შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (5)


5-07-2016, 15:59
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 896

მომხედე, მიპასუხე,
უფალო, ღმერთო ჩემო,
მოჰფინე ნათელი ჩემს თვალებს,
რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.

888

ბნელი სახლი ცუდი სანახავი იყო. რამდენადაც შიგნით შესვლის პერსპექტივა. სოფი გაჩერდა, ლაშას ხელი გაუშვა და ჯიბიდან ლუკას ნაჩუქარი ჯვარი ამოიღო. გულზე დაიკიდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და თითები ერთმანეთში ახლართა.
_ ვიცი, რომ მარიამზე მეტადაც კი გეშინია... თუ გინდა, არ შევიდეთ, კარგი? _ დახედა ლაშამ. გოგონას გაეცინა, აიწია და ლოყაზე აკოცა.
_ იცი, სადაც არ უნდა ვიყო, შენ რომ ხარ, თითქოს იქ ცუდი არაფერი არ მოხდება _ ხელი ჩაკიდა და კოკას და სალომეს უკან მიყვნენ.
_ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი, სოფ, იცი?
_ მეც, მაგრამ დრო არ მაქვს... აქედან ცოცხალი გავაღწიოთ და ვინ რას ჩივის _ ნერვიულად გაეცინა და სახლს რომ მიუახლოდნენ, ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ბიჭს პასუხი აღარ გაუცია, უზარმაზარ სახლს ახედა და მზერა შესასვლელში, მოაჯირებთან მჯდარ ორ ყვავზე გააჩერა.
_ გვეღადავებიან, ამათი დედა მოვ^ტყან? _ ყვირილი ვეღარ შეიკავა სანდრომ. ლიკა მარიამის მკლავს ეკვროდა, მარიამი კი რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევდა. ყვავებმა დაიჩხავლეს, ადგილზე გაქანავდნენ და კვლავ ქანდაკებებად იქცნენ.
_ მაგრად მეშინია ამხელა კაცს _ გაეცინა ანდროს და ტყუპს იდაყვი გაკრა. მაქსიმეს გარდა, ყველას შეეცვალა მიმიკა და გამომეტყველება. ეს უკანასკნელი კი ქვასავით იდგა და ბოლოს კიბეებზე ასვლა დაიწყო.
_ კაი, შევედით. დამშვიდდით, ერთად ვართ... _ გამხნევება სცადა კოკამ. ალბათ უფრო საკუთარი თავის. მზერა მოავლო თითოეულს, მერე ამოიოხრადა მაქსიმეს მიყვა. ყველა შევიდა... ლაშაც კი. სოფი იდგა კარებთან, ხელში ათამაშებდა დასაკეც დანას და ბოლოს ჯიბეში ისე ჩაიგდო, ამოღება რომ არ გაძნელებოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უკუნით სიბნელეში შევიდა. რკინის დიდი კარები ხმაურით დაიხურა მის ზურგს უკან. გოგონა შეხტა და წყვდიადში ვიღაცის გულმკერდს დაეჯახა ცხვირით.
_ მაპატიე _ თქვა ხმადაბლა.
_ წინ იყურე, არაუშავს _ მაქსიმეს მშვიდი ხმა საკმარისი იყო, ყველანაირი შიში გაქრობოდა. სიბნელეში გადაადგილდებოდნენ ბავშვები, ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა. ლაშა დაეკარგა, მაგრამ მარტო სიარულისთვის ვერ იმეტებდა თავს.
_ მაქსიმე... _ პირველად მიმართა ბიჭს და სირცხვილის გრძნობა მოაწვა.
_ გისმენ
_ შეიძლება, ხელი ჩაგკიდო? _ პასუხს არც დალოდებია, ისე მოძებნა ბიჭის ხელი და მისი ცივი თითები ახლართა ბიჭის თლილ, გრძელ თითებში.
რაღაცამ გაიჩხაკუნა და სინათლე რამდენჯერმე აინთო, ჩაქვრა, შემდეგ კვლავ აინთო და მთელი ოთახი გაანათა.
_ ძლივს _ ამოიჩურჩულა მარიამმა და კანკალით მიეყრდნო კედელს. სოფიმ მიმოიხედა და მაქსიმეს ხელი გაუშვა.
_ ფუ, საზიზღრობაა _ დაიჭყანა ნია და ხელი გაუშვა თაროზე დაგდებულ თავის ქალას. ოთახი სავსე იყო რამდენიმე ასეთი თავის ქალებით, ძვლებით, ჩონჩხებით. ერთ კუთხეში დიდი მინის ყუთი იდგა, იქაც ჩონჩხი ჩაესვათ. მაღლა ობობის ქსელები არ იყო... აქაურობა რამდენიმე დღის წინ დალაგებულს გავდა.
_ მე ვფიქრობ, აქ ჯერ კიდევ არის ვიღაც _ თქვა სოფიმ. ლიკას გაეღიმა და შეშინებულმა კანკალით ამოისუნთქა.
_ ამ ოთახით არ მთავრდება. ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს ყველაფერი
_ მოდი, დღეს საკმარისია... დაღამდა. კარვები გვაქვს გასავლელი. აქაურობისთვის ბევრი დრო გვაქვს _ აზრი გამოთქვა ლაშამ. ესიკვდილებოდა აქედან წასვლა და კიდევ მოსვლა სოფის და არამარტო მას. დაწყებულის დასრულება უნდოდა, მაგრამ მუცელი აუბუყბუყდა.
_ თან გვშია _ მხრები აიჩეჩა ტყუპმა სანდრომ, ბავშვებს გადმოხედა და მერე რკინის კარებს დაეჯაჯგურა, როგორმე რომ გაეღო. კარები იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე იმედოვნებდა. ბიჭები დაეხმარნენ და წვალებით გააღეს უზარმაზარი კარი. უსიტყვოდ გავიდნენ გარეთ და მანქნებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ სოფი საერთოდ არ უსმენდა მათ. ფიქროდა, რომ ჯერ ვერცერთს გაეაზრებინა მომხდარი. ალბათ, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ტყიდან დიდი ხანი ვერ გააღწევდნენ. რომ სასოწარკვეთა ელოდათ წინ, გარდაუვალი შიში და სასოწარკვეთა. ამაზრზენი იყო აქ რამდენიმე თვის და იმედი აქვს, მხოლოდ თვის, გატარება. წარმოდგენაც კი იმდენად ცუდ სიზმრად ეჩვენებოდა, ერთი სული ქონდა, როდის გაიღვიძებდა.
_ აქ დავოღუპებით _ დაიჩურჩულა. მის გვერდით მდგომმა ლაშამ ნაბიჯები შეანელა.
_ გგონია, მე ვერ ვხვდები მაგას? მაგრამ ჯერ არ მინდა რომ მივხვდე, სად ვართ. აქაურობა ისე არც ისეთი საშიში არ არის.
_ ეს ახლა, ლაშა, მერე რა იცი, რა მოხდება. მძღოლები უკვე მკვდრები არიან. ჩვენი მოკვლაც რომ მოუნდეთ?
_ საიდან მოგაქვს ეს სისულეეები! _ გაბრაზებულმა გადახედა, წარბები შეკრა და სწრაფად განაგრძეს სიარული. რამდენიმე საათი ისე დამღლელი აღმოჩნდა მათთვის, კარვის გაშლის თავი აღარ ჰქონდა არცერთს. როგორც იქნა, გააღწიეს, რომ ჩამორჩენილ სოფის ფეხი აუცდა და ორივე მუხლით დაეცა წვეტიან ქვაზე. თავი შეიკავა, რომ არ წამოეკვნესა და ყელში დაგუბებული ტკივილი უკან გაუშვა.
_ ვაიმე, რა ბოთე ხარ _ მარიმ ხელი გამოუწოდა და წამოაყენა. სიმწრით გაუღიმა გოგონას
_ არაფერია, არ მტკივა _ თავი გააქნია და ტუჩზე იკბინა.
_ საუკეთესო მეგობრებს არ ატყუებენ _ თითი დაუქნია მარიმ.
_ მშიშარა მეგობრებს _ შეუსწორა დაცინვით.
_ ვითომ შენ არ გეშინია, ისე ლაპარაკობ _ ნაწყენმა მიარტყა მუშტი მხარზე.
_ მეშინია, მაგრამ ჯერ სად ხართ, საშინელებები გველის ალბათ _ გაეცინა.
_ ხო, მაგრამ... ახლაც მეშინია და მერე ალბათ მართლა ჩავიფსამ
_ რა სულელი ხარ _ უთხრა და კოჭლობით დაეწია. მარიამს შეუმჩნეველი არ დარჩენია სოფის დამანჭული, ტკივილიანი სახე. ხელი ჩაჭიდა და ლაშას დაუძახა. გოგონამ თვალები აატრიალა.
_ დაეხმარე სიარულში, ტკივა და რკინის გოგოს როლს თამაშობს _ სოფიზე ანიშნა თავით, წინ წასულ გოგონებს დაეწია და შეუერთდა. ლაშა ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო სოფიზე, ცივად მოხვია წელზე ხელი და თავი გაატრიალა. საშინლად არ ესიამოვნა მისი სიცივე და ინდეფერენტულობა, თვალები აუწყლიანდა და ხელი მოაშორებინა.
_ არ მჭირდება შენი დამხარება _ ჩაილაპარაკა, ნაბიჯებს აუჩქარა და მუხლში რაღაცამ ძლიერად მოწიწკნა. სულ ოდნავ წამოიკვნესა.
_ კაი, მაშინ იარე მასე. მაგრამ ახლა ნამდვილად არ გვაქვს ჩხუბის დრო, სოფი..!
_ არ გეჩხუბები!
_ კარგი, დავივიწყოთ რა. ოღონდ არასდროს აღარ თქვა, რომ რომელიმეს მოგვკლავენ. მარტო იმას რომ წარმოვიდგენ, რომ მოკვდებით... თუნდაც ეს ახალგაცნობილები. ტანში მაჟრიალებს. მაპატიე
_ კარგი, მეც მაპატიე და ასე ცივად არ შემომხედო არასდროს კაი? _ გაეცინა და ლოყა მიუშვირა ბიჭს. ლაშამ ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და ხელი გადახვია. სოფიმ შენიშნა მაქსიმეს გამჭირვალე, წყლისფერი თვალები. მისი თვალების დანახვისას საკუთარი თვალების სიმახინჯის რცხვენოდა. ცალი მინისფერი, ცალი მწვანე. რაღაც სახელი აქვს ამ დაავადებას. სკოლაში ხშირად დასცინოდნენ ასეთი თვალების გამო, მაგრამ ლუკამ უთხრა, რომ ულამაზესი თვალები აქვს. სოფის ყოველთვის სჯეროდა ლუკასი, მაგრამ მიხვდა რომ მოატყუა. აბა, რატომ დასცინოდნენ, თუ ლამაზი თვალები ჰქონდათ?
_ მამი, ხალხი ვერაფერს ვერ იტანს მათგან განსხვავებულს. გარეგნობას, მოთუმეტეს. მათ შენნაირი თვალები არ აქვთ და უცნაური გრძნობაა, როცა ერთი ადამიანი მეორეს არ გავს. დამიჯერე, ულამაზესი ხარ და არასდროს იფიქრო, რომ თვალების გამო ვინმეზე რამით ნაკლები ხარ _ მამამისის სიტყვები გაახსენდა, გაეღიმა და მონატრება იგრძნო.

888

კარვები რამდენიმე საათში გაშალეს. მანამდე გოგონა ორ სავარძელზე იწვა და მუსიკებს უსმენდა. ტელეფონის სინათლეს ბოლომდე დაუწია, მაგრამ სატენი ჰქონდა წამოღებული. აი, ერთ ბოლოს რომ ტელეფონზე მიამაგრებ და ელექტროენერგიის გარეშე რომ იტენება. ალბათ, სამჯერ დატენიდა. მერე დასატენი გახდებოდა ეს სატენიც და აქ ვერსად შეაერთებდა.
_ პლედები წამოიღეთ და გავნაწილდეთ _ დაიყვირა კოკამ. გარეთ კოცონიც დაენთოთ და კურდღელიც შეეწვათ. ორ პლედს ხელი დაავლო გოგონამ, გულზე მიიხუტა და ძირს ჩახტა. პლედები მიწაზე დაალაგა, სხვების მსგავსად მოუჯდა კოცონს და მარიამს დაელოდნენ.
_ სად არის? _ იკითხა სანდრომ. ტყუპმა. გოგონებს გაეცინათ და ლიკა ბოლო ხმაზე აკისკისდა.
_ აუ, აღარ შემიძლია _ მუცელზე ხელს იჭერდა სალომე. ნიაც მიხვდა მათი დაქალი სად იყო, გულით შეეცოდა და სიცილი აუტყდათ ბოლო ხმაზე. სოფიმ წამოსული ცრემლი მოიწმინდა და მუხლებზე ხელები შემოიხვია. სისხლს გამოეღწია ჯინსის შარვლიდან. მადლობა ღმერთს, რომ მარიამს ჰქონდა ორი შარვალი წამოღებული ზედმეტად და ერთ-ერთს ჩაუცვამდა ალბათ. თავი გაილანძღა, ჭრილობა რომ კარგად არ გადაიხვია და შარვლიდან ამოაღწია. ოდნავ, სულ ოდნავ ემჩნეოდა, მაგრამ ამის ატანაც არ შეეძლო სოფის.
_ მოვედი _ მაქსიმეს გვერდით დაჯდა გოგონა და ჩუმად გაიცინა.
_ მოკლედ, დავიწყოთ ჭამა მაშინ _ ანდრომ ისე სუფთად და კოხტად გადაანაწილა საჭმელი ერთჯერად თეფშებზე, ყველას გაეცინა. სოფიმ თავის თეფშს დახედა და ზიზღით დადო გვერდზე.
_ შენ მშიერი მოკვდები _ შეწუხებულმა გადმოხედა ლაშამ.
_ რატომ არ ჭამ? _ დაინტერესდა ნია და ლუკმა გემრიელად დაღეჭა.
_ ვეგია _ უპასუხა სოფის მაგივრად ლიკამ.
_ ოო, ვეგეტარიანლობა არ არის კარგი. თან ასეთ სიტუაციაში _ გაიცინა სანდრომ.
_ მოიცა, რამეს მოგიტან _ წამოდგა ლაშა, თეფში დადო და მანქნისკენ წავიდა. ბავშვები გემრიელად შეექცეოდნენ კურდღელს. უკვირდა, როგორ შეეძლოთ ცხოველის ჭამა, მაგრამ პატივს მაინც სცემდა მათ. და არამარტო... ვერავის დაუშლიდა ხორცის ჭამას.
_ მეტი ვერაფერი ვნახე _ შეწუხებულმა მიაწოდა ალპენ გოლდი და კოკა-კოლას ქილა. გაბრწყინებული თვალებით ახედა სოფიმ და ბიჭმა ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
_ დაატერორე გუდვილი? ვიცოდი, რომ წამომიღებდი! ბევრია? _ შოკოლადი გახსნა და გემრიელად მოკბიჩა. ყველაფერს ერჩივნა ახლა ეს. ბიჭმა თავი დაუქნია.
_ ერთი ლაშა მეც მინდა _ დაიწუწუნა ნიამ და სიცილი აუტყდათ.
_ ლაშა ერთია და ჩემია _ ამოიბლუყუნა, კოლა მოსვა და თავისი ხორცით სავსე თეფში ბიჭს გაუჩოჩა. არადა, ყველაზე მეტი ხორცი სოფის დაუდო ანდრომ. იფიქრა, ამ ჩხირს ჩვენზე მეტად შჭირდება კვებაო და რა გამოვიდა. ლაშა ორმაგად გამოიკვება.
_ აი, უსამართლობაც ამას ქვია _ დაიწუწუნა სალომ და კოკას მიეხუტა.
_ ნუ... _ გაეცინა ლაშას.



№1  offline წევრი ХуЛиГаНка

ძააან მაგარია love საინტერესომ და იდუმალებით მოცულმა ამ ისტორიამ ისე ჩამითრია გვერდს ვეღარ ვეშვები wink მალე დაგვიდე ხოლმე თორე დანარჩენი perfect'O love

 


№2  offline წევრი ნინა❤

მალე დადე ახალი თავი

 


№3  offline წევრი stupet

აუ როდის დადეეებ წესით დღეს უნდა დაგედო
დადე თორე მიგკლააავ

 


№4 სტუმარი ბეღურა

ეს "მკტარი " კურდღლები რაღაც არ მომწონს ???????????? დაერხევათ ეხა ყველქს სოფის გარდა.. ისე ამდენ ჭრილობებზე ბლერის ალქაჯი გამახსენდა თან სახლი ტყეში, და ეს უცნაური ყვაჩოები.. ნუუ ვნერვიულობ უკვე მარა არ მეშინია საერთოდ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent