შოკოლადის ბრალია! (თავი 7)
-არაფერი ცოტა ცუდად ვარ წავალ ცოტას წამოვწვები -კარგი მიდი მომდევნო სამი დღე ასე გრძელდებოდა და ანა ჩემთან რჩებოდა ხოლმე ერთ დღესაც სააბაზანოდან გამოსულს ანა ოთახში დამხვდა, ხელში პატარა კოლიფი ეჭირა. -გამომირთვი!-მოვიდა და კოლიფი მომაწოდა -ეს რა არის?-კითხვსინიშნის თალებით შევხედე -ორსულულობის ტესტია, მიდი შებრუნდი საპირფარეშოში და გაიკეთე... -კარგი რა ეს რად მინდა? -მეხუმრები? საჩმელზე გული გერვა უაზრო რაღაცეებზე ბრაზდები, თავბრუ გეხვევა, სულ მჟავეებს ითხოვ... -გჯერა ამის? -ნახე მიდი შენი რამიდის? ტესტი გამოვართვი და საპირფარეშოში შევბრუნდი. 10 წუთში სახეწაშლილი გამოვედი, ანაც მომვარდა და ჩემ პასუხს ელოდებოდა, კედელს ავეკარი დაბლა ჩავცურდი და თავი ხელებში ჩავრგე.. -დადებითია-ამოვიკნავლე ჩემთვის... -ჩშშშ! დაწყნარდი. დაიმუხლა ანა და ხელები მომხვია. -უნდა მოვიშორო-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი , კარისკენ მივდიოდი როცა ანამ ხელი დამიჭირა. -რასაკეთებ გოგო, სულ გაგიჟდი?რა დაგიშავა ბავშვმა? -მისი არაფერი მჭირდება არ მინდა ისეთი რამ იყოს რაც მის თავს გამახსენებს გესმის? -ხო,მაგრამ ეს მარტო მისი შვილი არ არის, ეს შენი შვილია, ლიზა ცოტა დაფიქრდი, შენი სისხლი და ხორცი, შენ მოგიწევს მისი ცხრა თვე მუცლით ტარება. წარმოიდგინე როცა დაიბადება, როცა მის ხმას სულ პირველად გაიგონებ, როცა მისი პატარა ხელებით შენს ერთ თითს ჩაებღაუჭება, როცა პირველი კბილები ამოუვა, პიველ ნაბიჯერბს გადადგავს და როცა პირველად ,,დედა,,ს დაგიძახებს, გთხოვ ლიზა ამას ნუ იზამ, მეც ყველანაირად გვერდში დაგიდგები... -ანა მე... მე .... არ ვიცი. მეშინია ანა!-ვუთარი და ტირილი დავიწყე. -ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ ყველანაირად გვერდში დაგიდგები. -მოვიფიქრებ-ვუთხარი ანას და თავი მის მუხლებზე დავდე-არ ვიცი თან ვმუშაობ ორსული როგორ ვიმუშავებ? -ყველაფერი გამოგივა -მაშინ იქამდე ვიმუშავებ სანამ მუცელი ძალიან დამეტყობა ,,ნუ გეშინია ჩემო პატარა, დედა არაფერს მოგაკლებს,, ვთქვი და ხელი მუცელზე დავიდე -მიდი ახლა დაისვენე დილით ადრე ხარ ასადგომი-მითრა ანამ და საბანი დამაფარა ********** მას შემდეგ რაც ლიზა გავიცანი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ღმერთო რაგავუკეთე იმ საწყალ გოგოს, ახლა ვნანობ ასე,როგორ დავეცი, დაგიბრუნებ ლიზა და შენ მაინც ჩემი იქნები. ფიქრობდა ბართან მჯდარი მამაკაცი,რომელიც მეხუთე ორმაგი ვისკის ჭიქას ცლიდა, ფეხზე ადგა იგრძნო სასმლის ზემოქმედება და ბარბაცით გაეშურა კარისკენ იქვე კუთხეში წყვილს მოვკარი თვალი ზუსტად, რომ კარგ დროს მივედი, როდესაც ბიჭს გოგოსთვის დასარტყმელად აღმართული ხელი დავუჭირე, საბრალო გოგონა სახეზე ხელს იფარებდა... მორჩა არ ც მე და არც არავის მივცემ ამის უფლებას ქალებს ასე მოქცეოდნენ, მეც არ ვიცი რატომ ვეხმარებოდი ალბათ ჩემი შეცდომის გამოსწორებას სხვისი დახმარებით ვცდილობდი... -არ გაბედი!-ვუთხარი ბიჭს, რომელიც გაცეცხლებული თვალებით მომჩერებოდა... შეშინებულ გოგონას შევხედე (ლიზასაც ასე ეშინოდა ჩემი ღმერთო) -ყველაფერი კარგად იქნება.წადი! -ვუთხარი გოგონას მანაც თავი დამიქნია და იქაურობას აგეცალა... -ხელი გამიშვი- დაიღრიალა ბიჭმა -ახლა მომისმინე, მეორედ აღარ გაბედი გოგოს ასე მოექცე. -ნეტა რას მეუბნები? შენ რა გესმის? -სწორედ, რომ მესმის იმიტომ გეუბნები არ მინდა ისეთი შეცდომა დაუშვა როგორიც მე და მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს -და ჩემი ბრალია შენ თუ ასეთი შცდომა დაუშვი? -არა შენი არა-ტუჩის კუთხე ჩატეხა მამაკაცმა ყველაფერი ,,შოკოლადის ბრალია,, -მისმინე შენი დრო არ მაქვს უნდა წავიდე და იმ გოგოს ჭკუა ვასწავლო -კიდევ ვერ გაიგე ხომ რაც გელაპარაკე?კარგი მაშინ სხვანაირად ვცადოთ-მუშტი მოუქნია და სახეში დაარტყა ბიჭი დაბლა დაეცა, ბარბაცით დგებოდა და მამაკაცისკენ იწევდა თუმცა იქ მყოფმა ბიჭებმა დააკავეს... სახლში ბარბაცით დავბრუნდი და დივანზე ჩამოვჯექი ჭიქაზე ვისკი დავისხი,ყინულები ჩავყვერე და მოვსვი. ფეხს ნერვიულად ვათამაშებდი. შემდეგ ფეხზე წამოვდექი და კედელს რაც ძალი და ღონემ ონდა ვესროლე ჭიქა... მუხლებზე ჩავიჩოქე თვალებზე ხელისგულები მივიჭირე ,,მაპატიე გთხოვ,, ვთქვი ჩემთვის ,,დამიბრუნდი,, დავიღრიალე ბოლო ხმაზე.... მაგიადაზე დადებული ჟურნალები ვისკის ბოთლი და ჭიქები ერთი ხელის მოსმით დაბლა გადმოვყარე, მუშტებს იატაკს ვურტყავდი და გაცეცხლებული ლომივით ვღრიალებდი. ყველაფერს ვამტვრევდი რაც კი ხელში მომხვდებოდა ,,უკვე ორჯერ დამისხლტა ხელიდან, მესამედ ამას ვერ შეძლებს.კიდევ ერთი შეხვედრა და ვეღარავინ შემიშლის ხელს, ვერსად გამექცევი,, გამოვცერი კბილებში. საკუთარ თავს ვერ ვცნობ ასე არასდროს ვყოფილვარ,გოგონები აქეთ მე დამდევდნენ,ახლა კი ყველაფერი მომიბრუნდა დაა...ვის დავდევ? დავუსვი ჩემ თავს კითვა. ვიღაც ლაქირაკ გოგოს, დაუცველ,უსუსურ არსებას,რომელიც ყველას თვალდახუჭული ენდობა,რომელსაც არ ჰყავს ისეთი ვინმე ვინც დაიცავს. გოგოს ,რომალსაც ტკბილი ცხოვრება გავუმწარე, რომელსაც ახლა ჩემი ხმის გაგონებაზე არა ხმის არა ჩემს დანახვაზეც კი შველივით აკანკალებს. სწორედ ეს შიში, სწპრედ ეს მიამიტი, თჲმცა ამაყი ხასიათი მიზიდავს მასში, თითქოს უხილავი ძაფებით მიმაჯაჭვეს მასზე. მეშინია... მეშინია რომ შეიცვლება მეშინია, რომ დავკარგად და ეს ვისი ბრალი იქნება? რათქმაუნდა ჩემი სიმწრით გამეცინა ჩემს აღიარებაზე.აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე თითქოს მთელი ჩემი დარდი და პრობლემები ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე... ********* -ლიზა გუშინდელი საბუთები და ერთი ფინჯანი ყავა შემომიტანე თუ შეგიძლია-მითხრა ტელეფონში უფროსმა -დიახ ახლავე ბატონო დავით-ფეხზე წამოვხტი თუმცა თავბრუსხვევა ვიგრძენი და მაგიდას დავეყრდები ხელი მუცელზე დავიდე ,,ყველაფერი კარგადაა,, ვთქვი და საბუთებს ხელი დავავლე, ყავაც ავიღე და უფროსთან შევედი. -მადლობა ლიზა დაჯექი სერიოზული საქმე მაქვს... ბატონი დავითის წინ დავჯექი და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. -გი...გისმენთ ბატონო დავით -გილოცავ- თვალები გაუბრწყინდა დავითს, საცდელი ვადა წარმატებით დახურე, ძალიან მომეწონე ეს ერთი კვირა თავდაუზოგავად იმუშავე!ყოჩაღ! -დიდი მადლობა-ემოციებს ვერ ვმალავდი და ადგილზე ვცქმუტავდი.. -კარგი ახლა წადი საქმეები მაქვს უახლოეს მომავალში ცვლილებებს ელოდეთ-მრავალმნიშვნელოვნად თქვა და თავი საბუთებში ჩარგო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.