ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(4)
– ჰეი! – დენი ჩემთან მოდის და წელზე მკიდებს ხელს, ამ დროს ვეცემი, მაგრამ არა... ის მაკავებს, დენი მიჭერს. ყველა ჩემთან მორბის. დენის ხელში ავყავარ და დივნისკენ მივყავარ. დივანზე ვჯდები, არა გული არ წამსვლია, უბრალოდ ცოტა დამაკლდა. – ეს დალიე! – დენის გაყინული ხმა აქვს, ჭიქას მიწოდებს, ყველა ჩემთანაა, ელა გვერდზე მიზის და რაღაცეებს მეკითხება, მაგრამ არაფერი არ მესმის. ვცდილობ დენის ჭიქა გამოვართვა მაგრამ ხელები მიკანკალებს და ვერ ვართმევ. – კარგი! მე დაგალევინებ – იძახის და ჭიქა ჩემს ტუჩებთან მოაქვს. სმას ვამთავრებ და მას ვუყურებ. ისიც მე მიყურებს – უკეეთ ხაარ? – მეკითხება. მე თავს ვუქნევ. – დეი! რა მოგივიდა? – ელა შეშინებულია – მე... არ ვიცი.... არ მინდოდა ანა ჩემ გამო წასულიყო! – თვალებს ვხუჭავ და ისევ ვახელ. დენი უკვე წელშია გამართული. – რაა? ამის გამო ხარ ასე ცუდაად? – თომი შფოთავს – წყალი დალიე ისევ! – ამჯერად ელა მასმევს წყალს – მადლობა! – ვეუბნები, ის მიღიმის – მეცადინეობას ვეღარ შეძლებს და ჯობია სახლში წავიყვანოთ! – იძახის ელა – ხო რათქმაუნდა! დაისვენემ My Sweety! – იძახის თომი – არა! შემიძლია მეცადინეობა, კარგად ვარ უკვე, მართლა, – ვეუბნები მათ – ფერი კი დაგიბრუნდა მაგრამ არ ვიცი – ელა დაეჭვებული მიყურებს – ხოო. კარგად ვარ. – ვეუბნები და ფეხზე ვდგები – დარწმუნებული ხაარ? ისევ ცუდად რომ გახდე? – ელა ისევ მკლავზე მკიდებს ხელს – არა, უბრალოდ ვინერვიულე, ახლა კარგად ვარ მართლა, – ვუღიმი – თუ კარგად ხარ გამეცადინებთ, დღეს შენ მარტო. დენისთან ერთად ხვალიდან დაიწყებ კაგრიი? – თომი ბედნიერი სახით მიყურებს, მას გულში მადლობას ვუხდი. კიდე მარტო მირჩევნია, ვიდრე დენისთან ერთად. – კარგი! – თავს ვუქნევ – ახლები ვინც ხართ მოდიიიით! – ყვირის თომი და ხელებს ერთმანეთს უტყაბუნებს დენი კი სახლში მიდის. * * * რეპეტიცია საღამოს 11–მდე გაიწელა. ელა მე მიცდიდა. ახლა კი მოვრჩით მეცადინეობას და ფეხები საშინლად მტკივა. ჩემი ჩასაცმელი კაბაც მაჩვენეს, რომელიც ლურჯი იყო და მოკლე, წელზე მომდგარი და გამჭირვალე, შემდეგ კი მოშვებული იყო. თავიდან ამან დამაკომპლექსა მაგრამ მათ ვერაფერი ვუთხარი. – წავიდეეთ? – ელა ჩემთან მოდის, საშინლად გაფლიანებული ვარ. თითქმის სულ მე მამეცადინებდნენ რახან ფრთიანებს მივეკუთვნები. – კი წავიდეთ! – ვუღიმი – მოიცათ ჩემო ლამაზებო! – თომი უკან მოგვყვება, ჩვენ მას ვუცდით – იქნებ მანქანით მიგაცილონ ჩვენმა ბიჭებმა? – არა! არ გვინდა! – ელა უღიმის – ხო, არ გვინდა! – მეც ვუღიმი – კარგით მაშინ დაგემშვიდობებით! – თომი ორივეს გვკოცნის და მიდის. ჩვენ შენობიდან გავდივართ. ცა მოღრუბლულია. – აუ რაკარგია შენც რომ ფრთიანებში ჩაგაყენეს!– ელა გვერდულად მეხუტება – კიიი! – მეც ვეხუტები – მაგრამ ანა რომ გააგდეს... – მისკენ ვიხედები – არაუშავს! ოდესღაც მაგის გულისაც გააგდეს ერთერთი ფრთიანი! – ელა ხელებს მიშვებს და მეც ვშორდები – შენს მერე მე გამოვალ! – ელა ძალინან ბედნიერია. ამ დროს უეცრად ძალიან ძლიერი წვიმა იწყება და ორ წამში ვსველდებით. – აუ რამაგარია! – ყვირის ელა. ხალხი გაკვირვებული უყურებს მაგრამ მას არ ანაღვლებს. – გინდაა გავიქცეთ? – ვთავაზობ – ხოო გავიქცეთ! – მეუბნება და ერთად მივრბივართ წვიმაში, დაგუბებულ წყალში სამჯრ ჩავადგით ფეხები და მთლიანად დავსველდით. – ვაიმე! აღარ შემიძლია! – სახლამდე ქოშინით მივდივართ – მეც დავიღალე! – ვეუბნები ელას – მაინც მაგარი იყო! – იძახის და სიცილს იწყებს. ელა ძალიან ლამაზია. – ყველაზე მაგარი იყო! – ამჯერად მე ვყვირი – შენც ჩემნაირი ხარ! – ელა ყვირის. წვიმაში მისი ხმა ცუდად მესმის. – შენნაირი ახლა გავხდი! – მეც ვუყვირი, ის ისევ იცინის, მისი სიცილი ისეთი უდარდელი და თავისუფალია... – მაგას მნიშვნელობა არ აქვს! შევიდეთ! – მეუბნება და სახლში შევდივართ ელას ვემშვიდობები და კოტეჯისკენ მივდივარ. შიგნით გალუმპული შევდივარ. ფეხსაცმელებს ვიხდი . დედას ოთახიდან ხმაური მესმის და მეც იქეთ მივდივარ. კარი ღიაა და დედა შიგნით ჩემოდანში ბარგს ალაგებს, ანდრო კი მას უყურებს. – დედა! – ის ჩემკენ იხედება, მაშინვე დგება და მოდის – დეი რას გავხარ! – დედა დაცინვას მიწყებს – თუ გინდა ჩაგეხუტები! – ვეუბნები და ხელებს ვშლი! – დეი არ გაბედო! – ანდრო სიცილით გვაკვირდება – დედა! – დედას ვეხუტები და მასაც ვასველებ, ჩახუტებისას ვხვდები რომ ისიც ჩემსავით გახდა, გამხდარი იყო მაგრამ ახლა უფრო გამხდარია – გილოცავ ჩემო გოგო! – ახლა თვითონ მეხუტება. – ჩემო ლამაზო! – სველ თმაზე მეფერება! – მადლობა! – ვშორდები – შენც დაგასველე! ვინ გითხრა ჩემზე? – ნინომ! მან თავიდანვე იცოდა რომ აგირჩევდნენ, სტილისტები შენს დასწრებაზე იყვნენ! – დედა თმას სახიდან მიწევს – აქ რა ხდება? – ჩემოდანებისკენ ვანიშნებს – ხოო! ნინო თბილისში მიდის ერთი ან ორი კვირით ხვალ დილით და მეც მივყვები, დამხმარე სჭირდება! – რაა? ამდენი ხანიი? – ხოო! სააგენტო ახალ სეზონს ხსნის და საქმეები აქვს! – დედა ანდროსკენ იხედება, რომელსაც წუთიწუთზე ფეხსემდგარს დაეძინება – კარგი შენ წადი სველი ხარ, ცხელი წყლით დაიბანე და საწოლში შეწექი, მიდი! – დეეე! შენც ჩემთან დაიძინე დღეს, ანდროც ჩვენთან დაიძინებს! მიდი რააა! – დედა მიღიმის და თავს მიქნევს – შენ წადი და ჩვენც მოვალთ ჩემს ოთახში გავდივარ და მაშინვე აბაზანაში შევრბივარ. ცხელი წყალი მსიამოვნებ. ვიბან და შემდეგ თმას ვიშრობ, თეთრ მაისურს ვიცვამ და ჩემს ოთახში გავდივარ. დედა ფანჯარასთან ღამის პერანგში გამოწყობილი დგას და ზღვას უყურებს. დედა ულამაზესია! ანდროს კი უკვე ძინავს საწოლზე. – გამოხვედიი? – დედა ჩემკენ იხედება – კიი! – ვეუბნები და საწოლში ვძვრები, დედაც ძვრება ჩემს გვერდით – დღევანდელზე ყველაფერი მომიყევი – დედა ინტერესით სავსე მზერით მაშტერდება მეც დედას ყველაფერს ვუყვები დღევანდელზე, არაფერს არ ვუმალავ. – მე ვფიქრობ რომ დენი საოცარი ბიჭია! – დედა ეშმაკურად მიღიმის – ამას მე რატომ მეუბნები? – ერთმანეთს შეეფერებით – დედა პირდაპირ მეუბნება – დედა მას შეყვარებული ჰყავს! – მერე რააა! დენის ნუცა არ უყვარს, მოსწონს. – მათთვის ესეც საკმარისია! – მოწონება საკმარისი არაა დეი! უნდა შეიყვარო! – დედა მამაჩემი გიყვარდაა? – მოულოდნელად ვეკითხები – კიი! ძალიან. მაგრამ ასე არ უნდა შემყვარებოდა, ღირსი არ იყო! – დედას თვალები უწყლიანდება – მე მამა მიყვარდა სანამ წავიდოდა! მერე გადამიყვარდა! ახლა საერთოდ არ მიყვარს! რომ გავიგე რომ მოკვდა, ჩემთვს უკვე მკვდარი იყო! – ჩემთვის ახლაც ცოცხალია! – დედას მამა ისევ უყვარს – ეს ცუდია! მან მიგვატოვა! – ხოო ვიცი! მაგრამ შენც შეგიყვარდება ვინმე და ამას მერე მიხვდები! შენც ვერასდროს გადაიყვარებ! – დედა მეხუტება, ანდროსაც ვიხუტებთ და გვეძინება. * * * დილით რომ ვიღვიძებ დედა საწოლში არაა, მხოლოდ ანდროს ვეხუტები. საათს ვამოწმებ, დილის შვიდი საათია. ფრთხილად ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. – დილამშვიდობისა! – დედას ვესალმები – დილამშვიდობისა! – დედა მკოცნის – მიდიხაარ? – ხო მივდივარ! – ამ სახლში უფროსი არავინ არ იქნებააა? – ახლაღა მაინტერესებს ეს კითხვა – არა! – დედა იცინის – თავისუფლები იქნებით! სანამ მე ჩამოვალ იცოდე შენ აქ სამუშაო არ გაქვს! – დედა თმას იკრავს და ჩემოდანს ხელს ავლებს – კარგი! – ვეხვევი – საუზმე კარადაშია! – კარგ მგზავრობას გისურვებ! – მადლობა! – დედა მიღიმის და სახლიდან გადის მე ჩემს ოთახში ვბრუნდები და გარდერობს ვაღებ. შავ–თეთრ ზოლებიან მაისურს, ჯინსის შორტ კომბინიზონს და შავ კედებს ვიცვამ. თმას კოსად ვიკრავ და ოთახიდან გავდივარ. ადრეა. არ მშია და კოტეჯიდან გავდივარ. ველოსიპედს ვაჯდები, ყურსასმენებს ვირგებ, მუსიკას ვრთავ და ნაპირებს ჩქარა. ძალიან ჩქარა მივუყვები. მზე ძალიან ძლიერად აჭერს. მაშინვე მცხება. ცოტახნით ვხერდები და ხელებს ზღვის წყლით ვისველებ. იქვე ქვაზე ცოტახნით ვისვენებ და შემდეგ ველოსიპედით ისევ უკან ვბრუნდები. სახლის კარს ვაღებ და სამზარეულოსკენ მივიწევ. იქ ანდრო ზის სკამთან და სენდვიჩებს მიირთმევს. – ადრე გაიღვიძე! – ლოყაზე ვკოცნი და მის პირდაპირ ვჯდები. ანდრო უკვე გამზადებულია წასასვლელად და თმაც ლამაზად გადაუვარცხნია. – ადრე არაა ცხრის ნახევარია! – ანდრო ღიმილით მეუბნება, მე საათისკენ ვიხედები, ის მართალია. – უი! ხოოო მართალი ხარ! – ვეუბნები და თმასვუჩეჩავ – აააუუუუუუუუუუ! – ანდრო ყვირილს იწყებს და ხელს მეც მაშორებ – ხომ გითხარი თმას ნუ მიჩეჩავ მეთქი. – მე მეცინება – გოგოებს თმააჩეჩილი ბიჭები უფრო მოსწონთ, ვიდრე გალაკულ თმიანი, ბარემ ბანტიანი აბადოკი გაიკეთე! – ისევ ვიცინი – ბანტიან აბადოკს არ გავიკეთებ! – ის ისევ ბრაზობს – შენ რა იცი რომ გაჩეჩილთმიანი ბიჭები მოსწონთ გოგოებს? – ანდრო ისე მიყურებს თითქოს რამეში გამომიჭირა – მეც გოგო ვარ! – თმას ისევ ვუჩეჩავ, შემდეგ ოდნავ ვუსწორებ – ასე ჯობია! – ვუღიმი – ახლა ადექი და წავიდეთ! – ვეუბნები როცა ჭამას ამთავრებს – ხოო! – ის დგება და ზურგჩანთას იკიდებს. მეც მასსავით ვიქცევი – აწი ჩემს ხელში ხარ ხომ იციიი? – მას ხელს ვხვევ – პირიქით! – იცინის და სახლიდან გავდივართ. ველოსიპედებს ვაჯდებით და წინა ეზოში გავდივართ თუარა, მაშინვე ელა დე სესი გვხვდებიან ველოსიპედებით. – Hi! - ყვირის ელა და ჩვენ გვიახლოვდებიან – მოდიხააართ? – ვეკითხები სიცილით და ერთ ფეხს ძირს ვადგამ რომ ველოსიპედი გაჩერდეს – კიი, წავიდეთ! – მე და ელა წინ მივდივართ. სესი და ანდრო კი უკან მოგვყვებიან. – დღეს საღამოს ჩვენს უკანა ეზოში მეგობრები მოდიან! გავერთობით, შენც გაგაცნობ მათ! კარგები არიან მოგეწონება! – ელა წინ იყურება და ქარისგან ლამაზი შავი თმა უფრიალე, თვალები დაწვრილებული აქვს – ხოო... ალბათ! – მეც წინ ვიყურები და ველოსიპედს გამართული, ფეხზე მდგომი მივაქროლებ – ალბათ არა, მართლა მოგეწონება! უბრალონ იქ ის გათხაპნილიც იქნება! – იცინის. მივხვდი რომ ნუცას გულისხმობდა. მეც მეცინება – და კიდევ საბა! აი ის შენ რომ მოსწონხარ! – გველურად მიყურებს და ბოლოს ეცინება – არ მოვწოვარ! – მეც მისკენ ვიყურები და მეცინდება – კარგი რააა! მან უკვე გვითხრა რომ მოსწონხარ! – ელა ამას ისე ამბობს თითქოს ყველაზე საოცარი რამ მოხდა – მე არ მომწონს – სიცილს ვერ ვიკავებ – კარგი! კარგი! – სკოლას ვუახლოვდებით და ველოსიპედის გაჩერებას აღარ ვცდილობ, პირდაპირ ვხტები. ელაც ჩერდება და ანდრო და სესიც გვიახლოვდებია. – სახლში მათე წამოგიყვანთ! ანდრო შენ სესის არ მოშორდე! – ელა მათ ბაღის შესასვლელისკენ უბიძგებს – ახლა კი მოშორდით! – ელა იცინის, სესი და ანდროც შენობაში შერბიან. მე და ელა ველოსიპედებს მათ ადგილას ვაყენებთ და სკოლაში შევდივართ. * * * – მანქანა არ გვინდა ხოო? – მეკითხება ელა როცა სკოლიდან გამოვდივართ და სახეში ხელებს ინიავებს – აუ არა! მანქანებში ალბათ ცხელა. ველოსიპედები ხომ გვყავს და... – მე კი მაისურის საყელოს ვამოძრავებ რომ ცოტათი გავგრილდე – ხოო წავიდეთ! – ელა ველოსიპედს აჯდება და მეც მასსავით ვიქცევი. სააგენტოსკენ მივდივართ. – ნუცას შენი შურს – ელა ღიმილით იხედება ჩემკენ, ველოსიპედები ნელა მიგვყავს – შუუურს? რისი უნდა შურდეს? – მეც მას ვუყურებ – იმისი რომ, ჩემ ძმასთან ერთად შენ გამოდიხარ და არა ის, შესაბამისად ფოტოებს ჩვენების შემდეგ ერთად გადაგიღებენ, თან თქვენ ჩვენებას ხსნით! – მერე რააა! მე ხომ დენის შეყვარებული არ ვარ. შენს ძმას ნუცა უყვარს და რაღა ანაღვლებს. – ჩემ ძმას ნუცა არ უყვარს, უბრალოდ მოსწონს, მას არავინ შეჰყვარებია ჯერ, ნუცა რომ უყვარდეს თავს მოვიკლავდი! – ელას ეცინება და თითქოს მისი ნათქვამი მეც მსიამოვნებს. არა! ასე რატომ ვიქცევი? რისი იმედი მაქვს?! – ნუცა რომ გიყურებს ყოველთვის ასეთი სახე აქვს! – ელა სახეს სასაცილოდ მანჭავს და წარბს მაღლა სწევს. მე მეცინება. – მართლა ასეთი სახე აქვს! – ძლივს ვამატებ სიცილისგან. ელაც იცინის. სააგენტოსთან მივდივართ და ველოსიპედიდან ვხტებით. იქვე ვაყენებთ და შენობაში შევდივართ. პირველივე დერეფანში ნუცა მის ორ დაქალთან, ლიკასთან და ნუკასთან ერთად დგას. ჩვენ რომ შევდივართ მზერა მაშინვე ჩვენზე გადმოაქვს. ზუსტად ისეთი სახე აქვს როგორც ელამ მიბაძა. ღმერთო ელამ ზუსთად მიბაძა. სიცილს ძლივს ვიკლავებ და ელასკენ ვიხედები. – ხომ გითხარი! – ხმამაღლა სიცილს იწყებს და მეც ვეღარ ვიკავებ. სამეული გაკვირვებული შემოგვცქერის. – ოჰ ჩემო გოგონებო! – თომი გვიახლოვდება, მის გვერდით დემი მოაბიჯებს – გამარჯობა! – თომის და დემის ღიმილით ვესალმები – ჰეი ჩემო ძმაო! – ელა დემის სასაცილოდ ეხვევა – ჩემო ჩიტუნავ! – ისიც ხვევს ხელებს – My Sweety! რა სიმშვენიერება ხარ ჩემო გოგონა! – თომიც მეხვევა და ცოტახნის შემდეგ მეც ვეხვევი. – როგორ ხარ ჩემო ტკბილო? – დემი ისე მკითხება თითქოს დიდი ხანია ვიცნობ – მადლობა, კარგად! – ვუღიმი და თომის ვშორდები – კარგი! – ყვირის თომი – გოგონებო! – დერეფანში ყველა გოგო თომისკენ იხედება – წავიდეთ! რეპეტიცია იწყება! – ის მიდის და მეც მას მივყვები. * * * ცოტახანში მთელი დარბაზი მოდელებით ივსება და დენიც შემოდის. – ჩარკვიანი! ჯაყელი! თუ შეიძლება მობრძანდით! – პოდიუმზე ლამაზი, შავგრემანი და დახვეწილი ქალი დგას. – მიდი შენ გეძახიან! – ელა მხარზე მხარს მირტყამს. მე ვდგები და პოდიუმისკენ მივიწევ. პოდიუმზე კიბით ავდივარ. ახლაღა ვხვდები რომ ჩემ უკან დენი მოდის. ქალი ჩვენთან მოდის. – მოკლედ! – დაიწყო მან ხმადაბლა. – დენი ძვირფასო, შენ ცალკე მეცადინეობა არ დაგჭირდება! – დენის უღიმის – შენ კი ჩემო გოგო! – ჩემკენ იხედება – გუშინ რეპეტიციაზე ყველაფერი კარგად გამოგივიდა! ამიტომ ცალკე მეცადინეობა არც შენ გჭირდება საყვარელო! მაღალქუსლიანებსაც შესანიშნავად ხმარობდი, ახლა კი მუსიკის თანხლებით, ვიმეცადინებთ! – თქვა მან. ის მართალია. გუშინ მაღალქუსლიანებზე პირველად დავდექი და არ გამჭირვებია. ადვილი იყო. – ახა კი პოდიუმის თავში დადექით, დეიზი შენ მარჯვნივ, დენი შენ მარცხნივ! სამამდე რომ დავითვლი მხოლოდ მაშინ დაიწყეთ სიარული! – გვეუბნება ის და პოდიუმიდან ჩადის. მე ისე ვიქცევი როგორც ქალმა მითხრა და პოდიუმის თავში, მარჯვენა მხარეს ვდგები, მაღალქუსლიანები უკვე მაცვია, არ მიჭირს სიარული მაგრამ მაინც საშინელებაა. დენი ჩემს გვერდით დგება. მუსიკა ირთვება. ყველა ჩვენ გვიყურებს. ნუცა ადგილზე ხტის, თითქოს რაღაცას ელის. ქალი ცოტახანში ითვლის. – 1... 2... 3.... წავიდა! – ყვირის ის, და დენი ადგილიდან იძვრის, მეც მას ვბაძავ. გაყინული სახე აქვს და წინ იყურება. – თავი მაღლა ჩარკვიანი! – ყვირის ქალი, მეც თავს მაღლა ვწევ. – კარგია მომწონს! შესანიშნავია! – ის აღფრთოვანებულია პოდიუმის შუა ნაწილამდე გავდივართ. მარჯვენა ფეხ ვადგამ და ფეხის ქვეშ სისველეს ვგრძნობ, ფეხი მისრიალდება და პოდიუმზე უკანამხრით ვეცემი, ხელების დახვედრებას ვასწრებ და თავს არ ვარტყამ. ხელით იატაკს ვეხები და ვხვდები რომ რაღაც საპონივით მასა უსვია. ფეხი ოდნავ მტკივდება. მუსიკა მალევე ირთვება. ფეხებს ჩემკენ ვიკეცავ. მესმის ნუცასა და მისი მეგობრების სიცილი, არა მხოლოდ ისინი არა, სხვებიც იცინიან. ნუცა! ამას ელოდებოდა. მან წაუსვა იატაკს საპონი რადგან ახლა ის ყველაზე ხმამაღლა იცინის და იძახის "დაინახეეთ?!" თვალებიდან ცრემლები მცვივდება და ჩემს თავზე ვბრაზდები. დენი მოდის და ჩემკენ იხრება. სახე ძალიან ახლოს მოაქვს. ზედმეტად ახლოს. იმდენად ახლოს რომ ცოტაც და შევეხები. – მისმინე! – ის გვერდზე იხედება და შემდეგ ისევ მე მიყურებს, ნუცას ვამჩნევ რომელიც სიცილს წყვეტს და დაბღვერილი მიყურებს, დენი აგრძელებს – კიდე უნდა გააგრძელო ტირილი , თუ ადგები და აჩვენებ რაც შეგიძლია!– მეუბნება და მშორდება. ახლაღა ვამჩნევ რომ ამდენი ხანი სანამ ის მელაპარაკებოდა არ ვსუნთქავდი. ახლა კი ამოვისუნთქე. არა, ის მართალია. არ უნდა ვიტირო! არ მინდა ტირილი. ფეხზე ვდგები და ისევ პოდიუმის თავში გავდივარ. დენი უკვე აქ დგას. რატომ დამეხმარა? მას ვძულვარ. იქნებ არ ვძულვარ? მაგრამ მაშინ დახრჩობასაც არ შეეცდებოდა. – კარგით ჩემო კარგებო! – ისევ იმ ქალის ხმა – ეს არაფერია! მთავარია ჩვენებაზე არ წაიქცე, ხომ კარგად ხარ ძვირფასოო? – ქალს ამჯერად თბილი ხმა აქვს. – არაფერი! უბრალოდ იქ საპონი ასვია – მისკენ ვიხედები. ქალს გამომეტყველება ეცვლება – ოოჰ! ღმერთო მართლააა? კარგით! კარგით! იქამდე რომ მიხვალ ამ ჯერზე დენისკენ გადადი, შემდეგ მოვუვლით და მოვასუფთავებთ! ნუ ღელავ! – ქალი მიღიმის, მეც თავს ვუქნევ და წელში ვიმართები. მუსიკა ირთვება, ქალი ითვლის და მესამე თვლაზე მე და დენი ერთდროულად ვიწყებთ წინ სვლას. მარჯვენა... მარცხენა... ვცდილობ არაფერი შემეშალოს. თავი მაღლა და პატარა ნაბიჯები. მგონი გამომდის. – კარგია ჩემო ძვირფასებო! – ქალი პოდიუმის ქვევიდან ჩვენ გასწვრივ მოაბიჯებს და გვაკვირდება. როდესაც პოდიუმის შუა ნაწილს ვუახლოვდებით, მე დენისკენ გაუბედავად გადავდივარ. წამით მის მხარს ჩემით ვეხები და ვკრთები, მას კი სხეული ეჭიმება, მაგრამ მალევე ვშორდები და გზას ისევ ჩემი გზით ვაგრძელებ. პოდიუმის ბოლომდე გავდივართ. ქალი წინ გვიდგება. – კარგია! მარჯვნივ! მარცხნივ! შებრუნდით! – ვბრუნდებით და ისევ უკან მივიწევთ. ისევ დენისკენ გადავდივარ, მაგრამ აღარ ვეხები და ბოლოს ჩეს ადგილს ვუბრუნდები, პოდიუმის ბოლომდე ვაღწევთ და ვჩერდებით. – ოოო ღმერთო! ძალიან კარგი წყვილი ხართ! ყველაფერი მშვენიერი იყო საყვარლებო! რამოდენიმეჯერ გავიმეოროთ და თავისუფლები იქნებით! * * * დღეს შედარებით მოკლე რეპეტიცია გვქონდა. დენი მაშინვე წავიდა როგორცკი ჩვენი რეპეტიცია დამთავრდა, ნუცასაც არ დაუცადა. საღამოს 8–ისთვის ყველა მოვრჩით რეპეტიციას. – დღეს ხომ იქნები ჩვენთან ერთად ზღვის ნაპირზე? – უეცრად ჩემს უკან საბას ხმა მომესმა – უი! – მისკენ შევბრუნდი – არ ვიცი, ალბათ კი! – საბამ გამიღიმა – საოცარი მეგობრები გვყავს! – მას გაეცინა – ძალიან კარგი! – მეც გავუღიმე – ცურვა იციი? – მკითხა და ხელში დაჭერილი ბოთლიდან წყალი მოსვა – არა, არ ვიცი – თავი დაბლა დავხარე – დღეს თუ გინდა გასწავლი – საბამ გამომცდელად შემომხედა – სხვა დროს იყოს – ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა – კარგი! საღამომდე! – ნახვამდის! – დავემშვიდობე და ისიც წავიდა. – ჰეიიი! დეიი! – ჩემკენ ელა მოდის, მას ზურგს უკან ის ბიჭი მოჰყვება დღეს ვისთან ერთადაც ავარჯიშეს. – ელა! – ვიღიმი და მისკენ ვბრუნდები – ეს ერეკლეა! რომ გიყვებოდი! – მანიშნებს ბიჭზე. ბიჭი ძალიან სიმპათიურა. მაღალი, გამხდარი, ყავისფერი თმით და თვალებით. ელას უხდება. ერეკლემ გამიღიმა. – ეს კი დეიზია! შენც გიყვებოდი მასზე! – ახლა კი ერეკლეს ანიშნებს ჩემზე – სასიამოვნოა! – ის ისევ მიღიმის და ხელს მიწვდის, მის ხელს ვაშტერდები, ბოლოს კი მეც ვართმევ ხელს – ჩემთვისაც! – მეც ვუღიმი.. – კაი ჰოოო, არ გინდათ ამდენი ოფიციალურობა,, წავედით! – ელა ხელს მავლებს და გასასვლელისკენ მიმათრევს. ერეკლეც უკან მოგვყვება სიცილით. გარეთ გავდივართ და შავ დიდ მანქანასთან მივდივართ. ელა წინა კარს აღებს. – რას უყურებ ჩაჯექი! – ჩემკენ იხედება. მეც ვაღებ უკანა კარებს და მანქანაში ვჯდები. ასეთი ძვირადღირებული მანქანებში არასდროს ვმჯდარვარ. ერეკლეც ჯდება მანქანაში და მანქანა იძვრის. – ველოსიპედები? – ახლაღა მახსენდება – ვველოსიპედები მათემ წაიღო უკვე! – ელა ფანჯარიდან თავს ყოფს ცოტახანში სახლამდეც მივდივართ. მანქანიდან მეც და ელაც გადმოვდივართ. – იცოდე მალე მოდი გაიგეე? – ერეკლეს ტუჩებში კოცნის და საბოლოოდ გადმოდის მანქანიდან. – შევიდეთ! – სახლში შევდივართ. – მე უნდა გამოვიცვალო, შენ არ წამოხვაალ? – ელა ჩერდება – არა! სახლში გავალ, მეც გამოვიცვლი. ანდრო სესისთანაა ხოო? – კიი და დღეს სესისთან რჩება! კარგი შევალ მე და ცოტახანში ჩავიდეთ! – მეუბნება და სახლში ისე შედის ჩემს პასუხს არც უცდის. მეც კოტეჯისკენ გავდივარ. ნაპირთან დენის, ნუცას და საბას ვცნობ. სახლში სწრაფად შევდივარ რომ არ დამინახოდ და კარებს ვიხურავ. ჩემს ოთახში შევდივარ და ზურგჩანთას იქვე საწოლზე ვაგდებ. გარდერობს ვაღებ და ნაცრისფერ მმოშვებულ ტოპს, თეთრ შორტს და სანდლებს ვარჩევ, სააბაზანოში შევდივარ, ვიბან და არჩეულ ტანსაცმელს ვიცვამ. თმას ვივარცხნი და ვიწნი. შემდეგ კი დაღლილობისგან საწოლზე ვეშვები. ცოტახანში მეღვიძება. ფანჯრიდან მაშინვე ვიხედები. უკვე ყველა ნაპირთანაა. ელაც იქაა და ალბათ მიცდის. მაშინვე ვდგები და სახლიდან გავდივარ. მათკენ მივიწევ. ცეცხლი დაუნთიათ და გარს შემომსხდარად. დენი შეზლონგზეა გაწოლილი და ნუცაც მას ეხუტება. ერეკლეც მოსულა. ის და ელა ერთმანეთის გვერდით სხედან. ვიღაც ორი გოგო და ორი ბიჭი არიან. და კიდე საბა. მათკენ მივდივარ. დენის მხოლოდ შარვალი აცია. წელს ზემოთ კი შიშველია. ღმერთო. თვალს ვერ ვაშორებ. ნუცა კი მკერდზე მიხუტებია და დენისაც შემოუხვევია მისთვის წელზე ხელი. თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. ეს ყველაფერი ჩემს თავზე მაცოფებს. მათ ნელა ვუახლოვდები. – დეიი! – ელა პირველი მამჩნევს და ჩემკენ იხედება – კარგია რომ მოხვედი. – ის მიღიმის. – ყველა ჩემკენ იხედება. ვიღიმი. – ხოო! ჩამეძინა და მაგიტომ დამაგვიანდა! – ვეუბნები და ტოპის ბოლოებს ვაწვალებ. – მოდი დაჯექი. – ვიღაც ლურჯთმიანი გოგონა თავის გვერდით მითითებს ადგილს. მეც მასთან ვჯდები. – მე ბლუ მქვია! – მიღიმის და ხელს გვერდულად მიწვდის – მე დეიზი! – ვეუბნები და ხელს ღიმილით ვართმევ. ბლუ ძალიან ლამაზი და საყვარელია. გრძელი ლურჯი თმა და მუქი მწვანე თვალები აქვს. თმა ჩამოუშლია. – დეიზი! ლამაზი სახელია! – ის იღიმის – ეს დათოა! ჩემი შეყვარებული! – იძახის და ბიჭს მუჯლუგუნს ურტყამს – ესენი კი ნიკა და ნინა არიან, ესენიც შეყვარებულები! – დანარჩენ გოგოზე და ბიჭზე მანიშნებს, ყველა მიღიმის – დანარჩენებს უკვე იცნობ! – ბლუ ჩემკენ იხედება – ხოო ვიცნობ! – ვუღიმი და დანარჩენებისკენ მეც ვიხედები. ნუცა მიბღვერს და დენის ძლიერად ეკრობა, მასაც დანარჩენებივით მხოლოდ საცურაო კოსტიუმი აცვია, მასაც ძალიან ლამაზი სხეული აქვს. დენისკენ ვიხედები რომელიც მე მიყურებს, ისევ დაბღვერილი, მას თვალს სწრაფად ვაცილებ, ელა და ერეკლე ერთმანეთს ეკინკლავებიან, საბასკენ რომ ვიხედები ის მიღიმის, მასაც თვალს ვარიდებ. – მე ბლუ დედამ დამარქვა, რომ გავიზარდე ჩემი სახელის შესაბამისად შევიღებე თმა! – ბლუ თმას იჩეჩავს – შენ ვინ დაგარქვა დეიზიი? – ამჯერად ჩემკენ გადმოაქვს მზერა – მე ბაბუამ დამარქვა დეიზი – თავს დაბლა ვხრი – ვაუუ! ბაბუაშენს კარგი გემოვნება აქვს როგორც ჩანს! ძალიან ლამაზი სახელია! – ამბობს ნინა – ხოო ჰქონდა! – ვიძახი მე და თვალებზე ისევ ცრემლები მადგება – რას გულისხმოობ? – ნინა მეკითხება – მოკვდა ბაბუაჩემი! – ცრემლებს უკან ვაბრუნებ და თავს მაღლა ვწევ – უი! ბოდიშს გიხდი! – არაუშავს მივეჩვიე! – ვეუბნები მას და ოდნავ ვიღიმი. ყველა ერთობა. ბიჭები ლუდს სვამენ. მე მხოლოდ კოკა–კოლა დავლიე. დაახლოებით ერთი საათი, კოცონთან ვსაუბრობთ, შემდეგ კი ყველა იფანტება. ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას. – დეი! არ გინდაა წყალში ჩვენთან ერთად შემოხვიდეე? – ელა მიყვირის როდესაც კოცონთან მარტო ვრჩები. – კი წამოვალ! – ვეუბნები და მასთან მივდივარ. დენის ვაკვირდები. ის მხოლოდ ჩემთანაა ასეთი უჟმური, აქ გიჟივით იქცევა. ელა ხელს მკიდებს და მწკრივს ვქმნით, ზღვის წინ. – ერთიიი.... – იწყებს ყვირილს ელა, ახლაღა ვამჩნევ რომ აქ ბლუ არაა – ორიი..... სამიიი! – ყვირის და ყველა ზღვისკენ გარბის. მე და ელა ერთად მივრბივართ. ზღვაში შევდივართ და ის ცოტახანში მოულოდნელად ღრმავდება. წყალში ვვარდებით. ვფართხალებ და ელას სიცილით ვეხუტები, ისიც ჩემსავით იქცევა და ორივე ვფართხალებთ, თან სიცილით ვერ ვახერხებთ რომ თავი შევიკავოთ და იქეთ–აქეთ ვქანაობთ. – ცურვა არ ვიცი! – ვყვირი და თან მეცინება. წყალი თბილია – გიჟი ხარ! – ისიც მიყვირის. დანარჩენები სიცილით დაცურავენ. მე და ელა რამოდენიმე წუთი ვფართხალებთ და ბოლოს ნაპირამდე გასვლას ძლივს ვახერხებთ. იქვე ტალღებთან ორივე ძირს ვიშოტტებით. – ცურვა თუ არ იცოდი რატომ არ გვითხარი? – ელა სიცილით კვდება – არ ვიცი! – მეც ვიცინი. ვინემ რომ გვნახოს პირველითაობის დებილებად შეგვრაცხავს. – გიჟი ხარ! – ისევ იცინის – შენ დაგემსგავსე! – მისკენ ვიხედები – კარგია! – ისიც იხედება ჩემკენ და ისევ სიცილი გვიტყდება. – ჩემი პირველი მეგობარი ხარ! – მეცინება – ვააუ! ვიღაცის ცხოვრებში რაღაცით პირველი ვარ! მაგარი! მეც არ მყოლია შენსავით მეგობარი! – ავდგეთ! – ვამბობ და ორივე ნელა ვდგებით – ელაა! – ერეკლე ყვირის – მე უნდა წავიდე! – რააა? საად? – ელა მისკენ მიდის. ისინი ლაპარაკს იწყებენ. მე მთლიანად სველი წყლის დაბალ ტალღებს ნელა მივუყვები და სეირნობას ვიწყებ. ცისკენ ვიხედები. ის ისეთი ლამაზია.... ამას ვერაფერს შეადარებ. დანარჩენებს საკმაოდ ვშორდები და მოულოდნელად, ორ დიდ ქვასთან მჯდარ ბლუს ვაწყნები. – ბლუ?! – მისკენ მივდივარ – დეიზი! – ის მიღიმის და რაღაც დახვეულ ქაღალდ პირში იდებს, ალბათ შიგ მოსაწევია, ის ეწევა. მე მის გვერდით ვჯდები და ვუყურებ. – არ გინდაა გასინჯო? – მოსაწევს ჩემკენ ისე იშვერს არც მიყურებს – არ მინდა! – მე მას თვალებს არ ვაშორებ – თავისუფალი რატომ არ ხარ? – ამჯერად ჩემკენ იხედება – რააა? მე თავისუფალი ვარ! – ვეუბნები მას დაბნეული. – არა! არ ხარ! ის უნდა აკეთო რაც გინდა. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა,ამ მცირე დროში თავისუფალი თუ არ იქნები, ცხოვრებას რაღა აზრი აქვს. ჩვენს სამეგობროში ყველა თავისუფალია! ნუცაც კი რომელიც ნამდვილი ალქაჯია! მაგრამ მას უნდა რომ ასე იყოს და ასეცაა. მხოლოდდ მე არ ვეწევი ამას. – ბლუ მოსაწევზე მანიშნებს – ყველა ეწევა, ელაც! მაგრამ არა ყოველთვის. ჩვენ ნარკომანები არ ვართ, იშვიათად ვეწევით. ეს რაღაც ნამდვილი ნაგავია მაგრამ ჩვენ მოგვწონს და ვეწევით, კარგი ნამდვილად არაა მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს. შენ კი შებოჭილი ხარ! არაფერზე არ გამოთქვამ შენს აზრს თუ არ შეგეკითხებიან, ამას დღეს დავაკვირდი, ცუდიც უნდა თქვა თუ რამე ცუდი მიგაჩნია! ამას ხომ არავინ გიშლის? – რატომ? რისთვის არის საჭირო ვინმე, ან რამე განვიკითხოო? მე თუ არ მომწონს ეს მე ხომ ვიცი რასაჭიროა სხვამაც იცოდეს? – კარგი პასუხია! მაგრამ თუ იმას ვინც არ მოგწონს თავს დაუხრი და არაფერს ეტყვი, ის ზედ დაგიწყებს ფურთხებას. მაგალითად ვიცი რომ ნუცას შენი დაჩაგვრა უნდა, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ ძალიან მაგრად ცემე. მეორე დღეს ყველაფერი სკოლის და უნივერსიტეტის საერთო გვერდზე იდო. შენი ეს საქციელი რომ იცოდე როგორ მომეწონა. შენ თავისუფალი იყავი და იმას აკეთებდი რაც იმ დროს ძალიან მოგინდა. ადამიანებს ძალიან დიდი მწვერვალი აქვთ შექმნილი. ისინი მწვერვალის ძირიდან იწყებენ და ცდილობენ რომ ყველაზე მაღლა ავიდნენ. ამ მწვერვალზე ასასვლელად კი თავის დაცვაა საჭირო, თავმდაბლობა კარგია მაგრამ ყოველთვის არა! ამ მწვერვალის დაპყრობა თუ გინდა დავმდაბლობა ვერ დაგეხმარება, პირიქით ხელს შეგიშლის! – ბლუ ამას ისე მეუბნება თვალს არც კი მაშორებს – ამ ვარსკვლავებს ხომ ხედავ ! – ის ცისკენ იხედება – ისინი რაცარუნდა ლანძღო და აგინო მაინც ნებისმიერ მწვერვალზე მაღლა არიან! ყოველთვის მდუმარენი, თავს არასდროს იცავენ მაგრამ მაინც ყველაზე მაღლა არიან, მთვარეზე და მზეზე მაღლაც კი! მაგრამ დაიმახსოვრე ჩვენ ვარსკვლავები არ ვართ და არც არასდროს ვიქნებით! ეს ჩვენს სამეგობროში უკვე ყველამ იცის! ამას აუცილებლად გეტყოდა მათგან რომელიმე, მაგრამ როგორც ჩანს პირველი ვარ! – ბლუს ნათქვამმა ჩამაფიქრა, ის მართალია, სიმართლეს იძახის – არც ახლა მოწეევ? – ისევ მიწვდის მოსაწევს. მე მას ვართმევ და პირში ვიდებ. მოსაწევს რამოდენიმეჯერ ვისუნთხავ და კვამლს ისევ გარეთ ვუშვებ. – ცოტახანში იმოქმედებს! – ბლუ მიღიმის. თავს ცისკენ ვწევ და ვარსკვლავებს ვაშტერდები. მეჩვენება რომ ცა დიდ, ძალიან დიდ მორევს ქმდის და ვარსკვლავებ, მთელ ცას ითრევს, მორევი ძალიან ლამაზი და დიდია, კაშკაშებს, ის მეც მიზიდავს და მეჩვენება რომ მევ ცისკენ მივიწევ. სხეულში სითბო მეღვრება და სიამოვნებისაგან ვდუნდები. თითქოს ფრთები მესხმება და ცისკენ სწრაფად მივფრინავ. მორევში შევდივარ და ვარსკვლავები ჩემს ირგვლივ ტრილებენ. არ ვიცი რამდენი ხანი გადის მაგრამ მე ციდან ძირს ვეშვები და ისევ ბლუს გვერდით ვზივარ. – მგონი უნდა წავიდეთ! – მეუბნება და დგება, მეც მეხმარება ადგომაში. – მოგეწონა? – მგონი კი... – მეცინება. ბლუც იცინის – პირველად რომ გავსინჯე ლამის გულის შეტევა დამემართა, შენ ძალიან მშვიდად იყავი! – მითხრა მან და დანარჩენებისკენ დავიწყეთ სიარული – მომეჩვენა რომ ცამ შემითრია! – მისკენ ვიხედები – ხოო! ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს – ბლუ თმას ისწორებს – ბაბუაშენი როგორი კაცი იყო? –დაინტერესებული მიყურებს, მისკენ ვიხედები – ყოველთვის მელაპარაკებოდა ცის უსაზღვროებაზე, ვარსკვლავებზე და მეუბნებოდა რომ ცა თავისუფლებაა! – მეღიმება – ესეც მან მაჩუქა! – ვებნები და კულონზე ვუთითებ – ხოო ამას მეც დავაკვირდი! საოცრებაა! – მეუბნება და კულონს უყურებს. დანარჩენებთანაც მივდივართ. – სად იყავიით? – გვეკითხება ელა, ისევ ცეცხლის ირგვლივ სხედან. – ცოტა გავისეირნეთ! – პასუხობს ბლუ და ჩვენც მათთან ერთად ვჯდებით. – მე მას მოვაწევინე! – ბლუ სხვებს უყურებს – რა ქენიი? – ელა წინ იხრეა, ყველა მე მაშტერდება – დეი სრულ ჭკუაზე ხაარ? – ელას ღიმილი ეპარება – მოგეწონაა? – საბა იცინის – ვფიქრობ კი! – ვპასუხობ და მეცინება – დაბოლილი არ ვარ ჩემით გელაპარაკებით! – ყველას ეცინება, დენის უბრალოდ ცალყბად ეღიმება, მაგრამ ესეც მიკვირს, ნუცა იბღვირება, შემდეგ დგება და ჩემს წინ იჯგიმება, მისკენ ვიხედები. – ჩვენგან რა გინდა? – მიბღვერს. მეც ვდგები და მას პირდაპირ ვუყურებ – შენგან არაფერი არ მინდა! – მეც მისსავით ვიბღვირები. არა ამდენს ვეღარ მოვუთმენ – იქნებ მოშორდეთ შენ და შენი ჭუჭყიანი ძმა და... – ვაწყვეტინებ და ყელში ვავლებ ხელს. ყველა ფეხზე დგება და ჩვენკენ მოდის. დენიც. – ჩემს ძმაზე სიტყვას თუ იტყვი... მოგკლავ! – ვეუბნები, ის ხელზე მექაჩება. ამ დროს წელზე საბა მავლებს ხელს და ნუცას მაშორებს. ის ღრმად სუნთქვას იწყებს. მე ისევ ვუბღვერ. – მხეცი ხარ! – ის კივილს იწყებს და დენის ეკრობა. დენი კი გაკვირვებული მომშტერებია. ბლუ კი ისეთი ბედნიერი მიყურებს, ელაც მასსავითაა. – გამიშვი! – საბას ხელებს ვიშორებ. – დეიიი! შენზე ვგიჟდები! – ელა შეუმჩნევლად მეჩურჩულება – სახლში ავალ კარგიი? – მისკენ ვტრიალდები. – კარგი ადი! შეიძლება მეც მოვიდე, შენთან დავრჩები, მაგრამ არ დამელოდო, შეიძლება ერეკლე მოვიდეს, მაგ შემთხვევაში ვერ გამოვალ! – მიღიმის – კარგი! – ვუღიმი და სახლისკენ მივდივარ. ჩემი თავის მეთვითონ მიკვირს. როდესაც ჩემს ოჯახს ეხებიან თითქოს ჩემში სხვა დეიზი იღვიძებს. მე რომ არ ვიცნობ ისეთი. მაგრამ ეს დეიზი მომწონს. სახლში შესვლისთანავე სააბაზანოსკენ მივდივარ და ვიბან. მხოლოდ შინდისფერ ბიუზჰალტერს და ნაცრისფერ გრძელ ქვედაბოლოს ვიცვამ, რომელიც მარჯვენა ფეხთან იმდენად ჩახსნილია ფეხს მთლიანად მიჩენს, მაგრამ ახლა სახლში ვარ და არ მანაღვლებს. ოთახში გავდივარ და სავარძელში ვჯდები. ლამპას ვანთებ, სველ თმას უკან ვიყრი და წიგნის კითხვას ვიწყებ, ეს იმდენად მითრევს რომ დილის 4 საათამდე ვკითხულობ. უეცრად კარზე ბრახუნი მესმის. ალბათ ელაა! წიგნს ვდებ და კარებისკენ მივდივარ. ისევ ბრახუნი. კარს ვაღებ და დენის ვხედავ. ერთი ხელით კარის ჩარჩოს მიყრდნობია, ერთი კი ნეკნებს ქვევით, მუცელის მარჯვნივ შემოუჭდია. კარებს რომ ვახელ ჩემკენ იხედება და უცნაური მზერით მთელ სხეულზე მაკვირდება. ვხურდები. ღმერთო ნახევრად შიშველი დენის წინ ვდგავარ, ის კი მიყურებს, ლამისაა გული გამისკდეს სირცხვილისგან. – შენ... აქ.... – დებნეულობის და სიმორცხვისგან ხმა მიწყდება და ვეღარაფერს ვიძახი – ვიჩხუბე, ვიფიქრე რომ დამეხმარებოდი! – მზერას ისევ არ მაშორებს, ისევ უცნაურად მიყურებს. – შემოდი! – უხერხულობისგან აღარ ვიცი რა ვქნა. - სიარულში დახმარება გჭირდებაა? – გუბედავად ვეკითხები – არა! უბრალოდ მითხარი საით წავიდე. – ისევ მიყურებს, ღმერთო როგორ მრცხვენია – წამომყევი – ვეუბნები და დერეფანში გავდივარ, ჩემი ოთახის კარ ვაღებ და დენის შიგნით ვუშვებ – საწოლზე დაჯექი, მე მალე დავბრუნდები. – ის საწოლისკენ ნელა მიდის. მე მაშინვე სააბაზანოში შევდივარ და პირველადი დახმარების ყუთს ვიღებ. უკან ვბრუნდები და იქვე საკიდიდან ჯინსისფერ პერანგს ვიღებ და ვიცვამ, ხელები სე მიკანკალებს, მხოლოდ სამი ღილის შეკვრას ვასწრებ და ჩემს ოთახში სწრაფად შევიდავარ. დენი საწოლზე ზის და საყრდენს ზურგით ეყრდნობა. მის წინ ახლოს ვჯდები და ჩემი გულისცემის ხმა მესმის. ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. სიტყვებით ვერც კი ავღწერ. – ეს უნდა გაიხადო! – ვეუბნები და თეთრ, სისხლისგან გაწითლებულ მაისურზე ვანიშნებ. – ახლავე! – ამბობს და მაისურს ბოლოში ხელებს კიდებს. მაგრამ ჭრილობა მაშინვე სტკივდება და ჩერდება. – დამეხმარებიიი? – ჩემკენ იხედება. მეც მაშინვე მაისურს ვკიდებ ხელებს და მაღლა ვექაჩები, დენი ხელებს მაღლა სწევს. ღმერთო მისი მუცელი, მკერდი! როგორ ვუძლებ ამდენ წამებას? ის ისეთი დაკუნთულია... მაისურს ვაძრობ და გვერდზე ვდებ. მისკენ უფრო ახლოს ვიწევი კარგად რომ დავუმუშავო ჭრილობა. ყუთიდან ბამბას ვიღებ და სპირტით ვასველებ. ჭრილობა ღრმა არაა, მის ირგვლივ სისხლს ფრთხილად ვუწმინდავ. დენის რომ ვეხები, მთელ სხეულში ეკლები მაყრის. ვგრძნობ რომ ის მე მომშტერებია და თვალს არც კი მაშორებს, ეს უფრო ცუდად მხდის. – ახლა ცოტა გეტკინება! – ისე ვეუბნები რომ სახეში არ ვუყურებ, ვიცი რომ შევხედო დავიბნევი და რამე სისულელეს გავაკეთებ. – არაუშავს! – ისევ მიყურებს. მე ისევ თავიდან ვიღებ სუფთა ბამბას და ისევ სპირტით ვასველებ. მას ჭრილობაზე ვადებ და დენის წამიერი ღრიალი ხდება, მაგრამ მაშინვე ჩუმდება და სხეს ტკივილისგან მანჭავს. ცოტაბანში ბამბას ვაშორებ და მალამოს თითზე ვისვამ, შემდეგ კი მის ჭრილობაზე ფრთხილად გადამაქვს. მას უკვე ისე ვეხები რომ ბამბა აღარ მიშლის ხელს. ვგრძნობ რომ დენი სხეულს ძაბავს და გულისცემა კიდეუფრო მიჩქარდება. მალამოს წასმის შემდეგ სახვევს ვამაგრებ მის ჭრილობაზე და ამით ვამთავრებ. – მოვრჩი. ახლა სახეს მივხედავ! – ვამბობ და ცალი ფეხით ფეხზე ვდგები, ცალით კი საწოლზე ვდგავარ. ამჯერად ზემოდან დავყურებ. ის თავის ცისფერ თვალებს მე მანათებს და დაჟინებით მიყურებს. ისევ სპირტით დასველებული ბამბით ვუწმინდავ საფეთქელთან ჭრილობას, შემდეგ მალამოს ვუსვამ და ისევ საწოლზე ვჯდები. ამჯერად მხოლოდ ტუჩის დამუშავება დამრჩა, ტუჩის კუთხეში დენის პატარა ნაკაწრი აქვს, რომელსაც სპირტიც კი არ სჭირდება, ბამბას წყლით ვასველებ და გული ლამისაა გამისკდეს. ხელი მისი ტუჩებისკენ ნელა მიმაქვს და ბამბას ფრთხილად ვახებ. დენი მიყურებს, ახლა უფრო სხვანაირად. ვამჩნევ რომ მასთან ძალიან ახლოს ვარ, ცოტაც და შევეხები. ტუჩს ვუწმინდავ და ხელს მაშინვე ვაშორებ. გააზრებული არ მაქვ როდესაც დენი.... მკოცნის!!! ის მკოცნის. ღმერთო გული წამივა! ისეთი გემრიელი ტუჩები აქვს. მის ტუჩებს ატმის გემო აქვს. მგონი რაღაცეები მეჩვენება. თვალები უნებულად მეხუჭება. პირველად!!! პირველად ვკოცნი ბიჭს! ეს ისეთი სასიამოვნოა! ღმერთო რას ვაკეთებ. მისი ტუჩები ჩემსას ეხება, ღმერთო ის მე მეხება. არა, არ მჯერა. მაგრამ ეს ნამდვილად ხდება. ის მკოცნის! დენი ნელა მშორდება. ის ძალიან ახლოსაა, თვალებს ვახელ და მას ვუყურებ, ისევე როგორც თვითონ. ის ისევ ნელა მოიწევს და ისევ მკოცნის. მკოცნის! ხელი მხართან ამოაქვს და პერანგს მხრიდან მკლავზე მიწევს. მხარზე თითებით ფრთხილად მეხება, შემდეგ კისერზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.