შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (22თავი)


29-06-2016, 11:16
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 857

-გახსოვს რომ გითხარი სამსახურში ცოტა საქმეები ამერიათქო? მიტომაა ყოველ საღამოს რომ დავდივარ. რაღაც ცვლილებები მოხდა და ზოგი თანამშრომლის გაშვება გვიწევსო და მეც მათ შორის მოვხვდი. ამ თვის ბოლოს ვამთავრებ მყშაობას.
-კი მაგრამ მაგის თქმა ასეთი რთული იყო?
-არა მომიშმინე არ დამიმთავრებია. მე სამსახური აქ ვერ ვიშოვე, რომ მომეხედა თქვენთვის, ამიტომ საზღვარგარეთ მივდივარ. ვიშოვე იქ სამუშაო. ამ თვის ბოლოს დანამატს გვაძლევენ და შევძლებ წასვლას. შევეცდები რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე.
-კი მაგრამ დედა სად მიდიხარ?
-საბერძნეთში. ნანა დამეხმარა. კარგი სამსახურია და ანაზღაურებაც ნორმალური. არაფერს მოგაკლებთ ოღონდ თქვენ იყავით ჭკვიანად. მეტი არაფერი მინდა.
-კი მაგრამ სანდრომ იცის ეგ ყველაფერი?
-ხო აქ უკვე შენი დახმარება მჭირდება. მე რომ ბუთხრა შეიძლება გადაირიოს და გთხოვ შენ უთხარი.
-დედა ვიცი რომ შენთვის რთულია ამის თქმა, მეც გამიჭირდება. ყველანაირად შევეცდები მალე ვუთხრა და შენს წასვლამდე შევამზადო ამისთვის.
-კარგი თიკო შენი იმედი მაქვს. ეხლა დასვენება მინდა თუარ გეწყინება და მერე ნელ-ნელა მზადება უნდა დავიწყო. ერთი კვირაღა დამრჩა.
-კარგი დე... ღმერთო შევძლებ სანდროსთვის ამის თქმას?
-ეხ სანდრო, სანდრო, შენ მაინც რატომ შეგიყვარდა თიკო? ძმაკაცი მაინც არ იყო. მეც რა უნდა ვქნა? პირობა მაქვს და დადებული და ვალდებული ვარ ვუთხრა რომ თიკოსაც უყვარს, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ მერე თიკოს დავკარგავ, რაც არ მაწყობს, მაგრამ ძმაკაცსაც როგორ ვუღალატო? ეხ ნიკა რა უნდა ქნა? მეტი გზა არ მაქვს (ნიკა)
-სანდრო როგრ ხარ? შეიძლება?
-კი თიკო რა ხდება ხომ მშვიდობაა?
-კი უბრალოდ ყავა მოგიტანე. არ დალევ?
-კი როგორ არა. მადლობა... რაიყო როგორი სახე გაქვს რამე მოხდა? მგონია რომ რაღაც გჭირს.
-არა უბრალოდ თავი მტკივა ცოტათი, მეტი არაფერი.
-მეეჭვება მხოლოდ ეგ იყოს პრობლემა.
-შენ ხომ ვერავინ ვერაფერს დაგიმალავს. მოკლედ რაღაც მინდა გითხრა მაგრამ არ იღელვო კარგი?
-რაიყო ვინ გიყვარს იმის თქმას ხომ არ აპირებ?
-არა მაგას არც გეტყვი სულელო. საქმე სერიოზულადაა და გთხოვ მომისმინე.
-უკვე მაშინებ. თქვი რა ხდება.
-სანდრო ამის თქმა მიჭირს, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს. მოკლედ ხომ იცი რომ ამ ბოლო დროს დედა სამსახურში ხშირად დადის? ღამითაც კი. თურმე სამსახურში რაღაც ცვლილებები მოხდა და თანამშრომლებს ათავისუფლებენ და დედაც მათ რიცხვში მოხვდა...
-რაა? მეხუმრები? ის ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა?
-სანდრო მაცადე არ დამიმთავრებია, დედამ სცადა რომ სამსახური აქ ეპოვნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამ თვის ბოლოს დანამატს მისცემენ და საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. ნაპოვნი აქვს იქ სამსახური.
-რაა? სად მიდის?
-საბერძნეთში. ნანა დეიდა დაეხმარა სამსახურის პოვნაში. ანაზღაურებაც ნორმალური ექნება.
-კი მაგრამ ამას ამდენი ხანი მიმალავდი? როდის აპირებდი თქმას? ის ასე უბრალოდ ვერ წავა.
-სანდრო დაწყნარდი. ვიცი რომ რთულია შენთვის ამასთან შეგუება, და მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. გთხოვ არ წაეჩხუბო ამის გამო, ისედაც ღელავს რომ წასვლა და ჩვენი დატოვება უწევს, მაგრამ სკოლა ხომ უნდა დავამთავროთ? ბოლო წელი დარჩა და მორჩა, შემდეგ კი დედას აქ ჩამოვიყვანთ.
-კი მაგრამ მე არ მინდა რომ წავიდეს. მამა უკვე დავკარგე და დედის დაკარგვასაც არ ვაპირებ.
-სანდრო არ დავკარგავთ ნუ გეშინია, მე და შენ შევძლებთ მის დაბრუნებას. ერთ კვირაში მიდის ბილეთი უკვე აღებული აქვს. გთხოვ დაწყნარდი.
-კარგი ვწყნარდები ხო. ეხლა სად არის?
-დაღლილი მოვიდა და ისვენებს, ალბათ სძინავს კიდეც უკვე. რა იყო რატომ მკითხე?
-არაფერი ისე უბრალოდ.
-ღმერთო ჩემო რა გავაკეთო? მე არ შემიძლია თიკოსა და სანდროს შორის ჩადგომა, მათ ხომ ერთმანეთი უყვართ? მარგრამ თიკო მე უფრო მეტად მიყვარს ვიდრე სანდროს. გთხოვ ღმერთო ნიშანი მომეცი რა გავაკეთო (ნიკა)

ბოდიში დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის. უბრალოდ დროში ვარ შეზღუდული. შევეცდები შემდეგი თავი რაც შეიძლება მალე დავდო. თუ მოგეწონათ ეს თავი დამიკომენტარეთ. მედლობა ვინც კითხულობთ. <3



№1 სტუმარი ნია

ძალიან არ მინდა ნიკა გაბოროტდეს და სანდროს დაუმალოს ეს ამბავი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent