ორეულები (III თავი)
სახლში 5 წუთში მივედი, მაგრამ იქ ყოფნა აღარ მინდოდა. გამოვიცვალე და გარეთ გავედი. დიდი ხანი ვსეირნობდი და ნოლანზე ვფიქრობდი, ალექსი გამახსენდა. არ ვიცოდი დამერეკა, თუ მივსულიყავი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი. მინდოდა მენახა და დავლაპარაკებოდი. მისი ხმა გამეგო და გადმომდები სიცილი გამეგონა, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. აშკარა გახდა, რომ გოგო მეგობარიც უნდა მეპოვნა. ალექსს ნოლანზე ვერ დაველაპარაკებოდი, ამიტომ ეს აუცილებელი გახდა. უკვე 2 კილომეტრი მქონდა გავლილი, როცა დავინახე ის: მაღალი, შავგვრემანი, ცისფერი თვალებითა და სპორტული აღნაგობით. ნოლანი და ალექსი გადამავიწყდა. ის შემომცქეროდა დაუვიწყარი გამოხედვით. ეტყობოდა სკოლის მოსწავლე არ იყო, მისი გამოხედვა რაღაც სასწაულად მომეჩვენა.ხელს მიქნევდა, ვეღარ ვინძრეოდი, ორმა ქალმა გამიარა და ის გაქრა, აორთქლდა. ნუთუ ეს ფანტაიის ნაყოფი იყო . ნოლანზე ბევრად ლამაზი, მაგრამ მე მაინ ნოლანი მერჩივნა. ეს კაცი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ახლა ალექსთან მინდოდა, რათა ეს ფიქრები დამევიწყებინა, მაგრამ ის ხომ არ მოსულა სკოლაში. ახლა რა გავაკეთო? ვისთან წავიდე? ვის აქვს გადამდები სიცილი? არ ვიცი. ვიღაც მჭირდებოდა ვინც გამიგებდა და კარგად გამიცნებდა. ასეთი მარტო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყo. ფიქრებით თავგზაარეულმა გავაგრძელე სიარული. ბევრი ვიარე და უეცრად ბაღში ნოლანი დავინახე. გამიხარდა რადგან მასთან საუბარი თავისუფლად შემეძლო, მაგრამ გამახსენდა სკოლაში რაც მოხდა. მანაც დამინახა და გამიღიმა. მოვიდა და ჩამეხუტა. ალბათ მიხვდა, რომ ცუდად ვიყავი. უსიტყვოთ მეხუტებოდა. მსიამოვნებდა მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მომწონდა მაგრამ ის ხომ ახლახანს გავიცანი, სულ ორიოდე დღეა. ამის შეწყვეტა არ მინდოდა. თვითონაც მიხვდა, რომ უხერხულად ვგრძნობდი თავს, ხელები გამიშვა და მკითხა: -ხომ კარგათ ხარ?-გაიღიმა,-ვინერვიულე სკოლიდან რომ გამექეცი. მაგრამ იცოდე რაც ვთქვი სიმართლეა,-დასერიოზულდა და განაგრძი,- ვიცი ერთმანეთს არც ისე კარგად ვიცნობთ, მაგრამ ეგრე მგონია, რომ მთელი ცხოვრება გიცნობდი,- ხელი ჩამკიდა,- ახლა უკვე შენი გადასაწყვეტია. მაინტერესებს რას იტყვი.-ეს თქვა და სიჩუმე ჩამოვარდა. უნდა მეპასუხა, მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა, თუმცა მეც ეგრე ვფიქრობდი. ნოლანს ჩემი ალექსზე კარგად ესმოდა. ან უნდა დამეკარგა, ან ერთად უნდა ვყოფილიყავით. - მართალია ჯერ ერთმანეთს კარგათ არ ვიცნობთ, მაგრამ ნება ჩვენია.-ვთქვი, მან კი ჩაიცინა,- შეგვილია უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. გადამეხვია. ჩემი სიტყვები ორივეს გვესიამოვნა. რატომღაც ნოლანს ალექსზე მეტად ვენდობოდი. ვფიქრობდი მომეყოლა ჩემი წინაპრის ამბავი, თუ არა. ეს ალექსისთვისაც არ მომიყოლია. არ მინდოდა არავის ცოდნოდა, მაგრამ ასე გავგიჟდებოდი, ვინმესთვის გული უნდა გადამეშალა. გადავწყვიტე ეს ვიღაც ნოლანი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ არა. არ მინდოდა ეს მომენტი გამეფუჭებინა. მთელი დღე ვისეირნეთ. მეკითხებოდა ყოვლდღიურ ამბებს, რომელიც არაფრით იყო საინტერესო, მაგრამ რატომღაც აინტერესებდა. როცა მკითხა შეყვარებული ოდესმე გყოლიაო, ვუპასუხე არათქო. გაუკვირდა, მაგრამ ადვილად გამიგო. მოვუყევი, რომ უინტერესო და მოსაბეზრებელ ხალხს ვიცნობდი. გაიცინა და მიპასუხა, რომ მას მხოლოდ ერთი შეყვარებული ჰყავდა. რათქმაუნდა დამაინტერესა ამ ამბავმა და ვთხოვე მის შესახებ მოეყოლა. არ გაჰკვირვებია ეს შეკითხვა და გადაწვიტა ყველაფერი მოეყოლა: -ჩემი პირველი შეყვარებული ძალიან ლამაზი იყო. ულამაზესი თვალები ჰქონდა. კარგად მიცნობდა. ყველას უყვარდა, რადგან სადაც მივიდოდა პოზიტივი მიჰქონდა. იყო მხიარული და უყვარდა გართობა. ერთ დღეს უეცრად გაუჩინარდა და წერილი დამიტოვა, რომელშიც ბოდიშს მიხდიდა. ეწერა რომ არ ვუყვარდი და ჩემთან ყოფნა აღარ უნდოდა. ამან გულში დიდი იარა დამიტოვა, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი. არვიცი როგორ მოახერხე, მაგრამ ეს იარა მთლიანად შემიხორცე. ხმა ვეღარ ამოპვიღე. ჩუმად შევცქეროდი ნოლანს, თავის მრავლისმეტყველ თვალებში. იმ დღეს მეტი აღარ გვილაპარაკია. სახლამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. როგორ არ მინდოდა მეორე დღის გათენება. კლასში ორი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ნოლანი და ალექსი მელოდა, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ამ ფიქრებში ჩამეძინა. გათნდა მეორე დღე. სასწრაფოდ ავდექი, მოვწესრიგდი, აივანზე გავედი და გადავიხედე. გაოცებული დავრჩი, ნოლანი და ალქსი დამხვდნენ. ალბათ ერთმანთს ეჯიბრებოდნენ. ახლა რაღა უნდა მექნა? გადავწყვიტე სკოლაში ორივესთან ერთად წავსულიყავი. ძნელი დღე მელოდა. როცა ბიჭებთან ავედი ორივემ ერთდროულად მომესალმა. აშკარა იყო, რომ ისინიც ჩემსავით უხერხულად გრძობდნენ თავს, მაგრამ დათმობას არცერთი არ აპირებდა. სკოლამდე მიმავალი გზა ხმის ამოუღებლად გავიარეთ. შენობაში შესვლისას ყველა ჩვენ გვიყურებდა. წარმომიდგენია რა სანახავი ვიქნებოდი ორ ბიჭთან ერთად. მე და ნოლანი ანამ ერთად დაგვინახა, დაეტყო როგორ შეშურდა. დღესაც პირველი ისტორია გვქონდა. უნდა გადამეწყვიტა ვისთან დავმჯდარიყავი. ნოლანმა ამაზე ფიქრის საშუალება არ მომცა და მითხრა: -ისტორიაზე ჩემთან ხომ დაჯდები?- მან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. რაც თავი მახსოვს ისტორიის გაკვეთილზე სულ ალექსთან ერთად ვიჯექი. სხვა გზა არ დამიტოვა. უხერხული იქნებოდა უარი მეთქვა. -სიამოვნებით,-ვუპასუხე , ალექსს გავხედე და თავაზიანად ვკითხე-წინააღმდეგი ხომ არ იქნები? - როგორც გინდა, ფეი,- მიპასუხა, აშკარად იგრძნობოდა მის სიტყვებში ნოლანის მიმართ სიძულვილი. ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია. ახლა თვალები სიძულვილით აევსო და ნოლანისკენ მიიხედა,-იმედია კარგად მოუვლი.- ეს რომ თქვა გაბრუნდა და კლასში შევიდა. ალექსი ასე გამწარებული პირველად ვნახე. ნოლანი მომიბრუნდა და მითრა: -მესმის მისი. ჰგონია რომ შენს თავს ვართმევ. მის ადგილას უარესად მოვიქცეოდი.-ეს თქვა და ზარიც დაირეკა. ისტორიის მასწავლებელი დღეს ცუდ ხასიათზე იყო, ეს ნიშნავდა, რომ დღეს ბევრი დაბალი ნიშანი დაიწერებოდა. ნოლანი ახალი მოსწავლე იყო, ამიტომ გამოკითხვას ალბათ მისგან დაიწყებდა. ასეც მოხდა. ნოლანმა გამაოცა. პასუხი ყველაფერზე სწორად გასცა. მასწავავლებელი ამაზე უფრო გაბრაზდა და ყველასთვის მოსაწყენი დავალება მოგვცა. რატომღაც ნოლანს ეს გაუხარდა. ზარის დარეკვის შმდეგ ალექსი ჩემთან მოვიდა და რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ ნოლანმა დაასწრო: -დავალება ერთად გავაკეთოთ?-მრავლის მეტყველი თვალები მომაპყრო. დავინახე ალექსი როგორ გაბრაზდა, ალბათ ამის კითხვა თვითონ უნდოდა. ცოტა და ალქსი აფეთქდებოდა. ნოლანმა განაგრძო,- თუ გინდა დღესვე დავიწყოთ, ჩემთან ამოდი და ერთად ვიმეცადინოთ სხვა საგნებიც.- ეს თქვა, თუ არა დავინახე ალექსი როგორ გამწარდა. ცოტაც და ნოლანს დაარტყამდა. ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. ამიტომ ნოლანს ვუთხარი: -სიამოვნებით, სახლში დავრეკავ და გავაფრთხილებ,-ამ სიტყვებმა ალექსი უფრო გააბრაზა. ეს საკმარისი იყო. კაბინეტიდან გამოვედით. უცბად ალექსმა ნოლანი კედელთან მიიმწყვდია და მკარად უთხრა : - ფეი ჩემია!- ნოლანმა ეს აღარ მოითმნა. წიგნები ძირს დააგდო და ახლა ალექსი მიიმწყვდია კედელთან. უთხრა: -ფეი არავის საკუთრება არ არის. მას თავისი აზრი აქვს და შენ არავინ გეკითხება ვისთან ერთად იქნება. შეიგნე და სხვა შეიყვარე! - ნოლანი ასე გაბრაზებული პირველად ვნახე. აღარ შემეძლო მათთვის მეყურებინა. შევბრუნდი და კლასისკენ გავემართე. როგორც ბავშვებმა მომიყვეს ისტორიის მასწავლებელი გამოსულა და ერთმანეთი გაუშველებია. აღარ ვიცოდი ალექსთან მეგობრობას თუ შევძლებდი. ზარი დაირეკა და კლასში ორივენი შემოვიდნენ. როგორც წესი ალექსი ჩემთან იჯდა, მაგრამ ამჯერად ნოლანმა დაასწრო და გვერდით მომიჯდა. ალექსმა დაუბღვირა, მაგრამ ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოვიდა და ალექსს უთხრა სხვა ადგილი მოძებნო. ნოლანი როგორც ახალი მოცწავლე პრივილეგიებით სარგებლობდა. მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი იყო. სწორედ ეს გაკვეთილი გვქონდა. დრო საუკუნეებივით გაიწელა. როგორც იქნა დღე დამთავრდა. სულ გადამავიწყდა ნოლანთან წასვლას, რომ ვაპირებდი და ამიტომ სახლისაკენ მიმავალ გზას გავუყევი. ნოლანი დამეწია და შემახსენა . მოვტრიალდი და ნოლანს გავყევი. ნახევარი კილომეტრიც არ გვექნებოდა გავლილი, როცა ისევ ის კაცი დავინახე. ცისფერი თვალები მომაპყრო და ჩემსკენ გამოემართა. ადგილზე გავშრი. წამწამებსაც კი აღარ ვახამხამებდი. ნოლანს ჩემი რეაქცია არ გაჰკვირვებია. კაცი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. გულის ცემა გამიხშირდა. ახლოდან უფრო სიმპათიური მომეჩვენა. უკვე წინ მედგა. მხარე ხელი დამადო და მითხრა: -გამარჯობა ფეი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.