შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (26)


5-07-2016, 12:57
ავტორი Supreme
ნანახია 3 314

  სანდრო ზუსტად 10 წუთში მოვიდა. მინდოდა თბილად მივსალმებოდი, მაგრამ გაჩენილი ვარაუდისგან ცოტა განერვიულებულმა ეს ვერ შევძელი.
-რამე დავაშავე?-ეჭვით შეჭმუხნა სახე და თვალებში ჩამაშტერდა.
  ჩუმად ვუყურებდი. ღრმად ჩავისუნთქე.
-გავიაროთ.-ვუთხარი ცოტა მძიმედ და ისე რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ.
  სანდრო, რა თქმა უნდა, შეყოვნების გარეშე წამომყვა. თითქოს დასჯილიო, კუდში მომსდევდა და ელოდა როდის ვიტყოდი ერთ სიტყვას მაინც. ჯიუტად ვაგრძელებდი ჩუმად სიარულს. ბოლოს თვითონ გამომელაპარაკა.
-არ გინდა ამიხსნა რა ხდება?-აშკარად გაუგებრობაში იყო.
  არ მიკვირს. მეც გაუგებრობაში ვიქნებოდი ასეთ შემთხვევაში. 
-სანდრო...-თავიდან დამაჯერებლობის გარეშე დავიწყე, მაგრამ ნელ-ნელა ძალა მოვიკრიბე.
  უცნაურად შემომხედა, აი ისე, როგორც დანაშაულისას ეჭვმიტანელს უყურებენ.
  ნებისმიერი ახსნა, გრძელი და უაზრო ფრაზები ზედმეტი იქნებოდა, ამიტომ პირდაპირ მთავარ საკითხზე, უფრო სწორედ, პრობლემაზე გადავედი.
-გიყვარვარ?-ეს ისე ცივად ვკითხე, ჩემი თავისგან გამიკვირდა.
  სანდრო გაშტერებული მომაჩერდა. ასე მიყურებდა, თან არანაირ ემოციას გამოხატავდა.
-შენ?-ცოტა ხნის მერე მკითხა.
-არა.
-არანაირად?-ცალყბად ჩაიცინა.
-მხოლოდ პლატონურად.
-ხოდა მეც ეგრე.-თმები ამიჩეჩა.
  შვება ვიგრძენი თუ...ვერ? არ დამაკმაყოფილა პასუხმა, თუმცა რატომ, ვერ ვხვდები. ტყუილი მეგონა, ალბათ...
-ძალიან კარგი.-გავუღიმე.
-უნდა ვიკითხო საიდან გაგიჩნდა ეს ვარაუდი?-გამიღიმა.
-ზედმეტი იქნება.
-მაშინ ჩუმად ვარ.-ლოყაზე მიჩქმიტა.-სახლში მივდივარ.-თბილად გადამკოცნა და ისე რომ ვერც მოვასწარი აზრზე მოსვლა, ჩამომშორდა.
-სანდრო-
  ესეც ასე. ჩემი გული გატეხილი და მილიონი ნაბიჯით გათელილია. სხვას არც არაფერს ველოდებოდი. სულ ცოტათი ვცადე წინ წამეწია ჩვენი ურთიერთობა და ასეთი მარცხი განვიცადე. სისულელეა. საერთოდ არ უნდა შემყვარებოდა. პატარა ბავშვი ხო არ ვარ. 25 წლის იდიოტი 18 წლის გოგოს რომ დავდევ, ცოტა არასწორია. შეცდომა იყო. ვინ არ უშვებს შეცდომებს? ეგეთი ადამიანი არ არსებობს და მე რა გამონაკლისი ვიქნებოდი.
  ისე დაღამდა, ვერც შევამჩნიე. უაზროდ ვეგდე მთელი დღე აივანზე და სიგარეტს ვაბოლებდი ყავასთან ერთად. იმდენი დავლიე...დღეს ვეღარ დავიძინებ ან გულის შეტევა მომკლავს. ნეტა მოვკვდე...
  11 საათია. დაუფიქრებლად გავედი სახლიდან და ასე დაუფიქრებლად აღმოვჩნდი თამარაშვილზე, ნანკას კორპუსის წინ პატარა ბაღში სკამებით, ორივე მხრიდან გზით შემოფარგლულში. მის სართულს ვუყურებდი, ფანჯარას...შუქი ანთია. მაშინ რატომ წამოვედი? ხო, გამახსენდა...არ მინდოდა უსამართლოდ დამეჩაგრა, ისედაც ბევრი გადაიტანა ჩემ გამო. რა საზიზღარი ადამიანი ვარ...ჩემი თავი მძულს.
  სკამზე დავჯექი, თავი ჩავხარე და...საოცრება...ცრემლები წამომივიდა. როგორ ვერ ვიტან ტირილს. თავი უსუსური ბავშვი მგონია, თუმცა ბევრს უთქვამს ცრემლები სიძლიერის ნიშანიაო. არანაირად! უბრალოდ არანაირად! სისუსტეა თითოეული დაღვრილი ცრემლი, იმიტომ რომ ახლა მე გაუკეთებელი საქმის გამო ვტირი. იმიტომ ვტირი, რომ ვერაფერი შევძელი. იმასაც ვერ ვიტყვი ვცადე-მეთქი ან რა უნდა მეცადა? მაინც არაფერი გამოვიდოდა.
  ეს უკვე სასოწარკვეთაა.
  ამბობენ უიმედობა სიკვდილის ტოლფასიაო, ვითომ? მე რომ არაფრის იმედი მაქვს? იმის იმედიც კი არ მაქვს, რომ ახლა ნანკა შემხვდება და მეტყვის: "გაგახსენდი? ამჯერად რა მოხდა?".
  იცით რატომ ვართ სასაცილოები? იმიტომ რომ ყოველთვის იმას მივსდევთ, რაც ჩვენი არასდროს იქნება და რაც ჩვენია იმას ვერასდროს ვაფასებთ. ასე მომივიდა მეც. გავეკიდე ცალმხრივ სიყვარულს პატარა ბიჭივით და საერთოდ დამავიწყდა სხვების არსებობა. ისიც კი ვერ განვსაზღვრე, ამით რამდენად ვატკინე გული ადამიანს, რომელმაც პირდაპირ მითხრა: "შენით ვსუნთქავო". უბრალოდ ეგოისტი ვარ. მეზიზღება. მეზიზღება ჩემი პიროვნების ეს მხარე, უბრალოდ მეზიზღება.
-არაუშავს, ყველაფერი ხდება...-გოგოს ნაცნობი ნაზი და ამავდროულად სექსუალური ხმა.-შენც შეგძლებია ტირილი, კი არ ვიცოდი.-ჩაიცინა.
  თმაზე ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი.
-საჭირო დროს, საჭირო მომენტში, საჭირო ადამიანი ხარ.-ჩამეცინა.
-კარგი დამაწყნარებელი?-ამყვა.
  არაფერი ვუპასუხე.
-იმის იმედი ნუ გექნება რომ ძველებურად...
-მაგას აღარც გაკადრებ.-სიტყვა მოვუჭერი.
  არაფერი მითხრა. უბრალოდ ჩამეხუტა.
-ნინა-
  როცა ყველაფერი არეულია, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახალი თავსატეხი. არა, თამო ახალი არაა, უბრალოდ ამდენი ხნით მივიწყებული მყავდა და როცა ღამე მაღაზიიდან გამოსულმა დავინახე, გული არასასიამოვნოდ შემეკუმშა.
-ჩემსას მაინც ვერ მივაღწიე.-ჩაიცინა და ჩემკენ წამოიწია.
-ვერ მიტან ხო?-მეც გამეცინა.
-შენი სიძულვილი პირველი დღიდან მომყვება.
-ასევე.
-კარგი დაქალები ვიქნებოდით, არა?
-იდეალური.
  ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა. ისე, თითქოს მართლა კარგად ვიყავით ერთმანეთთან.
-მაინც ვერ გიტან.-მითხრა ბოლოს.
-ასევე.-არ დავაყოვნე პასუხი და ჩემი სახლისკენ წავედი.
  რა "თბილი" შეხვედრა გვქონდა, პირდაპირ გავოგნდი. ისე, ლუკასგან ბავშვს რომ არ ელოდებოდეს, შეიძლება მართლა კარგი მეგობრები გავმხდარიყავით...არა, რაზე ვფიქრობ, მგონი საერთოდ გამოვშტერდი.
  დღეს ჩვენთან სოფი და აკაკი რჩებოდნენ. რძალი ჩემთან დავაწვინე. ძალიან მარტივად ვურთიერთობდით. ყველაფერზე ვილაპარაკეთ...საერთოდ ყველაფერზე.
  ღამის 4 საათზე ტელეფონმა გამაღვიძა. ეკრანისთვის არ შემიხედავს, ისე ავიღე.
-გისმენთ.-ვთქვი ძილნარევი ხმით.
-აუ, გეძინა?-ლუკას ჩაცინებამ გამომაფხიზლა.
-არა, რა სისულელეა, ღამის...-საათს შევხედე.-4-ზე როგორ შეიძლება დაიძინოს ადამიანმა.
-კარგი, რა დაიქოქე.-ისევ იცინოდა.-მოგაკითხავ და ჩემთან წამოდი რა.
-ახლა?
-ხო, ახლა. ჩაგეხუტები და დამეძინება.-ჩაიცინა.
-ჯობია აღარ დაიძინო, 2 საათში ასადგომი ხარ.
-დღეს არ მაქვს ვარჯიში, ამიტომ გამოვდივარ.-ყურმილი დამიკედა.
-იდიოტია! ღმერთო, რა იდიოტია!-ვბუზღუნებდი, თან ტანზე ვიცვამდი.
-სად მიდიხარ?-სოფიმ გაკვირვებულმა წამოყო თავი.
-შეყვარებულმა გამოგივლიო.
-გიჟია?-გაეცინა.
-ცოტა.-მეც ავყევი.
  10 წუთში ლუკა ჩემი სადარბაზოს კარებთან იდგა. ჩქარა ჩავირბინე კიბეები და ადგილზევე გავშეშდი. ლუკა მანქანით დამხვდა.
-რას იტყვი ღამის თბილისი რომ მოვიაროთ?-ჩაიცინა.
-იდიოტი ხარ.-მეც ავყევი საყვარელი ღიმილით და მანქანაში ჩაჯდომამდე ნაზად ვაკოცე.
  უაზროდ დავხეტიალობდით ღამის თბილისში. მუსიკა ბოლო ხმაზე და ერთო სიტყვით სრული თავისუფლება.
-ცოლად გამომყევი.
  გული ამიჩქარდა. მომესმა?



№1  offline წევრი kora

ძალიან მომწონს ლუკა და ნინა ერთად love რაც შეეხება სანდროს, მართალია მეცოდება მაგრამ არა იმდენად, რომ ლუკას და ნინას დაშორება ვისურვო. თანაც, სწორად აღნიშნა სანდრომ ნანკაზე, მაშინ ხომ ისიც უნდა გვეცოდებოდეს რადგან ისიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება... კარგი იქნება თუკი სანდრო ნანკაში იპოვის ბედნიერებას love
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი მარიკუნა ...

ვაუუ ვაუუ რა მაგარია სუნთქვა შემეკრა :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუუ ლუკა და ნინა კი უხდებიან ერთმანეტს მაგრამმინდა სანდროსთან ნინა და რავქნა

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

სანდრო მეცოდება,ძალიან ((
მაგრამ მე მაინც ლუკას და ნინას მომხრე ვარ !

 


№5 სტუმარი hipo

aee ramagari iyoo

aee ramagari iyoo heheheee

 


№6  offline წევრი Supreme

მმ^^ დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3

 


№7 სტუმარი maillots de foot en ligne

rename
maillots de foot en ligne http://uefaeuro2016.gl-amour.com/

 


№8 სტუმარი MatthewBlobe

<a href=https://remont-iphone-box.ru>ремонт айфона на дому в москве</a>

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent