შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (25თავი)


3-07-2016, 14:45
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 857

-დაახლოებით 5 წუთია.
-ანუ ყველაფერი მოისმინე რაც ვილაპარაკეთ?
-კი ყველაფერი გავიგონე და გთხოვ ნუ გაქვს ასეთი შეწუხებული და შეიშინებული სახე მეც მიყვარხარ.
-რაა? მართლა? სანდრო რა კარგია...
-მოიცა ეს პროდუქტი გამომართვი.
-უი ბოდიში ეხლავე.
-ეხლა მოდი მეც უნდა ჩაგეხუტო ჩემო პატარა და ჩემო საყვარელო.
-კარგი გეყოს სანდრო დედასთან სირცხვილია.
-კარგი მე ცოტა ხნით დაგტოვებთ გვრიტებო.
-აპა სად გავჩერდით?
-სად და იქ რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ამიტომ ეხლა ადგები და საჭმლის მომზადებაში დამეხმარები ისედაც დიდი დრო სჭირდება.
-კარგი მითხარი რა გავაკეთო...
-ძალიან გემრიელია ყოჩაღ თიკო.
-მხოლოდ თიკოს მომზადებული არ არის მეც მივიღე მონაწილეობა.... რა გჭირს დედა?
-რავიცი თქვენზე ვღელავ. ვიცი რომ ყველაფერს შეძლებთ მაგრამ მაინც. და კარგად დაიმახსოვრეთ, უჩემოდ ქორწილს არ გადაიხდით, თორემ...
-აუ დედა არ იღელვო კარგი? ისედაც იმდენი საქმე გაქვს და ჩვენზე ჯავრს ნუ დაიმატებ რა. ყველაფერი კარგად იქნება, მართალია ჩვენც მოგვენატრები, მაგრამ შემოგეხმიანებით ხანდახან და იმედია შენც მალე ჩამოხვალ.
-ხომ იცი რომ მეც ძალიან მინდა ეგ. შევეცდები თიკო...

ორმა დღემ ისე მალე გაირბინა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს. და დადგა დღე როდესაც მაია უნდა გამგზავრებულიყო.
-სანდრო, თიკო 5 წუთში მოვა ტაქსი და აეროპორტში წაგვიყვანს.
-ვიცი დე... აი მოვიდა. სანდრო შენ ეს დიდი ჩემოდანი წაიღე რა და ჩვენც ჩამოვალთ.
-კარგი... აი მოვედით აეროპორტშიც. ნახევარი საათი კიდევ გვაქვს სანამ შენი რეისი გაფრინდება დე.
-კარგია, აუ ბავშვებო თუ არ გეზარებათ რაიმე გაზიანი სასმელი მიყიდეთ რა.
-კარგი დე. წამოდი სანდრო.

-დავიჯერო ესე მალე მოხ... (მაია)
-გამარჯობა მაია როგორ ხარ?
-დათო აქ რას აკეთებ?
-გავიგე რომ მიდიოდი და ვიფიქრე დავემშვიდობებითქო.
-მე შენი დამშვიდობება არ მჭირდება.
-ნუ ხარ ეგეთი მკაცრი უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.
-ჩემთან ყოფნა და ჩემი ნახვა თუ გინდოდა სხვასთან არ წახვიდოდი და მე და ბავშვებს არ მიგვატოვებდი.
-არც მე მინდოდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე. ამის საბაბს შენ მაძლევდი.
-რა საბაბს გაძლევდი მითხარი? ყოველთვის ბავშვებზე ვზრუნავდი, ვმუშაობდი რომ მათ რაიმე არ მოკლებოდათ, შენ კი მათზე ზრუნვის მაგივრად სხვა შვილებზე ზრუნავდი.
-ისინი ჩემი ნამდვილი შვილები იყვნენ თიკო კი ჩემი არაფერი ყოფილა და არც არი. ყოველთვის მასზე ზრუნავდი და ქმარი არ გახსოვდა, ხომ გითხარი ყოვეთვის მაგაზე ზრუნვა მოგიწევსთქო და აი ახდა. ჯერ სად ხარ, მალე მოსამსახურედ დაგიყენებს.
-დათო გაეთრიე ეხლავე აქედან, შენი დანახვა აღარ მინდა შენი საქციელის გამო, ცხოვრება დამინგრიე და რაღა გინდა ჩემგან?
-შენგან არაფერი. მინდა ბავშვებთან ვიცხოვრო და მათ დავუახლოვდე. იმედი მაქვს რომ მომცემენ მათთან ცხოვრების უფლებას.
-სანდრო არასოდეს მოგცემს უფლებას მის ცხოვრებაში ჩაერიო. მათ სწორედ ეხლა დაიწყეს ცხოვრება
-მე მჯერა სანდროსი. და იმისიც რომ მას შენზე მეტად ვუყვარდი, ამიტომ ყველაზე მეტად მისი მიტოვება გამიჭრდა. ეხლა კი მჯერა რომ დამიბრუნებს.
-დროზე გაეთრიე აქედან და თავი დაგვანებე მე და ჩემს ოჯახს. წადი და შენს ვითომ ოჯახს მიხედე.
-მე ოჯახი აღარ მყავს ავარიაში დაიღუპნენ.
-და ამიტომ ეხლა ჩვენი ოჯახის დასანგრევად მოხვედი.? არასოდეს. წაეთრიე აქედან.
-დედა აქ რა... (სანდრო)

მოგეწონათ ახალი თავი? გთხოვთ დამიკომენტაროთ <3



№1 სტუმარი Maxi

Kaiaa cota didi tavebi dade. Da xshirad ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent