შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (ლანა და ლაშა) თავი 1


24-06-2016, 01:18
ავტორი nuki-nuka
ნანახია 3 544

- კარგით ჩვენ სახლში ვართ და გელოდებით... არა, ყველაფერი გვაქვს ამოდით - მხიარულად გათიშა ტელეფონი ელენემ და დივანზე მჯდომ ქმარს ეშმაკურად გაუღიმა. ნელი მიხვრა-მოხვრით წავიდა მისკენ და გვერდით მიუჯდა, მეუღლემაც ხელი მოჰხვია და მკერდზე მიიხუტა.

მათი ქორწილიდან ერთ წელზე მეტია გასული და ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, ამას ნელ-ნელა გაიგებთ. ახლა კი ელენე და თორნიკე საკუთარ სახლში სხედან და ელოდებიან მეგობრების გამოჩენას რათა ახალი ამბავი ახარონ, უფრო სწორად ელენემ ახაროს ყველას. როგორც კი ზარის ხმა გაისმა, ელენე იმ წამსვე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა კარისკენ. ნელა გააღო კარები და მის წინ ჩამწკრივებულ მეგობრებს გაუღიმა, შემდეგ ყველა სათითაოდ გადაკოცნა და სახლში შემოიპატიჟა. გოგონებს, ლანას და ელენეს გამოკლებით ვინაიდან ბავშვები ჰყავდათ გამზადებულები მოვიდნენ, ანუ ბავშვებისთვის საჭირო ნივთებით.

- გოგოებო თქვენ ჩემთან მოდით - სამზარეულოდან გამოსძახათ ელენემ გოგოებს, მათაც ორი ბავშვი ბიჭებს დაუტოვეს. ძირს ხალიჩაზე დასვეს, იქვე სათამაშოები მიმოუფანტეს და თავად ელენესთან გავიდნენ, რომელიც გულმოდგინედ ანაწილებდა საჭმელს თეფშებზე.
- ოხ ქალბატონო ძალიან მომზადებულხარ - ეჭვისთვალით შეხედა მაკამ და დაჭრილი კიტრი უცებ ააცალა თეფშიდან.
- შევეცადე, მნიშვნელოვანი დღეა დღეს - ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და მომღიმარი სახით გადახედა გოგოებს.
- მოიცა - როგორც ყოველთის ბოლო ხმაზე წამოიყვირა ლანამ - შენ რა... შენ ორსულად ხარ? - თვალებ დაჭყეტილი მიაჩერდა შეცბუნებურ გოგოს.
- არა არა, სულ სხვა რაღაცაა - სიცილით უთხრა გოგოებს, რომლებთაც სახეზე უკმაყოფილება გამოესახათ.
- მაშინ თქვი - გამომცდელი მზერით შეხედა ნინომ.
- როცა დრო მოვა თავად გაიგებთ - თვალი ჩაუკრა, რამოდენიმე თეფში ერთად აიღო და უკანალის ქნევით გავიდა მისაღებ ოთახში.

სუფრა მალე გაამზადეს გოგოებმა, თუმცა ელენეს ქცევა რომელიც გამუდმებით საათს უყურებდა ყველაში ეჭვს ბადებდა. ღამის ათ საათზე გოგონებმა ბავშვები დააძინეს და დაიწყეს გართობა. პირველი საათი იყო დაწყებული კარზე ზარი რომ გაისმა, ყველას სახეზე გაკვირვება გამოესახათ, მხოლოდ ელენე ადგა უცებ და კარისკენ გაიქცა, რადგანაც შემოსასვლელი მისაღები ოთახიდან არ ჩანდა, ვერავინ დაინახა სტუმრის ვინაობა. თუმცა ეს არც იყო საჭირო, რადგანაც სტუმარი თავად დაიძრა მისაღებისკენ და იქ მისულმა ბედნიერი სახით გაშალა ხელები ჩახუტების ნიშნად. ყველა გაკვირვებული იყო სასიამოვნო სურპრიზით, რომელიც ელენემ მათ მოუწყო, სათითაოდ ეხუტებოდნენ სტუმარს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მხოლოდ ლანა იჯდა უძრავად და თვალს უსწორებდა მონატრებულ სახეს, უნდოდა ისიც ამდგარიყო და ხელები შემოეხვია მის წინ მდგომისთვის, მაგრამ მოძრაობას ვერ ახერხებდა. მის გარშემო თითქოს ყველაფერი გაჩერდა და მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავდა, ლაშას. ალბათ გეგონათ, რომ როდესაც ელენესთან და თორნიკესთან მეგობრები სტუმრად მოვიდნენ ლაშაც იქ იქნებოდა, თუმცა ესე არ ყოფილა. ელენეს და თორნიკეს ქორწილის შემდეგ ორ კვირაში მიზეზების და გამო, მან საქართველო დატოვა. ხშირად ეკონტაქტებოდა მეგობრებს, თუმცა ლანაზე საუბარი არასდროს მომხდარა. ახალა კი ერთი წლის შემდეგ მის წინ დგას, უფრო სწორად ზის გოგო რომელიც გახდა მიზეზი აქედან წასვლის, გოგო რომელმაც იმაზე მეტი ადგილი დაიკავა მის გულში ვიდრე წარმოედგინა. უყურებს მას და ხედავს ერთ წელში გაზრდილ და დაქალებულ ქალს, მთელი გულით უნდა მივიდეს და გულში ჩაიკრას, თუმცა სიამაყე და თავმოყვარეობა ამის საშუალებას არ ძლევს. ნელა დაიძრა მისკენ და მხოლოდ გადაკოცვნით შემოიფარგლა.

- ესეც ჩემი სურპრიზი - აჟიტირებულმა წარმოსთქვა ელენემ - აღიარეთ რომ მაგარი ვარ - სიცილით იქო თავი და თორნიკეს მიეხუტა.
- თორნიკე შენ იცოდი ეს ამბავი? - სანდრომ გაბრაზებული სახით მიუტრიალდა თორნიკეს , მაგრამ როდესაც მისი სახე დაინახა, რომელზაც გაკვირვება ეხატა მიხვდა რომ ისიც ისეთივე შოკში იყო, როგორც ყველა დანარჩენი.
- არა რა ვიცოდი, წარმოდგენაც არ მქონდა - გაშტერებულმა ჩაილაპარაკა თორნიკემ, შემდეგ თითქოს გონს მოვიდაო უცებ წამოიყვირა - რაც არის არის, ფაქტია მაგარი ცოლი მყავს და ყველას ერთად გაგვიკეთა სურპრიზი, ახლა კი ყველანი დავსხდეთ და განვაგრძოთ ქეიფი, ამჯერად სრული შემადგენლობით - ბედნიერმა შემოჰკრა ტაში და მაგიდისკენ მიუთითა ყველას. ყველა ბედნიერი იყო ლაშას ჩამოსვლით და მონატრებულები გვიანობამდე ლაპარაკობდნენ, ლაშა იქაურ ცხოვრებაზე ლაპარაკობდა და დროდადრო ისმოდა ბიჭების სიტყვები „ცოლები დავტოვოთ და წავიდეთ ვიგულაოთ“ ამას რათქმაუნდა მათი ტკივილისგან დამანჭული სახე მოჰყვებოდა. ყველა პოზიტიურ ხასიათზე იყო, მხოლოდ ლანა იჯდა უაზროდ. ვერ ხვდებოდა გარშემო რა ხდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ და მხოლოდ მაშინ იღიმოდა როცა დაინახავდა რომ ყველანი რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ამას ყველა ამჩნევდა, თუმცა არავინ იმჩნევდა. ღამის 4 საათი იყო , რომ დაიშალნენ და რადგანაც ღამე იყო და თან ბიჭები ნასვამები იყვნენ იქ დარჩნენ. მხოლოდ ლანამ გამოიძახა ტაქსი და სახლში წავიდა.


1 წლის წინ


საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ლაშას, რომ თავის გრძნობებში გარკვეულიყო და ნელ-ნელა გამოსდის კიდეც. ქორწილამდე სამი კვირით ადრე იწვა საკუთარ ოთახში, ხელები გულ-მკერდზე დაეწყო და თვალი ჭაღისთვის გაესწორებინა, ჩაფიქრებული ყველა მოგონებას იღდგენდა გონებაში და მათ გაანალიზებას ცდილობდა. იხსენებდა იტალიაში მომხდარ ამბავს და კოცნას, რომლის გამოც ვერაფრით ვერ დაივიწყა უცნობი გოგონა, რომელზეც არაფერი იცოდა. სურვილი კლავდა მისი მოძებნის, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა ამისთვის, ბოლოს კი ბედმა გაუღიმა და ლანა თვითონ გამოჩნდა მეორედ მის ცხოვრებაში. მას შემდეგ ცდილობდა ნერვები მოეშალა მისთვის რადგან ეს ახალისებდა, ამავე დროს გოგოს ხასითი არ აძლევდა წესიერად დალაპარაკების საშუალებას. მოსწონდა მისი აწითლებული სახის ყურება. თავადაც ხვდებოდა რომ მათი დაუმთავრებელი კამათი და ჩხუბი კარგს არაფერს მოუტანდა, ამიტომ ცდილობდა სწორი გზა აერჩია და რამენაირად ურთიერთობა დაეტკბო. თვითონაც ხვდებოდა რომ ეს გრძნობა მოწონებაზე მეტი იყო, შეიძლლება სიყვარულიც იყო, მაგრამ ამისთვის დრო სჭირდებოდა. ნელ-ნელა უნდა მიმხვდარიყო და ამას მაშინ მოახერხება თუ ურთიერთობაში ცოტა მაინც გაერკვეოდნენ. ღამის სამ საათზე წამოდგა საწოლიდან, თავის საწერ მაგიდასთან მივიდა და დაიწყო რაღაცის წერა. ცდილობდა ყველაფერი გარკვევით და დალაგებულად დაეწერა, როდესაც მორჩა, ნაწერი დაკვირვებით გადაიკითხა. საკუთარ თავზე ეცინებოდა, ამდენი ცხოვრებაში არ უფიქრია და ახლა ტექსტიც კი დაწერა , რაც უნდა უთხრას . ცოტახანი თვალ გაშტერებული იყურებოდა ფანჯრიდან, შემდეგ კი ისევ საწოლში დაბრუნდა. დაძინება ევს საათამდე მაინც ვერ მოახერხა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩასთვლიმა.
თერთმეტი ხდებოდა რომ გაიღვიძა. ზანტად გაახილა თვალები, ერთი წამით ისიც იფიქრა ძილს გავაგრძელებო, თუმცა გაახსენდა მისი გეგმები და უცებ წამოდგა საწოლიდან. თავის შარვალს დაუწყო ძებნა რომელიც გუშინ ეცვა, შემდგე სადღაც მიგდებულს წააწყდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა ტექსტი, ყოყმანობდა თუმცა მაინც გააგზავნა მითითებულ ნომერზე:

„ლანა გცალია საღამოს რომ შეგხვდე? რაღაც საქმე მაქვს“.
„ თუ ნერვები უნდა მომიშალო, როგორც ყოველთვის მაშინ არ მცალია“ - პასუხის წაკითხვის შემდეგ თვალები გადაატრიალა და უკმაყოფილო სახე მიიღო.
„ამჯერად სერიოზული საქმე მაქვს“
„ შენი სერიოზული ვიცი მე როგორიც არის, მაგრამ კარგი შეგხვდები „
„საღამოს ექვსი საათისთვის გამოგივლი და დაბლა დამხვდი „
„კარგი „ - დადებითი პასუხით გახარებულმა ტელეფონი საწოლზე დააგდო, გარდერობიდან ტანსაცმელი გამოიღო და საწოლზე დაალაგა, შემდეგ კი ცანცარული ცეკვა-ცეკვით სააბაზანოში შევიდა.

წლები თორნიკე და ლაშა მარტო ცხოვრობენ, ამიტომ მათ ისეთი ვიღაცა სჭირდებათ რომელიც სახლს დაულაგებთ, ტანსაცმელს დაურეცხავთ და დაუუთოვებთ . არა, არ იფიქროთ რომ ერთად ცხოვრობენ, უბრალოდ ორივეს ეს პრობლემა აქვთ. იმის და მიუხედავად, რომ სახლში თითქმის არც ერთი არ არის და მთელ დღეს გარეთ ატარებენ სახლს მაინც სჭირდება მომვლელი და დამლაგებელი. ამიტომ ბიჭებს დაქირავებული ყავთ დამლაგებელი, რომელიც ორივეს სახლს ულაგებს, საჭმელს უკეთებს და აგრეთვე ტანსაცმელს უუთოვებს. რადგანაც ბიჭები ახლოს ცხოვრობენ ქალი ერთ დღეს ერთთან არის, მეორე დღეს კი მეორესთან. საბოლოოდ ორივეს სახლი და ტანსაცმელი მწყობრშია, საჭმელი კი მზად არის.
სააბაზანოდან გამოსულმა უცებ გადაიცვა ტანსაცმელი, ცოტა შეჭამა საჭმელი და სამსახურში გაიარა. ამ ბოლო დროს ისე დადის თითქოს უფროსი თვითონ იყოს. თუმცა რა პრობლემაა, მაინც არავინ არაფერს ეუბნება. ცოტახანი ისაუბრა ბიჭებთან, მოუყვა თავისი გეგმების შესახებ და მათი დარიგებაც მიიღო. საათს რომ შეხედა ექვსი იყო დაწყებული, უცებ დაემშვიდობა ყველას და ლანას სახლისკენ წავიდა. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერადა, სანამ ლანა ჩამოვიდოდა ხელებს იმტვრევდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ხელი უნდა ეთხოვა. როგორც კი ლანა დაინახა სახე დაეჭიმა, მაგრამ მკაცრი იერი შეინარჩუნა. მანქანიდან გადმოვიდა და მეორე მხარეს ლანას კარი გაუღო.

- სად მივდივართ? - ინტერესით შეხედა ლაშას.
- სადღაც - უდარდელად უპასუხა. დაახლიებით 15-20 წუთი იარეს მანქანით, შემდეგ კი გაჩერდნენ. გარშემო არც ერთი სახლი არ იყო, მინდორი იყო მთლიანად და დიდი მანძილის დაშორებით ხეები იდგა. ლანას კარები გაუღო , ხელი მოჰკიდა და მის გვერდით დაიყენა. ცოტა ფეხით გაიარეს შემდეგ კი გაჩერდა.
- მოკლედ რაღაცის თქმა მინდა - ნერვიუად დაიწყო აქეთ-იქით სიარული ლაშამ და თან ჯიბეში ფურცელს ეძებდა. ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინა გაბრაზდა, თუმცა გონს მალე მოვიდა და ნერვიული სახით დაუდგა ლანას წინ.
- მოკლედ ... იმის თქმა მინდოდა რომ გვეყოს ... ანუ აღარ გვინდა რა ესეთი ურთიერთობა. მართლა პატარა ბავშვებივით ვიქცევით და ეს ორივემ ვიცით და... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ... იქნებ ვცადოთ და ავაწყოთ ურიერთობა. დავივიყოთ იტალიაში მომხდარი ამბები ან არ დავივიწყოთ და იქიდან გავაგრძელოთ... მე შენ მიმართ გულგრილი არ ვარ და მინდა ვცადოთ, ვნახოთ რა გამოგვივა... მომწონხარ რაც გაგიცანი და რაც გნახე მას შემდეგ მაგრამ , შენი ხასიათი არ მაძლევდა იმის უფლებას რომ წესიერად მოვქცეულიყავი. სულ ყოველთვის მიბღვერდი იმ კოცნის გამო, თითქოს ნელ-ნელა მიხდიდი სამაგიეროს. უბრალოდ ვცადოთ იქნებ გამოგვივიდეს, თუ არა და მეგობრები დავრჩებით - მთელი ამ საუბრის განმავლობაში ნერვიულად ერთ ადგილას ქანაოდა და თმებს ხელით იჩეჩდა. - აუ ესეთი სერიოზული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ - ისტერიული სიცილით ჩაილაპარაკა და ლანას მიაჩერდა, რომესაც სახეზე გაკვირვება ეხატა.
- ამ... მე არ მოველოდი - ნერვიულად გაიცინა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. - იცი? არ შემიძლია გითხრა, რომ მეც იგივეს ვგრძნობ. მართალი ხარ რაღაცეებში მაგრამ, მე იმედს ვერ მოგცემ, რადგან არის ერთი ადამიანი რომელიც დიდი ხანია ჩემ ცხოვრებაშია. - უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა და ლაშას გაკვირვებულ და ცოტა გაბრაზებულ სახეს შეხედა. - ამიტომ ვერაფერს დაგპირდები. უბრალოდ შევეცადოთ წესიერი ურთიერთობა ავაწყოთ და ისევ ისე არ ვიყოთ. - როგორც იქნა მორჩა სიტყვით გამოსვლას და თითქოს დარცხვენიმა ლაშას სახეს შეხედა. ბიჭს სახეზე არაფერი არ ეტყობოდა, თითქოს ელოდა კიდეც მსგავსი შინაარსის პასუხს.
- კარგი. არც მე ვფიქრობდი რომ სხვა რამეს მეტყოდი, ამ პასუხს მოველოდი. ნუ იმას არა რათქმაუნდა, რომ ვინმე არის შენ ცხოვრებაში, თუმცა ეგეც შესაძლებელია რატომაც არა - მძიმე ოხვრას ამოაყოლა ეს სიტყვები, თავადაც ვერ მიხვდა რა იგრძნო ეხლა. მისგან პასუხს არ მოითხოვდა, რადგან არც თვითონ იცოდა რა ხდებოდა მათ თავს. - კარგი წამოდი წავიდეთ - ღიმილით უთხრა და მანქანისკენ ანიშნა. გოგომაც თითქოს ამოისუნთქა მისი ღიმილის დანახვისასო, სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანიკსენ და თავისი ადგილი დაიკავა. ამჯერად გზაში არც ერთს გაუჩერებიათ ენა, ორივე ენამახვილია და როგორც იქნა მიხვდნენ რომ წესიერად ლაპარაკიც შეეძლოთ.
ქორწილამდე სამი დღით ადრე.


- ვაიმე გააჩუმეთ რა ეს არსება - ბუზღუნით წამოიძახა გაბრაზებულმა ლანამ.
- სანამ დროა აირჩიეთ სხვა მეჯვარეთ თორემ მერე ბავშვიც ცოდოაა - საცოდავი ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ და ლანას დაბღვერილ სახეზე ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. მათი ლაპარაკისდა მიუხედავად, შიგადაშიგ ერთმანეთს ნერვებს მაინც უშლიან, თუმცა არა იმ დოზით რა დოზითაც ადრე.
- კარგი გეყოთ რა პატარა ბავშვებივით იქცევით, ვერ ხედავთ ჯერ კიდე რამდენი საქმეა გასაკეთებელი, ქორწილამდე კი მხოლოდ სამი დღე დარჩა - უკმაყოფილო სახით წუწუნებდა ნინო და ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, ხელში რამოდენიმე კაბის სურათი ჰქონდა და ვერ გადაეწყვიტა რომელზე გაეკეთებინა არჩევანი. ბოლოს უბრალოდ ერთ-ერთი კაბის სურათი მეგობრებს აჩვენა, რადგანაც ყველამ მოუწონა კარისკენ წავიდა და გასვლამდე დაიბარა ამ კაბის საყიდლად მივდივარ და ერთ საათში მოვალო.


იმდენი ხანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის რომ უკვე აღარ სჯეროდათ თუ ეს მართლა ხდებოდა და დღეს ქორწილი იყო. თორნიკეს თეთრი ჩოხა ეცვა, მის მეჯვარე სანდროს კი შავი. ელენს დიდი ულამაზესი კაბა ეცვა , ზედა ნაწილი თვლებით იყო მორთული, ხოლო ქვემოთ გაშლილი იყო . სადა მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და თავზე გვირგვინი ედგა, რაც უფრო მეტად ალამაზებდა. ლანას კი გრძელი შინდისგერი კაბა , წინ ფეხზე საკმაოდ შეხსნილი, მაკიაჟი მასაც სადა ჰქონდა, იმ განსხვავებით რომ წიტელი ტუჩსაცხი ესვა.
- ბიჭები მოვიდნენ - ელენეს ოთახის კარი შეხსნა მაკამ, თან ბედნიერმა გაიღიმა. - ულამაზესი ხარ - ცერა თითი მოწონების ნიშნად აუწია და კარები ფართოდ გახსნა რომ ელენე გამოსულიყო .
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რას გრძნობდა ელენე ამ დროს, მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო, თუმცა მაინც უზომოდ ნერვიულობდა. როგორც კი თორნიკემ სახლში ფეხი შემოდგა და ელენე დაინახა დაჰიპნოზებულივით წავიდა მისკენ. გარშემო ვერავის ვერ ამჩნევდა. ნელა მიუახლოვდა, ხელი ბეჭებზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა, შემდეგ კი ძაიან ფრთხილად ტუჩები ლოყაზე მიაწება. ელენეს სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ყველა მანქანებში გადანაწილდნენ. ხელი ქორწინების სახლში მოაწერეს, ჯვარი კი სამების ტაძარში დაიწერეს, იქიდან კი რესტორანში წავიდნენ. ქორწილი იყო ტრადიციული თუმცა არა მოსაწყენი, როგორც უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე, თამადა იყო ჩვეულებრივი და არ ამბობდა გრზელ-გრძელ და უაზრო სადღეგრძელოებს. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. წყვილმა პირველი ცეკვა დაისი შეასრულა, შემდეგ კი ცოტა ხნის განმავლობაში აღარავინ ამდგარა ფეხზე საცეკვაოდ.
- ეს რა არის? - გაკვირვებული სახით იყურებოდა ელენე კარისკენ და „მოძრავ“ ვარდებს თვალს არ აშორებდა, მსგავს სიტუაციაში იყო იქ მყოფი ყველა სტუმარი. ვარდები ნამდვილად მოძრაობდა ნეფე-პატარძლის მაგიდისკენ, თუმცა მის უკან ვინ იდგა ეს არავინ იცოდა. ბიჭი რომელსაც ვარდები ეჭირა მაგიდას მიუახლოვდა და ლანას მიაწოდა, მისი სახეც გამოჩდნა, მაგრამ ვერავინ იცნო. მხოლოდ ლანა იყო განცვიფრებული და გახარებული მოულოდნელი სურპრიზით, მანამ სანამ ბიჭს გადაეხვეოდა, თვალი ლაშასკენაც გაექცა, რომელსაც სახე სიბრაზისგან დაჭიმვოდა.




--------------------------
ვიცი რომ საშინლად დავაგვიანე ისტორიის გაგრძელება, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ მკითხველი ეყოლება.
ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი...
უღრმესი მადლობა წინასწარ <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ ძალიანნ გამახარე ძალიაააან.... ვერ წარმოიდგენ როგორ მინდოდა ამ წყვილის ისტორიაც დაწერილიყო..... მშვენიერია მალე დადე და არ დააგვიანო ხოლმე რაა

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

გააგრძელე,მომწონს ძალიან.❤️❤️

 


№3 სტუმარი anita

gaagrdzele gaagrdzele raaa

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ გამიხარდი შენ ვერც წარმოიდგენ... ამ წყვილის ისტორიას ველოდი მოუთმენლად... გააგრძელე რა და მალ-მალე დადე ხოლმე ახალი თავები...

 


№5  offline მოდერი bibo

Me exa wavikitxe marwyvo ra tkbili da kargobaa vafren me shenze chemo gulis picaro da sulis tortov

 


№6  offline წევრი isterichka123

კაია გაგარძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent