შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსეტის საიდუმლო (თავი 6)


1-07-2016, 01:26
ავტორი tekka
ნანახია 1 787

********************

-წარმოიდგინე პიერ,ჩვენი შერიგებით ყველა ისარგებლებს.ჩემი ოჯახიც,შენიც და მმართველი პალატის ზოგიერთი წევრიც.ყველა პრობლემას მოეღება ბოლო.აღარც აჯანყება იქნება....
-კი მაგრამ აღარ გაჩუმდები?!აღარ მინდა ამ თემას კიდევ ერთხელ განვიხილავდე.მორჩა!ყველაფერი დასრულდა ანჟელიკა!დროა შენც შეიგნო და შეეგუო არსებულ სიტუაციას.
-იმ გოგომ მოგაჯადოვა?ის გაქეზებს ჩემს წინააღმდეგ, ასეა არა?!-ცრემლებამდე მისული ანჟელიკა უაზროდ ცდილობდა დაეთანხმებინა შეთავაზებაზე.-ნეტავ სულ არ წასულიყავი წყეულ იტალიაში!ახლა ყველაფერი ჩვეულ ადგილზე იქნებოდა.
-აღარაფერი იქნებოდა ჩვეულ ადგილზე,ანჟ.მე რომ იტალიაში არ წავსულიყავი ერთმანეთს მაინც დავშორდებოდით.ლეას არა,მაგრამ ალბათ,სხვას ვნახავდი...
-ანჟ?!ასე ბავშვობაში მეძახდი გახსოვს?-„მეგობრულად“ ჩამოადო მხარზე ხელი და უფრო ახლოს მიიწია.-წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს...
-შენც იცი, ეს შეუძლებელია და ნუ ებღაუჭები არარსებულ იმედებს,ძალიან გთხოვ.ერთადერთი რასაც გთხოვ,თავს ნუ დაიმცირებ ჩემთან.ჩვენი მეგობრობის გამო მაინც.-შიშველი მხარიდან ფრთხილად მოიცილა გიპიურის ხელთათმანდიანი ხელი და გაიწია,თითქოს მის წინ ადამიანი კი არა, აყროლებული ცხოველი ყოფილიყოს.
-იცოდე ის გოგო...-სიტყვის ბოლომდე თქმა არ დასცალდა ანჟელიკას,რადგან ამ დროს,მისთვის უკვე საძულველმა ქალმა შემოაღო კარი და პიერს უხმო.
ბრაზისგან და ნერვებისგან გაწითლებულმა ანჟელიკამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.მისთვის,ახალმოსული იაფფასიანი კახპასავით გამოიყურებოდა.თანაც,ასე თამამად დააბიჯებდა სასახლეში,როგორც საკუთარ ოთახში.წითურის თავხედურმა და მედიდურმა საუბარმა კიდევ უფრო გამოიყვანა მწყობრიდან და დროულად რომ არ გასულიყვნენ ოთახიდან უეჭველად დამართებდა რაიმეს.
პიერთან საუბარს არანაირი აზრი აღარ ქონდა.თავის დამცირებას მეტად ვეღარ შეძლებდა.ბოლოს და ბოლოს ის ქალი იყო და თავმოყვარეობა არ აძლევდა მეტის გაკეთების საშუალებას.ერთადერთი,რაც მოიფიქრა,ეს წერილის დატოვება იყო.წერილი,რომლითაც აშკარად იწვევდა პიერს.
„ძვირფასო პიერ!
მე არ ვიცი,რა დაგმართათ მაგ ქალის სილამაზემ, მაგრამ პარიზის კიდევ ერთ აჯანყებას და შემდგომ უკვე,სამოქალაქო ომს ნამდვილად ვერ დაეხმარება მისი მშვენიერება.მე შანსი მოგეცი გამოგესწორებინა საკუთარი შეცდომები და დაფიქრებულიყავი მაინც,მაგრამ როგორც ვხედავ,ამაშიც „ის ქალი“ გიშლის ხელს.არჩევანი შენზეა.საკუთარი ქვეყანა ან ქალი,რომელიც ვინ იცის,ოდესმე გახდება შენი?!
ნუ გამოიჩენ უგუნურებას!
დიდი იმედებით,
ანჟ!“

*
-ეს ქალი არ მოისვენებს,სანამ თავისას არ მიაღწევს არა?-აუზთან მისვლისას ჰკითხა ლეამ და გულუბრყვილო თვალებით ახედა.
-ეს ქალი იმას გააკეთებს,რასაც მე ვეტყვი.-ხელები გაშალა და პირდაპირ გადაეშვა წყალში.ერთი-ორი მოუსვა მკლავი წყალს და ისევ დაბრუნდა ნაპირთან,სადაც ლეა ისევ ისეთი სახით იდგა.-იცით რატომ გააკეთებს?იმიტომ,რომ მას ისევ თავდავიწყებით ვუყვარვარ და ძალა არ შესწევს ჩემს სურვილებს წინააღმდეგობა გაუწიოს.თანაც...მე მის შესახებ ბევრი ბინძური რამ ვიცი.-თვალი ჩაუკრა წითურს და ამჯერად უფრო შორს გაცურა.
-პიერ,ცუდს არაფერს გააკეთებთ,ხომ ასეა.
-ვინ იცის ლეა,ვინ იცის.ვინც ჩემს საყვარელ ადამიანებთან იჭერს საქმეს ცუდად,ორმაგად ცუდი ემართებათ საპასუხოდ.დარდი ნუ გაქვს ამაზე.- პირსაწმენდით ცოტათი შეიმშრალა ტანი და ლეას გვერდით,სახელდახელოდ მოწყობილ შეზლონგზე მიეფიცხა მზეს.
-უცნაური ხარ.მომწონს შენი გულისხმიერება და სიკეთის კეთების სურვლი,მაგრამ მაშინებს ასეთი საუბრები.არ მჯერა,რომ შეგიძლია რამე დაუშავო „მას“.
-მე კი მომწონს,რომ შენობით საუბარზე გადმოხვედი და ნამდვილად არ მომწონს,რომ ანჟელიკაზე ამდენს მესაუბრები.ერთი რამ დაიმახსოვრე ლეა,ყველა იმას იღებს,რასაც იმსახურებს.იმ შემთხვევაში,თუ ანჟელიკას რაიმე ცუდი დაემართება ჩემი მიზეზით,ეს იმას ნიშნავს,რომ იმსახურებდა.მე სიყვარული ძლიერი ვიცი,მაგრამ შემიძლია ასეთივე სიძლიერით შევიძულო.
ანჟელიკაზე და მისგან წარმოქმნილ პრობელემებზე აღარ უსაუბრიათ მეტად.გამაგრილებელი,ცივი სასმელით ხელდამშვენებული მიეახლა ბერტა მოსაუბრეთ და ლეას ჩამოქნილი ფეხები კიდევ ერთხელ შეუქო,რაზეც ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ დაიმორცხვა.

საღამოს სასახლეში ყველა მსახური თავის ადგილზე დაბრუნდა და ჩვეულებრივ,ისევ ხმაურმა და საქმიანმა გარემომ დაისადგურა.სასახლისგან მობეზრებულმა წითურმა უკმაყოფილება გამოთქვა ისევ უზარმაზარ სასადილოში საუზმობაზე,ამიტომ პიერმა შესთავაზა პარიზის გარეუბანში, თავის პატარა ბინაში წასვლა.აღფრთოვანებული დასთანხმდა ლეა და მაშინვე შეუდგა მზადებას.
*
აივანი,რომელზეც წყვილი ვახშმობდა ზემოდან გადაჰყურებდა პარიზს.დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა ვიწრო ქუჩებს შორის მოსეირნე ხალხს და სახლებს,რომლის ფანჯრებიდან სინათლე გამოდიოდა.აგერ,ფანჯარას,რომელსაც ლეა რახანია უმზერს,დედა თავის პატარას აძინებს.მის გვერდით ფანჯარაში წყვილი კავდება სიყვარულით,რომელსაც საიდანღაც ქარის მოტანილი ვიოლინოს ხმაც სასიამოვნოდ ერთვის და საღამოს კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდის.ერთ-ერთი სახურავის თავზე კატა იზმორება და ადგილს ეძებს დასაძინებლად.ცოტა მოშორებით, მოქეიფე ახალგაზრდების ხმაური აწუხებს გზისპირა მცხოვრებლებს და ისინიც,არ იშურებენ სალანძღავ სიტყვებს.
მაგიდაზე ორი ჭიქა და ჭიქებში შავი ღვინო.პატარა მრგვალი მაგიდა და გარშემო ორი სტუმრით,რომლებიც არსებული მდგომარეობით ტკბება.გოგონას თმა აქვს გაშლილი.დროდადრო თუ ჩამოეწევა წინ ნაჩქარევად გადაყრის უწინდებულ მდგომარეობაში და ისევ გაღიმებული სახით შესცქერის არემარეს.ვაჟს აშკარად მობეზრებული აქვს ეს ყოველივე.საერთოდ არ აინტერესებს მოპირდაპირე ქუჩების ხედი.მისი თვალების ერთადერთ ობიექტს ამჯერადაც,ისევე როგორც სხვა დროს,ლეა წარმოადგენს.უნებურად ჩაცლილ სამ ბოთლ ღვინოს არ იმჩნევს და მეოთხეს ხსნის.პირველს,რათქმაუნდა ლეას უსხავს.ისიც, დაუფიქრებლად ცლის და უკვე მეორეს ითხოვს.მისი სითამამე ფრანგის დაუფარავ ღიმილს იწვევს,მაგრამ მას მოწონს წითურის მოშინაურება.
მეოთხე ბოთლიც დაიცალა.
-დიდი ხანია ჩუმად ზიხარ.
-მომწონს აქაურობა.უბრალოა ყველაფერი.
-ღარიბიო, გინდოდა გეთქვა ალბათ...
-არა პიერ!შეხედე იმ წყვილს,აგურის სახლის მეორე სართულზე რომაა.როგორ ფიქრობ,ისინი ღარიბები არიან?
-ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სახურავი.მდიდარი დიდი ხნის წინ შეაკეთებდა,თანაც ეს ღარიბთა კვარტალია.ჰო,ისინი ღარიბები არიან ლეა.გინდა მისაყვედურო?
-არა მე არ გსაყვედურობთ და არც ამგვარ სიღარიბეზე გესაუბრებით.აქედანაც შესანიშნავად ჩანს,მათ არაფერი გააჩნიათ ჩამოთხრილი კედლების და ძალიან გამხდარი,ქუჩის კატის გარდა.ჰო,ისინი ძალიან ღარიბები არიან მატერიალურად,მაგრამ სახეზე შეიძლება რაიმე შეამჩნიო?მათ ერთმანეთი ჰყავთ პიერ!ისინი სიყვარულით კავდებიან,უყვართ ერთმანეთი და სწორედ ამიტომ არიან მდიდრები.მე ან შენ ეს შეგვიძლია?არა პიერ,არ შეგვიძლია!ყველა წერტილს ვედებით,გვინდა ყველა და ყველაფერი მოვიცვათ,მაგრამ საბოლოოდ საკუთარი თავი გვავიწყდება.საკუთარი თავი....და სიყვარული.-თავი ხელს ჩამოადო და მძიმე ამოოხვრით,ნაღვლიანად გახედა მისი საუბრის ობიექტებს.
-ოთხმა ბოთლმა ბურგუნდიულმა თავისი ქნა.
-არა,არა ღვინოს თავი დავანებოთ.მთელს საფრანგეთში ყველაზე მდიდარი ხარ პიერ.გრძნობების მხრივ კი ყველაზე ღარიბი.
ლეა ნამრვილად მთვრალი იყო, ამას პიერიც აცნობიერებდა,მაგრამ მისი სიტყვები გულზე მოხვდა.წამით ჩაფირდასავით და ფეხზე წამოდგა.
-ვფიქრობ, დროა უკან დავბრუნდეთ.
-მე აქ მინდა დარჩენა.-მტკიცედ თქვა წითურმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-აქ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარია ლეა.აქ მხოლოდ უკიდურესად მოწყენილობის დროს ან როცა რაიმეზე ფიქრი მჭირდება მაშინ მოვდივარ ხოლმე.შენ არ შეგეფერაბა.
-მე მიზიდავს სიძველის სუნი.აქ ვრჩები!-ჯიუტი ბავშვივით კიდევ ერთხელ გაიმეორა და ამჯერად, მოაჯირზე შეაწყო ფეხები.
-კარგი.ვიყოთ აქ და ვისაუბროთ სულიერ სიღარიბეზე,ეს გინდა?
-შენ მთვრალი გგონივარ...
-ჰო, ალბათ მგონიხარ.ორივემ ზომაზე მეტი დავლიეთ...
-მართალია.ამდენი არასდროს დამილევია.-ფეხზე ადგა და მოაჯირს მიეყუდა.ახლა ნამდვილად იგრძნო ღვინის ძალა.ფეხების დაბუჟება და თვალების მიბლეტვა ერთდოულად დაეწყო.ცდილობდა ისე მოქცეულიყო,როგორც ფხიზელი,მაგრამ მისმა მცდელობებმა სწორად გაევლო აივანზე, პიერის ხარხარი გამოიწვია.
-ალბათ, ხვალ აღარც გემახსოვრება დღევანდელი საღამო.თუმცა მინდა გითხრა,რომ ძალიან კარგი დღე იყო.დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ...მადლობა ამისთვის.
ლეა ნელა მიუახლოვდა და წინ აესვეტა.ისე რომ მისი კაბის ბოლო პიერის ფეხსაცმელს ფარავდა.ყურადღებით აკვირდებოდა მჯდომარეს,თითქოს პირველად ხედავსო.თმას ხან აქეთ,ხანაც-იქით გადაუწევდა.ბოლოს მთლად აუწეწა და კმაყოფილმა გაიღიმა თავისი ნამოქმედარით.პიერს თვალები ეხუჭებოდა ლეას ხელების მოძრაობაზე.ბოლოს,მთლად გათიშულმა მკერდზე მიიყუჩა და იქამდე არ აუწევია თავი,სანამ ხელები ვეღარ იგრძნო.
თავზე ნახევრად მძინარე ლეა დაჰყურებდა გათიშული სახით.ხელის მცირე ბიძგით კალთაში ჩაისვა და მაგრად მოხვია ხელები. წითურს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.არც ძალა შესწევდა ამის და არც სურვილი.მორჩილად დაჰყვა ფრანგს და ძლიერ მკლავებში გაიტრუნა.
-შეიძლება ხვალ მართლაც არაფერი მახსოვდეს...-ოდნავ აიწია და მორიდებით აკოცა ქვედა ტუჩზე.პიერი თითქოს, ამას ელოდაო ძალიან ჩვეულებრივად მიიღო და საპასუხოდ მხოლოდ თვალზე აკოცა.ლეას თითქოს იმედი გაუცრუვდა მისი მოქმედებით.-არ მაკოცებ?
-მთვრალი ვარ ლეა.არ მინდა ზედმეტი მომივიდეს.
-მხოლოდ ერთხელ მაკოცე...
-ჰა ჰა ჰა!მაკოცეო შენ მთხოვ?-გაკვირვება ვერ დამალა პიერმა და ხმამაღლა გაიცინა.ლეას ინიციავით პირველად მოხდა,რომ აკოცა.წითურმა რამდენჯერმე მაგრად მოქაჩა თმა,მარცხენა ხელი ნაზად აუსვა ყელზე და ყურთან შეჩერდა.იქიდან მკვეთრად დაეშვა ისევ ქვემოთ,მაგრამ ამჯერად უფრო უხეშად.სიუხეშის კვალმა კრემისფერ სამოსზე წითელი კვალი დატოვა და პიერი მხოლოდ ახლა გამოერკვა ვნებიდან,რომელშიც მასთან მყოფმა ამარძალმა ჩაითრია.-ლეა დამკაწრე?
-რა?!-შეშინებული წამოვარდა და პიერის ყელთან მდორედ მომდინარე სისხლის დანახვაზე მსუბუქად შეჰკივლა.-ღმერთო ჩემო,ეს მე გავაკეთე?
-დამშვიდდი ისეთი არაფერია,მაგრამ როგორც ჩანს,ვნებებმა გაიღვიძეს შენში.-სარკესთან მშვიდად მდგარი ფრანგი უემოციოდ იწმენდდა სისხლს და ლეას გასამხნევებლად,რომ კარგად იყო,ოდნავ გაიღიმა.
-არ მინდოდა....-თავს ისევ დამნაშავედ გრძნობდა და არ იცოდა რითი შეძიძლებოდა „დაშავებულს“ დახმარებოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ.იცი რა?ჯობს დავიძინოთ,დანარჩენზე კი ხვალ ვისაუბროთ.
იმ პატარა ბინას,სადაც წყვილი იმყოფებოდა არ გააჩნდა ცალკე საძინებელი.იყო მხოლოდ დიდი მისაღები,რომელიც მცირე გადატიხვრებით,კაბინეტიც იყო,მისაღებიც და ზოგჯერ საძინებელიც და უზარმაზარი აივანი.
„კაბინეტის“ გვრდით ფართო საწოლი იდგა,რომელიც არც თუ ისე კომფორტული ჩანდა.
პიერმა თამამად გაიხდა ტანზე და დაწვა.ჯერი ლეაზე მიდგა,მაგრამ ცოცხალი თავით ადგილიდან ვერ იძვროდა.
-კორსეტს ჩემით ვერ გავიხსნი.-როგორც იქნა თქვა და დაიმორცხვა კიდეც,რადგან მისი გახდა პიერს მოუწევდა.
მამაკაცი ისე სწრაფად და ოსტატურად ხსნიდა კორსეტის თასმებს, ბერტასაც კი შეშურდებოდა ალბათ.ორიოდე წუთში მთლიანად გათავისუფლდა ლეა სატანჯველისგან და სიფრიფანა ნაჭრის ამარა მიუწვა გვერდით ფრანგს.მძიმედ სუნთქავდა.ალბათ სიცხის ბრალი თუ იქნებაო ფიქრობდა,მაგრამ თვითონაც იცოდა,რეალური მიზეზი მისი მოუსვენრობის და აჩქარებული პულსაციის,მის გვერდით მწოლიარე ნახევრად შიშველი პიერი წარმოადგენდა.
-კიდევ გინდა გაკოცო?-სამარისებული სიჩუმე,რომელსაც მხოლოდ გარედან შემოსული ძაღლის ყეფა ერთვოდა,პიერმა დაარღვია ისე,რომ არც შეუცვლია პოზიცია.
-აკი თქვი დავიძინოთო?!
მოულოდნელად წამოხტა პიერი და წითურის ზემოდან მოექცა.ხარბად დასცქეროდა მის დიდ თვალებს,რომელიც აშკარად იწვევდნენ და ბინძური ვნების წყვდიადში ექაჩებოდნენ.
-ასე ნუ მიყურებ,თორემ რაღაცას დაგმართებ.
-ასე...?როგორ...
-გამომწვევად.
-არ გიყურებ გამომწ...
სიტყვის თქმა არ დასცალდა ლეას.ვნებამორეული დასწვდა მარწყვისფერ ტუჩებს და სულმოუთქმელად დაუკოცნა,მისთვის ასე სასურველს.
ისევე მოულოდნელად შეჩერდა ფრანგი,ერთხანს უყურა და საბოლოოდ,თავის საწყის პოზიციას დაუბრუნდა ისე,ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
*
დილიდან მზე მეტად აცხუნებდა,რის გამოც სუნთქვა გაჭირდა.მეტადრე ლეასთვის,რომელსაც პირდაპირ თვალებში ანათებდა და არ აძლევდა მოსვენებას,მშვიდად განეგრძო ძილი.ამას ორი ადამიანის საუბრის ხმაც ერთვოდა.ჰო,ერთ-ერთი ნამდვილად პიერი იყო. ამას თვალის გახელის გარეშეც მიხვდა,მაგრამ მეორე..?
ბერტა!
თავში ამოუტივდივდა უცებ და შეშლილივით წამოვარდა საწოლიდან.
-ბერტა!ჩემი ბერტა!-აწეწილი თმით და ნახევრად შიშველ მდომარეობაში მივარდა თავის ფერადკანიან აღმზრდელს და გაგიჟებით კოცნიდა ხან შუბლზე,ხან ყელზე,ხანაც ხელებზე.სიხარულისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა და პატრონმონატრებული ძაღლივით დაიწყო ცქმუტვა.
-მოიცა შვილო ნუ დახტიხარ,მაცადე შემოგხედო.როგორ შეცვლილხარ ამ მცირე დროში.მოდი ჩემთან.-კალთაში ჩაისვა და ისე,როგორც წლების წინ იცოდა თმაზე ნელა გადაუსვა ხელი.როგორ მონატრებოდა ლეას ბებერი ხელები,დაკოჟრილი თითები და ამ თითებით ჩაწნული თმა.
პიერმა დატოვა ქალბატონები მარტო და ხილის მოტანა მოიმიზეზა.
მარტო დარჩენილები ათას რამეზე საუბრობდნენ. დედაზე,მამაზე,სახლზე, არიელიც მოიკითხა,მაგრამ მთავარ საკითხს გაურბოდა რატომღაც.ბოლოს ისევ ბერტამ ჩამოაგდო სიტყვა პირველმა.
-ემილიოს და შემხვდა გზად, ბიალონჩელოში,გაეგო შენთან რომ მოვდიოდი...-აშკარად წელავდა ბერტა თავის სიტყვას.არ უნდოდა უცებ მიეხალა ყველაფერი,მაგრამ სიტუაცია მოითხოვდა მას ყველაფერი ეთქვა.-საქმე ემილიოს ეხება შვილო...მაგრამ შენ ნუ ინერვიულებ ძალიან გთხოვ...
-ემილიოს რამე ჭირს,ბერტა?
-მისმა დამ,ფრანჩესკამ, ეს წერილი გამომატანა.აქედან უკეთ გაიგებ რაც მოხდა.-წინსაფრიდან ნაცრისფერი კონვერტი ამოიღო და წითურს გაუწოდა.თვითონ კი აივანზე გავიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა.დაელოდა როდის ჩაამთავრებდა ლეა წერილის კითხვას მშვიდად და შეძლებდა მასთან ისევ საუბარს.
..თუმცა,წერილი,რომელიც ფრანჩესკამ ლეას მისწერა სულაც არ ეხებოდა კარგ ამბავს.მდგომარეობა მეტად არასახარბიელო მხარეს ბრუნავდა ,რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა,ამ შემთხვევაში ემილიო იყო...


____________________________________________________

მოვედიიიი.დავბრუნდიიიიი ^_^ მეღირსა ახალი თავის დადება. :D



№1 სტუმარი natiao

Amden xans nu gvalodineb, dzaloan magaria, imedia male dadeb <3

 


№2 სტუმარი მიკა

თვეში ერთხელ გამობრწყინება რა ჯანდაბაა?:დდ

 


№3  offline წევრი tekka

ჯანდაბა კაი იყო :Dდდდდდდდ დღეის ამას იქით, ხშირად დავდებ ხოლმე love ფრომის :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent