შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #27 დასასრული


2-07-2016, 05:45
ავტორი ჯია
ნანახია 5 625

არ გავნძრეულვარ, ვიჯექი და ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდა.
-ესენი ვინ გყავს? -ღიმილით მკითხა კნუტებზე და გვერდით მომიჯდა.
-სოლომუნი და ნინა. -თითით ვანიშნე ვინ რომელი იყო.
-კრავიცი? -ჩაეცინა და გამომხედა.
-როდის ჩამოხვედი? -აღარ მივაქციე მის კითხვას ყურადღება.
-დღეს.. ხომ შემიფარებ ცოტახნით?
-კი, რა თქმა უნდა. -წამოვდექი კნუტებთან ერთად, ცოტა კი შემაბარბაცა, მაგრამ არ შევიმჩნიე. დილიდან უკვე იმდენჯერ მივიღე კოკაინი, გასაკვირი არც არის. -ოთახს გაჩვენებ..
-ბარგს შემოვიტან. -ადგა და ეზოდან გავიდა.
მე მანამდე ერთი ხაზის გაყნოსვა კიდევ მოვასწარი ოთახში..
-კირა! -გიოს ხმა მომესმა მისაღებიდან და მასთან გავედი.
სტუმრების ოთახში დავაბინავე და მოსაწესრიგებლად დავტოვე..
-გინდა პიცა შევუკვეთო? -ცოტახანში შევაკითხე.
-ჩვენით ვერაფერს გავაკეთებთ?
-ბოსტანში დავკრეფ ბოსტნეულს და სალათს თუ მოვამზადებ.
-შენ რა შენი ბოსტანიც გაქვს? -გაოცებულმა მკითხა.
-კი, მე ვუვლი. -გავუღიმე გიოს.
-შენს ბოსტნეულს სხვა დროს დავაგემოვნებ, ახლა ძალიან მშია.
-ხოდა მაშინ წავიდეთ ჯობია, იტალიაში პიცაზე და სპაგეტიზე გემრიელს რას შეჭამ.
-კარგი წავიდეთ. -მითხრა და მაიკა გადაიცვა.

როგორი უცნაური შეხვედრა გვქონდა.. თითქოს დიდი ხნის უნახავები არც ვყოფილვართ. თითქოს არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული.. თითქოს გუშინ ვნახე ბოლოს და დღეს უბრალოდ გამომიარა საჭმელად და საჭორაოდ.

-ძალიან დასუსტებული ხარ. -მითხრა, როდესაც საჭმელი შევუკვეთეთ.
-მინდა ცოტა მოვიმატო, მაგრამ ვერ.. -ვუთხარი და ჩემს უწვრილეს მაჯებს დავხედე. რეალურად სულ არ მაინტერესებს ჩემი წონა.
-მაინც ლამაზი ხარ. -გამიღიმა და უკვე მოტანილი თეთრი ღვინო მოსვა.
-ჩაცვენილი თვალები მიხდება განსაკუთრებულად. -ჩამეცინა და მეც მოვსვი სასმელი.
-შენ წარმოიდგინე ეგ საშინლად შეჭრილი თმაც კი გიხდება. -თვალი ჩამიკრა და ოდნავ ჩემკენ წამოიწია.
-თავი პირველ პაემანზე მგონია, ბიჭი, რომ ყველაფერს კადრულობს გოგოს საწოლში ჩასაწვენად. -გამეცინა მე.
-ხომ იცი, რომ მე შენ სულ სიმართლეს გეუბნები? შენს სილამაზეს ვერ გააქრობს ვერაფერი.. -დასერიოზულდა გიო.
-რატომ ჩამოხვედი?
-ლისა და ნინა ძალიან ნერვიულობენ შენზე.
-და შენ გამოგიშვეს? -ჩამეცინა ირონიულად.
-მინდა დაგეხმარო.. არ მომწონს შენი ასეთი მდგომარეობა, სიცოცხლის ხალისი უნდა დაიბრუნო.
-ვცოცხლობ და ესეც საკმარისია.
-ნარკოტიკების დახმარებით ხო? -შემომიბღბირა გიომ.
-ისე მელაპარაკები თითქოს შენ არაფერს ეკარები.
-ზომიერად..
-რა მნიშვნელობა აქვს!
-და შენ აპირებ ხალისი შემმატო? -ხმა კიდევ უფრო ირონიული მიხდებოდა.
-რატომაც არა?
-მე აღარაფერი მეშველება, გიო.. -ამოვიხვნეშე.
-მე მაინც შევეცდები.
-ადამიანის გაცოცხლება შეგიძლია?
-რა? -გაოცებულმა შემომხედა.
-რა და ლაშას გამიცოცხლებ მეთქი? -ვიცი, რომ ვატკინე.. მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. რაც მომადგება ენაზე ეგრევე ვამბობ.. მანამდეც არ გამოვირჩეოდი თავშეკავებულობით, მაგრამ ახლა საერთოდ უკონტროლო გავხდი.
გიო გაჩუმდა და ცოტახანი მიყურა..
-აი, სპაგეტიც მოიტანეს. -ხელები გაუხახუნა ერთმანეთს და უხერხულ დიალოგს ოსტატურად აუარა გვერდი.
-გემრიელად მიირთვი. -გავუღიმე და ჩანგალზე დავახვიე მაკარონი.
ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია.. მე ზუსტად ორი ლუკმა ვჭამე, მეტი ფიზიკურად არ ჩამდიოდა მუცელში. პიცაც რომ მოვიდა, ნახევარი ნაჭერიც გაჭირვებით გადავყლაპე და მეგონა მთლიანი სპილო მქონდა ნაჭამი.
-ასე გინდა შენ მომატება? -სიჩუმე დაარღვია გიომ.
-მეტის ჭამა მართლა არ შემიძლია, ძალიან მძიმედ ვარ მერე.
-გადაჩვეულია ორგანიზმი.
-რას ვიზამთ. -მხრები ავიჩეჩე მე. -არ წავიდეთ?
-წავიდეთ.

-დიანა როგორ არის? -ვკითხე, როდესაც მანქანა დავქოქე და აგარაკის გზას გავუდექით.
-მიძლებს და არის..
-ანუ ერთად ხართ ისევ. -გავუღიმე და სიგარეტს მოვუკიდე.
-კი.. -უხერხულად შეიშმუშნა.
-იცის ჩემთან, რომ ჩამოხვედი?
-იცის. -თავი დამიქნია მან.
-რა ცუდი ბიჭი ხარ.. რატომ ექცევი ასე იმ გოგოს? როგორ უყვარხარ და შენ... არ ვიცი რა! -თავი გადავაქნიე უკმაყოფილოდ.
-შენ რატომ მექცევი ეგრე? როგორ მიყვარხარ და შენ... -გამომხედა და კითხვა მომიტრიალა.
-გიო! -წარბები შევკარი მე. -რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ერთიდაიგივე თემაზე?!
-რამდენჯერაც საჭირო იქნება!
-აზრი არ აქვს... -ვუთხარი და გაზს მივაჭირე, მალე მინდა სახლში მისვლა.

საღამოს ემა, ებბი და ნიკოლი ამოვიდნენ. მე ოთახში ვიყავი, ემამ რომ შემომაკითხა.
-გღვიძავს?
-კი, როდის მოხვედი? -წამოვჯექი მატრასზე.
-ახლახანს.. გოგოები ვართ, ჩამოდი რაღაც გვინდა გითხრათ.
-კარგი. -ვუთხარი და ჩასაცმელად წამოვდექი.
-ეზოში ვიქნებით, უკან. -მითხრა და კარი გამოიხურა.

ეზოში რომ ჩავედი, ოთხივე სერიოზული სახეებით ისხდნენ მაგიდასთან.
-რა ხდება? -ვკითხე ინტერესით და მათ წინ დავჯექი.
-კირა, შენ გაქვს სერიოზული პრობლემები. -დაუწყი გიომ.
-არ გადამრიო. -გავიოცე და ირონიულად გავიცინე.
-ჩვენ შენი დახმარება გვინდა და შენ გვეღადავები? -წარბი ამიწია ემამ.
-ძალიან სასაცილო სიტუაციაა და სერიოზულად ვერ ვუყურებ.
-სასაცილო რა არის? -ჩამეკითხა ებბი.
-გიო ჩემი ყოფილი, ემა ჩემი გარდაცვლილი ქმრის შვილი, შენ ემას ახლანდელი გოგო და ნიკოლი ემას ყოფილი, რომ ერთად სხედხართ და ჩემი გადარჩენა გინდათ. -გიჟივით ამიტყდა სიცილი და თვალი მომავლე მათ გაბრაზებულ სახეევს.
-ჩვენ შენი მეგობრები ვართ და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. -თქვა ნიკოლიმ.
-რა გინდათ? რას ითხოვთ? ისეთს რას ვაკეთებ, რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ?!
-შენ ძალიან მაგრად გაქვს შეტოპილი, კირა.. -გააგრძელა ისევ ნიკოლიმ. -ერთხელაც იქნება ოვერდოზი მოგივა და... და...
-და მოვკვდები? -დავასრულე მისი დაწყებული მე.
-ხო. -თავი დამიქნია ნიკოლიმ.
-კარგი რა, ფისო. -ხელი ავიქნიე მე.
-უამრავი კარგი სარეაბილიტაციო ცენტრებია.. იქნებ გეცადა? -მითხრა ემამ.
-დამღალეთ.. -თვალები გადავატრიალე მობეზრებულად. - ოვერდოზი მომივა? -თან კოკაკინის პაკეტი ამოვიღე და მათ თვალწინ დავიწყე ორი ხაზის კეთება. -ხოდა, მომივიდეს! მეც ეგ მინდა, იქნებ მოვკვდე! -ერთი ხაზი გავიყნოსე და ისევ გავაგრძელე, მათ შოკისკან გაფართოებულ თვალებს ვაიგნორებდი. -მე ვარ ჭაობში..
-ჩვენ რას ვეუბნებით და ეს რას აკეთებს! -თქვა ებბიმ.
-ჭაობში ვარ, ხალხნო, ჭაობში! -გავიმეორე ისევ და მეორე ხაზიც გავიყნოსე. -და არც მინდა აქედან ამოსვლა.. მომწონს ასე. წყნარად და მშვიდად ვარ.
-სიფხიზლე გახსოვს საერთოდ როგორია? -მკითხა გიომ.
-არა და არც მინდა მახსოვდეს.. ტკივილის გარდა არაფერი მოაქვს. -ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. -თუ დაასრულეთ მე დაგტოვებთ.. მადლობთ, რომ ზრუნავთ, მაგრამ მეორედ ნუღარ შეწუხდებით. ან მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ ან შეწყვიტეთ ჩემთან კონტაქტი. -აღარ დაველოდე მათ პასუხს, ოთახში ავედი, Ostalgia_ს ”Frivolous" ჩავრთე, წამოვწექი, თვალები დავხუჭე და არარსებულ სამყაროში გადავეშვი.

დილით ადრე გამეღვიძა, რატომღაც საშინლად მომინდა ცეკვა. წამოვხტი და რამოდენიმე სპორტული ჯიბე დავქექე, სადღაც უნდა მეგდოს MDMA.. დიდი ხანია არ მიმიღია და აღარც მახსოვს სად წავიღე. ბოლოს ზურგჩანთაში მივაგენი, ორი პაკეტი იყო. ერთში დაფჩხვნილი ეყარა, სადღაც ნახევარ გრამამდე იქნებოდა და სულ ჩავიყარე პირში. გადავყლაპე და სიმწარისგან სახე დამემანჭა.. მეორეში 3 დიდი კრისტალი ეგდო, ავიღე და მაიკით და ტრუსით ჩავედი ქვემოთ. გიო დამხვდა სამზარეულოში და ფუსფუსებდა.
-რას აკეთებ? -მივუახლოვდი გაზქურასთან.
-ომლეტს. -გამომხედა ღიმილით.
-რა დროს ომლეტია.. -ჭიქა წყლით გავავსე და გიოსთან მივედი. -პირი გააღე.
-რა? -მკითხა გაოცებულმა.
-გართობის დროა, პირი გააღე. -გიომ ენა გადმომიყო, კრისტალის დიდი ნატეხი დავუგდე და წყალი მივაწოდე.
-We will party all day!!! -ხტუნვა ხტუნვით მივედი აპარატურასთან და მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე.
-ძველ დროს ვიხსენებთ? -სიცილით გამომყვა გიო.
-Yes, yes, yes. -მივუახლოვდი ცეკვით და ლოყებზე ჩამოვუსვი თითები.

რამოდენიმე წუთში, ორივე გამოვეთიშეთ რეალობას.. სიმსუბუქეს ვგრძნობდი და მოზღვავებულ ენერგიას. ვცეკვავდით გაუჩერებლად, ვიღიმოდით, ვიცინოდით.. ერთმანეთს ვეხუტებოდით, კარგ რაღაცეებს გადავულაპარაკებდით ხოლმე. ბედნიერები ვიყავით ძალიან, ძალიან. არაფერი გვახსოვდა ცუდი და მხოლოდ იმ წამით ვხალისობდით.. 3 საათში ისევ დავამატეთ თითო-თითო კრისტალი და ყველაზე მაღალ მწვერვალს მივაღწიეთ! ეს ულევი ეიფორია ხო საერთოდ მაგიჟებდა და მაბედნიერებდა..
უკვე მისაღამოვდა და ჩამობნელდა.. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ დავამატეთ ამფეტამინი. ცეკვის ძალა აღარ გვქონდა, ძირს ვიყავით მიყრილები და ჭერს ვუყურებდით. თავები ერთმანეთზე გვქონდა მიდებული და მე თავის მასაჟებს ვუკეთებდი.
-კარგი დღე იყო! -მითხრა გიომ, კაიფისგან შეცვლილი ხმით.
-კი, დიდი ხანია ასე მხიარულად არ მიკაიფია. -დავეთანხმე მეც. -კიდევ მინდა ამფიკოს დამატება, არ გინდა შენ? -წამოვჯექი და ზემოდან დავხედე.
-არა და შენც შეისვენე გთხოვ.
-აუ, არ დაიწყო ახლა რა.. ოღონდ დღეს არა! -წამოვდექი და კიდევ ერთი ხაზი გავიყნოსე, შემდეგ კი ნოხზე წამოვწექი მუცლით. -გიო, მასაჟს გამიკეთებ?
-კი. -ჩემკენ გადმობობღდა და მაისური ამიწია, მე კი სულ გადავიძვრე. ბრა არ მეცვა, მკერდი ნოხზე მედო, ამიტომ არაფერი მიჩანდა.
გიომ ნაზად დამადო ხელები და კისრიდან დაიწყო ნელი მოძრაობებით.. ნელ-ნელა ხერხემალს დაუყვა და გავიგონე როგორ გაუხშირდა სუნთქვა. საშინლად მსიამოვნებდა მასაჟი, ისე რა არის და კაიფში საერთოდ მისწრებაა. ცოტახაში ვიგრძენი გიოს ტუჩები ჩემს კისერზე, ვიგრძენი როგორ ჩაუყვა სველი კოცნით ჩემს სხეულს.. ასმაგად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი და არ ვეწინააღმდეგებოდი.
გადმოვბრუნდი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ.
-რა ლამაზი ხარ! -მითხრა ჩამხჩალი ხმით და მზერა მომავლო მთელს სხეულზე.
უბრალოდ გავუღიმე, თითები ავხლართე მის თმებში და ჩემკენ მივიზიდე. ერთმანეთს ვკოცნიდით მთელი ვნებით.. არ მიგრძვნია არც მონატრება, არც რაიმე განსაკუთრებული ემოცია მქონია.. უბრალოდ ვიცხრობდი ვნებას. მსიამოვნებდა მისი შეხება, კოცნა, რომელშიც მთელს გრძნობას დებდა, მსიამოვნებდა ასმაგად, რადგან კაიფში ვიყავი და მორჩა, ეს ყველაფერი სიამოვნების ფარგლებს არც გაცდენილა.. იდეალური დღე დავასრულე იდეალური სექსით. თვალები დავხუჭე გაღიმებულმა, ცოტახნით ჩემს შექმნილ არარსებულ სამყაროში ვიმოგზაურე, შემდეგ კი
სიზმრების ქვეყანაში თავით გადავეშვი.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები ზანტად გავახილე, საშინლად არ მესიამოვნა დღის სინათლე და ხელები ავიფარე სახეზე. ტკივილისგან და შუქისგან შეწუხებული სახით წამოვჯექი და იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი.. ნელ-ნელა მიღდგებოდა გონებაში გუშინდელი მომენტები და გულის რევის შეგრძნება მეუფლება. თავის ტკივილი კიდევ უფრო მიმძაფრდება და საკუთარი თავი მძულს..
გიომაც შეიღვიძა და ვიგრძენი როგორ მაკოცა თეძოზე.
-არ მომეკარო! -ზიზღით გავხტი და მისკენ არც გამიხედავს.
-კირა.. -განცვიფრებული ხმა ქონდა.
-გაჩუმდი! -ხელები ყურებზე ავიფარე და თვალები ერთმანეთს დავაჭირე. -გაჩუმდი, გაჩუმდი, გაჩუმდი... -გიჟივით ვიმეორებდი და ერთ ადგილას ვირწეოდი. ცრემლებმა თავისით გაიკვალეს ჩემს სახეზე გზა.. პანიკის შემოტევა მეწყებოდა.. გიოს ხმა აღარ ამოუღია, როგორც მივხვდი წამოდგა ჩაიცვა და ოთახში ავიდა. ბოლოს კარის ძლიერი მოჯახუნება გავიგე.
ნელა წამოვდექი და ტრუსი ამოვიცვი, მაიკა უბრალოდ მკერდზე ავიფარე და ჩემს ოთახში ავვარდი. გული მერევა ჩემს თავზე, მეზიზღება ჩემი თავი.. ხელის კანკალით გავიყნოსე ორი დიდი ხაზი კოკაინი და რამოდენიმე წუთში თავის ტკივილმა გამიარა.. აბაზანაში შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი.
ისეთი ბინძური ვარ ვერც ერთი წყალი ვერ ჩამომრეცხავს. გაქაფულ ღრუბელს მთელს სხეულზე მთელი ძალით ვისმევდი, ლამის კანი ავიძვრე. თითქოს ეს მიშველიდა, თითქოს ჩამოვირეცხავდი იმ ჭუჭყს, რომელმაც სული დამიბინძურა.. მაგრამ არა, ამჯერად ბოლომდე ჩავიძირე ჭაობში.. ბოლომდე ავივსე სიბინძურით და ამ სიბინძურესთან ერთად მომიწევს მთელი ცხოვრება ყოფნა. ძირს ჩავჯექი და ხმით ავტირდი..

ტირილი შევწყვიტე, შხაპიდან გამოვედი, ჩავიცვი, კოკაინი ისევ მივიღე, რაც დარჩა ჯიბეში ჩავიდე, მანქანის გასაღები ავიღე და ქვემოთ ჩავედი.
კარებიდან რომ გავდიოდი, გიოს ხმამ გამაჩერა.
-მე... მე თითსაც არ დაგაკარებდი, ეს რომ...
-შენ არაფერ შუაში ხარ, გიო. -შევაწყვეტინე მას. -ჩემი სურვილის საწინააღმეგოდ არაფერი მომხდარა.. მე ჩემი ნებით ვუღალატე ლაშას.... -უკვე ლაპარაკი მიჭირდა და ცრემლები მახრჩობდნენ. -გთხოვ, რომ დავბრუნდები აღარ დამხვდე. ასე ჯობია ორივესთვის.
-საერთოდ ვერაფრით დაგეხმარები?
-ჩემს თავში არსებულ ქაოსს ვერასდროს ეშველება... ისეა აქ გამჯდარი -თითი მივიკაკუნე საფეთქელზე. -ვერანაირი ზეციური ძალა ვერ დაალაგებს აქაურობას. -სევდიანად გავუღიმე და სახლი დავტოვე.

გზაში კიდევ დავამატე ნარკოტიკი, უკვე აღარ ვტიროდი, ცრემლი აღარც მქონდა. თვალების გახელა მიჭირდა და გზას ბუნდოვნად ვუყურებდი.. რამოდენიმეჯერ საჭე ვერ დავიმორჩილე, მაგრამ მაინც გადავრჩი. სად მივდიოდი? სასაფლაოზე.. სასაფლაოზე ჩემს ლაშასთან.
არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ რაღაცნაირად მივაღწიე და ახლა მისი საფლავის წინ ვიდექი. ჯერ დავიმუხლე, შემდეგ კი დავწექი. ხელი თითქოს მის გულზე მედო, ხელი მოვუჭირე მიწას და მაინც ამეტირა.
-დავიღალე, ლაშა, წამიყვანე რა.. -შევევედრე ჩუმად და თვალები დავხუჭე.

რთულად გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის საყვარელი ადამიანის სიკვდილი.. პრინციპში, ვერც გადავიტანე და არც მიცდია. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სუიციდი ვერ გავბედე.. შევეგუე იმ აზრს, რომ ჯერ ჩემი დრო არ არის. უბრალოდ იმ იმედით ვცხოვრობ, რომ ერთხელაც იქნება აღარ გამეღვიძება. სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდი... აღმოვჩნდი რა, ალბათ თავიდანვე სუსტი ვიყავი. ყოველთვის მეზარებოდა ბრძოლა.. თუ არა? არ ვიცი.. უკვე აღარაფერი ვიცი. დიდი ხანია საღად აზროვნების უნარი დავკარგე. ცხოვრებას ვაგრძელებ ნარკოტიკების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში სიკვდილამდეც მიმიყვანს. როგორი ბედის ირონიაა არა?
მთელი ჩემი ქაოსური ცხოვრება, ხომ თავიდან ბოლომდე ბედის ირონიაა.



№1  offline მოდერი ჯია

დადააამ :))) The End!
მადლობა, ფისოებო, ვინც კითხულობდით და ჩემს არაპუნქტუალურობას უძლებდით.
მადლობა მათ, ვინც მგულშემატკივრობდა და კომენტარებით მამხნევებდა.
თქვენ ხართ სუპერ მკითხველები და მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ❤️
პ.ს. ახალი ისტორია დაწყებული მაქვს, მაგრამ სანამ არ დავასრულებ დადებას არ დავიწყებ, რომ არ დაგტანჯოთ :)))))) მოკლედ თაიმ-აუთს ვიღებ.

იმედია დასასრული ძალიან არ გაგიცრუებთ იმედებს.
გკოცნით :***

 


№2  offline წევრი მოი’ის’ფრო

სხვანაირად კირა ვერც იცხოვრებდა, ალბათ რაღაც ასეთს ველოდი. ძალიან კარგი ფისო ხარ და მადლობა ემოციების ზღვისთვის <3

 


№3 სტუმარი lizazu

guli mwydeba ase ron dasrulda, magram amas velodi. didi imedi maqvs rom axal istorias main eqneba bednieri dasasruli. tore am bolo dros sheni istoriebi sul cudad mtavrdeba da es mtrgunavs.

 


№4  offline წევრი lankobalero

ზუსტად ასეთ დასასრულს ვფიქრობდი, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. კირა ჩემთვის ძლიერი ქალი არ იყო და საბოლოოდ დაამტკიცა თავისი უნებისყოფობით და უუნარობით. წარმატებებს გისურვებ love ველი ახალ ისტორიას.

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ფუ,
კირა და მისი
გულისამრევი ქაოსი.
მე ვერ წარმომიდგენია,
როგორ უნდა შეწყვიტო ყველაფერი
მიწიერი
და გადაყვე დრაგებს,
რომელიც იცი, რომ გკლავს.
გფიტავს
და უფრო და უფრო გითრევს ნაგავში.
მაგის დედაც ჯეკ,
ეს ინდეფერენტული ნაძირალა.
მეზიზღება კირა.
არ იყო არც ლაშას,
არც გიოს,
არც ემას,
არც ებბის,
არც ლისას და ნინას,
არც ნიკოლის,
არც სოლომუნის და ნინას ღირსი.
დაბადების ღირსი არ იყო კირა.
მას რომ რომელიმე ოდნავ მაინც ყვარებოდა,
სულ ოდნავ,
იფიქრებდა ცხოვრებაზე.
იფიქრებდა იმაზე,
რომ ლაშას რომ ასეთი დაენახა,
ასეთი რომ დაენახა...
მაგრამ პოხუისტი ძუკნაა
და თავიდანაც ასე იყო.
როგორ ადვილად მიატოვა გიო,
როცა თუ რამის მოგვარება გსურს,
აუცილებლად იპოვი გამოსავალს.
როგორ "შეუყვარდა" ლაშა
და მისი წასვლის შემდეგ
როგორ დაბრუნდა ჭაობში.
არ შეიძლება ასე,
ქაოსი კი არა,
ნაგავია კირას ცხოვრება,
არც კი იცის,
ტკივილი რა არის.
ლაშას დაკარგვაც კი მისთვის დროებითი აღმოჩნდა,
ემდიემეიმ,
კოკაინმა
და ჰაშიშმა უშველა.

ჯია,
ძაან მიყვარხარ
და ახალს ველოდები.
ბრავო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ამის ქაოსმა შემიწირა და გამანადგურა მე , ქალად აღარ ვარგივარ,დამისუსტდდა ნერვები . ხო კაი გვეყოს ხუმრობა wink wink wink ისეთი დასასრული იყო მიახლოებით როგორსაც ველოდი, რა მნიშვნელობა აქ დეტალებს ამჯერად ვიცოდი რო არავისთან იქნებოდა და მისი ცხოვრება ისევ ისე ქაოსური იქნებოდა . მოკლედ ველი შემდეგ ისტორიას და იმედია ცოტა მარტივი იქნება და ასე არ გადამრევს ,ისედაც ათასი პრობლემა მაქ ვერც ვშორდები თან მამძიმებდა და მაფიქრებდა რაღაცეებზე ეს ისტორია და კიდე ამგვარი რო წავიკითხო ჩემი სუსტი გული ვერ გაუძლებს. სად შემიძლია ამ "მეზრაპრეს" ამდენი wink

 


№7  offline წევრი rebe123

მომეწონა დასასრული ^_^ როგორიც უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეთი იყო ^_^ <33 არ ვიცი რა ვთქვაა ^_^ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე <3 <3 ველოდები ახალ ისტორიას <3 დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან კარგი იქნება <3 მიხარია რომ არ გამოსწორდა :დდ ნუუ უაზრო გახსებოდა მერე ჩემი აზრით :დდ ან გიოსთან რომ დარჩენილიყო :დდდ მოკლედ მშვენიერი დასასრულიაა ^_^

 


№8  offline წევრი მოლურჯო

მე მომეწონა
მე ასეთი კირა მომწონს
არ მიტირია
ან რა იყო სატირელი ვერ ვხვდები
უბრალოდ მისი ქაოსი ასეთ დასასრულს იმსახურებს
ქაოსურს
--------------------
მარიამი

 


№9  offline მოდერი Kira

ღამის ორი საათია მეკიდე შენ ქაოსს ვკითხულობ. ამ იტორიის კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე რომ გავიგე ვიღაცას კირა ერქვა აქ. მართლაც რომ ქაოსი იყო . რაღაცით მგავს კიდეც. არა ბევრი რამით ვგავართ მე და შენი კირა. ძალიან მომეწონა , სხვანაირ დასასრულს არც მოველოდი მართლა , თავიდანვე ვგრძნობდი რომ უბრალო სიყვარულის ისტორია არიქნებოდა სადაც ბოლოს წყვილი ერთად რჩება და ყავთ ბეევრი შვილები. მე ასეთი დასასრული მომეწონა , ასეთი კირა თავისი ნარკოტიკით რომლითაც თითქოსდა ივიწყებდა ტკივილს.. წარმატებები love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline მოდერი ჯია

ვაიმე, ბავშვებო! როგორ მაბედნიერებს თქვენი ერთი დაწერილი სიტყვაც კი! მადლობა, მადლობა!
ძალიან მიყვარხართ ❤️

 


№11  offline მოდერი Marry Amm

გუშინ ღამე დავიწყე პირველი თავიდან და ახლა მოვრჩი... არ ვიცი რა გითხრა, არ აქვს მნიშვნელობა რა დაწერე, მთავარია ისე გადმოსცემდი რომ ყველა პერსონაჟს ვგრძნობდი, ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ. საოცარი ადამიანი ხარ, ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო ეს ისტორია, სხვანაირად გაანულებდი ყველაფერს. არ ვნანობ რომ წავიკითხე პირიქით... ♥ ( ისე თავიდან მეგონა ჩემზე წერდი

 


№12  offline მოდერი ჯია

marii dzalian didi madloba ❤️

 


სიმართლე გითხრა არ მეგონა კირა თუ ოცხალი დარცები ალბატ ძალიან ცოტააა ისეთი მკიტხველი ვინც კირას დადებითად ახასიათებს და უყვარს.მე კირა მიყვარს ყველაზე საყვარელი პერსონაჟია შეუძლებელია გაუძლო საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ..კირა ძლიერია მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რანირად მოახწია მანამ აქამდე რა გზა აიარა მან სუიციდი ვერ შეძლო მააგრამ ცოცხალი გვამი გახდა,ის ქაოსი რომელიც თითქოს ლაშასთან ტოფნის დროს დააალაგა ისევ აღგა და რათქმაუნდა ბოლომდე ვერ დალაგდაა ამ მოთხრობას სხვანაირი დასასრული არც შფერობოდდა.. ჩმი ფავორიტია ესს ისტორია ყველაზე მეტად მიყვარს სიმართლე გითხრა ეს ისტორია კირას გამო შემიყვრდა არაჩვეულებრივად წერ და ყველაზე საუკეთსო ხარ შენი ყველაზე საუკეთესო მოთხრობით მადლობა ამ მოთხრობისთვის და იმ განცდილი სიამოვნებისთვის რაც ამ მოთხრობამ მომანიჭა
--------------------
romantikosi mwerali

 


№14  offline მოდერი ჯია

უდიდესი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის! ❤️

 


№15 სტუმარი humanlovers

es ra iko? :))) saswauli xar!!! dasasruls sxvas velodi da sxvatashoris verc warmovidgendi lasha tu mokvdeboda :) magram kvelaperi bednierad ar sruldeba <3 dzalian momewona,gansxvavebuli da sasiamovno iko. erti amosuntkvit chavikitxe kvela tavi!!! ase gaagrdzele umagresi gogo xar <3

 


№16  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა! ❤️

 


№17 სტუმარი Uhuu

Sad aris axali kotxroba rato cashalee ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent