შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი მორაგბე (სრულად)


7-07-2016, 23:15
ავტორი aNuGi
ნანახია 26 246

- დე გავრბივარ მე - ბოლო ხმაზე ვუყვირი სამზარეულოში მყოფს
- არ შეჭამ? ნუ დადიხარ რა ასე მშიერი ყოველდილით
- კაი რა დე, ხოიცი დილით ვერ ვჭამ - კიბეებზე ჩავდივარ და ისე ვუყვირი, სადარბაზოდან გამოვდივარ.
ჯანდაბა! ლექციაზე მაგვიანდება!
- გააჩერეე - აქაც ბოლო ხმაზე ვუყვირი მარშუტკას და ყვითელაში, ასე შევარქვი რატომღაც, მონდომებით ავდივარ, თავისუფალ ადგილზე ვჯდები და სულმოუთქმელად ველოდები როდის მივა უნივერსიტეტთან.
არცერთი არა არ მჭირდება ამ ეტაპზე ნამდვილად, მინდა მაქსიმალური ქულა დავსვა.
მძღოლი შუმახერი მეგონა, ისე ძვრებოდა საცობებში პირღია ვუყურებდი, საიდან სად აღმოჩნდა ღმერთმა უწყის.
როგორც იქნა უნივერსიტეტის ეზოში ვდგავარ და ვუყურებ როგორ ირევა საზოგადოება. მაიკას ვისწორებ, შარვალს მაღლა ვიწევ, კეტებზე ვიხედები, ბოლოს ჩემს აწეულ თმებს უფრო მაგრად ვიჭერ და ღიმილით შევაბიჯებ შენობაში.
ო ღმერთო!
დაიწყო..
აქეთ ნარკომანები
იქეთ უსაქმურები
იქ ყველაზე სვეცკები
აქ ყველაზე სიმპატიურები
შუაში ყველაზე ფულიანები
თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ და აუდიტორიისკენ მივდივარ ჩემი ჭორიკანა კურსელი რომ მეჩეხება აღრფთოვანებული სახით.
ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!
- გამარჯობა - მიღიმის ბოლომდე, სადამდეც შეუძლია, მეშინია პირი არ გაეხეს
- გაგიმარჯოს - მეც ვუღიმი კულტურის გამო
- გოგო გაიგე?
- არა, რა მოხდა? - კიდევ ერთი ჭორი უნდა მომაფრქვიოს ახლა
- თორნიკე ჩამოვიდა! - ხელებს პატარა ბავშვივით ურტყამს და ადგილზე ცმუკავს
- ვინაა თორნიკე? - ცალ წარბს გაკვირვების ნიშნად მაღლა ვწევ
- არ იცი? - ყბა უვარდება და აწეულ ხელებს უღონოდ ყრის - არ გადამრიო - ჩემს სახეს მის ხელებში იქცევს, უკვე გული მერევა - მართლა არ იცი?
- არა! - მის ხელებს “ნაზად” ვიშორებ და მკაცრ სახეს ვიღებ
- ხო კარგი კარგი! თორნიკე არის საქართველოში ყველაზე მაგარი რაგბისტი, წარმოგიდგენია? ხოდა, 1 თვეში იმართება მასთან შეხვედრა, მანამდე ჩამოვა საფრანგეთიდანო, მისიანებს მოინახულებსო, გაივლის გამოივლისო, მონატრებულ ქალაქს ნახავსო და შემდეგ გამოგვეცხადება ჩვენ საქართველო - რუმინეთის თამაშზე, ჯერ ითამაშებს და მერე ყველას ავტოგრაფებს მოგცემთო - სიტყვა სიტყვით ჩამომირაკრაკა აშკარად სოციალურ ქსელში წაკითხული სტატია და თავიდან დაიწყო ხტუნვა
- მერე?
- გადამრევ შენ მე! - მხარზე მსუბუქად მირტყამს ხელს - საერთოდ არ გაინტერესებს? იცი მაინც როგორია?
- კარგი ერთი, მოგცლია - ხელი ავიქნიე - ერთბაშად ჩემი მეორე ნახევარი არ იყოს - სიცილით ვამატებ და აუდიტორიისკენ მივდივარ
ვერ არის ეს ხალხი რა!
რა დროს რაგბია, ან რა დროს თორნიკეა, ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები მაქვს ჩასაბარებელი, უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ და აუდიტორიაში შესული ნინას ვეძებ თვალებით.
ისიც არ აყოვნებს და მთელი ძალით მიწევს ხელს
- აქ ვარ გოგო აქ, რა გჭირს მარია ამ ბოლო დროს? - ვუახლოვდები და იწყებს თავისებურად, იქნებ რამე გამომძალოს, მომწონს, მიყვარს ან საერთოდ ვამჩნევ თუ არა ვინმეს ამის შესახებ.
მეცინება.
- არაფერს! ვფიქრობ როგორ ქულებს შემოიტანს ეს ქალი, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე უკვე
- შენც ისე ამბობ გეგონება ყველაფერში 100% არ გყავდეს რა - მიბრიალებს თავის ცისფერ თვალებს და მეღიმება
- სანამ ფინალურს მოგვახსენებს ყველა ეგრეა ვინც დადის
- კი კი, გოგო ეგ კი არა
- ლეგენდალური თორნიკე ჩამოდის - შუა გზაზე ვაწყვეტინებ და ვტოვებ პირღია
- რაიცი?
- ჭორიკნების დედოფალი შემხვდა და ჩამომირაკრაკა, სტატიაც ვიცი ზეპირად - ჩემს სიტყვებზე კისკისს იწყებს მაგრამ უცებ სერიოზულდება
- მოკლედ, მისი ძმაკაცი იცი?
- მისი ძმაკაცი კი არა, თორნიკე არვიცი როგორია! - თვალებს ვატრიალებ და იმ წამს შემოსულ ლექტორს ვუღიმი გამარჯობის ნიშნად.
- რა უღიმღამო ტიპი ხარ რა - ხელს იქნევს და ლექტორის მოსმენას ვიწყებთ.

***
- მოკლედ, უნდა ვიჩალიჩო რამე! - 3 საათიანი გამაბრუებელი ლექციის შემდეგ, ცალკე ნინი მიბურღავს ტვინს
რა დავაშავე?
- რანაირად? - უკვე მობეზრებულად ვეკითხები
- იმნაირად, ვინმე რაგბისტი ბიჭი უნდა გავიცნო, მერე ეგ გამაცნობს ნიკუშას! - თვალები უციმციმებს მის ხსენებაზე
- პირდაპირ თორნიკე რომ გაიცნო და მერე მაგან გაგაცნოს? - სასაცილოდ ვიწელები და გაჩერებაზე განრიგს ვუყურებ, ჯანდაბა 10 წუთიო! მე კიდევ სახლში მეჩქარება
- სადმე მიდიხარ დღეს? - ინტერესიანი მზერით მათვალიერებს
- ხო ალბათ, მამაჩემმა დარეკა ამ საღამოს რესტორანში ვქეიფობთო, მეგობარს ვაჟი ჩამოუვიდაო, ჭკუაზე არ არიან
- არ იცნობ მერე შენ იმას?
- ნოუ - სიცილით ვეუბნები - უცხოეთშია უკვე წლებია, სად გავიცნობდი? თან დღეს დახურული ივენთი აქვთ სვეცკებს, მოუსმინე ახლა კიდე სადღეგრძელოებს!
- გაჩერდი ცოტახანი და წამო რა მერე, ჩემთან ამო არ გინდა ივენთის მერე?
- თუ ძალიან არ დავიღლები კი - ვუღიმი, ვკოცნი და იმ წამს მოსულ ავტობუსში ავდივარ

***
- დე, რომელზე მივდივართ? - მხიარულად ვეკითხები და ვაშლს ვკბეჩ
- 7ზე მზად იყავი
- ვინაა ის ბიჭი?
- არ გეცოდინება დე - ღიმილით მავლებს თვალს - რას ჩაიცვამ?
- აუ არ მითხრა რომ ჩემს თავს ურიგებ თორემ გეფიცები თუ წამოვიდე! - თითს გამაფრთხილებლა ვუქნევ
- რა გარიგება, ვიღაც უყვარსო ამბობენ - სხვათაშორის მეუბნება და ჭურჭლის რეცხვას იწყებს
- კარგი ხო, წავედი მე ვინებივრებ ცოტას ხვალისთვის არაფერი მაქვს.
ვდგები და ვაშლის ხრაშუნით ოთახში ავდივარ.
ახლა სოციალურ ქსელში ყველგან თორნიკე, თორნიკე, თორნიკე იქნება!
რომ შემეძლოს ვამღერებდი “აქაც მე ვარ იქაც მე ვარ”-ს და მაგრად ვიხალისებდი
მაგრამ სადაა?

***
- მზად ხარ? - ინტერესიან მზერას მავლებს დედაჩემი და აშკარად გული უქანდება ჯინსებში და ტოპში რომ მხედავს
- ვაიმე მარია! - სახეში ხელს ირტყამს, ვერ მოვაშორებინე ეს “პრივიჩკა” - რა გაცვია დედა ეს?
- ვერ ხედავ? - თვალებს ვატრიალებ, ვერ ვიტან ჩემს ჩაცმულობაზე ასეთი რეაქცია რომ აქვთ.
- ვინ დადის ასე მარია რესტორანში? ჩაიცვი რამე კაბა გოგო არ ხარ?
- კარგი რა დედა - უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ - ასე წამოვალ გთხოვ
- ტოპი მაინც გაიხადე - ბოლო იმედს ებღაუჭება
- არა და გეყოფა რა - მომაჯადოვებლად ვუღიმი და ვცდილობ დავითანხმო
- მარია! - უკვე ყვირილზე გადადის, როდესაც მამა შემოდის ოთახში გაღიმებული
- რა გაყვირებს გოგო? მეტკინა ყურები - უყვავის დედას ღიმილით
- შეხედე რა აცვია, ასე უნდა წამოვიდეს?
- როგორც უნდა ისე წამოვიდეს, რას გადაეკიდე ამ ბავშვს?
- შენ გგავს ზუსტად, არ იცის რა სად და როგორ უნდა ჩაიცვას, ა შეხედე მამა შვილი მოდის ჯინსის შარვლით რესტორანში!
- მერე მაგიტომ საყვარელო - მხრებზე ხელს ხვევს და ისე გაყავს, მერე არც ვიცი რას ლაპარაკობენ მაგრამ დედაჩემის ბუზღუნი წყდება და ისიც ჯინსის კომბინიზონში გვეცხადება
- ვა დედა - აღფრთოვანებას ვერ ვმალავ და ისე ვჯდები მანქანაში
- ეგრე გინდათ თქვენ - ცხვირს იბზუებს, მე და მამას ისტერიული სიცილი გვიტყდება.

***
- გაუმარჯოს ზურას, გაუმარჯოს! - ღიმილით ესალმება ყველა მამას და ჩვენც ღიმილით გვეგებებიან, მამაჩემის ძმაკაცების ჭორიკანა ცოლები, ღმერთო, ესენი აიტანე კიდე
- გაუმარჯოს ყველას - ჯდება თუ არა ღვინის ჭიქას იჭერს ხელში და იწყება მომაბეზრებელი ქართული მამაპაპური სუფრა თავისი ოთნახევარკილომეტრიანი სადღეგრძელოებით. თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და უცებ მარტო მჯდომი რაინდი “იჩითება” გვერდით სუფრაზე, რაღაცას განსაკუთრებული ყურადღებით ჩაჰკირკიტებს, ცრემლები აკლია და უცხო მოყმეა რა!
- ბრატან - ხელს მხარზე ვარტყამ და გაოცებული მზერით მაჯილდოვებს - რავა ჩამომჯდარხარ ტარიელივით? გაგექცა ნესტანა? - კისკისით ვეუბნები და თითებში ღვინით სავსე ჭიქას ვათამაშებ
- რა? - დაბნეული აცეცებს თვალებს
- მოიცა კაცო არ ტირი? - ნიკაპზე ხელს ვკიდებ და სახეს აქეთ იქეთ ვატრიალებინებ
- ვინ ხარ? - ისევ ეს გაოცებული მზერით მიცქერს
- მე დარეჯანი არ ვარ მაგრამ თუ გინდა ასმათი ვიქნები არაა პრობლემა - ისევ ძმაკაცურად ვურტყამ ხელს მხარზე
- ვერ მიცანი?
- გიცნობ თუ? - აღშფოთებულ სახეს ვიღებ, თვითონ კი თვალებს ჭუტავს
- თამაშობ ხო?
- რას? - უფრო ვშფოთდები მე
- ასე გინდა უეჭველი ჩემი გაცნობა - ხელს იქნევს, მე თავიდან მიტყდება ისტერიული სიცილი
- შენც არ მყავდე ჯონი დეპი - უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ და ახლაღა ვაკვირდები მის საოცრად მომაჯადოვებელ სახეს, ისე უხდება ეს სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და მწვანე თვალები ლამისაა ჩამოვდნე მაგრამ თავს ხელში ვიყვან
- ჯონი დეპი, არა მაგრამ ლეგ…
- ლელო, მოდი აქ - სიტყვა შუაზე უწყდება რადგან ვიღაცა უყვირის, ესეც უმალ დგება ფეხზე და მაგიდისკენ მიდის
- დიახ გისმენთ ბატონო ზაზა - ღიმილით უყურებს მამაკაცს
- ა აგერ ჩვენს ლელოს გაუმარჯოს, წარმატებს, სულ ასეთი ბლა ბლა ბლა - თვალებს ვატრიალებ ისევ და მერეღა მიტყდება ფხუკუნი
- რა გაცინებს? - მიღრენს
- ლელოს გეძახიან? - ფხუკუნი ხმამაღალ ხარხარში გადამდის და მუცელზე ვიკიდებ ხელს - ძმოფას გაფიცებ ლელო რატო შეგარქვეს?
- ვერ გაიგებ მაგას შენ!
- კაი ლელო - ისევ მეცინება და სცენისკენ მივათრევ
- რას აკეთებ?
- გიტაცებ - სიცილით ვეუბნები, აშკარად კარგ ხასიათზე ვარ
- გიჟი ხარ - გაოცებას ვერ მალავს
- ჯერ სად ხარ - ღიმილით ვეთანხმდები და ცეკვას ვიწყებ - დაერჭვე ახლა სარივით, გაანძრიე ხელ-ფეხი!
- ნამდვილად გიჟი ხარ
- კაი ძმობას გაფიცებ არ გადამრიო - ხელებს ვაჯვარედინებ და გამომცდელად ვუყურებ
- არ დალევ? - ბარისკენ მანიშნებს
- აბა რას ვიზამ! - აღტაცებით ვეუბნები და ორმაგ ვისკს ვუკვეთავ ბარმენს, ცოტა გაოცებული მიყურებს მაგრამ ისეთს ვურტყამ მაგიდაზე ხელს რომ ჩუმდება და უცებ მაწვდის სითხით სავსე ჭიქას
- გაუმარჯოს ჩვენს გაცნობას ლელო - ფხუკუნი თავიდან მივარდება და ძლივს ვუშვებ მწველ ვისკს ყელში.
ორი საათი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტვინს ვუბურღავ, ის კიდე გამხიარულები არის ჩემი მდგომარეობით და ათას რამეს მიყვება, საიდან იცის ამდენი არ ვიცი მაგრამ იმდენს ვეტიტინები მე დამეღალა ენა, ყველაფერზე ინფორმაციას ვფლობ უბრალოდ მომსწრე არ ვარ, რადგან ამ უნივერსიტეტის გადამკიდე ვერსად წავედი, ხან რომელ ბანაკში ვარ და ხან რომელში.
ღამის 2 საათზე ვიშლებით და ვთანხმდებით რომ ხვალ სვანეთში მივდივართ დასასვენებლად, ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ და სახლიც ნაქირავები. მთელი მამაჩემის საძმაკაცო, ცოლებითურთ და პატარა ბავშვებითურთ მარტო მე და ლელო ვართ დიდები, ხოდა ძალიან კარგი იქაც შევუჭამ ტვინს, მეც ხომ უნდა ვიყო ოდესმე ტვინის მჭამელას ამპულაში?

***
დილით კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, ცოტა თავი მტკივა მაგრამ ეგ არაფერი, პარაცეტამოლი და გამივლის, ოპა! დედაჩემს უკვე დაუხვედრებია წყალი და წამალი, შენ გაიხარე რა დედა!
თავს ვიწესრიგებ და სიგნალის ხმაც მესმის, ფანჯრიდან ვიყურები და მანქანაზე მიყუდებულ ლელოს ვხედავ, რომელიც წესით სიგარეტს უნდა ეწეოდეს ახლა და მეც უნდა ვამბობდე გულში “ვაიმე როგორ უხდება მის ტუჩებს სიგარეტი” მაგრამ დგას ხესავით და მოუთმენლად ათამაშებს თითებს მანქანაზე.
ფუი!
- ჩამოვდივარ - ჩავძახე, ჩემი ბარგი ზურგზე მოვიკიდე და კიბეები ღიღინით ჩავირბინე, ჩემს დანახვაზე მანქანაში ჯდება, მეც უპრობლემოდ ვიკავებ ჩემს ადგილზე და ღიმილით ვუყურებ
- ჯელტმენობის განსახიერება ხარ ლ ე ლ ო! - ფხუკუნი მივარდება მის სახელზე
- არ გაგებურღა გუშინ ტვინი და იქნებ მართლა მეჯელტმენა! - უკმაყოფილოდ მიღრენს
- კაი ტარიელ რა! - ხელს ვიქნევ და ჩემს ჩანთას უკანა სავარძელზე ვდებ
- ეგრე ნუ მეძახი - ისევ იღრინება
- ცოფიანი - სიტყვას ჩემი ტელეფონის გულის შემაწუხებელი წრიპინი მაწყვეტინებს
“ - ხო ნინი, კარგად შენ?
- მერე?
- ვაიმე სად გავიცნო ახლა მე ეგ ლეგენდა?
- ნუ შემიჭამე ტვინი რა ძმობას გაფიცებ
- არა ლელოსთან ერთად ვარ
- ხო - ფხუკუნი მივარდება
- ნიკა ვინაა? ეგეც ლეგენდა? - ფხუკუნი ხარხარში გადამდის
- კაი არ გამიბრაზდე, ხო კარგი, სვანეთში მივდივარ მე ორი კვირით
- კარგი, სვანეთში თუ გავიცნობ გეტყვი” - თვალებს ვატრიალებ და ტელეფონს ვთიშავ
- ვინ იყო? - ინტერესიანი მზერით მაჯილდოვებს
- ჩემი დაქალი ნინი - ვფრუტუნებ
- რაიყო რა მოგივიდა?
- რადა..
- მოიცა ყავა გინდა?
- აუ კი, კაპუჩინო რა - ღიმილით ვეუბნები და ისიც გადადის მანქანიდან.
- ინებე
- მადლობა - სასაცილოდ ვიწელები
- გააგრძელე აბა - ღიმილით მიყურებს
- ხოდა რას გეუბნებოდი, მოკლედ ჩემი დაქალი იყო ნინი, შენ ისე რა პროფესიის ხარ?
- რაგბისტი
- შენ გაიხარე - ისევ ხელს ვურტყამ მხარზე - შენადა იმ ლეგენდალურს იცნობ?
- ვის? - გაფართოებული თვალებით მიყურებს
- ლეგენდალური თორნიკეო თუ ვიღაც - ყავა სცდება და ლამის დაიხრჩოს, მანქანა გზიდან გადაყავს და აჩერებს, სულს ითქვამს - რაიყო რა გითხარი ასეთი? - გაოცებულ მზერას ვიღებ
- არ ველოდი უბრალოდ
- მითხარი კაცო იცნობ თუ არა?
- შორიდან რა
- ხოდა ძალიან კარგი, მისი ძმაკაცი იცი? ნიკაო მგონი - ყურებამდე ვუღიმი
- კი მერე? მაგას ვიცნობ კი
- ხოდა ჩემს დაქალს მოსწონს, ოღონდ თორნიკეს არ უთხრა რა, უნდა გავაჩალიჩო მაგათი შეხვედრა!
- მანახე შენი დაქალი აბა - ღიმილით მეუბნება
- აი - ტელეფონს ვუფრიალებ თვალწინ და ტუჩის კუთხეში ეპარება ღიმილი
- ხვალ რომ შეხვდნენ გინდა? - ფხუკუნი უტყდება
- რაც მალე მით უკეთესი, მოვიშორებ თორნიკეთურთ!
- არ მითხრა მაწუხებსო - ხარხარი უტყდება
- ვინ კაცო, თორნიკე? არ თქვა! ღამეებს მითენებს სადარბაზოსთან - მეც ვყვები სიცილში და მთელი გზა ასე დაუსრულებლად ვხარხარებთ.
მერე ვერ ვიგებ ისე მეძინება და ვიღვიძებ უკვე სვანეთში რომ ვართ შესულები.
ეს ბიჭი დაფრინავს მგონი კი არ დადის.

***
საღამოს მოწყენილობისგან არ ვიცი რა ვაკეთო და ეზოში ჩავდივარ, იქვე ჩამოკიდებული ჰამაკისკენ სიხარულით მივრბივარ და შიგნით ვთავსდები, რა მაგარია! ირგვლივ სულ სიმწვანეა, სუფთა ჰაერი, ჩიტების გაუთავებელი ჟღურტული, ისე ზაფხულის კვალობაზე საკმაო სიგრილეა აქ, ხელებს მკლავებზე ვისვამ რომ სითბო შევინარჩუნო. როგორ მიყვარს აქაურობა, ხშირად დავდიოდით აქ, 1-2 კვირით ჩამოვდიოდი ხოლმე და ბუნებით ვტკბებოდი, არასდროს არ მიყვარდა ზღვა, სულ მთა და მისი განსაკუთრებული გარემო მერჩივნა ყველაფერს. მიუხედავად იმისა რომ ბარიდან ვარ და არავინ მყავს მთიდან, მაინც აქეთკენ მომიწევს გული და სული.
- ჩაიწევი? - თავზე მადგება გაღიმებული ლელო, პლედით, სიცილს ვერ ვიკავებ და მის სახელზე ფხუკუნი მიტყდება თავიდან
- როდემდე უნდა იცინო ჩემ სახელზე? - უკმაყოფილოდ აქნევს თავს
- ჩავიწევი, მხოლოდ პლედის ხათრით! - თითს გამაფრთხილებლად ვუქნევ და ცოტათი ვჩოჩდები, ჰამაკში ჯდება, ისე დაბლა ჩავდივართ ლამისაა მიწას შევეხო უკანალით
- ღმერთო ჩემო რამსისქე ხარ! ჩატყდა ხე! - აღშფოთებით ჩავილაპარაკე
- ეგ ჩემამდე იყო ეგრე, შეხედე შენთავს! - სიცილით მიყურებს
- ერთი მე ვარ მსუქანი და მეორე შენ ხარ ტანწერწეტა! - ენას ვუყოფ და პლედში გემრიელად ვეხვევი
- შენ რაიყო თბილი ზედა არ გაქვს? - მზრუნველობაზე გადადის ბიჭი
- არა მათხოვებ? - თვალებმოჭუტული ვუყურებ
- გათხოვებ, შედი ყოველდღე და რომელიც მოგეწონება აიღე! - ღიმილით მიყურებს და მე გაოცებისგან ყბა მივარდება
- სიცხე გაქვს? - შუბლზე ვადებ ხელს - არა არ გაქვს, აბა რა გჭირს?
- და შენ გყავს მაღალი ქულები ინსტიტუტში? - დამცინის
- ვაიმე ლელოს მაინც არ მეძახიან რა - ვკბენ და სახლისკენ ვიღებ გეზს
- საით? - ღიმილით მიყურებს
- შენ ოთახში უნდა ავარჩიო რამე ზედა - წარბებს ვუთამაშებ
- მალე მოდი
მე სახლში შევდივარ და მის ოთახისკენ მივდივარ, კარადას ვაღებ და უზარმაზად კარადას წამით გაშტერებული ვუყურებ, რა მაგარი სუნი აქვს, dior homme sport - ის და გაბრუებული ვარ, არ ვიცოდი ასეთ კარგ სუნამოს თუ ხმარობდა, მემგონი ყველაფერზე აქვს გასხმული, რამდენი ხანი ვდგავარ თვალებ მილულული არ ვიცი მაგრამ ჩახველების ხმა მაღვიძებს სიამოვნების სამყაროდან
- რაიყო? - უკმაყოფილოდ ვიჭყანები
- რას ქანაობ აქ მთვრალი კაცივით? ვერ აარჩიე ზედა?
- ავარჩიე - ღიმილით ვიღებ ნაცრისფერ გრძელ ზედას და შიგნით ვეხვევი - ცოტა დიდი მაქვს - ხელებს ვშლი და აქეთ იქედან დაკიდებულ სახელოებს ვაქანავებ
- ხო ცოტა - ტუჩის კუთხეში ეღიმება
- კაი არ დაიწყო ახლა!
- ბავშვებო საჭმელი მზადაა - დედაჩემის ყვირილი გვაფხიზლებს და ქვემოთ ჩავდივართ
- ეს რა გაცვია მა? - სიცილით მიყურებს ზურა
- ჩემი თბილი არაფერი წამომიღია - ტუჩზე ვიკბინე - ხოდა მათხოვა ლელომ!
- მიხარია რომ კარგად გაუგეთ ერთმანეთს - თმებს მიჩეჩავს გია, ლელოს მამა, და მის ცოლ ნორას უყურებს ღიმილით.
- ეე კნოპკა თუ დაამთავრე წამო გავისეირნოთ! - ფეხზე დგება რამდენიმე წუთში ლელო
- შენ რა რაგბისტი ხარ, ჩიტივით იკენკები - პირგამოტენილი ვეუბნები და ყველას სიცილი უტყდება
- არ გადაგცდეს - ღიმილით მიყურებს და მოთმინებით ელოდება როდის დავამთავრებ ჭამას
- სად მივდივართ? - ინტერესიანი მზერით ვათვალიერებ სანამ გავალთ სახლიდან
- ტყეში
- კაი რა მგლები რომ იყოს?
- დათვს ვერ ხედავ? - გამომცდელად მიყურებს
- რა? სად? - რასაც ქვია ზედ ვაფრინდები და მის სიცილს აზრზე მოვყავარ - იდიოტო! - ვუბღვერ - დათვი კი არა კუ ხარ კუ!
- რა შუაში იყო - თვალებს ატრიალებს
- წავედით ჩვენ - ვემშვიდობები ყველას და უკან ვედევნები ლელოს
- რა ხდება იქეთ, შეახვედრე ნინი და ის.. ნიკა
- კი - იწელება და უფრო ღრმად შევყავარ ტყეში
- მეშინია რა
- ლომი ვარ აგერ რისი გეშინია
- ლომი კი არა ლელო ხარ შენ - ხარხარით ვეუბნები
- ნახე რა განახო - ღია ადგილზე გავედით, სადაც მდინარის პირას კოშკი დგას ეულად, რაღაცნაირად გული შემეკუმშა ამ კოშკის დანახვისას
- იცი ამ კოშკს რა ქვია? - ღიმილით მიყურებს
- რა? - ინტერესიანი მზერით გადავხედე
- სიყვარულის კოშკი
- მართლა? და რატომ?
- ტრაგიკული ისტორიის ნაწილია და მაგიტომ - დანანებით ჩაილაპარაკა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა
- მომიყევი რა - მკლავზე მოვქაჩე და გავიტრუნე თანხმობა რომ მივიღე
- თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი ხატივით ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი.
ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა.
ერთმანეთს რაღაც დღასწაულზე შეხვდნენ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ნაჩვევ მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა.
მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო.
მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილისთვის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა.
მინდორში დაჩოქილსა და თავდახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს თავზე. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა.
ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე მეც ზუსტად იმ დღეში ვარ რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო.
აკრძალული სიყვარულით თავზარდაცემული კაცის ნახვის შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ბეშქენი კი თავის ტკივილთან ერთად ისეთ მთაზე წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია საბრალო ბეშქენი, ყინულზე დასცურებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა.
ამ ამბის გაგების თავზარდაცემული ბეშქენის ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს.
მირანგულას კი მამისთვის ამ კოშკის აგება უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში. მირანგულას გარდაცვალებიდან ბევრი წელი გავიდა, მისი კოშკი კი ისევ მყარად დგას, აოცებს სვანეთის სტუმრებს და უკვდავყოფს მირანგულას სახელსა და სვანური სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას. სხვათა შორის ამ კოშკს მეორე სახელიც აქვს, სიყვარულის კოშკსაც ეძახიან, ალბათ იმიტომ რომ სიყვარულის ბევრი თვისების სიმბოლოა.
გული შემეკუმშა ეს ამბავი რომ მოვისმინე, წარმოვიდგინე რამდენი წყვილი შეხვდა ასე დაგვიანებულად ერთმანეთს და გულში უცნაური წვა ვიგრძენი. უცებ წარმოვიდგინე მეც რომ შევხვდე ჩემს მეორე ნახევარს გვიან? მერე რა იქნება?
- სიმართლე გითხრა არვიცი ეს ისტორია ნამდვილია თუ არა, მაგრამ ვხვდები რომ ამ კოშკს უბრალო ისტორია ნამდვილად ვერ ექნება - თავზე ხელს მისვამს პატარა ბავშვივით და მიღიმის
- ჰო - ვეთანხმები მეც და ორივე ვჩუმდებით. ამ წამს სიტყვები ზედმეტია, იმ ისტორიის შემდეგ, თუ ასეთი ბუნების შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ზედმეტია!
უნდა იჯდე და დატკბე ამ ყველაფრით..

***
- გჯერა სიყვარულის? - უნებლიედ ცდება ჩემს ბაგეებს ეს სიტყვები და უკანა გზაზე სიჩუმეს ვარღვევ
- მჯერა - ღიმილით მეთანხმება - შენ?
- არვიცი - მხრებს ვიჩეჩ
- არ გყვარებია?
- რას ნიშნავს არ გყვარებია? როგორ შეიძლება გიყვარდეს და გადაგიყვარდეს?
- ალბათ მართალი ხარ
- აუ დავიღალე - ვწუწუნებ მე
- მოდი ზურგზე შემახტი და წაგიყვან
- აუ რა კარგია - აღტაცებული ვიძახი და გემრიელად ვთავსდები მის ზურგზე - საუკეთესო ხარ!
- ხომ არ გაგიტკბა? - იმ წამს ვამჩნევ რომ უკვე სახლში ვართ, სახლში კი არა ჩემს ოთახში
- კარგი იყო - ვინაზები მე
- დაიძინე ახლა და ხვალ კიდევ გავისეირნოთ
- შენ მემგონი სვანეთს კარგად იცნობ და მომიყევი ხვალ რაღაცეები კარგი? - ნახევრად მძინარემ ამოვილუღლუღე და პასუხი არც გამიგია ისე გადავეშვი ძილის სამყაროში გაღიმებულმა.

***
- მარია გაიღვიძე აწი, 3 საათია უკვე - ქოთქოთით შემოვარდა დედაჩემი ოთახში
- კარგი რა დედა, დამაძინე, გუშინ ბევრი ვიარეთ და დავიღალე - უცებ ლელოს პირობა მახსენდება და თავს სწრაფად ვყოფ ბალიშიდან - დეე
- რა გინდა გოგო რა
- სადაა ლელო?
- მამამისთან ერთად ჩავიდა, კუპდარს ამოიტანენ
- აუ რა მაგარია - პატარა ბავშვივით ვცქმუტავ და ერთი სული მაქვს როდის ამოვლენ, მეც არ ვიცი როგორ ვემზადები და ჩავრბივარ ქვემოთ
- გამარჯობა ყველას - სწრაფად ვიკავებ ჩემ ადგილს და თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებ - აბა სადაა ჩემი კუპდარი?
- აქაა - ღიმილით მიდებს დიდ ნაჭერს ლელო თეფშზე - ფრთხილად იცოდე, ცხელია და პირი არ დაიწვა
- შენ გაიხარე რაა - კოცნას ვუგზავნი და გემრიელად შევექცევი ამ სასწაულ ღვეზელს
- პატარა ბავშვი - თავისთვის ჩაილაპარაკა და ღიმილით ჩამოჯდა ჩემს გვერდით

***
- ლელო ლელო - ღიმილით ვუახლოვდები - აბა როდის მომიყვები სვანეთის შესახებ?
- რა გაინტერესებს?
- რაც იცი, ყველაფერი - მხრებს ვიჩეჩ და ინტერესიან თვალებს ვანათებ
- მოდი პლედს გამოვიტან და იქ ხის ძირში ჩამოვჯდეთ, მოგიყვები რაც გამახსენდება კარგი?
- უხმოდ ვუქნევ თავს და სულმოუთქმელად ველოდები როდის დაბრუნდება

***

- მოვედი - ფართოდ მიღიმის და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს
- დაიწყეე - თვალებ ვუფახულებ და მხარზე თავს ვადებ, სასიამოვნო გარემო ტრიალებს ირგვლივ
- არ დავიწყებ იქედან თუ სად მდებარეობს, გეოგრაფიას და ისტორიასაც არ მოგიყვები, ლეგენდები უფრო გაინტერესებს ალბათ ხო? - ცხვირზე დამკრა თითი
უხმოდ დავუქნიე თავი.
- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არგონავტები იასონის მეთაურობით წამოვიდნენ კოლხიდაში (ახლანდელ დასავლეთ საქართველოში) ოქროს საწმისის საპოვნელად. ალბათ, სწორედ კავკასიური ოქროს ძებნამ მიიყვანა ისინი ტერიტორიებზე რომლებსაც დღეს ჩვენვიცნობთ როგორც სვანეთი.
- ანუ რა გამოდის რომ მათი დამსახურებაა ამ ულამაზეს ბუნებას რომ ვიცნობთ?
- ეგ არავინ იცის, მეორე ვარაუდით სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები და იცი ყველაზე საინტერესო რა არის?
მიუხედავად ამისა, სვანეთი არასდროს ყოფილა მტრების მიერ დანგრეული, ყველაზე მეტად კი მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უწყობდა ამაში ხელს. ის კი არა როდესაც საქართველოს საფრთხე ემუქრებოდა, ქვეყანაში არსებულ სიმდიდრეს და ხელოვნების ნიმუშებს აქ ინახავდნენ. დარწმუნებულები იყვნენ რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.
- ესეიგი ყველაზე მდიდარი კუთხე გამოდის
- აჰა - თავს მიქნევს - აქ ისეთი რაღაცეებია, რაც მსოფლიო მუზეუმებს დაამშვენებდა.
ნათქვამია რომ სვანეთი საქართველოს ყველაზე ქართული კუთხეა. აქ არის კარგად შენახული უძველესი ქართული ენა, აქ სპარსებმაც ვერ შემოაღწიეს და საბჭოთა სისტემამაც უფრო ნაკლებად გაიდგა ფესვები ვიდრე დანარჩენ საქართველოში. რომ იცოდე ისევ ცხოვრობს ხალხი მწვანე თვალებით და ქერა თმებით.
- ქერა თმებით და მწვანე თვალებით? - გავიკვირვე მე
- ჰოო - გამიღიმა - აბა რა არის სვანეთში ყველაზე გამორჩეული?
- სვანური კოშკები - აღტაცებით ვპასუხობ მე
- რათქმაუნდა, მიუხედავად იმისა რომ კოშკები საქართველოს სხვა ნაწილებშიც გვხვდება, ისინი მაინც ვერასდროს შეედრებიან სვანურ კოშკებს.
საქართველოში სამი ადგილი შევიდა იუნესკოს მსოფლიო კვლევათა სიაშია შესული, აქედან ერთ-ერთი სვანეთში მდებარე მაღალმდებარე სოფელი უშგულია. აი ის ადგილი სადაც ჩვენ ვიმყოფებით.
 სვანეთი შედარებულია მაღალ-მთიანი შვეიცარიის ყველაზე ლამაზ ადგილებთან. ქვეყნის ეს ნაწილი იმითია უნიკალური რომ მთის სოფლები თავისი დამახასიათებელი კოშკ-სახლებით რომლებიც კარგად არის შემონახული, შთაბეჭდილებას ქმნიან რომ შუა საუკუნეებში დაბრუნდი.
მართალია, ზუსტად ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს, აქ ისეთი სიწყნარეა, ისეთი განსაკუთრებული გარემოა, ასე მგონია ტექნიკამ ჯერ კიდევ ვერ გაიდგა ფესვები აქაურ გარემოში, ისე მომწონს ეს ყველაფერი ვერ წარმოიდგენ, სიამოვნებით გადმოვიდოდი საცხოვრებლად - ღრმად შევისუნთქე ჰაერი და სასიამოვნოდ გამაკანკალა - სვანურ ქუდზე რას მეტყვი?
- მამაკაცის სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული. სვანური ქუდი არ უნდა განვიხილოთ როგორც უბრალო თავსაბურავი, მასში სვანი კაცის ვაჟკაცობა, პირმტკიცობა იგულისმება.
თუ  ვაჟკაცი, რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენს, მასზე იტყვიან „ ისგე ფაყვ გიმს უ ხავხა“ 
ანუ? - თვალები ვჭყიტე
- ანუ შენი ქუდი მიწას დაენარცხოსო,  თუ კი  ვაჟკაცი  სახელოვან საქმეს  გააკეთებს მასზე იტყვიან „ოქრეშ ფაყვ ხარ“ ოქროს ქუდი  ხურავსო, ამდენად ქუდი  სვანი კაცის ცნობიერებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ადარებს, ამიტომ არის რომ სვანური ქუდის დახურვა ქალს ეკრძალება.
- დავრჩები სვანეთში მე, როგორც ვატყობ - თვალები მიმელულა სიამოვნებისგან
- სხვათაშორის, მურთაზ ფარჯიანის შესახებ იცი რამე?
- არა, ვინ არის?
- სვანეთის ერთ-ერთ სოფელ ლატალში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, XI საუკუნის საუცხოო სამლოცველოა აღმართული, რომლის გასაღებიც მხოლოდ მასთან ინახება. ეს სამლოცველო ოქროს ხატებს, კედლის მხატვრობის ნიმუშებს და ძვირფასი ქვებისგან გაწყობილ თაროებს ინახავს, რომლებიც თავიანთი სინატიფით, საოცარ კონტრასტს ქმნიან მის მცველთან, რომელიც მოჭიდავეების მწვრთნელია.
- მოჭიდავეა? როგორ ცხოვრობს?
- შენ წარმოიდგინე და ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ ის ფასდაუდებელი განძის მფლობელია - ტუჩის კუთხეში ეპარება ღიმილი - საერთოდ რომ იცოდე, სოფლებს ძალიან ბევრი სამლოცველო აქვს, თითოეულის გასაღებს თავისი მცველი ჰყავს, მცველები სოფლების მიერ შერჩეული ძლიერი გვარის წარმომადგენლები არიან. რადგან დამპყრობლებისგან დასაცავად სწორედ ძლიერი გვარის წარმომადგენელი იყო საჭირო, ერთ-ერთია მურთაზი.
- რა მაგარია, ისე შენ საიდან იცი ამდენი სვანეთზე?
- სვანი ვარ მარია სვაანი - სიცილით მეუბნება და ხელს მხვევს
- კაი რა, ღადაობ? რაგბისტი და თან სვანი? მტერს მტერს!
- შენ ისეთი ქოთქოთა ხარ უეჭველი ან მეგრელი იქნები ან გურული
- მეგრელ-გურული ვარ მე! - ამაყად ვიჯგიმები
- უარესი - მისთვის ჩაიბურტყუნა
- მესმის! - ვუღრენ
- კარგი ხო - დანებების ნიშნად ხელს წევს - არ გცივა? შევიდეთ, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვები და ხვალ კი ჩაჟაშში წაგიყვან
- კოშკზე მინდა ასვლა - პატარა ბავშვივით გავიბუსხე
- იქ მერე, 13 კოშკია, ყველაზე აგიყვან თუ გინდა - თმებს მიჩეჩავს და სახლში შევდივართ
- მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის - ლოყაზე მსუბუქად ვკოცნი, ჟრუანტელს ვაიგნორებ ოსტატურად და ჩემს ოთახში შევდივარ.
საწოლზე სასიამოვნოდ დაღლილი ვეცემი და ეგრევე ვეშვები ძილის სამყაროში.

***
- გაიღვიძე მარია - ამას გონია მსუბუქად მანჯღრევს, არადა საქანელაზე მგონია თავი ისე მაქანავებს წინ და უკან და ლამისაა გული ამერიოს
- მაცალე რა ძილი - მის ხელს ვიშორებ მკლავიდან და ბალიშს ვეხუტები
- კარგი მარტო წავალ ჩაჟაში - მსახიობობს
- კარგი ხო ვდგები - თხელ საბანს ერთი ხელის მოსმით ვაგდებ იატაკზე, საწოლიდან ვიზლაზნები და მის თვალებს რომ ვუყურებ მერეღა ვხვდები რითი ვზივარ მის წინაშე და მთელი სახე მელეწება
- მე..მეე.მეე..- ვბურტყუნებ და რამეს ვეძებ რომ მივიფარო
- თხა - ბურტყუნებს საყვარლად და მის ფეხებთან დაგდებულ საბანს ოსტატურად მესვრის ცხვირ-პირში
- ცოფიანი - ენას ვუყოფ და საბანშემოხვეული გავდივარ სააბაზანოში.

***
გზაში რათქმაუნდა ოსტატურად ვუჭამ ტვინს, რადგან უშგულში ვართ ტერიტორიულად, ფეხით წასვლა არჩია ვაჟბატონმა, არიცის მალე რომ დავიღლები და ზურგზე შევახტები
- ლელოო - ვიწელები სასაცილოდ
- მოდი მოდი ჰო - უკმაყოფილოდ ბუზღუნებს და მის ზურგზე გემრიელად ვთავსდები
დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ჩაჟაშში ვართ, ისეთი ლამაზი გარემოა პირღია ვუყურებ ყველაფერს, ლელო კი დამცინის
- კარგი რა, რა გაცინებს, დარწმუნებული ვარ შენც ასეთი რეაქცია გექნებოდა პირველად
- არა არა - თითს აქეთ იქეთ აქნევს - პირველად რომ ვნახე, სიამაყით ავივსე ასეთი კუთხის შვილი რომ ვარ - ამაყად იჯგიმება და თვალები უციმციმებს
- ოხ, თავმომწონეც ყოფილხარ ყველაფერთან ერთად - ენას ვუყოფ და კოშკისკენ მივდივარ - ამიყვანე რა
- წამოდი ხო - ღიმილით მკიდებს ხელს და კოშკში შევყავარ - იცოდე, ძველი ნაგებობაა, ფრთხილად გადადგი ნაბიჯი და ყურადღებით იყავი, არავინ არ არის დაზღვეული გასაგებია?
თავს მორჩილი ბავშვივით ვუქნევ და ფრთხილად ავდივართ მემგონი ყველაზე მაღალ კოშკზე, ასე ჩანდა გარედან ყოველ შემთხვევაში.
მალე ავდივართ დანიშნულების ადგილას და იქედან ისეთი სანახაობა იშლება ემოციებს ვერ ვიკავებ
- რა ლამაზია ღმერთო! ასე მგონია ღრუბლებს ვეხები - თვალები ცრემლებით მევსება და ლელოს ვეხუტები - დიდი მადლობა!
საპასუხოდ მხოლოდ მიღიმის და საშუალებას მაძლევს რომ ამ სანახაობით დავტკბე. რამდენიმე სოფელი ჩანს იქედან, პატარ-პატარა სოფლებია, ყველგან დგას თითქმის კოშკები, მაგრამ ერთ სოფელში განსაკუთრებულად ბევრია, დაკვირვებით ვათვალიერებ ყველაფერს და გული სიხარულით მევსება, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთ სილამაზეს ვნახავდი. ვხედავ როგორ მოძრაობს ღრუბლები, როგორ უბერავს ნაზი სიო და ამ ყველაფერს ისე ლამაზად ერწყმის სვანური სახლები, ციხე-სიმაგრეები, კოშკები..
ჩაძირულია მთებს შორის, თითქოს ეს მთები თავგამოდებით იცავენ საშიშროებისგან..
ირგვლივ სრული სიმშვიდეა, ნეტარებაა..
სიჩუმეს მხოლოდ ხეების შრიალი არღვევს, ან ჩიტების ჟღურტული..
არც მანქანების ხმა, არც უაზრო ტექნოლოგიები, არც გამონაბოლქვი..
თქვენ წარმოიდგინეთ არც ნაგავი, რომელსაც ქალაქში ყოველ მეორე ნაბიჯზე შეხვდები..
ყველაფერი ისეთი სუფთაა, შეგენანება აქაურობის დანაგვიანება, განადგურება, ეტყობა რომ სვანეთის თითოეული მცხოვრები სათუთად უფრთხილდება იმას რაც გააჩნიათ..
- რა ქვია ამ კოშკს? - ინტერესიან მზერას ვავლებ სიამაყით ავსებულ ლელოს და მის საქციელზე მეღიმება, ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს აქ, წლები ისე გავა არც ჩამოდის ასეთი სიამაყით უყურებს თავის კუთხეს, კუთხის თითოეულ ნაწილს ეალერსება, მისი სიხარული უხარია, მისი ტკივილი ტკივა..
ადამიანები ადვილად ივიწყებენ იმას თუ საიდან არიან..
მასში კიდევ იმდენად არის გამჯდარი თავისი კუთხისადმი სიყვარული რომ არამგონია რამემ შეძლოს მისი აღმოფხვრა..
- ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენციაა, ჩვენ ახლა ჩაჟაშის სამხრეთით ვართ მთაზე, ნახე აქედან უშგულის ოთხივე სოფელი კარგად ჩანს, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში და აი ჩვიბიანი - სათითაოდ მანახებს თითოეულს - ჩაჟაში ამჟამად მუზეუმადაა გამოცხადებული, თუმცა მე რომ აქედან წავედი ევროპაში მაშინ 34 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ნამდვილად არ ვიცი - ღიმილით მიხსნის ამ ყველაფერს და მეც მედება მისი ბედნიერება - ნახე აი იმ მხარეს თამარ მეფის საზაფხულო კოშკი დგას, ამბობენ რომ აქ მეორე კოშკიც იყო მაგრამ ჟამთა სვლას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ჩვენ სადაც ვდგავართ აქაც 3 კოშკი იდგა, მაგრამ ორი დანგრეულია, ეს კი პირვანდელი სახით არის შემონახული, ხელუხლებელია
- ანუ ამდენ წელს გაუძლო?
- აჰა - თავს მიქნევს და ხელს მხვევს - აი ჩაჟაში არის ყველაზე მეტი კოშკი შემორჩენილი, აქ არის 13 კოშკი და 4 ციხე-სიმაგრე
- ჩაჟაში რამეს ნიშნავს? - მეც არ ვიცი რატომ მიჩნდება ეს კითხვა მაგრამ აშკარად გაკვირვება ესახება სახეზე
- კი ნიშნავს, ცხენების სადგომს
- და რატომ ეწოდა ასე? - ახლა მე მესახება გაკვირვება სახეზე
- ლეგენდის თანახმად, როდესაც თამარ მეფე უშგულში ამოდიოდა, ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა
- როგორი საინტერესო კუთხეა, ყოველწამს მაოცებს - ჩემდაუნებურად მეღიმება და ლელოს ვეხუტები - შენ არიცი რამხელა ბედნიერებას მანიჭებ აქ რომ დაგყავარ და ყველაფერს მიყვები
- შენ არ იცი ეს ჩემთვის რას ნიშნავს!
რამდენიმე საათი ვიყავი იქ და მთელი ამ სილამაზით ვტკბებოდი, ღრმად ვისუნთქვადი ჰაერს და ვცდილობდი ყოველი კადრი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, რაც დრო გადიოდა მით უფრო ვგიჟდებოდი აქაურობაზე და სურვილი მიჩნდებოდა დავრჩენილიყავი..
- წავიდეთ მარია გვიანია უკვე, ინერვიულებენ - მზრუნველი ტონით მითხრა და ხელი მომხვია - ხვალ მონასტერში წაგიყვან
- რა ჰქვია მონასტერს?
- უშგულის ლამარია - ღიმილით გადმომხედა და მანიშნა ზურგზე შემახტიო, მეც თვალებგაბწყინებულულმა მოვეჭიდე და გემრიელად მოვთავსდი, იმხელა ადგილია მეორე კაციც დაეტევა თავისუფლად, თავი დავადე და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
ძილში ბუნდოვნად ვგრძნობ როგორ მაწვენს ლოგინში, შუბლზე მკოცნის და ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს მეჩურჩულება.

***
- თხაა - მანჯღევს ისევ გამწარებული, ვერასდროს შევეჩვევი ასე ადრე გაღვიძებას
- კარგი რა სვანი, კარგი რა - ვიშმუშნები
- სვანი კი არა თუ გლეწე ახლა - იღრინება, მე კი გაოცებული წამში ვფხიზლდები, უცებ ვიწევი საწოლიდან და თვალებს სწრაფად ვახამხამებ მგონია რომ მომესმა, შემდეგ მის სახეს ვამჩნევ რომელიც აწითლებულია უკვე ისე უნდა გაცინება, თავს ვეღარ იკავებს და ხარხარს იწყებს
- შე საზიზღარო - ბალიშს ვესვრი და ცოფებს ვყრი - გამისკდა გული
- აუ შენი სახე გენახა რა - თვალებიდან ცრემლებს იწმინდავს და მუხლებს ხელებით ეყრდნობა - აუ რა სასაცილო იყავი
- აბა რა იქნებოდა! - ვიღუშები - ჩემს მტერს გაბრაზებული სვანი. ოხ! ვისწავლეთ ხუმრობა?
- მე სულ გამოვირჩეოდი იუმორით - ენას მიყოფს პატარა ბავშვივით და მეც მიტყდება სიცილი
- ცოფიანი - ჩემთვის ვდუდღუნებ და სააბაზანოში შევდივარ.
გარედან ისევ მესმის სიცილის ხმა და შემდეგ კარების გაჯახუნების, ალბათ იფიქრა ნელა მოვკეტავო, ცხოველი.

***
ქვემოთ ჩასულს დედაჩემი მეგებება ხაჭაპურით ხელში, უეჭველი უნდათ რომ გამასუქონ, აბა გუშინ კუპდარიო, დღეს ხაჭაპურიო, ჯერ მხოლოდ 5 დღეა აქ ვართ და დარწმუნებული ვარ 3 კილო მინიმუმ მოვიმატე.
- ოხ, ჩამოდი თხა? - ხელში რაგბის ბურთს ათამაშებს
- ჩამოვედი სვანო! - ვუღრენ და სამზარეულოში შევდივარ
- მალე ჭამე მალე
- ხაჭაპური როგორ არის სვანურად? - გამომცდელად ვუყურებ
- ქუთ ან თაშაარ, გააჩნია ზემო სვანეთში ხარ თუ ქვემოში - გვერდით მიჯდება გაღიმებული - ზემო სვანურსა და ქვემო სვანურს შორის განსხვავება არის, უმნიშვნელო მაგრამ მაინც.
- ანუ განსხვავებული სიტყვებია?
- უფრო ასოები ალბათ, ზუსტად ვერ გეტყვი - ცხვირზე მკრავს თითს
- სულ ასე რატომ აკეთებ - ჩემს ცხვირს თითებით “ვიმოწმებ” და მეღიმება
- უბრალოდ, მომწონს შენი სწორი ცხვირუკა - უცებ მოწყვეტით მკოცნის ცხვირზე და ჩასაკბეჩად აწეული ხაჭაპური ჰაერში მიჩერდება გაოგნებულს.
- ჰე რამ გამოგაშტერა? - ქოთქოთით შემოვარდა დედაჩემი სამზარეულოში
- არა.. არაფერი - დაბნეულმა ჩავილაპარაკე და გემრიელად შევექეცი ხაჭაპურს

***
- აბა, ისევ ფეხით მივდივართ?
- კი, ცოტა დასუსტება არ გაწყენდა - ვითომ ჩაფიქრებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა
- დაგთხრი თვალებს! - თითს გამაფრთხილებლად ვუქნევ
- შეხედე შენ როგორი ბრაზიანი ყოფილა - ფაქტიურად დამცინის
- მარტო სვანებმა კი არ იცით გაბრაზება - ამაყად ვიღერებ ყელს
- კარგი კარგი - დანებების ნიშნად ხელებს მაღლა წევს - რადგან ჟიბიანში ვიმყოფებით, ამიტომ არ მოგიწევს ფეხით ბევრი სიარული, აქვეა ლამარიაც
- აუ რა კარგია - მხიარულად მივხტუნავ წინ, მაგრამ უცებ ქვაზე ფეხი მიცურდება და რომ არა ლელოს სწრაფი რეაქცია, აუცილებლად მოვიტეხავდი რამეს
- ხომ გაგაფრთხილე არა? - პატარა ბავშვივით მტუქსავს და გასწორებაში მეხმარება - ნუ დახტიხარ, აქ სამეგრელო არ არის, ყველა კუთხე საშიშია და ფრთხილად უნდა იყო
- ბოდიში - თვალებზე მომდგარ ცრემლს ვაიგნორებ, მწყინს ასე რომ მეჩხუბება მაგრამ ეგოისტურად მიხარია რომ ჩემზე ნერვიულობს
- კარგი ხო, არ მინდოდა შენი გაბრაზება, უბრალოდ ძალიან შემეშინდა - მეხუტება და თავზე მკოცნის.
თუმცა ეს ჩახუტება არ გავს პირველ ჩახუტებას, როდესაც მადლიერების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, შეუმჩნევლად მაგრამ უცნაური გრძნობა მივლის მუცელში და მიკვირს, ეს აქამდე არასდროს მიგრძვნია..
თანაც მისი ყურადღება ასე საშინლად მსიამოვნებს…
მიყვარს მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვა, სხვანაირად ვგრძნობ, განსხვავებულად ხვდება გულს და ყველაფერს იმახსოვრებს..
ადრე ამდენი რომ ელაპარაკა ჩემთან ადამიანს აუცილებლად მომბეზრდებოდა, აღარ მომინდებოდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ლელო..
ყოველწამს მიზიდავს მისკენ..
არვიცი ეს 2 კვირა რომ დამთავრდება როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე..
უცნაური გრძნობა მეუფლება ამ ყველაფერზე ფიქრისას და დენდარტყმულივით ვშორდები, არ გამოპარვია ეს ყველაფერი მაგრამ არაფერს მეკითხება.
მომწონს რომ იცის როდის რა შეკითხვა უნდა დასვას..

***
აი სილამაზე ამას ჰქვია!
ცალკე მდგომი, ისე ლამაზად არის წამოჭიმული მთებს შორის, ყელი აქვს მოღერებული და ამაყად უმზერს სოფელს, ისეთი შთამბეჭდავია, განუმეორებელი, შეუდარებელი..
უამრავი სიტყვა შეიძლება შეუსაბამოს ადამიანმა..
გალავანი მცველივით აქვს შემორტყმული ირგვლივ, დასავლეთიდან კი სვანური კოშკი და ორი დამხმარე ნაგებობა ამაყად გადმოჰყურებს ეკლესიას.
როგორც კი შიგნით შევაბიჯე, ისეთი სულიერი სიმშვიდე დამეუფლა რომ სიამოვნებისგან გამეღიმა, პირჯვარი გადავიწერე და შუაში მდგომ ხატს ნაზად ვეამბორე, იქვე სანთელიც დავანთე და მამაო ჩვენო წარმოვთქვი..
სიმშვიდე..
- ამ ეკლესიას მეორენაირად ღვთისმშობლის ეკლესიას უწოდებენ, ღვთისმშობელი ანუ ლამარია, სვანები ასე უწოდებენ. აქ ძალიან ბევრი ფრესკაა შემორჩენილი - მეჩურჩულება ლელო და ყველაფერს მათვალიერებინებს - ასევე შემორჩენილია მეცხრამეტე საუკუნის რუსული სერობის ხატი
დამუნჯებული ვარ სილამაზით, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, გაოცებული ვათვალიერებ ყველაფერს.
გარეთ გამოვდივართ და ეკლესიის ეზოს ვავლებთ თვალს, რამდენიმე ბერი გვეგებება სიხარულით, მე მოკრძალებულად ვესალმები და აქეთ გამოვდივარ. ლელოს ესაუბრებიან.
იქაურობის დათვალიერებით ვარ გართული და ვცდილობ ყველაფერი ჩავიბეჭდო გონებაში..
- მარია - მეუცნაურება მისი წარმოთქმული ჩემი სახელი, ან აქ ამ ადგილას ისმის ასე, მისკენ ღიმილით ვბრუნდები და მანიშნებს რომ მასთან მივიდე
- რა ხდება?
- ნახე - ორ ცალს კავკასიური ნაგაზის ლეკვს მაწვდის
- ვაიმე რა საყვარლები არიან - ერთ-ერთს ვეფერები - აქ ზრდიან?
- ხო - თავს მიქნევს - ხომ იცი, ძალიან ბევრ მონასტერშია კავკასიური ნაგაზის ლეკვები და არამარტო - ღიმილით მიხსნის და პატარებს ეთამაშება
- ვიცი - მეც ღიმილით ვეთანხმები და ახლა ორივეს ვიხუტებ გულზე
- დაათვალიერე ყველაფერი?
- კი - ინტერესიან მზერას ვავლებ შუა ეზოში მდგარ ქვის დიდ სკამს, ჩემს მზერას აყოლებს თვალებს
- ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი - წარბებ შეკრული მიხსნის
გაოცებულ მზერას ვანათებ, არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო.

***
- ანუ მოგწონს სვანეთი ხო? - ღიმილით გადმომყურებს ზემოდან
- სასწაულად, მცდარი წარმოდგენა მქონდა სვანებზე - ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ ნერვიულად, მეშინია არასწორად არ გაიგოს ჩემი სიტყვები
- ვიცი, ბევრ ადამიანს არასწორი წარმოდგენა აქვს სვანებზე
- ხოო.. - ყოყმანით ვეთანხმები
- არაუშვას, ყველა კუთხეს აქვს დადებითი და უარყოფითი
უხმოდ ვუქნევ თავს.
- მე ნუ მკითხავ სისხლის აღების შესახებ რამეს, არასდროს დავინტერესებულვარ ამ ფაქტით, მართალია მამამ ბევრჯერ სცადა აეხსნა მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი, ეს ერთადერთი ფაქტია რაც ამ კუთხის შესახებ არ ვიცი - უცნაური მზერით დამყურებს
- არც ვაპირებდი კითხვას, სიმართლე გითხრა, მირჩევნია სხვა რაღაცეებზე მელაპარაკო - ღიმილით გადავხედე მეც, ამოვისუნთქე, მეშინოდა “სვანურად” არ გაეჭედა, ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
უკანა გზაზე უხმოდ მივდიოდით, ხელჩაკიდებულები, ეშინოდა ისევ სადმე არ დავცემულიყავი და ამიტომ მჭიდროდ ჰქონდა ხელი მოკიდებული. უცებ სიჩუმე ბოხმა ბარიტონმა დაგვირღვია
- ხოჩა ნებოზ! (საღამო მშვიდობის) - ღიმილით მოგვიახლოვდა ლელოზე ოდნავ დაბალი ბიჭი, უხეში სახით და რაღაცნაირი გამომეტყველებით, არ მესიამოვნა მისი მზერა და ლელოს მივეკარი
- ხოჩა ნებოზ ნიკოლოზ! მაგვარდ ხარიდ? (როგორ ხართ?) - ხელი ჩამოართვა ღიმილით ლელომ, ვერაფერი გავიგე რას ლაპარაკობენ
- ხოჩამდ ხვარი! (კარგად ვართ) სგაჲ მაგვარდ ხარიდ? - ღიმილით უპასუხა ბიჭმა, მე ცალი წარბი გაოცების ნიშნად ავწიე, იქნებ ქართულად ილაპარაკონ? პატარა ბავშვივით გავიბუსხე, ეს ლელოს არ გამოპარვია და ჩაეცინა
- მაჴვმარ (მადლობა), ხოჩამდ ხვარი - მზერა ჩემზე გადმოიტანა ნიკოლოზმა - ეს ვინ არის?
- ჩემი საცოლეა - უცნაური ხმით წარმოთქვა ლელომ და შევცბი - გაიცანი ნიკა მარია, ჩვენი მეზობელი - უცნაური ღიმილით გამაცნო ლელომ და თვალები დამიბრიალა თან
- სასიამოვნოა - მორცხვად გავუღიმე და ლელოს ნახევრად ამოვეფარე
- კარგი ძმაო! - ხელი დაარტყა მხარზე მეგობრულად - აბა თქვენ იცით, ქორწილი არ გამომაპაროთ - ისევ რაღაცნაირი მზერით გადმომხედა და წამში გაგვეცალა.
ცოტახანი ვითმინე ვითმინე ვითმინე, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავძელი და წამოვიფოფრე
- შენი საცოლე არა?
- გინდოდა მისი ცოლობა? - შემომიღრინა
- არა..მეე..არა უბრალოდ
- ხოდა გაჩერდი!
- შენ შენ - გავიბერე - საზიზღარი ხარ!
- სულელი ხარ ამხელა გოგო, კიდე კაი იქ რომ არ გამიმართე სცენები - ღიმილს ძლივს იკავებდა
- არა მივხვდი - უფრო ჩემთვის ჩავიბურტყუნე
- ხოდა თუ მიხვდი რას მეჭიმები? - უკვე დაუფარავი ღიმილით ამიჩეჩა თმები და სახლამდეც მივსულვართ ამ კამათში.

***
- ხვალ რას ვაპირებთ? - ტელეფონში თავით ჩამძვრალ ლელოს გვერდით მივუსკუპდი და თვალები ავუფახულე
- ხვალ პიკნიკზე წავიდეთ, ჩვენებიც წავიყვანოთ თორემ ამ თვალიერებაში სულ გადაგვავიწყდა ისინი
- კარგი რა, ჩვენ წავიდეთ - პატარა ბავშვივით გავიბუსხე
- როგორი ჭირვეული ხარ რა - თავი სიცილით გააქნია
- უბრალოდ, ეგრე მირჩევნია, არ მიყვარს ბევრი ხალხი
- კარგი ხო კარგი - დანებების ნიშნად აწია ხელები და მეც გახარებულმა ლამის კალთაში ჩავუხტი.
ისევ იგივე ემოციები..
უხერხულად შევიშმუშნე და იქედან უკანმოუხედავად ამოვირბინე ზემოთ..
ძლივს დავიწყნარე გული
რა ჯანდაბა მჭირს? ჩემსთავზე ვბრაზობდი!
***
“მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს”
(ვაჟა ფშაველა)

***
ამ დილით მე თვითონ წამოვხტი, მიხაროდა პიკნიკზე წასვლა, უფრო მეტ ინფორმაციას მომიყვებოდა სვანეთის შესახებ, სიხარულით შევირბინე სააბაზანოში და ნახევარ საათში უკვე გამზადებული ქვემოთ ვიდექი, გაღიმებული სახით, ლელომ ჯერ გაოცებულმა ამათვალიერა, ალბათ იფიქრა მელანდებაო, შემდეგ ოდნავ შემეხო, ამოწმებდა ნამდვილი ვიყავი თუ არა, სიცილს ძლივს ვიკავებდი
- აქ ვარ ლელო აქ - ჩავიცინე და ხელი ჩავჭიდე - აბა სად მივდივართ?
- ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან - მიღიმის საპასუხოდ
- ოჰო - აღტაცებული ვიძახი და ირგვლივ ყველას ვემშვიდობები - წავედით ჩვენ პიკნიკზე
- დაგიტოვებ მარიამს ლელო გინდა? - იგუდება სიცილით მამაჩემი
- მამა კარგი რა - ენას ვუყოფ და ძალით გამყავს ლელო კარებში
- დაგიტოვო? - ახლა ეს იწყებს სიცილს
- რას დამცინით? - ვიბუსხები მე
- კარგი ხო რაიყო - თავზე მკოცნის და ისევ ფეხით მივუყვებით ჯერ ნაცნობ შემდეგ უცნობ გზას.
ისევ გასაოცარი სილამაზე და ჩემი აღფრთოვანება, ეს კუთხე არასდროს დაასრულებს ჩემს გაგიჟებას..
სანამ მე თვალებგაფართოებული ვათვალიერებ იქაურობას, ლელო იქამდე ხის ძირში აწყობს ყველაფერს და გემრიელად თავსდება..
- დარჩენა ხო არ მოგინდა? - ღიმილით მიყურებს
- შეიძლება ჩაგისახლდე - სიცილით ვპასუხობ
- წინააღმდეგი არ ვარ - თბილად მიღიმის და თითქოს თვალებით მეფერება, ვწითლდები
- რამე მომიყევი - სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ
- მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა.
- მოჰკვეთდა? ანუ?
- ანუ აღარ ექნებოდა უფლება სოფელში ცხოვრების. განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა.
- ასე სასტიკად? - სახე დამისევდიანდა მე
- უმძიმესი დანაშაულისას მხოლოდ, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას შეიძლება სასიკვდილო განაჩენიც გამოეყვანა. მთავარი იყო დანაშაულის სიმძიმე.
- მაინც საშინელებაა - თვალებზე მომდგარი ცრემლები ძლივს გადავყლაპე, ვიცოდი რომ სვანეთს მკაცრი კანონები ჰქონდა, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა მათი მოსმენა.
- ჰო, რას ვიზამთ - თავზე ხელი გადამისვა და მოყოლა გააგრძელა - ყოველგვარ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა.
-წლების განმავლობაში? - გავაწყვეტინე ისევ მე
- ხო იყო შემთხვევები, როდესაც ვერ არკვევდნენ სიმართლეს, არასამართლიანი დასჯას კიდე სვანები არავის აპატიებენ. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
ერთ-ერთ ასეთ ტრადიციას მიეკუთვნება სისხლის აღებაც.
სახე მომეღრიცა ეს რომ გავიგე, შეუმჩნეველი არ დარჩენია და თემა სასწრაფოდ შეცვალა
- ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
- წარმომიდგენია რა ლამაზი იქნებოდა ლამპებით განათებული სვანეთი - თვალები მიბრწყინდება
- მახსოვს და მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზია - ჩაეღიმა
- კიდევ მომიყევი რამე - მხარზე ჩამოვადე თავი და გავიტრუნე
- დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში ქალი ყოველთვის მამაკაცის გვერდით იდგა და მუშაობდა. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.
- ანუ მე თუ სვანს გავყვები ცოლად ნამგალი მჭირდება მძითვებში? - სიცილით წამოვყავი თავი
- თუ არა, აუცილებლად სვანს გაყვები - ცხვირზე დამკრა თითი და კალათიდან ღვეზელები ამოალაგა
- ისე მანცვრიფრებს აქაურობა, გამორიცხული არ არის რომ მხოლოდ სვანზე ვიქორწინო - ღიმილით დავეთანხმე და თმები მაღლა ავიწიე
- გაშლილი თმები უფრო გიხდება - ერთი ხელის მოსმით ჩამომიშალა და მუჭში მოიქცია თმის ნაწილი - ძალიან ლამაზია, არასდროს არ შეიჭრა რა
- გპირდები - უნებურად დამცდა მისით მონუსხულს ბაგეებიდან ეს სიტყვა და წამომაწითლა სახეზე, საპასუხოდ ისევ გაეღიმა და ღვეზელებს მიუბრუნდა.
მთელი დღე ვერთობოდით, ერთმანეთს რაღაცეებს ვუყვებოდით და მემგონი მთელ სვანეთს ესმოდა ჩვენი სიცილის ხმა.

***
მთელი ორი კვირა მომატარა სვანეთის ყველა კუთხე, გამაცნო ყველა ღირშესანიშნაობა, არ დამიტოვებია არცერთი კოშკი, ეკლესია-მონასტერი, ციხე-სიმაგრე, სოფელი, მდინარე, ტყე, ყველგან ვყავდი სადაც კი შეგვეძლო, ყოველდღე ახალ ახალ ისტორიებს მიყვებოდა და ისე გაირბინა ამ საოცარმა ორმა კვირამ ვერც გავიგეთ..
სვანური ვერ ვისწავლე მაგრამ გამარჯობა და მოკითხვა შემეძლო ადამიანის, ცოტა გაკვეთილები ჩამიტარა ლელომ და დავიმახსოვრე..
რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვრწმუნებოდი რომ ლელოს მიმართ უცნაური გრძნობა შემიჩნდა, ბოლოს ჩემსთავს გამოვუტყდი რომ უკვე ეს გრძნობა მოწონების საზღვრებს საგრძნობლად ცდებოდა, ვცდილობდი მისგან ცოტა შორს დამეჭირა თავი, მაგრამ რაღაცნაირად მიზიდავდა სულ მისკენ..

***
ბოლო დღე არის, ამ საღამოს მივემგზავრებით, შუადღე გადავიდა უკვე, ჰამაკში ვზივარ და ცას ვუყურებ, რომელიც სხვა დღეებთან შედარებით ბევრად უფრო ცისფერია, უფრო ლამაზია, მოწმენდილია და თვალისმომჭრელია, ისე გავერთე ცის ყურებაში ვერც კი მივხვდი ისე წამომადგა ლელო თავზე.
ხელი უხმოდ გამომიწოდა და მეც მთელი ძალით ჩავეჭიდე.
უხმოდ მივყავდი ტყეში, ფრთხილად წევდა თითოეულ ტოტს და მოხერხებულად ძვრებოდა ხეებს შორის. ვცდილობდი ირგვლივ ყველაფერი დამემახსოვრებინა. ვხვდებოდი რომ ზემოთ ზემოთ მივიწევდით მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
ბოლოს ერთ ადგილზე შედგა, ღრმად ჩაისუნთქა, ვერ ვხედავდი რას უყურებდა მაგრამ როგორც კი გადაიწია გვერდით ეგრევე გადაიშალა თვალწარმტაცი ხედი ჩემს წინ და გაოცებისგან ერთ ადგილზე გავხევდი..
ეს იყო რაღაც არარეალური, წარმოუდგენელი, ულამაზესი, მომნუსხველი, შეუდარებელი..
ამას ადამიანის ენა ვერ აღწერს, მეგონა ღრუბლებში ვიყავი, მეგონა მთელი სამყარო ჩემი იყო..
ირგვლივ მიმოვიხედე და პატარა ხის სახლი შევამჩნიე
- ეს?
- ეს მე გავაკეთე - ღიმილით გადმომხედა და სახლში შემიპატიჟა
- რა ლამაზია - თვალზე ცრემლები მომადგა, მთელი ძალით მოვეხვიე და მანაც წამში შემომხვია ძლიერი ხელები
- მარია
- ხო? - თვალები ავუფახულე
- ეს იქნება მხოლოდ ჩვენი სახლი, ამის შესახებ არასდროს არავის ეცოდინება - თავზე მაკოცა და უფრო მჭიდროდ ჩამიხუტა, მესიამოვნა თან როგორ, გულმა საოცარი სისწრაფით დაიწყო ფეთქვა..
ვიჯექით და ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით, საოცრად სევდიანი ჰქონდა იმ დღეს თვალები, თითქოს რაღაც საოცრად აწუხებდა მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი..
იქნებ რამე ვაწყენინე?
ან ჩემიდან გამოწვეული იყო რამე?
იქნებ ვეღარ ვნახავდი?
მაგრამ ამაზე ფიქრიც არ მინდოდა, ვცდილობდი მაქსიმალური დრო გამეტარებინა მასთან, რადგან მის გარეშე უკვე სუნთქვა არ შემეძლო, ვერ ვიარსებებდი თუ ის ჩემს ცხოვრებაში არ იქნებოდა..
- მარია - უცნაური ტონით წარმოთქვა ჩემი სახელი და მზერა გამისწორა - მი სი მალატ, მარია
- ეს რას ნიშნავს? - არაფერი უპასუხია, მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა, ჩემი ხელი მისაში მოიქცია და იქედან წამომიყვანა..
მთელი გზა ხმა არ ამოუღია..
ვერ ვბედავდი მეთქვა რამე, არვიცი რატომ მაგრამ რაღაც ძალა მექაჩებოდა რომ გავჩუმებულიყავი.
მანქანიდან გადასვლის დროს მთელი ძალით ჩავეხუტე და ისე გადმოვედი.
გული შემეკუმშა თვალს რომ მიეფარა მისი მანქანა..

***
რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ თვალს მარიდებდა, თითქოს ეშინოდა რამე არ გამეგო და ეს ყველაზე მეტად მაშინებდა მე..
არვიცოდი ამ ყველაფრის უკან რა იდგა და თითქოს ვგრძნობდი კიდეც რომ რაღაც საშინლად არ მესიამოვნებოდა, 1 თვე იყო გასული უკვე რაც ლელო გავიცანი და ჩემი მისდამი გრძნობა უფრო და უფრო ღრმავდებოდა..
საშინლად ვიყავი დამოკიდებული მასზე, საშინლად მინდოდა მის მკლავებში ყოფნა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი რადგან თვითონ მარიდებდა თავს..
- მარიამ - მხიარულ ნოტაზე იყო ნინა
- ხო ნინა ხო - სევდიანი ხმით ვუპასუხე
- აუ წამო რა საქართველო - რუმინეთის თამაშზე რა, ნიკა თამაშობს და იქ მარტო დაჯდომა არ მინდა
- კარგი რა - ამოვიფრუტუნე
- თუ გიყვარვარ - სასაცილოდ გაწელა სიტყვა და მეც მობეზრებულად დავეთანხმე
- კარგი ხო წამოვალ, შენი ხათრით მხოლოდ
- მიყვარხარ რა
- მეც მიყვარხარ ქაჯო - სიცილით გავუთიშე ტელეფონი.
საღამოს 5ის ნახევარზე მზად ვიყავი, მიხეილ მესხის სტადიონთან შევხვდი მომღიმარ ნინას და გადავეხვიე
- საძაგელოო, ლელო გაიცანი და სულ დამივიწყე - ვითომ გამებუტა
- აღარაა ლელო ჩემ ცხოვრებაში მორჩა, შენი ვარ - ვეცადე რაც შემეძლო გამეღიმა და მოვეხვიე მონატრებულს მთელი ძალით
- კარგი ხო, შევიდეთ.
უამრავი ადამიანი ირეოდა სტადიონზე, ყველა ცდილობდა ისეთი ადგილი მოეძებნა საიდანაც კარგად დაინახავდა, ნინამ ხელზე დამქაჩა და ჩემდა გასაოცრად საქართველოს მწვრთნელის გვერდით აღმოვჩნდით, სადაც ზამენა იჯდა, თვალები შუბლზე ამივიდა
- აქ რას ვაკეთებთ?
- ერთი გამონაკლისი დაუშვეს, ნიკას ხათრით - ჩაიხითხითა და ადგილი დაიკავა
- გიჟი ხარ დედას გეფიცები - თავი გავაქნიე ღიმილით
- მოიცა რა უყურე მალე დაიწყება თამაში
მთელი თამაში დაძაბული იყო, ვხედავდი მოედანზე როგორ დარბოდა ლელო და სიხარულით ვივსებოდი, მიხაროდა რომ საქართველო იმარჯვებდა, უკვირდა ნინას ჩემი ასეთი დამოკიდებულება მაგრამ არაფერს იმჩნევდა, რომ ეკითხა მისი ხათრით წამოვედი და მასზე მეტს ვაქტიურობდი. იმ დღეს ყველაზე მეტი ლელო დადო ლელომ და მაშინ მივხვდი რატომ ეძახოდნენ ასე. კივილით ავიღე ყველაფერი საქართველომ რომ გაიმარჯვა. საბოლოოდ 22-9 დასრულდა ქართველების სასარგებლოდ და მეც გახარებულმა გავიქეცი ლელოსკენ და კისერზე ჩამოვეკიდე.
- გილოცავ გილოცავ გილოცავ - ვკისკისებდი
მოედანზე ჟურნალისტები შემოვარდნენ და ჩემს ლელოს დაეტაკა ყველა..
შემდეგ მხოლოდ მესმოდა
- ბატონო თორნიკე რას..
- ბატონო თორნიკე როგორ..
- ბატონო თორნიკე…
გაოცებულმა გავხედე სხეულს, რომელზეც ჩამოკიდებული ვიყავი, ხელები მისით ჩამომიცურდა და ცრემლები თვალებით ამევსო.
თორნიკე?
ყურებში მხოლოდ ეს სახელი მიგუგუნებდა და უფრო და უფრო მიპყრობდა პანიკა.
შეუძლებელია ჩემი ლელო თორნიკე იყოს!
- მარია - ხელი მომკიდა და იმ ბრბოდან გამომიყვანა - მისმინე
- გისმინო? - წარბები შევკარი - რატომ არ მითხარი თორნიკე თუ იყავი? ის ლეგენდალური თორნიკე..
- მარია, მე უბრალოდ ვერ გითხარი, შენ ისეთები ილაპარაკე აშკარად ვერ მიტანდი
- შენ მე.. უბრალოდ ამდენი რამე მოგიყევი, მე შენ.. არა არა.. როგორ? უბრალოდ.. - ავიბენი, ყველაფერი ერთმანეთში ამერია
- მარია მაპატიე გთხოვ - ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელები მის ტორებში მოიქცია
- ამიტომ იქცეოდი ამ ბოლო დროს ასე ხო? იცოდი მალე სიმართლეს რომ გავიგებდი - წამოვხტი ფეხზე გაავებულმა
- ხო - დამნაშავესავით დახარა თავი
- მემგონი სალაპარაკო არაფერი გვაქვს, შენ შეგეძლო გეთქვა სიმართლე ლელო, მაპატიეთ! თორნიკე, შეგეძლო გეთქვა რომ ის იყავი
- მაშინ შენ ჩემთან ასე კარგად ვერ იქნებოდი
- შენ არ უნდა დაგემალა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემგან.. ნახვამდის ლელო! - ზურგი ვაქციე და უკანმიუხედავად წამოვედი იქედან.

***
1 წელი ისე გავიდა საერთოდ არ შევხმიანებივარ, ირგვლივ ყველაფერი გაუფერულდა, ისედაც ჩემი უაზრო ცხოვრება უარესად ჩაიძირა ჭაობში და ერთადერთ ხსნას სწავლაში ვხედავდი. თითქმის აღარავის ვეკონტაქტებოდი, ყველას კითხვას ოსტატურად ვარიდებდი თვალს და სოციალურ ქსელში გულის შემაწუხებელ სიახლეებსაც აღარ ვკითხულობდი.
ათასი ჭორი მოიგონეს, სინამდვილეში კი არავინ იცოდა რა ხდებოდა, რათქმაუნდა ნინას გარდა, რომელიც ყველანაირად ცდილობს ამომათრიოს ამ ყველაფრიდან. თუმცა ამაოდ.
ისევ ზაფხულია, დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც გავიცანი ჩემი ლელო, რომელზეც მთელ მომავალს ვამყარებდი, მთელი გული ვაჩუქე, ყველაფერი გავუნაწილე რაც კი მეკუთვნოდა..
რა საშინელი რამეა ტყუილი, საზიზღარი, შიგნიდან გჭამს ადამიანს და არ გაძლევს საშუალებას რომ იცოცხლო..
მე მხოლოდ მოგონებები მქონდა სანუგეშებლად, მხოლოდ ამით ვცოცხლობდი და ვსულდგმურობდი, ვიხსენებდი ყოველ წამს და ყველაფერი დღიურში გადამქონდა..
ერთი წამითაც არ შემიწყვეტია მასზე ფიქრი, პირიქით, რაც დრო გადიოდა თითქოს ვხვდებოდი რომ სულელურად მოვიქეცი.. მე თვითონ გამოვიწვიე ეს ყველაფერი და ვიმკიდი ჩემს დანაშაულს..

***
დილით ადრე გამეღვიძა, ჩემდა გასაკვირად გული და გონება მექაჩებოდა რომ ინტერნეტში შევსულიყავი, ტელეფონი მოვიმარჯვე და facebook - ი ჩავრთე, home - ში როგორც კი პირველი სიახლე დავინახე გული გადამიქანდა და ეგრევე ფეხზე წამოვვარდი. ეს რას ნიშნავს?
ვიღაცას სტატუსად უწერია “მი სი მალატ”
ეს სიტყვები საიდან? კომენტარებში შევდივარ და ვცდილობ გავარკვიო რას ნიშნავს ეს სიტყვები, უეჭველი იკითხავდა ვიღაცა.
ერთადერთი კომენტარი აქვს ამ სტატუს. ჯანდაბა!
მაგრამ.. მოიცა
რას ნიშნავს მეც მიყვარხარ?
ესეიგი.. მი სი მალატ მიყვარხარს ნიშნავს? გული გამალებით მიცემს, იმ კომენტარის reply - ს ვუყურებ და ვრწმუნდები რომ ეს ნამდვილად ასეა..
ესეიგი მან სიყვარული ამიხსნა მაშინ..
მე კიდე მე სულელმა! რა სულელი ვარ, ღმერთო..
ძლივს ამოვისუნთქე და ცრემლებმა თავისუფლად იპოვეს გზა ჩემს სახეზე..
სიახლეებს ჩამოვუყევი და ჩემთვის ნაცნობი სახელი რომ მომხვდა თვალებში ფერები გადამივიდა სახეზე
“ლეგენდალური თორნიკე არავინ იცის სად არის”
ხელის კანკალით გავხსენი სიახლე და სტატიის კითხვა დავიწყე
“გუშინ ღამის 12 საათზე თორნიკე ჩამოფრინდა თბილისში, როგორც მისი პიარ მენეჯერი გვამცნობს დაბინავდა სასტუმრო “შერატონში”, მაგრამ დილით ვერსად ვერ იპოვეს, მხოლოდ ის იციან რომ ღამის 3 საათზე მანქანით წავიდა ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით.
არაფერია ცნობილი სად შეიძლება იმყოფებოდეს, არცერთ მის ოჯახის წევრს არ უნახავს და არავის შეხმიანებია მეგობრებიდან.
ვიმედოვნებთ რომ კარგად არის - აცხადებს მისი მეგობარი ნიკა”
ტელეფონი ხელიდან მივარდება, კანკალი მიტანს, სად შეიძლება იყოს? რამე ხომ არ მოუვიდა?
დაძაბე მარია გონება, დაძაბე, სად შეიძლება წასულიყო ასე უკითხავად? სად შეიძლება იყოს?
გამახსენდა!
რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავტენე ჩემოდანში, ქვემოთ ჩავირბინე, დედას მესიჯი მივწერე და საოცარი სიჩქარით მოვწყვიტე მანქანა ადგილს.

***
ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ავირბინო ჩემთვის ნაცნობი ადგილები, მიჭირს მაგრამ აუცილებლად უნდა მივაგნო, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო და ერთი მიმართულებით წავიდე, მაგრამ რამდენჯერმე ამებნა გზა, ერთი ორი გავლანძღე ასეთი დაუდევრობის გამო.. მაგრამ ზუსტად გათვალა, საძაგელმა, იცოდა რომ მე მომადგებოდნენ თუ მასზე სტატია არ “შემძრავდა”, იცოდა რომ მხოლოდ მე შემეძლო მისი პოვნა, საზიზღარი! როგორ იზეიმებს ახლა გამარჯვებას, მეღიმებოდა ჩემს ფიქრებზე და ერთი სული მქონდა როდის მოვეხვეოდი..
ამ ფიქრებში აღმოვჩნდი იმ პატარა ხის სახლის წინ, რომელიც ჩვენთვის ააშენა, არ დამიკაკუნებია ისე შევაჭერი გაბრაზებულმა
- შენ ნორმალური ხარ? - გაოცებულმა ამომხედა
- შენ აქ რა გინდა?
- რა მინდა კი არა, რომ შეგვაშინე აქ ყველა ნორმალური ხარ მეთქი? არ უნდა გაგეფრთხილებინა შენები?
- შენ რა გადარდებს? - ფეხზე წამოდგა და გამომეჭიმა
- მადარდებს, რომ არ მადარდებდეს აქ არ ვიქნებოდი! - წარბები შევკარი
- რატომ გადარდებს?
- არ გეტყვი - ტუჩები გავბუსხე
- ეგ არ უნდა გექნა - სწრაფად მიმამწყვდია კედელთან და მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს, მიკოცნიდა ხან ზედა ხან ქვედა ბაგეს და ცოტაც და იქვე ჩავიკეცებოდი, ხელი ნაზად შემიცურა წელზე და იქვე მატრასზე წამომაწვინა
- როგორ მენატრებოდი - ბუტბუტებდა თავისთვის და მიკოცნიდა ლოყებს, ყელს, ლავიწს, ჭკუიდან გადავყავდი
- რომ იცოდე როგორ მენატრებოდი ჩემო სიცოცხლე - ძლიერად მომხვია ხელები და სხეულზე ამიკრა
- მეც ძალიან მენატრებოდი - ვნებისგან გაბრუებულმა ძლივს ამოვიჩურჩულე და ჩემსკენ მოვწიე რომ მეკოცნა, ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი
- ჩემი ტკბილი - ისევ მოწვდა ჩემს ტუჩებს და ისევ ისე გადამიყვანა ვნების მორევში..
ოთახში მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა ისმოდა, ღიმილით გადმომხედა ზემოდან და დარცხვენილმა დავხარე თავი
- მარია - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა - არასდროს შეგრცხვეს ჩემი - შუბლზე მაკოცა და მის მკლავებში გემრიელად მომათავსა
- თორნიკე - თავი წამოვყავი გაღიმებულმა
- ჰო?
- მი სი მალატ, თორნიკე!
და მთელი გრძნობით ვაკოცე ტუჩებში..

***
- თორნიკე სად ხარ? - გახარებული ჩანდა ნიკა
- ნიკა, მოვდივარ, როგორ არის მარია? - ხმა აუკანკალდა თორნიკეს
- კარგად არის თორნიკე, კარგად - ახლა ნინას ხმა ჩაესმა ტელეფონში - იმშობიარა უკვე
- გილოცავ ძმაო! ბიჭების მამა გახდი - სიცილი აუტყდა ნიკას
- ბიჭების? - გაოცება ვერ დამალა ლელომ
- ხო ძმაო, ტყუპები შეგეძინათ.
15 წუთში გახარებული შევარდა პალატაში თორნიკე, პირველი რაც დაინახა მისი მარიას ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები იყო. შემდეგ თავის პატარებს გადახედა
ერთი პატარა..
ორი პატარა..
სამი პატარა..
გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა
- 3 ტყუპის მამა გავხდი? - ცრემლები მოაწვა თვალებზე
- დიახ, ასე თუ გავაგრძელებთ რაგბის გუნდი გვეყოლება მალე - სიცილით უპასუხა მარიამ და ბავშვებს მიესიყვარულა
- ჩემი საუკეთესო ხარ შენ - როგორც ყოველთვის ცხვირზე დაკრა თითი და თავის მკლავებში ჩამალა - ჩემი მარია
- მი სი მალატ, თორნიკე!
- მი სი მალატ, მარია!

დასასრული.

მოკლედ იმედია რაღაც გამომივიდა, ინფორმაცია ნაწილი სვანეთში ყოფნის დროს მოვისმინე, ნაწილი ინტერნეტიდან ამოვიღე, მოკლედ ძალიან ვეცადე... ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..



№1 სტუმარი Mako

Kargi iyo,gemrielad cavikitxe

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ზუსტად ისეთი იყო როგორიც მინდოდა და წარმოვიდგენდი^.^ საუკეთესოხარ^_^ მიყვარს შენი ისტორიები <3

 


№3 სტუმარი lanu

Auuuuuuu dzn magari iyooo gavgijdi ise momewonaaaaa :)

 


№4 სტუმარი None

Ragbisti ara - moragbe aris swori porma. danarchens wavikitxav da shemdeg getyvi. vgijdebi svanebze da moragbeebzec . mgoni cudi arikneba.

 


№5  offline წევრი natia-natia

Miyvars svanebi dzaaan kargi iyooo

 


№6  offline წევრი nightingale

ცუდი არ იყო, მაგრამ ცოტა დამღლელი, შევამჩნიე რომ ინფორმაციები გაქვს ინტერნეტიდან ჩასმული პირდაპირ და ძალიან დამღლელი იყო ჩემთვის წაკითხვა ://)

 


№7  offline წევრი kaxelii

ეხლაა რა მინდა ვთქვაა, მოთხრობა იყო სვანეთზე და არა წყვილზე. ჯობდა ყოფილიყო უფრო ნაკლები სვანეთის ისტორია და მეტი მარიას და თორნიკეს წყვილზე. მთლიანობაში კარგი იყო ყველაფერი მომეწონა ნუ ბოლოს ნაადრევი დასასრული იყო ჯობდა ცოტა მათ თანაცხოვრებაზეც დაგეწერა. ბანალური იყო რომ დედამ და მამამ არ იცოდნენ რომ სამი შვილი უნდა ჰყოლოდათ და არა ერთი. მაგრამ მაინც კარგი იყო

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუ ცოტა კიდე გაგეგრძელებინა რა :'( მეწყინა ასე მალე რო დაასრულე .. ძალიან ძალიან მაგარი იყო არანაირი მინუსით უმაგრესი იყო <3 მაგრამ ძალიან დამწყდა გული რომ ასე მალე დაამთავრე recourse

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრად მაგარიი იყოო <3 რა საყვარლები არიაან <3

 


№10  offline წევრი aNuGi

dzalian didi madloba kvelas visac mogeconat <3
P.s bodishs vixdi sataurshi chemi shecdomaa, dges gamocda mkonda da sichkareshi arascorad davcere :\
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11 სტუმარი mtvaro svani

vaime visac ra unda is tqvas ra.ai zalian magari iyo umagresi.iseti siamovnebit cavikitxe tan vitire cota.kargi iyo ise momeconameti ar sheizleba.yoooochaaaag.male gagvaxare ra axali istoriebit.ise svanetze rac iyo scorad da kargad iyo gadmocemuli.yochag ra

 


№12  offline წევრი aNuGi

mtvaro svani
vaime visac ra unda is tqvas ra.ai zalian magari iyo umagresi.iseti siamovnebit cavikitxe tan vitire cota.kargi iyo ise momeconameti ar sheizleba.yoooochaaaag.male gagvaxare ra axali istoriebit.ise svanetze rac iyo scorad da kargad iyo gadmocemuli.yochag ra

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი მოიისფრო

მომეწონა.
კარგი, მსუბუქი წასაკითხია.
კარგი გოგო ხარ!

ველი ახალ ისტორიას!

 


№14  offline წევრი aNuGi

მოიისფრო
მომეწონა.
კარგი, მსუბუქი წასაკითხია.
კარგი გოგო ხარ!

ველი ახალ ისტორიას!

დიდი მადლობა <3

facebook - დან კომენტარებს ვერ ვწერ, დიდი მადლობა love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline წევრი meri89

კარგი გოგო ხარ შენ მაგარი ისტორია იყო

 


№16  offline წევრი aNuGi

meri89
კარგი გოგო ხარ შენ მაგარი ისტორია იყო

მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17 სტუმარი etiko

es istoria iyo saocreba ... dzalian shemiyvarda tornikesa da marias wyvili <3 wels savaraudod pirvelad waval svanetshi da dzalian mixaria radgan sheni daxmarebit bevri ram vici upro shemiyvarda jer ar nanaxi svaneti <3 yochag :* gamixarda rom bolos ertad darchnen ertaderti rac ar momewona iyo is rom ar icodnen 1 bavshvi eyolebodat tu 3

 


№18  offline წევრი aNuGi

etiko
es istoria iyo saocreba ... dzalian shemiyvarda tornikesa da marias wyvili <3 wels savaraudod pirvelad waval svanetshi da dzalian mixaria radgan sheni daxmarebit bevri ram vici upro shemiyvarda jer ar nanaxi svaneti <3 yochag :* gamixarda rom bolos ertad darchnen ertaderti rac ar momewona iyo is rom ar icodnen 1 bavshvi eyolebodat tu 3

დიდი მადლობა ჩემო კარგო love
არ იცოდნენ არა, მარიამ იცოდა უბრალოდ თორნიკეს არ ეუბნებოდა lol winked
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№19  offline აქტიური მკითხველი lalita

ვგიჟდები სვანეთზე და სვანებზე , ზ ძალიან მაგარი ისტორია იყო . განსაკუთრებით მომეწონა სვანეთის ლეგენდები ყოჩაღ.

 


№20  offline წევრი aNuGi

lalita
ვგიჟდები სვანეთზე და სვანებზე , ზ ძალიან მაგარი ისტორია იყო . განსაკუთრებით მომეწონა სვანეთის ლეგენდები ყოჩაღ.

მადლობა love მიხარია რომ მოგეწონა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№21  offline წევრი nini :)

Dedaaaa ra iyo eeeees? Dzaan magari iyooo, mec minda svani sheyvarebuliiii

 


№22  offline წევრი Devil Queen

ვამაყობ რომ სვანი ვარ ნუ ნახევრად მარა მაინც მიყვარს სვანეთი და სვანები და შენი მოთხრობა ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes საუკეტესოთა შორის საუკეთესო heart_eyes blush

 


№23  offline წევრი ucnobi_18

ძალიან მომეწონა სვანი ვარ და მეც არვიცოდი ამდენი რამ გამიხარდა ძალიან და ვეთანხმები მარიას რომ არაჩვეულებრივი ბუნებაა... ძალიან კარგი იყო და სასიამოვნო

 


№24  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№25  offline წევრი Hela

როგორ მიყვარს ეს მოთხრობა და სვანები heart_eyes heart_eyes

 


№26  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყოოო მომეწონა ძალიანნ

 


№27 სტუმარი ინა

ვაიმე რა კარგი იყო ❤️????

 


№28 სტუმარი ხათუნა და დაჩი

ლამაზი ისტორია იყო! წარმატებებს გისურვებთ, უკეთესი ნოველებით გაგეხარებინოთ მკითხველის გული. ????

 


№29 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ძალიან კარგიაა.მომეწონა.გაიხარეყ.

 


№30 სტუმარი გგ

არ მომეწონა. ძალიან უბრალო, ბავშვური ნაწერია. დიალოგებიც არაფრის მთქმელი. სიღრმე აკლია
ალბათ აჯობებს ჯერ ბევრი იკითხოთ და მერე დაიწყოთ წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent