სიყვარული და ტკივილი (13თავი)
-არაფერი არ ხდება დედა. -კარგი რა. მე რას გამომაპარებ? ამიხსენი რა ხდება. -არაფერი უბრალოდ ნერვები მომიშალა რაღაცაზე და წავეჩხუბე. ისეთი სერიოზული არაფერია. დამიჯერე. -კარგი დაგიჯერებ. ჩემი ჭკვიანი. ეხლა კი დაიძინე. -სანდრო გაიღვიძე რა, რა დროს ძილია? (თიკო) -გოგო შაბათ-კვირას მაინც დამაცადე ძილი რა გინდა? -დედა სამსახურში წავიდა და მარტო მოვიწყინე. -მოიცა შაბათს რა უნდა სამსახურში? -არ ვიცი უფროსმა დაურეკა და გვიან მოვა, მე კი 8საათის მერე ტყუილად ვარ და მოვიწყინე. ადე რა. -კარგი ტირილი არ დაიწყო და არ ვჩივი. გადი და გამოვალ. საუზმე არის რამე რომ ვჭამო? -კი სალათი და შემწვარი კარტოფილი. -ოჰ ძალიან კარგი გადი და გამოვალ. -როგორია მოგეწონა? -კი დედას ყოველთვის გემრიელი საჭმელები გამოსდის. -დედას არ გაუკეთებია. მე გავაკეთე. -ვაი დედა. მართლა? ყოჩაღ შენ. ისე რაარი რა გჭირს? მთელი დილაა ცხვირ-პირი ჩამოგტირის. -სანდრო გუშინ დედამ მკითხა შენსა და სანდროს შორის რა ხდებაო. სიმართლეს ხომ არ ვეტყოდი? ეწევა და მაგის გამო ვარ ნაწყენითქო და ამიტომ ტყუილის თქმა მომიწია, მაგრამ მგონი მაინც რაღაცას ხვდება. -აუ, მადლობა რომ არ უთხარი, მაგრამ როდემდე უნდა დავმალოთ? მაგრამ მეცოდება, ისედაც იმდენს შრომობს, არ მინდა სანერვიულო დავუმატო. -მეც არ მინდა მაგრამ მაინც უნდა ვუთხრა, მაგის დამალვა არ შეიძლება. -ვიცი მაგრამ მეშინია. თუ თვითონ არ გკითხავს რაიმეს შენ არ უთხრა კარგი? მპირდები? -კარგი ხო არ ვეტყვი თუ თვითონ არ მკითხა. შენ რაშვები ნინოზე თქმას არ აპირებ თუ მე უნდა ვუთხრა მაინდამაინც? -არა დღეს მივდივარ ბიჭებთან ერთად, მაგრამ შენ იცოდე სიტყვა არ დაგცდეს. -მოიცა ბიჭები თუ არ წაგყვნენ შენ ისე ვერ მიხვალ? -ვერა მერიდება. მოდი რამეს ვუყუროთ თორე მთელი დღე რა გამაჩერებს? მოდი რამე საშინელებას ვუყუროთ. -აუ შენ სულ საშინელება როგორ გინდა? -ბავშვებო მეც მოვედი. როგორ ხართ? -კარგად დე შენ? ხომ მშვიდობაა დღეს რომ წადი სამსახურში? -კი სანდრო მშვიდობაა ნუ ღელავ. ეხლა ნანა დეიდა უნდა მოვიდეს საქმე გვაქვს და შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ? -კი დე როგორ არა. ჩვენ მაინც კინოსთვის უნდა გვეყურებინა. -აუ სანდრო ოღონდ საშინელება არა რა გთხოვ. -კიი, მე საშინელება მინდა. ერთი შეგეშინდება და გადაგიარს ნუ გეშინია. -ერთი შენ შეგშინებოეს არ მინდა მეტი არაფერი. -მაგას ვერასდროს ეღირსები პატარა ქალბატონო. -მაგასაც ვნახავ დიდო პრინცო. -რაიყო მაია რა გათეთრებული სახე გაქვს ხომ მშვიდობაა? -ეჰ რავიცი ყველაფერიი უბედურება ხომ მე უნდა დამემართოს. -თქვი რა ხდება თორე გადავირიე უკვე. -რადა დღეს უფროსმა დამირეკა სამსახურში მოდიო. მეთქი რა უნდათქო და წავედი. მივედი და ესე მითხრა: ფირმაში რაღაც ცვლილებებია და შესაძლოა ზოგი თანამშრომლის გათავისუფლება მომიწიოს და შენც მათ სიაში იყოო. -ვაიმე ეს რა მითხარი? მერე რას აპირებ? რა უნდა ქნა? ბავშვები რითი უნდა არჩინო? ჯერ სკოლის დამთავრება და შემდეგ კიდე იმდენი ფული სჭირდებათ. -არვიცი, არვიცი. დათო რომ ყოფილიყო აქ იქნებ როგორმე დახმარება გაეწია. ბავშვებიც ისე ღელავენ მის წასვლას, უბრალოდ არ იმჩნევენ. ცდილობენ დამალვას, განსაკუთრებით სანდრო, მაგრამ დედას რას გამოაპარებენ. მეც ძალიან ვღელავ. ერთი ფიქრი ვიფიქრე საზღვარგარეთ წავალთქო, მაგრამ როგორ ესენი სად დავტოვო ჯერ მაინც პატარები არიან, თავს როგორ მიხედავენ, მაგრამ თუ გამოსავალი მეტი არ მექნა და სამსახური აქ ვერ ვიშოვე მომიწევს საზღვარგარეთ წასვლა. -რავიცი რა გირჩიო. თუ აქ ვერაფერს იპოვნი მერე მართლა საზღვარგარეთ შეიძლება წახვიდე, სანდროს და თიკოს მე მივაქცევ ყურადღებას როცა მეცლება, მაგრამ მშობლის გარეშე მაინც რა ვიცი. -ვაიმე ძალიან მაგარი კინო იყო მე მაგრამ მომეწონა (სანდრო) -აუ ერთი შენ დღეს ღამე შეგშინებია და რას ვიცინებ? -გოგო რა უნდა შემეშინდეს? შენ მე ბავშვი ხომ არ გგონივარ ამხელა კაცი? ამდენ ტლიკინს ჯობია გაემზადო, გამარჯობა ნანა დეიდა. -აი სანდრო მეც გავემზადე. რაშვები არ მოდიხარ? -სად მიდიხართ ბავშვებოი მე არ უნდა მითხრათ? -უი დე დამავიწყდა. მე და სანდრო ნინისთან მივდივართ საქმე გვაქვს და მალე მოვალთ არ იჯავრო. -კარგი თიკო მალე მოდით არ დაიგვიანოთ. -კაი დე. მიდი სანდრო ბიჭებს დაურეკე და კითხე სად არიან და მე ნინის დავურეკავ ვკითხავ თუა სახლში. მოგეწონათ ახალი თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.