორიტი იყო. ყველგან, სადაც დავდიოდით, ხალხი ირეოდა და ხმაურის გარდა არაფერი იყო, აქ ვისვენებდით, რადგან არავინ არასდროს გვაწუხებდა. ზედმეტად საოცარი ადგილია. უბრალოდ ვერც იღლები აქ ყოფნით. ჩასასვლელად მხოლოდ 3 საათი დამჭირდა. იმ სახლთან გავაჩერე მანქანა, სადაც მე და ლუკა ყოველ წელს ვისვენებდით. ნელა გადმოვედი და ჩუმად გავაღე ჭიშკარი. ეზოში არავინ იყო. პატარა ქვის სახლს შევხედე, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და ნელა წავედი მისკენ. კიბეები ჩქარა ავირბინე და კარები შევაღე. სასტუმრო ოთახში შევიხედე. ლუკა და ნინა ჩახუტებულები ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. ერთი წამით გული გამიჩერდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე. ჩემი შეცდომა უნდა გამომესწორებინა. -ლუკა...-ვთქვი ჩუმად, მაგრამ ისე, რომ გაეგო. დამინახა თუ არა გიჟივით წამოდგა და გაოცებულმა შემათვალიერა. -აქ რა გინდა? -ნაძირალა ვარ, მაპატიე. -ლუკა- ფეხებში ძალა გამომეცალა და ძლივს ვიდექი. ვერ მივხვდი, მართლა ვერ მივხვდი რა მოხდა ან როგორ მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში...უბრალოდ შევრიგდით. ბოლოს ისიც დავიკიდეთ ვის ჰქონდა ბოდიში მოსახდელი...რაღაც მხრივ ორივე მართლები ვიყავით, რაღაც მხრივ არა. ამას ასე მარტივად ვერ განვსაზღვრავთ, ამიტომ დავიკიდეთ. არ ვიცი რა ჯობია იმას, როცა ძმა გყავს...არც არაფერი. ყაზბეგში დარჩა. როგორ მინდა ასე ბედნიერად დასრულდეს ყველა პრობლემა, მაგრამ არ ვიცი...არ ვიცი თამოს როგორ მოვექცე. მგონი ახლა ჯობია ამაზე არ ვიფიქრო. ასე მგონია უბრალოდ ყველაფერს ჩავაშხამებ. შერიგების აღსანიშნავად კალათბურთის თამაში გადავწყვიტეთ. -ნინა- რა აღუდგება წინ კალათბურთისმოყვარულ ბიჭებს. ეზოში გავიდნენ სათამაშოდ. ყველაზე სასაცილო ფარი ჰქონდათ. მაღალი ხე, რაღაც ლითონის მომრგვალებული რკალი და ბადეს მაგივრად ზედმეტად ნიჭიერად დაჭრილი მაისური. -ეს თქვენი შემოქმედებაა?-ვკითხე სიცილით. -გაჭირვებისას რას არ მოიფიქრებ.-ნიკამაც გამიცინა საპასუხოდ. რაღაც საოცარ სითბოს ვგრძნობდი. თითქოს ყველაფერი დასაწყისში დაბრუნდა. იმ დროს, როცა ყველა უდარდელად ვიყავით და უბრალოდ ვურთიერთობდით. ახლა რომ ვუკვირდები, მას მერე რამდენი რაღაც მოხდა...ასე მგონია წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ივლისის ბოლოა. ერთ თვეზე მეტი...რა ცოტა დრო და რამხელა ისტორია... საღამო იყო და არც ცხელოდა. უკვე აგრილებას იწყებდა. ლუკა და ნიკა კალათბურთის თამაშს დახამებულები სახლში აღარც აპირებდნენ დაბრუნებას. ყურებამდე ასული ღიმილით ვუყურებდი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. უაზროდ დავიწყე ფიქრი, მაგრამ არ მაცადეს. ტელეფონმა დამირეკა. სანდრო იყო. ყურმილი გახარებულმა ავიღე. -როგორც ვხედავ, კარგად ხარ.-ჩაიცინა. -კიი, შენ? -მეც...რას შვები? კარგია ყაზბეგში? -კი, მშვენიერი. თბილისში? -ვიხუთებით. უი, ქორწილი 14 აგვისტოს გადაწყვიტეს, ხო იცი? -კი, კი, მითხრა აკაკიმ. ისე მიხარია, თან მშურს. კანარებზე მიდიან მერე.-გამეცინა. -ვიცი, გინდა შევეტენოთ?-სანდრომაც ჩაიცინა. -აუ, კი, სიამოვნებით. ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. რაღაცნაირად მსიამოვნებს სანდროსთან ურთიერთობა. უბრალოდ არასდროს, არასდროს მტკენს გულს. რაღაც საოცარი ადამიანია. ასეთი მეგობარი, არ ვიცი, შეიძლება იშვიათობაცაა. ისევ გარეთ გავედი და ბიჭების თამაშის ყურება განვაგრძე. ლუკა...ჩემი ლუკა...იდიოტი უნიჭო მექალთანე. ისე რა სასაცილოა. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლება მყვარებოდა ეს ადამიანი, ახლა კიდე ვერ ვხვდები, როგორ მეზიზღებოდა? რა საოცარი წყვილი ვართ. მე, ვისაც ხალხთან ურთიერთობა არ იზიდავს და ის, ვინც მხოლოდ მათთან ურთიერთობით ცხოვრობს. და მაინც...შევუყვარდი და შემიყვარდა... -სანდრო- აივანზე ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. ნინა ბედნიერია...მთავარი ესაა... პირველის წუთებზე ისევ ისე ვიდექი აივანზე და ნინაზე ფიქრებში გართული უკვე მერამდენე ღერს ვეწეოდი, აღარც ვიცოდი. რამენაირად უნდა გადავიტანო ყურადღება. ცოტა ხნით მაინც დავივიწყო ის, რომ ნინა ჩემი არ იქნება...ნეტა ლუკა არ ყვარებოდა...მისი გულის მოგების შანსი მექნებოდა, მაგრამ ახლა...ახლა უბრალოდ სხვა რაღაცაზე უნდა გადავიტანო ყურადღება. ტელეფონი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე. -გისმენთ?-გოგოს ნაზი, მაგრამ ამავდროულად სექსუალური ხმისგან დამაჟრიალა. -ნანკა, რას შვები?-ვკითხე ძალიან ჩვეულებრივად. -ვა, სანდრო, რა იყო, გაგახსენდი?-ჩაიცინა, საკმაოდ სექსუალურად. -არც დამვიწყებიხარ.-ცალყბად გამეღიმა. -ხო, პრინციპში, სულ რაღაც...ერთი თვის წინ გნახე ბოლოს.-გაიცინა. -სახლში ხარ? -დაგჭირდი? -ანუ სახლში ხარ. -რამდენ ხანში იქნები? -მალე.-ყურმილი დავკიდე. ნელა გავუყევი გზას თამარაშვილისკენ. კარი გამიღო. ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა გრძელ გვერდებამოღებულ მაისურში. მუქი წაბლისფერი თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. ღია მწვანე თვალებით შემომხედა...მხოლოდ ერთხელ შემომხედა, ძალიან სექსუალურად, კარები გადაკეტა და მაკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.