შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთავრესი როლი -2-


24-06-2016, 13:53
ავტორი sopiko
ნანახია 2 086

[თავი 2]
კიბეებზე ვეშვები და თან მობილურზე დედის ნომერს ვკრეფ. გარეთ წვიმს, ჩემს ფეთიან დედიკოს კი მუდამ ეშინია, რომ ტაქსის ბორბლები მოცურდება და რამე საშინელება მომივა.
-აია, დედიკო, რას შვრები? მოდიხარ?-ჯერ მობილური ყურთან მიტანილი არ მაქვს, უკვე რომ მესმის მისი აფორიაქებული ხმა.
-კარგი, რა, დედა! ისევ ტელეფონით ხელში აკეთებდი საჭმელს?-ქუჩაში გასული ტაქსს ვაჩერებ და უკანა სავარძელზე ვხტები. მძღოლს ვანიშნებ, წინ რომ იაროს და თან მობილურს ვანახებ იმის ნიშნად, რომ ვლაპარაკობ.
-არა, უბრალოდ ლილიკომ დამირეკა და...-თავს იმართლებს მანანა.
-ნუ სტყუი, დედა! მით უმეტეს ჩემთან!-ყალბი სიმკაცრით ვაშკარავებ მის ტყუილს.-ტაქსში ვზივარ და მოვდივარ. პირდაპირ სახლში მოვალ.
-დედი, მძღოლს უთხარი, რომ ნელა იაროს, რა.-მოკრძალებით მაპარებს და უკვე ვიცი, როგორც ნაბავს თვალებს.
-არ არის საჭირო, დედა! ისედაც ნელა ატარებს. აბა, დროებით. საჭმელი დამახვედრე, იცოდე.-ვემშვიდობები და ზარის შეწყვეტის ღილაკს ვაჭერ.
-საბურთალოზე!-ვეუბნები მძღოლს და სავარძელზე ვესვენები.

ჩანგალს შემწვარ კარტოფილში ვარჭობ და პირისკენ ვიქანებ. ცარიელ მუცელს საკენკადაც კი არ ყოფნის ეს ლუკმა და უკმაყოფილებას ღმუილით გამოხატავს. მიხარია, რომ სამზარეულოში მარტო ვარ. წამში კიდევ ერთი ლუკმა ჩემს მუცელში ჩნდება... მერე მეორეც, მესამეც და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივარ... აქამდე მუცელი შიმშილის გამო მტკიოდა, ახლა კი გადაჭარბებული ჭამის მიზეზით. ფეხზე ვდგები და ფორთოხლის წვენს ჭიქაში ვისხამ. ვგიჟდები ამ ციტრუსზე, მის წვენზე, მისსავე ნამცხვარზე და საერთოდ ყველაფერზე, რასთანაც ფორთოხალი ასოცირდება.
-დეე, შოკოლადი ფორთოხლის ჟელიბონით აღარ გვაქვს?-გამოღებულ მაცივართან მდგარი ვეძახი დედას და თან პროდუქტებს შორის შოკოლადის დანახვას ვლამობ.
-გათავდა, დე... მეზობლის ბავშვი იყო დღეს შემოსული და იმას მივეცი. სხვა არაფერი გვქონდა.-ლაპარაკით შემოდის ოთახში დედა და ღიად დატოვებულ მაცივარს კეტავს.-ის, რაც გინდოდა ვერ ნახე და კარი ღია დატოვე? ოჰ, აია, როდის გაიზრდები?
-როცა კი ამას საჭიროდ ჩავთვლი, დედიკო.-გვერდიდან ვეხუტები და ტელევიზორს ვრთავ.-პიტერ პენი! ნეტავ, მეც შემეძლოს მის სამყაროში ცხოვრება... იქ ხომ ბავშვები მუდამ ბავშვებად რჩებიან!
ბავშვობის საყვარელი მულტფილმის კადრების დანახვაზე თვალები მიცისკროვნდება. პულტს გვერდით ვდებ და ფეხმორთხმით ვჯდები დივანზე.
-აქ ხომ არ დარჩი, რა...-იცინის მანანა და თავსახურგადახდილ ტაფას ხედავს.-ილოცე, რომ არავინ მოგიტაცოს, თორემ იმ დღესვე გამოგისვრიან სახლიდან! კვერცხის შეწვა რომ კვერცხის შეწვაა, იმასაც ვერ წვავ ისე, სახლი დამწვრის სუნით რომ არ ააყროლო.
-ხოდა ამიშენეთ შენ და მამამ კოშკი, გამომკეტეთ იქ რაპუნცელივით და ვერც ვერავინ მომიტაცებს და ვერც ნებით მომიყვანენ ცოლად!-''ვთავაზობ'' და ახლა მეორე საყვარელ მულტფილმს ვიხსენებ.
-მოვა დავითი და დავილაპარაკებთ მაგ თემაზე.-ხუმრობაში მყვება დედაც და დავითის ხსენებაზე ახსენდება, რომ ვახშმის მომზადება არ დაუსრულებია. მულტფილმის ყურებას თავს ანებებს და გაზზე დადგმულ ქვაბში კოვზს ურევს.
-მარილი ხომ არ აკლია, გამასინჯე, რა!-მაშინვე გაზთან ვჩნდები მეც.
-საკმარისად ''გასინჯე'' შენ უკვე!-კოვზს ხელიდან მაცლის მანანა და დივნისკენ მიბიძგებს.

მეორე დღეს ჯერ კოსტიუმების ოთახში ახალი შესული ვარ, ანა რომ მადგება თავზე.
-მალე მოვლენ!-აჟიტირებული ყვირის ის.
-ვი-ინ?-ნაჭერს ვზომავ და თავს მაღლა ვწევ.
-შენ რა... დაგავიწყდა? ახალი მსახიობები.-მხრებს სასაცილოდ ათამაშებს ანა.
-ა, ხო. მერე რა გიხარია? ვახტანგი საერთოდ ვეღარ მოიცლის შენთვის.-ვახსენებ გულისტკივილს.
-ნუ გეშინია შენ!-ცალ წარბს მაღლა წკიპავს და მოწყენით ბუშტავს ტუჩებს.
-მე რატომ უნდა მეშინოდეს?-კაბას ვაწვდი.-აი, ნათელას კაბა. თავისი პრეტენზიები შენ გაგიზიაროს. გითმობ.
-ხო, კარგი.-ისე გაუთიშა გონება ვახტანგის ხსენებამ, რომ ამაზეც კი მთანხმდება.-წავედი მე და დღესვე შემოგივლიან ის მსახობები კოსტიუმებზე. სცენარი უკვე დაწერილია.
-რამე ცნობილი სცენარია?
-გაერთიანებულია ყველა სასიყვარული პიესა თუ სპექტაკლი თითქმის... მანონ ლესკოო, ტრისტანი და იზოლდაო, რომეო და ჯულიეტაო, ვერტერის ვნებანიო და რა ვიცი კიდევ... მე არც გადამიკითხავს თან.-ჩამოთვლისას თითებს კეცავს ის, მერე მობეზრებული ატრიალებს თვალებს და კაბის ფრიალით იძვრება კარებისკენ.
-ეს ახალი სტილის პლაგიატიზმია?-უკმაყოფილოდ ვდუდუნენ და ნაჭრებს ვათვალიერებ.-მგონი ცუდი პერიოდი მეწყება... ძალიან დავიღლები.
ამ კვირის წარმოდგენისას გული მიწუხდება. ოთახს ვათვალიერებ და ვამჩნევ, რომ ძალიან დასალაგებელია. მტვერი, მტვერი, მტვერი! ჭერის კუთხეებში აბლაბუდებიც კია, რაც აქ შემოსვლისთანავე უსიამოვნო შეგრძნებას ბადებს. არ მინდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც მომიხდება დალაგება. აქაც მანანიკო კი არ მყავს, ერთადერთი შვილის 'ხვალ დავალაგეთი'' გადაღლილი ჩემს გადმოქოთებულ კარადას რომ ალაგებს ხოლმე. ახალ მსახიობებზე კარგი შთაბეჭდილება ხომ უნდა მოვახდინო. თან ცოცხიც მოვიტანე წინა კვირას. კოსტიუმების რიგების უკნიდან ცოცხს და ნაგვის ასაღებს ვიღებ და იატაკის მოგვას ვიწყებ. ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ ნელა მივუყვები და მცოცავ ჭიას რევერანსის შემდეგ გზას ვუთმობ. შიში რა იყო, არც ბავშვობაში ვიცოდი და არც ახლა ვიცი. მწერები ხომ საშინლად მიყვარდა! საშინლად რა... მაზოხისტურად. კალიებს ფრთებს ვაჭრიდი, ჩემი ბოთლიდან რომ აღარ ამომხტარიყვნენ. პეპლებს ნემსს ვურჭობდი და შპალერზე ვამაგრებდი. გორგოლა ჭიებს ვაგორგოლავებდი და მერე მძივს ვაკეთებდი. მოკლედ საოცარ ექსპერიმენტებს ვატარებდი მათზე და ალბათ საცოდავები სულ ჩემს წყევლაში იყვნენ... გავიზარდე... ჰმ, მგონი გავიზარდე და ახლა მათთვის აღარ მცალია, ამიტომაც გავუშვი დღეს ასე ''ადვილად''.
მოგვას რომ ვრჩები, კიბეს კედელთან ვიდგამ და აბლაბუდებს ვწმენდ. როგორც მახსოვს, გუშინწინ კარადის უკან შარფი გადამივარდა. კარადას ძლივსძლივობით ვწევ წინ და მის ფეხებს შორის ვძვრები. შარფი მართლაც გდია, მაგრამ ძალიან უკან. ჭინთვით და ხვნეშით ვჭიმავ ხელს, მუხლებით იატაკზე მჯდარს კაბა მაღლა მეწევა და სავარაუდოდ მთელ ჩემს ავლადიდებას მზის სხივები ეფინება. არა, კომპლექსები დიდად არ მაწუხებს, თუმცა სულ უკომპლექსობაც არ არის კარგი რამ! კაბის ჩამოსაწევად გამოძვრომას ვაპირებ, ვიღაცის ჩახველება რომ მესმის და მოულოდნელობისგან გვერდით ვგორდები.
-მე... იმან გამომგზავნა... ანა, ანა მქვიაო...-კეფას უხერხულად იქექს შემოსასვლელთან მდგარი ოციოდე წლის ბიჭი და ქვედა ტუჩს იკვნეტს.
ისევ ვგრძნობ, როგორი გახურებული მაქვს მთელი სახე და ფეხზე ისე ვდგები, კვლავ რამე საუხერხულო რომ არ გამომიჩნდეს. კაბის საყელოს ხელს ნერვიულად ვავლებ და სალაპარაკოდ ვაღებ პირს.
-ააა... გასაგებია... მე... ის... ა, ხო.-რას ვბჟუტურებ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი სიტყვების ერთიანობა მართლა ძალიან ჰგავს ბჟუტურს.
-მე ახალი მსახიობი ვარ და ის... ხო.-ჯერ კიდევ დაბნეულია ისიც. წარმოიდგინეთ სიტუაცია! შემოვიდა ოთახში! გაიარა დერეფანი და რას ხედავს?! კარადის ქვეშ შემძვრალია გოგო, რომელსაც უკანალი უკან აქვს გამობზეკილი და მუხლებამდე კაბაც უხერხული მოძრაობის გამო ზემოთ აქაჩვია. რა საშინელი სირცხვილია! თან ახალი მსახიობი... ჯანდაბა!

^^^
შუადღე მშვიდობისა!
პირველი თავიდან აზრის გამოტანა ცოტა ჭირდა და იმედია მეორე თავი ყველაფერში უფრო გაგარკვევთ და ისტორიის ფაქტიური დასაწყისიც მოგეწონებათ... პირველი თავი ფიქტიური იყო {აქ ვიცინი}.
იმედია დღეს მაინც გამახარებთ თქვენი შეფასებებით...
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Black

Sopachka dzaan magaria:D uh gogo warmovidgine,ras asworebs biwis adgilas yopna :D :Dveli shemdeg tavs sopachka;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent