თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (22)
-მეც მიყვარხარ.-ნინამ ჩაიცინა.-ძამიკო. -რა?-ჰაჰა, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი. -არაფერი, მეც მიყვარხარ-მეთქი, ძამიკო. -ნინა...-მინდოდა მეთქვა, რომ ასეთ სიყვარულს არ ვგულისხმობდი, მაგრამ გავჩუმდი. -გისმენ.-ისევ მისი მხიარული ხმა. -არაფერი, დაიკიდე.-გამეცინა.-წავედი. მერე თუ მეცლება კიდე დაგირეკავ. -მიდი. რა მოხდებოდა რომ მეთქვა, როგორც დას ისე ვერ გიყურებ-მეთქი. რა მშიშარა ვარ. გოგოსთვის სიყვარული ვერ ამიხსნია ნორმალურად. -ნინა- რა საყვარელია...არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი "მიყვარხარ" უცნაურად ჟღერდა. არა ისე, როგორც...არა, რა სისულელეებზე ვფიქრობ. სანდროსთვის პატარა დაიკო ვარ და მორჩა. ასეთი რაღაც უბრალოდ ვერ მოხდება. ეზოში გავედი. ბიჭები, რა თქმა უნდა, თამაშობდნენ. ლუკამ შემომხედა და ჩაიცინა. ერთ წამში ბურთი მიაგდო, ჩემკენ გამოიქცა, მაგრად მაკოცა, უზომოდ საყვარლად და თვალისმომჭრელად გამიღიმა და ისევ განაგრძო თამაში. გაშტერებული ვიდექი. რა ეტაკა? იდიოტი. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ყოველთვის, როცა მასთან ვარ, გული ვერ წყნარდება. ალბათ სიყვარულია. არა, ნამდვილად სიყვარულია. ჩემი ერთადერთია. მოსაღამოვდა და გაწვიმდა. როგორც იქნა ბიჭებმა მოტვინეს, რომ სახლიც არსებობს და შემოვიდნენ. -დავრეკავ და მოვალ.-ნიკა წამოდგა და აივანზე გავიდა. -ნიკა- თამოს ნომერი ავკრიფე. არც კი ვიცი, ღირდა? მაგრამ მაინც დავრეკე. -გისმენ...-მიპასუხა ძალიან სუსტი ხმით. -როგორ ხარ? -რავი, ნორმალურად, შენ? -მეც. სახლში ხარ? -კი. ამოხვალ? -თბილისში არ ვარ. -რა?-აშკარად გაუკვირდა.-სად ხარ? როდის წახვედი? -ყაზბეგში, გუშინ. -რატომ არ მითხარი? მეც არ გამიკვირდა, რატომ აღარ მადგება სახლში-მეთქი.-ჩაიცინა. წამიერად გული ამიჩქარდა, მაგრამ არა...მაინც არა... -ხო.-ვთქვი ჩუმად.-კარგი, წავედი, უბრალოდ შენი მოკითხვა მინდოდა. -მიდი, მადლობა.-ჩაილაპარაკა ჩუმად და ყურმილი დამიკიდა. "მადლობა", ეს მისგან ასეთი ტონით ახალია. ყვირილი მინდა. ვინმემ გამარკვიეთ რა მჭირს. -თამოს ელაპარაკე?-ლუკა გამოვიდა. -ხო.-ისე ვუთხარი, მისთვის არც შემიხედავს. -როგორაა? -მგონი ნორმალურად. -კაია. -ხო. გავჩუმდით და ცას მივაშტერდით. -იცი რა მახსოვს?-ლუკამ გაიცინა. -რა? -აქ რომ ვიჩხუბეთ კანფეტის გამო. როგორ დავაყარეთ, გახსოვს? -6 წლის ბავშვებისთვის, კარგი მოჩხუბრები ვიყავით.-მეც გამეცინა. -რამდენჯერ გვიჩხუბია? -აუ, რა დათვლის. ერთხელ უაზროდ რომ დავაყარეთ ერთმანეთს, გახსოვს? -სადარბაზოს კარები რომ შევამტვრიეთ? -ხო, თან ლაშა გამოვიდა მაინც ნაცემი. -აუ, ეგ მაგრად მახსოვს.-ავხარხარდი. -და შენი პირველი შეყვარებული გახსოვს? -შენ რომ გეტენებოდა და მე რომ მიმტკიცებდა ერთადერთი ხარო? -ხო, ეგ. -მაშინაც კარგად დაგაყარე. -მაგრამ რა შუაში ვიყავი. -ისე რა ღადაობაა, ვინც არ უნდა შემიყვარდეს, ყველას შენ იზიდავ, ცოტა მშურს. -დაიკიდე, ეგეთი ერთჯერადები რა ჩემ ფეხად გინდა. ნორმალური გოგოც გამოჩნდება. -სიტყვაზე გენდობი.-ჩავიცინე. ციოდა, ამიტომ სახლში მალე შევედით. -ნინა- -ყავა, ჩაი, კაკაო თუ ცხელი შოკოლადი?-ბიჭებს გავუღიმე და ჩაიდანი დავადგი. -შენ.-ლუკამ ხელი წელზე შემომხვია და ვნებიანად მაკოცა. როგორ მიყვარს, ასე როცა აკეთებს. -დღეს ვეღარ დამიძვრები.-მითხრა ძალიან ჩუმი, სექსუალური ხმით და კისერში მაკოცა. ტუჩებისკენ წამოიწია, მაგრამ მოხერხებულად დავუსხლტი. გაშტერებული და ტუჩებგამოწეული დარჩა. -ვის რა გინდათ?-ჩავიცინე და ლუკას გამომწვევად შევხედე. -ცხელი შოკოლადი.-მომაძახა ნიკამ და საყვარლად გამიღიმა. -მეც.-ლუკამ უკმაყოფილომ შემომხედა. ღამის 2-ისთვის "დავიშალეთ". ოთახში შევედი და გამოცვლა დავიწყე. ლუკა უკან შემომყვა და შუქი ჩააქრო. ვიგრძენი როგორ მომეკრო ზურგზე. -გითხარი, დღეს ვეღარ ამარიდებ თავს-მეთქი.-კისერში ვნებიანად მაკოცა. -არც გარიდებ.-შევბრუნდი და ძალიან მაგრად ვაკოცე. -სანდრო- აივნის მოაჯირზე ვიჯექი და ქვევით ვიყურებოდი. აქედან რომ გადავვარდე, მინიმუმ ყველაფერს მოვიტეხავ, მაქსიმუმ, მოვკვდები. როგორ . ტელეფონმა დამირეკა. აკაკი იყო. გამიკვირდა. -რამე მოხდა?-მივახალე პირდაპირ. -არა, არაფერი.-გაიცინა.-გინდა ხვალ დავლიოთ? -ვისთან? -ჩემთან. რას იტყვი? -ხო, კაი იქნება. ბიჭობა შევყაროთ და ეგაა.-გამეცინა. ესეც ასე, ქეიფი დაგეგმილია. არ მეძინება. რატომ ვარ ასე მოუსვენრად? ღამის 4 საათია. ტელეფონი ავიღე და ნანკას დავურეკე. -გისმენთ...-აშკარად გავაღვიძე. -რას შვები?-ამაზე ლოგიკურს რას ვკითხავდი. -მძინავს...უფრო სწორედ მეძინა, სანამ შენ გამაღვიძებდი.-ცოტა გამწარდა.-რა გინდა? -არაფერი, უბრალოდ დაგირეკე. -სალაპარაკოდ?-აშკარად გაუკვირდა. -არ შეიძლება? -კი, უბრალოდ არ მოველოდი. -მგონი შენთვის მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ვარ.-გამეცინა. -კი, ნამდვილად. რამე მოხდა? -ისეთი არაფერი. -ისევ ის გოგო? -ძნელი მისახვედრი არაა, ხო? -არა, ნამდვილად.-ჩაიცინა.-მაგრამ უნამუსო ხარ. -რატომ? -სიყვარული აგიხსენი და შენ ისევ სხვა გოგოზე მელაპარაკები. -ბოდიში, მოსმენა რადგან დაიწყე, ვიფიქრე... -ვღადაობ, რა გჭირს. პატარა ბიჭივით დაიბენი.-ხმამაღლა გაიცინა.-რაზეც გინდა იმაზე მელაპარაკე, ყველაფერს მოვისმენ. -რატომ შეგიყვარდი? -წლის კითხვა. მე რა ვიცი, საოცარი ხარ ალბათ და იმიტომ. -საოცარი? -და მიუწვდომელი. -მე?-ჩამეცინა. -პირადი გამოცდილება. -ჩემი მოკვლის სურვილი არ გიჩნდება ხოლმე? -ხანდახან, მაგრამ თავის კონტროლი ვიცი, თორემ ერთ ღამესაც შეიძლება შემომკვდომოდი.-გაიცინა. -შიშით შენთან ვეღარ უნდა მოვიდე? -შენს გამბედაობას ვცდი. -რა ვქნა? -რა პატარა უსუსური ბავშვივით მელაპარაკები. ცხოვრება ხო არ დამთავრდა. შეგიყვარდა, მერე რა. ჯობია ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანო. -საქმეც მაგაშია, რომ ვერაფერზე ვერ გადამაქვს. -სხვა გოგო ამოიჩემე. -ვინ? -ვინც გინდა. -შენზე ანამიოკებ? -ხო იცი რომ ნამიოკები მეზიზღება, ამიტომ ჩემზე რომ ვამბობდე, პირდაპირ გეტყოდი. -ეგეც მართალია, მაგრამ შენზე რატომ არ ამბობ არაფერს? -იმიტომ რომ მერე მაინც გული უნდა მატკინო. -ახლა არ გტკენ? -ახლა არაფერს ვგრძნობ. -ყოველთვის ვრწმუნდები რომ საერთოდ სხვანაირი ხარ. ვერ გამიგია რა პრინციპებით ცხოვრობ. -ვერც გაიგებ, იმიტომ რომ არასდროს ვიქნებით ასე ახლოს.-ჩაიცინა.-დაიძინე რა.-წაიწუწუნა. -შენ გეძინება? -კი, თან ძალიან. -კარგი, მიდი. -შენც დაიძინე. -შევეცდები. -არა, დაიძინე-მეთქი. კარგად.-ყურმილი დამიკიდა. რატომღაც დამშვიდებულმა დავხუჭე თვალები და გავითიშე. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ^^ თქვენს კომენატრებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. ჩემს პერსონაჟებს ფაქტობრივად "აცოცხლებთ" და იმდენად რეალურად განიცდით ყველაფერს და ისე გაინტერესებთ მათი მომავალი ბედი, რომ ეს მეტ სტიმულს მაძლევს ვწერო. დიდი მადლობა. შემიყვარდით მკითხველებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.