შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [9]


27-06-2016, 00:28
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 692

დიდ ხანს ვიბოდიალეთ ნახატებით სავსე სახლში.
ეს სახლი ჩემს ბაბუას ეკუთვნოდა, არც ისე ცნობილი, თუმცა ნიჭიერი მხატვარი იყო. როცა განმარტოება მინდოდა, ამ სახლს ვაფარებდი-ხოლმე თავს.
- ეს ქაღალდის ნავებია?
დაინტერესდა სანდრო.
- ჰო, ამ ქაღალდის ნავებით მინდა შემოვუარო დედამიწას გარშემო, ამ ქაღალდის ყვავილებს კი იმ ფრად გავაფერადებ, რა ფრადაც მომინდება.
- რა გიჟი ხარ, ელენე.
- ვიცი.
- რა გინდა?
- ანუ?
- ანუ, შენი ნება რომ იყოს, როგორ მოაწყობდი სამყაროს?
- ხომ გითხარი, ქაღალდის ნავებით ვიმოგზაურებდი.
- კიდევ?
- კიდევ... კიდევ, გუბეებში ვიცეკვებდი ბალეტს, მერე რა, რომ არ ვიცი. წვიმის წვეთებს შევაგროვებდი ხელში, ერთს, ორს, სამს.. ცოტა ხნით ჩემთან მეყოლებოდნენ, ჩურჩულით გავანდობდი უდიდეს საიდუმლოს, ლურჯი სევდით სავსე ლამაზ ლექსებს დამაწერინებდნენ იმაზე, თუ როგორ მითხარი ერთხელ დავიკარგოთო და ამ დროს დროც აგვცდა, მოგვიანებით როგორ შეეტყო უშენობა ქალაქს და როგორ დაკარგა ყოველმა ნივთმა შენი ანაბეჭდი.
მერე კი, ავდგებოდი და ხელისგულში მომწყვდეულ წვიმის წვეთებს წვიმას დავუბრუნებდი, არ მიყვარს ვალები.
- ჩემი ადგილი შენს სამყაროში არ არის, არა?
- როგორ არა, სანდრო. შენ ყველაზე ლამაზ ადგილას ხარ.
- მაინც?
- ქალაქის განაპირას, ნახატებით სავსე სახლში.
- ჰო?
- ჰო. ისე, მართლა რა კარგი იქნებოდა, ჩამოცვენილი ფოთლების საწოლზე, გაშლილ თმაზე მომეფერებოდი და მეტყოდი, რომ ჩემ წარმოსახვას განცდის ფერი აღარასოდეს ექნება, რადგან ახლა შენ ხარ ამ განცდის შემოქმედი და არც ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი მოგაგონებს წარსულის ტკივილს. ყველაფერი თბილი შემოდგომის ფრად იქნებოდა შეღებილი და მე და შენ კიბის გავლით ავიდოდით მთვარეზე. დიდ ხანს ვისხდებოდით იქ, გადმოვხედავდით დედამიწას, მერე კვლავ უჰაეროდ დამტოვებდა შენი სიახლოვე და სიცოცხლე აივსებოდა შენით. ფანჯრის რაფაზე ვისხდებოდით მე, შენ და ჩვენი სიყვარული. დაორთქლილ მინაზე დაწერილი სიტყვებით ვისაუბრებდით, ხელისგულში მომწყვდეული ბგერებითაც შეიძლება საუბარი, ისე. მერე კი, მერე...
- მერე?
- მერე, როცა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი შენი ან ჩემი თვალებით შემომხედავდა, მივხვდებოდი, რომ მთელი სიცოცხლე მიღირდა ამად.
- ელენე, შვილი გინდა?
- შენგან კი. შენ არა?

არ უპასუხია.
არ ვიცი, რამდენი ხნის მანძილზე ვიდექი ჩვენი კაფის შესასვლელთან.
შუშის კარიდან ვხედავდი ჩვენს აგილზე მჯდომ წყვილს და მეღიმებოდა.
ახლაღა მივხვდი, რას გულისხმობდა სანდრო ტკბილ-მწარე მოგონებებში,
მე ხომ ამდენი ხნის მერეც ვერ ვაცალკევებდი ”ჩვენ“ - ს.
ჩვენი გაცნობა გამახსენდა.
ჩემი მორცხვი და სანდროს თამამი ღიმილი, პირველი შეხება..
მარჯანიშვილზე ცხელი შოკოლადი რომ გადავასხი, რა სახე ქონდა, მეც როგორ შემრცხვა. მარჯანიშვილი... ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი აქ, ამ ქუჩაზე ხდებოდა.

ვხედავდი ძალიან ბედნიერ გოგოს და ბიჭს და მინდოდა მივსულიყავი მათთან.
მივსულიყავი და მეთქვა რომ სიყვარული ერთადერთი რამაა, რის გამოც ყველაფერი უნდა დაეთმოთ.. დაეთმოთ სიამაყე, პრინციპები.. რომ ეს ერთადერთია, რასაც მართლა შეეძლო დედამიწა ებრუნებინა,
რომ როცა გიყვარს, სისულელეა სხვა ყველაფერი, რომ ნებისმიერი წვრილმანისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, მათი დედამიწის ბრუნვა შეეჩერებინათ, რომ სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ, ისევე, როგორც მე.. ჩვენ ვერ გადავრჩით. 
მინდოდა, თუმცა არაფერს ვაკეთებდი.. ადამიანს ხომ საოცარი უნარი აქვს უყვარდეს, ზრუნავდეს..
სად წავიღეთ, რა ვუყავით ჩვენ, ჩვენს სიყვარულს, სად გავაქრეთ, ისე სად ჩავმარხეთ, რომ თავად ვეღარ ვიპოვეთ, ჩვენი დედამიწა როგორ გავაჩერეთ, ჩვენ ხომ ყველაფერი გვქონდა, ღმერთო...

***
სახლიდან წამოღებული დღიური გადავშალე და კითხვა დავიწყე. ისევ კადრებად დაიწყეს სირბილი მოგონებებმა.
მახსენდებოდა ყველაფერი და მეღიმებოდა.
ჩემი სანდრო... ჩემი.
აი, ის დღეც.
ხმას არ ვცემდი. საშინლად ვიყავი გაბრაზებული, იმდენად, რომ დილას არც კი ვაკოცე სახლიდან გასვლისას. უფრო მეტიც, ზედაც არ შემიხედავს. სერიოზული რომ მომხდარიყო რამე, კიდევ ჰო, რაღაც სისულელეზე ავყევით ერთმანეთს და სულ ტყუილად მომიშალა ნერვები. ჯიუტი, ვირი, დაეთმო, მოკვდებოდა?

მთელი დღე ცხვირაბზუებული დავდიოდი. სანდროზე გამწარებულმა მთელი თეატრი დავცოფე, ხმას არ ვცემდი ნორმალურად არავის. ჯერ ისიც არ მიპატიებია, დედამისის მეგობარი რომ შეგვხვდა და უთხრა გილოცავ, ცოლი მოგიყვანიაო და ამას ფერი წაუვიდა, რა ცოლი, შეყვარებულიაო. ნუ, არც მე მიყვარს ეს სტატუსები, მაგრამ აუცილებლად ფარატინა ფურცელი წყვეტს "ცოლ-ქმრობას"? პრინციპში, არც მაინტერესებს, უბრალოდ უტაქტო ვირი რომაა ამაზე მეშლება ნერვები.

მთელი დღე მსგავს ფიქრებში გავატარე. დავდიოდი ჩემთვის და ვბურდღუნებდი. არა, ერთხელ მაინც რომ მოეწერა, კიდევ ჰო, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, მაშინვე დამავიწყდებოდა გაბრაზება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც უფიქრია!!!

ლამის ცრემლები წამომსვლოდა ისე მეწყინა მისი უყურადღებობა. უკვე ღამის ათი საათი იყო, დილის მერე არც იცოდა როგორ ვიყავი და არც დაინტერესებულა. აღარ ვუყვარვარ ალბათ, ჰოდა ავდგები და წავალ! აი, ასე.
უცებ წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სანდროს გარეშე და არც მეტი, არც ნაკლები, თეატრის კიბეზე ჩამოვჯექი, თავი მუხლებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი, ხმამაღლა.
ალბათ მთელი ღამე სიამოვნებით ვიტირებდი, ასე ნაცნობი და საყვარელი თითები რომ არ მეგრძნო თმაში.
- აბა რა გატირებს, შე სულელო, ჰა? ელენე, სამი წლის ხარ? არ გრცხვენია?
- შენ არ გრცხვენია ეგეთი ვირი რომ ხაააააარ?
ამოვთქვი და უფრო ხმამაღლა ავტირდი.
- კი, ელე, ძალიან მრცხვენია და ამიტომ შემოვიარე მთელი ქალაქი ლურჯი ვარდების ძებნაში. ჩემო იასამნისფერო ოცნებავ, მაპატიე რა!
- აღიარე, რომ ვირი ხარ.
- ყველაზე დიდი ვირი ვარ, თუ ეს დაგამშვიდებს. ადექი ახლა, წამოდი, ჩაის სახლში წავიდეთ.

***
ფურცელი ამოვხიე და ქაღალდის ნავი გავაკეთე მისგან. იქვე, პატარა გუბეში ჩავდე და ფეხით გავუყევი ქუჩას.
დროდადრო ვჩერდებოდი და ვკითხულობდი. წაკითხული ფურცლებისგან ნავებს ვაკეთებდი და ვტოვებდი.

როგორ მენატრებოდა მისით სავსე დღეები, როგორ მენანებოდა და არ მეთმობოდა ჩვენი სიყვარული, მაშინაც კი, როცა ამ სიყვარულმა ყველაფერი წამართვა.

თეატრს ჩავუარე, გულში მტკივნეულად გამკრა რაღაცამ. რაც ის წავიდა, ყველაფერი მივატოვე.
ყოველი დღე და ღამე ერთმანეთს გავს. ყოველ ქარიან ღამეს ძვალსა და რბილში ატანს უმისობა. ასეც ხდება, ალბათ ესაა ყველა ნამდვილი გრძნობის ბოლო.
ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე. ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”.
მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი კი ამოვარდა იმ ღამეს, საავადმყოფოდან რომ მომიყვანეს, დაცარიელებული. თან ძალიან, ძალიან ძლიერი, ცივი ქარი. აი, ძვლებამდე რომ გაატანს და სიცივით აგივსებს მთელ არსებას, ჩაყლაპვით და გაქრობით რომ გემუქრება, ისეთი. მთელი ღამე ვუსმენდი ქარის ხმას. მაშინებდა, არ დამაძინა.
საზარელ სიჩუმეს მაინც სჯობდა, ალბათ. ისეთ სიჩუმეს, რომელიც სიმშვიდის კი არა, სიცივის მომტანია. გამჭვირვალეს რომ გაგხდის, იმ სიცივის. ჰო და, ქარი მერჩივნა ისევ. ეს ის შემთხვევაა, როცა ცუდსა და უარესს შორის აკეთებ არჩევანს.
ალბათ ქარის ბრალი იყო, რომ ის მცირე დროც, რაც ძილს დავუთმე, თვითმკვლელი თევზებით იყო სავსე.
ლაბირინთი.
გასვლა მარტო ერთი კარიდან შეიძლება, მაგრამ ეს არაა გადარჩენა. თუ ამ კარს გააღებ, სხვა, უფრო საშინელ სამყაროში აღმოჩნდები. ვერაფერს ცვლი, არ არსებობს გამოსავალი, ვერც შენი ფერადი ფანქრები დაგეხმარება აქ.
ამ გვირაბის ბოლოს შუქიც არ მოჩანს. საერთოდ არ აქვს ბოლო.
საბოლოო კოლაფსამდე სულ ცოტა რჩება. ვერც კი ხვდები სიზმარია, თუ რეალობა.
გეღვიძება.
ცივი ოფლი გასხამს და ხვდები, სიზმარი ყოფილა.
თავის ტკივილს და თავბრუსხვევას გრძნობ.
გარეთ კი ისევ ქარია.
ქარი, რომელსაც არაფერი მოაქვს სიცივის გარდა. არც იასამნის სურნელი, არც ჰაერისფერი აკორდები, არაფერი. ასეთ დღეებს არ აქვთ გაზაფხულის სუნი, აღარ მინდა ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება…
უბრალოდ თვალები მინდა დავხუჭო და სულ ეს არის, ეს არის სულ.
იცი, გაზაფხული მოვიდა… მგონი.
ერთი ისაა, რომ ეს საშინელი ქარი არ მაცდის რამე შევიგრძნო, მზის სხივებს მიმალავს.
ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს?
მე ვიყავი. ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა ცაზე ვარსკვლავები. “ისე ბრწყინავდნენ და ისე შორეულად”..
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ შეუძლებელია მეც მქონდეს პატარა უფლისწულის მსგავსი ასტეროიდი – მეთქი,
ჩემთვის ხომ ყველა ვარსკვლავი იცინოდა იმ წამს.
მერე.. მერე გამახსენდა როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა,
მაგრამ როგორც კი ამაზე დავიწყე ფიქრი, შევამჩნიე როგორ ჩაქვრა ნელ-ნელა ყველა მათგანი. ვინ მოგვძებნის მაშინ, როცა რძისფერი ნისლი ჩამოწვება ტყეში და გზას ვეღარ გავაგნებთ?
ალბათ ეს ქარიც ჩადგება ოდესმე და მზეც გამოანათებს, მაგრამ ახლა
მაინც კომას გავს ეს ყველაფერ.
როდის გავიღვიძებთ?

***
მახსოვს, ერთხელ მთელი სახლი იასამნებით მორთული დამხვდა.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონოდა.
არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული. ფაქტია, უხსოვარი დროიდან იასამნებზე ვგიჟდებოდი.
ბავშვობაში მამაჩემმა მითხრა ერთხელ, ხუთფურცლიან იასამნის ყვავილს თუ იპოვი,
ყველა სურვილი აგიხდებაო.
ასე მჯეროდა მუდამ.
მახსოვს, გაფართოებული თვალებით, გაფაციცებით ვეძებდი ხუთ ფურცელს
ათასობით იასამნის ყვავილში.
მეგონა თუ ვიპოვიდი, ნატვრისთვალივით იმოქმედებდა და
ერთბაშად ამიხდენდა ყველა ოცნებას.
გადიოდა დრო და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ოცნებები ასე ადვილად
არ ხდება და იასამნის ხუთფურცლიანი ყვავილიც მხოლოდ ერთით მეტი ფურცლით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
ვხვდებოდი ერთია, მინდოდა თუ არა დაჯერება – მეორე.
ალბათ ამიტომაც, დღემდე, როცა ხუთფურცლიან იასამანს ვხედავ,
რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს ძალაუნებურად
ვიწყებ ფიქრს იმაზე, რაც მინდოდა და არ ამიხდა.

ვფიქრობ და ცრემლებით მევსება თვალები, ნუთუ ასეთი შეუძლებელია იასამანი ოცნებებს ახდენდეს?
რას ვისურვებდი?
არ ვიცი. ალბათ, იასამნების ბაღს, სადაც ვიჯდებოდი და
დავწერდი იასამნის სურნელით სავსე, იისფერ დღეებზე.
ჩემზე და მასზე, ყვითელ ფოთლებზე, ვაშლის ნამცხვარზე და ლიმონის ჩაიზე.
მოიისფრო შეგრძნებებზე, ახდენილ, ან ვერახდენილ ოცნებებზე, ლურჯ სიზმრებზე, ქარზე, წვიმაზე, გვირილებით სავსე ველზე, ჩაკიდებულ ხელებზე, მისი ყელიდან გამოყოლილ სურნელზე,
იასამნეთზე, იასამნეთზე დავწერდი ბევრს, იასამნების ბაღში.

ჰო, მაშინ ბევრი იასამანი მქონდა სახლში. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლებოდა ქონოდა.

ასე იყო, თუ ისე, აღარაფრის ახდენას ქონდა აზრი. წარსულში ყველაფერი მსურდა, ახლა არარაობად ვიყავი ქცეული.
როცა სიკვდილი ოცნებად გექცევა, აღარ შეიძლება არსებობდეს რაიმე, ამაზე უფრო დიდი.
ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ დღეს აუცილებლად დაესმებოდა წერტილი ყველაფერს. არ მესმოდა როგორ, მაგრამ ყველა უჯრედით ვგრძნობდი ამას.

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იკლავდნენ თავს ადამიანები?
რატომ, ან როგორ ხდებოდა, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებდნენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის,
გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის?
როგორ, რანაირად უნდა მისულიყო ადამიანი მომენტამდე, როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს?
როცა მხოლოდ ცუდიღა გახსოვს და შენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები უბრალოდ აღარ არიან საკმარისნი, რომ იცოცხლო, ან, უბრალოდ აღარ არიან... როდის ხდება სიცოცხლე მისჯილი?

ახლა მესმოდა. დგება წუთი, როცა ემოციები პიკს აღწევს და მნიშვნელობაც აღარაფერს აქვს.
ამ დროისთვის იმდენად გამჭვირვალე ხდები, რომ ვერავინ გამჩნევს, იმდენად იდგამს სევდა და მარტოობა ფესვებს შენში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად და დასანანიც არაფერი რჩება.

ვფიქრობდი სანდროზე, ბავშვზე, იმ ყველაფერზე რაც ჩვენში მოხდა და მივხვდი, რომ დროა..



***
მა პა ტი ეთ!!!
რეპეტიციები და ისევ რეპეტიციები,
როგორც კი მოვახერხე დავწერე :(((



№1  offline წევრი შამხათი

ძალიან სევდიანი იყო...

 


№2  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
ჩემ წარმოსახვას განცდის ფერი აღარასოდეს ექნება, რადგან ახლა შენ ხარ ამ განცდის შემოქმედი და არც ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი მოგაგონებს წარსულის ტკივილს.

რას ვისურვებდი?
არ ვიცი. ალბათ, იასამნების ბაღს, სადაც ვიჯდებოდი და
დავწერდი იასამნის სურნელით სავსე, იისფერ დღეებზე.
ჩემზე და მასზე, ყვითელ ფოთლებზე, ვაშლის ნამცხვარზე და ლიმონის ჩაიზე.
მოიისფრო შეგრძნებებზე, ახდენილ, ან ვერახდენილ ოცნებებზე, ლურჯ სიზმრებზე, ქარზე, წვიმაზე, გვირილებით სავსე ველზე, ჩაკიდებულ ხელებზე, მისი ყელიდან გამოყოლილ სურნელზე,
იასამნეთზე, იასამნეთზე დავწერდი ბევრს, იასამნების ბაღში.

ჩვენ ვერ გადავრჩით. მინდოდა, თუმცა არაფერს ვაკეთებდი.. ადამიანს ხომ საოცარი უნარი აქვს უყვარდეს, ზრუნავდეს..სად წავიღეთ, რა ვუყავით ჩვენ, ჩვენს სიყვარულს, სად გავაქრეთ, ისე სად ჩავმარხეთ, რომ თავად ვეღარ ვიპოვეთ, ჩვენი დედამიწა როგორ გავაჩერეთ, ჩვენ ხომ ყველაფერი გვქონდა, ღმერთო...

**

ეს თავი მშვიდი, ნაზი და სიყვარულით სავსე მელოდია იყო, რომელიც საოცრად დაუკარი. მაგრამ არასწორად აღებული კლავიშივით მოხვდა თვალს, ყურს და გონებას "ვირი" რომელიც რამოდენიმეჯერ ახსენე.

..
შენ გაქვს უფლება დაასრულო ისე, როგორც გინდა.
თუმცა ჩემი აზრით არა მისი თვითმკვლელობით.
არ მომეწონება თუ ამხელა სისუსტეს გამოიჩენს ეს პერსონაჟი.

...
ძალიან მაგარი გოგო ხარ.


ვირია სანდრო, ვირი!
:დდდ
სიმართლე გითხრა რამდენიმე დასასრული მიტრიალებს თავში, ჯერ არც ვიცი რას ვიზამ.

მადლობა შენ <3

 


№3  offline წევრი მოიისფრო

"დგება მომენტი, როცა ემოციები პიკს აღწევს და მნიშვნელობაც აღარაფერს აქვს"


ემოციების ზღვაში ვარ და ვგრძნობ როგორ ვიძირები
სადღაც ღრმად...
სიცივეში...

რა გითხრა?
ის რომ შენ ხარ ჩემი ისმენე?!
ჰოოდა გითხარი!
ჩემი ისმენე!
ჩემი!
და გადაწყდა ეს!


ვეთანხმები "okay"-ს. უფლება გაქვს დაამთავრო ისე როგორც გინდა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და გეტყვი ერთ რამეს:



არ მინდა, შემოდგომის მელოდიაზე შესრულებული ვნებიანი სხეულის საუბარი, მხოლოდ ცხოვრების ფირზე ჩარჩენილი, მომენტალური კადრი აღმოჩნდეს.

 


№4  offline წევრი მოი’ის’ფრო

მოიისფრო
"დგება მომენტი, როცა ემოციები პიკს აღწევს და მნიშვნელობაც აღარაფერს აქვს"


ემოციების ზღვაში ვარ და ვგრძნობ როგორ ვიძირები
სადღაც ღრმად...
სიცივეში...

რა გითხრა?
ის რომ შენ ხარ ჩემი ისმენე?!
ჰოოდა გითხარი!
ჩემი ისმენე!
ჩემი!
და გადაწყდა ეს!


ვეთანხმები "okay"-ს. უფლება გაქვს დაამთავრო ისე როგორც გინდა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და გეტყვი ერთ რამეს:



არ მინდა, შემოდგომის მელოდიაზე შესრულებული ვნებიანი სხეულის საუბარი, მხოლოდ ცხოვრების ფირზე ჩარჩენილი, მომენტალური კადრი აღმოჩნდეს.


ჩემო მოიისფრო <3
არც მე მინდა ასე დასრულება, არც სიკვდილისთვის მემეტება, არც სანდროსთვის. საერთო ჯამში, რეალურად დავასრულებ.

პ.ს. ისმენე ძალიან გამიხარდა

 


№5 სტუმარი mtvaro svani

viri ki ara virze uaresia sandro.ar mesmis misi ra unda?ogond tvitmkvleloba ar gvinda

 


№6  offline წევრი მოი’ის’ფრო

mtvaro svani
viri ki ara virze uaresia sandro.ar mesmis misi ra unda?ogond tvitmkvleloba ar gvinda

აი, ვირი რომაა ეგ უნდოდა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent