შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (27)


9-07-2016, 15:18
ავტორი Supreme
ნანახია 3 768

-რა თქვი?-გაკვირვებულმა შევხედე, თან სუნთქვა შემეკრა.
-ცოლად გამომყევი-მეთქი.-ბედნიერად მიღიმოდა.
  არ მომესმა. აშკარად არც ერთი სიტყვა არ მომესმა და ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ეს გავიაზრე, თავი მაინც სიზმარში მეგონა, ყველაზე ტკბილ და დაუვიწყარ სიზმარში.
  გაშტერებული ვუყურებდი. მიხვდა რომ აზრზე ვერ მოვდიოდი. მანქანა გააჩერა.
-რას იტყვი?-შემომხედა თავისი ღვთაებრივი გამოხედვით და უფრო დამეკარგა საუბრის უნარი.
  ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ უარის თქმას უბრალოდ ვერ მოვახერხებდი, თან არც მინდოდა. რა უარი? ახლა...არ ვიცი, ალბათ მეცხრე ცაზე ვარ სიხარულისგან, უბრალოდ ბოლომდე ვერ ვიაზრებ.
-ასე ჩუმად აპირებ ჯდომას?-ჩაიცინა, უზომოდ საყვარლად, რაღაც საოცრად და არაამქვეყნიურად.
  ხმას ისევ ვერ ვიღებდი, მხოლოდ თვალები მიბრწყინავდა. როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და მაგრად ჩავეხუტე.
-კი! კი! მილიონჯერ კი!-აღარ ვშორდებოდი.
  რატომ უნდა მოვშორებოდუ, როცა ასეთი ბედნიერი ვიყავი და როცა ვიცოდი, რომ არც ის მომშორდებოდა არასდროს. რამდენიმე წამში თვითონაც ძალიან მაგრად მომეხუტა და ვნებიანად მაკოცა. მთელი სახე დამიკოცნა. ვხვდები, თვითონაც უზომოდ ბედნიერი იყო. უცებ მომშორდა და ჩემი ხელი აიღო. ბეჭედი გამიკეთა.
-უნდა დამენიშნე.-ჩაიცინა.
  ჩუმად ვიყავი და უაზროდ ვიღიმოდი.
-ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, იცი?-ლოყაზე მაკოცა.
-მეც.-კისერში ვაკოცე.
  სახლში აღარ მივსულვარ. ლუკასთან დავრჩი. ცოტა აღელვებული ვიყავი, თუმცა რა გასაკვირია. ხელი მთხოვა...საოცარი გრძნობა ყოფილა.
  ცოტა მოვსულიერდი და სამზარეულოში შევედი. ნაყინი გავაკეთეთ, ყველანაირი ტკბილეულობა ავურიეთ, რაც კი გაგვაჩნდა.
-ნაყინი "რაც მოგხვდება ხელში".-ჩამეცინა.
  როცა ტკბილეულობის ჭამით დავიღალეთ, ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ჩახუტებულები ვისხედით და რაღაც უნიჭო საშინელებით ვირთობდით თავს.
-ისე, ამაზე კარგად შეგვიძლია დროის გატარება.-ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა ლუკამ.
-მართლა?-ასეთივე ჩურჩულით ვუპასუხე.
-კი.
  მის ცხელ სუნთქვას ყურთან და კისერში ვგრძნობდი და მისი ვნებიანი ხმა...მაგიჟებს. ნაზად, მაგრამ უზომოდ დიდი გრძნობდი მაკოცა კისერში. ჯერ ნელა, მერე კი...რა მახსოვს...მხოლოდ ვნება...
  ლოგინში ვიწექით. მე მის მკერდზე მედო თავი და აჩქარებული გულისცემა ძალიან ხმამაღლა მესმოდა. მისი დაღლილი სუნთქვა მთელ სხეულზე მედებოდა.
-ვგიჟდები შენზე.-მითხრა ჩუმად და ზურგზე ნაზად ამისვა ხელი.
-მე შენზე.-წამოვიწიე და ვაკოცე.
  ასე ვიწექით, სანამ ბოლომდე არ გათენდა. წარმოსახვაში ახლა მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორ გამოვეწყობოდი თეთრ კაბაში, როგორ მოვაწერდით ხელს, დავიწერდით ჯვარს...თავი ზღაპარში მგონია...საოცარ, დაუვიწყარ ზღაპარში...
  ლუკას ყურებით ვტკბებოდი. ჩემი ქმარი. რა საყვარლად ჟღერს. ერთიანად ბედნიერების ტოლფასია მხოლოდ ეს ერთი სიტყვა. რაღაც საოცარი ძალითაა დაჯილდოებული, არა? ერთხელ და სამუდამოდ, მე მისი, ის-ჩემი. 
  შუადღისას სახლში წავედი. ისე ვემშვიდობებოდი ლუკას, თითქოს რამდენიმე საათში უკან მოსაბრუნებელი არ ვიყავი. ვკოცნიდი, ძალიან ბევრს, გაუჩერებლად და ვეხუტებოდი, ისე თბილად, როგორც არასდროს. მისგან შორს ყოფნა აღარ მინდოდა. არც ერთი წუთით, არც ერთი წამით...
  სახლში მხოლოდ სოფი დამხვდა.
-უნამუსო.-ჩაიცინა.-როგორ მიმატოვე.
-ახლა ისეთ რაღაცას გეტყვი, გაგიჟდები.-ღიმილი ყურებამდე ამივიდა და კანკალი დავიწყე.
-ხო კარგად ხარ, რა მოხდა?-გაოცებულმა შემომხედა.
-ლუკამ...ლუკამ ხელი მთხოვა...-ვთქვი ჩუმად, მერე კი სიხარულისგან ხმამაღლა ვიყვირე.
-რა თქვი?-სოფიც ამყვა და მაგრად ჩამეხუტა.-გილოცავ! გილოცავ! მთელი გულით გილოცავ!-ვიგრძენი, რომ იზიარებდა ჩემ სიხარულს და არ ვიცი, ამა უფრო გამაბედნიერა.
  საოცარია ცხოვრება. არადა სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის გაკარებაც არ მინდოდა, ახლა კი...ოჯახთან დავლაგდი, შეყვარებული მყავს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, დაქალი, რომელსაც ესმის ჩემი და მტერი, რომელმაც გამაძლიერა. რომ ვუკვირდები, საინტერესოა ცხოვრება, როცა იცი, რისთვის ცხოვრობ...
  მოსაღამოვდა. ისევ მარტო მე და სოფი ვიყავით.
-შენებს როდის უნდა უთხრა?-მკითხა უცებ.
-ჯერ არ ვიცი. შენი და აკაკის ქორწილის მერე, ალბათ.
-იქამდე არ აპირებ?-გაუკვირდა.
-იქამდე, მამაჩემის რისხვას არ აგატანინებთ.
-კიდე გაბრაზებულია გარიგებით რომ არ გათხოვდი?-სახე შეეჭმუხნა.
-ალბათ, არ ვიცი, მაგრამ მის კეთილგანწყობას არც ველოდები.
-იმედია არაფერს იტყვის და ბედნიერებას არ ჩაგიშხამებს, როგორც...-გაჩუმდა.
-ჩვევია.-ჩავიცინე.
-ბოდიში, ზედმეტი მომივიდა.
-არა, რატომ? გეთანხმები.-გავუღიმე.
-ხო, მაგრამ მაინც არ უნდა მელაპარაკა ცუდად.
-ნუ გეშინია, არ გაგცემ.-ჩავიცინე და ჩავეხუტე.-უბედნიერესი ვარ.
-მეც.
-არ გინდა გაგაცნო?-უცებ წამოვყავი თავი.
-ვინ?-გაიკვირვა.
-ლუკა, სხვა ვინ.-გამეცინა.
-ახლა?-გაიკვირვა.
-ხო, რა იყო. წამოდი, თან გავისეირნებთ.
  დავითანხმე და მაშინვე ლუკას დავურეკე. რა თქმა უნდა, სიხარულით დამთანხმდა.
  გარეთ გავედით. სახლთან დაგვხვდა მანქანით.
-გპატიჟებთ კაფეში ჩემს საცოლეს და მის სანდო დაქალს.-ჩაიცინა.
  მოკლედ, ერთმანეთი გავაცანი. რაღაც უზომოდ სასიამოვნო აურა ტრიალებდა. ბედნიერების, სიხარულის და სიყვარულის...თბილი და ტკბილი...ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა.
-ნიკა-
  როცა ლუკამ მითხრა, ნინას ხელი ვთხოვეო, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ უზომოდ გამიხარდა. ქორწილი...კოსტიუმი მაქვს შესარჩევი, ჰაჰა...რას მოვესწარი, ლუკას ცოლი მოყავს, თან ვინ? უკარება...ის გოგო, რომელიც პირველ დღეს მიზნად დაისახა და მიაღწია კიდეც, მართალია თვითონაც ყურებამდე შეყვარებული დარჩა.
  საინტერესოა, მე როგორ ვარ? რას ვგრძნობ? არ ვიცი...ახლა ვერაფერს ვხვდები და მარტო ყოფნა მინდა...არც ცუდად ვარ, არც კარგად, მაგრამ, რაღაცნაირად. აი, გაურკვევლობაში თითქოს, მაგრამ...იმედია მალე მოვალ აზრზე.
  საინტერესოა, თამო როგორ გადაიტანს ამ ამბავს, როცა გაიგებს? რას იგრძნობს? უცებ საოცარმა სიბრალულის გრძნობამ გამირბინა გულში...თამო შემეცოდა...ძნელია ასეთი რაღაცის გადატანა, როცა ისედაც არ ამდენი პრობლემა გაქვს, მაგრამ, ცხოვრება ისეთი რაღაცაა, რა გიკვირს...უბრალოდ მეცოდება...რატომ ვერ ვეგუები მის ასეთ მდგომარეობას? აღარ მიყვარს, მაგრამ ვერ ვეგუები. ალბათ გულჩვილობამ გაიღვიძა ჩემში და იმიტომ...
  მოსაღამოვდა და ქუჩაში სახეტიალოდ გავედი. თან სასიამოვნოდ გრილოდა, აგვისტოსთვის უჩვეულოდ. იღრუბლებოდა. უაზროდ ბოდიალისას სულ შემთხვევით თამოს სახლთან აღმოვჩნდი. ფარეღს მივეყრდენი და ზევით ავიხედე. მის აივანს მივაშტერდი. მიყვარდა? თუ უბრალოდ...მეც არ ვიცი უბრალოდ რა იყო, მაგრამ რაღაც იყო, ცოტა უცნაური...ხო,სიყვარულს გავდა, მაგრამ ალბათ არც იყო ეს...რას გაიგებ...
-მე მელოდები?-ჩაცინება გავიგე.
  თავი ჩამოვწიე და თამოს მივაშტერდი.
-არა.-გავუღიმე.
-ყავას დალევ?
-ცივს და ნაყინით?-ჩავიცინე.
-ცივს და ნაყინით.-გამიღიმა.
  არ ვიცი რატომ, მაგრამ უსიტყვოდ შევყევი სადარბაზოში.
-ნინა-
  სახლში როცა დავბრუნდი, ყველა შინ დამხვდა.
-სად იყავით?-აკაკიმ უცნაურად შემოგვხედა.
-კაფეში.-თბილად გავუღიმე.
  მე და სოფი ისევ ჩემ ოთახში ავედით.
-ჩვენი ქორწილისთვის კაბა უკვე შეარჩიე?-გამიცინა.
-არა ჯერ...შენ მოძებნე უკვე?
-შეკერვა მინდოდა.
-მოასწრებ?
-კი, რატომაც არა.
-შეიძლება მე შევქმნა შენი კაბა?-გავუღიმე.
-ხატავ?
-ვცდილობ.-გამეცინა.
-მაშინ მოგანდობ ნახატს და თუ მომეწონება, ეგეთს შევაკერინებ.
  როცა წავიდნენ, მაგიდასთან დავჯექი და ფანქარი მოვიმარჯვე. კაბა...ქორწილი...
  როცა ერთიანად შთაგონებული ხარ ადამიანი, ალბათ საოცრებებისაც უნდა გჯეროდეს.
  გრძელი, რა თქმა უნდა თეთრი კაბა, ზურგზე მთლიანად ჩახსნილი კაბა, წინ მკერდამდე გამჭირვალე და წელში გამოყვანილი? ბოლოს დავარდნილი და სწორი. წინ ალბათ ლამაზი თვლებით მორთული...საინტერესოა, მოეწონება? იმედია...
  ნახატი ჩანთაში ჩავდე და მამაჩემის მოსვლამდე ლუკასთან წავედი.
-ჩემი ერთადერთიც დამიბრუნდა.-თბილად ჩამეხუტა და ნაზად მაკოცა.
  ყველაფერი თითქმის იდეალურადაა...თითქმის ისეა, როგორც ზღაპრებში, მაგრამ...რა არ ხდება...



№1  offline წევრი Supreme

უი, მაპატიეთ:დ ზოგ ადგილას ასო დამაკლდა, ზოგი სიტყვა ზედმეტი დავწერე, რამდენიმე სასვენი ნიშანიც ამერია:დ სიჩქარის ბრალია:დ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3

 


№2 სტუმარი Nini

Kargii iyo dzalian,agar daagviano ra,male minda qorwili me amati da daachqare cota.

 


№3 სტუმარი Uhuu

Koveltvis momcons rogorc cer,sul megimeba roca vkitxulob magram koveli axali tavis dackeviasa meshinia rom ragac sashibelebas moaxden,an vinme mokvdeba an eseni suleluri mizezit dashordebian da mokled ra didi imedi makvs rom kargad daasruleb<3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargebi arian uxdebian ertmanets magram sandro?

 


№5 სტუმარი hipo

male daidos neta ;(

 


№6 სტუმარი ))))

Male dade ra shemdegiii dzaan magariaa <3

 


№7 სტუმარი mk

რატო აღარ აგრძელებ ?

 


№8  offline წევრი Supreme

დიდი ბოდიში რომ ასე ვიგვიანებ, მაგრამ ცოტა ხანი ალბათ კიდე ვერ დავდებ. შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ. მადლობა რომ კითხულობთ <3

 


№9 სტუმარი Ana

Dges daviwke da davukevi tavebs. Dzaan momwons da velodebi gagrdzelebas, magram dzaanigvianeb:(((

 


№10 სტუმარი tia

magari istoriaa da gagrdzelebas sashveli daadga dade ra axali tavi gtxov. magrad mainteresebs.

 


№11 სტუმარი tia

რატო აგარ აგრდზელებ დავიგალეთ ლოდინით დადე რა ახალი თავი winked

 


№12  offline წევრი Supreme

ყველას უდიდეს ბოდიშს გიხდით ასე დაგვიანებისთვის. როცა შევძლებ აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ. მაპატიეთ.

 


№13 სტუმარი დარინა

ძაან მომწონს და იმედი მაქვს რომ მალე დადებბბ

 


№14  offline წევრი Supreme

დაგიბრუნდით^^

 


№15  offline წევრი wandering

28 tavi sadaa ver vnaxe

 


№16  offline წევრი Supreme

wandering
28 tavi sadaa ver vnaxe

https://4love.ge/istoria/118012-tu-meqaltanes-sheuyvardi-ese-igi-dagexra-28.htm
l ესაა, მაგრამ არ ვიცი აქედან გაგიხსნის თუ არა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent