შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (მგონი დასასრული!)


1-07-2016, 04:21
ავტორი ერკე
ნანახია 2 502

ბარში ისხდნენ, მაგრამ მხოლოდ რატი სვამდა, ლომია კი მავედრებლის როლში უხსნიდა, როგორი მავნებელი იყო სასმელი, როგორ ვნებს ადამიანის ორგანიზმს და ტვინს. ისე ყვებოდა ამ ყველაფერს, თითქოს წვეთი არ ჰქონოდა სიცოცხლის განმავლობაში დალეული და თავად უფრთხილდებოდა ფორმასაც და საკუთარ ორგანიზმსაც. თეატრალურად კედლებიდანაც იღვრებოდა ცრემლი, ლომიას მართლა ტკიოდა მეგობრის გასაჭირი, მაგრამ ახლა არც კი უნდოდა დანებებაზე ეფიქრა. ის რომ დანებებოდა, ბედნიერებას ნამდვილად ვერ მიაღწევდა, რომ დანებებულიყო ესმერალდას ვერ მოიპოვებდა, მის მკლავებში ვერ ინავარდებდა ყოველ ღამე და მისი ვნებიანი ტუჩებით ვერ დატკბებოდა. აღტყინებას ვერაფერს უხერხებდა, იცოდა კიდეც რომ რისკზე მიდიოდა, მაგრამ არ აშინებდა. „ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს“ - ფიქრობდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, შამპანურში კი ესმერალდას ტუჩებს მოისაზრებდა. მის წარმოდგენისას ძალა ახლიდან უბრუნდებოდა, მიზნები რეალობად იქცეოდა და უბრალოდ მოქმედებას აგრძელებდა, მძიმე წუთებშიც კი.
„ვინ ვარ მე? - ფიქრობდა რატიანი. - ღმერთო, ამიხსნი ვინ ვარ?... არა, ვერ ამიხსნი... შენ ამის უნარი არ შეგწევს. ან არ გაწყობს ეს ყველაფერი მე ამიხსნა, მაგრამ ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ ამ ქვეყნად და საით მივდივარ? იქნებ იმის ძალა მაინც მომცე, დრო გავაჩერო, ან საერთოდ უკან დავხიო ის. არც ეს ხომ? იმის უნარი მაინც მიბოძე, რომ ყველაფერი დავივიწყო რაც მოხდა, გთხოვ. რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ მეც გავქვავდები, უსიყვარულოდ და უმიზეზოდ, ჩამაგდებენ საფლავში და მიწას მიმაყრიან. სიკვდილზე უკეთ ტკივილს არაფერი აჩერებს, არც სასმელი. ამას ვერაფერი უშველის. დავდივარ, ჩემს სამყაროში, თან დავფრინავ, თან ფსკერს ვეხები, ერთდროულად ეს მარცხი კი ძალიან მტკივნეულია. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, როგორ დავფრინავ და თან როგორ ვეხები ფსკერს, იქნებ ეს ყველაფერი ერთი დიდი ილუზიაა, სინამდვილეში კი ადგილიდანაც არ ვიძვრი. უფალო, შენი დახმარება მჭირდება, მიმასწავლე გზა ჭეშმარიტებისაკენ, დამანახე გვირაბის ბოლოს სინათლე, რომელმაც ასე დაიგვიანა. თუ სათანადოდ ვერ გაფასებ, მითხარი რაშია ჩემი პრობლემა? ვინ ვარ მე და რისთვის უნდა გავაგრძელო ცხოვრება? ყველაფერს რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს. უაზრო ცხოვრება, ცხოვრება არ არის, არც არსებობა, ეს რაღაც არარსებობაა. - ისევ შეავსებინა ჭიქა ბარმენს, ლომიას სიტყვებს კი ყურადღებას არც აქცევდა, მთლიანად საკუთარ ფიქრებში იყო. - მტკნარი სიცრუეა ეს ყველაფერი! აქამდე იმისთვის ვიბრძოდი, რომ საკუთარი თვალით დამენახა, როგორ ატარებს სიამოვნებას ჩემი ოცნების ქალი სხვა მამაკაცთან? არა... არა... გაუსაძლის ტკივილს ვერც სასმელი უშველის, გულში... გული საშინლად დამძიმდა, თითქოს ერთი ტონა ბეტონი აწევს ზემოდან, მისი გადაადგილება კი ადამიანისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ვგრძნობ, როგორ მანადგურებს ნანახი, რატომ მაჩვენე ეს ღმერთო? თუ ხარ ღმერთი საერთოდ და თუ შეგიძლია ნამდვილად ჩვენი განგების მართვა, ამის აღარ მჯერა. გაიგე? შენს ძლევამოსილებაში ეჭვი შემაქვს, ყველაფერს ველოდი, ბედნიერ დასასრულს ველოდი, შენ კი რა გამიკეთე. დიახ... ეს შენი წყალობით მოხდა. შენი წყალობით შევხვდით ერთმანეთს, მერე ისევ განვცალკევდით და ორი სხვადასხვა პიროვნება გავხდით, როცა ერთი მთლიანი უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ დაგვაშორე! შემდეგ ისევ მომეცი საშუალება მეპოვნა, მაგრამ რის ფასად? დამღალა ყველაფერმა, ამას გაცლა სჯობს. აქედან გაცლა.“
-როგორ ვიცხოვრო ახლა მე? - ჩაიბუსხუნა რატიმ და ჭიქა გააცურა ბარმენისკენ.
-არა, დალევა არ გამოგადგება. დალევით ტკივილს გაურბიხარ მხოლოდ.
-როდის აქეთ დაიწყე დალევაზე შენ ლექციების ჩატარება? - სახე დამანჭა რატიმ და თავი ხელებში ჩარგო. მოეკიდა.
-როდის? დღეს... იმის ნაცვლად რომ ისევ იბრძოლო და ეს წაგებული ბრძოლა, არად ჩააგდო, იბრძოლო ომის მოსაგებად, შენ ზიხარ და თვრები. ამით პრობლემებს ვერ მოაგვარებ მეგობარო.
-მოწევაც უნდა დავიწყო რა.
-რა გითხარი.
-გეყოფა ჭკუის სწავლება ლომია! - უღრიალა. - ერთხელ მაინც მოიქეცი სწორად და გაჩუმდი. შენ „ლიჟბი“ ილაპარაკო და სხვა ყველაფერი გკიდია? ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც გგონია. იბრძოლე და მიიღებ. რას მივიღებ? რა მივიღე მითხარი? როგორ გორაობდა ლოგინში სხვასთან, ეს არის ბრძოლის შედეგი და ყველაფერი უკვე ცხადია.
-მოგეშვა? - რატის გაუკვრიდა მისგან ეს კითხვა, თან ახლა, როცა მთელი ბრაზი მასზე ანთხია. ყელში ამოუვიდა დარიგებები, ვერც გაამტყუნებ. ერთხელ ცხოვრებაში სურდა უსიტყვოდ, ყველანაირი გამართლებისა და ჭკუის დარიგების მოსმენის გარეშე დაელია.
-კი.
-სმას აგრძელებ.
-კი.
-როგორ ფიქრობ, ასე მარტივად, ყველაფერი გამოსწორდება?
-კი. და შემეშვი-მეთქი ლომია.
-მხოლოდ ერთს გეტყვი და წავალ. მე ისედაც ჩემი პრობლემებიც მაქვს და ახალ წლამდე საქართველოში უნდა დავბრუნდე, იქნებ რამენაირად შემოვირიგო ჩემი ესმერალდა, შენთან კი ხვალ ვერ ვიქნები, ამიტომ ახლა გეტყვი. კი, შეიძლება ახლა მოგწონს რასაც აკეთებ და სწორად მიგაჩნია, შეიძლება სხვა გზა არც გესახება, ყველაფერი უშედეგო გგონია, მაგრამ დაფიქრდი, ამისთვის იბრძოლე? ახლა თუ დანებდები, გავა წლები და ამას აუცილებლად ინანებ. მერე მოიყვან უსიყვარულოდ ვინმე სხვას, ვისთანაც ალბათ ბავშვი დაგაკავშირებთ და მხოლოდ მის გამო დაქორწინდები. წამოიზრდებიან შენი შვილები და რას ეტყვი მათ? მქონდა ბედნიერების შანსი და ვერ გამოვიყენე, ახლა კი დედათქვენთან ვარ, თქვენით ვამაყობ, მაგრამ ეს ცხოვრება ის არ არის, რაც მინდოდაო? მართალია, ბავშვებს ამას ვერ ეტყვი... ანდა შენ ისეთი ხარ, აუცილებლად იტყვი და ამოიღებ ყველაფერს გულიდან. ყველაფერი ახლა უნდა აწონ-დაწონო, საკუთარ თავში უნდა გაერკვე, უნდა დაფიქრდე რა გსურს, რის ფასად და როგორ უნდა მიაღწიო ამას და აისრულო შენი ოცნება. არავინ მოვა და არავინ გეტყვის, მოდი მე დაგეხმარები შენი ოცნების ასრულებაშიო, ან ჰოპ და ოცნება უკვე ასრულებულია, ასე ზღაპარივით ყველაფერი არ ხდება. მას დრო სჭირდება, რათა რეალობად იქცეს შენ კი ამ დროის კარგვას აპირებ აქ ჯდომითა და სმით? - ჭიქა გაუწია ლომიამ და ბარმენს ანიშნა მეტი აღარ დაუსხაო. ფეხზე წამოყენება სცადა, მაგრამ ისე იყო დაკრული სკამს, თითქოს უზარმაზარი ურჩხულისგან თავის დაღწევას ცდილობდა, რომელიც მის გატაცებას აპირებდა. პატარა ბავშვივით, კარებს რომ ჩაეჭიდება, იმის იმედით თითქოს ვერსადაც ვერ წაიყვანენ, თუმცა ზღაპრებშიც კი ბოროტი დევი მძლავრობს თავიდან. - ადექი. წავედით.
-არ მინდა. - თვალებს ძლივს ახელდა რატი.
-მე მინდა! - მკაცრად დაუდგა ლომია.
-გაეთრიე და შენ ესმერალდას მიხედე. ვინ მოგცა საერთოდ ჭკუის დარიგების უფლება? დგახარ და იმას მირჩევ, თუ როგორ მოვიპოვო დაკარგული რეალობა და ის გოგო, რომელიც სხვასთანაა ბედნიერი, როცა შენ ესმერალდამ მიგატოვა და შვილებიც თან წაიყვანა. როგორ ბედავ იმის თქმას, რომ უნდა ვიბრძოლო ან საკმარისად არ ვიბრძვი, როცა შენ იმავეს აკეთებ. აქ ხარ, გამოიქეცი მისგან იმის იმედით, რომ დაივიწყებდი არა? ჰმ... ან ტკივილი უფრო შეგიმსუბუქდებოდა, მაგრამ ამას ვერ დაივიწყებ. შენს ტვინში ჩარჩება სამუდამოდ, - ლომიას თითი შუბლთან მიუტანა და ზიზღნარევი სახით შეხედა. საუბრისას კი დორბლებს ყრიდა და ერთი-ორჯერ ლომიასაც კი მოხვდა, რის გამოც თავს შორს იჭერდა, მაგრამ არა იმდენად რომ აცდენოდა. - შენი აზრით ლიკა გაჩერდებოდა მარტო? იქნება და ისიც შენს ერთ-ერთ მეგობართან ერთობა ახლა, ვინც საწოლში შეგცვალა, იქნებ ლიკა იმასაც კი უმტკიცებს, რომ ის შენზე უკეთესია.
-გაჩუმდი.
-წარმოიდგინე, ლიკა სხვასთან, როგორ კვნესის და ცდილობს ახლად დაძინებული ბავშვი არ გააღვიძოს. თან ეს ყველაფერი სიამოვნებს კიდეც და სიცოცხლეში არ განუცდია შენთან ისეთი ორგაზმი, როგორც მასთან განიცდის ახლა, ამ წამს, ამ მომენტში.
-გაჩუმდი-მეთქი!
-შენ აღარც ახსოვხარ, დაგივიწყა და შეე...
-გაჩუმდი! - დაუღრიალა და მუშტი სახეში გაარტყა პირდაპირ. რატი სკამიდან გადავარდა და ძირს უგონოდ დაეცა, ლომია კი უძლურებისგან და სასოწარკვეთილებისგან ჩაიკეცა, ხელებში ჩარგო თავი და ატირდა. ატირდა არა, იმიტომ რომ ძმაკაცს დაარტყა, ან ის რომ მისი დახმარება ვერ შეძლო. ატირებდა, მისი სიტყვები, საერთოდაც რომელიც სინამდვილეს შეესაბამებოდა, თითოეული სიტყვა. იგრძნო ყელში როგორ მოაწვა ტკივილი და განცდები. ერთ ქვაბში მოხარშულები ერთმანეთს ჭკუას არიგებდნენ. არ ჰქონდა ამის უფლება, ის მართალი იყო და ყველაზე მეტად უწვავდა გულს, რაც ესმერალდაზე თქვა. არ ამართლებდა რატიანს, მაგრამ ესმერალდამ გარკვევით უთხრა: „ჯანდაბაშიც წასულხარ ლომია! ყველაფერი დასრულდა, შენ ჩემი განცდების აღარ გესმის და არც მე შემიძლია ისეთ კაცთან გავჩერდე, ვინც ცოლს იმაზე ნაკლებ დროს უთმობს ვიდრე იმ გარეწრებს და ქუჩის ბო*ებს.“
თავი როცა აწია მათ გარშემო სეირის საყურებლად შეკრებილი ნარჩევი საზოგადოება დაინახა. ერთი პოლიციაშიც კი რეკავდა. რადგანაც არ იცოდნენ რაზე ჩხუბობდნენ და რას ლაპარაკობდნენ თავიანთ ენაზე, უფრო გაურკვევლად აკვირდებოდნენ და ერთმანეთს უაზრო გამომეტყველებით გადახედავდნენ. მათ შორის ერთი ახალგაზრდა ქალიც იყო, რომელიც საოცრად ჰგავდა მის ლიკუნას, რომელიც სწორედ ისე უღიმოდა მათ, როგორც ერთ დროს შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ესმერალდა. ინტერვალი მისი გულის ფეთქვებს შორის მცირე იყო. ის მის გულის ფეთქვასაც გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ კილომეტრებით იყო მისგან დაშორებული. „განშორება და სიშორე ნამდვილ წყვილს ვერაფერს აკლებს, მე ამის მჯერა. შენი გული მხოლოდ ჩემთვის ფეთქავს ლიკა.“ - გაიფიქრა. სწრაფად წამოაყენა მეგობარი, როგორც შეეძლო მოიგდო ზურგზე და გასასვლელისკენ გაექანა. სასტუმრომდე მიიყვანა რატი, წერილი დაუტოვა, თვითონ კი აეროპორტისკენ წავიდა, მისი თვითმფრინავი რამდენიმე საათში აფრინდებოდა.
***
-ცოტას გავივლი, თავი მტკივა. - მამაკაცის სხეული თავისგან გასწია და წამოიწია. ჩაიცვა. საწოლს შეეხო თითებით და ქვეცნობიერმა წუხანდელი კადრი ამოუტივტივა. თავი ცუდად იგრძნო, ორ სამყაროს შორის გაჭედილს, თითქოს არც ერთს რომ არ ეკუთვნოდა, თავი ყველაზე დიდი არარაობა ეგონა, რადგანაც ვერც ერთ სამყაროს ვერ უსადაგებდა თავს. ერთი სულ ახლოს ჰყავდა, მაგრამ ისე ვერ გრძნობდა მის არსებობას, მეორე სამყარო კი მის შიგნით არსებობდა, თუმცა მისი პოვნის შანსი მცირე იყო. – „სადღაც ამ ქალაქში... სადღაც ამ ქალაქში... ამ ქალაქში“ - ჩურჩულით წარმოთქვა. ვერ ივიწყებდა მის გათეთრებულ ხელებს, მის თვალებს, რომელსაც ის ღამე აშინებდა, ის წუთები, როცა სამუდამოდ გაქრებოდა და მეტად ვეღარ ნახავდა უმშვენიერეს ქალბატონს. ვერ ივიწყებდა იმ მომენტში გამომჟღავნებულ წამიერ სიყვარულს და სითბოს, რომელიც მთელ ქვეყნიერებას ერჩივნა. – „ის რომეოა, მე ჯულიეტა... თავად სამყარო კი ერთად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. მე აქ ვკვდები, ნეტავ ის თუ კვდება სადაც არის იქ?“ - მოწესრიგდა ამ ფიქრებში და აბაზანიდან, რომ გამოვიდა ჯერ კიდევ საწოლში მწოლიარე პაბლომ გაუღიმა.
-გამოგყვე?
-არა... გთხოვ. სუფთა ჰაერი მჭირდება და გამივლის. - სინამდვილეში თეა კარგი მატყუარაც აღმოჩნდა. თავში უდიდესი პოტენციალიც აღმოაჩინა მსახიობის, რომელმაც როლი ბრწყინვალედ შეასრულა. თავი არა, თუმცა მას გული სტკიოდა, იმ კაცთან კი ვინც ამ ყველაფერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ისე უბრალოდ გაუშვებს, არც გაჰყვება, რომ მოიკითხოს, მცივანს თავისი პიჯაკი შემოაცვას და მისი ჰაერით ისუნთქოს, ვერ გაჩერდებოდა. ასეთი არ იყო პაბლო, მას კი თავისი იდეალი ჰყავდა გონებაში, რომელთანაც სურდა ყოფილიყო. კი, ნამდვილად აფასებდა ისეთ მამაკაცებს, ვისაც ქალის სიტყვის პატივისცემა შეეძლოთ, მაგრამ მას ასევე მოსწონდა, როცა ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის უარს ამბობს, მამაკაცი მაინც მიდის, ზრუნავს მასზე. ამჯერად, მართლა მარტო ყოფნა სურდა და იცოდა კიდეც, რომ არ გაჰყვებოდა პაბლო მას, მაგრამ მოსწონდა, როცა გაჯიუტების მიუხედავად მასზე ზრუნვას არ წყვეტდნენ და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებდნენ. რომელ ქალს არ მოეწონება ეს? როცა ამბობენ, არ მცივა, მაგრამ მაინც გასათბობად რომ ჩაეხუტონ და გაათბონ, როცა ამბობენ რომ არ გამომყვე, არ მსურს, მაინც რომ საწინააღმდეგოს ზრუნვითა და სიყვარულით უმტკიცებენ, მიჰყვებიან, ზრუნავენ მასზე და ერთად მისეირნობენ, თუნდაც ქვეყნის დასალიერამდე.
ზრუნვა ქალისთვის, სათუთი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა უყვართ, სურთ ეს შეამჩნიონ, სურთ საპასუხოდაც მიიღონ რაიმე და იგრძნონ რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი ჰყავთ, ვინც ერთ წამსაც არ მოაწყენს, ვინც სიყვარულს აჩუქებს და გააბედნიერებს. მას ყურადღება სჭირდება, ვინც ერთი წამითაც არ დაივიწყებს და პრეტენზიულს, სულ მუდამ მასთან იქნება, როგორც ერთად, გვერდიგვერდ დარგული და ბედისწერით შეჯვარებული ყვავილები. სუსტი და ნაზი არსებაა, რაც მას უნდა მხოლოდ, რომ არ მიატოვონ, ხშირად ქალებსაც სჭირდებათ ზრუნვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ითვლებიან ყველაზე დიდ მზრუნველებად მთელ დედამიწის ზურგზე.
თეა გარეთ გამოვიდა. სუფთა ჰაერზე, თუმცა ის მაინც ვერ სუნთქავდა ლაღად და თავისუფლად. ყელში ბურთი ეჩხირებოდა, ცრემლებიც აწვებოდა და ცალ ფერდში ტკივილს გრძნობდა. ხელი მიიჭირა იმის იმედად, რომ დაუამდებოდა, მაგრამ ტკივილი უფრო გაუძლიერდა.
-თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ. - წარმოთქვა ხმამაღლა და ხელები მაღლა ასწია. - თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ. - კიდევ გაიმეორა და თვალები დახუჭა. ამ ბოლო დროს ყოველთვის ერთსა და იმავეს უმეორებდა საკუთარ თავს, მაგრამ ამაში ოდნავ მაინც ეპარებოდა ეჭვი. ლოდინს უკვე შეჩვეოდა, ის ხომ მთელი ცხოვრება იყო ამ მომენტს ელოდა, მაგრამ გულში სიგიჟის ფარდის მიღმა, ვერ გადაჩვეოდა ამ მოლოდინის უკუეფექტს, რომელიც ცრემლებით სრულდებოდა. - თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. ძლიერი ვარ... - ჩაილაპარაკა ისევ და გარშემო მიმოატარა თვალი. წლის ბოლო დღის დილა გათენებულიყო, მაგრამ ასეთი ტრაგიკული ჯერ არაფერი წარმოედგინა. ზოგადად ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა ხოლმე, უფრო პოზიტივით სავსე და ყველაფერში ეძებდა რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ დღევანდელ დღეს მხოლოდ იმედგაცრუების მოლოდინით იყო შეპყრობილი, ალყა ჰქონდათ მათ შემორტყმული და თეას გაშვებას არ აპირებდნენ, არც გეგმავდნენ. ზომიერი ნაბიჯებით გაუყვა პირდაპირ მანჰეტენის ქუჩას, თუმცა ყოველ ორ წუთში ერთხელ მანიით შეპყრობილი ქალივით უკან იხედებოდა. თავს ახალგაზრდად სულ არ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ოცდახუთი წლის იყო, უნივერსიტეტი კი ახალი დამთავრებული ჰქონდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისმა წლებმა უკვე ჩაიარა და განვლო, თითქოს სიზმარი იყო ბედნიერების წამები და ახლა კოშმარულ რეალობაში მისი სიცოცხლე ბევრად უფრო მალე მთავრდებოდა, ვიდრე ეს სურდა.
-გამარჯობათ. - მიესალმა ინგლისურად უცხო ქალბატონს და გაუღიმა. ეს ის ღიმილი არ იყო, ადრე ყოველ დილით სარკის წინ რომ უღიმოდა საკუთარ თავს, ეს ის ღიმილი არ იყო, როცა რაიმე გაუხარდებოდა, სიხარულით ევსებოდა გული და იღიმოდა განუწყვეტლივ, შეუმზადებლად და გულწრფელად. ეს ის ღიმილი არ იყო, როდესაც რაიმეს ჩაიფიქრებდა, ამას საიდუმლოდ შეინახავდა და იქამდე არ გაამხელდა, სანამ ბოლომდე არ აისრულებდა მას. ეს ის ღიმილი არ იყო, დიდი ხნის დავიწყებულ ნაცნობს შემთხვევით ქუჩაში რომ გადააწყდები და ძველ ამბებს იხსენებ, როგორც ძველ დროს, იმავე ადგილზე, იმავე ღიმილით. არა, ეს ის ღიმილი იყო, როდესაც რაღაც ძალიან არ გინდა, მაგრამ მაინც აკეთებ და აკეთებ ისე, თითქოს სიამოვნებას განიჭებს, თუმცა თუ კარგი მსახიობი არ ხარ, ამის დამალვა გაგიჭირდება. თეა გამოფხიზლდა. გამოერკვა ჩამოღრუბლული გონებიდან და ფარდაჩამოფარებულ თვალებს ცოტა მეტი მზე დაანახვა. ახლა ის ფეხებს არ ემორჩილებოდა, ფეხებს მიჰყავდა, მაგრამ მას კი არ მიჰყვებოდა, არამედ გულს... გულს, რომელიც ფერმიხდილა და მარტოობისგან შეშუპებულა, ნაჭრილობევი ზედ ახმება და ისე ითლება, როგორც ბებერ მუხის კორძზე ნაფოტები. „ცარიელი ვარ“ - გაიფიქრა მან და სუსხიან ქუჩას, მზეც რომ ვერ ათბობდა პირდაპირ გახედა. – „სრულიად ცარიელი ვარ, როგორც ზამთარში ფოთლების გარეშე დარჩენილი ხეები. ცარიელი ვარ, როგორც უფუნჯებოდ დარჩენილი მხატვარი. ცარიელი ვარ... უსიყვარულოდ მკვდარი.“
შარფშემოხვეული სიცივეს ემალებოდა და მის სურნელს ხარბად სუნთქავდა. ენაცნობებოდა. კაფეში შემთხვევით ნაპოვნ შარფს ხელი, რომ დაავლო თან სახლში წაიღო, ახლა სწორედ ამ შარფით მიაბიჯებდა ქუჩაში და თავს მარტო არ გრძნობდა. ეცადა რატის სახე დადგომოდა წინ. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ავიწყდებოდა, ის ნათელი გამომეტყველება იშლებოდა გონებიდან, რაც მის ცხოვრებას ხალისს უფრო მეტად სძენდა. ერთი წელი არც ისე მცირე დროა, იმისთვის რომ სიშორისგან დამდგარი მწარე რეალობა დაინახო და მონატრების კვალიც ნელა არ გაქრეს. „მეშინია“ მხოლოდ ერთი სიტყვით გაახმოვანა მისი გრძნობები და ჟღერადობა ამ უსულო საგნის, რომელიც ქუჩაში უხმაუროდ მოძრაობდა. შეციებული და ერთმანეთს მიკრული წყვილები ბევრნი იყვნენ. თეა გვერდს უქცევდა, ცდილობდა თვალიც აერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
გულმა, ფეხების დახმარებით ისე მიიყვანეს საციგურაო მოედანთან, რომ ვერც გაიაზრა. გარშემო ჩამწკრივებულ სკამებს შორის ერთ-ერთზე ჩამოჯდა და შარფი მოიხსნა. ახლოს მიიტანა უფრო, ცრემლებით დაასველა და ამით მალავდა მის ტკივილს, რომელიც თანდაყოლილად სდევდა.
***
გამალებით ცემდა გული, როცა ღრმა და აზრიან, უსაზღვრო განცდებით სავსე ნახატს უმზერდა ლომია. სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, რატიზეც ფიქრობდა, მაგრამ ნახატზე მიჩერებული და გაშეშებული უბრალოდ იდგა და ვერ იძროდა. ტილოზე გადმოტანილი ემოციები ფერებში, მხატვარს ხელში ჩაებღუჯა და ბარგთან ერთად მიჰქონდა.
ნახატზე ხალხი იყო დახატული, რომელიც ერთნაირი გამომეტყველებებით, ზოგი წიგნში ჩარგული თავით, ზოგი კედელზე აკრული და გოგოსკენ მზერამიპყრობილი, ან ლაპარაკში დროის გასაყვანად მოღიმარი ადამიანები იყვნენ. თვითონ ყველაფერი შავ-თეთრში იყო გამოსახული, ერთფეროვანი, მაგრამ მასში ასახული კადრები მოსაწყენი, თუმცა საინტერესო. თითქოს არაფრის მთქმელი, ერთჯერადად რომ შეგევლოთ თვალი, მაგრამ ერთი ნათელი ფერიც ჩანდა. ადამიანი, განცალკევებულად მდგომი, ყველასგან შორს, ნათელ ფერებში იყო დახატული. ხელი გულზე ედო და თვალები პირდაპირ ჰქონდა მაყურებლისკენ მოპყრობილი, საიდანაც ნაპერწკლებად ცვიოდა სიყვარული. შეღამების ქნარით შემოსილი, ბურუსშიც კი ნათელ წერტილად რომ გამოჩნდება, ზუსტად ისე იდგა, თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა მის ცხოვრებაში და ამას გაუხარებია. ნახატი რომ არ ყოფილიყო და რეალური კადრები აღმოჩენილიყო, ზუსტად იცოდა ლომიამ რას გააკეთებდა კაცი სინათლე. ის სიხარულისგან ხმამაღლა იყვირებდა და ახტომასაც აპირებდა. ეს ყველას დააბნევდა და მისკენ მიტრიალდებოდნენ, მაგრამ მათ შავ-თეთრი ფერი არ შეეცვლებოდათ.
***
გაიღვიძა თუ არა რატიმ, წამოხტა და პირდაპირ ტელეფონს ეცა საათის შესამოწმებლად. ნიუ-იორკის დროით უკვე დილის ცხრა საათი იყო. ოცდათერთმეტი დეკემბრის დილის ცხრა საათი. თავის ტკივილის მიუხედავად წინა ღამის დავიწყება მოახერხა, მაგრამ არა იმდენად. ლომიასთან ჩხუბი გაიხსენა, მის მიერ ნათქვამი სიტყვები. ინანა.
ისევ იმ ადგილისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ მოქროლილმა ნიავმა რაღაც უჩურჩულა. მისი სახელი ჩასჩურჩულა, მაგრამ ხელი ჩაიქნია და სახლიდან გავიდა. არ ჩერდებოდა თავში „თეას“ ძახილი. ის ეძახდა, მოდი მიპოვე, შენს ბედისწერას გამოედევნეო, მაგრამ ყურს არ უგდებდა. თავის ტკივილს დააბრალა და კარი გააღო. ბარმენს ანიშნა დამისხიო, ქურთუკი იქვე გადაკიდა და თვითონ მაღალ მრგვალ სკამზე ჩამოჯდა, პირდაპირ ბარმენის წინ.
-ცუდი დღე გქონდა, მეგობარო? - გამოლაპარაკება სცადა ბარმენმა.
-ნუ მკითხავ. - დაუბრუნა პასუხი რატიანმა.
-მომიყევი, იქნებ გულს გადააყოლო. - ღამით სხვა ბიჭი იდგა მის ადგილას. აი თურმე რატომ ელაპარაკებოდა ბარმენი ისე, თითქოს პირველად ხედავდა. ის მართლაც პირველად ხედავდა მას.
-ჯერ დამისხი, საშინლად ვგრძნობ თავს, თითქოს სადაცაა თავი უნდა გამისკდეს და რაც ვიცი, ისედაც არაფერი ვიცი, ყველაფერი აქვე უნდა ამომასხას.
-აი ეს მოგიხდება. დალიე. პირველი უფასო იყოს. - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ჭიქა დაუდო.
-როგორ მოგმართო?
-ბენი. - გაიღიმა მან. რატიმ ჭიქა პირთან მიიტანა, ჩაცალა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. თვალები დააჭყიტა და აცრემლიანდა. სამაგიეროდ თავიც აღარ სტკიოდა და არც ეძინებოდა. მხოლოდ ყბა სტკიოდა, ეს კი ნამდვილად ვეღარ გაიხსენა სად დაარტყა და როგორ.
-რატი. სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც ძმაო. აბა, რამ შეგაწუხა? გულმოკლულს ჰგავხარ.
-ეჰ, ნეტავ ყველაფერი უფრო მარტივი ყოფილიყო. ბენ, - ბარმენმა მისკენ მიიხედა, როცა სხვა კლიენტის მომსახურება დაასრულა. - ცხოვრებას რომ ინსტრუქცია მოჰყვებოდეს როგორი მარტივი იქნებოდა ნაბიჯის გადადგმა.
-ნიაჰ, - შეიცხადა ბენმა. - და უინტერესო.
-უინტერესო?
-დიახ, უინტერესო. წარმოიდგინე, წინ გედოს ცხოვრების ინსტრუქცია, რა რის შემდეგ უნდა გააკეთო რომ ეს გქონდეს, ან რა მოქმედებების ჩატარებაა საჭირო რაღაცის მისაღწევად. შეიძლება ეს ყველაფერი ბევრმა მაინც არ გაითვალისწინოს და ვისაც ნამდვილად უნდა შედეგის მიღება, ის ამას მარტივად მიიღებს. ეს სიმარტივე კი ადამიანს ღუპავს. თუ ერთხელ არ დაეცი და შემდეგ ხელახლა არ სცადე, მეორედ არ დაეცი და კიდევ არ წამოდექი, თუ ერთმა ხერხმა არ გაამართლა და მეორე არ სცადე, ანუ თუ შეცდომებზე არ ისწავლე ისე რა მიზანი აქვს ცხოვრებას? მაგალითად ტკივილი. რატომ გვტკივა და ტკივილს რატომ ვგრძნობთ? ტკივილი იმისთვისაა საჭირო, რომ შეგვახსენოს ცოცხლები ვართ და ცხოვრება არ შედგება მხოლოდ კარგი და სასიამოვნო რამეებისგან. იმის შესახსენებლად, რომ მზის გულში მხოლოდ ნათელი წერტილები არ არის და ეს ადგილი ბევრად ბნელია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მე ამაში ვხედავ ცხოვრების აზრს. უნდა დაეცე, რათა წამოდგომა შეძლო. უნდა შეცდე, რომ სხვაგვარად სცადო. უნდა იგრძნო ტკივილი, რომ შეძლო ამ გრძნობის მოთმენა და ამის მიუხედავადაც მიხვიდე წარმატებასთან. სიყვარულთან. მიუახლოვდე და ხელით მისწვდე ვარსკვლავს. უაზრობაა წინასწარ გაწერილი ინსტრუქცია და სწავლება რა რის შემდეგ უნდა აკეთო. სკოლაში ამ ყველაფერს საბაზისოდ ვსწავლობთ, მერე უნივერსიტეტი, მაგრამ ადამიანმა თვითონ თუ არ გამოსცადა პრაქტიკაში, თვითონ თუ არ დაეცა, მას მხოლოდ თეორია არ წაადგება. როცა ინსტრუქციას მიჰყვები ცხოვრება უინტერესოა, მხოლოდ მაშინაა საინტერესო, როდესაც ის მოულოდნელობებითაა სავსე და არ იცი რა მოხდება. ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება, ვიღაც ქორწინდება, ვიღაც უბედურდება, ვიღაც ახლა ველოდან ვარდება და მუხლებს იტყავებს, ვიღაცას გულის ოპერაციას უკეთებენ და ვიღაცას საყვარელ ადამიანთან პაემანი აქვს. ეს ცხოვრებისეული მოვლენები იმდენადაა შემჭიდროვებული, რომ ერთ მოზაიკურ სურათს ქმნიან, რასაც ეწოდება ლოგიკური ჯაჭვი.
„ფუ შენი, სოკრატე დვა რა. - გაიფიქრა რატიმ და ცოტა მოსვა მის მიერ შეთავაზებული სასმელი. - მორალი დამიწყო ახლა ამანაც.“
-იმიტომ ვარ გულმოკლული ძმაო, რომ ეს შენი მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, თუ რაც ახსენე ჩემზე არ მოქმედებს. რაც არ უნდა გამეკეთებინა ყოველთვის ერთი და იმავე შედეგს ვღებულობდი - არაფერს!... იქნებ განმიმარტო ახლიდან, შენი ფილოსოფიური აზრები, რადგანაც ჩემ ცხოვრებაში არალოგიკური ჯაჭვი იქმნება, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებ.
-ანუ, გაქვს პუნქტი A, და მისასვლელი ხარ პუნქტ B-ში, - მაგიდის მეორე მხრიდან ამოაძვრინა თაბახის ფურცელი და კალამი და ხაზვა დაიწყო. - ადამიანს ყოველთვის ამ გზით სვლა სურს. - ორი ერთმანეთისგან დაშორებული წერტილი დახატა, მათ შორის კი სწორი ხაზი გაავლო და ამაზე ანიშნა რატის. ის ყველაფერს ხვდებოდა, ისიც იცოდა რომ ცხოვრება არ იყო მარტივი გზა და არ ჰქონდა იმის პრეტენზიაც, რომ მას ინსტრუქცია აუცილებლად მოჰყვებოდა. მან ეს ისურვა, ზოგი სურვილი კი სჯობს სურვილადვე დარჩეს. ბენი მაინც არ შეაჩერა, რადგანაც კარგად ხსნიდა, რასაც ხსნიდა და რატი ყურადღებით უსმენდა, თან სასმელს წრუპავდა და თავს ისე იჭერდა, თითქოს თვალებიდან კარგად ვერ იხედებოდა და ნასვამ მდგომარეობაში იყო. - ჰგონია, რომ მეორე პუნქტამდე მისასვლელად ეს მოკლე გზა უნდა გაიარო და ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად, - ბენმა A პუნქტიდან გაავლო ხაზი, მაგრამ არა სწორი, არამედ დაკლაკნილი და ერთმანეთში არეული, ხან ბრუნდებოდა უკან, ხანაც წინ მიიწევდა. - აი ეს არის წარმატების გზა... შეიძლება რაღაც მომენტში უკანაც დაიხიო და წინსვლა არ გქონდეს, ეს ის შეცდომებია რასაც უშვებ, მაგრამ თუ იგივეს არ იმეორებ შენ აუცილებლად მიდიხარ წინ.
-და როდესაც წარმატებაზე არა, სიყვარულზეა საუბარი, რომელსაც ერთი წელია ეძებ და იპოვი, ოღონდ მას სხვასთან საწოლში შეუსწრებ?
სახე ეცვალა ბიჭს. ნამდვილად თანაუგრძნობდა, სიტყვების გარეშე თანაუგრძნობდა, სიჩუმით. ჭიქა კვლავ შეუვსო. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა და თითქოს განსხეულდა და ხილულიც კი გახდა. ბენი მისკენ ბოლოჯერ შებრუნდა და გაუღიმა.
***
-როგორ ხარ, ისევ გტკივა? - მოესმა უკნიდან გოგონას და ტირილი მაშინვე შეწყვიტა. პაბლო იყო, მისი ლურჯი უძირო თვალები აბნევდა, რადგანაც ყოველთვის ისე უყურებდნენ, თითქოს სადაცაა აიმღვრევა და მთლიანად გადმოედინება ზღვა მისი თვალებიდანო. მასში არეკლილი მზის სხივები ბავშვობაში ზღვაზე გატარებულ უმშვენიერეს დღეებს ახსენებდა, რომელიც სურდა არ დამთავრებულიყო. გაახსენდა წამიერად მისი სურვილი, თხუთმეტი წლისას გაზრდა რომ არ უნდოდა, დიდი ადამიანების ტვირთის ტარება და პრობლემების სამყაროში ცხოვრება ნაკლებად სურდა, ამიტომ მარტივად დატოვებდა ყველაფერს, როგორც ბავშვობაში, სადაც პრობლემები მხოლოდ ბავშვური გაბუტვები, ერთმანეთის წყენინება, ან პირველი სიყვარული და პირველი კოცნა იყო, რომელიც სასიამოვნო და ამავ დროს ყოველთვის დამაბნეველია და ბევრს გაფიქრებს. როცა არ ეფიქრებოდა სიყვარულზე, არ ფიქრობდა ტკივილზე, რომელიც მოსდევს ამ გრძნობას და მხოლოდ ბავშვად გრძნობდა თავს, ბიჭების გაწვალება და ერთმანეთით წაკიდება რომ სიამოვნებდა. უფრო კი ის, ორი ბიჭი მის გამო რომ ჩხუბობდა. გაზრდასთან ერთად პრობლემებმაც იმატა, გულში შესობილმა ისარმაც დასლაბება იწყო, გულიდან კი წითელმა სითხემ იწყო ჟონვა, ეს არის გულში დარჩენილი სიყვარული, რომელიც გარეთ გამოიდევნება. როცა საკმარისი ვნებითა და გრძნობებით არ კვებავ. ქრება.
-მაინც გამომყევი არა? - წყენით ჰკითხა თეამ.
-არა. შენზე ყველაფერი ვიცი, ასე რომ ისიც ვიცოდი აქ რომ მოხვიდოდი. ყოველთვის აქ მოდიხარ, როცა კი აქ ვართ. – „ყველაფერი ნამდვილად არა. - გაიფიქრა გოგონამ და მკლავზე მამაკაცის ცხელი ხელი იგრძნო. პაბლო გვერდით მოუჯდა მას, გამოართვა მისი ცრემლებით დასველებული შარფი და გვერდზე დაიდო. მიეკრა თეას მთელი სხეულით და ლოყები დაუკოცნა. კოცნისას ლოყები უწითლდებოდა ხოლმე და წითლდებოდა თეაც. პაბლო გიჟდებოდა, როცა დაირცხვენდა ხოლმე და მის აწითლებულ ქორფა ლოყებზე ადნებოდა. მზად იყო მუდამ ეკოცნა, რომ სხვას არ წაეღო და მთლიანად მისი ყოფილიყო ეს ლოყები, როგორც მისი ტუჩები.
-კი ისევ მტკივა. წამო გავიაროთ, და ჩემ ლოყებს შეეშვი! - მოიშორა. ხელიდან გაუსხლტა და საოცრად გადაიკისკისა, მაგრამ ისე რომ ეჭვი არ აეღო კაცს. მის გულში ახლა იმედგაცრუება იბუდებდა, მაგრამ არ სურდა ეს ასე მომხდარიყო. პაბლოც ფეხზე წამოდგა და თოვლიან გზას დაუყვა. ხელი გადახვია თეას, არ ესიამოვნა, ჯანდაბას, ნამდვილად არ ესიამოვნა, მაგრამ მისი წყენინება ვერ გაბედა. გადაწყვიტა, ისე დაეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, არაფერს შეცვლიდა, რადგან ბედი ამისკენ უმიზნებდა. რადგანაც ტკივილი ხვდა ბედად, იმ სიტყვების კი, რაც ერთ დროს თქვა აღარ სჯეროდა. „ბედისწერა? აქამდე უნდა გამოჩენილიყო, ჩემი ბედისწერა ბედნიერება რომ ყოფილიყო.“ - გულმოკლულად გაიფიქრა და თავი პაბლოს მკერდზე მიადო.
-რაზე ფიქრობ?
-ისეთს არაფერს. - ძალით ამოთქვა გოგონამ.
-მაინტერესებს.
-მომავალზე. - მოკლედ მოუჭრა და გაჩუმდა. მიახვედრა, რომ ლაპარაკი არ სურდა და მამაკაცმაც შეწყვიტა კითხვების დასმა, მაგრამ გრძნობდა რაღაც აწუხებდა, რასაც არც საკუთარ თავს უმხელდა.
***
ლომია უკვე საქართველოში იყო. თავისი ქვეყნის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. აეროპორტიდან გასული ტაქსიში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა. მობილურში ქართული ნომერი ჩადო და ჩართო. მაშინვე ბედად უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი. უკვე თორმეტი ხდებოდა. ლომიამ ყურმილი აიღო და გაკვირვებული სახით უპასუხა.
-ბატონო ლომია თქვენ ბრძანდებით? - ხალხის ჟრიამულთან ერთად აცახცახებული ხმის პატრონი რაღაცას ეკითხებოდა.
-დიახ, გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით? - ყურმილში გამარჯვებულის აღტყინება გაისმა. ლომიას ჩაეღიმა, მართალია აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა და რაღაც ხუმრობა ეგონა, მაგრამ მაინც ბოლომდე დაუგდო ყური.
-ალბათ არ მიცნობთ. ანთეოზი მქვია, მაგრამ თქვენ არ გეხსომებით. ზუსტად ასე მითხარით, შანსი თუ გინდა დამიკავშირდიო. იმის სათქმელად გირეკავთ, რომ არ მინდა დავნებდე და თქვენ მიერ ჯერ არმონიჭებული შანსით მინდა ვისარგებლო, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. დავიღალე ასე ყოფნით გესმით?
-კი, რა თქმა უნდა მესმის. ძალიან კარგი მოგიფიქრებიათ, ბატონო ანთეოზ. მე პატივს ვცემ ადამიანებს, ვისაც რაღაცის გაკეთება სურთ ცხოვრებაში და არა უმოქმედობა. თქვენ ასეთი ადამიანი აღმოჩნდით. ხვალ ჭავჭავაძის 52 ნომერში გელოდებით. ახალი წელი ახალი სამსახურით უნდა დაიწყოთ.
-დიდი მადლობა ბატონო ლომია. - გახარებულმა ვეღარ დამალა სიხარული.
„მაინც რა არის ეს ბედისწერა? როგორ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან. რამდენიმე წამის წინ, ან სხვა დროს რომ დაერეკა მე ვერ ვუპასუხებდი. მან კი სწორედ ის წამი აირჩია, როდესაც ტელეფონი ჩავრთე. საოცრებაა“ - გაიფიქრა ლომიამ.
-კარგი, მშვიდობით და ხვალამდე. წარმატებები ანთეოზ. წარმატებები. - მობილური მოიშორა და გაუაზრებლად იყვირა. - არის! მან დარეკა! არიიის! - შერცხვა მძღოლთან და ხმას უკლო. შემდეგ სულ გაჩუმდა და გაიფიქრა. – „ჯერ კიდევ არ არის იმედი გადაწურული, რომ ადამიანებში აზროვნების შეცვლას შევძლებ. მათ თავად უნდა იწამონ, რომ გამოუვათ ყველაფერი გზის სირთულის მიუხედავად, ვისაც წარმატების მიღწევა არ სურს, მას მე ვერ დავეხმარები. იმედია ბევრს ენდომება, არ უნდა შევწყვიტო მათი ძებნა!“
***
პაბლომ ჯიბიდან კოლოფი ამოიღო. გრძელი კოლოფი იყო, ლამაზი, ბნელი და მომნუსხველი. თეას გაუწოდა.
-ეს რა არის? - ჰკითხა თეამ.
-სუნამო. გახსენი. მოგეწონება.
-Possess? - წარწერა წაიკითხა და კოლოფს შემოხსნა შემოკრული ცელოფანი.
-კი, ორიფლეიმში მითხრეს მამაკაცებს იზიდავსო. შენ ამ მომაჯადოვებელ ძალას ჩემზე გამოცდი ხოლმე. - გაიკრიჭა პაბლო იმის იმედით, რომ თეასაც მოეწონებოდა. - მიყვარხარ თეა... ვგიჟდები შენზე, ამ სუნამოს გარეშეც.
მხოლოდ ღიმილით უპასუხა ქალმა.
***
უკვე ბნელდებოდა, როცა გაუყვა ნაცნობ გზას. ბოლო იმედიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ვისაც ეძებდა ნახავდა და თან ლომიას სიტყვებზე ფიქრობდა. რაც უფრო გამოდიოდა მდგომარეობიდან მეტ რამეს იხსენებდა, საღამოსკენ კი გუშინდელი დღის ყველაფერი გაიხსენა. ხელში ზუსტად ის წიგნი ეჭირა, სადაც თეას ნომერი ეპოვნა და გულში იკრავდა. რაც არ უნდა ეთქვა ვინმეს მას არ სჯეროდა ბედისწერის, იმ უცნობი გოგონას თქმით ერთი წლის წინ რომ გაიცნო კი ეს ასე ჟღერდა: არ ეძიო იგი, ის თავად მოგძებნის. მაშინ უბრალოდ კი არ უნდა გადაექექა მთელი მაღაზიები ამ წიგნის ძებნაში, უბრალოდ უნდა დალოდებოდა როდის მოხვდებოდა მის ხელთ ეს წიგნი, ლოდინი კი არ სურდა. განა იმიტომ რომ თეას არ ენდობოდა, ის ბედისწერას ვერ ენდო.
-მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, აი ახლა, ამ წამს ჩემ წინ რომ გაჩნდეს. - ზეცას ახედა და ვარსკვლავებს ჩაუთქვა. ახლა საოცრად მოუნდა ლომიასთან საუბარი, მისი აზრების გაზიარება და მოსმენა. ვერ წარმოედგინა ეს თუ მოენატრებოდა, მაგრამ ასე იყო. ვერ მოეძებნა აზრი, რომელსაც მიჰყვებოდა და იდეა, რაშიც გამოსავალს დაინახავდა. ბარბაცით მიაბიჯებდა და ვარსკვლავების ყურებას არ წყვეტდა. სამყაროს თავდაყირა უყურებდა და უკმაყოფილების გრძნობას უტოვებდა. თითქოს რაღაც გამოტოვა, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. მის თამამ ოცნებებს ვეღარ ეპოტინებოდა და გრძნობდა, როგორ იძირებოდა წყალქვეშ.
უამრავ იმედგაცრუებულ სახეს ხვდებოდა, ალბათ ზუსტად ისე ხედავდა ყველაფერს, როგორც თავად იყო. ზუსტად იმ სახეებით უყურებდნენ გამვლელები, როგორც თვითონ უყურებდა მათ და სამყაროც მისკენ ასე ბრუნავდა. ბედნიერების მთაზე ასულს სხვა რამ დახვდა, სინამდვილეში ის ბედნიერება ყალბი აღმოჩნდა, თავად კი გადმოჰყურებდა როგორ იღვრებოდა მთიდან მდინარედ ეს ბედნიერება და სხვა ადგილას მიდიოდა. სინამდვილეში ასვლაც არ იყო საჭირო, შესაძლოა ლოდინად ღირს, სანამ ეს ბედნიერება მთიდან შენამდე მოაღწევს. ზოგჯერ იმედები იწურება და ვეღარ ხედავ მათ, მაგრამ მალე სასწაულს დაინახავ, და ისინი კი ვინც შენთან ყოფნას არ ფიქრობდნენ, ახლა შენ საქმეში ჩაებმებიან.
საციგურაო მოედანი. ბოლოს თვალებში სწორედ აქ ჩახედა. ბოლო ადგილი, რომელიც მის თავს ახსენებდა, მაგრამ ცარიელი იყო. თოვლი უაზროდ ცვიოდა და ყინულზე ეყრებოდა. გული უცივდებოდა, გრძნობები ეყინებოდა და ეკალივით ეხლებოდა სულში. უღიმღამოდ ჩამოჯდა სკამზე და ბოლოში მიჩოჩდა. მოიბუზა და ცარიელ მოედანს გახედა, რომელიც ერთ დროს სავსე იყო, ახლა კი ესეც მიეტოვებინა ყველას, მოედანიც მარტოსულად ქცეულიყო ამ დროის განმავლობაში. „როგორც ჩანს მხოლოდ ადამიანები არ განიცდიან ტკივილს, ადამიანები არ რჩებიან მარტო. ოდესღაც ყველას ტოვებენ, ამ მოედანსაც კი.“
ცრემლიანმა ხელი ჯიბისკენ წაიღო, რაღაც რბილს შეეხო და წინ წამოსწია. ვიღაცას შარფი დაკარგვია, შავი, თბილი შარფი. – „ვინ იცის ახლა, როგორ იყინება“ - ფიქრობდა რატი. – „როგორ სჭირდება სითბო.“ - ახლოს რომ მიიტანა ნაცნობი სურნელი იგრძნო, მაგრამ იმ წამსვე ვერ მიხვდა. წამოდგა და მოედნისკენ წავიდა. შარფი ხელიდან არ გაუშვია. მოედნის შუა წერტილს რომ მიაღწია ზურგზე გაწვა და ხელები გაშალა. მთვარის შუქი არღვევდა სიბნელეს და პირდაპირ მოედანს ანათებდა. მკვეთრი სურნელი იგრძნო რატიმ. არა მარტო სურნელიც, იგრძნო ვიღაც წამოდგომოდა თავზე და უყურებდა. ადგომისას პირველი ღიმილი დაინახა. შემდეგ ნანატრი სახე, სხეული, სილამაზე, რომელზეც აქამდე მხოლოდ ოცნება შეეძლო. გოგონა ბრწყინავდა, ახლა კი ნამდვილად მიხვდა, რომ რწმენის დაკარგვა არაფრად არ შეიძლებოდა და ამ ახალი წლის დადგომას ვერ წარმოედგინა ასე ბედნიერი თუ შეხვდებოდა.
მათი გულები ერთად ძგერდნენ. რატის თეას გულის ფეთქვა ესმოდა და მის ხმას მიჰყვებოდა. აქამდეც შინაგანად ხომ გაუგონია, მაგრამ რას დაებრალებინა არ იცოდა. შინაგან ხმას, თუ უბრალოდ ეჩვენებოდა და აი ახლა მის წინ იდგა. ვინ იცის რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს, რამდენჯერ წარმოედგინა ეს მომენტი და რამდენჯერ გაუვლია რეპეტიცია რას ეტყოდა და როგორ. მაგრამ სულ ჩამოდნა, დაიბნა, ხმა წაერთვა, მხოლოდ ნაბიჯით წინ წაიწია და რასაც თვალი შეავლო ის იყო, ღიმილით როგორ წამოვიდა თეაც მისკენ. სულიერი შიმშილის დაოკებას ვერ ახერხებდა. ჯერაც ვერ დანაყრებულიყო, მხოლოდ მისი ტუჩების ხილვა, მათი შეხება და დაგემოვნება თუ დაანაყრებდა, როდესაც ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
რატიანმა ტუჩები გაილოკა და თეას ბაგეებზე წვდა. ეგემრიელა, საოცრად დაუტკბა მასაც ტუჩები და რას არ მისცემდა, ამ ტუჩებს არასდროს მოშორებოდა. დიდი სურვილი ჰქონდა ასე მთელი ცხოვრება ყოფილიყო, მის ტუჩებს მიკრული და მთელი ცხოვრება ამ ბაგეების ტკბობით ეარსება, სიყვარულით ეცხოვრა. მაგრამ სიამოვნება სამუდამო არასდროსაა, ყოველთვის მთავრდება, მათი ბაგეებიც მოწყდა ერთმანეთს და თეამ საპასუხოდ საოცრად გაიღიმა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ყველა გამოცდა გაიარეს და რეალურად ამ გამოცდებისა და ტკივილების გავლასთან ერთად, მათ საბოლოოდ ბედნიერება დაიმსახურეს.
-მიყვარხარ. - ხმა რატიმ ამოიღო პირველი და წიგნი დაანახა, რომელზეც თეას ხელწერა იკითხებოდა.
-მეც. - ეს უკვე თანხმობას ნიშნავდა. თეას ხელში ხუთ დოლარიანი ეჭირა, სადაც რატის ნომერი ეწერა და მანაც დაანახა არტეფაქტი. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერც გარკვეულიყო. სულ რაღაც წამის წინ განრისხებული იყო ცხოვრებაზე რატიანი, ყველა იმედი გადაწურული, სიყვარული მისგან შორს და იმ სცენის ნახვის შემდეგ ასეთ დასასრულს არაფრის დიდებით არ ელოდა. ისეთ სიამოვნებას განიცდიდა თეა მასთან, თითქოს სხვა აღარაფერი აინტერესებდა და ის კადრები თვალწინ ედგა, თუმცა წამის წინ... შემდეგ კი გადაავიწყდა. ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თვალთ დაუბნელდა და მხოლოდ ულამაზესი დედოფალი ედგა წინ, ვისი თვალითაც საოცრება ყველაფერზე მაღლა იდგა.
მათი ბაგეები კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს. ახლოს... კიდევ უფრო ახლოს.

პ რ ო ლ ო გ ი - ანუ ბედნიერების დასაწყისი

-დედა, მამა... ერთმანეთი როგორ გაიცანით? - მესამედ ჯიუტად იკითხა პატარა ქალბატონმა და მშობლებს შეხედა კუშტი სახით. თეამ შვილს გაუღიმა და რატის მორცხვად შეხედა.
-აი ამის დამსახურებით! - თქვა თეამ და გრძელი ოქროსფერ შუშაში ჩასმული სუნამო ამოაძვრინა ჩანთიდან. – Possess. - ბედნიერმა გაიცინა ქალმა და ბავშვი ჩაიხუტა.
-ოოო, ჩემო გიჟმაჟო. - დაუყვავა სავარძელში მოკალათებულმა ლომიამ რვა წლის ნიას. - მოდი ჩვენს, ორქი-დეას, თავი დავანებოთ. მეც კარგად ვიცი, მე მოგიყვები. - თვალი ჩაუკრა. - ოღონდ ჯერ სამზარეულო დავიპყროთ? აბა პირველი ვინ მიაგნებს ვაფლის ტორტს... - ხელი ჩაჰკიდა ნიას და სამზარეულოში გავიდნენ.
-როგორ გაიცნეს? - გაუმეორა კითხვა, როცა ვაფლის ტორტის ჭამა მოამთავრეს.
-ჩამოჯექი. - მუხლზე ანიშნა. ნიაც ჩამოჯდა. - მათ ერთმანეთი ერთ ზღაპრულ ქალაქში გაიცნეს. მათი შეხვედრა ბედისწერის დამსახურება იყო. კითხვას რომ ისწავლი ყველაფერს ნახავ, ყველაფერს.
-ბედისწერა რა არის? - ცნობისმოყვარემ კიდევ ერთი კითხვა გამოაცხო ლომიას მიმართულებით.
-ვინც წინასწარ იცის, რომ ბედნიერი იქნები. ვინც საერთოდ ყველაფერი იცის, ისიც კი ვის როდის და როგორ შეხვდები.
-მართლა?
-კი, ნია. - გაეღიმა ლომიას. - ბედნიერებისკენ მიმავალი გზა მატარებელს ჰგავს თავისუფალ რელსებზე, ხომ იცი მატარებელი? - ნიამ თავი დაუქნია. - სადაც მძღოლი თავად ხარ.
-ესმერალდა?
-ოო, ესმერალდა ჩემი ბედისწერაა.
-მე როდის ვნახავ ჩემ ბედისწერას?
-უყურე რა. ხომ არ გიყვარს უკვე ვინმე?
-ალა. - თვალები დამალა.
-ნუ მატყუებ.
-არ გატყუებ ბიძია.
-ნია, ბედისწერა ისეთი რამეა, ნებართვას არავის გვეკითხება. როცა შეხვდები მაშინვე იცნობ, ახლა შეიძლება არც გესმის რას ვამბობ, მაგრამ გაიზრდები და მიხვდები, რომ ყველაფერს იმისკენ მიჰყავხარ, საითაც მას უნდა.
-მეც მინდა. - გაიბუსხა და კოპები შეკრა ნიამ.
-ჩემი ჭკვიანი გოგო... როგორ გავხარ ბიძაშენს. - თეამ გადაიკისკისა ნიასა და ლომიას საუბარს რომ მოჰკრა ყური.
-დედა, მეც ვიპოვი ბედნიერებას? - ინტერესით ჰკითხა გოგონამ.
-რა თქმა უნდა. ბიძაშენი კი ამას უკვდავყოფს ჩემო ლამაზო. ასეა ლომია?
-კი კი. უკვე ვამზადებ შენს ბედისწერაზე ახალ წიგნს. - თვალი ჩაუკრა ლომიამ ნიას და თბილად გაუღიმა, როგორც ეს ერთ ოჯახს შეჰფერის.
მამაკაცებმა გოგოები მარტო დატოვეს, ისინი ერთად მხიარულობდნენ და იცინოდნენ. თეა შვილს უყვებოდა მის ბედნიერების წუთებს, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი მან და რატიმ, როგორ დაშორდნენ კვლავ და ისევ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონც შელამაზებულს, ბავშვურად.
რატიმ ლომია დაიმარტოხელა, ხელი მოჰხვია, ლუდით სავსე კათხა ხელში დაიჭირა და დაიწყო: - ლომია, მახსოვს ბავშვობაში ერთხელ მამაჩემმა მკითხა თუ რას ვისურვებდი ოქროს თევზი, რომ დამეჭირა და მასთან სამი სურვილი მქონოდა. მე მსურდა, რომ უფრო მეტი სიყვარული ყოფილიყო ადამიანებში, მათ არასდროს ეავადმყოფათ და არ ყოფილიყო სიღარიბე და სიმდიდრე, რადგანაც მაშინ ვფიქრობდი უბედურებას სწორედ ადამიანების განსხვავებულობა იწვევდა, ზოგს რომ გააჩნდა ყველაფერი, ზოგს კი არაფერი. მსურდა ყოფილიყო ყველა ბედნიერი და სიხარულით სავსე. თუმცა კარგად მახსოვს, რაც მან მიპასუხა. ალმაცერად გამიღიმა, ხელი მხარზე გადამხვია და მის სახეზე ამოვიკითხე, ჩემმა პასუხმა გააოცა და ამის გამო ჩემით ამაყობდა კიდეც. მან მითხრა, - შვილო, ყველას ვერ ეყვარება ერთმანეთი, რადგან სიყვარული ურთიერთგაგებასა და ნდობას ეფუძნება, აი ეს ნდობა კი მთელ მსოფლიოში ყველას მიმართ ვერ გექნება, როგორც არ უნდა გინდოდეს. სიყვარულის მტრები, ყოველთვის ეცდებიან შენში ეჭვების ჩაბუდებას, როგორიცაა შიში, ბოღმა, სიძულვილი, ტკივილი და კიდევ უამრავი რამ, რაც ანადგურებს სიყვარულის საოცარ გრძნობას. ადამიანთათვის ყოველთვის იარსებებს სიხარულის საპირისპირო მხარე, სევდა, რადგან ის გვაჩვენებს თუ რა არის სიხარული, სიძულვილი რათა გავარჩიოთ სიყვარული სხვა გრძნობებისგან. ბედნიერება შენი ძალისხმევით უნდა მოიპოვო, ის თავისით არ მოვა და ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას ვერ გამოვხატავთ, რადგან წარმოიდგინე რა მოსაწყენი იქნებოდა სამყარო, როცა ყოველი გამვლელი გიღიმის და არავინ გამოხატავს შენ მიმართ ზიზღს, როცა ყველა ბედნიერებით არის სავსე და სიხარულით, არაფერი უჭირს და არც დახმარებას საჭიროებს, რაშიც ხშირად ბედნიერებას ვპოვებთ. ამასთან ერთად, ზოგი არც კი ცდილობს ბედნიერების მოპოვებას. რადგანაც არ შეიძლება მისცე ყველას ყველაფერი, ყველა - ბევრია, ყველაფერი კი - ცოტა. - უკვე ბედნიერებამოპოვებულმა რატიანმა სიამაყით გახედა თავის ქმნილებებს და ლომიასაც ბედნიერებით სავსე თვალები აუცრემლიანდა.


ავტორის სიტყვა... ეს ისე, მაინც:
არ მინდა ეს დასასრულად ჩათვალოთ. იმიტომ რომ ბედნიერება არ სრულდება. სიყვარული არ სრულდება. მას მოიპოვებ, იბრძოლებ მისთვის და შემდეგ კი ყოველი დღე გიწევს ბრძოლა, რომ ეს მონაპოვარი ბედნიერება კვლავ შეინარჩუნო. ყოველი დღე ბედნიერებით იწყება და მთავრდება ბედნიერებით, ამაზე დიდი საოცრება რა გინდათ! ეს ზუსტად ასე მქონდა ჩანაფიქრი, რომ ბოლოს ერთმანეთი მაინც ენახათ, რადგან მე მჯერა იმის, რომ თუ ნამდვილად იბრძვი რაღაცისთვის და ამას მით უმეტეს თუ იმსახურებ, აუცილებლად მიიღებ. ხდება უსამართლობაც, ვინ ამბობს რომ არ ხდება, ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვინდა ხანდახან, მაგრამ ბედისწერა არსებობს. ის გვაიძულებს ყოველდღე ვაკეთოთ ისეთი რამ, რაზეც ცოტა ხნის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ შეგვეძლო. ვაკეთოთ ყველაფერი, რომ მივაღწიოთ დასახულს ბრძოლის ფასად.
ჩემ მაგალითს გეტყვით. მე ხალხმრავლობას ვერ ვიტანდი, უფრო სწორედ ხალხმრავლობა არ მიყვარდა, ხალხში სიტყვით გამოსვლა კი ჭირივით მძულდა, რადგან დაკომპლექსებული ბავშვი ვიყავი. სულ მიმაჩნდა ისეთ სისულელეს ვიტყვი, რომ ვიღაც რაღაცას მესვრის, ან ვიღაც მიმალანძღავს და გამაჩუმებს თქო. მაგრამ ახლა მხედავთ, რომ ასეთი ვარ? მე დავისახე მიზანი, რომ შემეცვალა რაღაც-რაღაცები ამ სამყაროში რაც არ მომწონს. შემეცვალა დამოკიდებულება სიყვარულზე, ადამიანების გულები გამელღვო, ამან იქამდე მიმიყვანა, რომ ხელოვნებას მივმართე, მერე მხოლოდ წერაც რომ არ იყო საკმარისი ახლა სხვა ხერხებსაც ვეძიებ და ნამდვილად არ გამიჭირდება ვინმეს ავუხსნა თუ რა არის ჩემთვის ბედნიერება. დანარჩენი თქვენზეა, მაგრამ არ მინდა იმ რატისავით იფიქროთ, სულ თავიდან რომ იყო.
ბედნიერება ჩემთვის არა შედეგი, არამედ რაღაცის მიღწევის პროცესია. მიზნად რასაც დაისახავ და მერე მთელი ძალისხმევით მიჰყვები.
მოკლედ, ძალიან მინდა ამ მოთხრობამ თქვენზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, როგორც გეგმაში მქონდა, რაღაცებზე მაინც დაფიქრდეთ და თუ აქამდე ხელი ჩაიქნიეთ რაიმეს კეთებაში, ისევ მიჰყოთ ხელი. არ გამოგდით ერთხელ რამე? ისევ სცადეთ. მეორედ არ გამოგივათ? მესამედ სცადეთ და ნუ დაუჯერებთ შინაგან ხმებს, ასევე სხვა ადამიანების სიტყვებსაც, რომლებიც დანებებას გირჩევენ.
რატი და ლომია, რეალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან. რატი ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, სიყვარულს მისტირის. ლომია კი პირიქით, წარმატებული, მდიდარი, ყურადღება რომ არ აკლია თავისი მკითხველისგან და თან ნიჭიერი ფილოსოფოსიც, საინტერესო აზრების პატრონი. რატის სტიმულს სწორედ ლომია აძლევს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს, რატიც ყველა ადამიანის ნაწილია, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ზოგი "რატის" უსმენს, ზოგი ლომიას. ვინც "რატის" უსმენს, მას პრეტენზია ვერ ექნება სათქმელი, რატომ ვერაფერს მივაღწიეო, რადგან მან უსაქმურობის გზა აირჩია, ვინც "ლომიას" უსმენს ის კი ბედნიერების კვალდაკვალ მიქრის უეჭველად...
ეს პერსონაჟები ჩემგან გამომდინარე შეიქმნა. ჩემ თავში არის რატიც და ლომიაც. ერთი ყოველთვის ამბობს, მოდი ჯანდაბას ხვალიდან ავდგები და გავაკეთებ საქმეს, მეორე კი საქციელს არ უწონებს და ეუბნება: რატომ ხვალიდან, როცა ამის გაკეთება დღეს შეგიძლია? მიზანს უფრო მალე მიაღწევ და ნათლად გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე.
დამიჯერეთ, ღირს მოქმედება იმად, რომ რამეს მიაღწიოთ. ღირს სიყვარული იმად, რომ ბედნიერი იყოთ... რადგან თუ არ გიყვართ, თუ არ ხართ საკმარისად ძლიერნი და მარტო ხართ, ნაკლები შანსია რამეს მიაღწიოთ.
ძალას ჩვენ სავსე გულები გვაძლევენ და ის ადამიანები, ვისაც ჩვენი სჯერა... სიყვარულიც ხომ ნდობაზეა დამყარებული და ურთიერთგაგებაზე?
მადლობთ ყურადღებისთვის.
იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ გვრიტებოოოო.
შეფასება ოღონდ კომენტარიით! :დ თქვენთვის შეფასება არ მაწყობს მხოლოდ. მეც უნდა გავიგოო რას ფიქრობთ.
თეას მოკითხვა აქედან იტალიაში... მალე ვნახავ იცოდეს!
ბედისწერა (მგონი დასასრული!)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent