ბამბის ნაყინი! 12 (დასასრული)
-მე მხოლოდ იმის მჯერა რომ შეიშალე,-სიმწრით ჩაეღიმა ნენეს,-ყველა იმის მტკიცებას ცდილობს რომ მეორედ გათხოვება ტკივილს უკან მომიტოვებს,მაგრამ ხომ შეიძლება ჩემი ნასროლი ისარი უკან დამიბრუნდეს -მცირედი რისკი ყველა საქმეშია საჭირო,თუ არ რისკავ ბევრსაც კარგავ -თანახმა ვარ,ოღონდ იმ პირობით თუ ცოლის მოვალეობას არ მომთხოვ -შენი ოთახის იატაკი თბილია? -ვერ გავიგე,-გაკვირვებულმა შეხედა -გაციების მეშინია,თანაც იატაკზე წოლა ძალიან მოუხერხებელია -იატაკზე არავინ გაწვენს,მისაღებში დაიძინებ დივანზე,-გიგას სახე მოეღუშა -ხომ ვთქვი,მირჩევნია შენს ოთახში ვიყო იატაკზე მწოლი,ვიდრე ორი ოთახის მოშორებით რბილ დივანზე ვათენებდე ღამეებს,უშენოდ ვეღარ ვიძინებ,იმის უფლება მაინც მომეცი რომ ღამე შენს ხვრინვას ვუსმინო -არ ვხვრინავ! -არც სუნთქავ?-წარბები აათამაშა და ეშმაკური მზერა მიაპყრო,ნენეს გაეცინა -დღე გამოშვებით,-აჰყვა ვითომ.ორივე გულიანად იცინოდა. -მიყვარხარ,-ღიმილი პირზე შეაშრა,როცა გიგას ნათქვამი გაიგონა,რამდენისგან მოუსმენია,ერთობ ყველაზე ტენდენციური სიტყვა,მაგრამ ისეთი ინტონაციით,როგორც გიგამ წარმოთქვა აქამდე არასოდეს გაეგო და წამიერად მთელ სხეულში სიცივემ დაუარა,მკლავებზე ეკლებმა დააყარა. -შემცივდა,წავალ რამეს მოვისხავ -შუა ივლისია და შენ შეგცივდა?-გაოგნებული სახით შეხედა გიგამ,-გაგიჟდი? -ნახე,-მკლავები გაიშვირა მისკენ -ჩაგეხუტები და გაგივლის,-მიუახლოვდა გიგა და ხელები ძლიერად მოჰკიდა მაჯებზე,სხეული თითქოს დამშვიდდა,სიცივემ გადაუარა,ეკლებიც გაქრა,ახლა უბრალოდ გული უცემდა ორმაგად,რადგან გიგას სუნთქვა მთელ სახეზე ეცემოდა.მამაკაცის სახე მასთან ძალიან ახლო იყო,ორივე საშიშ ზონას უახლოვდებოდა.ნენეს სუნთქვა გაუჭირდა,ბაგეები ოდნავ გააღო,თითქოს უჭირდა სულ გახსნა.გავარვარებულმა ენის წვერი ზედა ტუჩზე მოისვა,რადგან სიცხისგან გამოუშრა.გიგამ თავი ვეღარ შეიკავა,სახეზე მოკიდა ორივე ხელი და ბაგეზე ოდნავ შეეხო ცერა თითებით,ნენე შეკრთა არ ელოდა მის მოქმედებას,თვალები მორიდებით დახარა დაბლა.ქალი ყველაფერს გრძნობდა,შიშს,ღალატს,იმედგაცრუებას,ლტოლვას,გულის სიღრმეში მაინც მოუსვენრობა ტანჯავდა,თითქოს არ აკეთებდა სწორად. -რომ არ შემიყვარდე?-ლუღლუღით მიუგო და სახე მოარიდა. -შეგიყვარდები,დამიჯერე,-მისკენ შეაბრუნა გიგამ და ბაგე ოდავ შეახო,-უკვე გიყვარვარ -რა იცი? -იცი რა ხდება მაშინ,როცა ქალს მამაკაცი არ უყვარს?-ნენემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია-დედამიწას ამოატრიალებს,ყველაფერ გააკეთებს ოღონდ ის აუტანელი მამაკაცი ჩამოიშოროს,შენ არ იცი სიყვარული,მე კი მინდა რომ გასწავლო -ტასოს მოსაყვანად წავალ -დედაშენი მოიყვანს,რატომ ცქმუტავ,ნუ გეშინია არაფერი მოხდება,-ხელი ოდნავ მოადუნა -არ მეშინია,მის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ,დედაჩემიც აგვიანებს მოსვლას --დამშვიდდი,ზარია,იქნებ ისინი არიან,-საჩქაროდ მივიდა კართან ნენე -სასიძო სად მყავს?-შედგმული არ ჰქონდა ლელას ფეხი რომ ჰკითხა გაფითრებულ ქალს. -მისაღებშია,-უპასუხა ნენემ და დედამისის უკან მდგომ ტასოს მიუახლოვდა,-არ მოგენატრე?-ჰკითხა,ბავშვის ქცევით გაკვირვებულმა და დარდიანად ამოიოხრა,-ნახე შენთვის რამდენ რამეს ვაკეთებ,შენ კი არც კი მეხუტები,-ჩაიმუხლა მის წინ და ხელები გაშალა,ტასო ზანტად წავიდა დედამისისკენ და მიეხუტა,გოგონა უჩვეულოდ სუსტი ჩანდა,ღონმიხდილი.ნენემ შეშინებულმა მოუსვა სახეზე ხელის გულები და მალევე იგრძნო ტასოს ცხელი სახის კანი,-სიცხე აქვს?-ხელში აიყვანა და ლელას მიუბრუნდა -არა,რა სიცხე?-გაიკვირვა დედამისმა და მანაც გასინჯა ტასო,-სახე ცხელი აქვს,მაგრამ დილით მშვენივრად იყო,ეზოში შესცივდა,ნეტავ? -რა მოხდა?-გამოვიდა გიგა მისაღებიდან -თერმომეტრი ნახე,გთხოვ,ჩემს ოთახში დევს კარადაში,წამლების ყუთში,-გიგა უთქმელად შევიდა საზომის მოსატანად,კარადა გამოაღო და ყუთიდან თერმომეტრი ამოიღო,ჯერ დახედა რამდენზე იყო სითხე,ცოტა დაფერთხა და ნენეს გაუტანა.ქალმა,როგორც კი გამოართვა,გოგონა დივანთან მიიყვანა,ჩამოაჯინა და მარჯვენა ხელი აუწია,თერმომეტრი წვერით იღლიაზე მიადო და ხელი დაბლა ჩამოაწევინა,-ასე იყავი,კარგი,ჩემო ლამაზო?-ტასომ მძიმედ დაუქნია თავი დედამისს,-აშკარაა,სიცხე აქვს,ძალიან მოდუნებულია,-აღელვებული ხმით მიუგო ლელას.ისიც ძალიან ანერვიულდა,ნაოჭებ შეპარებული ხელები აუკანკალდა და დასაფარად ერთმანეთზე გადააჭდო. -ნუ გეშინია,-მხარზე დაადო ხელის გული გიგამ ნენეს. -სანამ თერმომეტრს არ ვნახავ ვერ დავმშვიდდები,-მიუგო ნენემ და ტასოს გვერდით ჩამოჯდა.რამდენი წუთი კიდევ დაელოდა და შემდეგ გამოიღო. -აქვს?-ჰკითხა ლელამ -კი,საკმაოდ მაღალი! -რამდენი?-გამოართვა გიგამ საზომი,-დაბლა ჩავალ,მანქანაში დაგელოდებით,მალე გაემზადეთ -არაფრის გამზადება არ მინდა,-ხელში აიყვანა ნენემ ტასო,-ჩქარა წავიდეთ,არ მინდა კრუნჩხვებში ჩამივარდეს. * * * -ვირუსია ქალბატონო,გადასხმას გაუკეთებენ და გამოკეთდება,არ ინერვიულოთ,-დაამშვიდა მორიგე ექთანმა ბავშვთა განყოფილებიდან -დღესვე გაწერთ?-ჰკითხა ნენემ -არა,ერთი ღამით აქ იქნება,პატარაა და სუსტი იმუნიტეტი აქვს -კარგით,ექიმის გამოწერილი რეცეპტი მინდა,რომ წამლები ვუყიდო,-ექთანი გვერდით ოთახში გავიდა და ნენეს დანიშნულება მოუტანა. -საავადმყოფის გვერდითაა აფთიაქი,-მიაწოდა ფურცელი -მადლობთ,-ძლივს გაიღიმა ნენემ და ექთანს ჩამოსცილდა. როცა სკამებს მიუახლოვდა მოსაცდელში,სადაც გიგა და ლელა ისხდნენ,მამაკაცი წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. -მომეცი,გავალ და ვიყიდი,-გამოართვა რეცეპტი და წავიდა.ნენე ლელას გვერდით ჩამოჯდა -კარგი გადაწყვეტილებაა-მიუბრუნდა შვილს -რა?-ვერ გაიგო ნენემ ნათქვამი -დაქორწინება,-უპასუხა ლელამ -ახლა მაგის დრო არაა,-უსაყვედურა მან -ვიცი,მაგრამ შენთან მარტო საუბრის საშუალება წელიწადში ერთხელ მეძლევა და ხომ უნდა გამოვიყენო,კი,მართალია ტასო ცუდადაა,მაგრამ სანერვიულო არაფერია,ხვალ გამოწერენ და შევუდგებით მზადებას ნიშნობისთვის -გიხარია? -შენ არა? -თქვენ უფრო მეტად, ვიდრე მე,ტასოს გამო ვიქცევი ასე,დარწმუნებული არ ვარ რომ გიგა შემიყვარდება,მაგრამ ოჯახი ხომ გვექნება,ტასოს კარგ მამობას გაუწევს -ოჯახი ისაა,სადაც სიყვარულია,შენ უკეთ იცი,მაგრამ დედის გული სხვა რამეს გრძნობს,-ეშმაკურად ჩაეღიმა ლელას და ხელი ხელზე მსუბუქად მოუჭირა -წავალ,ტასოს ვნახავ,ექთანთან ლაპარაკში შესვლა გადამავიწყდა,-ისევ წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა პალატისკენ. -დედა,-ქალის დანახვაზე ტასო საწოლიდან წამოიწია,-ნახე,ხელზე რაგაც მიჩიტეს,-დაახედა მარჯვენა ხელზე,რომელზეც გადასხმის აპარატი ეკეთა -ვიცი ჩემო ლამაზო,ხომარაფერი გაწუხებს?-მის გვერდით ჩამოჯდა ნენე და ხელებზე ფერება დაუწყო -მომსივდა დე,-დაიწუწუნა ტასომ -ცოტახანი კიდევ მოითმინე და მერე შეჭამ,კარგი? -მე კი ვითმენ,მაგრამ კუჭი მეცხუბება დე,-მოღუშული სახით უთხრა და ისევ წამოწვა -კარგი,დამშვიდდი,ორივემ ვაპატიოთ შენი შეწუხება,-სიცილით მიუგო ნენემ და მისკენ დაიხარა ლოყაზე საკოცნელად. -მომენატრე დე,-ტასომაც აკოცა ქალს -მეც,ძალიან,უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ,რა მეშველება რომ გაიზრდები -მე რომ გავიზრდები შენც გაიზრდები,-დაეჭყანა ტასო დედამისს -გასაგებია,მეტიჩარა ქალო! -მამა სადაა?-კარისკენ გაიხედა ტასომ -მამა?-უცებ დაიბნა ნენე,ვერ გააცნობიერა ვინ მამას გულისხმობდა ტასო -გიგა მამა სადაა?-ისევ ჰკითხა გოგონამ -წამლების საყიდლად გავიდა აფთიაქში,-უპასუხა ცნობისმოყვარეობით დატანჯულ ტასოს -ხომ შემოვა? -კი,თუ გინდა გავალ,მოვიდოდა და შემოვუშვებ -კი,მინა დე,-თვალები გაუბრწყინდა გოგონას.ნენე ფეხზე წამოდგა,შვილს თბილად გაუღიმა და პალატიდან გავიდა.გიგა უკვე მოსულიყო და ლელასთან ერთად წამლების შეკვრებს ათვალიერებდა. -ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა გამოსულ ქალს და წამლებს თავი ანება. -შედი,ტასოს შენი ნახვა უნდა,-უთხრა ნენემ -მშვენიერი,-გაბადრული შევიდა გიგა ოთახში,-რა დროს სიცხეა,ადექი,-მიუგო ტასოს -განა მე მიდოდა,მამიკო,-მოიღუშა გოგონა -კარგი,ეგ არაფერი,დღეს გაპატიებ,მაგრამ კიდევ თუ განმეორდება,შენ სიცხეს სულ ცემით გავგზავნი მოუსვლელში -მოუვლელი რა არი მამიკო? -მოუსვლელი,ჩემო ლამაზო,ეს არის,ადგილი სადაც მიდიან და აღარ ბრუნდებიან -შენ რომ გააგდებ აღარ მოვა,-ამაყად თქვა ტასომ -აბა რა,-დაეთანხმა გიგაც -მიკვალქალ,მამა,-ხმამაღლა უთხრა მან და ფეხები აათამაშა -მეც მიყვარხარ,ოღონდ მოისვენე რომ მალე გავაგდოთ სიცხე,-ფეხებზე მოკიდა ხელი -მართალი ქორწილი გექნებათ შენ და დედას? -ხო,აბა,ტყუილი ქორწილი სად გინახავს?-ეჭვით შეხედა გიგამ -მინახავს,-დაზუსტებით წარმოთქვა მან -არ მეტყვი?-დაინტერესდა მამაკაცი -არა,-მტკიცედ მიუგო ტასომ -შე მაიმუნო,-ლოყაზე უჩმიტა მას -არ მიგვატოვებ? -არასოდეს,თუ დედაშენი არ გამაგდებს -ჯერ მე უნდა მკითხოს,-დიდი ქალივით მოიღერა კისერი და ხელის გულით საწოლზე დააბარტყუნა. -გადარეულო,-გაეცინა გიგას,-როგორ ფიქრობ,დედაშენს არ შევყვარებივარ? -კი,ლოგოლ არა,მაგრამ ბებომ მითლა,ლოცა ქალს უკვალს არ ამქელსო -ეგ ნენეზე თქვა? -კი,-თავიც დაუქნია ტასომ -აჰამ,ასეც ვფიქრობდი! -ხო,იფიქლე,იფიქლე,-მიუგო ტასომ და თვალები დახუჭა.ძილი მოერია საკმაოდ. -ძილინებისა,ლამაზო ქალბატონო,-შუბლზე ეამბორა გოგონას. * * * -რა დღეში ხარ,დადე კაბა,-მაღაზიიდან ახლად მოსული ნენეს ხმა ისმოდა მხოლოდ სახლში.ტასოს მისი საქორწინო კაბა საწოლიდან გადმოეღო და ძირს მჯდომს ზედ გადაეფარებინა,-ასე ხომ კაბას დამისვრი,ქორწილში რა უნდა ჩავიცვა?-მივიდა და კაბა ააცალა,ტასო წამოხტა და მიმავალ ნენეს უკან გაჰყვა. -მეც ასეთ კაბას მიკიდი?-ჰკითხა,როცა კარადასთან მივიდნენ -რომ გაიზრდები ბევრად კარგს გიყიდი,-როდესაც კაბა საგულდაგულოდ შეინახა,ტასოს მოჰკიდა ხელი და ოთახიდან გაიყვანა. როდესაც ნენე და სანდრო დაქორწინდნენ,სანდრომ საჭიროდ არ ჩათვალა ქალს თეთრი ცმოდა,მითუფრო საქორწინო,ამიტომ ნენეს ოცნება,რომ გაიზრდებოდა ლამაზი,თეთრი საქორწინო კაბა ცმოდა,აუხდენელი დაუტოვა.ქალი ვერასოდეს წარმოიდგენდა,თუ კიდევ გათხოვდებოდა და შეძლებდა უბრალო ოცნების ასრულებას. რატომ არ გააპროტესტა მაშინ,როდესაც არაფორმალურად ეცვა?!უბრალოდ ვერ ხვდებოდა,რაღაც აბრმავებდა,უფრო სწორად სანდროს სიყვარული უჩრდილავდა რეალობას. გამოჩნდა გიგა,პიროვნება,რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებში ყოველთვის დარწმუნებული იყო და იცოდა რას აკეთებდა,მის ნამოქმედარს რა შედეგი მოჰყვებოდა.ფოტოგრაფი,რომელმაც ნენე ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა,დაკარგა და შემდეგ ისევ დაიბრუნა.სასაცილოა?არა ეს უბრალოდ ბედისწერა და ბამბის ნაყინია.რომ არა მენაყინე,ტასოს მისი ნაყინის შეჭმა არ მოუნდებოდა,ნენე კი უცხოს არ სთხოვდა დახურდავებას.გამიგია,თუკი ადამიანი შენი ბედია,შენს გზაზე მეორედ აუცილებლად გამოივლის-ო. * * * ნენემ ფანჯრიდა შენიშნა,როგორ ესაუბრებოდა გიგა ვიღაც ქალს,ფერები გადაუვიდა,ფეთიანივით გავარდა ოთახიდან,ლამის ლელას შეეჯახა -სად მიდიხარ?-ჰკითხა დედამისმა,მაგრამ ნენეს მისი ხმა არ ესმოდა,კარი გააღო და გარეთ გავიდა.ლელამ,გაოგნებულმა დახურა კარი და სამზარეულოში შებრუნდა. -გიგა,-შორიდან დაუძახა ქმარს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მათკენ.გული ამოვარდნას ჰქონდა -რა მოხდა?-ჰკითხა მისი გაწითლებული სახით შემხედვარემ და ჩაეღიმა -საქმე მაქვს,მთელი დღეა გელოდები სად ხარ?-ბრაზით ჰკითხა და უცხო ქალი ფეხის თითებიდან თმის ღერამდე აათვალიერა -ახლა უნდა დამერეკა,რა მოხდა? -არ გცალია,როგორც ჩანს,-გამობრუნდა და წამოსვლა დააპირა,მაგრამ გიგამ შეაჩერა -მოიცა,სად გარბიხარ,არ გაეცნობი?-შემოაბრუნა გაგულისებული ქალი მათკენ -არ მცალია,ლელას ვეხმარები დალაგებაში,ახალი სახლია და ყველაფერი თავზე გვაყრია,ვითომ არ იცოდე -დამშვიდდი და გაეცანი ჩემს მამიდაშვილს,-გიგას ნათქვამზე სიმწრი გაეღიმა ნენეს და გულში გაიმეორა “მამიდაშვილი ხომ“ და ხმამაღლა გადაიხარხარა რომ სიბრაზე გაექარწ....ბინა.დაბნეულმა სახეზე ჩამოსვა ხელები და ქალს მიაშტერდა ისევ. -გამარჯობა,რძალო,-მიუგო მან ნენეს.ქალს ემოცია იმდენად მოაწვა რომ სლოკინიც კი დააწყებინა.დაბნეულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.საშინლად დასცხა,ისე რომ ყინულით სავსე აუზიც ვერ გამოყვანდა მდგომარეობიდან. -ნენე ცუდად ხომ არ ხარ?-ხელი მოჰკიდა გიგამ,-ქამელეონო,წამში რვა ფერი გახდი,-გულიანად გაეცინა -არა,წავალ,როცა დავალაგებ ამოდით,ყავას შენ ჩაგაცეცხლებ,თქვენ კი დაგალევინებთ,-ძლივს შეიკავა სლოკინი და როცა დაასრულა სათქმელი უკან გაბრუნდა.გზაში ისევ შეახსენა თავი და კარამდე სულ სლოკინით მივიდა. -ხო საყვარელი ცოლი მყავს?-ჰკითხა გიგამ მარიამს -ძალიან,-ღიმილით მიუგო მამიდაშვილმა,-კარგად აუხსენი,შეიძლება არც ის ჯერა რომ მამიდაშვილი ვარ,აშკარად ჩემზე იეჭვიანა,დავინახე,როგორ იყურებოდა ფანჯრიდან და უცებ აქ გაჩნდა -ეგ არაფერზე არ ეჭვიანობს,სულ არ აინტერესებს სახლში როდის მივალ -ცდები,ღამით ყველაფერს გეტყვის -კი მეტყვის,როცა იატაკზე საწოლის გაშლას დაასრულებს,ძილინებისა-ო და რბილად დაწვება -საყვარლებო -ვაიმე,ახლა გული ამიჩუყდება,ვინმემ სიყვარულის ელექ გამოიგონოს,თორემ გამიშეშდა წელი იატაკზე წოლით * * * -სად წახვედი?-სახლში ხვნეშით შესულ ნენეს ლელა მივარდა -მამიდა,-სლოკინმა შეაწყვეტინა სიტყვა,-შვილი მოუვიდა გიგას -ვინ? მამიდა და მისი შვილი? -არა,მამიდას შვილი -აჰა,გასაგებია,სად არიან მერე უთხარი სახლში ამოვიდნენ,თითქმის დავასრულეთ დალაგება,გული არ გაუსკდება -ამოვლენ,აბა სად წავლენ,ყავა მოუდუღე,მე ოთახში ვიქნები,-გულზე მიიბჯინა ხელი და საძინებელში შევიდა.საწოლზე ჩამოჯდა და იატაკს დააშტერდა.საკუთარი ქცევა რომ გაახსენდა,სიცილი აუტყდა და კუჭის ტკივილით შეწუხებული საწოლის სიგანეზე გადაწვა. -სულელო ქალო,რა მოგივიდა?-იგრძნო,ზემოდან აიზბერგივით გადაეფარა გიგას სხეული.მამაკაცმა მომუშტული ხელები საწოლს დააბჯინა რომ ძალიან არ დაწოლოდა ნენეს ტანზე. -არაფერი,გაიწიე,ვეღარ ვსუნთქავ,-ხელის გული მიაბჯინა მკერდზე -ვეღარც მე,-მოდუნდა და ზედ დააწვა გიგა -გავიჭყლიტე ბიჭო,-ამოიკნავლა ნენემ -გაუძელი,აბა რა გეგონა ხელს რომ მადებდი,შენს შეხებაზე ყველა კუნთი დუნდება და აჰა,იყავი ახლა მასე. -სად გაყვს ის გოგო? -ლელას ეჭორავება,მე კი ჩემს ცოლს მოვაკითხე,რას გაშოტილხარ აქ,გამოეტიე,მაჭამე რამე -როდის იყო სუფრას მე გიწყობდი -სიყვარულს რა ვუთხარი,თორემ შენ რა მოსაყვანი იყავი -აბა,აბა -ბევრს ნუ ტლიკინებ,თორემ თავს ვერ ვიკავებ -რაზე? -უნდა გაკოცო -არა! -ნეტა ვინ გკითხა,-ხელები დაუკავა და მშვიდად მიუახლოვდა მის ტუჩებს.ნენე აკანკალდა,ტუჩები დაუბრუჟდა და სანამ გიგა შეეხებოდა რაღაც სიტყვა წარმოთქვა,ისე რომ თვითონაც ვერ გაიგო.მამაკაცს კი მოთმენა აღარ შეეძლო და ჯერ ოდნავ შეეხო შემდეგ კი გაშმაგებით.ქალს გულისცემა გაუხშირდა და თვალები გაუფართოვდა დახუჭვის მაგივრად. როცა გიგამ ტუჩები მოაცილა,ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და მსუბუქად იკბინა. -ანუ მოგეწონა,კიდევ ხომ არ გავიმეორო?-ეშმაკურად ჰკითხა ქმარმა -არა,-სანამ კიდევ აკოცებდა უთხრა ნენემ,-ადექი,სტუმარი გვყავს,რა დროს სიყვარულია -ნეტავ,სიყვარულის დრო როდის გაქვს შენ -გაჩუმდი! -ღამე აღარ დავიძინებ იატაკზე! -კი როგორ არა -დიახაც! * * * -ყავა გაციებულა,-ცოტა მოსვა და ისევ უკან დადგა -სანამ გამოხვედით აბა რა იქნებოდა,-უთხრა ლელამ და ფინჯანი ააცალა,-ახალს გავაკეთებ -საიდუმლო თათბირი გვქონდა,ვერ გავაცდენდი,ყავა კი აღარ მინდა -კარგი,ნენეს ვკითხავ მაგ თათბირის შესახებ,-თქვა და ყავა ნიჟარაში ჩაასხა. -დიდი ბოდიშით,მე უნდა წავიდე,მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,გერმანიიდან ქორწილისთვის ვერ ჩამოვედი,რთული პერიოდი დაემთხვა,ამიტომ გიგას გული რომ აეცრუებინა ჩემზე,გადავწყვიტე უკვე შექმნილი ოჯახი მომენახულებინა -ჩემთვისაც,იმედი მაქვს კიდევ გნახავთ,-ღიმილო მიუგო ლელამ -ასევე,-დაეთანხმა ნენეც,-რომ დარჩენილიყავი ტასოს გაიცნობდი,ახლა ბაღშია -კიდევ მოვალ,აუცილებლად,-მიუგო მარიამმა და მაგიდიდან წამოდგა -გაგვიხარდება,-ხელი მოკიდა ლელამ და შემოსასვლელამდე მიაცილა. ნენე გაშეშებული იდგა და გიგას მიჩერებოდა. -არ გააცილებ? -შენ გააცილე -შენი მამიდაშვილია -შენი ქმრის ნათესავია -გადი -შენ გადი -წავიდა უკვე,რას კინკლაობთ,-შემობრუნდა მალევე ლელაც -ამან დაიწყო,-ხელი გაიშვირა ნენესკენ გიგამ -გაჩუმდი,-გაბრაზდა ქალი -ორივე მორჩით და ნენე მომეხმარე,სუფრა გავშალოთ,არ მოგშივდათ? -მე კი,ძალიან,-დაიწუწუნა გიგამ -დღეს ნენემ მოამზადა -უნდა დავაჯილდოვო -არაა საჭირო -რატო,დარიშხანი გაურიე? -არა,მაგრამ სიამოვნებით გავურევდი -ასე ძალიანაც ნუ გიყვარვარ,ნენე,-გადაიხარხარა გიგამ -რომ მიყვარხარ იმიტომ მინდა შენი მოცილება,ხოიცი რა კეთილი ვარ -ვიცი,ჩემო ლამაზო -ძალიან კარგი! * * * -არ დავიძინებ მანდ,გითხარი უკვე,მტკივა უკვე ყველაფერი,-შეღონებული ხმით თქვა გიგამ და რაც დააფინა ნენემ იატაკზე ყველაფერი აყარა. -რამსიგრძე ხელები გაქვს?-გაბრაზდა ნენე,მაგრამ მეორედ გაშლა არ უცდია,-დაიძინე საწოლზე,ჯანდაბას,მე მისაღებში გავალა -ვერსადაც ვერ გახვალ,ან ახლა აღიარებ რომ გიყვარვარ და უჩემოდ ვერ სუნთქავ ან,ზურგზე მოგიგდებ და სანაგვეზე წაგიყვან. -იდიოტო! -ეგ მიყვარხარ იყო? -არა,ილუზიავ,წადი გიგას გონებიდან და რეალობავ,დაბრუნდი შენს ადგილზე! -გაჩუმდი ერთი,ცარიელ სიტყვებს აფრქვევს აქ,არ მჯერა შენი -ძალიან ცუდი,-მშვიდად ჩამოჯდა საწოლზე -წავედით სანაგვეზე,-ხელი მოკიდა გიგამ -რა სასაცილო ხარ -ახლა გვიანია,დავწვები,დავიძინებ და რომ გავიღვიძებ გვერდით დამხვდი,ნიშნად რომ გიყვარვარ,-მაისური გადაიძრო საჩქაროდ და გაშლილ საწოლში შეწვა,შარვალიც გაიხადა და შიგნიდან გამოაძვრინა,-ძილინებისა ცოლო,-ზურგი აქცია და სცადა დაეძინა.ნენემ მხრები აიწურა,რა გაეკეთებიან არ იცოდა,თეთრეული მოხვეტა და მისაღებში გავიდა.გაშლა დაიწყო,მაგრამ ისევ აურია,მიხვდა რომ დიდ სისულელეს აკეთებდა.ცოტახანი მაინც მოიცადა მისაღებDი და როცა იფიქრა რომ გიგა უკვე ღრმა ძილში იქნებოდა ოთახში შეიპარა,ფრთხილად,რომ არ შეხებოდა,გვერდით მიუწვა და იმ იმედით დაიძინა რომ დილით მასზე ადრე გაიღვიძებდა,გავიდოდა და დივანზე დაწვებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.