შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (21)


24-06-2016, 01:21
ავტორი Supreme
ნანახია 3 828

-ამჯერად რა მოხდა?-მკითხა ნანკამ და მკერდზე დამაწვა.
-აუცილებელია რაღაც მოხდეს?-ჩავიცინე.
-ისე ჩემთან არ მოდიხარ ხოლმე.-ამყვა.
-ისეთი არაფერი.
-მაგრამ მაინც მოხდა. ისევ მამაშენთან იჩხუბე?
-არა.
-აბა?
-გოგო.
-არ მოველოდი.
-რატომ?
-შენ და გოგოს გამო იტანჯებოდე? არ არსებობს. მეგონა შენ თავზე მაღლა არავის აყენებდი.
-ეგეთ ადამიანს ვგავარ?-გამეცინა.
-არა, საქმეც იმაშია რომ არ გავხარ, მაგრამ ხარ.-კისერში გამომწვევად მაკოცა.
  მართლა ამდენად საოცარია გოგოს გამო ასე რომ ვარ? ნანკაც გავაკვირვე, მისი გაკვირვება კი, თითქმის შეუძლებელია.
  რეალურად რომ ვიმსჯელოთ მე და სიყვარული საკმაოდ შორს ვართ...უფრო სწორედ, ვიყავით ერთმანეთისგან, ახლა კიდე შემიყვარდა და ისიც არ გამიმართლა. რა საოცარი ბედი მაქვს, არა? ჩემ თავზე მეცინება.
-რამდენ ბიჭთან ხარ ნამყოფი?-ვკითხე ნანკას გაუაზრებლად.
-ძალიან გაინტერესებს?-ჩაიცინა, ჩემზე ზევიდან მოექცა და თვალებში ჩამაშტერდა.-ერთთან.-ვნებიანად მაკოცა.
  ის ერთიც, სავარაუდოდ, მე ვიყავი. დავიჯერო ჩემ გარდა არავინ ყოლია? გამოდის რომ მარტო ჩემია? რა სასიამოვნოდ ჟღერს.
-მარტო ერთთან რატომ?
-იმიტომ რომ სხვა არ მჭირდება.
-და იმ ერთს ჭირდები?
-არა, მაგრამ ხანდახან მაინც ვადგები...არა?-ისევ თვალებში ჩამაშტერდა და ძალიან საყვარლად გამიღიმა.
-რატომ მიდიხარ ამ ყველაფერზე ჩემ გამო.
-რავი, ალბათ მიყვარხარ და იმიტომ.
-და ყველაფერს იტან?
-კი.
-თავმოყვარეობა არ გაქვს?
-თავმოყვარეობა?-გაიცინა.-თავმოყვარეობა რომ არ მქონდეს, ყოველ მეორესთან დავწვებოდი, მაგრამ მე მხოლოდ შენთან ვარ. თუ გინდა მიიღე, თუ გინდა არა, მე პრობლემა არ მაქვს, შევეჩვიე.
-როგორ იტან?
-არ ვიცი. უბრალოდ ვიტან.
-ძალიან უცნაური ხარ.
-შეიძლება.-გამიღიმა და გვერდით მომიწვა.
  მხარზე ვაკოცე და მეორე მხარეს გადავბრუნდი. ნანკა ზურგზე მომეკრო და ასე ჩაგვეძინა.
-ნინა-
  დასაძინებლად ღამის 3-ზე დავწექით. ნიკა მეორე საძინებელში გავაგდეთ.
-ოჰ, დაბრკოლება ვარ?-ჩაიცინა და ჩემ და ლუკას ლოგინზე გადაწვა.
-კი.-შეუღრინა "ძმადნაფიცმა" და ააგდო.
-კარგი, კარგი, ჩემით გავალ, ოღონდ არ მცემოთ.-ხმამაღლა გაიცინა და გავიდა.
  ძალიან ციოდა. გამოცვლა დავიწყე.
-შეგიძლია შებრუნდე?-ლუკას გავხედე, მან კი ჩაიცინა და უხმოდ შეასრულა ჩემი თხოვნა.
  სწრაფად ჩავწექი და თბილი საბანი გადავიფარე. ლუკა გვერდზე მომიწვა და მაგრად ჩამეხუტა. ნაზად მაკოცა. ზურგზე მეფერებოდა.
-შუქს ჩააქრობ? ძალიან მეძინება და ადგომა მეზარება.
-გეძინება?-რაღაც იმედგაცრუებით მითხრა.
-ხო.-ჩავიცინე და მეორე მხარეს გადავბრუნდი.
  ლუკა ლოგინიდან წამოდგა, შუქი ჩქარა ჩააქრო და ისევ მომეხუტა. მხარზე მკოცნიდა.
-ტკბილინებისა.-ჩამჩურჩულა და ნიკაპი მხარზე დამადო.
-ტკბილინებისა.
-ნიკა-
  თავს რაღაცნაირად კარგად ვგრძნობდი. თითქოს მომეშვა კიდეც, მაგრამ ერთი წამით ისევ თამოზე დავფიქრდი და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. აღარ ვიცი რას ვგრძნობ ამ გოგოს მიმართ. ვერ ვხვდები. ისევ ისე მიყვარს? იმასაც ვერ ვსაზღვრავ, იმსახურებს თუ არა ჩემს ასეთ სოყვარულს. რა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მაინც...ცოტა არ იყოს, მეცოდება. ასეთ შარში გახვევას არც ერთ გოგოს არ ვუსურვებდი, მაგრამ...მიყვარს? ან მიყვარდა საერთოდ? ვეღარ ვხვდები რას ნიშნავს ეგ ადამიანი ჩემთვის. მგონი საბოლოოდ დავიბენი ან პირიქით, მეშველა. მეც არ ვიცი...მაგრამ თუ სიყვარული იყო, ასე მალე არ გაქრებოდა ეს ყველაფერი...ანუ...სიყვარული არ ყოფილა.
  7 საათისთვის ძლივს დავიძინე.
  დილით 12ისთვის გამეღვიძა. სასტუმროში გავედი, რომელიც გაერთიანებული იყო სამზარეულოსთან და ნინას გამზადებულ საუზმეს შევხედე.
-ლუკა, შენ უნდა თქვა გამიმართლაო.-ჩავიცინე და მაგიდასთან დავჯექი.
-მერე არ ვამბობ?-ამყვა.
  შუადღეს კალათბურთის სათამაშოდ გავედით.
-მგონი თამოში მაგრად შევცდი.-ვთქვი, როცა ბურთს კალათაში ვაგდებდი.
-შეცდი?
-ხო. მთელი ღამე ვფიქრობდი და ვერ მივხვდი ან რატომ მიყვარდა ან სად გაქრა ყველა გრძნობა.
-არ ვიცი რა გითხრა.
-შენ რა უნდა მითხრა, მხოლოდ საკადრისი უნდა მაკადრო.
-მაგას მერეც მოვასწრებ.
-უბრალოდ, იცი რაშია საქმე? ძალიან მეცოდება. მართლა მეცოდება, რომ ასეთ მდგომარეობაშია.
-ფეხმძიმედაა, ხო არ კვდება. ბავშვზე უარს არ ვამბობ და არც ზედმეტ პრობლემებს ვუქმნი. მგონი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავირჩიე და მეტი რა ვქნა?
-შეიძლება. აუ, აღარ ვიცი რას ვგრძნობ. გულში სრული ქაოსია. გეფიცები, ვეღარც ვხვდები რას წარმოადგენს ჩემთვის, მაგრამ ფაქტია, ისე აღარ ვგიჟდები.
-ისე რა უცნაურია. მეგონა თამოს სიყვარულს გადაყვებოდი, მითუმეტეს ჩემი მონაყოლის მერე ასეთი რეაქცია რომ გქონდა, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა.-ჩაეცინა.
-ასე მგონია ცხოვრება დაგვილაგდა.-გამეღიმა.
-მეც. თავს, რასაც ჰქვია, თავისუფლად ვგრძნობ.
-ზუსტად.
-ნინა-
  ოთახში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. სრული იდილია.
-სანდრო-
  სახლში შუადღისთვის მოვედი. რა უაზრობაა. რამდენიც არ უნდა ვიფიქრო გუშინდელ ღამეზე, ნინა ყველაფერს მავიწყებს. ვერ ვიტამ ამ გრძნობას. ასე მგონია მე არ ვარ. რას უშვება სიყვარული ადამიანს? კლავს, ანადგურებს და...ცვლის...
  ტელეფონი ავიღე და ნინას ნომერი გაუაზრებლად ავკრიფე. ასევე გაუაზრებლად დავრეკე.
-ვაა, სანდრი, როგორ ხარ?-მის მხიარულ ხმაზე მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
-კარგად შენ?-ვკითხე მაქსიმალურად თავშეკავებულად.
-მეც. ძალიან კარგად ვარ. გუშინ ხო კარგად ვიყავი, მაგრამ დღეს უკეთესად ვგრძნობ თავს. საერთოდ არ მინდა თბილისში დაბრუნება.
-ხოდა იყავი მანდ, სად გეჩქარება, ვიხუთებით აქ.-ჩავიცინე.
-ლუკაზეა დამოკიდებული. აუ, ახლა იცი რა წარმოვიდგინე? მე და ლუკა როგორ ვიწერთ აქ ჯვარს პატარა ეკლესიაში.
-ქორწილი მოგინდა, დაიკო?-შევეცადე არ შემემჩნია გულგატეხილობა.
-კი, თან ძალიან, მითუმეტეს აკაკის ამბის გაგების შემდეგ.-ისევ და ისევ მისი გახარებული ხმა.
  რამხელა ბედნიერებაა, როცა ასეთი მხიარულია. არა, ვეღარ ვითმენ.
-ნინ...
-გისმენ.-მითხრა თბილად.
-მიყვარხარ...
  უნებურად გამეღიმა და უზომოდ მომინდა ჩემ გვერდით ყოფილიყო, რომ დაენახა, რა გრძნობა ჩავდე მე ამ ღიმილში.



№1  offline წევრი გაიღიმე

ნუ ტაანჯავ რა ჩემს სანდროს :( საერთოდაც გამოიგონე ახალი პერსონაჟი მარიამ მესხი და იყოს მაგასთან D; (მოვინდომე ახლა მეც :Dდ )

 


№2 სტუმარი Uhuu

Auu sandros vinme upovne gevedrebi lukas personajsac jobiaa magram ubralod exa luks da ninas ise ukvart erttmaneti sacodaoba ikneba magati dashoreba xoda gtxoov sandros rameushvele raa <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუ სანდროო!!! ჩემი სანდროო როორ იტანჯება recourse ისინი კიდერა მხიარულად არიან სანდროსთან მინდა მთელი სულთ და ულით ყველაფრით სანდროსთანნნ ერთად უფრო ბედნიერი იქნება აუუუ მაინტერესებს ძალიან მალე დადე რა love

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

ჩემი აზრით სანდრო და ნანკა ერთად იქნებიან.
ძალიან მომწონს,ველოდები გაგრძელებას.❤️❤️

 


№5  offline წევრი zaika

ოუუუსანდრო, სანდრო და კიდევ ერთხელ სანდრო, ესბიჭი უნახავად მიყვარდება:დდ ნუტანჯავ და მეცნუმაგიჟებ, მოუხერხე რამე :/ sad love

 


№6  offline წევრი busku

თამო გააქერი რა ისტორიიდან არმინდა ნინას და ლუკას შორის ჩაერიოს და ნიკას უპოვე ვინმე საყვარელი გოგოო რააა.

 


№7  offline წევრი BLACK TBILISI

დღესვე წავიკითხე ყველა თავი მალე დადეე

 


№8  offline წევრი Supreme

მმ...როგორ მომწონს თქვენი კომენატარები^^ დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent