24 თვე (მეხუთე თავი)
გუდაურში ჩასვლა. ამაღლებული განწყობა ახალ წლამდე და სასიამოვნო სამზადისი. -შენი ლურჯი კაბა ჩაიცვი საღამოს რა. მეხვეწება ალექსანდრე. -რატო? მე შავი უფრო მომწონს. -დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყო და ჩაიცვი, გთხოვ. -კარგი. რამდენიმე საათი ახალ წლამდე. გარეთ ფიფქები და გუნდაობის დაუოკებელი სურვილი. ლაით მაკიაჟს ვიკეთებ, შავ მაღალქუსლიანებს და ალექსანდრეს საყვარელ ლურჯ კაბას ვიცვამ. შემდეგ გოგოებთან გავდივარ და ვუყურებ გაოცებული. საოცრად ლამაზები არიან. ლილიანას მაკიაჟი ცხოვრებაში არ მენახა. ლამაზი კიდევ უფრო გაალამაზა და დააქალა. თერთმეტი ხდებოდა შამპანიურების გახსნა, რომ დავიწყეთ. -სამი, ორი, ერთი და გილოცავთ. ყვირის ლუკა და ლილიანას ეხვევა. -საუკეთესო სურვილები საყვარელო, ყურთან ახლოს მკოცნის ალექსანდრე და ჟრუანტელი მივლის. გარეთ გავყავარ. ფეირვეკია. ალექსანდრე კი ჩემს წინ ჩამუხლული. ჯიბიდან იმ ბეჭედს იღებს მე რომ გადავირიე. ჩემი საყვარელი სიმღერა და ალექსანდრეს ბაგეებიდან გაჟღერებული ხმა. -გამომყვები ცოლად? -აკი ძმაკაციო? უადგილოდ ვსვავ შეკითხვას და გოგოების სახეზე ღიმილს ვიწვევ. -ძმაკაცი მიხედავს თავის საქმეს. კი თუ არა? ეღიმება, იმიტომ რომ იცის პასუხი. -რა თქმა უნდა კი. შემდეგ კოცნა. გათენებული პირველი იანვარი და საუკეთესო დრო. ისევ მთვრალი ვიყავი ალექსანდრემ, რომ გამაქანა გარეთ თხილამურებზე სრიალი უნდა გასწავლოვო. -არა! დამანებე თავი, მოვიტეხავ რამეს.-გავკივივარ მე. -ნუ გეშინია ნუცა! ეცინება ალექსანდრეს. -მეშინია, დავბრუნდეთ რა სახლში. -არა! -აუ, ვიტირებ ეხლა და ტუჩებუ დავბრიცე. ის ახარხარდა. -კარგი, წამოდი თორემ გაიყინები. ზღაპრულად ჩავლილი ახალი წლები და თბილისში დაბრუნებუს დაუოკებელი სურვილი. ლალიკოს ნახვის და ემოციებისაგან დაცლის. ვიცი ძალიან გაუხარდება. ყოველთვის უნდოდა ალექსანდრსნაირი სიძე. აღმერთებდა ლალიკო ალექსს. ალექსი კი ლალიკოს. *** ვემზადებოდი და თან ვფქრობდი მიზეზზე, რომელსაც ძალიან მალე გავიგებდი. რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა. ხანდახან მინდოდა ფანჯრიდანაც გადავმხტარიყავი და ასე საცოდავად დამესრულებინა სიცოცხლე. სერიოზულად ვიყავი უკვე დანერვოზებული. მზარავდა ადამიანთა ხმა. ყველაფერზე ან ვტიროდი ან ვკიოდი. საგიჟეთში არ არის მგონი ისეთი სიტუაცია, როგორიც ჩემთან. ტკივილებით დამძიმებული. სკლეროზს, რომ ინატრებს ადამიანი რა უნდა ელაპარაკო? პრაქტიკულად გიჟია. ხოდა ასე, სიგიჟის გზაზე ვიდექი. ნახევრად გიჟი და ნახევრად ისევ ნუცა. იმდენი ხანია სახლიდან არ გავუსლვარ ყველაფერი მეუცხოვება. -ჩაჯექი მანქანაში. მეუბნება ვაკო და ისევ ჩამწყდარი ხმა. ისევ დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ვგრძნობ ყველასგან. თითქოს მათ და არა ალექსანდრემ დააშავა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გუდაურში მივედით. იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ალბათ საბოლოოდ დამთავრდებოდა კიდეც. ისევ ის სასტუმრო. და ისევ მოგონებებში გადავარდნა. *** -ნუცა მზად ხარ? მეკითხება ალექსანდრე. -კი, ყველაფერი ჩავალაგე. ნუცა გავაფრთხილე დღეს მოვდივართ სასიხარულო ამბით თქო. იმანაც მეც სიურპრიზი მაქვსო. ვგიჟდები სიურპრიზებზე. მთელი ცხოვრება, რომ მიკეთონ საყვარელმა ადამიანებმა არ მომბეზრდება. მხიარულად ჩავედით თბილისამდე და პირდაპირ ჩემთან ავედით. დაღლილი ვიყავი, მაგრამ დაღლა მამუკას დანახვისთანავე გადამავიწყდა. -მაა, როგორ მომენატრე. დავიყვირე და ზურგზე შევახტი. -მძიმე ხარ შვილო, გაეიცნა მამუკასაც და ლოყაზე მიჩქმიტა.-მეც მომენატრე. -არ უნდა დარეკო მაინც, რომ ჩამოხვედი? -არ შეგაწუხეთ. მიცინის ეშმაკურად. -გაიცანი მა, ეს ალექსანდრეა ჩემი საქმრო. ლალიკო თვალები შუბლზე აუვიდა. მამაჩემმა ძმაკაცურად გადახვია ხელი და სასიამოვნოაო. ზუსტად ვიცოდი ყველაფერს გაიგებდა. არ იყო მისთვის საჭირო ზედმეტი სიტყვები. ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს არჩევანს. -რა გამოვტოვე? ნაწყენი ხმით კითხულობს ლალიკო. -ის თუ როგორ მთხოვა ხელი გუდაურში. -გილოცავ დე. მოდის და მეხვევა. მერე ალექსანდრეს და ცრემლები მოსდის. -გაიზარდა დიდი გოგო. ამბობს და ისტერიულად გვეცინება. -ქორწილი როდის არის? კითხულობს მამუკა. -ესე გინდა ჩემი მოშორება? მეცინება მე. -როგორ გეკადრება. შეიცხადა მან. -იქნება რა.ვაგრძელებ მე. -კი, მაგრამ როდის? ახლა დედაჩემმა დაიწყო. -ერთ კვირაში, ამბობს ალექსანდრე და ჩემი მშობლების შეწუხებულ სახეებს ვუყურებ. -რა უბედურებაა, გამზადება არ გვინდა? სიცილი ამივარდა ისევ. -კარგი რა დე, მე ვიდარდო საქორწინო კაბაც კი არ მიყიდია, თქვენ კიდე მოასწრებთ. -დახმარებაც ხო გინდათ? არ ნებდებოდა ლალიკო. -ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს, ახლა კი წავალ. თქვა ალექსანდრე და ყველას დაემშვიდობა. *** სასტუმროში შევედით და თითქოს ისევ ძველი დრო დაბრუნდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე არაა. უბრალოდ გვინდა, რომ იყოს. მაგრამ ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არაა. ყველაფერი არ სრულდება. ამას უნდა შევეჩვიოთ ადამიანები და გავითავასოთ, რომ ყველაფერი წარმავალია ჩვენი ცხოვრების მსგავსად. ვიცოდი რაც მელოდა. ვგრძნობდი სურნელს, რომელიც სასტუმროში ტრიალებდა და ახლა ყველაზე მეტად მინდოდა ტირილი. ბექა და ვაკო გვერდში ამომიდგნენ. რომელიღაც ოთახში დამტოვეს და გაუჩინარდნენ. შემდეგ კარები იღება და ალექსანდრე შემოდის. მოწოლილი მონატრების გრძნობა, რომელიც სადაცაა ლავასავით ამოხეთქავს და მთელ დედამიწას დაფარავს. მაგრამ ისევ შეჩერებული, ვერ გადალახული ტკივილი მონატრებით. ჩასახუტებლად მოდის, მაგრამ ცივად ვიწევი. -მომენატრე. მესმის ჩამწყდარი ხმა, შემდეგ თვალებში ვუყურებ და ვაწყდები დიდი დოზით სევდას. -რისთვის მოაყვანინე ბიჭებს აქ ჩემი თავი? ვცდილობ მკაცრი ხმა მქონდეს და ჩემი სისუსტე დავფარო, მაგრამ მაინც ტყდება. -სალაპარაკო გვაქვს, ძალიან ბევრი. ამბობს დამნაშავის ხმით და მე მინდა ვიტირო, მაგრამ ისტერიული სიცილი მიტყდება. ალექსანდრე გაოცებულია. მე გაგიჟებული. -სალაპარაკო არა? მაშინ, რომ მიდიოდი რატომ არ ამიხსენი? თუ მიტოვება გინდოდა შენი გგონია დაგიჭერდი? -კი ნუცა, იმ მიზეზით რის გამოც მე წავედი აუცილებლად დამიჭერდი. -ახლა ასახსნელად ძალიან გვიანია. ჩანთას ვიღებ და კარებს ვაღებ,როდესაც შემზარავი ხმა მესმის და ვნანობ, რომ მიზეზის გასაგებად გამოვყევი ბიჭებს. -უნაყოფო ვარ ნუცა, აი მიზეზი შენი მიტოვების. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ თავს ვიკავებ და სკამზე ვჯდები. თვალები ცრემლებით მევსება. -რატომ არ მითხარი? ისმის ჩემი კივილი. -ვერ გითხარი, ვიცოდი როგორი მნიშვნელოვანი იყო შენთვის ბავშვი. -შენ დაგავიწყდა მგონი რა არის ოჯახი. ვამბობ გამტყდარი ხმით და ვიცი რა საშინელ დარტყმასაც ვაყენებ ალექსანდრეს. -არა, რომ არ დამვიწყებია მაგიტომაც წავედი! უკვე ყვირილს იწყებს. ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი, ყოველთვის გაწონასწორებული იყო. დაბალი ხმის ტემბრითა და ჩახლეჩილი ხმით საუბრობდა მხოლოდ. -დაგავიწყდა ალექსანდრე! ოჯახი ერთი მთლიანობაა, რომელიც პრობლემებს ერთად აგვარებს და არა გაქცევით! არაკაცი ხარ. ბოლო სიტყვები მეც მამძიმებს, არამარტო ალექსანდრეს და ვხვდები რა საშინდლად გულგრილი ვარ. რა საშინელი ადამიანი გამხადა ამ თვეებმა და მინდა თავი მოვიკლა. -ვიცი ნუცა! არაა ზედმეტი სიტყვები საჭირო, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა მიზეზი და ის, რომ უცვლელია ჩემი შენდამი სიყვარული. მაპატიე გთხოვ. ისევ ისტერიულად მეცინება. -გაპატიო? ესე უცებ დავივიწყო ის სატანჯველი დღეები ალექსანდრე? და გავაგრძელო ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ვითომ ძალიან ბედნიერი ქალი ვიყავი? -არ გთხოვ მაგას, მაგრამ შემირიგდი და ყველაფერი სხვანაირად იქნება. -არა! ეხლა მე მომისმინე, ბავშვს ეშველებოდა, ჩვენი სისხლი და ხორცი თუ არა, სხვა იქნებოდა. რამდენი უპატრონო ბავშვია? მიპასუხე! -უამრავი. -ხოდა იქიდან ერთ-ერთს ან კიდევ ბევრს ჩვენი სახით მშობლები ეყოლებოდა, არაბიოლოგიური, მაგრამ მშობლები, რომლებიც გააღმერთებდნენ. ხმას ვერ იღებდა. -მე მივდივარ. ვთქვი და გამოვედი. ბოლოს გავიგე ალექსანდრეს ღრიალი და ბოლო სიტყვები დამიბრუნდი ნუცა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ეგონა, რომ უნაყოფობის გამო რაიმე გრძნობებს გამინელებდა. პირიქით. ბავშვი მთავარია, მაგრამ არა საყვარელ ადამიანზე. ვაპატიებდი, მაგრამ ის ტკივილი არ მაძლევს საშუალებას, რომელმაც სიგიჟისა და სიკვდილის პირას მიმიყვანა. ამიწეწა ცხოვრება. *** ქორწილი?-საოცრება იყო. ერთ კვირაში მომზადებული ყველაფერი. 500 კაციანი ქორწილი. მეჯვარე ნინე და უბედნიერესი დედაჩემი. უბედნიერესი მე და ალექსანდრე. შემდგარი ღმერთისაგან დალოცვილი ჩვენ და საბოლოოდ შეუღლებული წყვილი. ძალიან გრძელი თეთრი კაბა, ზურგზე ამოჭრილი, მკერდი საკმაოდ ამოღებული. ალექსანდრე და შარვალ-კოსტუმი, რომელიც კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა და ბოლომდე ვრწმუნდებოდი ჩემს არჩევანში და ვიცოდი, რომ არცერთი წამით არ შევმცდარვარ. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. *** ტაქსს ვაჩერებ და თბილისისაკენ იღებს გეზს. ცრემლები მახრჩობს. ისევ ჩამესმის ალექსანდრეს სიტყვები „უნაყოფო ვარ’’ და მინდა მოვკვდე. საყვარელი ადამიანი, რომელმაც გასაჭირი ჩემს გარეშე გაიარა. ტკივილი, რომელიც ორივესთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და ორივემ ჩვენებურად, ცალ-ცალკე გავინაწილეთ. შემდეგ მახსენდება ჩვენი ერთად გატარებული დრო. როგორ გავაპარეთ ლილიანა და ლუკა საფრანგეთში, როგორ მოიწყეს თაფლობისთვე და რა უზომოდ ბედნიერი ვიყავი ხუთი თვის წინ. ოცდაოთხი თვე. საუკეთესო ორი წელი. ყველაფრისდა მიუხედავად ბედნიერები. ბედნიერები ჩვენი ოჯახით. მეგობრების გვერდში დგომით. ერთად ცხოვრებით და საუკეთესო სიგიჟეებით. როდესაც დილით თბილისში საუზმეს უმზადებ საყვარელ ადამიანს, საღამოს კი ცხრა მთას იქით მიდიხარ. რამდენი რამაა გასახსენებელი და ისევ უსაზღვროდ დიდი ტკივილის ვგრძნობ, რომელიც მჭამს. მკლავს. და ვგრძნობ, რომ არ ვარ საკმარისად ძლიერი. მახსენდება სიტყვები, რომელიც წასვლისას მითხრა. „მე ალბათ ადამიანი არ ვარ.’’ და ისევ სიკვდილი მინდება ამ უბადრუკი ცხოვრების გადამკიდე. როგორ მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ყველაფერი არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ცხოვრებაში არის დაბრკოლებები, რომელსაც უნდა გაუძლო, საყვარელ ადამიანებთან ერთად გადალახო, მაგრამ მე და ალექსანდრემ ვერ შევძელით. ტელეფონი რეკავს. ვთიშავ, მაგრამ ისევ ხელახლა იწყებს. ნინე მირეკავს, ვიღებ და ნამტირალები ხმა აქვს. -რა გჭირს ნინე? ვეკითხები შეშინებული ხმით. -დამიბრუნე ძველი ნუცა, მეუბნება ტირილნარევი ხმით. -სად ხარ? -შენს სახლთან. -გუდაურიდან მოვდივარ, შენი ხომ გაქვს გასაღები შედი, მოვალ და ვილაპარაკოთ. -კარგი. და ისევ ვხვდები რა საშინელი ადამიანი ვარ. დაქალები, რომლებიც გვერდიდან არ მომშორებიან, ჭირსა თუ ლხინში ჩემს გვერდზე იყვნენ, ამ ხუთი თვის მანძილზე ჩამოვიშორე. რამდენიმე საათში სახლის კარები დამძიმებულმა შევაღე. ისევ მოვაკელი ვისკის კოლექციას ერთი ბოთლი და ნინეს წინ ჩამოვჯექი. -ვიცი, რომ ნახე. -მერე? ვეუბნები გაყინული ხმით. -მიზეზიც ვიცი. -როდის გაიგე? -დღეს. ნუცა, არ გეუბნები, რომ შეურიგდე უბრალოდ მე მჭირდები, ლილეს სჭირდები, ლილეს ბავშვს სჭირდები, რომლის ნათლიაც შენ უნდა იყო. წამიერად თვალები მინათდება და ნერვები ისევ საკუთარ თავზე მეშლება. ბედნიერება, რომელიც მე ვერ განვიცადე. როდესაც მირეკავდა და არ ავიღე ტელეფონი. თურმე რის თქმას აპირებდა. ყველაზე საზიზღარი ადამიანი ვარ. ცრემლები მომდის, ვისკის ბოთლს ნახევრამდე ვცლი და ნინეს ვუყურებ. -ძალიან მომენატრეთ. ვიწყებ ჩახლეჩილი ხმით და ოთახიდან ლილიანა გამოდის. მეხუტება და ისიც ჩემთან ერთდ ტირის. -გეყოს მოთქმა, გავუძლებ, მთავარია შენ და ნათლიას კაცი იყოს კარგად. -რა იცი, რომ ბიჭია? ეცინება ლილიანას. -ვგრძნობ, მეც სულ ბიჭი მინდოდა. ხმა წამერთვა. გამახსენდა მომენტები, როდესაც ალექსანდრე და მე ბავშვის სახელზე ვჩხუბობდით. ჯერ კიდევ არ ჩასახულის. -ხომ იცი, რომ გეყოლება? -გათხოვებას აღარ ვაპირებ ლილიანა და როგორ მეყოლება? გამეცინა მე. -არც შერიგებას? -არა! ვთქვი და ეჭვი შემეპარა ჩემი უარყოფითი პასუხის სიმტკიცეში. -ისევ გიყვარს. დაასკვნა ნინემ. -რა საჭიროა თქმა. ვუთხარი და ისევ ვისკისაკენ წავიღე ხელი. -აღარ დალიო, მაცლის ლილე და მიღიმის.-მე ძველი ნუცა მჭირდება, ხომ იცი ყველაფერი ყოველთვის ისეა ჩვენ როგორც გვინდა, ხოდა მოეშვი სმას. -აღარ არის ყველაფერი ისე. -ლალიკო მირეკავდა ხოლმე, გაგიჟებულია ქალი, დაურეკე და უთხარი მოვიდეს, შემიცვალა საუბარი უცებ ნინემ. ლალიკოს გახსენება და მონატრების შემოტევა ერთი იყო. რატომ მივატოვე ყველა. რატომ ჩავიკეტე საკუთარ თავთან და ისევ უამრავი რატომ? იდიოტი ვიყავი და იმიტომ. გავეცი საკუთარ თავს პასუხი და ტელეფონს დავწვდი. -გამოხვალ ჩემთან? -მოვფრინავ დე. მესმის მისი სიხარულნარევი ხმა და მეც მეღიმება. -მომნატრებიხართ. -ჩვენც. მეუბენბიან გოგოები და მეხუტებიან. ესეც ასე. რიგით მეხუთე თავი. ვიცი ვაგვიანებ, მაგრამ გამოცდების გადამკიდე ვეღარაფერს ვახერხებ. ველოდები თქვენს კომენტარებს, რომელიც შემომაკლდა ამ ბოლო დროს. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.