შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (20თავი)


22-06-2016, 12:43
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 240

-კი კარგად ვარ უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი.
-კარგი რა ისევ ნინი? გამხიარულდი უკვე ყველაფერი კარგადაა. გაიღიმე.
-არა ვიცი რომ ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ იმას ვუყურებდი თუ როგორ გახარებული წერდი ნიკას. მგონი შეგიყვარდა ხო? დამალვას აზრი არ აქვს.
-აუ ნერვები რომ არ მომიშალო ისე არ შეიძლება? ხომ იცი რომ მე ნიკა არ მიყვარს და უბრალოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი?
-ეგრე ადრე იყავით მაგრამ მგონი უკვე შენც შეგიყვარდა.
-აუ სანდრო არ მიყვარს ეს ნიკა და მორჩა.
-ხო კარგი არ გამლახო და არ ვჩივი.
-ხო მართლა ნიკამ შემოგითვალა ხვალ სკოლის შემდეგ გამოგივლი და მოგინახულებო.
-ვა როგორ მოხდა რომ გავახსენდი?
-არ ვიცი. ისე მე ხვალ სკოლაში მივდივარ რომ იცოდე. მერე რაღაც საქმეები მაქვს და მოვალ.
-რა საქმეები გაქვს ქალბატონო?
-ეგ შენი საქმე არაა, რომ იქნება საჭირო გაიგებ.
-ვა ,,დაჟე“ გავიგებ? კარგი მაშინ დაგელოდები.

მეორე დღეს სკოლაში
-თიკო სანდროსთან მივდივარ და სახლში არ მოდიხარ?
-არა ნიკა მე ჯერ საქმეები მაქვს და მერე მოვალ გვიან.
-რა საქმეები? სად მიდიხარ?
-აუ შენ სანდროსი რა ხარ ვა? რომ მოვალ სახლში გიგებთ.
-გასაგებია ქალბატონო. კარგი წავედი მე და არ დაიღამო.
-აუ შენ გკითხო ეხლა მე როდის მოვალ?
-ზუსტადაც. კაი წავე მე და მალე მოდი... პრივეტ სანდრო როგორ ხარ?
-რავი არამიშავს. შენ როგორ ხარ?
-მეც რავიცი. თიკო არ არის სახლში ხო?
-არა რაღაც საქმე მაქვს და მერე მოვალო.
-ხო ვიცი, შენთან რომ მოვდიოდი ვკითხე სახლში არ მოდიხართქო და ჯერ არა საქმე მაქვს და მერე გვიან მოვალო. ნეტა რა საქმე აქვს?
-არვიცი. მეც რომ ვკითხე ესე მითხრა რომ მოვალ გაიგებო და რავი.
-ხო რავი აპა, რომ მოვა მართლა გავიგებთ. შენ რაშვრები? რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ხარ და რა მოხდა? პირდაპირ გიბრწყინავს სახე.
-რა სახე მიბრწყინავს ბიჯო, მაგარ ცუდ დღეში ვარ მე საცოდავი, ეს როგორ დამემართა არვიცი.
-რა ხდება ხომ მშვიდობაა სანდრო?
-ნიკა დაჯექი და მომისმინე, ოღონდ ბოლომდე. გთხოვ.
-კარგი ოღონდ დროზე თქვი.
-მოკლედ, ეს როგორ დამემართა მე თვითონაც არ ვიცი, თან ყველაზე მეტად შენთან მრცხვენია ამის თქმა. მე ნინი აღარ მიყვარს და ამაში ყველაზე დიდი წვლილი თიკოს მიუძღვის, სწორედ ის დამეხმარა ამ ყველაფრის დაძლევაში, მაგრამ ის ისე იქცეოდა, ისე მედგა მხარში, მისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და მგონი მეც...
-სანდრო შენ რა მეღადავები?
-არა ნიკა, ვიცი რომ ეს ყველაზე ცუდი საქციელია, ვიცი რომ ესე არ უნდა მომხდარიყო, ვიცი რომ ყველაზე დიდი სისულელეა, მაგრამ შევეცდები ამაზე არ ვიფიქრო, ვიცი რომ მასაც არ ესიამოვნება, იმიტომ რომ სხვა უყვარს.
-სანდრო შენ რა აპირებ ძმაკაცს ეგეთი რამ გაუკეთო? მაგას ნამდვილად არ მოველოდი.
-არა ნიკა, გპირდები ხელს არ შეგიშლით.
-არა სანდრო, თქვენ ერთად გაიზარდეთ, ერთად ცხოვრობთ, ამიტომ შესაძლებლობა დიდია იმისა რომ მასაც შეუყვარდე, აქ მე ვარ ზედმეტი და სჯობს მე წავიდე თქვენგან.
-არა ნიკა ეს ყველაზე ცუდი საქციელი იქნება. მე ძმაკაცს რანაირად უუნდა შევუშალო ხელი?
-არა სანდრო მაინც ჩემი წასვლა სჯობს.
-ბიჭებო მეც მოვედი... რაიყო რა სახეები გაქვთ? მოხდა აქ რამე?
-ისეთი საინტერესო არაფერი თიკო.
-კარგი რა სანდრო. სადაცაა ტირილი დაიწყო და როგორ არ მოხდა არაფერი.
-მართლა არაფერი მომხდარა საინტერესო თიკო. ეს რაარი რამდენი რამ მოგიტანია?
-რავიცი, ცოტა დავლიოთ და გავმხიარულდეთ, თორემ თქვენ რომ გიყურებთ ისეთი სახეები გაქვთ თითქოს ყველა უბედურებამ თქვენზე გადაიარა.
-კარგი მიდი მოიტანე ჭიქები


მოგეწონათ ახალი თავი?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent