შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური ქალი+(მამაკაცი)(სრულად)


8-07-2016, 20:35
ავტორი მორი-ელი
ნანახია 9 977

ოთახში ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმოდა,მოხუცს ხელები გულზე დაეწყო და ჭერს მისჩერებოდა,ოთახში,მაღალი მხრებში გამართული მამაკაცი შემოვიდა,ავადმყოფს გვერდით მიუჯდა და ნაღვლით აღსავსე თვალები დაანათა
-კოტე ბაბუ თავს როგორ გრძნობთ,ისევ გაციებთ?-მოხუცმა ტუჩები ააცმაცუნა,ხელები უფრო მჭიდროდ გადახლართა ერთმანეთში და მამაკაცის დაღონებულ სახეს შეხედა
-უკეთესად ვარ გმადლობთ შვილო,სიცხე ამ დილით გავიზომე და დაბალია,-ადნრიას კმაყოფილება დაეტყო,ფეხზე წამოდგა და ოთახი მოათვალიერა
-მარიამი სადაა?-კითხა და უხერხულად შეიშმუშნა
-მერი ბებოს გაჰყვა წამლის საყიდლად,დაელოდე მალე მოვლენ,-მიუგო თბილად მოხუცმა და სკამისკენ მიუთითა
-მაინც რამდენ ხანში?-სკმაზე მოუსვენრად იჯდა ანდრია და ხელებს ათამაშებდა
-მალე შვილო,გეჩქარება,თუ გეჩქარება წადი და,რომ მოვა გადავცემ მის სანახავად,რომ მობრძანდით-ანდრიას ეუხეხულა სკამიდან წამოდგა მოხუცს მიუახლოვდა და მოწყალედ გადახედა
-მე თქვენს მოსანახულებლად მოვედი მაინტერესებდა როგორ ბრძანდებოდით და რადგან მარიამიც აქაა ვიფიქრე მასაც ვნახავდი,არა კოტე ბაბუ არ მეჩქარება,-უხერხული სიჩუმე ჩამოწვა,მხოლოდ საათის ისრების შემაწუხებელი წიკ-წიკი არღვევდა სიმყუდროვეს,ამას კარის ჭრიალი და ძველი ნესტიანი იატაკის ტკაცუნიც მოჰყვა,ოთახში საშუალო სიმაღლის,წაბლისფერ თმიანი ქალი შემოვიდა,ხელში წამლები ეკავა,ოდნავ შეცბა როდესაც ადნრია დაინახა,თამამად გადადგა ნაბიჯი,თბილად გაუღიმა ორივეს და მოხუცს თავთან დაუდგა,წამალი ამოიღო და გაუწოდა,მოხუცმა ხელის კანკალით გამოართვა,ენის წვერზე მოათავსა და წყალი ბლომად მიაყოლა
-ჩემს სიცოცხლეში პირველად დავლიე წამალი,აგერ 80 წლის ვარ უკვე-კმაყოფილად ჩაეღიმა კოტეს,ალბად ის ახარებდა პირვლად,რომ მოუწია წამლის მიღება
-როცა საჭიროა რას ვიზამთ კოტე ბაბუ-შეეპასუხა ანდრია,თან მარიამის მოქმედებას თვალს ადევნებდა,ჯამში ძმარი ჩაახსა და ნაჭერი დაასველა,შემდეგ გაწურა და მოხუცს შუბლზე დააფინა,საბანი გვერდებში შეუკეცა და ოთახიდან გავიდა,უკან მიჰყვა ანდრიაც,მისაღებში მხრებში მოხრილი იდგა მერი და ჩაფიქრებული,მარიამი მიუახლოვდა და ხელები მჭიდროდ შემოხვია
-ნუ ღელავ ბებო კოტე ბაბუ კარგად იქნება
-ექიმმა ორი თვეც,რომ იცოცხლოს მეტი ვერაო-თვალებზე მოადგა ცრემლი
-რა სჭირს მოურჩენელი?-ამოიოხრა ანდრიამ
-სიბერე შვილო,როცა დრო მოუვა ადამიანს მას ვეღარ გადაასწრებს ვერც უკან წავა,მაპატიე,რომ ასე დაგხვდი შვილო,როგორ ხარ?
-არაუშვას მერი ბებო,ვწუხვარ ამ ამბის გამო,რომ გავიგე ვეცადე ადრე ჩამოვსულიყავი სოფელში,მე კარგად,თავად როგორ გიკითხოთ?
-შენც კარგად ხედავ შვილო რა დღეში ვართ,მიხარია,რომ ვიღაც მაინც არის ბედნიერი,მარიამსაც მოსწყინდა მოხუცების ყურება,ქალაქში მინდა საცხოვრებლად წავიდეს თავად კი დიდ უარზეა მაგრამ,უნივერსიტეტში ცააბარა და აქედან ხომ ვერ ივლის
-ძალიან მახარებს თქვენი შვილიშვილის ამბავი, და დიდად მოხარული ვიქნები თუ მომცემთ უფლებას მე ვუპატრონო
-თუ გასაქანს მოგვცემს,კი შვილო რატომაც არა,შენისთანა ოჯახის შვილს როგორ არ გენდობი
-კი მერი ბებო ჩემი იმედი გქონდეთ მარიამს თვალისჩინივით გავუფრთხილდები,უყურადღებოდ ერთი წამითაც არ დავტოვ და არც თავს შევაწყენ,-მოხუცს გაეღიმა ანდრიას ნათქვამზე მაგრამ,მალევე მოეღუშა სახე როდესაც მარიამის დაღონებულ სახეს შეხედა
-რაიყო ბებიკო
-არაფერი,რა საჭიროა ქალაქში ცხოვრება,აქედანაც მშვენივარდ ვივლიდი
-ნუ ჯიუტობ,სანამ ქალაქამდე ჩააღწევ სულიც წაგივა,უფროსს დაუჯერე,ანდრია მოგხედავს,მამასავით მოგივლის-,ათი წელია სხვაობა და თითქმის მამასავით ხართ ჩემს შვილიშვილთან-ღიმილი სახეზე მიეყინა ადრიას,მერისგან ასეთ სიტყვებს არ მოელოდა,საკმაოდ არ ესიამოვნა მოხუცის ასეთი საუბარი თუმცა აღარ შეიმჩნია,თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა მხოლოდ
-აი ხედავ?ანდრიაც მაგ აზრზეა,ხვალვე გაემგზავრები თბილისში.-რა გაეწყობოდა მარიამი უკმაყოფილო იყო ბებიის გადაწყვეტილებით მაგრამ,რაკი საქმე მოითხოვდა აღარ შეეკამათა

ნაწილი მეორე.

მერიმ დიდი ბოდიშის მოხდით დატოვა მარიამი და ანდრია მარტო,ორივე უხერხულად იშმუშნებოდა,ვერ ბედავდნენ საუბრის წამოწყებას,თითქოს პირვლად ხედავდნენ ერთმანეთს,ბოლოს ანდრიამ დაარღვია სიმყუდროვე
-გილოცავ უნივერსიტეტში ჩაბარებას,ყოველთვის ვიცოდი,რომ ყოჩაღი გოგონა იყავი-სახე დაეჭყანა ანდრიას,მარიამი მშვიდად წარბ შეუხრელად უსმენდა
-გმადლობთ-მიუგო მოკლედ და ძლიერად შეკრა ბაგე,ძნელი იყო მისი პირიდან რაიმის დაცდენა,არც ანდრიას ჰქონია ამ მხრივ უპირატესობა,როდესაც მარტო რჩებიან,ყოველთვის უჭირს წამოიწყოს თემა რაშიც აიყოლიებს,თქმამდე კაი ხანი ფიქრობს თქვას თუარა,გაამართლებს თუ არა მაგრამ,შედეგი ბოლოს მაინც ერთია,არ გაამართლა;
მარიამს არ უყვარს ბევრი საუბარი,საკმაოდ სიტყვა ძუნწია,დიდი მოლაყბე არც ანდრიაა გახლავს,თუმცა რაკი სიტყუაცია მოითხოვს;.
მარიამმა გულუბრყვილო სახით აათვალიერა მამაკაცი,გულში ათასი ფიქრები აწუხებდა ამ წარმოსადეგ მამაკაცზე,მასზე ოცნება თუ შეეძლო მხოლოდ,ფიქრებში გვიმხელს მხოლოდ,რომ ანდრია ბავშვობიდან ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში ყვარებია,ანდრია განებივრებული ყავდათ გოგოებს არ ასვენებდნენ,სოფელში უცხო იყო ყველასთვის,შავ თმიანი მწვანე თვალება ბიჭი,საოცრად ხიბლავდა ყველას და არც მარიამი გამოკლებია,გოგონას დანახვის თანავე ჩაუვარდა პატარა გულში,ჯერ არ იცოდა მან სიყვარული რა იყო,13 წელი არაფერია,როდესაც წლები გავიდა და ასაკი ნელ ნელა ემატებოდა,იზრდებოდა გული და ამასთან ერთად ძლიერდებოდა გრძნობა-სიყვარული,იგი წლების და მიუხედავად არ ნელდებოდა,განა რამდენი წელი გავიდა 4-5,ანდრია მაშინ 23 წლის იყო და არავის გაუკვირდებოდა თუ მარიამს ვერ შეამჩნევდა,მაღლა მაღლა იყურებოდა და ამიტომ დაბლა ვერაფერს ხედავდა,არც მარიამი ცდილობდა რამის თქმას,დიდად არ ანაღვლებდა,მთავარი მისთვის ის იყო,რომ იგრძნო ნამდვილი სიყვარული და ამ გრძნობით არ აწუხებდა ანდრიას,წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ანდრია ისევ იმ პატარა ცელქ გოგონას ელოდებოდა,რომელიც 5 წლის წინ სოფელში დატოვა,მაგრამ სულ სხვა სურათი დახვდა,არ მოელოდა მარიამი ასე თუ გალამაზდებოდა რადგან პატარა უშნოს ეძახდა
ანდრიამ ხელები მუხლებზე შემოიწყო და ხის იატაკს მიშჩერებოდა
-ჩემი წასვლის დროა,-ცოტახნის შემდეგ სთქვა თავ აუეღებლად,ხელები მუხლებს მოაცილა და ფეხზე წამოიმართა,გასვლისას გვერდულად გაუღიმა და გავიდა,თავდახრილი იდგა მარიამი ხელები საფეთქლებზე შემოეჭირა და იღიმებოდა.
***
-მგზავრობამ ხომ არ დაგღალა,-ჩემოდნები გადმოალაგა ანდრიამ,მარიამი ძლივს გადმოხოდა მანქანიდან
-კი საშინლად,-ამოილუღლუღა საწყლად
-დაგაბინავებ და მერე შეგიძლია მთელი დღე იძინო-მიუგო ღიმილით და ჩემოდნები სადარბაზოში შეიტანა,ლიფტი გამოიძახა და შიგნით მოათავსა,შემდეგ მარიამიც როგორღაც მიიყვანა
-შენ არ წამოხვალ?-გაკვირვებით კითხა მარიამმა ანდრიას როდესაც ლიქტის კარი იკეტებოდა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მარიამმა თქვა ეს ,ანდრია მაშინ მოვიდა აზრზე როდესაც ლიფტის კარი დაიხურა და ზემოთ იწყო სვლა,როდესაც უკვე ავიდა და კარი დაიხურა,სწრაფად მიაჭირა ხელი და ლიფტი ახლა უკვე ქვემოთ დაეშვა,როგორც კი კარი გაიღო შევარდა და სართულს მიაჭირა,მარიამს კარი არ ჰქონდა გაღბული წინ,რომ აესვეტა
-კი,-მიუგო ღიმილით და ბარგის შეტანაში დაეხმარა,სახლი საკმაოდ ლამაზად იყო მოპირკეთებული,შემოსასვლელში,წითელი შეფერილობის მეტლახი ეგო,კედლებზე რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული სურათი,მისაღებში ათასგვარი ნივთი ეწყო,წიგნების თარო,ყველაფერს მოავლეს თვალი და ბოლოს დაღლილები ფუმფულა დივანში ჩაეშვნენ
-დახმარება გაგიწიეთ,ყველაფერი შემოვიტანე,ახლა კი ბოდიში უნდა მოგიხადო,საქმე მაქვს და ვერ გავჩერდები-წამოდგა ანდრია და გასვლა დააპირა როდესაც ჩანაფიქრმა გაამართლა და ნაყოფი მოისა იდეამ,ხელი მოკიდა მაჯაში მარიამმა და ამღვრეული თვალები შეანათა
-არ წახვიდეთ გთხოვთ დარჩით ცოტახნით,მარტო ყოფნას მიუჩვეველი ვარ-ანდრიამ ლეკვივით დაიკრუსუნა მაგრამ,თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-საქმე მოიცდის,ხოლოდ ერთი დღით,ხვალ კი აუცილებლად წავალ
-კარგი მხოლოდ ერთი დღით-დაუდასტურა მარიამმაც და კმაყოფილად ჩაიღიმა
-სახლი ერთ ოთახიანია?-ყოველი კუთხე კუნჭულის ნახვის შემდეგ დაღონებული ჩაშვა დივანში ანდრია
-კი და თქვენ დივანზე ძილი მოგიწევთ-თვალი ჩაუკრა მარიამმა სახე მოღუშულს და ოთახისკენ წავიდა,გზაში ანდრია წამოეწია
-ასე არ მაწყობს იცით??-მიუგო რბილად თუმცა მაინც უხეშად,-დივანზე ძილს არ ვარ მიჩვეული,სტუმარი ვარ და ოთახი უნდა დამითმოთ-მარიამს ჩაეცინა,ნუთუ ამას მართლა ჯელტმენტი ანრია ღაღადებსო
-ნწ.მომიტევეთ ჯელტმენო მაგრამ,არ შემიძლია...-საწყლად მობუზა ტუჩე

ნაწილი მესამე.

ღამით შემაწუხებელი სლუკუნის ხმა ისმოდა,მარიამი საწოლზე იყო წამომჯდარი და მოთქვამდა,ოთახში კანკალით შევარდა ანდრია და შუქის ასანთებს ეძგერა
-რა გჭირს?-კითხა ხმის კანკალით და გვერდით მიუცუცქდა
-კოტე ბაბუ აღარაა?-ცრემლით ამოვსებული თვალები შეანათა ანდრიას,ხელი გულზე დაიდო და მომუჭა
-მაგას რატომ მეკითხები,დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა,კოტე ბაბუ ცოცხალია,რამე,რომ მოსვლოდა გავიგებდით ცუდი ამბები ხომ წამში ედება ქვეყნიერებას-მარიამი ეცადა,ღრმად ჩაისუნთქა,ცრემლი შეიშრო,თვალი მოავლო ოთახს და თვალები დახუჭა
ცოტახნის შემდეგ;
-მე ის ვნახე-ამღვრეული ხმით მიუგო ანდრიას,ხელები ისევ მომუჭა და მთელი ძალით დააწვა საწოლს,-ის იქ იწვა,ცივ საწოლში,ვერაფერს გრძნობდა,არაფერი ესმოდა,არ იღიმოდა,ხელები ერთმანეთში გადაეხლართ და გულზე ისე დაეწყო,ახლოს მივედი,ვეცადე,მომინდა გამეღვიძებინა,-საუბარი შეწყვიტა,შეისუნთქა და განაგრძო,-ხელი,რომ შევახე არაფერი მოხდა,დავუძახე,თუმცა ხმა არ გამცა,უკან შევტრიალდი,კარის ზღრურბლზე მერი ბებო იდგა და მოთქმით ტიროდა,მასთან მისვლა და დაწყნარება მინდოდა მაგრამ,ფეხები არ მემორჩილებოდა,ერთ ადგილას გავხევდი,თვალები მაგრად დავხუჭე და,რომ გავახილე ჩაბნელებული ოთახი დამხვდა და ტირილი ამივარდა,-ანდრიას უნდოდა ჩახუტებოდა დაემშვიდებინა მაგრამ,ვერ შებედა,მხოლოდ ხელი დაადო ხელზე
-მშვიდად ეს უბრალოდ სიზმარი იყო,მტკივნეული სიზმარი,ეგ იმით გამოიხატება,რომ შენ ისევ კოტე ბაბუზე ფიქრობ,მასზე დარდი არ გასვენებს,სულით იქ ხარ,მესმის შენი,მეც მაგ დღეში ვიყავი როდესაც მამა დამეღუპა მაგრამ,-აღელვება დაეტყო,ეტყობოდა უჭირდა ამბის გახსენება მაგრამ,რაკი დაიწყო,-მოგატყუებ თუ არ გეტყვი,რომ მისი გარდაცვალება ასე მსუბუქად გადავიტანე მე ვაჟკაცობა არ მეყო,ძალა არ მეყო ტკვილს გავმკლავებოდი,ყოველდღე ვსვამდი,გაბმულად ვეწეოდი,თითებს ღერი არ ცილდებოდა წამითაც კი,სახლში ღამით ვბრუნდებოდი,გონზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო სანამ დედაჩემსაც არ მოეღო ბოლო,ეს ორმაგად განვიცადე,მივხვდი ჩემი ბრალი იყო,ჩემი ცუდი საქციელის ბრალი იყო მისი ნაადრევი სიკვდილი,სმას შევეშვი,ცხოვრების მიერ მოყენებული მწარე ჭრილობების შეხორცება ვისწავლე,ვიცი ძლიერი ხარ,ჩემზე ადვილად გაუმკლავდები და უსუსურობას არ გამოიჩენ,როგორც ეს, მე გავაკეთე და ამან კარგი ნაყოფი ვერ გამოიღო-მარიამი ცქმუტავდა,გულისყურით უსმენდა ანდრიას და უფრო უძლიერდებოდა ტირილის სურვილი მაგრამ,თავს იკავებდა,-მომიტევე,არ ღირდა ამის მოყოლა უფრო ცუდად გახდი
-არაუშვას,თქვენც საკმაოდ დაუჩაგრიხართ წუთისოფელს,ნაადრევად მშობლების დაღუპვა ძნელია
-გინდა ჩაის გაგიკეთებ დაგამშვიდებს-უთხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა
-გმადლობთ,არ შეწუხდეთ,მშვიდად ვარ-ნაძალადევად გაუღიმა მარიამმა
-ჩაი უებარი საშუალებაა,-და გავიდა,ცოტახნის შემდეგ მარიამი წამოდგა საწოლიდან და სამზარეულოში გალსასლასდა
-მოგეხმარებით,
-არა განა პირველად ვაკეთებ-ჩაეღიმა ანდრიას და შაქარი ჩაყარა ფინჯანში,-რომელ ჩაის ანიჭებ უპირატესობას,მარიამს,გურიელს
-სიმარტლე გითხრათ ჩაის მოყვარული არ ვარ-მორცხვად ჩახარა თავი,-მაგრამ,ახლა დავლევ-დაამატა ბოლოს,სიტყვაციის გამოსასწორებლად,ანდრიას ესიამოვნა მისი სიტყვები,მოგუგუნე ჩაიდან გადმოდგა და ფრთხილად დაასხა,შემდეგ ჩაის კოვზით მოურია და მარიამს გაუწოდა
-გმადლობთ-მიუგო თბილად და სულის შებერვით მოსვა,-მმმ,გემრიელია,თქვენ არ დალევთ?
-არა,მშია და უნდა ვჭამო რამე!-თვალები გაუფართოვდა მარიამს
-ღამით ჭამა არაა სასარგებლო
-როცა მშია მაგას აღარ ვუყურებ,დილის მერე არაფერი ჩასულა კუჭში და საკვირველია ნეტა რატომ მშია?-ჩაიცინა ანდრიამ და მაცივარი გამოაღო,ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა,“რაღაც“ მაინც,რომ დახვდა,უფრო სწორად,რომ ვთქვათ “რაღაცები“,მაცივარი წინასწარ იყო გამოვსებული უამრავი საკვებით,სასუსნავებით,მურაბებით,ანდრიამ ნერწყვის ყლაპვით გამოიღო ქათმის სალათი და მაგიდაზე დადო,შემდეგ დესერტიც გამოაყოლა და მაცივრის კარი მიხურა,-დარწმუნებული იყავი ჩემს ყურებაში შენც მოგშივდება,-ორივე ლოყა საჭმლით ამოივსო და ისე ედუდღუნებოდა მარიმას,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა
-არ დაიხრჩო,ნელა ჭამე,ფეხი ხომ არავინ დაგადგა
-საშინლად გემრიელი საჭმელია,არ გინდა?-მთელი ტუჩები და მათ შორის ცხვირიც მოზუზნული ჰქონდა
-შენ რა ცხვირსაც აჭმევ?-გადაიკისკისა მარიამმა და გვერდით მიუჯდა,-თქვენ მართალი თქვით,მშია-დაიკრუსუნა და ანდრიას თეფშიდან სალათი მოხვეტა
-მერე გასუქების არ გეშინია?-სრული სერიოზულობით მიმართა და თეფში სალათით გაუვსო
-არა,რატომ უნდა მეშინოდეს-გაიკვირვა მან
-რავიცი,ყველა გოგოს ეშინია გასუქების და,მიტუმეტეს როდესაც ღამით ჭამს,მასე ვეღარ იქნები ყველასთვის იდეალური
-ყველასთვის იდეალური?-ღრანჭი მოიქცია გვერძე,-ყველასთვის იდეალური,არავინაა,მათ შორის არც მე,მთავარია ერთისთვის იყოს იდეალური და ის ერთი ამ იდეალური ქალისთვის იდეალური მამაკაცი
-ვაუ-პირღია უსმენდა ანდრია და ხმას ვეღარ იღებდა,-არა რა უნდა მესწავლა
-სწავლა რა შუაშია
-შუაშია,უფრო ფართო ხედვა მექნებოდა,ყველაფრის ახსნას შევძლებდი ისევე როგორც ამას შენ აკეთებ,მართლა მაგარი რამ თქვი,რაც პირვლად მესმის-კმაყოფილად გაიღიმა მარიამმა
-კარგი ახლა,ისეთი არაფერი მითქვამს-წამოწითლდა ჭარხალივით
-შენ ეძებ,შენს იდეალურ მამაკაცს,რადგან თავად იდეალური ხარ
-ასე არაა
-ასეა,-ფეხზე წამოდგა,წელში გასწორდა,-იცი?ყველა ადამიანს ხომ აქვს თავისებური სილამაზე,მომხიბლელბოა რითაც ერთს თუ არა მეორეს მოაწონებს თავს,მეორეს თუ არა მესამეს და ასე შემდეგ,ყველას ყავს თავისი მეორე ნახევარი,იდეალური ქალი ან თუნდაც იდეალური მამაკაცი,შენი აზრით ორივე იდეალური ერთად თანა ცხოვრებას შეძლებს?
-რატომ ვერ შეძლებს,ორივე ხომ იდეალურია ხელს რა უშლით
-ალბად,-თავი უკან გადააგდო და ფრუტუნებდა,-თქვენ ლოგიკურად მსჯელობთ,ახლა კი დაღლილი ხართ და უნდა დაისვენოთ,გეყოფათ ჭამა,თორემ გადაიდეალურდებით-ამ სიტყვაზე სიცილი აუვარდა,ენა მოტყდა სანამ წარმოთქვა
-რა?-გაკვირვებით კითხა მარიამმა
-არაფერი წამოდი,დაგაწვენ მე კი აქაურობას მივხედავ,ქალბატონო,არა საქალბატონევ
-მეც მოგეხმარებით
-არავითარ შემთხვევაში-თეფშები აიღო და ნიჟარაში ჩაუძახა,-არ გსმენია?,კაცი ვიცი მე სამზარეულოში-გაეცინა და რეცხვას შეუდგა
-არ გამიგია,ეგ მე პირიქით ვიცოდი-მიუგო ღიმილით და ფეხზე წამოდგა,-რადგან არ იშლით,-მთქნარებას მოჰყვა,-ღამემშვიდობის და ეცადეთ არაფერი დალეწოთ-თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან გავიდა,ყველაფერს,რომ მორჩა ერთი ამოისუნთქა გაიზმორა და დივანზე მშიდად წამოწვა.

ნაწილი მეოთხე.

***
დილით,თვალების ფშვნეტა ფშვნეტით წამოდგა მარიამი საწოლიდან,გემრიელად გაიზმორა და ჩაცმას შეუდგა,თხუთმეტი წუთი გავიდა მისი ადგომიდან და მშვიდად განაგრძობდა,მილაგებას,ისე როგორც მერი ბებომ ასწავლა,შემდეგ ოთახი უნდა დაეტოვებინა,მის წინ,რომ აესვეტა ანდრია და ახალი ამბავი სიხარულით ამცნო
-ხვალიდან სამსახური გექნება,-მიუგო და ხელები გაშალა,ეგონა მარიამი სუხარულით გადაეხვეოდა,ქათინაურით აავსებდა მაგრამ,ხმას არ იღებდა,ცალ წარბ აზიდული მიშტერებოდა და მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადაედო,-არ გიხარია?-საწყლად მოიბუზა ანდრია,თითქოს რამე დააშავა
-არა,როგორ არ მიხარია მაგრამ,სამსახური როგორ მიპოვე მე ხომ ჯერ ვსწავლობ,-გაკვირვებით წარმოთქვა მარიმმა და საჩვენებელი თითი ნიკაპზე დაიდო
-სულ მარტივად,თან იმუშავებ თან ისწავლი,მაგაზე ადვილი არაფერია-გაუღიმა თბილად
-კი ვიცი,რომ ადვილია და გმადლობ
-არაფერს,ჩემი იმედი ყოველთვის შეგიზლია გქონდეს,-თვალი ჩაუკრა ანდრიამ,თვალებ გაბრწყინებულ მარიამს და ოთახიდან გავიდა,მას მარიამიც მიყვა უკან
-შენც შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს-მიუგო მან მორიდებით
-კი ვიცი,-გაეღიმა ანდრიას,-მართალია პატარა ხარ მაგრამ,შენი დახმარება ყოველთვის მიიღება,ახლა უნდა წავიდე ხვალ ორშაბათია და სამსახურისთვის უნდა მოვემზადო,თუ გინდა გამოგივლი და წაგიყვან შენს სამსახურს განახებ
-არა იყოს,ნუ შეწუხდები მეთვითონ მივალ
-კარგი,იცი კოტე ბაბუს ამბავიც გავიგე
-მართლა?-გაებადრა სახე და ყურები ცქვიტა
-უკეთესადაა,შესაძლებელია ავადმყოფობის დამარცხება,ექიმი გაოცებულია მოხუცის სიძლიერით,ასე თუ გააგრძელა 100 წელს მიაღწევს-გვერდულად გაეღიმა ანდრიას
-ასეც იქნება-დაუმატა მარიამმა
-კარგი ახლა უნდა გავიქცე,ხვალ გამოგივლი,თუ რამე დაგჭირდეს,ჩამოვწერე მისამართი ტელეფონის ნომერი,სახლისაც და შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიკავშირდე
-ღამითაც?-ეჭმაკურად გადახედა და თითების ტკაცუნს მოჰყვა
-ახლა ღამის თორმეტამდე შეიძლება,მერე თუ დავიძინე,რომც რეკო ვერ გამაღვიძებ,-სახეზე აიფარა ხელები და თითები დააშორა
-მაშ გუშინ ღამით როგორ გაიგე,რომ ვტიროდი?-გაუკვირდა მარიამს
-არ მეძინა
-რატომ?
-მშიოდა,-დაასკვნა მან და მაცივარს გახედა,-და ახლაც მშია,-თვალები გაუფართოვდა მარიამს,-ხო რაიყო დილის რვა საათია და ლოგიკურია,რომ მშია,-გულუბრყვილო სახით გადახედა და ცალი ტალი მოჭუტა
-ხომ,ვიცი,მერე ჭამე და წადი
-მაგდებ?-მოიფუზა
-შენთვითონ არ თქვი მეჩქარება და უნდა წავიდეო?
-აა,ხო-დაუდასტურა ანდრიამ,-მაშ მალე შევჭამ,-თუმცა საჭმელზე უარი მაინც ვერ თქვა,მარიამს გაეღიმა სამზარეულოში შევიდა,საჭმელი გამოაწყო გაამზადა სუფრა და ამის შემდეგ უხმო დამშეულ ანდრიას,რაც შეეძლო სწარაფად იტენა ლუკმები პირში,ორივე ლოყა ამოვსებული კი გაქანდა სახლიდან,გზაში ლამის დაიხრჩო,სანამ საჭმელმა დანიშნულების ადგილამდე ჩააღწია,იმედან სწრაფად სურდა სახლში მისვლა,შუქნიშანზეც კი არ ჩერდებოდა,მაქანებიდან კი განრისხებული მძღოლების ცხრა ან მეტ სართულიანი ლანძღვა-გინება ისმოდა,თუმცა ანდრიამ მათ ყურს არ ათხოვებდა,ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადარბოდა,ამდენ ხტუნვაში კიდევაც მივიდა წამში სახლში,ოფლისგან წურავდა,სწრაფად გაიძრო ყველაფერი და აბაზანაში შხუილით შევარდა
„საყვარელი“,-გაიფიქრა თავისთვის და თავი წყალს შეუშვირა
„ახლა რაღა ვქნა“?-ტუჩები საწყლად მობუზა
„ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა“,-დარდი მოაწვა გულზე,-„ვიცი არ მაპატიებს,რომ გავუმხელ ჩემს გრძნობებს“-ხელებში წყალი დაიგუბა და სახეში შეისხა,სიმშვიდე,რომ იგრძნო,აბანოდან პირსახოც შემოხვეული გამოტანტალდა.

მშვიდად იყო მოკალათებული სავარძელში და წიგნს კითხულობდა,თავზე ბუზი დასტრიალებდა და გულისგამაწყალბლად ბზუილებდა,მარიამი ხელს უქნევდა,რომ მოეშორებინა მაგრამ,ბუზი მაინც თავს დასტრიალებდა,ხან წიგნზე ჯდებოდა ხან ტანზე,ბოლოს ნერვები მოეშალა და მომგებიან მომენტში ბუზი მიწასთან გაასწორა
და ისევ განაგრძო წიგნის კითხვა

ნაწილი მეხუთე.

***
დიდი გულმოდგინებით და სიამოვნებით აცნობდა თანამშრომლებს,ახალგაზრდა მამაკაცი მარიამს
-მოხარული ვარ,რომ აქ გადაწყვიტეთ მუშაობის დაწყება,მართალია ჯერ ახალბედა ხართ,გამოცდილება არ გაქვთ თუმცა,რაც საჭირო იქნება ყველაფერს აქ გაიგებთ
-იცით?-გააწყვეტინა მარიამმა,-სიმართლე გითხრათ,მე არ ვფიქრობდი სამსახურზე,სწავლის შეფარდებით,თუმცა ეს ადგილი ახლობელმა ადამიანმა მიპოვა და უარი ვეღარ ვთქვი,-ჩაეღიმა მორიდებით და განაგრძო შენობის თვალიერება,თითქმის ყველა ოთახი დაათვალიერებინა მამაკაცმა, საკუთარი კაბინეტის გამოკლებით
-ბატონო დემეტრე,-მიუგო სანამ მამაკაცი ოთახის კარს გაიხურავდა
-დიახ გისმენთ,რამე არ მოგწონთ,გინდათ ოთახი შევაცვლევინო,-სწრაფად მიახალა მარიამს თითქოს მისი მოშორება სურდა
-არა,არა რას ბრძანებთ,უბრალოდ შემახსენეთ რა მევალება,-დაიმორცხვა მან
-ბევრი არაფერი,კონკრეტულად,გეტყვი,შემოგიტანენ საბუთებს სადაც ხელი იქნება მოსააწერი შენ ამ საბუთებს გადახედავ და ხელს მოაწერ,შემდეგ ჩემთან შემოიტან,ერთგვარი მდივნის პროფესიაა უბრალოდ ცოტა მეტი რამ დაგევალება,მდივანი მყავს ამიტომ ყავაზე და ასეთ რამეებზე არ შეგაწუხებ-ჩაიცინა დემეტრემ,თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა,მარიამმა ოთახს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი,მთელი კედლის სიგრძე კარადასთან დადგა და საინტერესო წიგნის მონახვა დაიწყო,ყოველი წიგნის დამთვრების შემდეგ,ერთი დღეც ვერ ძლებდა სხვა,რომ არ წაეკითხა,თვალი გააყოლა წიგნებს .“მაინ რიდი“,“არტურ კონან დოელი“,“გი დე მოპასანი“,და სხვა მრავალი ამშვენებდა თაროებს,თუმცა მარიამს რატომღაც გამორჩეულად „დოსტოევსკი“ ხიბლავდა და თვალებ გაფართოებული ეძებდა,რომ მიაგნო,“დოსტოევსკის „იდიოტს“,ბედნიერებისგან ცას ეწია,წიგნი თაროს მოწყვიტა,სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და გადაფურცვლა დაიწყო,ახლა კი იმას გეტყვით რატომაც ხიბლავს ეს მწერალი,პირვალი,ერთი და იგივე თვეში და რიცხვში არიან დაბადებულები,დოსტოევსკი ისე ასახავს მოვლენებს,რომ მთლიანად მასშია მარიამი,საშინლად სიამოვნებს ყოველი სიტყვის,წინადადების,ფურცლის კითხვა,მეტყველებაც უფრო უნვითარდება,თითქოს მასაც ისეთი გადმოცემის და მოვლენების აღქმის უნარი აქვს როგორიც დოსტოევსკს თავის დროზე.
მთელი არსებით იყო წიგნში ჩამძვრალი და რეალურ სამყაროს იყო მოწყვეტილი,თუ არ ვიცით შეგახსენებთ,რომ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წლის 30 ოქტომბერს,გარდაცვალების რიცხვებს აღარ დავასახელებ ძალიან გადავუხვევ ხაზიდან,ოთახში სიმყუდროვე სუფევდა,ბუზის გაფრენის ხმაც კი არ იყო,ფანჯრისე მინებზე მზეს სხივები ესტყორცნა და სინათლის ზოლი ოთახის ბოლომდე წვდებოდა,სიმშვიდე ტელეფონის ბზუილმა დაურღვია
-დიახ
-მარიამ როგორ ხარ?-გაისმა ტელეფონში სასიამოვნო ხმა,ანდრია აშკარად კარგ ხასიათზე იყო,-ახალ სამსახურს როგორ შეეწყე,ახალს რა,მოკლედ თავს როგორ გრძნობ-მოუყარა ძლივს თავი აზრს
-მშვენივრად ვარ,ყველაფერი ჩაწყნარებულია,თანამშრომლებმაც თბილად მიმიღეს უფროსმაც
-უფროსი რატომ არ მიგიღებდა თბილად რა,-ირონიულად თქვა ანდრიამ რაც მარიამს ყურში ცუდად მოესმა,(არ ესიამოვნა),-ის ჩეზე ბევრად ახალგაზრდაა,სიმპატიური,ცისფერ თვალება
-მეჩვენება თუ ეჭვები გღრნის ანდრია-გულის სიღრმეში ალბად სურდა,მისგან დადებითი პასუხის მოსმენა მაგრამ,ანდრიას არ შეეძლო ასე ერთბაშად ყველაფრის მიხლა პირში
-არა,რატომ უნდა ვიეჭვიანო,წარმატებებს გისურვებ,-მიუგდო უკმეხად და ტელეფონი გათიშა,მაიამს არ მოეწონა ანდრიას ქცევა,აღარც გადარეკა,მობუზული ჩამოჯდა სავარძელში და წიგნის კითხვა განაგრძო.

-რა მინდოდა ხომ მეძინა ჩემთვის წყნარად მშვიდად,-ბუზღუნებდა ანდრია-ისედაც გაფუჭებული ხასიათი უარესად გავაღიზიანე,-უწყრებოდა თავს და დაძინებას ცდილობდა,ყველანაირი ფორმა სცადა წოლის მაგრამ,სხეული მაინც ვერ ისვენბდა ვერცერთი მდგომარეობა აძლევდა მოსვენების საშვალებას,ბოლოს დაღლილი წამოდგა და ყავის დასალევად სამზარეულოს მიაშურა,“გონს მოდი თაო ჩემო,არ გაქვს უფლება ასე მოიქცე მან ხომ შენი გრძნობების შესახებ არაფერი იცის,მან ხომ არ იცის,რომ წლებია გიყვარს,სხვებივით ნუ მოიქცევი,სასოწარკვეთას არ მისცე საშუალება ფარხმალი დაყარო,მასე არაფერი გამოვა ,ერთბაშად არაფერი ხდება,-საშინელი მარტოობა იგრძნო,მოუნდა მარიამის ნახვა ჩახუტება და ყველაფრის თქმა,გულის გადაშლა,“ოჰ ღმერთო ჩემო,რადა ვარ ასე უსუსური,-გაიფიქრა გაუსაძლისი უძლურებით გატანჯულმა და ხელები გააფართხუნა,მაინც იმედიანად იყო,თითქოს გულის სიღრმეში ელოდა მარიამისგან რაღაცას.

***
-რა მოხდება თუ აქ შეიძენს ამით მის ბიუჯეტს არაფერი მოაკლდება,ფართიც მშვენიერია,ლაამზი ხედი,იქვე ახლოს ზღვა,სიმწვანე მეტი რა უნდა ინატროს ნორმალურმა ადამიანმა
-შენ ფულიანები ნორმალურები გგონია?-გაეღიმა დემეტრეს
-დიახ-კატეგორიულად განაცხადა მარიმმა და ისევ განაგრძო ფურცლების შლა,-მომიტევეთ მაგრამ,ასე არ შეიძლება მათ სურთ ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდეს
-განა ერთი დღ საკმარისი არაა?-გაიოცა მან და რაღაც ფურცლების სეკვრა წინ დაუწყო,-გადახედე ამას და ყველაფერს მარტივად გაართმევ თავს,კლიენტს მოეპყარი რბილად,რომ თევზივით ხელიდან არ გაგისრიალდეს,ანკესზე როდი ეგება ყოველთვის თევზი-დასძინა დემეტრემ და გაურკვევლობაში ცავარდნილ მარიამს თვალი შეავლო
-გასაგებია ბატონო დემეტრე,ყველაფერს მივხედავ არ იღელვოთ
-არც ვღელავ-ირონიულად უთხრა და კბილები გააკრაჭუნა,-ადამიანზე ასაკით არ იმსჯელო,მართალია მეც შენი ტოლი ვარ და გიკვირს კიდეც ასეთ ადგილას როგორ მოვხვდი მაგრამ,აქ გასაკვირი არც არაფერია,სხვანაირი ტალით თუ შევხედავთ
-მე..მე -ენა აება მარიამს-მე ეგ როდის გითხარით?-გაოგნდა იგი
-ამას თქვენს თვალებში ვკითხულობ,ახლა შეგიძლია საქმეს მიხედო მეტი გზა არ გვაქვს,არც ჩვენ და არც ჩვენს ფინანსუ შესაძლებლობებს.

ნაწილი მეექვსე.

***
სამსახურის შემდეგ მარიამი შინ საშინლად დაქანცული, რასაც ქვია ენერგია გამოწურული დაბრუნდა,კარი,როდესაც შეაღო წინ ანდრია აესვეტა და გაკვირცევულმა შეკივლა
-აქ როგორ გაჩნდი,შენ რა მეორე გასაღები გაქვს?-გაიოცა მან,თანხმობის ნიშნად კი თავი დაუქნია ანდრიამ
-მე შენი დაცვა მევალება და ზედმეტი გასაღები არ გვაწყენდა მაინც ყოველი შემთხვევისთვის
-და ახლა რატომ გამოიყენე?-გააცხრა ყვავივით
-ჯერ მოსულიერდი მაინც,სახეზე ფერი არ გადევს,მოდი გემრიელი ვახშამი მოგიმზადე და მიირთვი
-ვახშამი?-თვალები შუბლზე აუვიდა,შენ რა საჭმლის კეთებაც იცი?-ირონიულად ჩაიცინა და მხარზე ხელი გაჰკრა
-ხო რაიყო,არ იღელვო დამზადებულია უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტისგან,ანუ იმის შანსი,რომ მოიწამლო ნულს უდრის,-დაამშვიდა ანდრიამ,თან გულუბრყვილო თვალებს ანათებდა
-გმადლობ არ იყო საჭირო,-დაეჭყანა მარიამი და სამზარეულოსკენ წავიდა,უკან გაჰყვა ანდრიაც,ტვინში იმდენი აზრები ჰქონდა,კითხვები აღარ იცოდა საიდან დაეწყო,ვერც ისვენებდა
-კარგი იყო?,-გაჭირებით თქვა და ნერწყვის ბურთულა გადაყლაპა,შუბლზე ხაზები დაეტყო,გუგები გაუფართოვდა,ცერა თითი ცერაზე გადახლართა
-რაზე მეკითხები?-თითქოს ვერ მიხვდა,გემრიელად ილუკმებოდა და თვალებში შესციცინებდა ანერვიულებულ ანდრიას
-სამსახურზე
-აა,-თქვა და ლუკმა კუჭში ჩაუძახა,-კი მშვენიერი,ბატონ დემეტრესთან სასიამოვნოა მუშაობა,ერთად თემების განხილვა,პროექტები და ასე შემდეგ,-აღფრთოვანებული საუბრობდა მარიამი,არა სამსახურისგან დარჩენილ შთაბეჭდილებებზე არამედ თვით დემეტრეს გარეგნობაზე და მონდომებულობაზე,ანდრიას რაღა თქმა უნდა უჭირდა ამ საუბრის მოსმენა,ამას ერჩია სადმე ჩაბნელებულ ადგილას გდებულიყო სულიერი,რომ არავინ გაიფაჩუნებდა გარეშემო
-მიხარია,-ფარული მასკა მიიკრა სახეზე და მტკივნეული ღიმილი მოეფინა ბაგეზე,მარიამმა ჭამა,რომ დაასრულა მილაგებას შეუდგა
-მე ხელს,აღარ შეგიშლი,სახლში წავალ,-თქვა დაღონებულმა და გასვლა დააპირა
-მოიცა ანდრია არ წახვიდე რაღაც მინდა გთხოვო-და ანდრეაც ყურშასავით გაინაბა
-გისმენ?-დააყოლა და მოწყვეტით ჩაეშვა დივანში,ფეხი ფეხზე გადაიდო და,იდაყვით დაეყრდნო
-მინდა მირჩიო ხვალ რა ჩავიცვა-მორიდებით მიუგო მარიამმა,ანდრიას ყბა ცამოუვარდა ყველაფერს მოელოდა ამის გარდა
-მე რა უნდა აგარჩევინო ნუ გადამრიე
-ვიფიქრე კერძებს ამზადებს და ამაშიც დამეხმარება თქო
-ცუდად გიფიქრია-გვერდულად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა
-რატომ?გთხოვ,მამაკაცის თვლაი მწირდება
-რატომ?დიმიტრის აწონებ თავს?-გაღიზიანდა ანდრია,სიმართლეში გამოჭერილმა მარიამმა კი, მორცხვად დააქნია თავი და სახე აუხურდა-კარგი დაგეხმარები,-ამოთქვა ხმამ გული კი დაბლა ექაჩებოდა მაგრამ,უძლური აღმოჩნდა,მთელი ტანი დაიგლიჯა გულმა,სისხლები დაიდინა,ანდრია საშინელ წვას გრძნობდა მაგრამ,უარი,რომ ეთქვა ახსნა მოუწევდა,რატომ,
მარიამს თვალები გაუბრწყინდა
-არ გეგონოს მე არ შემიზლია არჩევა,უბრალოდ მინდა მისი მოხიბვლა და
-ვიცი ვიცი,-აღარ დაასრულებინა ანდრიამ.“ამას მართლა მამამისი ხომ არ ვგონივარ?“-გაიფიქრა გულში და ენაზე მწარედ იკბინა,ისე,რომ სულ ასკინკილა შემოიარა მთელი სახლი,ამასობასი კარადიდან გამოალაგა მარიამმა,სავარაუდო ტანისამოსი და წინ გაუფინა
-აი ეგ ჩაიცვი,-ხელით ანიშნა,წითელ კაბაზე,წელზე შავი ზოლით,მარიამმა,აიღო და ოთახში გავიდა,ცოტახანში ისევ გამოვიდა,ანდრიამ,რომ დაინახა თვალებს ვერ უჯერებდა,საოცრად მოხდენილად ჰქონდა,მუხლებამდე,იფიქრებდიტ მასზეა შეკერილიო,გამოყვანილ წელს და კოხტა თეძოებს უჩენდა,მკერდზე ოდნავ იყო ამოებული,ფართო მხრები,მოღერებული ყელი
-არა,-გააქნია თავი უკმაყოფილოდ,ნუ თავად დიდად ისიამოვნა,თვალს წყალი დაალევინა,მოინუსხა,გულმა ორმაგად იწყო ძგერა,ეგონა სადაცაა საგულედან ამოვარდებაო,მარიამის შეუმჩნევლად დამშვიდებას ეცადა,სანამ ის მეორე კაბას იცმევდა,ანდრიას გადაწყვეტილი ჰ ქონდა რაშიც მოხიბლავდა იმაზე უარი ეთქვა,ბოლოს ქვედა და მოხხატული ზედა ჩააცვა
-აი ეს კარგია,საქმიან მამაკაცს ამით ნამდვილად მოხიბლავ,-მარიამმაც დაიჯერა და მადლობის ნიშნად ლოყაზე ეამბორა.

ნაწილი მეშვიდე.

***
ანდრია გრძნობდა ტკივილს,საშინელ და უღმერთო ტკივილს,თითქოს დანით დაჭრეს,იგი არ აპირებდა მარიამის შეყვარებას,რატომ დაუშვა ეს რატომ შეიყვარა?რატომ მისცა საკუთარ თავს ამდენის უფლება,მას ხომ უბრალოდ უნდა დაეცვა იგი,ხომ მოსავლელად ჩააბარეს და არა სასიყვარულო ურთიერთობის გასაბმელად.
რას მოელიც მისგან,არაფერს,ან საერთოდ უნდა მოელოდოს რამეს?არა რათქმაუნდა,მარიამი თავისზე ბევრად დიდ მამაკაცს სხვანაირად ვერ შეხედავს და,რომ შეხედოს,შეუყვარდეს მერე რა იქნება?!,ძილიც სადღაც გაუქრა,გაყინულ საწოლში იწვა გაუნძრევლად ანდრია და ჭერს მიშტერებოდა,მძიმედ სუნთქავდა და სუნთქვისას გულში რაღაც საშინელ ტკივილს გრძნობდა,გაშტერებულ თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი მაგრამ,არ ხუჭავდა,მოკვდებოდა ცხელი ცრემლი გაყინულ სხეულს,რომ შეხებოდა,რომ ეგრძნო რატომ ან რისთვის,ვისთვის ტიროდა,იგრძნობდა უმწეობას,ვეღარ გაუძლებდა ამ ყველაფერს,ჯერ ისეც ძლივს უძლებს,კარის ხმამ გამოაფხიზლა,სმენა დაეძაბა,ზრუბლთან მდგარი თვალცრემლიანი მარიამი,რომ დაინახა სულ მთლად გადაირია,საწოლიდან წამოდგა და მასთან მივიდა
-რა მოხდა?,-ეცადა თბილად ეკითხა,არ შეტყობოდა ორ წამის წინანდელი ტანჯვა და ტკივილი მაგრამ,გაორმაგდა ეს ყოველივე,როდესაც მარიამის ცრემლით ავსებული თვალები,დასველებული კისერი და აკანკალებული ნიკაპი,რომ შენიშნა,ძლიერად ჩაიხუტა გულში
-რა გჭირს?,-შეშინებულმა მიმართა და უფრო ძლიერად შემოხვია ხელები
-შემიყავრდა,-მიუგო სასოწარკვეთილი ხმით მარიამმა,ამან გაანადგურა,მორალურად ფიზიკურად,სულიერად,კიდევ როგორ,ყველანაირად მაგრამ,რას გააწყობდა ხელს გაუშვებდა,მიატოვებდა?ეტყოდა მე რა ვქნა მერე,მე შეგაყვარე?მიატოვოს გულ მოკლული ტკივილიანი,ისეთი ტკივილიანი როგორიც თავად?არა ეს ანდრიას არ შეუძლია
-ვინ?-ყველაზე ღტული კითხვა რაც კი ოდესმე მას ვინმესთვის დაუსვამს,რომლის მოსმენასაც,სიკვდილი ერჩივნა,მარიამი ზდუმდა და ეს დუმილი ბოლოს უღებდა ანდრიას,ისევე ძლიერად ჰყავდა მიკრული,ათრთოლებული სხეული და თვითონაც მოეცვა კანკალს,მარიამმა საოცარი სითბო იგრძნო,მთელი სხეული გაუთბა,მისი გულის ცემა,რომ ესმოდა,გული ორმადაგ უცემდა,სადაც აქამდე მოვიდა ახლა უკან ვეღარ დაიხევდა,ძალიან გაუჭირდა
-შენ.-თქვა და თბილ კერას მოსცილდა.ანდრია თვალებ გაშტერებული,უმოძრაო,უსულო საგანივიდ იდგა და უყურებდა როგორ ღაპაღუპით ზდიოდა ცრემლი მარიამს და ჩახვეული კასეტასავით უმეორდებოდა გონებაში,"შენ",როგორც იქნა დაამშვიდა გული,გონება და სული,გაიაზრა მომხდარი,მარიამს ძალიან ახლოს დაუდგა და თვალებში ჩახედა
-მე?,-თქვა აღელვებული ხმით და ხელი ოდნავ ასწია მარლა,უნდოდა შემოხვეოდა მაგრამ,თავი შეიკავა
-ხო შენ-კიდევ ერთხელ დაუმოწმა მარიამმა
-რა ბედის ირონიაა,ღმერთი დამცინის,ბედი თუ შენ?-სიმწრის სიცილი აუვარდა მას
-არავინ,მე შენ მიყვარხარ,-წარმოთქვა მკაფიოდ და მის ბაგეს დაეწაფა
***
თვალები,რომ გაახილა,იმედგაცრუება იგრძნო,გული ატკივდა,სიზმარი იმდენად რეალური ჩანდა თავგზა აერია,მართლა იყო მარიამი ღამით ოთახში?,მართლა უთხრა,რომ უყვარს?ასეთი მწარე სიზმარი ცხოვრებაში არ უნახავს,საწოლიდან წამოდგა,თვალები მოისრისა და ლასლასით გავიდა.

***
მარიამი ამდგარი იყო და ჩაის სვამდა,როდესაც ანდრია აბაზანიდან გამოვიდა და აღშფოთებული სახით წავიდა მისკენ,ცოტა არ იყოს მარიამს შეეშინდა,ჩაი მაგიდაზე დადგა და ფეხზე წამოდგა
-გუშინ,ჩემს ოთახში,ხომ არ ყოფილხარ?
-არა რა მინდოდა,-გაიოცა მან და ისევ დაჯდა მაგრამ,ხელი მოკიდა ანრიამ და ააყენა,-რა გინდა?,-მიმართა უხეშად,ანდრიამ ხელი უშვა
-არაფერი,განაგრძე ჩაის სმა სამსახურში არ დააგვიანო,-უთხრა და ისევ აბაზანაში შევიდა,ვეღარც იაზრებდა რას აკეთებდა,კარგახანს იყო ნიჟარაზე დაყუდებული და სარკეში საკუთარ არანეკლს უყურებდა,როგორც კი მოეგო გონს აბაზანიდან გამოვიდა მაგრამ,მარიამი უკვე წასული დახვდა,ხელების ქნევით გავიდა სახლიდან და კიბეები სწრაფად ჩაირბინა,იმდენად იმოქმედა სიზმარმა,მასზე,რომ რეალურის აღქმა აღარ ძალუძს,თვალები საშინელ დღეში ჰქონდა,მერე და როგორ არ მოსწორდა საკუთარი ცრემლები,ბოლო ბოლო ის ხომ კაცია,კაცს კი ტირილი არ შეშვენის,სულ უმეორებდა მთელი ცხოვრება მამისი სანამ ცოცხალი იყო მაგრამ,ანდრია იმდენად გულჩვილია,იგი ვერ უძლებს,არ შესწევს ძალა ამდენ ტკივილს უცრემლოდ გაუძლოს,.
მარჯვენა სავარძელზე სათვალე ეგდო უპატრონოდ,რომ მოკალათდა,აიღო და გაიკეთა,სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა და ძრავი ჩართო.

***
"მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება” მაგრამ,როცა გეკარგება ეს უნარი გეკარგება გასაღები,რომ შეძლო ამ დაწყევლილი კარის გაღება,ტკივილის და სევდის განელება,ბუხარივით,რომ გიზიგებს გულში,სხეულში,სულში.
სიცილი წასკდა სანდროს,როდესაც ანდრია სათვლაე დაკვესებული დაინახა,იცოდა,რომ მას სათვალე არ უყვარდა,რადგან ცხოვრება ჯერ ისე მუქია და სათვალით კიდევ მუქდება
-რა გჭირს?-დამცინავა მიუგო და ხელი სახისკენ წაიღო
-მორჩი რა,-გაბრაზებულმა თქვა და უაკნ დაიხია
-კაი,კაი-შეწყვიტა მან და მხარზე დაადო ხელი,-აქ იცი ვინ იყო მოსული?
-ვინ?,-დაინტერესდა უცებ
-შენი საცოლე
-საცოლე?-წარბები შუბლზე აუვიდა,გაოგნებული დაეშვა სავარძელში და ხელები უაზროდ აიქნია,-ვინ საცოლე,შენ ხომ არ ურიკინებ
-დაგავიწყდა უკვე?სანამ იმ ოხერ სოფელში წახვიდოდი,ხელი,რომ სთხოვე
-ამის,-შეიკურთხა და გაცოფებული წამოხტა-რა გავაკეთო?,მე...მე-აებნა ენა
-რაიყო რა გწირს,სამი წელია გიყვარს და ახლა რა ჭირი გეტაკა
-მე არ შემიძლია,მე-სასოწარკვეთილი გახდა ანდრია,სათვალე მოიხსნა და იატაკზე დაანარცხა
-რა მე მეს გაიძახი ადამიანო,ან თვალებს რა უქენი-დამტვრეული სათვალი აიღო მან
-ცოლად ვერ მოვიყვან,-თქვა ანერვიულებული ხმიტ და მუხლებში ჩაიკეცა
-რა ქალიით იქცევი,-გაღიზიანდა სანდრო
-ქალი კიარა,მარიამი დაბრუნდა,მეგონა აღარ მიყვარდა,თურმე,-გაწყვიტა საუბარი
-თურმე?
-მყვარებია,ახლა არ მესმის ამ სამი წლის განმავლობაში,როგორ ვიყავი ანეტთან როგორ ვეხვეოდი,ვკოცნიდი,ათასის იტყვით ვამკობდი,როგორ შემეძლო ეს,მისმა გამოჩენამ,მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა
-შენ მარიამი ბავშვურად გიყვარს,ანეტი კი ისე გიზიდავს და გიყვარს როგორც ქალი,ის შენი ტოლია მარიამი კი...
-რა მარიამი,შენ არ გინახავს ის უკვე სრულფასოვანი ქალია,ანეტი ვერც შეედრება,სრულიად შეიცვალა,რომ დავინახე გეფიცები,ლამის გული გამისკდა,ისევ გარვივდა გულში ჩამცხრალი სიყვარული,გადამავიწყდა ანეტი,ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო,მხოლოდ ის მხოლოდ მარიამი იდგა ჩემს წინ და უმწეო თვალებით მიყურებდა
-აღარ ვიცი რა ვთქვა,რა დღეში ყოფილხარ შენ,ანეტი მეცოდება,ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული,რომ მარიამი როგორც ბავშვი კიარა როგორც ქალი ისე გიყვარს
-რა გავაკეთო?-სასოწარკვეთილს აღმოხდა და თავი ხელებში ჩარგო, სანდროს განა ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი,არა ამ კითხვაზე პასუხი თავად ანდრიას უნდა ეძია საკუთარ თავში,ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა და ყველაფერზე დაფიქრება სჭირდებოდა მას,სანდრომაც იცოდა ეს და მეგობარს ხელი აღარ შეუშალა,ლასლასით გავიდა კაბინეტიდან,დატოვა ფიქრთა ორომტრიალში გახვეული ანდრია.
ბედნიერი სოცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები,და შენ უნდა გაგაჩნდეს ერთი ბედნიერი დღე მოსაგონებლად,გაქრა ბავშვობა,გაქრა სითბო,სიყვარული დარჩა მხოლოდ ტანჯვა ტკივილი,გაუგებრობა,სიცოცხლის უუნარობა,მას აღარ შესწევს ძალა გააგრძელოს სიცოცხლე განა უღირს მარიამის გარეშე?,მას ხომ უიმისოდ სუნთქვაც კი ეძნელება უკვე,ფიქრები,სხეული,გული სული,ხომ მიტაცებული ჰყავს მას,რას ეტყვის ანეტს როგორ აუხსნის ამ ყველაფერს,რომ უყუვარდა მაგრამ გადაუყვარდა,თუმცა უყვარდა კია?საკითხვა სწორედაც,რომ ესაა,რომ მოიყვანოს ცოლად და გაიგოს,რომ მარიამსაც ჰყვარებია მერე რაღას იზამს,როგორ დააბრუნებს დაკარგულ დროს,ამდენი ფიქრები ალბად ბოლოს მოუღებს,ნეტავ მარიამი თუ ცოტას მაინც ფიქრობს მასზე მაგრამ,რომ ფიქრობდეს,თუნდაც ცოტას გამოდის მასაც ყვარებია მაგრამ,იგი ცოტაზე მეტს ფიქრობს ანდრიაზე,ბევრად მეტს და მასაც არანაკლებ სტკივა გული,რომ არ შეუძლია მივიდეს უთხრას,განა როდემდე,როდემდე შეიძლება ამის დამალვა,ან ერთმა ან მეორემ ხომ უნდა იფიქროს ერთმანეთზე,რომ გულს სტკენენ.
სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა.
და ეს არის მიზეზი მატი წინ არ გადადგმული ნაბიჯისა,რომელიც შეიძლება გადამწყვეტ როლს თამაშობდეს მათ ცხოვრებაში.
იტანჯო და მერე რისთვის,რომ არ გაუმხილა მას,რომ გიყვარს,რას კარგავ გაუმხილე,შემდეგ განვითარებულზე კი მერე აგე პასუხი,უნდა მოელოდოს ადამიანი ყველანაირ განსაცდელს,თუნდაც ეს სიყვარულის გამხელა,ცოდვის ჩადენას ან სხვა რამეს მოზდევდეს თან,თუკი არასდროს გარისკავ წაგებული დარჩები,და თუ გარისკავ შესაძლოა შედეგით არც თუ უკმაყოფილო დარჩე,ხშირ შემთხვევაში.
როგორც იქნა დალაგდა ფიქრები ანდიას გონებაში,თვალები გაახილა,ჩაცურებული ზემოთ წამოვიდა,წელში გაიმართა და გადაჯვარედინებული ხელის მტევნები მაგიდაზე დააწყო.
მარიამი უკმაყოფილო დაბრუნდა შინ რადგან უფროსის ყურადღება ვერ მიიქცია,მისათავებული მიწვა დივანზე და თვალები დახუჭა,ღრმა ძილში ტელეფონის ხმამ გამოარკვია,შუბლის სრესით წამოდგა და იქამდე ლასლასით მივიდა
-გისმენთ,-ნამძინარევი ხმით თქვა და პირზე აიფარა ხელი
-მარიკო ბებო,-ბებოს გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა,გული აუჩქარდა,თვალები აემღვრა
-ბებო,-ჩაჰყვირა ტელეფონში-როგორ ხართ?,-მიუგო გახარებულმა და მოხუცის პასუხს დაელოდა
-კარგად,შვილო თქვენ როგორ ხართ,ანდრია როგორაა?
-ჩვენც კარგად ბე,სანერვიულო არაფერია მაგრამ,ბე-წარმოთქვა დამწუხრებული ხმით
-გისმენ შვილო,ხო მშვიდობაა
-კი მშვიდობაა,ხომ გითხარი უკვე მაგრამ,სოფელი მომენატრა,თქვენ მომენატრეთ,-ამოიოხრა მან
-ჩამოდი მერე-ჩაიხითხითა ქალმა ყურმილში-გგონია პაპას არ მოენატრე ან მე?,ჩამოდით შენ და ანდრია ცოტახნით მოწყდით საქმეს არაფერი უჭირს
-ანდრია,რომ მოვა ვეტყვი,-მიუგო მარიამმა
-ხო შვილო,როგორც მოგიხერხდებათ,პაპამ მოკითხვა შემოგითვალა,ახლა უნდა წავიდე წამალი აქ დასალევი,აბა ჭკვიანად და ანდრია მომიკითხე,-ფაცხაფუცხით მიაყარა ქალმა

-კარგი ბებო,მეც მომიკითხე ბაბუ და აკოცე ჩემ მაგიერ,მიყვარხართ და იმედია მალე გნახავთ,-კმაყოფილს გაეღიმა და ტელეფონი გათიშა,კაბელი გაასწორა და ისევ დივნისკენ წავიდა,ჩამოჯდა და ერთ წერტილს მიაშტერდა,ეუცნაურა ანდრია,რომ აგვიანებდა,გულმუცელი უღრნიდა და მოსვენებაც მალევე დაკარგა,წამოდგა და ოთახში შევიდა,ღამის ფარდები ჩამოაფარა,ამ დროს თვალი მოკრა ნასილუეტს ანდრიას,რომელიც ვიღაც ქერა თმიან ქალს ესაუბრებოდა და ხელებს აქეთ იქით იქნევდა,ქალს კი ეცინებოდა არც თუ ურიგოდ,მარიამს სახე დაემანჭა,სიბრაზისგან წამოენთო,სწრაფად ჩამოაფარა ფარდა და გაუშლელ საწოლზე,გაუხდელად მიწვა,გული ბაგაბუგობდა,თვალებიც ცრემლით ამოევსო,იმედგაცურებას წააგავდა ის რაც ახლა მან იგრძნო მათი დანახვისას,ბალიში დაიმხო თავზე და ერთხანს ასე იყო,მერე უჰაერობამ შეიპყრო და გადაიხადა,მალევე კარზეც დარეკეს,საწოლიდან ჩამოფოფხდა და ლასლასით მივიდა იქამდე
-რაიყო?-ზღურბლთან მდგომ ანდრიას ისე კითხა,ვითომ არ ელოდებოდა-რამ შეგაწუხა?,-მიუგო გაბედული ხმით,ისე,რომ წყენა და გაბრაზება დაეფარა,ანდრიამ თავი გააქნია გამოაქნია,უკან შებრუნდა,ხელი გაუწოდა და როდესაც ის ქერა ქალი წარუდგინა მარიამს წინ,ლამის ფეხები მოეკვეთა,გულის რევის შეგრძნება ჰქონდა,ყელში წაიჭირა ხელი და თვალები ძლიერად დახუჭა,ერთხანს იფიქრა მესიზმრებაო მაგრამ,თვალები ისევ,რომ გაახილა,ანდრიაც და ის ქერაც ფეხუცვლელად იდგნენ იქ
-შემოგვიშვებ?-ხრიწინა ხმით თქვა ანდრიამ,მარიამმა მხრები აიჩეჩა და თავი დააქნია,ხმა,რომ ამოეღო ალბად ცრემლი წამოუვიდოდა,ანდრია და ქერა სახლში შევიდნენ,მარიამი თავ ისე გრძნობდა თითქოს ის იყო სტუმარი,სიმწრისგან მთელი კანი ეწვოდა,ვეღარ ფიქრობდა რა მოეხერხებინა,რა ეთქვა
-ეს ჩემი საცოლეა ანეტი-გარკვევით ჩაესმა მისი სიტყვები მარიამს ყურში და დაიბნა,კიდევ უფრო დაიბნა,რომანის ფურცლებივით თავი და ბოლო აერია,გული გაუჩერდა,ენა სასულესკენ წაუვიდა,ვეღარც აბრუნებდა,უცოდველი და გზა აბნეული კრავივით უცქერდა ორივეს
-გამარჯობა,-ქერას წკრიალა ხმამ მოაბრუნა,პიანინოს ნოტებივით,რომ ჩაესმა ყურში და თვალების ფახუნს მოჰყვა
-ეს შენი საცოლეა?-დაუჯერებლად წარმოტქვა და ხელზე იჩმიტა,ანრიად სიმწრისგან გაეცინა და თავი დააქნია
-დიახ მარიამ,ჩემი საცოლეა,სანამ სოფელში ჩამოვიდოდი,ხელი ვთხოვე და ისიც დამთანხმდა,-სიგიჟის ზღვარზე მისული ადამიანი იცნისო,ასე გამიგონია და მარიამსაც ეს დაემართა ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი,ჰქონდა სხვა გზა?!აბა ჰო არ იბღავლებდა,მუხლებში ჩაუვარდებობდა ანდრიას,მე მიყვარხარ მას ცოლად ნუ მოიყვანო,მთელი ცხოვრების მანძილზე ნაფიქრი ნაგები ოცნებები უეცრად დატეხილმა ტორნადომ შთანთქა,იქ სადაც სულიერება არ არსებობს,მოწიკწიკე საათს შეხედა მან მთქნარებით,თორმეტს იყო გადამცდარი,უნდოდა ეთქვა გილოცავთო,როგორც არის ხოლმე მაგრამ,ამის თქმა და სიკვდილი მისთვის ერთი და იგივე იყო,ანდრია მიხვდა მარიამი რატომაც არ იღებდა ხმას და მთელი ამბებით არ ულოცავდა მაგრამ,არაფერი შეიმჩნია,მარიამსაც გადაავიწყდა ბებიამისის დანაბარები
-ესეიგი შენ ხარ მარიამი,-ცინიზმით და ეგოიზმით სავსე სიტყვები მიაგო მარიამს,მან თავი დააქნია,-ანდრია შენზე ბევრს მიყვებოდა,შვილივით უყვარხარ,-აი ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის,ადამიანი რომელიც მამის მაგიერობას გაუწევდა,ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მიწაზე ეგდო და ვიღაც მას ფეხით სრესდა სიგარეტის ნამწვავივით
-ჩვენ წავალთ მარიამ,ბოდიში,რომ ასე გვიან შემოგეჭერი და მყუდროება დაგირღვიე
-არაუშავს,-პირფერულად წარმოტქვა მარიამმა-მაგრამ,მართლაც დროა წახვიდეთ,-ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ წავიდა უნდა ეკოცნა,სურდა ბოლოჯერ მაინც შეხებოდა მის ფაფუკ ლოყას მაგრამ მარიამმა თავი გასწია და ანდრიაც ჰაერში დარჩა,ანტეს გაეცინა,მამაკაცს ხელი მოკიდა და წაიყვანა,როდესაც კარი მიიხურა და თითქოს ცხოვრებაში ყველა კარი დაიხურა მარიამისთვის,მხრებ ჩამოშვებული,მილასლასდა ოთახამდე,სიევ გაუშლელ ლოგინზე,გაუხდელად მიწვა,თავი ბალისში ჩარგო და გაირინდა.
მთელი გზა ხმა ამოუღებლად მიჰყავდა მანქნაა ანდრიას,ანეტისკენ არც კი შეუხედავს,ქალი მოწყენილობისგან იჯდა და სავარძელს პუტავდა
-რა საყვარელი ბავსვი ყოფილია-სარკასტულად წარმოთქვა მან,ვითომ თავის მოწონებას ეცადა ანდრიასთვის
-ბავშვი არა-მკაცრი და უხეში ხმის ტემბრი ამოუშვა მან,-გაიზარდა უკვე,როცა გიყვებოდი მაშინ სხვა პერიოდი იყო,არ იყო საჭირო იმის ტქმა რას გიყვებოდი მასზე
-მე არც არაფერი მიტქვამს რას მიყვებოდი,უბრალოდ ვთქვი შვილივით უყვარხარ მეთქი-დამცირებულის სტატუსი დაიჭირა ქალმა
-და შენ დედინაცვალი?-ზიზღით თქვა მან...
***
სახლი ერთადერთი ადგილია სადაც ადამიანს შეუძლია,დაჯდეს წყნარად მშვიდად და იფიქროს მაგრამ,მარიამი ადგილს ვერ პოულობდა,გადიოდა და გამოდიოდა საწოლის წინ,ძილმაც გადაუარა,თვალები დახუჭა და კედელს მიეყრდნო,ჩაფუშული ბურთივით გრძნობდა თავს,გამოუსადეგარი,რომაა და მიგდებულია კუთხეში სადღაც სტადიონის ბოლოში,ცრემლი წამოცდა და იატაკზე დაეწვეთა,ერთ წვეთს მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე,თავბრუსხვევა იგრძნო,ამდენი ხანი თავდახრილი,რომ იდგა და თავის მაღლა აწევა სცადა,კისერმა დაიტკაცუნა და თითქოს უფრო შვება მოჰგვარა,ვიდრე ტკივილი,საწოლზე მიგდებული ტელეფონის ეკრანი ანათებდა,გაკვირვებული მიღოღდა იქამდე,საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო,წარბები შეჭმუხნა და ტუჩები წინ გაბზიკა,ამ გვიან უცხო ნომერი მაგრამ,არ გაუთიშა მოციმციმე ეკრანდ კარგახანს უცქირა და სანამ თავისით არ გაითიშა,ციმციმებდა,მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონს დააცქერდა,ეკრანი ჩაბნელებული იყო მაგრამ,ციმციმი ისევ განაგრძო და სიევ იგივე ნომერმა,“ჰუჰ“-ჩაიფრუტუნა მან და მწვანე ღილაკზე დადო თითი,აღებას ისევ ყოყმანობდა,ისევ აცალა სანამ ციცინათელა არ ჩაქრა,მერე ტელეფონი სრულიად გათიშა და საწოლზე მიწვა გაუხდელად.
სიმშვიდემ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი გასტანა,მალევე კარებზე საშინელი ბრახა-ბრუხის ხმა გაისმა,თითქოს ვიღაც გამიზნულად აბრახუნებდა,მარიამი არ შეშინებულა,ტელეფონი ისევ ჩართო და ოთახიდან გალასლასდა,მშვიდად მივიდა კარამდე და ჭუჭრუტანაში გაიხედა,შუქი არ ენთო და შესაბამისად ვერც დაინახა ვინ იყო,შუქი აანთო შემოსასვლელში და ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა
-რომელი ხარ?-აუღელვებლად,გასძახა მან
-ანდრია,-დაუბრუნა მან პასუხი,მარიამი გაოცდა,ცოტახნის წინ არ გააცილაა?რაღას იზამდა,ნაცნობ სტუმარს კარი გაუღო,ანდრიას თვალები ცრემლით ჰქონდა ამოვსებული და ერთიანად კანკალებდა,ტანსაცმელი სულ მთლად სველი,წურწური ჩამოზდიოდა
-წვიმს?-მიუგო მარიამმა და კარი სწრაფად მიხურა,ინსტიქტურად,როგორც სოფელში აკეთებდა,წვიმის დროს სახლშიც,რომ არ შემოაღწია წვიმას
-კი საშინლად,-ძლივს მიუგო ანდრიამ,ორთქლით ხელების გათბობას ცდილობდა
-ამ დროს წვიმა?-ირიბად გაეღიმა მას
-ეჰ,ბუნებას რას გაუგებ,გეძინა?-მორიდებით კითხა მან
-არა,ვიწექი უბრალოდ და აქ რამ მოგიყვანა,ცოტახნის წინ საცოლით გამომეცხადე და ახლა შეიცვალა რამე?,-თითქოს მისთვის უმნისვნელო რამ იყო ამაზე საუბარი და სრულიადაც არ აინტერესებდა,ანდრიას საცოლე
-ვიჩხუბეთ,-სარკაზმით აღსავსემ თქვა და სველ თმაზე გადაისვა ხელი,მარიამმა თავი ჩაღუნა და გულში ჩაიცინა მაგრამ,ცოტა ხმამაღალი გამოდგა
-რა გაცინებს?-დაემდურა ანდრია,მან ხმა არ ამოიღო,სველი პალტო გახადა და გასაშრობად წააცუნცულა,ანდრიამ თავის ქნევით გაიხადა ფეხზე და მარიამს გაჰყვა
-აჰა საშრობი,სველი გაქ თმა გაცივდები,-გაუწოდა ფენი მარიამმა,ანდრიას,სასიამოვნოდ დაუარა ტანში
-როგორ ზრუნავთ ჩემზე,-თბილად წარმოთქვა და ფენი გამოართვა
-აბა,აბა-სიცილით მიუგო მან-ჩემს სახლში ხარ და სხვა გზა არ მაქვს,-დაიმანჭა იგი
-რატომ შემომიშვი?,-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა მას,-ხომ გაიგე ვინც იდგა კართან
-მაგრამ,არ ვიცოდი თუ სველი იყავი,-ხელების ქნევით თქვა მან
-რომ გცოდნოდა არ შემომიშვებდი?
-წადი გაიშრე-მკაცრად უთხრა და სამზარეულოში შევიდა,ანდრიამ კი აბაზანას მიაშურა თმის გასაშრობად,ამასობაში წყალი შემოდგა ქურაზე,თმა გამშრალი ანდრია,რომ გამოვიდა და მარიამის ფუსფუსს დააკვირდა,უფრო მეტად ეტკინა გული,ის იგრძნო,აი,რომ იციან,რომ მატი საკუთარია და მათთვის არსებობს და მათი უნდა იყოს,მათთვის ისუნთქოს,მარიამი ქურასთან იდგა და წყლის ადუღებას ელოდა,როდესაც წელზე ძლიერი ხელები იგრძნო,მერე მუცელში პეპლებმა იწყეს ფარფატი,სიმხურვალე მთელ სხეულზე,მოედო ანდრია მის სეულზი კოღოსავით იყო მიკრული,მისგან სისხლსა არა მაგრამ,სითბოს ნამდვილად წურავდა,რადგან ხელები მთელი ძალით ჰქონდა შემოხვეული,მარიამს სუნთქვაც კი გაუჭირდა,ვერც რამე თქვა
-ნეტავ შემეძლოს სულ ასე ვიყო შენთან,სენი ერთი სიტყვა,ერთადერთი არ მოიყვანო..და მე არაკაცი ვიქნები თუ მას მოვიყვან ცოლად,-მარიამს გული აუჩქარდა,თავბრუსხვევაც იგრძნო,ალბად ძლიერი ხელები,რომ არა წელზე,იატაკზე გაიშლებოდა,წყალი უკვე ფუხფუხებდა,ძლივ-ძლიობით დაასხა ფინჯანში და კოვზით მოურია,რომ ჩაი და შაქარი კარგად გამჯდარიყო ერთმანეთში,ანდრია არაფრის დიდიებით არ უშვებდა ხელს,მაგნიტივით ეკვროდა
-დამწვავ,-ჩაილუღლუღა მან
-მოგირჩენ,თუ დაიწვები,-უთხრა ანდრიამ და შეატრიალა თავისკენ-ანეტი მოვიყვანო ცოლად?,-მარიამმა თავი ჩაღუნა,გარკვევით ესმოდა ანდრიას გულისცემა,რადგან მის მკერთან ძალიანა ხლოს ჰქონდა თავი
-მე რატომ მეკითხები?-ამღვრეული ხმით თქვა მან,-მგონია უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ყველაფერი,-მწარედ გაეცინა ანდრიას და ორივე ხელი სახეზე მოკიდა
-მე არაფერი გადამიწყვეტია,დილით სამსახურში იყო მოსული,მერე მასთან ავედი სახლში და,რომ დამინახა ძალიან გაუხარდა,ვეღარაფერი ვუთხარი
-რა უნდა გეთქვა?,-ცალი წარბი აზიდა მან და ინტერესით სავსე თვალები მიანათა,ანდრია დაიბნა,ისე საუბრობდა თითქოს უკვე იცოდა მარიამმა მისი გრძნობების შესახებ
-ის,რომ ბავშვი შემიყვარდა-მარიამს გაოცება აღებეჭდა სახეზე,ანდრიას ჩამოშორდა და სკამზე ჩამოჯდა
-ბავშვი?ვინ ბავშვი-თქვა აღელვებული ხმით
-მარიამ,მიყვარხარ-ეს თქვა და იგრძნო გული აჩქარდა,ოფლმა დაასხა
-მე..მე,არ-ფეხზე წამოაყენა და ხელი წელზე შემოხვია
-ჩუმად-საჩვენებელი თითი ტუჩებზე დაადო,-მიყვარხარ და არ მინდა ისეთი შეცდომა დავუშვა რის გამოსწორებასაც ვერ შევძლებ
-და რის გამოსწორებაა შეუძლებელი,-ამღვრეული ხმით თქვა მან
-ადამიანი თუ დაკარგე მისი დაბრუნება შეუძლებელია,მე კი არ მინდა დაგკარგო,არ მინდა გაღვიძებისას ჩემს გვერდით სხვა ქალი დამხვეს,არ მინდა ჩემს შვილებს სხვა ქალი უვლიდეს,-შუბლზე აკოცა ნაზად
-ყოველდღე ვგრძნობდი,ველოდი,რომ მოხვიდოდი და მეტყოდი
-ანუ,-აღელვდა ანდრია უფრო მეტად
-მიყვარხარ,-ჩაილუღლუღა მან და თავი დაადო მკერდზე,-არ მინდა დაგკარგო,თუკი მაქვს სესაძლებლობა შენი შეჩერების მე ამას გავაკეთებ,-ხელი შეუცურა თმაში,ანდრია მისკენ დაიხარა და ბაგეზე ოდნავ შეეხო
-იცი,რომ მე ვიპოვე ჩემი იდეალური ქალი,-ბედნიერი სახით წარმოთქვა ანდრიამ და ხეზე ძლიერად მოუჭირა
-და მეც ვიპოვე ჩემი იდეალური კაცი,-გაუღიმა მარიამმა
-იცი რაღაცაში მინდა გამოგიტყდე
-რაში?-ეშმაკურად ახედა მან
-რაც გაგიცანი მის მერე ვაწყობ გეგმებს ჩვენს ერთობლივ მომავალზე და წამითაც არ გამიელვებია გულში,რომ მომავალი უშენოდ იქნებოდა,იმიტომ კიარა,რომ არ შეიძლებოდა,მე არ შემეძლო,მე ახლაც არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლება უშენოდ დავგეგმო მომავალი
-იცი რას მივხვდი?!,როცა ჩემთან ხარ ვმშვიდდები და როცა არ ხარ ვღელავ როგორც ზღვა,ჩამესმის ყურში შენი ხმა და ვგრძნობ შენხ სხეულს,სურნელს,რომელიც მთელს სახლშია
-ალბად ესაა ნამდვილი სიყვარული
-ალბად კიარა,სწორედაც,რომ ესაა ნამდვილი სიყვარული.......
***
და გაქრა სხვა ყველაფერი გარდა ორი სულისა და ერთი დიდი სიყვარულისა..



პ.ს როდინდელს ვდე,მაგრამ სათაური იმდენად მიყვარს,აღარ დავეძებ საშინელი შინაარსის რომაა. 2014 წელი თვე არ მახსოვს .



№1 სტუმარი mtvaro svani

vaime ise gamatbo am patara istoriam guli sixarulit amevso.dida madloba shen amisatvis

 


№2  offline წევრი TeddyBear

სასიამოვნო წასაკითხი იყო love
პ.ს. საყვარელი და დაბნეული ანდრია ძალიან მომეწონა wink love

 


№3  offline წევრი nineli

ვაიმე ძალიან ვისიამოვნეე^_^ საოცარი ისტორიაა საოცარი სიყვარულით,,, გული გამითბო, ძალიან მომეწონა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent