ესმერალდა [10]
ლომია მისკენ მიტრიალებულ, თავის ესმერალდასთან ახლოს მყოფ მამაკაცთან მიიჭრა. მაშინვე გამოსტაცა ხელიდან, მკლავში მაგრად ჩაავლო და გარეთ უნდა გაეყვანა, როცა უკმაყოფილო მზერა იგრძნო, მერე კი მხარზე ხელი, რომელიც კარგს არაფერს უქადდა. -ჰეი, ძმაო... ხელი გაუშვი, რას აკეთებ? - ესმერალდა განაბული იყურებოდა, ხან ერთს გახედავდა, ხან მეორეს. -მიმყავს. -რას ქვია ბიჯო, მიგყავს. ამის უფლება ვინ... - დაეჭიმა მამაკაცი, უფრო სწორედ სცადა გამოსვლოდა ეს არაბუნებრივი ტონი, რომლისთვის შესაფერისი არც იყო. სულ, ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო ლომია, ყოველთვის იტყოდა ხოლმე, კაი ბიჭი ვერ გახდები, კაი ბიჭად უნდა დაიბადოო. გამწარებულმა სიტყვა არც კი არ დაამთავრებინა ცეცხლისფერი თვალები შეანათა, სწრაფად შემოტრიალდა და მუშტი უთავაზა ცხვირში. მუქთმიან და კოსტუმიან, როგორც ლომია იტყოდა, კაბინეტის მონას, ცხვირიდან სისხლი წასკდა, აზრზე ვერც მოვიდა ისე გაიშოტა იატაკზე და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, რაც მათთან შეჯახებისას ჩამოცვივდა, ზედ დაეცა. მომსახურე პერსონალი მაშინვე დაზარალებულთან გაჩნდა, მაგრამ ლომიამ სწრაფად გაიყვანა გარეთ, ქუჩის კუთხისკენ აიღო გეზი, მაჯაში მაგრად უჭერდა, ჩიხში რომ შეუხვია მაშინღა შემოატრიალა გოგონა და თვალებში ჩახედა. -გამარჯობა. - გაუღიმა თავისებური შარმით, მაგრამ გოგონას გაცხარება ეტყობოდა სახეზე. -რა გააკეთე? - დაუყვირა, ხელი გააშვებინა და ლოყაში სილა გააწნა. -შენი სილაც, როგორი ტკბილია. - მთვარეულივით დახუჭა თვალები და გოგონას მოეხვია, რომელიც მასაც ისევე უძალიანდებოდა. -რატომ მეძებ, რა გინდა ჩემგან? - შეუბღვირა ესმერალდამ და ლომია შექანდა. -როგორ თუ რა მინდა? - შეკრა კოპები. - შენი გამოჩენის დღიდან წესიერად არ მძინავს, სულ შენზე ვფიქრობ, შენ საოცარ და ტკბილ ტუჩებზე, რომლებიც ახლა მადიანად მიყურებენ და მინდა, რომ ჩავკბიჩო. მიყვარხარ ესმერალდა, ძალიან მიყვარხარ! მაგიჟებ, ეს დღეები საშინლად ვიყავი შენ გარეშე, მენატრებოდი, მატირებდა, უშენობა მკლავდა და ახლა, როგორც იქნა გიპოვე, შენი სხივი მომენატრა, თვალები რომ გინათდებოდა და მზესავით მაჭერდი, პირდაპირ მწვავდი, შენი სილამაზით. მიჭირდა, ნეტავ გენახა, როგორ მიჭირდა. -რომელ სიყვარულზე მელაპარაკები. - შუბლი შეკრა ესმერალდამ და ქვევიდან ახედა მისი სიმაღლის გამო. - ჩემი სახელიც კი არ იცი, უბრალოდ სახელითაც არ დაინტერესებულხარ და რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ, ამიხსენი. არა ლომია... შენგან განსხვავებით, მე ის მაინც ვიცი შენ რა გქვია. ვიცი, როგორი ხარ და ასე მარტივად ვერ დავიჯერებ შენს შეცვლას. შენ მხოლოდ გართობა გაინტერესებს, ქვეყნად გყავს გოგოები, ვინც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ, რა გინდა ჩემგან რა?! შემეშვი. -შენ არაფერს გრძნობ? - გაღიზიანდა, მაგრამ ცდილობდა დაემალა, ნერვების მოთოკვას ცდილობდა, რომელიც მისი სხეულის ცახცახში გამოიხატებოდა, მაგრამ მარტივი არ იყო. მარტივი არ იყო, ესმერალდას წინ დგომა, იმის ახსნა, რომ ერთადერთი გოგოა, ვინც ყველაფერს ურჩევნია, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დათმობს, მაგრამ გოგონა არაფერს გრძნობს, არაფერს ისეთს, რასაც ჩაეჭიდებოდა და ნაპირზე გამოცურავდა. ლომია იძირებოდა, ტალახში იძირებოდა და შველა არსაიდან იყო. უბრალოდ დამძიმებულიყო, ტკიოდა. პირველად იგრძნო მთელი ოცდაოთხი წლის მანძილზე გულის ტკივილი, დიახ, მას გული ტკიოდა. -არა, და ხელი გამიშვი! -ნუთუ სახელშია პრობლემა? რადგან შენი სახელი არ ვიცი... -ლომია არა. სახელი არაფერ შუაშია. შენ ერთ საშინელ და ტალახიან ნიღაბს ამოფარებული ბიჭი ხარ, რომელსაც თავისი ტრ**ის გარდა არაფერი ადარდებს, რომელიც თავის გადარჩენაზე იფიქრებს მაშინ, როცა დაინახავს, რომ სხვა გასაჭირშია. ცდები თუ გგონია, რომ მე იმ გოგოებს ვგავარ, ვისთანაც ურთიერთობა გქონია და გაქვს. ცდები, რადგან მე შენ არ მიყვარხარ. შეძრა ამ სიტყვებმა. სულიერად დასცა, მაგრამ არ უნდოდა დანებება, არ სურდა უბრალოდ ხელი გაეშვა და თავის გზას გაეყენებინა. ბოლო იმედს ებღაუჭებოდა, ბოლო სასურველ იმედს, რომელიც ნაპირამდე გამოსვლაში დაეხმარებოდა. -მისმინე... - ცოტა ხნით დაიცადა და მერე ჩურჩულით ჩაილაპარაკა. - ვიცი, რომ იმ ღამეს... იმ ღამეს, როცა სახლიდან გავაგდე გოგონა, ვიცი ის შენ იყავი, ვიცი რომ ჩემთან იწექი... -არა, არა არა. - გაეღიმა ეშმაკურად ესმერალდას და ჩაიხითხითა. -რა არა? - უკვე განრისხება ემატებოდა, მის წინ, შეცვლილი და სევდიანი ღიმილით მომზირალი ესმერალდა იდგა. მის თვალებში ის სხივი არ კიაფობდა, რომელიც ასე აგიჟებდა საავადმყოფოში. - რა მოხდა? რატომ არ მოხვედი მას შემდეგ? მენატრებოდი. -შენთან არ ვწოლილვარ... - გაიკრიჭა. - შენ ისეთი გათხლეშილი მთვრალი იყავი, სულ არ გამჭირვებია შენი თავდაყირა დაბმა.. ჰო, ვაღიარებ რომ ის გოგო ვარ, მაგრამ თითი არ დაგიკარებია ჩემთვის, ვერ დამაკარე. - დაჟინებული მზერით აკვირდებოდა გამომცდელად ლომიას და აშინებდა მისი ფიქრები. - მე მაინც მახსოვს რა მოხდა იმ ღამით, მართალია შენ ბინაში სრულიად გაუცნობიერებლად მოვხვდი, მაგრამ იმ მომენტში სხვა წასასვლელი არც მქონდა... -შიშველი რატომ იყავი? - გაუკვირდა ბიჭს და ისე შეხედა. -შენ გგონია მე ფხიზელი ვიყავი? - ჩურჩულით ამოიღო ხმა თან გვერდზე მიატრიალა თავი, თითქოს ამოწმებდა, ვინმეს ხომ არ ესმოდა მისი საუბარი. - მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. არ მინდა ეს გახსოვდეს, დაივიწყე ის ღამეც, როგორც ერთი ჩვეულებრივი სიზმარი და დამივიწყე მეც. -ვერ გივიწყებ.. -მოგიწევს! - შეეპასუხა კვლავ. -არა... იმას არ დავთმობ, რაც ბედმა მიბოძა, შენ ჩემი საჩუქარი ხარ, ადამიანი ვინც კომიდან გამომიყვანა, ვინც მეორე შანსი მომცა, ცხოვრება ახლიდან დამეწყო, ვინც შემცვალა და სიყვარულის უნარი დამიბრუნა, ან მთლიანად ჩამინერგა, რადგან ეჭვი მეპარება, ადრე მცოდნოდა რა იყო სიყვარული, მიახლოებით მაინც. ჰოდა, შენ ხარ ის გოგო, ვინც თვალები ამიხილა და ამ სამყაროს სხვა თვალით შემახედა, შენ კი ამბობ უბრალოდ დამივიწყეო? - ისე გაუცნობიერებლად ღრიალებდა, რომ ბოლოსღა შენიშნა, მისი ყვირილი გოგონას როგორ აშინებდა. -შენ არ ხარ ადამიანი. შენ ხარ ცხოველი, რომელიც მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობს. -რატომ მტკენ გულს. -მეეჭვება გული გქონდეს! - ლომიამ ხელი გაუშვა და თავი დამნაშავესავით დახარა, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო და ისევ ვნებიანად შეანათა გოგონას თვალები. ახლა ესმერალდამ ვერ გაუძლო მის მზერას და უნებურად დახარა თავი. -ვინ არის ის ბიჭი? - ჰკითხა და ტუჩები ყურებთან მიუტანა. რაც უფრო უახლოვდებოდა უფრო მეტად გიჟდებოდა ლომია. უკვე მთლიანად მოედო ალმური, ყურში ჩასჩურჩულა რაღაც და შემდეგ ტუჩები ქვევითკენ წაიღო. ნელ-ნელა უკოცნიდა სახეს, მისი ვნებიანი ტუჩებით დამწვარი ესმერალდა კი წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა. მის კისერს შეეხო ტუჩებით და კოცნის გავარვარებული კვალი დააჩნია, ხელი ჩაასრიალა და საჯდომი მოიქცია ხელებში, რომ მკვეთრად მიებჯინებინა მის სხეულს. ის იყო ესმერალდას ტუჩებზე უნდა მიეტანა იერიში, გონს რომ მოეგო გოგონა და მუშტები დაუშინა ბიჭის მკერდს. არ აკოცნინა, უბრალოდ სცადა დაბლა ჩაწევა, რომ რამენაირად დაეძვრინა მისი კლანჭებისთვის თავი და მოახერხა კიდეც. სანამ გვერდით გაიწეოდა და ბიჭს დატოვებდა ისევ მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მოსწია, თვალებში შეხედა, არ ანებებდა თავს და მასაც დაჟინებით უგზავნიდა სიგნალებს, რომ თვალი არ მოეცილებინა მისი თვალებისთვის. -ჩემი საქმრო! ქორწილი ერთ კვირაში იქნება, დააგვიანე იდიოტო. - დაუბრიალა თვალები და ლომიამ იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა. თვალები დაძაბა, საშინლად შეწუხდა, იგრძნო რომ ზედმეტი იყო, იგრძნო უაზროდ ცდილობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი კითხვა მაინც ტვინს უღრღნიდა, რატომ აჰყვა თავის ბინაში და რატომ იყო შიშველი, ამაზე ლოგიკური პასუხი მაინც არ მოუსმენია და კიდევ... რატომ აკითხავდა საავადმყოფოში, საერთოდ რატომ გადაარჩინა. -ერთ რამეს გკითხავ და მინდა მიპასუხო, გულწრფელი პასუხი მჭირდება. - გვერდით გახედა, მაღაზიიდან ჯერ არავინ გამოდიოდა, თუმცა უნდა ეჩქარა. სირენების ხმა ახლოვდებოდა, რომელიც სავარაუდოდ მასთან მოიწევდნენ. მუშტი გამწარებით მიარტყა კედელს, ისე რომ გადაეყვლიფა და სისხლმა იწყო დენა, თავის საყვარელ და ყველაზე ძვირფას თვალებში, რომ შენიშნა შიში, ბოდიში მოუხადა ჩურჩულით და შემდეგღა ჰკითხა. - ბედნიერი ხარ? მითხარი და თუ ბედნიერი ხარ მასთან, გეფიცები თავს დაგანებებ, მაგრამ ვხედავდი... -კი. ბედნიერია. - ჩაერია მესამე ხმა. ის იყო. მისი საქმრო, რომელიც დამკვირვებელი თვალებით უყურებდა ბიჭს, მშვიდად და კედელს მიყრდნობოდა. ესმერალდას ჩახედა თვალებში, ესმერალდამ სიმორცხვით ისევ დაბლა დახარა თავი, მაგრამ ლომიამ ნაზად, ააწევინა. უნდოდა თვალი გაესწორებინა მისთვის და მის მოცახცახე სხეულს არც კი აქცევდა ყურადღებას. კანკალი აუტყდა, თვალებიდან ცრემლი გადმოაგდო, წამიერად სწორედ ისე აენთო თვალები, როგორც უწინ და ლომიას ჩაეღიმა. ეშმაკურად ჩაეღიმა. -კი! - დაუდასტურა გოგონამ თვალმოუცილებლად. ბიჭს სახე ეცვალა, ახლაღა გააცნობიერა რას ეუბნებოდა გოგონა, გააცნობიერა, რომ სამუდამოდ კარგავდა და თავი საშინლად ასტკივდა. იგრძნო, როგორ აუწვა ცრემლებმა თვალები, მაგრამ ვერაფერს გახდებოდა. ტკივილში ჩახრჩობა მოუწევდა. უყურებდა გოგონას, მის გაბადრულ და ნატანჯ თვალებში უყურებდა და ხვდებოდა, რომ მისი წასვლის დრო იყო. მერე უბრალოდ, ის უცხო მამაკაცი მიუახლოვდა ესმერალდას, ხელი ჩაჰკიდა და მისგან გამოაშორა. კმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა, როცა ლომიას თვალებიდან წამოსულ ცრემლს და ტანჯვას უყურებდა ესმერალდას საქმრო. - და გთხოვ, თავი დამანებო. - შემოტრიალდა, უცნაურზე უცნაურად, თითქოს იწვევსო, ისე გაუღიმა და უკან გაბრუნდა. თვითონაც სირენების ხმამ, უფრო ახლოდან რომ გამოაფხიზლა, მაშინვე საპირისპირო მხარეს დაიძრა, განადგურებული, დამძიმებული. თავს დამცირებულად და არარაობად გრძნობდა. ესმერალდას არ უყვარდა, მისი დანახვაც კი არ სურდა და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა, ისევ იმ თვალებში დაიკარგა, წამის წინ რომ გაუღიმეს, მაგრამ ის ღიმილი, მას აღარ ეკუთვნოდა. ლომია ის ბიჭი იყო, ვინც არასდროს ნებდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, გოგონას ბედნიერებისთვის, ისევ და ისევ მისთვის, მისი სიყვარულისთვის იქცეოდა ასე. სჯობდა თვითონ დატანჯულიყო, მაგრამ მისთვის ძვირფასი ქმნილება, მეხსიერებიდან ვერაფრით რომ წაშლიდა, ბედნიერი უნდა ყოფილიყო. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მარტოსულობის შეგრძნება, პირველად იყო ასე უმოქმედოდ, როცა ხმას ვერ იღებდა, როცა სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, როცა გული ამოჰგლიჯეს და მთლიანად მოკვდა. დიახ, ის ცოცხლად ვეღარ გრძნობდა თავს, ის მკვდარი იყო, უგულოდ მკვდარი. მის მკვდარ სხეულს კი მთვარე დაჰნათოდა... თენდებოდა. *** -გამარჯობა. - თავი დაუკრა შესასვლელში დარაჯს, ოფიცერმაც ღიმილით დააჯილდოვა და მიესალმა ლომიას. ცოტა ხანში ლომია უკვე ერთ-ერთი ახლადაშენებული კორპუსის სახურავზე იდგა, მეოცე სართულზე და ნაპირიდან უყურებდა ყველაფერს. ზევით ქარი უფრო მეტად არხევდა და ბიძგებს აძლევდა, წინ წაწეულიყო. გული მოუკლეს, წამით სწორედ ის ინატრა, ნეტავ არც ახლა გამეგო სიყვარულის გემო, ასე ხომ არ დავიტანჯებოდიო. თვალებს დაბლა ვერ ხრიდა, სიმაღლის ეშინოდა, მაგრამ ამ შიშს ძლევდა, რადგან იცოდა ერთი ნახტომი და ყველაფერი დასრულდებოდა. აქამდე თუ არ ეკარებოდა არც მაღალი კორპუსების სახურავებს, არც ხიდზე გადადიოდა. ლომივით კაცს სულ იმის შიში იპყრობდა წონასწორობა არ დაეკარგა და არ გადაშვებულიყო წყალში. ხელები გაშალა, ფეხი უფრო შემაღლებულზე შედგა და მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა შიში იმდენად აღარ შეიპყრობდა და მზად იქნებოდა, თუმცა იმდენად იყო განადგურებული, სიყვარულმა იმდენი დამართა, რომ არც ეფიქრებოდა, დაუფიქრებლად გადახტებოდა. წაბორძიკდა. წინ გადაიწია უნებურად და ის იყო უნდა გადავარდნილიყო, მაგრამ დროულად შეიკავა თავი. -ესმერალდა.. ჩემო ესმერალდა. ახლა კი ნამდვილად აღარ მაქვს გული. მწამს, მე თუ შევეწირები მსხვერპლად, თუ თავს დაგანებებ, მაშინ ბედნიერი იქნები. სიყვარული არც მეტი არც ნაკლები, სიგარეტზე უარესად კლავს თურმე, ჰო, კლავს. სიგარეტის კოლოფს აწერია, მოწევა კლავსო, მაგრამ ყველგან ის არ არის გამოკრული, სიყვარული როგორ ანადგურებს, ცოცხლად ჭამს. თავიდან მშვიდად ხარ, მაგრამ ეს არაბუნებრივი სიმშვიდე გსპობს ზუსტად. განგრევს შიგნიდან, გზას გიხერგავს და სისხლს აღარ უშვებს ტვინში, ვერ აზროვნებ... ახლა ამას ვგრძნობ, ვერ ვაზროვნებ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, მაგრამ შენთან მოსვლა უკვე შეუძლებელია. ყელი ჩაიწმინდა. თავის ფეხებს უკვე ვეღარ ენდობოდა, ეყრდნობოდა, მაგრამ ისე მოუდუნდა სხეული, ეგონა უკვე ჰაერში დაფრინავდაო, მაგრამ ჯერ ისევ იქ იდგა. ჯერ არ ჩქარობდა, ჯერ არ სურდა გადახტომა. ყველაფერი უნდა ეთქვა. ესმერალდა თუ არა, თვითონ მოისმენდა, საკუთარი თავის წინაშე მართალი უნდა ყოფილიყო. სხვაგვარად ფეხის წინ წადგმას ვერ ბედავდა. -აი, გათენდა, მზემ გაათბო დედამიწა, - მზეს შეხედა და თვალები მოიჩრდილა. - როგორც შენი გამოხედვა ათბობდა ჩემ გულს. გულს, რომელიც მხოლოდ შენთვის ძგერდა, შენი სხივანთებული მზერის გარეშე კი არაფერია ეს ცხოვრება. არც გული ძგერს ისე გამეტებით, არც უნდა რომ ძგერდეს შენ გარეშე. - თითქოს მას ესაუბრებოდა, როცა მზეს უყურებდა. - მზე ხარ შენ, იმედია მხედავ ახლა, მაგრამ ჩემთვის ეს მზეც აღარ ანთია, მაშინ ჩაქვრა, როდესაც ბოლო იმედიც გამიქრე. მაგრამ ღიმილი... რას ნიშნავდა შენი ეს ღიმილი? დამშვიდობებას? თუ უფრო მეტს? კიდევ უფრო მიუახლოვდა სახურავის კიდეს. ცალი ფეხი თითქმის ჰაერში ჰქონდა, მაგრამ ჯერ საკუთარ თავთან საუბარს არ წყვეტდა. -იცი?... ვეძებდი შენში ნაკლს, ვეძებდი, გულმოდგინედ ვეძებდი გეფიცები, მაგრამ შენი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ უნაკლო ხარ. უნაკლო ხარ, შენი არსებით. შემცვალე, მასწავლე სიყვარული, ეს როგორ მოახერხე არ ვიცი, როგორ შეძელი უსიყვარულო ადამიანის ასე შეცვლა, მაგრამ შემცვალე. ვგრძნობ, შენთან როგორ ვძლიერდები, როგორ ვწყვეტ სუნთქვას, მაგრამ თავდაჯერება მატულობს, თავდაჯერება იმის, რომ არსად გაგიშვებ, მაგრამ ყოველ ჯერზე... ყოველთვის... ისე გიშვებ, თითქოს შენი უსაზღვროდ მეშინოდეს, აი შენგან შორს მყოფს კი სიყვარული ისევ არარეალურად მეჩვენება, შენგან შორს, შენც კი ზღაპრად მეჩვენები, ტკბილ და საოცარ ზღაპრად. მწვავედ მოაწვა სისხლი ტვინში. ადრენალინი იგრძნო, თავი უფრო არარაობად იგრძნო, არავის რომ არ სჭირდება და არც კი გაახსენდა, ვის გამოც ცხოვრება ნამდვილად ეღირებოდა. ღრმად ჩაისუნთქა, მოემზადა და ამ დროს ხელი შემთხვევით ჯიბეს მოხვდა. შრაშუნი, რომ გაიგო ხელით მოისინჯა, რაღაც ფურცელი, რაც როდის ან როგორ მოხვდა მის ჯიბეში ვერ გაეგო, ამოიღო და გაშალა. ორადორი სიტყვა ეწერა, რამაც გული აუფორიაქა, სიცოცხლის აზრი წამიერად დაუბრუნა, თუმცა შეშფოთებით გახედა მზეს, ისევ დააცხუნა მისმა ცხელმა სხივებმა და გაახსენდა საავადმყოფოში, ესმერალდას ცხელი, მყისიერი კოცნა, რომელიც ყველაფერს ერჩივნა, ყველაფერს ავიწყებდა. ესმერალდას შეტყობინება იყო, ფურცელს თვალს ვერ წყვეტდა, სადაც ეწერა: „გადამარჩინე! მიყვარხარ“ ქარმა მისკენ განზრახ შემოუქროლა, ისე მიაწვა ზურგიდან, თითქოს მისი გადაგდება ეწადა. ლომია შექანდა, წონასწორობის შემაგრება ბოლოჯერღა სცადა, მაგრამ ამაოდ. ის, გულაფანცქალებული, სიყვარულის იმედად რომ იყო და ეს იმედი ისევ გაუნათდა, შენობიდან გადავარდა. _________ დაიძაბა სიტუაცია... ბოლო დარჩა. ამ ორის გაერთიანება მქონდა გეგმაში, მაგრამ რომ ვიფიქრე, მერე რამდენიმე დღე ვერ დავდებ და ვერც წერას მოვახერხებ (მუშაობის გამო), ამიტომ გადავწყვიტე, ისევ ორ თავად დავდო და ... აჰამ, ესეც თქვენ. ემილიიი მიყვარხარ......... შენ, რომ არა დღემდე არ დაიწერებოდა ეს ისტორია.. ჰო, თქვენც, რომ არა ჩემო მკითხველებო. ძალიან მაბედნიერებთ, მაგრამ ესმერალდა, სწორედ ის გოგოა... ემილი <3 მიყვარხარ ესმერალდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.