შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(17თავი)დასასრული


2-07-2016, 21:44
ავტორი niino
ნანახია 2 504

ნანამ თავი დახარა,არ უნდოდა ნიკასთვის შეეხედა,იცოდა თავს გასცემდა...ნიკა უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა,ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს,ეს სიჩუმე კიდევ უფრო აგიჟებდა
-ნანა შემომხედე
ნანა ჯიუტად არ სწევდა თავს,ნიკამ ხელო მოავლო ნიკაპზე,თვალი თვალში გაუყარა
-ნანა თვალებში მიყურე,დარწუნდები რომ არ გატყუებ,რომ გულწრფელი ვარ შენთან,მიყვარხარ და არ ვაპირებ შენს დაკარგვას,ვგრძნობ და შენს თვალებშიც იმავეს ვხედავ...რატომ არ უტყდები თავს?ნანა მიპასუხე შენი სიჩუმე მაგიჟებს....
-მე...ენა დაება ნანას.თვალბში უყურებდა და ვერ მოეყარა თავი რა უნდა ეთქვა...
-ნიკა დრო მინდა რო დავრწმუნდე,გავიაზრო ყველაფერი...
-დრო საკმარისად გქონდა ნანა,ვიცი თავს სპეციალურად მარიდებდი-გააწყვეტინა ნიკამ საუბარი
-ხო მაგრამ...რაღაცის თქმა დააპირა ნანამ
-არავითარი ხო მაგრამ,და საერთოდ ეს საუბარი ზედმეტად მიმაჩნია როცა თვალებში გაწერია ყველაფერი-ამის თქმა იყო და ხელი დაავლო ნანას,რომელიც ვერ მიხვდა თუ რას აპირებდა ნიკა...ზურგზე გადაიკიდა მისი თხელი სხეული და ჩქარი ნაბიჯებით გავარდა გარეთ..
-ნიკა რას აკეთებ,გაგიჟდი?დამსვი ახლავე-აწიკვინდა ნანა
-ტყუილად ნუ ფართხალებ,და თუ არ გინდა მეზობლებმა ასეთ მდგომარებაში გნახონ ნუ გაკივიხარ,ნუ მე პრობლემა არ მაქ თუ გვნახეს-მტკიცედ თქვა ნიკამ
-ველუროო დამსვი ახლავე,ცხოველოო,დამსვიმეთქი-გაკიოდა ნანა თან მუშტები დაუშინა ნიკას ზურგს რაზეც საჯდომზე მსუბუქი დარტყმა მიიღო პასუხად
-გაგიჟდიი დამსვი სად მიგყავარ,სახლი ღიაა იდიოტო
-კრეტინი დაგავიწყდა ლამაზო-იცინოდა ნიკა
ნანამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე ღმოჩნდა მანქანაში..
-არ გაბედო და არ გადმოხვიდე მანქანიდან,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ გეფიცები-მტკიცედ უთხრა ნიკამ ნანას და ღვედი თავის ხელით შეუკრა,მანქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა..
-სად მივდივართ?ფრთხილად კითხა ნანამ
-მალე ნახავ და ვიცი მოგეწონება
როცა ქალაქს გასცდნენ ნანამ თვალები ახამხამა და ნიკას გამოხედა
-ნიკა სად მივდივართ?
-ბათუმში
-რაა?კი მაგრამ ბათუმში რა გვინდა, საღამოს თინასთან უნდა გავიდე,ვერ მოვასწრებთ დაბრუნებას-აღელდა ნანა
-და ვინ გითხრა რომ ამსაღამოს ვბრუნდებით?კითხვა დაუბრუნა ნიკამ და ნანას დაბნეულ სახეს რო მოჰკრა თვალი სიცილი ძლივს შეიკავა
-ნიკა სერიოზულად გეუბნები..
-მეც სრულიად სერიოზულად გეუბნები ნანა,ბათუმში მივდივართ და მაშინ დავბრუნდებით როცა ქორწილის თარიღს დავთქვამთ,მანამდე კი თაფლობისთვეს ბათუმში გავატარებთ იქიდან კი ანტალიაში გადავალთ...
-რაა?ნიკა გაგიჟდი?ახლავე მოაბრუნე მანქანაი,ასეთ გადაწყვეტილებას მარტო შენ ვერ მიიღებ,კი მაგრამ მე არაფერს მეკითხები ადამიანო?-ნანა ნერვიულად აწვალებდა პატარა ჩანთის საკეტს
-რო გკითხე ჩემთვის სახარბიელო ვერაფერი გავიგე,ასე რომ შენი პროტესტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება...ნიკამ მუსიკას აუწია და ვითომ არაფერი გზას მიაპყრო ყურადღება...ნანა გაოგნებული იყურებდა,თან ილანძღებოდა
-ნანა ყველაფერი მესმის და იცოდე დაისჯები-გაყვიროდა ნიკა რომელმაც მუსიკის ხმა გადაფარა
ნანამ პასუხი არ გასცა და ფანჯარაში დაიწყო ყურება,უცებ მუსიკას დაუწია
-ნიკა თინა გაგიჟდება რო არ მივალ,ლანას კიდევ ვერ გადავურჩები...
-ნუ ნერვიულობ ლამაზო,ყველაფერი იციან,ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო-თვალი ჩაუკრა ნიკამ
-რაა?მოიცა რათქვი?ანუ ყველაფერი იციან? ანუ...
-ანუ ის რომ გათხოვდი და ბათუმში მივდივართ თაფლობისთვის გასატარებლად,მე თინასთან ვიყავი მისული სალაპარაკოდ,ვიცი რომ შენთვის დედასავითაა და ძალიან უყვარხარ,მინდოდა მისგან ნებართვა ამეღო,ლანაც იქ დამხვდა,მოკლედ ორივემ ყველაფერი იცის ,ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო..ნანას ხმა არ ამოუღია,ნერვიულად ახლართა ხელები ერთმანეთში,რაც ნიკას არ გამოპარვია,ხელი მოკიდა ხელზე
-ნანა დამშვიდდი,ამას არ გავაკეთებდი შენგან იმავეს რომ არ ვგრძნობდე რასაც მე ვგრძნობ შენდამი,უბრალოდ შენ იმდენად ჯიუტი ხარ რომ..... ალბათ დიდხანს მომიწევს ლოდინი,მაგრამ არაუშავს ეს ღირს ამად...მინდა იცოდე უბედნიერეს ქალად გაქცევ...ნანა ნიკას უყურებდა და არ ჯეროდა,რომ ეს ის ადამიანი იყო ვისთანაც ურთიერთობა ჩხუბით დაიწყო,გაცნობის დღიდანვე დღემდე ყველა კადრი თვალწინ გაჩნდა,ბოლოს ღიმილით გააქნია თავი და ნიკას მხარზე მიეყრდნო...საღამოსკენ უკვე ბათუმში იყვნენ..
-ვიცი დაღლილი იქნები,ვივახშმოთ და დავისვენოთ,ხვალიდან კი დავტკბეთ აქაურობით-ნიკამ ტუჩები მიაკრო ნანას ყელს და უკნიდან ჩაეხუტა..ივახშმეს ცოტა ისაუბრეს კიდეც,მიუხედავად ნანას სიტყვაძინწობისა...ნიკამ ხელში აიტაცა ნანა,გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდნენ საძინებელში...
-შხაპს მივიღებ-ნანამ თავის დაძვრენა სცადა,რასაც ნიკა მიუხვდა და ჩაეცინა,სააბაზანოში კარგა ხანი დაყო ნანამ,საცვლების ამარა გამოტანტალდა,იფიქრა ნიკას ჩაეძინაო,ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს და ეცადა ფრთხილად შემძვრალიყო საწოლში,მაგრამ მოულოდნელად ნიკამ ხელი სტაცა,რასაც ნანას წამოკივლება მოყვა
-მეგონა ჩაგეძინა-თვალები აახამხამა
-როგორ ფიქრობ დავიძინებდი როცა მნიშვნელოვანი საქმე მელოდება?-ეშმაკურად თვალი ჩაუკრა ნიკამ,ნანა აწრიალდა მაგრამ ნიკას ძლიერ მკლავებში რას გახდებოდა,იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა,როცა მის ბაგეებს გიჟივით დააცხრა ნიკა,თვითონაც ვნებამორეულმა თმებში ჩაავლო ხელი და მოქაჩა,რაზეც უფრო გახელდა ნიკა...დილით ერთმანეთზე ახლართულებს გაეღვიძათ...ორი კვირა დაყვეს ბათუმში..ნიკა ქორწილს ჩქარობდა...იყო ჯვრისწერა და ნანას დაჟინებული თხოვნით მოკრძალებული ქორწილი,რათქაუნდა მისი მეჯვარე ლანა იყო,ხოლო ნიკასი გიო..ნანამ სოსო და მისი შეყვარებულიც დაპატიჟა,თინასგან უდიდესი საჩუქარი მიიღო:ლამაზი,პატარა სახლი წყნეთში,როგორც დედამ-შვილს..რასაც ორივესგან ბედნიერების ცრემლები მოყვა..ყველანი ულოცავდნენ წყვილს,მხიარულობდნენ..
-სიძე ეს შენი ძმაკაცი შენნაირია???ანუ თავიდან როგორიც იყავი იმას ვგულისხმობ-ცოტა არიყოს ხმამაღლა კითხა ლანამ ნიკას
-მოიცა და მე როგორი ვიყავი?ან ვისზე მეკითხები-დაიბნა ნიკა
-როგორი იყავი იმას ნანას მოვაყოლებ,მაგრამ მგონი შენც მშვენივრად იცი რასაც გეუბნები-ლანა
-ხო კარგი შე არანორმალურო..მოიცადა ვისზე მეკითხები-გაეცინა ნიკას
-აი დიტოა თუ ვინცაა,მაკვირდება მთელი საღამოა-ლანას თვალები არ მოუშორებია დიტოსთვის ისე უთხრა ნიკას
-აჰაა,გასაგებიააა...-წაიმღერა ნიკამ
-იტყვი ეხლა თუ?
-მოიცა რას აპირებ გოგო?-ნიკა
-ვაიმე ვერ ხარ ნორმალური,საცეკვაოდ უნდა გავიწვიო და უარს ხო არ მეტყვის ნეტა?რას უნდა ვაპირებდე ადამიანო უბრალოდ გკითხე...
-ნანა კიდევ ერთი წყვილი შედგება და ვატყობ ჩემს ძმაკაცს დარხეული აქვს-გადაუჩურჩულა ნიკამ ნანას,ნანამ თვალები ჭყიტა და ლანას რო მოკრა თვალი გაეღიმა
-სიმართლე გითხრა მეც მეცოდება დიტო-სიცილით თქვა ნანამ
-ყველაფერი გავიგონე გვრიტებო და არაფერს გეუბნებით დღეს ქორწილიგაქვთ ბოლო-ბოლო...კაი წავეე აბა მე დროებით დაგტოვებთ-თვალი ჩაუკრა წყვილს ლანამ
-სად მიდიხარ-ორივემ გაკვირვებული მზერა მიაპყრო ლანას
-რა სახეებით მიყურებთ ხალხნო-მერე ნიკას მიუბრუნდა
-ვატყობ შენი დიტიკონა არ ან ვერ აქტიურობს და მე უნდა ვიმოქმედო,გაგაგებინებთ ახალ ამბებს-თვალი ჩაუკრა ლანამ და გაემართა დიტოსკენ..
-აი ასეთი გიჟი დაქალი მყავს მაგრამ კეთილი გულის-ნანა
-მე იგივე შემიძლია ვთქვა დიტოზე-ნიკა
-ხოდა გაუგებენ ერთმანეთს ეს ორი გიჟი-ნანა..
მერე იყო პარიზი,მერე იყო ვენეცია...
-ნიკა ცივი წვენი გამომიტანე რა-ნანა ჰამაკში ნებივრობდა
-ნიკა ნაყინი
-ნიკა შოკოლადი...
ნიკა დარბოდა აქოშინებული...
-არაუშავს ქალბატონო,ვიმახსოვრებ ამ ყველაფერს და მოგეთხოვება ზუსტად ხუთ თვეში..მანამ კი თქვენს განკარგულებაში ვარ..და გაბერილ მუცელზე დაადო თავი ნიკამ....


მაპატიეთ დაგვიანებისთვის...ესეც ბოლო თავი..გრამატიკულ შეცდომებს არ ვიმჩნევთ:(იმედია ისიამოვნებთ..მადლობა ყველას,რომ კითხულობთ ამ ნაჯღაბნს...



№1 სტუმარი o.k

Vkitxulobdi da gamexarda rom davinaxe axali tavi<3kargi gogo xar

 


№2  offline წევრი niino

o.k
Vkitxulobdi da gamexarda rom davinaxe axali tavi<3kargi gogo xar

გაიხარე ჩემო კარგო..***

 


№3  offline მოდერი zia-maria

wink დასაწყისიდანვე მიმიზიდა და უნდა გითხრა,რომ ძალიან მომეწონა. love

 


№4  offline წევრი niino

zia-maria
wink დასაწყისიდანვე მიმიზიდა და უნდა გითხრა,რომ ძალიან მომეწონა. love

მადლობა ძალიან მიხარია თქვენი თბილი ყურადღება.....

 


№5 სტუმარი mtvaro svani

au rogor mindoda nikastvis tavi gametexa .mara dasasruli kargi iyo da gadavifiqree.martla zalian kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent