შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსაკოვის სინდრომი ანუ ამნეზია (2 თავი)


6-07-2016, 21:13
ავტორი nasia
ნანახია 1 618

დილას შედარებით კარგად ვიყავი,არც ხელი აღარ მაწუხებდა.ლალიმ ნემსები გამიკეთა და რამდენიმე წამალიც დავლიე.სასაუზმოდ აქ დავრჩებითქო დავაბარე ნანასთან და ლეპტოპი გავხსენი.
ცოტა უცნაურია მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან ვიცი.ასევე არ ვიცი რა განათლება მაქვს მიღებული.რასაც ვაკეთებ ინსტიქტურად ხდება,თითქოს არც კი ვუფიქრდები.ბევრი ქექვის შემდეგ ერთი ფილმი ამოვარჩიე და ჩავრთე, „ფიცი“ ასე ეწერა და ყურება დავიწყე.ცოტა ხნის მერე მივხვდი ძაიან გავდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას,მარამ იმ განსხვავებით,ქმარი არ მყავს და ჩემთვისაც არავის მოუკითხია.მოვიწყინე და გული დამწყდა,თანაც შემეშინდა,იქნებ მეც ამ გოგონასავით სამუდამოდ ასე დავრჩენილიყავი? ეს ხომ კატასტროფა იქნებოდა,როგორ ვიცხოვრებდი ან თავს რითი ვირჩენდი.
თუმცა იმედი მაქვს მე ეს არ დამემართება და ღმერთი ასე არ გამწირავს.
„ღმერთი ვახსენე? ანუ ქრისტიანი ვარ.ან იქნებ არც ვარ,ვინ იცის“
ოთახში გამეფებული სიჩუმე კარის ხმამ დაარღვია და მეც იქითკენ გავიხედე.არ ველოდი,რომ თორნიკე დამხვდებოდა,ცოტა დავიბენი კიდეც
-გამარჯობა,გცალია,რომ შემოვიდე?-ისევ ის ცივი ტონი,ნუთუ ასეთი კარგი ქალის შვილი მისგან განსხვავებული უნდა იყოს?
-კი,კი,შემოდი-ლეპტოპი დავხურე და გვერძე გადავდე
-დედამ მითხრა,რომ ამნეზია გავს,არაფერი გახსოვს და არც შენზეა რაიმე ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში
-კი ასეა-უცებ შევაწყვეტინე და ვიგრძენი,როგორ არ ესიამოვნა
-მოკლედ,მე კიდევ უფრო დეტალურად გადვხედავ სქმეს და შევეცდები შენი ახლობლები ვიპოვოთ-განაგრძო მან
-ნუთუ ფოტოთი ჩემი ვინაობა ვერ დაადგინეს?-გამიჩნდა ბუნებრივი კითხვა
-მართალი ხარ უნდა დაედგინათ,მაგრამ ამგვარი პიროვნება საქართველოში არ მოიძებნა,შეიძლება არც ხარ აქაური მოქალაქე
-თქვენც ძალიან გაწუხებთ და არ მინდა ასე იყოს,როგორც კი რაიმე გაირკვევა ეგრევე წავალ აქედან-დავიწყე უხერხულად ლაპარაკი და თან მას ვუყურებდი
-კარგი რა,აქედან არავინ გაგდებს,დედაჩემმა რადგან ასე გადაწყვიტა ესე იგი საჭიროა-მობეზრებულად მითხრა და წამოდგა-ნანამ დამაბარა ქვევით ჩამოსვლაში დაეხმარეო
-ლალის დავაბარე,რომ აქ შევჭამდი,იყოს არაა საჭირო-ვიუარე და საწოლში შევიშმუშნე
-დედამ ჩამოიყვანეო-ეს მითხრა და საწოლს მოუახლოვდა,შემდეგ დაიხარა და ხელში ამიყვანა,მე კი ამ ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი
-რას აკეთებ? დამსვი,ჩემითაც შემიძლია სიარული
-ხო შეგიძლია,მაგრამ ხვალამდე ვერ ჩავაღწევთ ქვემოთ ამიტომ გაჩუმდი და ხელი მომხვიე არ გამივარდე-გაბრაზებულმა თქვა და კიბეზე ნელა ჩავიდა.
ქვემოტ ნანა დეიდა,ლალაი და ნინო დამხვდნენ
-ზუსტად თქვენ გელოდებოდით-გაგვიღიმა ნანამ-მოდი აქ დასვი თორნიკე-სკამზე მიუთითა და მანაც ფრთხილად ჩამომსვა
-მადლობა-ჩუმად ვუთხარი და გავსწორდი
-ძალიან მიხარი აქ რომ ხარ სარა-გახარებულმა მომმართა ნინომ-ყოველ ზაფხულს გონიოში მივდივართ ხოლმე მთელი ოჯახი და შენც, რომ მოდიხარ მაგარია, იცი როგორ გავერთობით
-ხო სარა-ახლა ნანამ წამოიწყო ლაპარაკი-სხვებსაც გაიცნობ და უფრო გაგიდვილდება რეაბილიტაცია,თანაც ერთ კვირაში მივდივართ და იმ დროისთვის ტაბაშირსაც მოგხსნი
-დიდი მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის,ნამდვილად ოჯახში ვგრძნობ თავს,იმედია მალე გამახსენდება ყველაფერი,მაგრამ თქვენს სიკეთეს მაინც ვერასდროს დავივიწყებ ნანა ექიმო
-ნანა დეიდა დამიძახე შვილო,უკვე შენც საკუთრად გთვლი
-ყველაფერი გადაწყდა,ძალიან კარგია,მანამდე მომზადებასაც მოვასწრებთ ჩვენ გოგოები-თქვა ნინომ და მე გამომხედა ეშმაკურად
საუზმობა თითქმის დასრულებული გვქონდა,როცა თორნიკე წამოდგა და დედამისს გახედა
-დედა მე უნდა წავიდე სამსახურში,დღეს გვიან მოვალ ალბათ და არ დამელოდო
-კარგი თოკო,უფალი გფარავდეს-ნანამ შვილს აკოცა და კარამდე გააცილა.
-წამო შენს ოთახში ავიდეთ და ვილაპარაკოთ,თან ნემსსაც გაგიკეთებ
-კარგი,ერთი სული მაქვს გეჭორავო.
ცოტა ხანში უკვე საწოლზე ვიყავით წამოწოლილები და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით
-შენი თვალები ძალიან მომწონს-მეუბნება ნინო და თან ლეპტოპს ხსნის-ჩვენი
თორნი აბოდებს მწვანე თვალება გოგოებზე-ეშმაკურად იღიმის და მალულად
ჩემსკენ აპარებს მზერას
-კარგი რა-მობეზრებული ვეუბნები-მიდი მომიყევი შენზე,შეყვარებული გყაავს ან
რამდენი წლის ხარ?
-არ მყავს-დანანებით ჩაილაპარაკა და თითქოს მოგონებებში წავიდაო-და 22 წლის
ვარ
-არ გყავს მაგრამ ვიღაც მოგწონს ხო?-ეგრევე შევატყვე და ვკითხე კიდეც
-აამ...არა საიდან მოიტანე,არავინ არ მიყვარს-გულუპრყვილოდ იცრუა და თვალი ამარიდა
-კარგი რაა,მიდი მომიყვეი და გპირდები არავის ვეტყვი,სამარე ვარ
-კარგი-თვალებ გაბრწყინებულმა დაიწყო მოყოლა-მოკლედ ერთი ბიჭია,25 წლის,თორნიკესთან ერთად მუშაობს,მაგრამ ბავშვობის მეგობრები არიან,ლაშა ქვია
ხო და ბავშვობაში მომწონდა,შემდეგ გავიზარდე და მივხვდი,რომ თურმე მყავრებია-ბოლო სიტყვები მოწყენილმა თქვა და თავი დახარა
-ის არაფერს გრძნობს შენს მიმართ?
-არა-ცივად მომიგო-არასდროს არაფერი უთქვამს ჩემთვის მაგის მსგავსი,პირიქით სულ მეჩხუბება ხოლმე და ცდილობს გამაბრაზოს,გონიოში ისიც მოდის
-მერე მაგას რა ჯობია,იქნებ ყფრო დაუახლოდეთ ერთმანეთს,არამგონია შენს მიმართ საერთოდ უგრძნობი იყოს-სიცილით ვუთხარი
-ეჰ,ნეტა მართალი იყო.
საღამო მხიარულად გავატარეთ,ასევე დარჩენილი ერთი კვირაც,წასვლამდე ერთი დღით ადრე მე და ნინო სავაჭრო ცენტრში ვიყავით,ტანსაცმელები ვიყიდეთ მისი დაჟინებული თხოვნით და ყველაფერი რაც ზღვისთვის აუცილებელია.იმ დღეს ტაბაშირიც მომხსენს და სიარულიც უფრო გამიადვილდა.მართალია მაინც არ ვტვირთავდი ფეხს,მაგრამ თავისუფლებას ვგრძნობდი და ეს მომწონდა.
ამ ხნის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა თორნკესთან არ შეცვლილა.როცა სახლში იყო და მხედავდა მალევე გადიოდა ხოლმე სადღაც,მისი უცნაური მზერა კი მაკრთობდა და მაფორიაქებდა,უცნაური ადამიანი იყო.
ჩემზე სამწუხაროდ კვლავ ვერაფერი შევიტყვეთ,ამ ამბის გამო ის დღე დაღონებული დავდიოდი,მაგრამ თორნიკე დამპირდა,რომ აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს.
ლალი უკვე დავითხოვეთ,რადგან ჩემითაც ვახერხებდი ყველაფერს,უბრალოდ ხშირად ვიღლებოდი და ბევრს არ ვმოძრაოდბი.
წასვლის დღეს მოუთმენლად ველოდით ყველა და როცა ეს დილა გატენდა სახლში ალიაქოთი იყო,
-ნინო ხომ ჩაალაგეთ თქენ ყველაფერი?-ნნა ჩემზე და მის ბარგზე უთითებს და თან ცდილობს საათი მოირგოს ხელზე
-კი დეიდა ყველაფერი ადგილზეა,მხოლოდ წასვლაღა რჩება-ისიც ღიმილით პასუხობს და სამივე ერთად ჩავდივართ ქვეოთ.
იქ კი,როგორც ჩანს თორნიკე ჩემოდნების გატანიტაა დაკავებუ;ლი,კიბის ბოლო საფეხურზე ვადგამ ფეხს თუ არა სახლში უცხო მამაკაცი სემოდის და ნანასკენ მიდის
-გამარჯობა ნანა დეიდა,როგორ მომენატრეთ-ეხვევამ,ნანა კი ლოყაზე კოცნის
-მოვენატრე ბიჭს,მოდი ხოლმე ხშირად და აღარ მოგენატრები.შემდეგ მზერა აშკარად ნინოსკენ გადააქვს და აქუკვე ვვდები,რომ არც ე ყმაწვილია მის მიმართ გულგრილი
-ნინოკო როგორ გასუქებულხარ გოგო,რა არის ასე თუ გააგრძელე ვინღა წაგიყვანს ცოლად-სერიოულად ეუბნება და თან ლოყაზე კოცნის
-შენ თავს მიხედე რა ლაშა,ყოველთვის შენს ნერვებზე არ ვარ-ნინო უხეშად იშორებს გაოგნებულ ბიჭს და გარეთ გადის
დაბნეული ლასა კი მე მიყურებს
-შენ სარა ხარ ხო?სასიამოვნოა სენი გაცნობა-ხელს მაწვდის და თან მიღიმის,მეც ჩემსას ვაგებებ და ვეცნობი
-ჩემთვისაც სასიამოვნოა,ლაშა ხომ?
-დიახ გახლავართ
ამ დროს კარში თორნიკე შემოდის და ისე,რომ ემოციას არც კი აღბეჭდავს მისი სახე გვეუბნება
-თქვენ გელოდებით და გავიდეთ უნდა
ჩვენც ვიძრებით და გარეთ გავდივართ,გზაში კი ლაშა მჩურჩულებს
-ამის გაცინეა ხომ შეუძლებელია,ყურადღებას ნუ მიაქცევ.
დიდ შავ ჯიპში კომფორტულად ვთავსდები უკანა სავარძელზე ნინოსთან ერთად და უკვე გზასაც ვადგებით,
წინ საჭესთან თორნიკე,ხოლო გვერძე ლაშა ზის.ნანა დეიდა კი სხვა მანქანით წამოვა ცოტა მოგვიანებით.
მართალია გარეთ იწვის ყველაფერი,მაგრამ კონდიციონერების წყალობით შიგნით გრილა,გზა დიდია ამიტომ მე და ნინომ ერთმანეთს დავადეთ თავები და ვეცადეთ დაგვეძინა,არ ვიცი ნინოს რამდენად გამოუვიდა ეს მაგრამ მე ვერ მოვისვენე და ცოტა ხანში თვალები გავახილე
-რა იყო ვერ ცუდათ ხომ არ ხარ?-სარკიდან გამომხედა თორნიკემ
-არა უბრალოდ ვერ ვისვენებ
-თუ გინდა გავჩერდეთ ცოტა ხანი-ახლა ლაშამ წამოყო თავი
-კარგად ვარო ხო თქვა-უხეშად შეაწყვეყინა მეგობარს და ერთი წამით ისევ მე შემოხედა.
უკვე ვეღარ ვიგებ რა უნდა ამ ბიჭს,ან მე რას მერჩის.მაგრამ არ მინდა ავყვე და ყურადღება მივაქციო.ნამდვილად რა მსურს ნანას შვილტან ურთიერტობა გავიფუძო და ამით გული ვატკინო ამ კეთილ ქალს.
უკვე საკმაოდ გვქონდა გავლილი მანძილი,როცა მაინც ჩამეძინა ნინოს მხარზე.
მხოლოდ მაშინ შევფხიზლდი ოდნავ,როცა ლაპარაკის ხმა გავიგე,მაგრამ თვალები არ გამიხელია
-რა ვქნათ გავაღვითოთ?-თორნიკე ეუბნებოდა ლასას
-არა ბიჭო ნახე ჩემ გოგოს რა ტკბილად ძინავს,მე ამას ავიყვან ოთახში და შენ სარა წაიყვანე-თბილად უთხრა და ვიგრძენი,როგორ მომაცალეს მეგობარი გვერდიდა.“აჰა ესე იგი არც ლაშაა გულგრილი და ამის სესახებ ვაჟბატონსც სცოდნია“ჩავილაპარაკე გულში და გავისუსე.
მალე წელზე დიდი ტორების შემოხვევა ვიგრძენი და ჰაერშიც აღმოვჩნდი.გულზე მიკრული მივყავიდი ოთახისკენ და მეც მსიაოვნებდა მისგან წამოსული სითბო და სურნელი,ახლა გავიაზრე,რომ მასაც დედამისვით საოცარი სურნელი ასდიოდა და თითქოს გული გამითბა.ასე განაბული დამაწვინა საწლოზე და პლედის გადაფარებაც მალევე ვიგრძენი.აღარ მახსოვს უკვე სიზმარი იყო თუ ცხადი,შუბლზე ცხელი ტუჩების შეხება,ომ ვიგრძენი და ჩუჩულით ნათქვამი „ტკბილად იძინე“



№1 სტუმარი ..............

gaagrdzele :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent