შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (დასასრული)


26-06-2016, 16:19
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 111

ალბათ,
არ არსებობს არაფერი
ტკივილზე უფრო
მტკივნეული.

888

_ მზად ხარ? _ მეკითხება ლილიკო, თერმოსში წყალს ასხამს და რამდენიმე ყინულს აგდებს.
_ კი, კიკიც მომყავს _ დათუნიას ხელს ვჭიდებ და კალთაში ვისვამ.
_ დათა მოვა მალე _ თერმოსს თავს ახურავს და რამდენჯერმე ანჯღრევს. ყინული ასკდება კედლებს და წკრიალებს.
_ ფრენის მეშინია _ ვუტყდები დედაჩემს.
_ ხო, მაგრამ დღეს ხომ არ მივფრინავთ...
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ლილიკო? _ მეცინება და ჩუპა-ჩუპსს პირში ვიდებ.
_ რავიცი ერთი, მეც კაი სულელი ვარ _ ეღიმება მასაც და ჩალაგებულ ბარგს უყურებს. ჩაფიქრებული ჩანს... თუმცა, საერთოდ არ შეცვლილა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. მე კი შევიცალე. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი, ახლა სულ სხვანაირი ვარ. ასე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩაკეტილი ემოციები ისე მაწუხებს... კიკის ხელს ვკიდებ და დივანზე ვათავსებ, მერე კი ვერცხლისფერ მაკბუკს ვიდებ მუხლებზე და ფაილს ვხსნი. რაღაც უაზრო ნაწარმოებს ვთარგმნი. ჩემთვის უაზროს, თორემ სხვისთვის ალბათ ძალიან აზრიანს. “ანა ფრანკის დღიური”. ეს წიგნი არ მიყვარს, რადგან ანტინაცისტური განწყობილება იგრძნობა და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ არ მომეწონოს. ებრაელები თავს აჩვენებენ ყველას, როგორც დაჩაგრულ, საწყალ ერად და საზიზღრობაა უბრალოდ. დღიურში ათასი რაღაც იქნება შეცვლილი, საბჭოელები ყველაფერს გაამუქებდნენ.
ათი წუთი გამყავს თარგმნაში. სულ რაღაც სამ სიტყვას ვგუგლავ, რომ სწორი ფორმით ჩავსვა და ვოხრავ. ალბათ, დრო რომ მქონდეს, ხვალ დავარულებდი. ბოლო რამდენიმე თავი დამრჩა სათარგმნი.
_ ნანკა, შეეშვი ახლა, მივდივართ _ წიწუნებს დედაჩემი და ამ დროს კარიც იღება. დათა სახლში შემოდის, უკან კი თავდახრილი ლიზა დგას. მის დანახვაზე კბილებს ერთმანეთს ვაჭერ და თავს ვიკავებ, არ ვუყვირო, რომ წავიდეს.
_ ლილიკო, წამოდი, ჩავიტანოთ ეს ჩანთები _ ეუბნება დათა დედაჩემს. ლილი თავს უქნევს და ნოუთბუქსაც მაცლის ხელიდან.
_ ჩემი ზურგჩანთაც წაიღე რა, _ ვეუბნები დედაჩემს. უსიტყვოდ იღებს ჩანთას და ცალ მხარზე იკიდებს _ დათა, ლიფტი გაფუჭებულია და შენ ჩამიყვან? _ ვეკითხები დათას და ლიზას არსებობას არც კი ვიმჩნევ. თვალებით მტუქსავს, მერე კარებს იხურავს და დედაჩემთან ერთად ქვემოთ ჩადის. მე ტუჩს ვიკვნეტ და ლიზას თვალებში ვუყურებ.
_ მაპატიე _ მაშინვე ტირილი უვარდება, ძირს ცურდება და კედელს თავს ადებს.
_ არაუშავს _ გულწრფელად მეცოდება, რადგან ჩემს გამო თავს რაღაცის გამო დამნაშავედ გრძნობს. ვერ ვაპატიებ, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს ცხოვრებას არ დავუნგრევ სინდისის ქენჯნის გამო.
_ ასე, ასე არ მინდოდა ყოფილიყო... რომ გავიგე, შენ და ნიკა ავარიში მოხდით _ სლუკუნებს და ვერ წყნარდება, მაგრამ ღრმად სუნთქავს და თვალებს ხუჭავს.
_ არ გინდა, გთხოვ. მშვიდად გამიშვი _ ვეუბნები უემოციო ხმით, მაგრამ ნიკას ხსენებაზე თვალები წყლით მევსება.
_ მომისმინე, გთხოვ, არ გამაჩერო...
_ კარგი, თხუთმეტი წუთი გაქვს.
_ რომ გავიგე თქვენი ავარიის შესახებ, თავიდან არც კი მჯეროდა... ვერ ვიჯერებდი, გესმის? ყველას ცუდს დავიჯერებდი, ყველას სიკვდილს, მაგრამ თქვენსას ვერც კი წარმოვიდგენდი, ნანო... მაპატიე, ასე მხოლოდ ნიკუშა გეძახდა. მერე, საავადმყოფოში ვიყავი. ნიკა აღარ სუნთქავდა უკვე, ხელი რომ შევახე, იცი როგორი ცივი იყო? ძალიან ცივი...ვიფიქრე, რა გვამივით ცივია მეთქი
_ გაჩუმდი! _ თვალები ერთმანეთს დავაჭირე და დავიჩურჩულე.
_ მერე, მითხრეს, მოკვდაო. სიცილი ამიტყდა, ნიკა მეთქი, ჩვენი ნიკუშა მეთქი... მერე ის მითხრეს, ნანო ვეღარასდროს გაივლისო და მაგაზე უფრო გამეცინა, ნანა მოცეკვავეა, რას ქვია ვერ გაივლის, შანსი არარის მეთქი. დედაჩემი ძლივს მაწყნარებდა, ერთი პირი იფიქრა, გაგიჟდაო _ თვალებზე ხელები მოისვა და ცრემლები მოიწმინდა _ ერთი კვირა შენ თავთან ვათენებდი და ვაღამებდი დედაშენთან ერთად. ექიმს ყოველ დღე ვეკითხებოდი, ფეხზე როდის დადგება მეთქი და ყოველ დღე, გესმის, არასდროს არ უთქვამს, ფეხზე დადგომის შანსი აქვსო _ სასოწარკვეთილმა ამომხედა და მისი ჩაწითლებული თვალები მეტკინა _ მერე, წამოვედი. იმის მერე აღარც მოვსულვარ შენთან. შენი თვალების დანახვა არ მინდოდა, როცა გაიღვიძებდი. წამოსვლის წინ, დედაშენს ვკითხე, ვინ დაეჯახა მეთქი. ის არა, ესენი დაეჯახნენო მითხრა დედაშენმა და... _ გულში ყველა ძაფი ეთდროულად ჩამწყდა. _ მაინც მივედი დათასთან. წერეთელო, არამზადა ხარ და სხვისი ცხოვრების დამანგრეველი, მკვლელი ხარ მეთქი ვუყვიროდი ბოლო ხმაზე. ჩუმად, ხალხი გვიყურებსო მითხრა
_ დეტალებში არ გინდა _ გულში რაღაც მძიმე მომაწვა და მუცელი ამტკივდა
_ ხალხი ფეხებზე მეთქი, ვუთხარი, შენ არაკაცი ხარ, რა ადამიანი ხარ, ნანკა გაანადგურე, ნიკა მოკალი და მიკვირს, თავისუფლად როგორ სუნთქავ მეთქი... არაფერი უთქვამს, გამიღიმა და შენი პალატისკენ წამოვიდა. სინდისი არ გაქვს მეთქი მივაძახე და გამოვვარდი. იმ დღეს შენც გაგიღვიძია... დედაჩემმა მითხრა. ვუთხარი, ნანკაზე არაფერი მითხრა, არ მაინტერესებს მეთქი. ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან მეთქი... არ იცი, როგორ გამიჭირდა. სიკვდილის ტოლფასი იყო, შენი არ ნახვა, შენი არ ჩახუტება, მენატრებოდი მაგრამ გადავუარე საკუთარ სურვილებს და შენც გადაგიარე. არც მიფიქრია, ეტკინება მეთქი, პირიქით, ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და მე ძველ ტკივილებს გავახსენებ, უფრო ვატკენ მეთქი ვიფიქრე...
_ არა, ლიზა _ სახეზე ხელები ავიფარე და ტირილისგან თავის შეკავება ვცადე.
_ ხოდა, ასე იყო... იმ დღეს, კაფეში იმიტომ არ მოვედი, რომ შემრცხვა შენი. ნიკას საფლავზე ვიყავი...
_ წამიყვანე.
_ სად?
_ ნიკუშასთან
_ დაგაგვიანდება საავადმყოფოში
_ ფეხებ*ზე მკი*დია საავადმყოფო, ნიკუშას საფლავზე წამიყვანე, გემუდარები. დავემშვიდობები _ გავუღიმე და თავი დამიქნია. მე კიკი კალთაში დავიბრუნე, ეტლის ბორბალს ხელხი მოვკიდე და ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.

888

დათამ გადმომიყვანა მანქნიდან, ხელში აყვანილმა მიმიყვანა საფლავთან და მერე ეტლში ჩამსვა ფრთხილად. გავუღიმე და თავი დავუქნიე.
_ ნიკუშა, მოვედი... დავაგვიანე, ხომ? მე ყველგან ვაგვიანებდი _ გამეღიმა და ყელში მეტასტაზებად მომაწვა მონატრება _ ბოდიში, აქამდე აქ რომ არ მოვსულვარ. ბოდიში, ძლიერი რომ არ ვიყავი შენს გამო. ასეთი რომ დაგენახე ალბათ როგორ არ მოგეწონებოდი... მაგრამ რა ვქნათ, ნიკუშ, ყველა იცვლება და შენმა წასვლამ მეც შემცვალა. იცი, მაშინ, რომ მითხრეს ნიკა მოკვდაო და შენ ვერ გაივლიო, ჩემი ინვალიდობა არც გამიგია, შენმა სიკვდილმა კი... არ ვიცი, ყველაფერი ერთდროულად ჩამიწვა. ვერ წარმომედგინა... შენ გახსოვს, რომ მითხარი, შენ თუ არ წახვალ, მე არ წავალო. ხოდა, ნახე, მე არ წავსულვარ, შენ დამტოვე. გადაგიტანე... როგორღაც, შევეჩვიე. შენმა უშენობამ დამაორსულა, როგორც ქეთათომ თქვა, ირაკლის სიკვდილის მერე. ხო, ნიკა, შენმა უშენობამ დამაორსულა. რა ბანალურია ეს ყველაფერი. ვერც კი წარმოვიდგენდი ადრე... რომ ასე... შეიძლება, ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე მტკივა და მაგ ბევრის აზრიც მაგრად მკი,დია. აქ ყველაფერს უშენობის სუნი ასდის. ხო, უშენობას წყლის და ნესტის სუნი აქვს. ხანდახან მეჩვენება რომ ღმერთი არ არსებობს. ათეისტი არ ვარ, უბრალოდ არ მწამს ღმერთის. სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვებს გავს, მაგრამ მე არ ვარ სასოწარკვეთილი. ღმერთის იცი როდიდან არ მწამს? შენ რომ წახვედი. ახლა, მე მივდივარ. მაპატიე, ამის მერე მე უნდა დაგტოვო სამუდამოდ. არ შემიძლია, ვერ გავუძლებ ამხელა ტვირთის ზიდვას... შენ ხომ გინდოდა, ბედნიერი ვყოფიიყავი? ხო, ასე ეგოისტურად, უნდა წაგშალო. მშვიდობით, ნიკუშა. ისე მიყვარხარ, როგორც არავინ ამქვეყნად. ისე მიყვარხარ, როგორც ვერავის შევიყვარებ _ თავი შევატრიალე, რამდენიმე წუთი უხმოდ ვტიროდი და მერე ეტლის შორს მდგარი მანქნისკენ გავაგორე. დათა საჭესთან იჯდა, თითებს ათამაშებდა და თავიც საჭეზე ჩამოედო. გავუღიმე და ამომხედა. გამიღიმა.
_ მეც _ მითხრა, ჩამოვიდა და მანქანაში ჩამსვა.

888

მოკლედ, დიდებო და პატარებო.
დავასრულე.
არც ვიცოდი, ამ თავით თუ ვასრულებდი.
თავისით დამესრულებინა.
ვიცი, ახლა ამასაც ტყუილად ვწერ,
კაცი-შვილი (ეს არ ვიცი ერთად იწერება თუ ასე) არ კითხულობს მაინც,
მაგრამ დიდი მადლობა,
თუ ვინმე ხართ ისეთი,
ვინც კითხულობდა...
დასასრულია,
ვინც მიხვდა ამ დასასრულს,
მიხვდა,
ვინც ვერ მიხვდა,
ცუდია, თუ ფანტაზიის უნარი არ გაქვთ
და ღრმად ვერ ჩაწვდებით :დ
ასე რომ, ჩაო, რამდენიმე დღით.
მისტიკით/საშინელებათა ისტორიით დაგიბრუნდებით.
მეტი მაინც რა საქმე მაქვს.
აბა, ჰე.
გაკოცეთ.



№1  offline წევრი შამხათი

მე მივხვდი... და მომეწონა.

 


№2  offline მოდერი nicol

ელე,
საოცარი გოგო ხარ. აი იცი როგორი? კონტრასტული... თან ცამეტი წლის და თან ასეთი მაგარი რამის ავტორი. თან ძლიერი და თან მგრძნობიარე. მოკლედ სასწაული ხარ love
ძალიან გთხოვ, აღარასოდეს თქვა რომ არ უნდა დაგეწერა, ან მაინც არავინ წაიკითხავს. შენი ნაწერები მკითხველის გარეშეც მშვენიერია (თუმცა არც თუ ისე ცოტა მკითხელი გყავს. თან მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა). ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი, შენს ასაკში შეიძლება ამ ისტორიის სათაურიც კი ვერ დამეწერა სწორად.
მოკლედ ნენუცა, ძალიან მიხარია შენი კიდევ ერთი დასრულებული ისტორია და ველოდები დანარჩენებსაც (იცი რომელსაც fellow )
მიყვარხარ ჩემო ჟელიბონო love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

იცი, დაწყებიდან ბოლო თავამდე ემოციებით მოგყვებოდი. შეიძლება რომელიღაცა თავზე არ დავაკომენტარე, მაგრამ ეს მერე ამინაზღაურებია და გამომისწორებია კიდეც. ახლაც კმაყოფილებისგან, შენი ნიჭიერებით კიდევ ერთხელ გაოცებული გავედი ისტორიის ბოლოში და ნეტა არ წამეკითხა შენი ბოლო მინაწერი. მკითხველზე როცა ასე საუბრობ მეტი დაკვირვება გმართებს. პირადად ჩემგან შენ როგორც ავტორს რა დაგაკლდა, რომ ისტორიის დასრულებისას ასეთი მინაწერი გაგეკეთებინა?! თუ მაინცდამაინც ყველა თავში ხოტბა-დიდებით უნდა გამოვსულოყავი?! ან რომელ კომენტარზე მეტყობა რომ ამ ისტორიაში რამეს ვერ ვიგებდი. საერთოდ ,არ მაინტერესებს სხვა მკითხველი რას ფიქრობს, მაგრამ მე როგორც რიგითს შენი ამ გამოსვლით სერიოზული შეურაცხყოფა მომაყენე.

 


№4  offline წევრი Teo Teo_2

ყოჩაღ..მე ძალიან მომეწონა ისტორიაც და შენი წერის მანერაც..მაგარი გოგო ხარ.

 


№5  offline წევრი lankobalero

Satauridan dawyebuli, bolo sityvit damtavrebuli istoria iko sauketeso, tavisi didi tkivilit, sisadavit da emociebis zgvit love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent