შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია.! (გაცნობა)


1-07-2016, 23:29
ნანახია 2 341

-არაუშავს
უთხრა უცნობმა ბიჭმა ისე რომ ბოდიშის მოხდაც არ დასცალდა მარიამს..
უკან როცა მიბრუნდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაბრაზება მუცელში აფრთხიალებულმა პეპლებმა შეცვალეს.
- უკაცრავად
მორცხვად უთხრა და ჩანთა ხელში დაიჭირა
- ამოგიწყდა?
- დიახ
- მანახეე
ჩანთა გამოართვა და ჩაიცინა
- ამდენი რამე როარ უნდა ჩააწყო ამ პატარა გოგომ ამ პატარა ჩანთაში არ იცი?
მარიამმა ვერაფერი უპასუხა.. ვერ მიხვდა აქ როგორ გაჩნდა ის უცნობი, ასე უცბად..
- წამოო..
მატარებლის სადგომისსკენ აიღო გეზი და მარიამიც გაკვირვებული უკაან მიჰყვა..
- სად მიდიოდი?
- მუხიანში
- დაველოდოთ მატარებელს
- მარტოც წავალ
- ამხელა ჩანთით მარტო ვერ წახვალ
- მთელი დღეა მაგით დავდივარ და ახლა რატომ ვერ წავალ?
- ასე, რომ გაგიშვა ჩემი მხრიდან არა ჯენტლმენური საქციელი გამოვა.. ასე რომ..
- კაიი..
მარიამი ცდილობდა მისი თითოეული ასო, ბგერა, სიტყვა დაეჭირა და საგულდაგულოდ მოესმინდა რათა კარგად დამახსოვრებოდა და გონებაში ჩარჩენოდა.. რადგან იცოდა უცნობი ბიჭის ხმა შეიძლება ვეღარარსდროს გაეგო..
გულისფანცქალით უსმენდა და უჭირდა აზროვნება, დაბნეული პასუხობდა რაღაც სისულელეებს და მხოლოდ მაშინ ფიქრდებოდა გონებაში, იმ სიტყვის მაგივრად რა შეიძლებოდა ეთქვა..
მატარებელშიშევიდნენ ერთმანეთის გვერდით იდგნენ. უცნობს ხელში მარიამის ჩანთა ეჭირა და დაჟინებით უყურებდა მას..
- ჰო ისე რა გქვია?
- მარიამი.. შენ?
- ლუკა.. ეს ჩანთა, რომ არ მქონდეს ხელს ჩამოგართმევდი
სიცილით უთხრა და კვლავ მარიამს გახედა
- დამიბრუნე თვითონ დავიჭერ
- ხოარ გეწყინა?
- დამიბრუნე ჩანთა
- ცუდად არმითქვამს.. კაი დავიკიდოთ რა..
საპასუხოდ თვალი აარიდა.. ყველაზე სწორი პასუხი ალბათ ეს იყო..
მაგრამ ასეთ უმნიშვნელო ხუმრობაზე რატომ გაბრაზდა? ალბათ იმიტომ, რომ ლუკა, რამდენიმე წუთის გაცნობილი ბიჭი სულაც არ იყო მისთვის უმნიშვნელო..
- მარიამ რაგვარი ხარ?
- ლაბაძე. შენ?
- რაზმაძე
- მარიამ ლაბაძე..
- ლუკა რაზმაძე.
- რამდენი წლის ხარ მარიამ?
- 15
- როგორი პატარა ყოფილხარ
" შენ თუ არ მითხარი ისე რა არვიცი პატარა, რომ ვარ?"
გაიფიქრა და უკვე ნაცნობ უცნობს შეხედა.
- ისე ცხვირზე ეგ გიხდება, მაგრამ მაგისთვის მაინც პატარა ხარ.
- იცი რაა ბიჭებთან საუბრისთვისაც პატარა ვარ ასე, რომ შეგიძლია შემეშვა
- კაი ჩავიჭერი.. მარა მაგარი ბუტია ხარ
- თავი რომ მომაბეზრე გითხარი?
- არა
- ხოდა ახლა გეუბნები
- მეც მომაბეზრე თავი მარა მაგარი საყვარელიხარ ჩესნად ვბაზრობ
- ხოო.. მადლობა..

კორპუსამდე, რომ მივიდნენ სადარბაზოსთან მარიამი შეჩერდა
- აბა სად ცხოვრობ?
- ამ სადარბაზოში
- ეგ მოვწვი.. სახლზე გეკითხები
- მეოთხეზე
- წამო მერე
- აქედან ჩემით.. აღარ შეწუხდე
- აგაცილებ
- არაა თვითონ ავალ.. ისედაც გაწვალე.. და ალბათ დაგღალე
- არა ტო პირიქი.. წამო ჰა აგაცილებ
- არმინდა!
მის პასუხზე გაეცინა.. უყურებდა მარიამს და იცინოდა. გული რომ მოიოხა სერიოზული სახე მიიღო და განაგრძო
- შენ ეხა იმიტო არგინდა ბინამდე მიცილება, რო გგონია რაღაც....?
არც მანიაკი ვარ და არვაპირებ ვინმეს ძალით რამე გავაკეთებინო.. და ხო კიდე არგეგონოს რო მომეწონე და შენთან ფლირტის გამო გავაკეთე ეს რაღაცეები და ეხაც იმიტო გთხოვ კარამდე მიცილებას.
არა ! არგეგონოს რო მასსეა ! მეგობრული დახმარება გაგიწიე და მაგ პონტში მოგაცილე. ნალუბოი შემთხვევაში სხვაც რო ყოფილიყო ესე მოვიქცეოდი ალბათ.
კვლავ სიცილი გააგრძელა. მარიამს ელდა ეცა მეგობრული დახმარება გაგიწიეო, რომ უთხრა. ქვას რომ გესვრიან და რაღაც "გაგბწკნის" მასე მოხდა.. ოღონდ თითქოს ლოდი ესროლეა და პირდაპირ გულში მოხვდა.
რას იზამდა.. მაინც ფიქრობდა, რომ "შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა"
ლუკასთან ურთიერთობისას სწორედ ამ დევიზით მოქმედებდა "შანსი ხელიდან არ გაუშვა" და ასეც იქცეოდა.. არ აპირებდა შანსი ხელიდან გაეშვა.. უფრო სწორად, რომ ვთქვა არ აპირებდა ლუკა ხელიდან გაეშვა.!
- ლიფტი გამოვიძახოთ
უთხრა მომღიმარ ლუკას და ლიფტს მივარდა..

მარიამის ბინის, კარის წინ იდგნენ.
- აქ ცხოვრობ?
- კიი აქ ვცხოვრობ..
ორივე ერთმანეთის წინ იდგა, აშკარა იყო, რომ არცერთს არ უნდოდა "მეგობრული" საუბრის დასრულება და წასვლა.. ორივე ყოყმანობდა, ბოლოს მარიამმა გაბედა და უთხრა:
- გინდა დავლიოთ.. ჩაი ან ყავა?
- შენთან?
- კი სახში
- ნამდვილად?
- "მეგობრულად" გეპატიჟები.

ამ სიტყვით უნდოდა "სამაგიერო" გადაეხადა წეღან ნათქვამი სიტყვებისთვის..
კი უთხრა მეგობრულად გეპატიჟებიო მაგრამ ამ სიტყვის უკან მეგობრობაზე მეტი იყო.
მეგობრულად არ ეპატიჟებოდა მასთან დიდი დროის გატარება უნდოდა, შანსს იყენებდა.
- არიქნება პრობლემა შენებთან?
- მარტო ვარ
- მარტო?
- მარტო კი
- არ გეშინია მერე?
- არა.. შემოდიხარ თუ არა?
- კაი მეგობრულად მაშინ.
- მეგობრულად !

ეს სიტყვა გულზე ეკალივით ხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა იძულებული იყო აეტანა და თვითონაც ეთქვა.



***
მისაღებში ისხდნენ ჩუმად და ყავას სვამდნენ . სიჩუმე ლუკამ დაარღვია
- კარგი ხელი გქონია
- მადლობა..
- ესე ჩუმად ყოფნას არ გირჩევნია შენზე მომიყვე რამე?
- რა მოგიყვე?
- რავი ყველაფერი.
- მაინც?
- ყველაფერი !
დიდხანს დუმდა ორივე. მერე მარიამმა დაიწყო თავისი დახასიათება და პირველი სულელური წინადადება წარმოთქვა:
- სუპს ვერ ვიტან ბავშვობიდან.
- სუპი არც მე მიყვარს მაგრამ.. ეგრე ყრმა ბავშვობიდანაც არ მიგულისხმია..
- მაშინ უკაცრავად.
- კაი მოდი მაშინ მე გკითხავ.. რას ვერიტან?
- ვერ ვიტან, როდესაც მეძახიან "მარის" და არა "მარიამს. ვერ ვიტან მწერებს !
კიდე ვერ ვიტან შოკოლადის იოგურტს და მატყუარა ბიჭებს !
- ესეიგი მატყუარა ბიჭებს ვერ იტან !
- შენ რას ვერიტან?
- მეტიჩარა გოგონებს.. და კიდე როცა ჩემ გიტარას ვინმე დაუკითხავად ეხება.
- გიტარაზე უკრავ?

აი აქ უკვე მიხვდა, რომ ამ ბიჭთან მცოლოდ მეგობრობა არ უნდოდა. გიჟდებოდა, როცა ბიჭი გიტარაზე უკრავდა და ყოველთვის ამბობდა ხუმრობით, რომ ბიჭი თუ უმღერებდა მაშინვე, დაუფიქრებლად გაჰყვებოდა ცოლად.. ხუმრობით ამბობდა მაგრამ ამ ხუმრობაში მეტწილად სიმართლე ერია.
- ჯერ შენ მომიყევი და მერე მე მოგიყვები კაი?
- კაი..
- მეორე წელია რაც თბილისში ვცხოვრობ.. რაიონიდან ჩამოვედი.. ოჯახი დედა, ბაბუა და ბებია იქ მყავს..
მამა ესპანეთში..აქ დეიდაშვილთან ერთად ვცხოვრობ. სტუდენტია და აქ სწავლობს.. მეც აქ გადმოვედი სკოლაში და აქ ვაპირებ ყოფნას. ახლა წასულია სახლში და ამიტომ მარტო ვარ.. ალბათ ერთი კვირით.. ახლა შენი ჯერია.
- მეე დაბადებიდან თბილისში ვცხოვრობ.. დედასთან უფროს ძმასთან და პატარა დასთან ერთად..
მამაჩემი ციხეშია.. უკვე წლებია..
კიდე წელს ვამთავრებ სკოლას.. და ისევ აქვაპირებ ყოფნას დროებით.. მერე ლონდონში მივდივარ.
დიდად საინტერესო ბიოგრაფია არ მაქვს. ისეთი როგორც შენ.
- სულაც არა. მე მომეწონა
- აქ მეგობრები გყავს ხო ალბათ?
- არა.. თუ ჩემ ზედა მეზობელს და რამდენიმე ახალ კლასელს არ ჩავთვლით. არსად დავდივარ გარდა სკოლისა და მასწავლებლებისა..
- ანუ შენი "ურიცხვი " მეგობრების და ზედა მეზობლის რიცხვს მეც შევემატე?
- ანუ კი..
- კარგი მაშინ წავალ, ალბათ დაღლილი ხარ შენ.. მარტო ხოარ გეშინია დარჩენის?
- არა არ მეშინია..
- კაი მაშინ ღამემშვიდობის..
კარიდან რომ გავიდა, მარიამმა ხელი დაუქნია და ლიფტში შევიდა.

კარგახანია ასე ბედნიერი არ ყოფილა..
მეორე დღეს მთელი დღე სიმღერის ხასიათზე იყო, მუსიკების ფონზე სახლი დაალაგა, წიგნიც წაიკითხა და ბოლოს ფილმის ყურებაც გადაწყვიტა. რომანტიკული ჟანრი აირჩია ( არასდროს უყურებია ამ ჟანრისთვის და საერთოდ არ ხიბლავდა ფილმების ყურება)
ტელეფონმა დაურეკა, ლუკა იყო.
- მარიამ რას შვები?
- ფილმს ვუყურებ შენ?
- მარიამ მისმინე. წყნეთში ავდივართ სასტავი, წამო რა შენც ბევრს ხო არ იცნობ ხოდა გაგაცნობ
- რავი..
- წამოხვალ?
- ჰო წამოვალ
- ცოტახანში შენ სადარბაზოსთან ვიქნები დაგირეკავ და ჩამო
- კაი გავემზადები
ლეპტოპი დახურა და გამოიცვალა, დიდხანს არუფიქრია რა ჩაეცვა. ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვა რაშიც კომფორტულად იყო, ყველაფერი გამორთო წყალი გადაკეტა და დაბლა ჩავიდა.
მის ფეხებთან გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა და იქ მჯდომ ორ გოგოს და ორ ბიჭს მიესალმა.
ერთადერთი ლუკა იყო ვისაც იცნობდა.
- კაროჩეე ბესო ნინი ნატა გაიცანით ესაა მარიამი და აბა თქვენ იცით გაართეთ გოგო.
საჭესთან მჯდარი გოგო და ბიჭი იყვნენ ბესო და ნინი, როგორც შემდეგ გაიგო.
- ნატა ესაა ის მარიამი გუშინ რომ მოგიყევი.
მიმართა მარიამის გვერდით მჯდარ ლამაზ გოგოს.
გოგომ ხელი ჩამოართვა, მარიამმაც იგივე გაიმეორა და თბილად გაუღიმა
- მარიამ ეს ჩემი შეყვარებულია ნატა.
უთხრა ლუკამ და მის გვერდით მჯდარ გოგონას შუბლზე აკოცა



№1 სტუმარი კნოპკა

Dadeshemdegitavic male kaia dagaagrdzlee auu imedia martla shekvarebuliaraa da echvianobismiznebi xdeba :D toregavchedav

 


№2 სტუმარი mariami

dadee rashemdegiii dzan magariaa ^_^

 


№3 სტუმარი ეპიკურელი

ოპააააააა...:დდ დაიძაბა სუტუაცია :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent