შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (17)


3-07-2016, 17:05
ავტორი Natta
ნანახია 2 523

- ეიჰ მანდ რა „სიყარულობანა“ გამართეთ? მოდი ბიჭო თორე აღარ დარჩა ლუდი. ( ვაკო )
- დადა ხომ არ შემოგივერთდებოდი? ( გიუშა )
- არცკი იფიქროთ. ( ლენა )
მოულოდნელად თიკუშამ ხელი ძლიერად მომკიდა და ერთერთ საძინებელ ოთახში შემიყვანა.
- მომენატრე დადა დემეტრაძე. ( თიკუშა )
- ჰაჰა ნუთუ ყინული დნობას იწყებს?
- რა საჭიროა ასეთი ირონია? ( თიკუშა )
„ზედმეტად“ მომიახლოვდა და ყელზე დამიწყო კოცნა.
-დარწმუნებული ხარ?
- შენ რა დებილი ხარ? ( თიკუშა )
ჩემთვის გავიფიქრე და გამეღიმა - ისე რატომაც არა? გოგო თვითონ მოდის ჩემთან და რა საჭიროა ამის შემდეგ მაინც მის „სახელზე“ ზრუნვა? - გიჟივით მივვარდი და კედელს ავაკარი.
- „დებილი“? მგონი რაღაც შეგეშალა.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ნიტა შემოვიდა ასეთ მდგომარეობაში, რომ დაგვინახა მაშინვე უკან გაბრუნდა, არვიცი რატომ მაგრამ რატომღაც მომინდა უკან გავყოლოდი, თიკუშას მოვშორდი და ასეც მოვიქეცი.
- ნიტა მოიცადე.
ყურადღება არ მომაქცია და სამზარეულოში გიჟივით შევარდა.
- ნიტა მომისმინე.
- რა გინდა დადა? ( ნიტა )
ძალიან გაბრაზებული იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა - მართლაც რა მინდოდა? რატომ უნდა ამეხსნა მისთვის რაიმე? ჩვენს შორის ხომ არაფერი ხდებოდა.
- არაფერი არ მინდა ტო.
სამზარეულოდან გავედი და ისევ თიკუშას ხელში აღმოვჩნდი.
- სად გამექეცი? ( თიკუშა )
- ახლა არა თიკუშ.
ახლა არა? აბა როდის? შენ მე ვინ გგონივარ? ( თიკუშა )
ვიგრძენი, რომ სასწაულად მეზარებოდა ამ უაზრო ისტერიკების მოსმენა და ბიჭებისკენ წავედი.
- მოიცადე დადა. ( თიკუშა )
მოულოდნელად მისკენ შევბრუნდი და დაბალი ხმით ვუთხარი.
- მაგარი უაზრო განწყობაზე ვარ და ახლა შენი მოსმენის თავი მართლა არ მაქვს, ამიტომ ეცადე გამიგო ლამაზო და არ გაბრაზდე.
ცოტახნით ჩემი სინაგლე გავიხსენე, თვალი ჩავუკარი და ბიჭებთან მივედი.
- ბიჭო ხომ იცი შენ როგორ მიყვარხარ. ( ალექსადნრე )
- შენც დალიე?
ალექსადნრე პასუხის გაცემას აპირებდა, რომ ამ დროს ლენაც გამოჩნდა.
- კი და არის ახლა „დაბოლოლი ბუზივით“. ( ლენა )
- ჰაჰა უცნაური შედარებაა. ( ვაკო )
- დადა ნიტას რა დაემართა? ( ლენა )
- რამე დაემართა?
- მართლა იდიოტივით რატომ იქცევი? ( ლენა )
- რას გულისხმობ?
უაზრო გამომეტყველებით შემომხედა და წარბები აათამაშა.
- კარგი ხო, თიკუშასთან დამინახა.
- ეს რა გულახდილობაა. ( ლენა )
- მკითხე და მეც გიპასუხე.
ლენას მოვშორდი და ალექსანდრესთან დავიკავე ადგილი - ნიტას ასეთი რეაქცია თითქოს მომეწონა - გაბრაზდა და თან როგორ, ესეიგი იეჭვიანია, სულელი გოგო.
- რას შვრები ძმაკაც? ( თემუკა )
ფიქრებიდან თემუკას ხმამ გამომარკვია.
- ვაჰ შენც აქ ხარ თემუ.
- რაღათქმაუნდა. ( თემუკა )
- ბიჭო შენ რომ გჭირდებოდი რაღაც თემასთან დაკავშირებით, იმ ტიპის ნომერს ხომ არ ჩამაწერინებდი?
- კი ახლავე. ( თემუკა )
ჩემი დავალება შეასრულა და რამდენიმე წუთში შეხვედრაც დავნიშნე.
- მადლობა დადა. ( თემუკა )
- რა მადლობა ტო, ღადაობ? აბა მე რისთვის ვარ?
- ეს რომ გვყავს იმენნა მგელი. ( ვაკო )
ვაკო ჩემსკენ გადმოიხარა და ძლიერად ჩამეხუტა, ბიჭები მართლაც ძალიან მთვრალები იყვნენ, რამდენიმე წამში მუსიკა ჩაირთო და ყველა ადგა საცეკვაოდ, ჩემდა გასაკვირად ნიტა მაშინვე ჩემს წინ გაჩნდა, რასაც ნადმვილად არ ველოდი.
- ვიცეკვოთ? თუ სხვა ვიპოვო. ( ნიტა )
კმაყოფილმა შევხედე და მივუახლოვდი.
- გაბრაზებული აღარ ხარ?
- ჰაჰა სასაცილოა, რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? ( ნიტა )
- რავიცი, ცოტახნისწინ სულ სხვას ამბობდა შენი რეაქცია.
- მოკეტე და ხელი მომხვიე. ( ნიტა )
ჩემი ხელები მის წელზე მოვათავსე და მელოდიას ავყევი.
- ფრთხილად. ( ნიტა )
- ფეხი დაგადგი?
- კი, როგორ მიხვდი? ( ნიტა )
- არაუშავრს.
რამდენიმე წუთით ორივე გავჩუმდით და უაზროდ ვუყურებდით ერთმანეთს ვაღიარებ - მისმა თვალებმა ცვეტში გამიტაცა, საოცარი გამოხედვა ჰქონდა , მასთან ყოფნისას თავი „ახალბედა“ მეგონა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა გოგოს პირველად ვეცეკვებოდი, მაგრამ გრძნობების მართვას ვცდილობდი და ეს სასწაულად გამომდიოდა, მას ვაგრძნობინებდი რომ ჩემთვის ჩვეულებრივი გოგონა იყო, სინამდვილეშიკი მისი ყოველი გაღიმება მაგიჟებდა.
- შენს ჯიბეში რაღაც საოცრად მოძრაობს. ( ნიტა )
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და გაკვირვებულმა შევხედე.
- რა?
ჰაჰა მგონი შენი ტელეფონია. ( ნიტა )
მაშინვე გავუშვი ხელი და ტელეფონი შევამოწმე, სასიხარულოდ მართალი აღმოჩნდა და ორივემ ბევრი ვიცინით.

774 ნახვა და შეფასება მხოლოდ ორი საყვარელი მკითხველისგან ♥ თქვენი აქტიურობით არ ვარ კმაყოფილი და სწორედ აქედან გამომდინარე არ ვამატებ დიდ თავებს . მერვე თავში დავწერე, რომ ვწყვეტდი ამ ისტორიის დამატებას, რის გამოც ბევრმა მისაყვედურა . მკითხველების რაოდენობა არცისე ცოტაა რის გამოც ყველას მადლობას გიხდით, მაგრამ შეფასების მხრივ ძალიან მცირეა აქტიურობა, რაც მიკარგავს ისტორიის გაგრძელების სტიმულს. ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია გააგრძელე და არ დააგვიანო

 


№2 სტუმარი matata

კარგია ძაან ^_^ გააგრძელე რა და არდააგვიანო ^_^

 


№3 სტუმარი mia

me dzalian momwons da gaagrdzele

 


№4  offline წევრი ketia

კარგია მართლა ზაან მომწონს უბრალოდ პატარა ტავებს დებ

 


№5 სტუმარი Nana

Sauntered. Gaagrdzele.

 


№6  offline წევრი Natta

ყველას ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის love მაგრამ ძალიან გამახარებთ და ამით უდიდეს სტიმულს მომცემთ თუ ყოველი თავის შემდე დაწერთ თქვენს აზრს და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გეტყვით, რომ - "არ ვარ აქტიურობით კმაყოფილი და ეს მიკარგავს ისტორიის გაგრძელების სტიმულს" - ანი ანი - ჩემი საყვარელი მკითხველი ხარ შენ love და თქვენც დღევანდელი შეფსებისთვის - matata, mia, Ketia და Nana - ძალიან დიდ მადლობას გიხდით. love შემდეგ თავს დღეს დავამატებ. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent