შემიყვარე(ნაწილი მეოთხე)
-რა გაყვირებს ადამიანო? -რა მაყვირებს? აბა ამას შეხედე ქორწინების მოწმობა სწრაფად მივაწოდე. ალბათ ახლა წნევა მაქვს 300ზე მეტი. ისეთიშეგრძნება მაქვს თითქოს ყურებიდან სისხლი გადმომივა. -მეღადავები ტო? რა ქორწილი? რა ცოლი? მაშაყირებ ხო? -აი ხო ალექსანდრე რამიშვილო გეღადავები ფარული კამერაა. ვერ გავიგე ვინ დაგვაქორწინა შუა ღამისას მთვრალები? -ეხლა გეტყვი და კივილი არ ატეხო. დეიდაჩემი მუშაობს ქორწინების სახლში რაც 18 წლის გავხდი იმის მერე ოცნებობს ჩემ ქორწილზე. არა რაა სასწაულია. იქნებ მესიზმრება ეს ყველაფერი? არა მეც ვერ ვარ რაა. ჩემი ოცნების მამაკაცს გავყევი ცოლად ჩემი ბავშვობის სიყვარულს და კიდე პანიკაში ვარდები. -ბენე უნდა გავშორდეთ ერთმანეთს -ხო მეც ეგრე ვფიქრობ მარა ჯერ ვინ გაგვაშორებს ჩვენ გუშინ დავქორწინდით თითქოს მეწყინასავით გაშორებაზე რომ დამეთანხმა. ჯანდაბა მე რატო უნდა დამემართოს ყველაფერი? რატოო? -აუუ ადექი რა ბენე იუსტიციის სახლში მაინც წავიდეთ, იქნებ რამე გავიგოთ -კაი მიდი ჯერ ცოლო საუზმე გამიმზადე და გავიდეთ -იდიოტი ხარ რაა. ადექი და შენ თვითონ მოამზადე -ეეეე ქმარს როგორ ელაპარაკები. არა ვიცი რომ სასმელში რაღაც ჩამიყარე და ძალით დამაქორწინე შენზე სანამ ბალიშს ვესროდი მოასწრო და ოთახიდან გაიქცა. ისე ერთი წამით დავფიქრდი მართლა რამე ხო არ ჩავუყარეთქო? არა შანსი არაა ეგეთ რამეს მე არ ვიზავდი როგორც არ უნდა მყვარებოდა ბიჭი.სამზარეულოში გავედი. დოინჯ შემორტყმული იდგა მაცივართან -აუუ შენ რანაირი ცოლი ხარ? ქმარს შიმშილით კლავ. მე წელებზე ფეხს ვიდგავ და ოჯახს ვარჩენ შენ კიდე საჭმელსაც არ მიკეთებ -მასხარა ხარ რაა, გამოდი აქეთ გავაკეთებ რამეს -აუ ოღონდ კვრცხი და ეგეთები არა რაა. კვერცხები ჩემიც მეყოფა ქათმის არ ვჭამო ეხლა -ფუუ რა უზრდელი ხარ. რა ჯანდაბას ჩახეთქავ აბა? საკუთარ თავზე მეცინება რაა. ჩემს სამზარეულოში ჩემს ქმარს რომელიც 12 წელია მიყვარს და უცებ ბრახ და ვქორწინდები ასე ველაპარაკები. მგონი სულ გავუბერე. -ჰმმმ. აუუ პიცას გამომიცხობ? -პიცას არა კამპოტს გაგიკეთებ კიდე. რაღაცა სალათა იდება მანდ შარშანდელი ჭამე ეგ მე არ მშია. -აი ამას ქვია მოსიყვარულე და ოჯახის ქალი -აბა რა სიხარულო ხო იცი შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ ეჰჰ სიცილით კი ვთქვი მარა რამდენი სიმართლე იყო ამ ერთ წინადადებაში. ახლაც შოკში ვარ მე ბენე რამიშვილის ცოლი ვარ. ამაზე ალბათ ვერც კი ვიოცნებებდი. ოთახში ავედი და ჩაცმა დავიწყე. სახლიდან მალევე გავედით. არ მეგონა ბენეს მანქანა თუ ყავდა. დაახლოევით 15 წუთში იუსტიციის სახლში ვიყავით -გამარჯობა განქორწინებაზე გვაინტერესებს -დიახ გისმენთ -მოკლედ მე და ჩემს ქმარს განქორწნება გვინდა -უი და რამდენი ხსნია რაც დაქორწინდით -ისა.... გუშინ -რაა? და რატომ გინდათ განქორწინება რა ვუთხრა ეხლა? ბენეს გავხედე ისიც ჩემსავით დაბნეული იყო. ბოლოს რაც მომადგა ენაზე ის ვთქვი -გეი აღმოჩნდა ბენეს ხველება აუტყდა და სულ გაწითლდა. სიცილს ძლივს ვიკავებდით, თვითონ ის გოგოც ფხუკუნებდა, -უკკ....უკაცრავად მაგრამ სამწუხაროდ განქორწინება მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ -კარგით ნახვამდის გარეთ გამოვედით თუ არა იმხელა ხმაზე გავიცინეთ აბსოლიტურად ყველამ ჩვენ შემოგვხედა -ვაიმე დედაა ცუდად ვარ. გეი ვარ გოგო მეე? -მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და რა მექნა. აუ წარმოიდგინე თბილისში რომ გავრცელდეს ეგ. ბენე რამიშვილი გეია სიცილისგან გული მქონდა ცუდად. რა ჯანდაბა მაცინებდა 3 თვე ვერ გავშორდებოდი ამ კრეტინს -არა მაინც როგორ მაკადრე გეი? გეგონება გუშინ ჩემთან არ დაკარგე ქალიშვილობა ისე უეცრად გავწითლდი ვერც მივხვდი. ღმერთო ეხლა ხომ შეიძლება ეს გზა გაიხსნას და ჩამიტანოს შიგნით. ასე უხერხულად არასდროს არ ვყოფილვარ. სახლში მალევე მივედით. ბენემ აიჩემა ჩემთან წავიდეთო -აუუ ნუც მოდი მე მაღაზიაში წავალ და პიცას ვიყიდი თორე მოვკვდი კაცი მშიერი. -კაი მიდი სახლის დათვალიერწბა დავიწყე. საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი. ძირითადად შავ ფერში. უცებ ზარის ხმა გაისმა. ეტყობა ვინმე უცხოა თორემ ბენეს გასაღები აქვს. კარებში კლოუნივით გამოწყობილი დაბალი გოგო იდგა. ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამცინებოდა -გამარჯობაააა. ბენიკო სახლშია? -ვინნ?? -ჩემი ბენიკო სახლშია? ძააან მომენატრააა ჩემი პაწუწუნაა აი ეს ბოლო წვეთი იყო. ცრემლები მომდიოდა უკვე -ისა არაა სახლში მაგრამ შემოდი მალე მოვა ისეთი „ტყლარწვით“ დადიოდა გულუ შემიწუხდა კინაღამ -უიი დამავიწყდა მე მაკუნა ასათიანი ვარ ბენეს ყოფილი მაგრამ ზუსტად ვიცი მალე მომავალი მისი ცოლი გავხდები. ვაი შენს პატორნს -მე ნუცა ვარ, ბენეს ცოლი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.