შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეთვრამეტე)


8-07-2016, 00:10
ავტორი fireending
ნანახია 1 980

სექტემბერი თითქმის მიიწურა, ნინას და ბექას ჩამოსვლამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი. დათოს კი ერთი თვე საუკუნედ ეჩვენა. საათებს ითვლიდა მათ ჩამოსვლამდე. ახლა კაბინეტში იჯდა და საბუთებს აწესრიგებდა. ბევრი მუშაობისგან დაიღალა. თვალები ეტკინა. წამოდაგა და ფანჯარასთან მივიდა. ეზოში ლიზა იჯდა, ცაზე შავი ღრუბლები მოჩანდა ლიზას კი საკმაოდ თხლად ეცვა. დათომ თავი გააქნია, ოთახში ავიდა, ლიზას ჟაკეტი აიღო და გარეთ გავიდა.
-გაიყინები, ისევ ზაფხული ხომ არ გგონია. უსაყვედურა ცოლს და ჟაკეტი მოახურა.
ლიზას გაეღიმა. ესიამოვნა მისი ასეთი მზრუნველობა.დათო გვერდით მიუჯდა. ლიზამ მხარზე თავი დაადო.
-რა კარგია, რომ ხვალ ნინა და ბექა ჩამოდიან.თქვა ლიზამ
-ჰო. ძალიან კი გაუგრძელდათ პარიზში ყოფნა.
-მომენატრნენ ძალიან. ნინას ისე შევეჩვიე მიჭირს მის გარეშე ყოფნა.
-ჰო, ახლა მე მკითხე, ამდენი ხნით ერთმანეთს არ დავშორებივართ არასდროს.
-რას იზამ, უნდა შევეგუოთ. ნინა ახლა უკვე გათხოვილია.
-ვერც მაგას შევეგუე ჯერ კიდევ.
-ისე, კარგია ნინა და ელე ერთ უნივერსიტეტში რომ მოხვდნენ.
-კარგია, მაგრამ ჯობდა ბათუმში ყოფილიყო ეს უნივერსიტეტი. წესიერად ვერც მოვასწრებ შვილის ნახვას, რომ მაშინვე თბილისში უნდა წავიდეს.
-მესმის შენი, მაგრამ ხშირად ჩამოვლენ, თანაც თბილისში ხშირად ვერ ახერხებ ჩასვლას და კარგი ბექა იქ რომ იქნება მიხედავს საქმეებს.
-ეგეც მართალია, თანაც ბექას ჯანმრთელობისთვისაც თბილისში ყოფნა უკეთესია.
-ჰო.
-ლიზა, მარიამი რატომ არ მოხვდა ნეტა ელესთან და ნინასთან ერთად ?
-შენ მოვლენებს ძალიან ჩამორჩი.
-რა მოვლენებს?
-ლუკას და მარიამს ერთმანეთი მოწონთ და მარიამმა მხოლოდ ადგილობრივი უნივერსიტეტები აირჩია.
-ჰმ... ხედავ შენ? თურმე რა ამბებია, მე კიდევ გამომრჩა.
-კიდევ რაღაც უნდა გითხრა. გუშინ ლუკას ველაპარაკე. 3 ოქტომბერს ხომ ნინას დაბადების დღეა და მინდა გამოფენა მოვაწყო მისი ნახატების. ლუკაც დამეხმარება, მაგრამ მინდოდა შენთვისაც მეთქვა ეს იდეა.
-ძალიან გაუხარდება, აქამდე რატომ არასდროს მომაფიქრდა, ზუსტად ვიცი რომ გაუხარდება.
-ძალიან კარგი. სახლში შევიდეთ რა, ცოტა შემცივდა.
-კარგი საყვარელო.
* * *
-ძალიან გაუხარდებათ არა ? საღამოს გველოდნენ , ჩვენ კი დილით დავადგებით თავზე. უთხრა ნინამ ბექას და ტაქსიში ჩაჯდნენ.
-კი ნამდვილად გაუხარდებათ. ძალიან მომენატრა აქაურობა. ბექამ ფანჯარა ჩამოწია და თავი გაყო.
-მეც მომენატრა. მამიკო და ლიზაც მომენატრა, ჩემი გოგოებიც. მაგრამ იცი, არ მინდოდა ეს ერთი თვე დასრულებულიყო. შენთან ერთად თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ.
ბექა ნინასკენ მიბრუნდა. ხელი მოხვია და აკოცა.
-შენ ხარ ჩემი ბედნიერება. დამპირდი რომ სულ ასე გეყვარები.
-გპირდები. მიყვარხარ .
-მეც.
ნინა მთელი გზა ბექაზე იყო მიხუტებული. უკვე სახლს მიუახლოვდნენ.
-ბექა, მოდი რა აქ გავაჩეროთ მანქანა ცოტა ხნით.
-რათომ?
-იცი, მინდა დედაჩემის საფლავზე შევიარო, ჩვენი სახლის გზაზეა და...
-კარგი ნიი
ბექამ კარი გაუღო ნინას. იქვე ყვავილები იყიდეს. ნინა დედის ფოტოს მოეფერა და თვალებზე ცრემლები მოადგა.
-როგორ მინდა, რომ ის ახლა ჩემს გვერდით იყოს.
-სულ შენს გვერდით იქნება, ხომ იცი.
ბექამ ცოლს ხელი მოხვია და ჩაიხუტა. წვიმა დაიწყო და ტაქსიში მალევე დაბრუნდნენ. ჯერ 8 საათიც არ იყო. დათოს და ლიზას ეძინათ. ბექა და ნინა სახლში შეუმჩნევლად შევიდნენ.
დაახლოებით ორ საათში გაეღვიძათ ლიზას და დათოს. სანამ ისინი მოწესრიგდნენ უკვე საუზმეც მზად იყო. ბექა და ნინა მაგიდასთან დასხდნენ და ელოდებოდნენ. დათო და ლიზაც გამოჩდნენ. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ბექას და ნინას დანახვაზე და ძალიან გაუხარდათ. ნინა და ლიზა ერთმანეთს ვეღარ მოაცილეს. იმდენი სალაპარაკო ჰქონდა ლიზას, ნაშუადღევს მარიამი და ელეც მოვიდნენ. ნინამ მათ საჩუქრები ჩამოუტანა, მერე კარგა ხანს ილაპარაკეს და ისმენდნენ ნინას და ბექას პარიზულ თავგადასავლებს.
რამდენიმე დღემ სწრაფად გაიარა და ნინას დაბადების დღემდე ერთი დღე რჩებოდა. ნინას ტან უხაროდა დაბადების დღის მოსვლა, მაგრამ ცოტათი სევდიანი იყო იმის გამო რომ მალე თბილისშ მოუწევდა წასვლა. ლუკას და ლიზას გამოფენისთვის და წვეულებისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ.
3 ოქტომბერიც გათენდა,ნინა საწოლიდან წამოდგა. გვერდით ბექა რომ არ იწვა ცოტა ეუცნაურა, რადგან ბექა ყოველთვის მასზე გვიან იღვიძებდა.მთელი სახლი დაათვალიერა,მაგრამ არავინ იყო. ხალათი მოიცვა და ეზოში გავიდა.
-სანდრო
-ჰო ნინა, გისმენ?
-სად დაიკარგა ეს ხალხი ხომ არ იცი?
-მოემზადე ნინა, სადღაც უნდა წავიდეთ.
-სად?
-ნახავ.
რა დაემართა ამ ხალხს დღეს, ფიქრობდა ნინა. კიბეებზე ავიდა , ახალი ნაყიდი კაბა ჩაიცვა , თმა დაივარცხნა და გარეთ გავიდა. სანდრომ მანქანის კარი გაუღო, თვითონ საჭესთან დაჯდა და ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შენობასთან გაჩერდა. ნინა მანქანიდან გადმოვიდა და შიგნით შევიდა, იქ საშინლად ბნელოდა. უცბად სინათლე აინთო და იქ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.ყველამ ერთხმად მიულოცა დაბადების დღ. ნინა გაკვირვებული და გახარებული იყო, კიდევ უფრო გახარებული იყო, როდესაც მისი ნახატები კედელზე დაინახა. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ეს დღე დადგებოდა ოდესმე, ნინა ყოველთვის ოცნებობდა რომ გამოფენა ჰქონოდა, თუმცა ეს ხმამაღლა არასდროს უთქვამს. ახლა კი ლიზას და არა მარტო ლიზას წყალობით მისი ოცნება ახდა. ბევრი საჩუქარი მიიღო იმ დღეს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ახლობელი ადამიანების გევრდით ყოფნა უხაროდა, სულ ორი დღე და თბილისში უნდა წასულიყო ბექასთან ერთად და ცდილობდა ეს დრო მისი ახლობლების გვერდით გაეტარებინა. ბექასთვისაც არ იყო ადვილი წასვლა, მაგრამ ის ხვდებოდა რომ წასვლა უკეთესი იყო, ასე შეძლება წარსული ცხოვრებისგან შორს ყოფნას და მის დავიწყებას, მაგრამ მოგონებებს საბოლოოდ მაინც ვერ ამოიგლეჯდა გულიდან.
ბექას და ნინას წასვლის შემდეგ პირველი ორი თვე საკმაოდ ძნელი იყო დათოსთვის, მართალია ცდილობდნენ ხშირად ჩამოსულიყვნენ , მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი.
ნინაც თანდათან ეგუებოდა ახალ ცხოვრებას, სწავლაც ძალიან მოწონდა, ის ფაქტი კი რომ მისი საყვარელი ადამიანი გვერდით ყავდა უფრო ბედნიერს ხდიდა, ბექაც ყოველნაირად ცდილობდა ნინას გაბედნიერებას. სულ მოკლე დროში დაიმსახურა დათოს ქება, რადგან ოფისში საქმეს წარმატებით ართმევდა თავს და კარიერაში სწრაფად მიიწევდა წინ.
დეკემბერიც მიიწურა. დათოს ახალი წელი მანდამაინც არ უყვარდა,მაგრამ ახლა მოუთმენლად ელოდა, რადგან ნინას ნახავდა.
ლიზა და დათო ნინას სკაიპში ელაპარაკებოდნენ
-ძალიან მომენატრეთ ორივე
-ჩვენც ნი, მალე ჩამოდით რა
-ვეცდებით, ბექას რაღაც საქმეები აქვს დასამთავრებელი-კარგი რა შვილო, მომენატრეთ ორივე ძალიან, მალე ჩამოდით.
-კარგი მაა, ახლა უნდა წავიდე , დროებით.
-კარგად.
ლიზამ სკაიპი გათიშა და სკამიდან წამოდგა , მაგრამ იძულებული გახდა დამჯდარიყო.
-რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხარ? კითხა დათომ.
-არა, არა. ორივე ამოძრავდა ერთროულად. მოუსვენარი შვილები გყავს.
-ერთი სული მაქვს გულში როდის ჩავიკრავ ორივეს, უთხრა დათომ და ლიზას მუცელზე მოეფერა.
-სულ რაღაც ორი თვე დარჩა, მეც ვეღარ ვითმენ.
დათოს ტელეფონზე მესიჯი მოვიდა. ლუკასგან იყო, თხოვდა სადმე შეხვედროდა.
-დათო, მოხდა რამე ?
-არა, ცოტა ხნით უნდა გავიდე, რაღაც აუცილებელი საქმეა კომპანიიდან და ...
-კარგი წადი . იმედია ცუდი არაფერია.
-ჰო. მალე მოვალ.
ლიზას აკოცა , გარეთ გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და ლუკასთან შესახვედრად ქალაქგარეთ მდებარე პატარა კაფეში წავიდა. ლუკა უკვე იქ ელოდებოდა.
-ლუკა, რა მოხდა?
-გახსოვს ქალაქგარეთ მიტოვებულ შენობაზე რომ გითხარი, ის ადგილი, საიდანაც ზარი დაფიქსირდა ლიზას მობილურზე.
-ჰო , მახსოვს.
-ჩემმა ბიჭებმა აი ეს ფოტოები და ვიდეო მასალა მომიტანეს.
ფოტოებზე მიხეილი იყო, ვიდეოში კი ჩანდა, თუ როგორ მიდიოდა მანქანით იმ შენობასთან და შიგნით შედიოდა.
-მოკლედ, ჩემმა დაქირავებულმა ხალხმა მითხრა, რომ მიხეილი იქ ხშირად მიდის და რადგან ლიზას ტელეფონზე ზარი იმ ადგილიდანაა დაფიქსირებული,ვფიქრობ ლიზას ტელეფონზე შემვალი ზარები უნდა ვაკონტროლოთ.
-კარგი ლუკა, მაგრამ ლიზამ არ უნდა გაიგოს, არ მინდა ინერვიულოს და მას ან ბავშვებს საფრთხე შეექმნას
-ჰო, მართალი ხარ.ლიზას ახლა ვერაფერს ვეტყვით.
-რა უნდა იყოს იმ შენობაში?
-ერთი ცარიელი, მიტოვებული შენობაა. ფანჯრები ჩამტვრეული აქვს, კარიც კი არა აქვს.
-კარგი, ყურადღებით ვიყოთ. უკვე ვეღარ ვითმენ, იმ ნაძირალა კაცს არაფერს შევარჩენ
-ცოტა უნდა მოვითმინოთ დათო. საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს რომ ვამხილოთ. ეჭვი მაქვს დიდ საიდმულოს მალავს. შენი ჩიპი უნდა არა?
-ჰო. იქ ისეთი ინფორმაციაა, რომ ხელში ჩაიგდებს არა მარტო ჩემს , ლიზას კომპანიასაც.
-არა მგონია, მხოლოდ კომპანიაში იყოს საქმე. ლიზამ ერტხელ ფოტოები მაჩვენა, სადაც მისი მშობლები და კომპანიის სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, შენი მშობლებიც დათო, იმ ფოტოზე მიხეილიც იყო. ხომ იცი გავრი რომ გამოიცვალა.
-კი...
-ვფიქრობ ჩიპზე რაღაც ინფორმაცია უნდა იყოს, რაც დაგვეხმარება, მიხეილს კი ცუდად ექნება საქმე თუ ეს ინფორმაცია გამჟღავნდება.
-ასე რატომ ფიქრობ?
-მიხეილი ციხეში ჩაჯდომამდე შენი და ლიზას მშობლების მოწილე იყო, შენ კი ამბობ , რომ ჩიპზე ყველაფერია კომპანიის შესახებ...
-მართალი ხარ... ახლა გავაცნობიერე, იქ ხომ თანამშრომლებზეცაა ინფორმაცია, თუმცა ფაილი დაბლოკილია.
-ეგ ფაილი უნდა გავტეხოთ და მაშინ ნამდვილად ვიპოვით რაიმე ხელჩასაჭიდს.
-შესაძლებელია?
-კი, ეგ საქმე მე მომანდე.
-კარგი. ლუკა, დიდი მადლობა რომ მეხმარები.
-რას ამბობ, ხომ იცი ლიზა ჩემთვის დასავითაა, შენ კი ჩემი სიძე ხარ და ძმად გთვლი, არ დავუშვებ რომ თქვენი ოჯახი საფრთხეში ჩავარდეს. მხარზე ხელი დაადო ლუკამ დათოს.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ლუკა ახლა უნდა წავიდე. არ მინდა ლიზა დიდი ხნით დავტოვო მარტო.თუ რამეს გაიგებთ გამაგებინე. ჩემს ხალხსაც გამოგიგზავნი. რაც შეიძლება მალე უნდა გავრკვიოთ ყველაფერი.
-კარგი. ახლა მთავარია ჩიპზე შენახული ინფორმაცია გავიგოთ.
-ხვალ მოდი ჩემთან ოფისში
-კარგი , დროებით.
-კარგად.
დათო სახლში დაბრუნდა. მისაღები ოთახიდან ნაცნობი ხმა მოესმა, ყურებს არ დაუჯერა და არც თვალებს, ნინა და ბექა ლიზასთან ერთად სასტუმრო ოტახში იჯდნენ და საუბრობდნენ.
-მამა. ნინა მამას ჩაეხუტა
-კი მაგრამ როდის მოასწარით ცამოსვლა? ცოტა ხნის წინ სკაიპით ვილაპარაკეთ.
-უკვე ბათუმში ვიყავით რომ დაგირეკეთ. უთხრა ბექამ
-ჰო მაა, სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა და რამდენიმე საათით სასტუმროში გავჩერდით.
-ვერ წარმოიდგენთ , როგორ გამახარეთ.
გახარებული დათო ლიზას და ნინას შუაში იჯდა, მისი ცხოვრების ორი უსაყვარლესი ქალი უმშვენებდა გვერდს, მონატრებულ შვილს იხუტებდა და ბედნიერებით ტკბებოდნენ.
* * *
31 დეკემბერიც დადგა.ნინამ ელესთან და მარიამთან ერთად სახლი სადღესასწაულოდ მორთო. იგრძნო სახლმაც ნინას ჩამოსვლა და ყველაფერი გამოცოცხლდა. წლევანდელი ახალი წელი ძალიან განსხვავდებოდა შარშანდელისგან, მათი ცხოვრება ახლა ბედნიერებით და სასიამოვნო სიახლეებით იყო სავსე. ბოლო დროს ყველაფერი კარგად მიდიოდა. როგორც იქნა სახლის მორთვა დაასრულეს და სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, ახალ წლამდე ერთ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი და როცა უკვე რამდენიმე წუთი უკლდა შუა ღამეს, ყველანი გარეთ გავიდნენ. ზუსტად 12 საათზე პირველი ფეიერვერკიც გაისროლეს, სანახობით ტკბებოდნენ, მაგრმ დიდხანს არ დასცალდათ, ძალიან აცივდა და მგონი თოვასაც აპირებდა, ამიტომ სახლში განაგრძეს წვეულება. იმ ღამეს ყველანი ერთდ იყვნენ, მხიარულად ატარებდნენ დროს, ლიზაც ბედნიერად გრძნობდა ტავს, მაგრამ დროდადრო რაღაც გაურკვეველი შიშის გრძნობა აწუხებდა, თუმცა ამას ყურადღება აღარ მიაქცია, რადგან ორსულობას დააბრალა უაზრო შიში და ცუდი წინათგრძნობა.
* * *
ლიზას ძილში ხმამაღალი ძახილი ჩაესმა. თითქოს ვიღაც ეძახდა. საწოლზე წამოჯდა, ოთახში ძალიან ბნელოდა ამიტომ გვიან გაარჩია რომ დათოს გვერდით კი არა თავის სახლში, მშობლების ოთახში იწვა.ვერ გაეგო აქ როგორ არმოჩნდა, ქვემოდან საახალწლო მუსიკა შემოესმა, ოთახიდან გამოვიდა და კიბეებზე ცავიდა, სასტუმრო ოთახიდან სიცილის ხმა ისმოდა. შევიდა და მისი მშობლები დაინახა დივანზე იჯდნენ და შამპანურს მიირთმევდნენ. ამ დროს ბავშვების ხმაც გაიგო, თავლებს არ უჯერებდა მისი პატარაობა იყო და მისი უფროსი ძმა, ოთახის შუა გულში იჯდნენ და თამაშობდნენ. მოულოდნელად ყველაფერი გაქრა და ლიზა ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდა, მისკენ ზურგით ვიღაც კაცი იდგა, ლიზა მისკენ წავიდა . მამაკაცი შემობრუნდა
-მამა . ძლივს ამოთქვა სიტყვები ლიზამ.
კაცი შებუნდა და წავიდა, ლიზა ცდილობდა დაწეოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა.
-მამა, დამიცადე, მამა , მამა. ყვიროდა ის ხმამაღლა.
-ლიზა, ლიზა, გაიღვიძე . დათო ლიზას აღვიძებდა.
ლიზამ თვალები გაახილა, შეშინებული წამოჯდა საწოლზე. ეს ყველაფერი სიზმარი იყო. დათოს ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. დათო აწყნარებდა.
-დამშვიდდი საყვარელო, დამშვიდდი, ცუდი სიზმარი იყო, მეტი არაფერი, არ იტირო.
-მეშინია დათო, ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
-სიზმრის ბრალია, ცუდი არაფერი მოხდება.
ლიზა ცოტათი დაწყნარდა და დათოზე მიხუტებულს ჩაეძინა.
* * *
ლიზა დილით ცოტა უგუნებოდ იყო, ცუდი სიზმრის გამო, მაგრამ ნინას წყალობით მალე კარგ ხასიათზე დადგა და სიზმარი თითქმის დაავიწყდა. იმდღეს ექიმთან უნდა წასულიყო შემოწმებაზე, მაგრამ დათოს მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდა, ამიტომ ნინა გაყვა ლიზას. ექიმმა თქვა რომ ბავშვები კარგად იყვნენ. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ლიზამ და ნინამ გადაწყვიტეს ლუკასთან წასულიყვნენ . კაფეში რომ შევიდნენ სასიამოვნო ხედი დახვდათ, მარიამი და ლუკა ერთმანეთის პირისპირ იჯდნენ, ტკბილად საუბრობდნენ და ერთმანეთის ხელი ეჭირათ. ლიზას და ნინას დანახვაზე ცოტა დაიბნენ, მაგრამ გაუხარდათ მათი ნახვა. ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ.
* * *
ლიზა საწოლზე იწვა თავის ოთახში და ჩაძინებას აპირებდა, მაგრამ მობილურზე დაურეკეს, ისევ უხო ნომერი იყო.
-გისმენთ
ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ მძიმე სუნთქვა ისმოდა
-ვინ ხარ , ხმა ამოიღე, ვინ ხარ
-ლიზა.
ჩაესმა ძალიან ნაცნობი ხმა ლიზას. ხმა ბავშვობიდან, ხმა რომელიც ყოველ საღამოს ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა. ტანში ჯრუანტელმა დაუარა. ეგონა ეჩვენებოდა.
-ვინ ხართ
ხმა არავინ გასცა
-რა ჯანდაბა გინდა, ვინ ხარ ხმა ამოიღე რატომ მაწამებ
-დამშვიდდი ძვირფასო, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. უთხრა უკვე სხვა კაცის ხმამ.
-ვინ ხარ?
-გინდა მამიკო ნახო? მაშინ ჩიპი მომიტანე. ადგილს და დროს მოგწერ, იცოდე არავითარი პოლიცია, მარტო მოდი , თორემ მამაშენსაც მოვკლავ და შენს ჯერ არდაბადებულ შვილებსაც.
-არანორმალურო , ვინ ჯანდაბა ხარ. მამაჩემი მკვდარია, რას ბოდავ .
-კარგი რა გაეწყობა რახან არ გჯერა. იმეილი გახსენი.
ლიზამ იმეილი გახსნა. იქ ვიდეო დახვდა. ვიდეოზე სადღაც ბნელ ოტახში გალიაში დაბმული კაცი მოჩანდა. სახეზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, ვიღაცამ სახიდან ის მოხსნა . ლიზა თავლებს არ უჯერებდა, ეს ნამდვილად მამამისი იყო. ხელები აუკანკალდა, თვალებზე ბინდი გადაეკრო. ტელეფონი ყურზე მიიდო.
-დარწმუნდი ახლა? ჩიპს მომიტან თუ არადა მამშენის ტავს გამოგიგზავნი პოსტით
ტელეფონი გაითიშა. ლიზა შოკში იყო, ვერ აზროვნებდა. იატაკზე ჩაიკეცა და კარგა ხანს კედელს მიშტერებოდა. მამამისი ცოცხალი იყო. ვიდეოც ამას ადასტურებდა, მაგრამ კიდევ ვერ იჯერებდა. გაუცნობიერებლად დაიწყო მოქმედება. ეზოში გავიდა, ბაღიდან ბარი აიღო და მანქანაში ჩაჯდა. ბექამ თვალი მოკრა, მაგრამ ვეღარ მოასწრო მისი შეჩერება, ამიტომ თავის მანქანაში ჩაჯდა და ლიზას გაეკიდა. ლიზა მამამისის საფლავთან გაჩრედა, ბარს ხელი მოკიდა და გათხრა დაიწყო. ბექა მაშინვე მისკენ გაიქცა და ბარი ხელიდან გამოგლიჯა . ლიზა თხელი მაისურით იყო სახლიდან გამოსული ამიტომ კინაღამ გაიყინა, ბექამ ტავისი ქურთუკი მოაფარა და იქვე სკამზე ცამოჯდნენ. ლიზა ტიროდა, ხმას ვერარ იღებდა.
-ლიზა, გეხვეწები დაწყნარდი. რა მოხდა?
-ის , ცოცხალია
-ვინ?
-მამაჩემი
-რა?
-ახლა რა უნდა ვქნა, მას მოკლავენ . მე ვნახე, მისი ხმაც გავიგე.
-დაწყნარდი, ლიზა , ლიზა
ლიზამ აღარ იცოდა რას აკეთებდა, მუხლებზე დაეცა და გონება დაკარგა, ბექამ ხელში აიყვანა, მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა.



№1  offline წევრი natia-natia

Opaa aqreebi xdebaa

Opaa AQ raxdeba turme...momwons es istoria

 


№2  offline წევრი fireending

natia-natia
Opaa aqreebi xdebaa

Opaa AQ raxdeba turme...momwons es istoria

მადლობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent